არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ელგუჯა მარღია

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyWed Mar 04, 2009 5:00 pm

ელგუჯა მარღია - Page 2 Elguja19
ელგუჯა მარღია

ღიმილის რობაი

მინაწერი იოსებ ჭუმბურიძის წიგნზე ,,ღიმილი დედოფალ ანასი''

სხვა სილამაზე აცისკროვნებს დედოფლის ღიმილს,-
სხვა არის მისი პოეზიის მზე(ცა) და სხივიც...
და უნებურად მახსენდება ახლა ჯოკონდა,-
იმ ამოუცნობ ღიმილს მიღმა რა ცრემლი ღვივის...


Smile

თქვენ მადლობა.
არიან ლექსები,რომლებიც უბრალოდ ცოცხლობენ.
გახარიას გვერდი გაგიხსნიათ.მისი ''შენს კაბას წითელა ჭირს'',ძალიან ლამაზი და ტრაგიკული სიყვარულის ლეიტმოტივი იყო.
ისე მოხდა,რომ ინტერნეტრეალობაშიც სულ ახლახანს ჩემს თვალწინ განმეორდა ამ ლექსზე სხვა წყვილის ისტორია.
რაღაც ამოჩემებულ და მათ ლექსად დარჩა.
ანუ ორი სულ სხვადასხვა წყვილის ლექსად.
ასეთი საინტერესოა,მერე ლექსის''ცხოვრება''.
Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyWed Mar 04, 2009 5:21 pm

ვერც წარმოვიდგენდი,ჩემი ლექსი ასეთი პოპულარული თუ იყო...მართლაც მოულოდნელი და სასიამოვნოა...


Smile

ელგუჯა მარღია

ვაჩე ანდრონიკაშვილის საუბარი შულმანთან...
(მიხო მოსულიშვილის რომანიდან ,,უჟამო ჟამის რაინდი’’)

ვერ მომისყიდი, ვიყო გამცემი
და კარგად იცი, ისკარიოტელ,
თავისუფლების ჯვარსაც მაცვამენ,
რომ საუკუნოდ სისხლი მდიოდეს.
რომ ჩემი სისხლით ჩემი არჩანდა
უცებ ცასავით ისე განათდეს,
ერთად გამოჩნდეს ყველა ლაჩარი,
ყველა ორგული და მოღალატე...
ცას უერთდება ჩემი ფესვები
და წინაპართა მესმის ძახილი:
არ დაეცემა შიშიონელი,
როგორც მამულის დროშა დახრილი...
ვიცი, სამშობლოც, როგორც რაინდი,
უნდა ვეძებო... უნდა მტკიოდეს...
მომაქვს სიმართლე — უფლის მახვილი
და გეშინოდეს, ისკარიოტელ!


წიგნიდან: „დუმილის სივრცე“ [ლექსები / რედ.: ელზა მეტრეველი ; მხატვ.: გოგი წერეთელი]. - თბ., გამომცემლობა „ცოტნე“, 2001

study
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyWed Mar 18, 2009 2:15 am

თავისუფლების რობაი

(მათ, ვინც საკუთარ თავსაც ამოიცნობს...)

ბევრჯერ ტკივილმა გვაგრძნობინა თვალთა სისველე,
უსამართლობით გულიც ბევრჯერ გადაგვისერეს...
მაშინ დავცხრებით და ვიქნებით თავისუფალნიც,-
წუთისოფლისგან სამუდამოდ რომ დავისვენებთ...

ელგუჯა მარღია
12.12.2019 წ. თბილისი



elguja, Semovedi Sens gverdze da Zalian visiamovne Seni lamazi leqsebiT. momenatra sens mier wakiTxuli seni Zarrviani poezia. gexvevi. guliTadi mokiTxva saxlSi da didi mokitxva cemi saxlidan... flower me da joaximi xSirad vixsenebT im ulamazes saRamos,TqvenTan rom gavatareT.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptySun Mar 29, 2009 11:53 pm

გაიხარე, ჩემო ირმა, გენაცვალე...მომიკითხე შვილები და მეუღლე...ძალიან მოგვანატრეთ თავი და რო ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა ჩავუსხდეთ მამაპაპურადა...Smile

Smile

ელგუჯა მარღია

ბავშვობის მდინარის - ენგურის მონატრება

ვერ ბრუნდებიან სათავისკენ ორაგულები
ქვირითობისას...მერე მშვიდად ვეღარ კვდებიან;
როგორც პატიმარს წართმეული თავისუფლება,
ძველი სილაღე და სიურჩე მოგნატრებია.

მახსოვხარ ოდით მქუხარე და დაუდეგარი,
თევზით მდიდარი, აყვავებულ ჭალით ზვიადი...
დაპატარავდი ისე, როგორც შენი ქვეყანა,
დაპატარავდი, მეგობარო და დაჩიავდი.

შენი ხმა უკვე აღარ მესმის, დიდი ხანია,
შენი შრიალი...და გაბმული შორი ძახილი...
და დაღონებულს,ზღვისკენ შვებით მიგიხარია,
ზღვამ ჩაგიხუტოს მდუმარე და პატივაყრილი.

ზღვა არის შენი სამუდამო, მყუდრო სავანე,
შეგისრუტავს და სილურჯეში აითქვიფები...
ტანზე მზის სხივთა დაგეყრება იასამანი,
ხსოვნის რექვიემს გიმღერებენ თეთრი ნიმფები.

ელგუჯა მარღია - Page 2 Elguja21

Smile
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyWed Apr 01, 2009 4:29 pm

***
ცივა. ბუხართან ვზივარ
მთვრალი და მობუზული...
მამა აბოლებს...დედაჩემი
ჩუმად ბუზღუნებს...
რამ გამოლიოს საფიქრალი
და საწუხარი...
რაღაც ვერ ათბობს ძველებურად
ოთახს ბუხარიც...
სერავს ყიამეთს ლამპის შუქი,
ჭრაქის ციმციმი...
არც ძველებური ქეიფია,
აღარც სიცილი...
იხსენებს მამა უწინდელი
დროის პურმარილს:
,,სანატრელიც კი გამიხდაო
უკვე სტუმარი'',-
წუხს...და სოფელი
ლხინის შემწე,ჭირის გამტანი,
ისეთი ცივი მეჩვენება,
როგორც ზამთარი.


წავიკითხე და მომეწონა ეს.. გამორჩეულად.. მოვალ მერე კიდევ..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyTue Oct 21, 2014 12:24 pm

ელგუჯა მარღია

უმადურობის რობაი

ღვაწლი, ამაგი, ერთგულება ვის დავუფასეთ
ცოცხლებს?..სამშობლო გვახსენდება ნადიმ-სუფრაზე...
ჩვენც არაერთი პატრიოტი ისე მოვკალით,
როგორც მხედრებმა ხობისწყალზე მეფე გუბაზი....

19. 10. 2014


Last edited by Admin on Wed Oct 02, 2019 6:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyWed Oct 02, 2019 4:00 pm


ელგუჯა მარღია. დოქისა და ჩიტის რობაი
Jun 4, 2018

@

Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyThu Dec 12, 2019 12:01 pm

ელგუჯა მარღია

ზამთრისპირის საღამო

ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,
თბილისს გადმოვხედო მთაწმინდიდან...
თოვს და ჰაერივით ეს ქვეყანაც
თითქოს ცოდვებისგან გაიწმინდა.
უცებ ნოემბერმა გააოცა,
ყველა უბანი და ყველა ქუჩა...
თოვლით მოზეიმე საღამოს ცამ,
ლამის სატკივარიც გააყუჩა.
თუმცა მარადიულ ცოდვის ტალახს
შენც ვერ მოგვაცილებ, ნატვრისთვალო...
მინდა, თოვლში ვიდგე, თოვლში, ახლა,
მინდა, ფანტელები დავითვალო...
ბარდნის გაბმულად და ნება-ნება,
ფანტელს მონატრების დარდიც მიაქვს...
ახლა ადვილია პატიება,
ახლა შეყვარებაც ადვილია...
ახლა ლამაზია ეს ქვეყანა,
თოვლის მკლავებში რო გაირინდა...
ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,
თბილისს გადმოვხედო მთაწმინდიდან...


(წიგნიდან ,,ნაბადი'')

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyFri Dec 20, 2019 9:11 am

ელგუჯა მარღია - Page 2 Elguja13

ელგუჯა მარღია

იმედის რობაი

ბევრმა ქვეყანა დაივიწყა და ღრმად შეტოპა,
ყველაზე უკეთ გვეხერხება ნგრევა, ყბედობა...
თქმულა: იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ გახსოვდეს,-
გამარჯვებები აღარ მოაქვს უიმედობას...


სიფრთხილის რობაი

ვინც ხმას იმაღლებს, განა ყველა პატრიოტია,
პოლიტიკური ქაოსი და ქარაშოტია...
გმართებს სიფრთხილე, მოძმეებმა აღარ შეგჭამონ,-
როგორც მგლის ხროვამ - მეგობარი მგელი ტოტია...


უტვინობის რობაი

ყვარყვარეს ისევ ელანდება რევოლუცია,
შფოთავს არქიფოც...უჩვეულო ფაციფუცია...
ჭკვიანიაო,- ვინც ზოგიერთ მინისტრზე ამბობს,-
თავადაც ტვინი აღარა აქვს ერთი უნცია...


ბუტაფორიის რობაი

თვალ-ყურს ვადევნებ ხალხის ჩივილს და მათ ფორიაქს,
რაღაც კეთდება, თუმც ყველაფერს ცუდი ფონი აქვს...
გვიქადაგებდნენ, სახელმწიფო ავაშენეთო,-
ხელში კი შეგვრჩა უხეირო ბუტაფორია...


(წიგნიდან ,,დროის არითმია'' - 333 რობაი)

study


Last edited by Admin on Fri Dec 20, 2019 12:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyFri Dec 20, 2019 9:16 am

ელგუჯა მარღია - Page 2 Guja-012

ელგუჯა მარღია

ვაჟა გაფრინდაშვილის რობაი

„თორღვასა გაფრინდაული ამაგრებს ქვიტკირსავითე’’...
(ხალხური)

თეთრი ხალათიც ბექთარია, თუ გმირს აცვია,
ღირსების მცველიც - ქედუდრეკი ჯარისკაცია...
,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთან“, -
სიმართლეს ვეღარ შეაჩერებს ოკუპაცია...


11.12.2019 წ. თბილისი


ოდნავ ირონიული რობაი

(პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის გამონათქვამების საილუსტრაციოდ...)

ამბობს სალომე, რომ ქართველებს ,,არა გვაქვს ჯარი'',
ირაკლი ამბობს, რომ გვყავს ჯარი (ეწეროს ჯვარი...),
თანაც ძლიერი...თუმც ამგვარი გახლავთ სიმართლე:
მტრის მძლევი ჯარი რომ აღარ გვყავს, მკლავს ამის ჯავრი...

ელგუჯა მარღია

11.12.2019 წ. თბილისი

study


Last edited by Admin on Fri Dec 20, 2019 5:10 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyFri Dec 20, 2019 9:23 am

ელგუჯა მარღია

აზდაკის რობაი

ვერ გაუთენდა საქართველოს დღენი სადაგი,
ვერ მოიშორა მარჩიელნი - პოლიტქადაგნი...
მითხარ, რა უნდა მიხაროდეს ამ ქვეყანაში,-
სადაც ზნეობა-სამართალი ზეობს აზდაკის...


29.11.2019 წ. თბილისი

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyFri Dec 20, 2019 9:55 am


Elguja Marghia reading his rubaiyat
•May 25, 2016


@
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyFri Dec 20, 2019 4:53 pm

ელგუჯა მარღია - Page 2 Elguja20

ელგუჯა მარღია

„ლექსი როცა იბადება, მაშინ ვარ ბედნიერი“

დღეს პოეზიაზე ვისაუბრებთ ; ჩემი რესპოდენტი, ცნობილი პოეტი ელგუჯა მარღია, გამორჩეულად თავმდაბალი,საინტერესო ადამიანია. ახლახან მისი რიგით მექვსე პოეტური კრებული გამოვიდა... თუმცა სამი ელექტრონული წიგნიც აქვს სათვალავში( ,,განდევნილები’’, ,,ჰომო დეი’’ და ,,სხვადასხვა დროის ლექსები და მინიატურები’’; იხ: www.saba.com.ge) და რამდენიმე შედგენილი კრებულიც ...ჩვენ მას საგურამოში, ბურიანის აგარაკზე ვეწვიეთ. გარემო, სადაც პოეტი კვირაში ორ დღეს მაინც ატარებს , იმდენად შთამბეჭდავია, არ შეიძლება მუზა არ გეწვიოს.



–პირველი ლექსი როდის დაიბადა?–

–პირველი ლექსი მეოთხე-მეხუთე კლასში დავწერე...იაკობ გოგებაშვილის ,,დედა-ენას’’ ეძღვნებოდა..სამწუხაროდ, არც მახსოვს....

–პირველი მკითხველი?–

–ქართული ენის პედაგოგი, თავადაც პოეტი, მელენტი ფიფია...მითხრა, რომ მოეწონა... შემაქო და დიდი სტიმული მომცა...

–პირველად სად დაიბეჭდა თქვენი ლექსები?–

– მაშინ ჟურნალი ,,პიონერი’’ და გაზეთი ,,ნორჩი ლენინელი’’ პრესტიჟული გამოცემები იყო...იქ მოხვედრა არცთუ ისე იოლი გახლდათ...სწორედ ჟურნალ ,,პიონერში’’ დაიბეჭდა პირველად ჩემი ლექსები. რა თქმა უნდა პარალელურად წალენჯიხის რაიონულ გაზეთშიც ვიბეჭდებოდი... მერე უკვე ერთ კრებულად აიკინძა სხვადასხვა ავტორის ლექსები და დაიბეჭდა ...ეს ჟურნალ ,,პიონერის’’ სოლიდური და სპეციალური გამოცემა იყო.

– პროფესია როგორ აირჩიეთ?–

–სიმართლე გითხრა, არ მიფიქრია ჟურნალისტობაზე... მაშინ მოდაში ერთ-ერთი სამშენებლო ფაკულტეტიც იყო და იქ ჩაბარებას ვაპირებდი...თუმცა მოხდა ისე, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა.

–რატომ ჟურნალისტიკა?–

– რაკი წერა მეხერხებოდა და პოეზია მიყვარდა, ჩემს მისწრაფებასთან ახლოს იყო ეს ფაკულტეტი. თუმცა ბევრს ეგონა, ჩემი არჩევანი თეატრალური ინსტიტუტი იქნებოდა....ხშირად ვიდექი რაიონისა და სხვა სცენებზე წამყვანის ამპლუაში; თუ კვეხნად არ ჩამითვლით, ლექსის მხატვრულ კითხვაშიც გამოვირჩეოდი... 1981 წელს დავამთავრე სკოლა ოქროს მედალზე და იმ დროისთვის ძნელად მოსახვედრ ფაკულტეტზე ჩავაბარე.

–როგორი იყო სტუდენტური წლები?–

–ოცნება რთულად ამისრულდა...იოლი არ ყოფილა ჩემი გასტუდენტება...ბატონი ნოდარ ტაბიძე გახლდათ ჩვენი დეკანი...დიდებული ლექტორების გარემოცვაში ვიყავით...აქტიურად ჩავერთე ,,სტუდენტური კლუბისა’’ და ახალგაზრდა მწერალთა წრის საქმიანობაში...ალმანახ ,,პივერ სხივშიც’’ ვიბეჭდებოდი...პირველი კურსის მერე ჯარში გამიწვიეს. ეს სატანჯველი იყო, გაქცევაც კი მინდოდა. ერთი სიტყვით, მოვიხადე ეს სასჯელი. მეორე კურსიდან,პრაქტიკული ჟურნალისტიკა საგარეჯოს გაზეთ ,,ივრის განთიადში“ გავიარე,რომლის რედაქტორი იყო არაჩვეულებრივი ჟურნალისტი ჯემალ ქურხული...შესანიშნავი მწერლის, ბექა ქურხულის მამა... გაზეთი ექსპერიმენტს ახორციელებდა და კვირაში ხუთჯერ გამოდიოდა...რაიონული გაზეთისთვის ეს სიახლე იყო...ფაქტობრივად, ყოველდღიურად იბეჭდებოდა...მე და ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ თვენახევარში 80 წერილი გამოვაქვეყნეთ...ბატონი ნოდარ ტაბიძე გახარებული იყო ამ ფაქტით და სპეციალური შეხვედრაც მოგვიწყო ჩვენს ფაკულტეტზე...ინფორმაცია ,,სოფლის ცხოვრებაშიც’’ გამოაქვეყნა...გამოდიოდა ასეთი მრავალტირაჟიანი და გავლენიანი გაზეთიც საბჭოთა პერიოდში...

–რას ეხებოდა ეს წერილები?–

–ვაზს,ვენახს,ღვინოს (იღიმის)

–პირველი კრებული როდის გამოვიდა?-

–პირველი წიგნი გამოვიდა 1993 წელს ... გამომცემლობა ,,მერანში“ დაიბეჭდა...დაგვიანებით...რატომღაც არ ვჩქარობდი, თუმცა გაცილებით ადრეც შემეძლო... პირველი კრებულის სახელწოდებაა ,,როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი’’ .იმ დროისთვის ყველა სოლიდურ ლიტერატურულ გამოცემაში იბეჭდებოდა ჩემი ლექსები. უკვე ჟურნალ ,,ცისკარშიც“ ვმუშაობდი.

–მაშინ საკმაოდ პრესტიჟული და რთული იყო მწერალთა კავშირში მოხვედრა, თქვენ როგორ მოხვდით?–

–მაშინ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი მუხრან მაჭავარიანი იყო,ეს ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი სიხარული გახლდათ... სხდომაზე, რომელშიც მრავალი ცნობილი პოეტი მონაწილეობდა. ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი გაწევრიანების შესახებ...მახსოვს, ვიცდიდი გარეთ, გულის ფანცქალით ველოდებოდი შედეგს...გამოვიდა დათო მაღრაძე, მომესალმა და მომილოცა მწერალთა კავშირში მიღება...ასევე ტარიელ ჭანტურიამ მომილოცა და მითხრა, აბა შენ იციო... ასევე მინდა გამოვყო,გივი ძნელაძის,რეზო ჭეიშვილის, იორამ ქემერტელიძის მხარდაჭერა. ჩემი ამ ადამიანების ურთიერთობის კატალიზატორი ცნობილი პოეტი ირაკლი ბაზაძე გახლდათ...მე მისი მადლიერი ვარ....აცხონოს უფალმა... მან და ზაურ კალანდიამ გამიწიეს რეკომენდაცია...

–თქვენ, როგორც ვიცი, განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ მრავალ ცნობილ მწერლებთან, მოგვიყევით ამის შესახებ?–

–მართლაც, განსაკუთრებული სიყვარულით მინდა სხვებიც გავიხსენო... იმათ გარდა, ვინც დავასახელე... პირველი, ვინც ,,პირველ სხივში’’ დამბეჭდა, რევაზ მიშველაძე იყო...პატივისცემით ვიხსენებ ნოდარ წულეისკირს, ოთარ ჩხეიძეს... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემი იყო ჩემი ლექსების დაბეჭდვა ჟურნალ ,,ლიახვში’’ ბატონ ოთარ ჩხეიძის ხელშეწყობით და ინიციატივით... მინდა ასევე გამოვყო მიხეილ ქვლივიძე,რომლის წინასიტყვაობითაც ჟურნალ ,,ნობათში“ ჩემი ლექსები დაიბეჭდა. იმ დროისთვის ჟურნალის რედაქტორი ბაღათერ არაბული გახლდათ. ასევე დიდი სიამაყით და სითბოთი მინდა გავიხსენო ბატონ რეზო ჭეიშვილი, გენო კალანდია, იურა ბაქანიძე, ნოდარ ადეიშვილი, ავთანდილ ადეიშვილი, ბადრი ჭოხონელიძე, რინოს კვარაცხელია, ჯუმბერ თითმერია, რევაზ ჯაფარიძე, მუხრან მაჭავარიანი, სიმონ შამფრიანი...ბევრი გამომრჩა და მომიტევონ...ჩემი მეგობრები, იმედო ჯახუა, ბადრი გუგუშვილი, თემურ ფირცხალაიშვილი, ზურა ჯაფარიძე...დღესაც მრავალთან ვაგრძელებ მეგობრობას...მადლიერი ვარ ზაურ კალანდიასი, გიზო თავაძის, როსტომ ჩხეიძის, ელგუჯა თავბერიძის, მაკა ჯოხაძის, იოსებ ჭუმბურიძის, ნინო ვახანიას, თამარელა წოწორიას, მარინა ტურავას, დავით თედორაძის, ვახტანგ ღლონტის, გივი ჩიღვინაძის, გიორგი ხულორდავას და სხვა მწერლების, ლიტერატორების, ვინც ბოლო დროს დამიდგა გვერდით და ობიექტურად, მიუკერძოებლად შეაფასა ჩემი კრებულები...

–რამდენი ხნის მერე გამოვიდა თქვენი მეორე კრებული?–

–2001 წელს გამოვიდა ჩემი მეორე წიგნი ,,დუმილის სივრცე“ და დიდი შუალედის შემდეგ - მესამე წიგნი ,,ნაბადი“, რომელიც გახდა ,,საბას’’ 2012 წლის ნომინანტი...

–თქვენ ბევრს მოგზაურობთ,თქვენ მეუღლესთან ერთად,როგორც ვიცი კოლეგები ხართ? –

–კი, მართლაც ასეა,ჩვენ ძალიან გვიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა,სხვადასხვა ადათ- წესების გაცნობა, ბუნება.სწორედ, ამ დროს იწერება ახალი სტრიქონები... ამასწინათ ონში სამხარეო მუზეუმში,სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: ქალბატონი, რომელიც მხოლოდ ფოტოთი და ჩემი წიგნით მიცნობდა, მოგვიახლოვდა და მორიდებით ჰკითხა ჩემს მეუღლეს: ეს ელგუჯა მარღია ხომ არ არისო...გავიოცე და თან გამიხარდა, რასაკვირველია...ფაქტობრივად უცხო რაიონში, ვერ წარმომედგინა, ,,ნაბადი’’ ასეთი პოპულარული თუ იყო და ასე ზედმიწევით თუ იცნობდნენ ჩემს პოეზიას....ცოტა ხმამაღალი განაცხადი გამომივიდა, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს...(იღიმის...) ეს ქალბატონი ონის ბიბლიოთეკის დირექტორი ანა ერისთავი აღმოჩნდა...დიდებული ადამიანი და პოეტი, ონის რაიონის კოლორიტი...სახელდახელოდ გაიმართა ჩვენი შეხვედრა ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან...ძალიან გულთბილი და ამაღელვებელი შეხვედრა იყო...საჩუქრად გადავეცი ჩემი რობაიების ახალი კრებული ,,საგანძურის რობაი და სხვა’’...დაუვიწყარია ეს შეხვედრა...

–და ყველაზე საინტერესო თქვენს პოეტურ ბიოგრაფიაში რობაიები,როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?–

– ვერ წარმომედგინა, თუ ოდესმე რობაიებს დავწერდი...მაგრამ თურმე ადამიანმა ,,არასოდეს არ უნდა თქვა, არასოდეს’’... მოხდა ისე რომ, პირველი რობაი ღვინის კლუბთან ჩემმა ურთიერთობამ წარმოშვა... გაწევრიანება მინდოდა...მე არ ვიაქტიურე, თორემ ვინ იყო წინააღმდეგი?...იუმორით კი ეს შემომეწერა: (იღიმის...)

ღვინის რობაი

აღარ მიმიღეს ღვინის კლუბში....ვეღარ ვისრულებ

მე გულის წადილს...ხარბედია რადგან მიწუნებს...

ღვინის სიყვარულს,ღვინის კლუბი განა მასწავლის?–

დალოცვილ ღვინოს ამის გამო ვერ შევიძულებ...



ამის შემდეგ გარკვეული შუალედი მქონდა, მაგრამ ჩემდაუნებურად დავიწყე წერა და საკმაოდ სისტემური ხასიათი მიიღო...დღეში ორი-სამი რობაიც დამიწერია...პირველ ეტაპზე ვფიქრობდი, 50 რობაი მაინც დამეწერა და პატარა კრებული გამომეცა... გავაცანი პუბლიცისტს, პროფესორ იოსებ ჭუმბურიძეს,რომელმაც ძალიან მოიწონა ეს რობაიები,მომცა სტიმული და მიბიძგა გამეგრძელებინა.. მირჩია, გადამეგზავნა ბატონ როსტომ ჩხეიძესთან...ასეც მოვიქეცი და ჩემდა გასახარად, ჯურნალ ,,ჩვენს მწერლობაში’’ ბატონმა როსტომმა 70 რობაი დაბეჭდა... ამას მოჰყვა მისი სატელევიზიო გამოსვლა ,,ერთსულოვნების’’ დილის პროგრამა ,,განთიადში’’ ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, სადაც მაღალ შეფასებას აძლევდა...მისი ინიციატივით გაიმართა აღნიშნული პუბლიკაცის წარდგინება - განხილვა ლიტერატურულ ინსტიტუტში...ამის შემდეგ იოსებ ჭუმბურიძემ ვრცელი წერილი დაწერა ჩემს რობაიებზე, რომელიც წამძღვარებული აქვს პირველ კრებულს ,,110 რობაი’’. წიგნი 2015 წელს გამოვიდა და გამომცემლობა ,,საუნჯეში’’ დაიბეჭდა. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ნინო ვახანიას,თამარელა წოწორიას,მარინა ტურავას,გიორგი ხულორდავას, რომლებმაც შემიფასეს ჩემი რობაიები და დაიბეჭდა მეორე(,,ომარ ხაიამ, შემიწყალე ჩემი რობაი’’-,,საუნჯე’’, 2016 წ.) და მესამე (,,საგანძურის რობაი და სხვა’’-,,სვეტი’’,2017 წ.) კრებულებში; მოკლედ, მუზამ არ გამწირა(იღიმის...) და 50 ნაცვლად უკვე დავწერე 350 რობაი, აქედან დასახელებულ სამ კრებულში შესულია 310 -ზე მეტი რობაი...ალბათ, გავაერთიანებ ერთ სოლიდურ წიგნად და მალე შევთავაზებ პოეზიის მკითხველებს...

–შენი ყველაზე გამორჩეული რობაი?–

– ყველა ერთნაირად მიყვარს, თუმცა ხშირად ვკითხულობ ,,ჩიტის და დოქის რობაის’’. ასევე ,,მგალობელი შაშვის ორ რობაისა’’ და ,,გადარჩენილი ჩიტის რობაის’’...გამოდის, რომ მიყვარს ტყის ფრთოსნები...აბა, ბუნება მათ გარეშე ვერც წარმომიდგენია...(იღიმის...)

–ბურიანზე რას იტყვი?–

- სწორედ ამ წიაღში,ბურიანში დაიწერა ჩემი რობაიების უმრავლესობა... ეს არი ადგილი, სადაც სამყაროს ნაწილი ხდები...უღრმავდები საკუთარ თავს...ფიქრისა და აზროვნებისთვის სანიმუშო ადგილია, მოკლედ...ჩემი მანანას დამსახურებაა...ეძება და იპოვა კიდეც...დღეს უკვე ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება ბურიანის გარეშე...ხშირად ვიკრიბებით მეგობრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან ერთად...გვახარებს, რომ ყველას მოსწონს...

–როდის ხარ ბედნიერი?–

–ალბათ მაშინ, როცა ლექსი იბადება...ჩვენს ცხოვრებას ახლავს წამიერი ბედნიერი გაელვებები და ესეც უნდა იმყოფინოს ადამიანმა...მთავარია, ჩვენი თავი მოვმართოთ კეთილი საქმეების საკეთებლად...ღმერთმა სიყვარულისთვის გაგვაჩინა და ბედნიერებაა, რომ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე...ბოლო დროს ამაზეც მაქვს დაწერილი რობაიები:



სრულყოფილი ბედნიერების რობაი

,,შეიცან თავი შენი’’(სოკრატე)

გავურბით სიბრძნეს, ვერ ვპოულობთ ჩვენ არკადიას*,

რადგან დავკარგეთ ის, რაც უფლის დიდი მადლია...

მაინც სად არის სრულყოფილი ბედნიერება?-

როცა სიცოცხლე წუთია და მხოლოდ კადრია...

*არკადია – ეს სახელწოდება სიმბოლურად ნიშნავს სრულყოფილ ბედნიერებას...



აღმოცენების რობაი

სანამ აქა ვართ, ჩვენში უნდა ვპოვოთ ედემი,

გულში სიკეთის ღუღუნებდნენ მუდამ მტრედები...

ბოლოს მიწაში უფლისაგან დათესილები,-

უფალმა იცის, ცაში როგორ აღმოვცენდებით...


2017.09.08
ბურიანი, საგურამო

ელგუჯა მარღია - Page 2 Guja-013


ბმული:
* http://brandnews.ge/index.php/showbusiness/2017-01-27-12-49-57/1794-2017-09-08-11-25-57

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptyFri Dec 20, 2019 5:31 pm

ელგუჯა მარღია - Page 2 Guja-014

ქართული რობაიები (აზერბ. Elquca Marğiya — Gürcü Rübailəri), გამომცემლობა „განუნი“ (აზერბ. "QANUN" NƏŞRLƏR EVİ), აზერბაიჯანულად თარგმნა იმირ მამედლიმ, 2019

სამადლობელი

ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტია, ახალი კრებულის გამოცემა მოძმე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში...

დღეს გამახარა თვალსაჩინო პოეტისა და მთარგმნელის, იმირ მემედლის წერილმა და მის მიერ გამოგზავნილმა წიგნის გარეკანმა...

ძალიან მომეწონა აზერბაიჯანელი გრაფიკოს-დიზაინერის ნამუშევარი...

აღფრთოვანებული ვარ და ჩემს მრავალრიცხოვან მკითხველსაც, მეგობრებსაც გიზიარებთ ამ სიხარულს...

არა მგონია, სუბიექტური ვიყო ნამუშევრის შეფასებისას...

რასაკვირველია, ფეისბუქმკითხველთა აზრიც მაინტერესებს წარმოდგენილ გარეკანთან დაკავშირებით...(დამეთანხმებით, მთავარი მაინც წიგნის შინაარსია; ბატონი იმირ მემედლი საკუთარი დაუღალავი შრომის შედეგით ძალიან კმაყოფილია და ეს მამშვიდებს...ალბათ, აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მცოდნეები იტყვიან პირუთვნელ სიტყვას...) მოგეხსენებათ, კრებულის ვიზუალურ მხარესაც ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს...

მოკლედ, ბაქოს ერთ-ერთი პრესტიჟული გამომცემლობა ,,განუნი’’ ( დირექტორი შაჰბაზ ხუდუოღლი) უახლოეს დღეებში დაბეჭდავს ჩემს რობაიებს, რომლის აზერბაიჯანულად მთარგმნელი გახლავთ იმირ მემედლი; გულწრფელ მადლობას მოვახსენებ ბატონ იმირს, ,,განუნის’’ დირექტორს, ბატონ შაჰბაზ ხუდუოღლისა და გამომცემლობის სხვა მესვეურებს, ვინც მონაწილეობდა ამ წიგნის დაბადებაში...

რობაიების გამოცემის იდეა ვერ განხორციელდებოდა, რომ არა - ჩემი მეგობრების - კარლო ბარდაველიძისა და მალხაზ ხულორდავას მხარდაჭერა. ეს ჩემთვის დიდი პატივია და მადლიერებას გამოვხატავ ამის გამო.

ზოგადად, ჩემი ბოლო დროინდელი რობაიების ხუთი კრებულის შედგენა-გამოცემასა და პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით გამოჩენილ ქართველ მწერალსა და ლიტერატორს, როსტომ ჩხეიძეს, ბრწყინვალე პუბლიცისტსა და ლიტერატორს იოსებ ჭუმბურიძეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და შესანიშნავ რეჟისორს, დიმიტრი ხვთისიაშვილს, რომელმაც 2018 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს მიუძღვნა რობაიების მიხედვით დადგმული სპექტაკლი - ,,ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი!'' (ინსცენირება - იოსებ ჭუმბურიძისა).

პატივისცემით,
ელგუჯა მარღია

17 ივლისი, 2019

study


Last edited by Admin on Sat Dec 21, 2019 4:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptySat Dec 21, 2019 12:58 pm

ელგუჯა მარღია

უსართულო სახლის რობაი

„რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ...“
ლადო ასათიანი

ქვეყანაზე ყველა სახლი, ნეტავ იყოს უსართულო,
თუ ფანჯრიდან გადახტები - გადარჩები უსათუოდ...
გულქვა არის თემიდა და სასტიკი აქვს განაჩენიც, -
ეწირება ბოროტებას მართალი და უსასთუმლო...


21.12.2019 წ. თბილისი


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5665
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 EmptySat Dec 21, 2019 1:01 pm

ელგუჯა მარღია

შხამიანი ენის რობაი

მკვდრადშობილი არის სიტყვა, როცა ცრუობ, როცა გველობ,
შხამიანს რომ ასარსალებ ენას - ცილისმწამებელო...
მეცოდები, სულფუღუროვ - სიძულვილით გამოხრულო, -
გახმები და წაიქცევი, როგორც სუსტი ჩალის ღერო...


21.12.2019 წ. თბილისი


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ელგუჯა მარღია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ელგუჯა მარღია
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: