არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნინო ქოქოსაძე

Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyTue Nov 11, 2008 1:23 pm

ნინო ქოქოსაძე Nino_k10
Nino Kokosadze

გაუცხოება

ქალაქის ქუჩებში ისეთი ნისლია,
ნამდვილად არ არის აფრენის ამინდი.
მე ასე დაღლილს და
მე ასე ფიქრიანს,
ბოლო დროს ლექსები მიწაზე დამიდის.
არ ვიცი...
არ ვიცი... მერე რა იქნება,
გაფრენის ნებართვა
თუ სულაც უარი,
ახლა კი მონმარტრის კუთხეში ვხვდებით და
არ ვიმჩნევთ ერთმანეთს -
მე და რენუარი.


ნინო ქოქოსაძე
პოეტი, ექიმი, მთარგმნელი

დაიბადა 1960 წელს, პროფესიით ექიმი-კარდიოლოგი. მისი ლექსების კრებული „მინიმა“ გამოიცა 2010 წელს, ხოლო ქართულ ენაზე თარგმნილი ვლადიმირ მაიაკოვსკის პოემა „ღრუბელი შარვლით“ გამოვიდა 2013 წელს. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ ენაზე.

წიგნები
* „მინიმა“ (ლექსები), გამომცემლობა „საუნჯე“, 2010
* „ღრუბელი შარვლით“ (ვლდიმერ მაიაკოვსკის ლექსების თარგმანები), გამომცემლობა „საუნჯე“, 2013

ბმულები:
* http://renuarin.blogspot.com/
* https://mananadumbadze.files.wordpress.com/2016/05/qartveli-poeti-qalebi-2016-1.pdf - 85
* https://poetry.ge/users/nino-kokosadze/poems
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=ქოქოსაძე%20ნინო
* http://gf.ghn.ge/author.php?name=ქოქოსაძე%20ნინო


flower


Nanuka's Show - თემურ ელიავას 10 წუთი , სტუმრად ნინო ქოქოსაძე (მერვე ნაწილი)
Nanuka's Show I ნანუკას შოუ
Published on Apr 3, 2019

sunny


Last edited by Admin on Tue Apr 23, 2019 11:56 am; edited 10 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyTue Nov 25, 2008 7:53 pm

ნინო ქოქოსაძე

მართალი

- როგორ ხარ?
- როგორც ჩემი ქვეყანა.
- სად ცხოვრობ?
- მთებში...

ტანზე ეცვა-"სექენდ ჰენდში" ნაყიდი ფლასი.
"ჯაყოს ხიზნები" ეჭირა ხელში....

Smile


Last edited by Admin on Tue Apr 23, 2019 11:53 am; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyTue Dec 02, 2008 5:16 pm

მე და შენ

ააკრა ქალაქმა ნაწვიმარ ამინდებს
ნეონის აბრები.
ქოლგები... ქოლგები...
მარტინი ბიანკო.
შარდენი.
მოკირწყლულ ფილაქანს
ჭადრაკის პრინციპით გავყევით,
მე - შავი პაიკი
შენ - თეთრი მხედარი...
რამდენი... რამდენი რამ მქონდა სათქმელი...
არა და... დავთვერი.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 655
Registration date : 17.11.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyTue Dec 02, 2008 8:01 pm

ბობო,მე შემიძლია ,რომ ჩემი აზრი ვთქვა ხოლმე ავტორის ლექსზე?
რენუარი არის ავტორი ,ვისთანაც მხოლოდ მოწონებას და პატივისცემას ვაფიქსირებ ხოლმე.
ეს ლექსი განსაკუთრებით მომეწონა,ნინოსთან.აი,რატომ.
აუცილებელი ჰაერის ახალი ნაკადია ეს ლექსი ნინოსთან,არაჩვეულებრივი დრაივი,ქარიზმა და ენერგეტიკაა ამ ლექსში.მაგალითად ასეთი დრაივი ლუბას ლექსებს აქვთ ხოლმე.
გამიხარდა,ნინო.ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით და ჟანგბადის,სიახლის ეს ახალი ულუფა საჭირო იყო თქვენს შემოქმედებაში..
მეამაყებით,კოლეგავ...Smile
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyTue Dec 02, 2008 8:07 pm

ნინო ქოქოსაძე Nino_k14

Nino Qoqosadze

_ poet, translator, born in 1960, professional physician, cardiologist, actively participated in various social and cultural programs and supports the development of the civil society in Georgia. Her book of collected poems „MINIMA‟ was published in 2010. Among her remarkable translations is Vladimir Mayakovski’s famous poem „A Cloud in Trousers‟ (published in 2013). Nino Qoqosadze’s poems are translated into English.

Minima

It’s getting cold _ you wrote
And even the wind blows so hard,
Your lonely dress, here in the wardrobe
Is covered by my shirt for keeping warm.

მინიმა

მწერ _ აცივდაო,
თურმე ქარიც დაქრის ვერაგი.
....................
აქ, კარადაში,
შენს ეულად დარჩენილ კაბას,
გავიხადე და –
მოვახურე ჩემი პერანგი.

***

Elevator minima

The second,
The third,
The fourth,
Lighting the floors on plate,
The strange habit I have
Obstacles I see again.
I wonder are you at home?
Or not waiting for me, perhaps
Oh, the other time!
other time, my dear!
The third,
The second,
The first...

ლიფტის მინიმა

მეორე.
მესამე.
მეოთხე.…
ინთება ტაბლოზე სართული.
მე ხომ უცნაური ჩვევა მაქვს –
ყველაფერს ვართულებ!
ახლაც მეეჭვება – სახლში ხარ?
ან იქნებ აღარც კი მიმელი...
აჰ, სხვა დროს!
აჰ, სხვა დროს, ძვირფასო!
მესამე.
მეორე.
პირველი.


Translate by Khatuna Bolqvadze

* https://mananadumbadze.files.wordpress.com/2016/05/qartveli-poeti-qalebi-2016-1.pdf

Exclamation


Last edited by Admin on Mon Apr 22, 2019 12:13 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyThu Dec 18, 2008 7:37 pm

***

მე აქ დაგიცდი -
ალაყაფთან.
ვიცი - მარტო მისვლა გწყურია.
საფლავზე ყრია
შენი წონა - ცრემლის მარილი
და ფრთხილად -
მაინც მოყინულია.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyTue Dec 23, 2008 8:18 pm

მინიმა-ექსპრომტი

ცივა ბინაში,
გავიხურე სადაც კარები.
უღელტეხილზე გადადიან მთვრალი ქარები.
მოდი,
წავიდეთ კართაგენში -
იქ, სადაც მზეა;
სადაც მეომარს მომკლავენ და
კვლავ მეყვარები.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyThu Dec 25, 2008 12:00 am

ხანუქა

გუშინ ებრაელებმა მენორაზე პირველი სანთელი აანთეს. ხანუქა დაიწყო.
გსმენიათ ხანუქაზე?
-მაინც გიამბობთ.
ჩემი ამბავი რომ ვიცი, ბოლომდე ჩავალ, მერე გადავიკითხავ და იმდენ სიტყვას ამოვშლი-მინიატურა დარჩება.
ასე რომ ბევრ დროს არ წაგართმევთ.
ხანუქა ებრაული დღესასწაულია-ჩემს ბავშვობაში ის, ებრაული ახალი წელი ეგონათ. თითქმის შობას ემთხვევა, თანაც საჩუქრის მირთმევაც ტრადიციაა, მაგრამ თურმე ებრაული ახალი წელი, როშ-ჰაშანა-სექტემბერშია, ისევე როგორც ჩვენი-მართლმადიდებლური, საეკლესიო.
ხანუქა სხვაა. ყველა ებრაული ოჯახის კარებზე კიდია-მეზუზა და სახლში დგას მენორა.
მეზუზა მოგრძო ფორმის ნივთია-შიგ ათი მცნება დევს ივრითზე დაწერილი. მას, შინ შესვლისას ეამბორებიან უფრო ტუჩთან ორი თითი მიაქვთ და მერე მეზუზას ეხებიან.
მენორა შვიდსანთლიანი შანდალია, მას ხანუქაზე ანთებენ-თანდათანობით. ყოველ დღე თითოს. დღესასწაულის ბოლო დღეს ყველა სანთელი ანთია.
ამბობენ, როდესაც ებრაელებმა სოლომონის ტაძარი კიდევ ერთხელ დაიბრუნეს, იქ კანდელი ჩამქრალი დახვდათ, ზეთი კი არ ჰქონდათ. ტაძარში იპოვეს პატარა ქილა რომელიც ერთ დღეს თუ იკმარებდა, ზეთის გამოხდას კი შვიდი დღე მაინც სჭირდებოდა. კანდელის ჩაქრობა ებრაული სალოცავის გაუქმების ტოლფასია.
მათ მაინც აანთეს კანდელი და მოხდა სასწაული-მენორა მანამდე ენთო სანამ ახალი ზეთი არ გამოხადეს ანუ ზუსტად შვიდი დღე.
ხანუქა-ამ სასწაულის სიმბოლოა.
რაღაცით ჩემს ცხოვრებას მაგონებს-უფლის მოცემული, სასწაულის ძალით მყოფნის იქამდე, სანამ ჩემი შრომის ნაყოფს მოვიწევ, როცა მიმაკლდება, ისევ მეძლევა-მე კი სანთლებს ვანთებ...
სხვისი არ ვიცი. მე პატივს ვცემ ამ ფესვებს-თითქმის ყველა რელიგიისას.
"შმა ისრაელ"-ეს ბიბლიის დასაწყისია.
ლეხაიმ ებრაელებო!
ხანუქას გილოცავთ!

განმარტება: "შმა ისრაელ"-ისმინე ისრაელო"
ლეხაიმ-მისალმებაა, საუკეთესო სურვილები.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptySat Dec 27, 2008 2:49 am

მინიატურა

ჩემს ახლობელს, 19 წლის ვაჟი მოუკლეს. ცოტა ხნით გავიდა სახლიდან. მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა, ჩემი თვალით ვნახე.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე....

ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა.
მშია შვილო... მე ბოლო ორი ლარი მივეცი.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე....

ქსნის კოლონიის ალაყაფთან, შაოსან ქალს, მძიმე ტვირთი მოაქვს, მისმა შვილმა, საკუთარი ძმა მოკლა.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე...

მარტოხელა პაციენტთან წავედი ვიზიტზე. გარდაცვლილი დამხვდა. ერთი კვირის მერე უპოვიათ მეზობლებს.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე...

ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში, ნაძვის ხესთან, წერილი დევს: "თოვლის პაპა, ისეთი წამალი მომიტანე, რომ მოვრჩე."
-ეს, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი, ყველასი ერთად!

მრცხვენია, უფალო.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Guest
Guest



ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyTue Jan 06, 2009 11:16 am

რენუარი

თოვლის ბებო

მთელი კვირაა - ვფუსფუსებ სახლში,
ვაძინებ ბავშვებს - შვლისთვალებიანს....
ამასობაში,
ჩემი ლექსები - ეზოში, თოვლში,
უქუდოდ და უხელთათმანოდ -
მეპარებიან....
Back to top Go down
Guest
Guest



ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyThu Mar 12, 2009 11:58 pm

რენუარი ”ლიტერატურულ პალიტრაში” -

კარდიოგრაფით ჩაწერილი ამბები


Arrow

წინათქმის მაგიერ

”კარდიოგრაფით ჩაწერილი ამბები” - ისეთი ნაღდი და გულის გასახეთქი ამბებია, რომ ამ მუშტისოდენამ შეიძლება მართლა ვეღარ გაუძლოს და წაუინფარქტოს...
კიდევ კარგად ვუძლებთ (თუმცა რას ვუძლებ, ექიმო, ჰიპერტონიკი ვარ ჩამოყალიბებული!)... როდის აღმოვჩნდებით რეანიმაციაში, არავინ იცის...
ეს რა ცხოვრებაა, ეს რა ქვეყანაა, ეს რა მარაზმია?!..
მაგრამ კიდევ კარგი, წერა მაინც შეგვიძლია...
და ეს ჩვენი ფორუმიც, მე მგონი, მშვენიერი ფსიქოთერაპიული საშუალებაა...
რენუარ, არ გაჩერდე, წერე და წერე!
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!

ირაკლი ლომოური

cheers


ავტორისვე წინათქმა ლექსებისთვის:

მგონი, ჩემი ნაწერები იმაზე მეტს ამბობენ ჩემზე, ვიდრე საუბრისას შევძლებდი,
ის კი არა და, გარეგნულადაც მგვანან... უმაკიაჟო, უსამკაულო, მცირე ფორმის, თავისი ტირეებითა და მრავალწერტილით.
ვწერ ბავშვობიდან. ხან ჩემს, ხანაც იმის ნაცვლად, ვინც სიყვარული მასწავლა. ამიტომ ზოგი ჩემი ლექსი კაცის დაწერილად აღიქმება.
მე ”რენუარი” ვარ! ერთი პატარა ქალი.
ექიმებში - პოეტი. პოეტებში- ექიმი.
ახლა, როცა პირველად იბეჭდება ჩემები, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შვილს პირველად ვუშვებ ეზოში მარტოს.

ნინო ქოქოსაძე (რენუარი)

flower
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 272
Age : 37
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyWed Mar 25, 2009 9:42 am

არა და... დავთვერი.


მაგრად მიყვარს ჩვენი ვინსენტი..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
Guest
Guest



ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyWed May 13, 2009 10:36 pm

დუელი

ეი, მოთმინებავ-ბარიერთან!
მოდი, ავირჩიოთ დამბაჩები.
იქნება აღარ ავაცილოთ -
რასაც - "აპრილია და ადვილია"

ამდენი დაპირების რაპირებით,
სხეულში მრავლდებიან კავერნები,
მერე "ბომჟებივით" დავეყრებით
ახლადგადასისხლულ ტროტუარზე...

ეი, მოთმინებავ - ბარიერთან!
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 272
Age : 37
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyThu May 14, 2009 10:44 am

ჩემგან

ის იდგა-
ალმოდებულ მშობლიურ სახლთან,
პატარა გოგო.
და იდგა-
მამის სასთუმალთან,
იმ ბოლო ღამეს.
წლების შემდეგ კი...
ის კვლავ იდგა-
საგიჟესთან-როგორც შვილი.
ციხის საკანთან-როგორც დედა.
მარმარილოს პედესტალთან-
როგორც მეუღლე....
.................................
ზეცას ირეკლავს
მყუდროება ლურჯი მონასტრის-
სადაც ახლა დგას-
და ხვდება...
Back to top Go down
http://www.geogen.ge
Guest
Guest



ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyMon May 25, 2009 11:54 pm

სიზმრები


***
მოისურვილა ტალღამ ნაპირი,
მწველი სინაზით...
და მიქცევისას
ვერცხლის სილაზე,
მთვარემ იპოვა-სულ მთლად შიშველი,
სველი ქალთევზა.

***
უელავს მთვარეს
ვერცხლის კერტები.
ქალღმერთები გადმოდიან
ტალღის ქაფიდან
და სადაფიდან- დილა ადრიან,
სახლდებიან ოლეანდრებში.

***
მიცურავს ცაზე
მთვარის ნატეხი-ყვითელი ნავი.
ცა ზღვისფერია,
ზღვა არის შავი-
ვით დაკარგული ნაპირების მელანქოლია.
გავიდა მარტი,
სველი მიმოზა გაიყოლია...
მე ჰორიზონტთან გელოდებოდი,
ჰკითხე თოლიას.

sunny
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
renuari

Female
Number of posts : 118
Age : 58
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptySat Jun 06, 2009 6:01 pm

ნინო ქოქოსაძე Nino_k10


ნინო ქოქოსაძე

გადატანის წესები
---------------
ასე.
გაგიჭირდება-
მაგრამ თუ დაივიწყებ,
რომ-ცოცხალს ვერ მიუსწარი.
რომ-ბოლო შეხვედრისას,
მოგეჩვენა- მხრებში მოხრილი.
მოიხდი ვალს.
შეასრულებ რიტუალებს-
რაც მას-აღარ
ცოცხლად დარჩენილებს უფრო სჭირდება
და
გამოგონილ საზრუნავებში,
გადაიტან მა-
მას.
მას-ვისაც არასდროს უთქვამს:
"ქმარი-ხეებს ფოთლად ასხია",
რომ-ჯერ მამაა,
მერე ქმარი-
რომელსაც დაფშვნი
მარცვალ-მარცვალ,
მუხლქვეშ გაიფენ
და ამგვარად- თუ გადაიტან...
................................................­..
შეხედე, დე!
აი- ერთ მარცვალში- ჩაგსვი.
დარჩი!


ეს ლექსი მიყვარს და რა იქნება აქ რომ იყოს?
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptySat Jun 06, 2009 6:33 pm

flower

ნინო-რენუარო, მიხარიხარ, თუ არ გჯერა, ჰკითხე თოლიასSmile
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
renuari

Female
Number of posts : 118
Age : 58
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyWed Jun 10, 2009 9:27 am

დილა

ნუ საყვედურობ იადონებს-
იგალობონ.
დედისეულ ბეგონიას-
უფრო ხმამაღლა მიეფერე,
სმენა დააკლდა...
როგორ ახერხებ?
ისე დგება ყავის სურნელი,
მცირე ჩქამსაც არ გამოსცემს სამზარეულო.
და სწორედ ახლა-
მოვარდისფრო დილის ხალათით,
აწეწილი კულულებით,
ბუნებრივი-
ხელშეუვლები-
როცა გგონია არავინ გხედავს
და დაჰფარფატებ ჩემს სიმშვიდეს...
ისე მიყვარხარ!
რა ხანია გავიღვიძე-
და ვიტყუები.
Back to top Go down
Guest
Guest



ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyWed Jun 10, 2009 10:00 am


ხელოვანი ექიმების პოეზიის შუადღე "კარამელში" - სტუმრად ნინო მაჭავარიანი და ნინო ქოქოსაძე

Iberia TV
Published on Jun 8, 2016

study

და, აბა, მიპასუხე, რენუ - შენი ნაწერების მიხედვით ვინ მიჰხვდა სუ პირველადა, რო "რენუარ" კაცი კი არა, ქალი იყო?

და "მიაზმაზეც" ეგრე იყო, თუ ახსოვს ლუბას, ელიაშვილს - რო გადაგვეკარგა ისიცა...
მოვიდეს აქა და გაიხსენოს - ვინ გამოიცნო პირველადა!..

cheers
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury
მინდია

Male
Number of posts : 171
Age : 33
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyWed Jun 10, 2009 10:13 am

ბობო wrote:

და, აბა, მიპასუხე, რენუ - შენი ნაწერების მიხედვით ვინ მიჰხვდა სუ პირველადა, რო "რენუარ" კაცი კი არა, ქალი იყო?

და "მიაზმაზეც" ეგრე იყო, თუ ახსოვს ლუბას, ელიაშვილს - რო გადაგვეკარგა ისიცა...
მოვიდეს აქა და გაიხსენოს - ვინ გამოიცნო პირველადა!..

cheers

მე სახინკლეში ვეპატიჟებოდი ერთხელ Very Happy საჯაროში რომელიღაც საღამოზე მითხრეს ეს რენუარიაო და დამიარა ფერებმა Embarassed Very Happy
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
renuari
Into Armury
Into Armury
renuari

Female
Number of posts : 118
Age : 58
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptySat Jun 13, 2009 8:05 pm

დედის კარადა

რამდენ რამეს ინახავს თურმე
დედის კარადა.
ეს-ჩემი სკოლის დღიურია,
ეს-სოფიოს "პეპელა კაბა".
ჩვენი ბავშვობის ჯამ-ჭურჭელი,
ნაქარგი სუფრა,
თითქოს ახლახანს გვასაუზმა
და გაგვისტუმრა...
მე-
შუა გზაში გადამიტყდა ფეხსაცმლის ქუსლი
და-
შემოვბრუნდი....
ფანჯრის რაფაზე მგლოვიარე
მისეული ბეგონიის დასარწყულებლად.
Back to top Go down
keso
Front of Armury
Front of Armury
keso

Female
Number of posts : 96
Registration date : 28.12.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyWed Jun 17, 2009 2:11 pm

რენუარის გვერდზე ხშირად შემოვდივარ, მინდა რამე დავუწერო, მოვეფერო და სიტყვებს ვერ ვარჩევ... ახლა უცებ გამინათდა გონება:
,,დაბინდდა...
ანგელოზს დაექცა მელანი,
ზღვაში ჩაიძირა წითელი მზე..."
მე ბავსვობაშივე აღმოვაჩინე ნინო ქოქსაძე Very Happy ეგეც თქვენ Razz
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
renuari

Female
Number of posts : 118
Age : 58
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptySat Jun 27, 2009 5:11 pm

ნინო ქოქოსაძე

***
ეს დაბერილი ჰერბერები,
სილიკონის "ნიადაგიდან",
დიდხანს ძლებენ სასაფლაოზე...
-რამ მაყიდვინა?!
მახსოვს-
ეძებდი ჩემთვის თოვლზე
ედელვაისებს...


Exclamation


Last edited by renuari on Sat Jun 27, 2009 11:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptySat Jun 27, 2009 6:47 pm


"ქალი და მამაკაცი" 05.12.16 სიყვარულის განუმეორებელი და ცნობილი ისტორიები


Georgian Public Radio
Published on Dec 5, 2016

სტუმარი: ნინო ქოქოსაძე - პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატორი.
წამყვანები: ქეთი ელიეშვილი, დავით ველიჯანაშილი.

I love you
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 125
Age : 33
Registration date : 27.12.08

ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე EmptyThu Jul 02, 2009 10:49 pm

აგარაკზეა ჩემი პატარა!
.............
ამ ცხელ ქალაქში,
წუხელის მისი დათუნია
მეწვა კალთაში.



უთბილესი ექსპრომტი... flower
Back to top Go down
Sponsored content




ნინო ქოქოსაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქოქოსაძე   ნინო ქოქოსაძე Empty

Back to top Go down
 
ნინო ქოქოსაძე
Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: