არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური (ნისლი მთათა ზედა) - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena, or to be exact - library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ნინო ქადაგიძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
nino kadagidze

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Wed Feb 17, 2010 1:14 pm

თენდება
თენდება.
ბაღში მტრედისფერი
ღუღუნებს დილა
და იქვე ახლოს ,
თეთრ პერანგში
ყვინთავს ტყემალი,
-ღრუბლებო,
ცოტა მიწილადეთ
ცისფერი ფთილა,
არ შემიცივდეს,
ტყემალს მხრებზე
შემოვაფარო.
თენდება.
Back to top Go down
keso
Front of Armury
Front of Armury
keso

Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Feb 18, 2010 5:06 pm

დედობა მასწავლე...
ტაატებს ფეხშველა
ღრუბელი ნებაზე,
ჩიტები კი არა,
სხივები მღერიან,
ისეთი დილაა
არყოფნას განანებს,
(იცოცხლო ხანდახან
ისეთი ძნელია).
ჰო, შემოიხეთქეს
ჭერმებმა ყვავილი,
აპრილი - ხაჩხაჩებს,
გაბრიელს - ელიან...
ახლა , ღვთისმშობელი
ყვავის ყველა კვირტში
და ქერუბიმებიც
მიწაზე რჩებიან...
ტაატებს ფეხშველა
იესო ზეცაზე,
სათუთად იყვანენ,
ღთვისმშობელს აწვდიან,
მე, ამის შემყურე
ცოტაც - გავთავდები...
დედობა მასწავლე,
დედაო მარიამ !

es leqsi rogor gamomrCha, rogori lamazi da kargia!...Smile
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Feb 18, 2010 9:59 pm

ტაატებს ფეხშველა
იესო ზეცაზე,
სათუთად იყვანენ,
ღთვისმშობელს აწვდიან,
მე, ამის შემყურე
ცოტაც - გავთავდები...
დედობა მასწავლე,
დედაო მარიამ !

queen flower cheers
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
nino kadagidze

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Fri Feb 26, 2010 1:04 pm

bevri vifiqre Tu cota vifiqre, movifiqre rom არ davdo es leqsi mainc.




Last edited by nino kadagidze on Mon Apr 18, 2011 4:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
nino kadagidze

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Fri Mar 12, 2010 11:57 am

* * *
საყდარში
ვითომ აპნიე,
კირივით თეთრი
ღიმილები.
ჯვარს იწერ...
გაღმა ნაპირზე,
თითებს იმტვრევენ
ბილილები.
Back to top Go down
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
nino kadagidze

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Fri Mar 12, 2010 12:02 pm

* * *

ჩრდილი დავკარგე,
(ესეც ფრთებია?)
მერე გავიგე,
შენ ერთადერთს
აგდევნებია...

* * *

მზითნახავერდებ
ატმის ბაღში,
ფიქრებს სულ ვეღარ
ვიმორჩილებ...
შენზე თუ ჯვარი
არ დამწერეს,
ატმებზე მაინც
ვიქორწინებ.
Back to top Go down
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
nino kadagidze

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Fri Mar 12, 2010 2:56 pm

* * *
რა არის ცოდვა ?
მაგალითი...
ფრჩხილებში ჩასმულ მოქმედებას
ვასრულებთ ჯერ და
მერე ვამრავლებთ.
ჩვენივე ხელით ვუწერთ პასუხს,
ღმერთს რომ ვაბარებთ.
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Fri Mar 12, 2010 2:58 pm

* * *

ჩრდილი დავკარგე,
(ესეც ფრთებია?)
მერე გავიგე,
შენ ერთადერთს
აგდევნებია...
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
nino kadagidze

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Fri Mar 12, 2010 3:04 pm

madloba batono vaja yuradgebistvis Smile

locva
ასე,
გულდაჩოქილი
შემივედრე უფალო !
Back to top Go down
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury
natalia qadagidze

Female
Number of posts : 51
Age : 53
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Thu Apr 28, 2011 8:46 pm

სასიამოვნო განწყობა დამეუფლა. მადლობა ამ ემოციისთვის.
Back to top Go down
https://facebook.com
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
nino kadagidze

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   Fri Jun 17, 2011 1:11 pm

მადლობა Smile





დედის დატირება
,,მზეო, რაი რა გამზიანებს,
დღეო, რაი რა გეცინება,
ნეტაი მამცა იმის თავი,
საფლავი ცრემლით ამამევსა,
როგორ გაამწარე შენი დედა..."




ვდგავარ ქვაგრილი,
ამ გაზაფხულს
მლაშე გემო აქვს,
ჩამიბნელდა ჩითის კაბა
თალხი კალთებით.
მხოლოდ დაღლილი,
ჩამომჭკნარი
ღაწვებიდან
წვეთავს სანთელი
და შეციებულ შუბლზე
მშვიდად გეფინება
იავნანები.


ვდგავარ ქვაგრილი,
ახლა შენთვის მემძიმება
ყველა ცრემლი,
ყველა ყვავილი...
და სანამ მოვალ
დედამკვდარო,
არ მოსცილდე
უფალს თუნდაც
ერთი ნაბიჯით.
მანამდე კი,
ვდგავარ ქვაგრილი!


Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ქადაგიძე   

Back to top Go down
 
ნინო ქადაგიძე
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: