არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნიკო ფიროსმანი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptyWed Dec 24, 2008 12:01 am

ნიკო ფიროსმანი Niko_p10
Niko Pirosmani


ნიკო ფიროსმანი

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი), ქართველი მხატვარი.

ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა. თბილისში.

ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს — მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან — გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის.

ვიკიციტატა
„ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოველით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება“
(დიმიტრი შევარდნაძე)
ფიროსმანაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ — გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში — მირზაანში — გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდე დაუდგენელია.


მეთევზე
ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს („ბეგოს კამპანია“, „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“, „თავადების ქეიფი მინდვრად“, „ხუთი თავადის ქეიფი“, 1906, ყველა — საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე („სვირი“, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან „პანორამულ“ კომპოზიციებში („ვირის ხიდი“, „კახეთის ეპოსი“, „ქეიფი რთველში“). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.

ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება („რთველი“, „დღეობა ბოლნისში“, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობა“ - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს („ბათუმი“, „ფუნიკულორი“ — ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები („არსენალის გორა ღამით“, მოსკოვი, კერძო კოლექცია; „ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“, „დათვი მთვარიან ღამით“ — ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები („გოგონა საჰაერო ბუშტით“,მოსკოვი, კერძო კოლექცია; „მდიდარი კინტოს შვილი“, „მეეზოვე“, „ორი მუშა“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“, „მუშა სოსო“, „მებადური“ — ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).


აქტრისა მარგარიტა
ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი ღორი გოჭებით“, „შავი ტახი“, „თეთრი დათვი“, „არწივს კურდღელი დაუჭერია“ და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც („რუსთაველი“, „თამარ მეფე“, „ერეკლე მეორე“, „გიორგი სააკაძე“ — არსებობს სხვადასხვა ვარიანტი; „შეთე გზას უჩვენებს თავად ბარიატინსკის შამილის დასაჭერად“ და სხვა). ფიროსმანის ზოგი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით (დ. ერისთავის „სამშობლო“, ვ. გუნიას „და-ძმა“) არის შთაგონებული.

ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.

მემკვიდრეობა
როდესაც ფიროსმანს მემკვიდრეობას ვეცნობით, ნათელი ხდება მხატვრის ინტერესთა მრავალფეროვნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სავსებით ჩამოყალიბებული მსოფლგაგება ჰქონდა და შეგნებულად, თანამიმდევრულად ქმნიდა თავის მხატვრულ სამყაროს. ფიროსმანის შემოქმედებამ XX საუკუნის 10-20-იან წლებში მიჯნაზე, როდესაც ხელოვნებაში მწვავედ დაისვა ქართული ეროვნული ფორმის ძიების საკითხი, დიდი გამოძახილი პოვა ქართველ მხატვართა ახალ თაობის წარმომადგენლებში, რომელთაც სამართლიანად მიაჩნდათ, რომ ფიროსმანი ეროვნულ ნიადაგზე ორგანულად აღმოცენებული მხატვარია. დღეს ფიროსმანის შემოქმედება საყოველთაო სახალხო სიყვარულით სარგებლობს.

ქიზიყში სოფ. მირზაანში ფიროსმანის მშობლიურ სახლში ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.
მირზაანში ყოველწლიურად ოქტომბრის თვეს ტარდება ფიროსმანისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ზეიმი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხური ანსამბლების მონაწილეობით.
ნიკო ფიროსმანი გამოსახულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე — 1 ლარიანზე.
ქალაქ სტამბოლში, თურქეთი, პერიოდულად იბეჭდება ორენოვანი ჟურნალი, სახელწოდებით „ფიროსმანი“.[5]

საინტერესო ცნობები
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.
2006 წლიდან ფიროსმანის გამოფენამ წარმატებით იმოგზაურა კიევში, სტამბოლში, მინსკში, ვეზელესა და ვილნიუსში. ამ ქვეყნებში მას 350 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა[6].
2011 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ოზაანში ქვრივიშვილების მარნის კარზე გაკეთებული წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის. ექსპერტთა 4-კაციანმა ჯგუფმა ეს დასკვნა 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. ხელოვნებათმცოდნეები ახლა ქვრივიშვილების ოჯახის გადასაწყვეტილებას ელოდებიან. მათ შეუძლიათ მარნის კარი დაიტოვონ, გაყიდონ ან ნიკო ფიროსმანის მუზეუმს გადასცენ.[7][8]
2011 წლის 31 მაისს ქართველმა სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ადრე გაუჩინარებული ტილო - „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს. ტილოს ჩაუტარდა ექპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ორიგინალია. იმავე დღეს „დაჭრილი ჯარისკაცი“ საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაეცა.[9][10]

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_ფიროსმანი


ნიკო ფიროსმანი 220px-Niko_Pirosmani_Margarita_1909

უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ - http://art.dlf.ge/node/595

* https://www.wikiart.org/en/niko-pirosmani


Exclamation


Last edited by Admin on Wed Feb 19, 2020 10:25 am; edited 5 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1345
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptyThu Dec 25, 2008 6:00 pm

ვაჟა ხორნაული


***
მზე მზეობს,
ღმერთის სურვილით
"არმური"
ისევ "არმურობს".
ნიკალას სევდა ლამაზი
როგორ გამშვენებს,
მამულო!..


cheers

ვაჟა ხორნაული

***
თუ გინდათ, ნახოთ მშვენება
ცისა და მიწის სიბრძნისა -
იქ წადით ჩვენთან ერთადა,
სადაც "არმური" იცისა!


Exclamation drunken study
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არაბული
Into Armury
Into Armury
არაბული

Male
Number of posts : 183
Age : 29
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySat Dec 27, 2008 1:32 am

ნიკო ფიროსმანი Afd9d556db85
Back to top Go down
http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury
არაბული

Male
Number of posts : 183
Age : 29
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySat Dec 27, 2008 1:36 am

ნიკო ფიროსმანი 5a5e9dd597cf
Back to top Go down
http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury
არაბული

Male
Number of posts : 183
Age : 29
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySat Dec 27, 2008 1:38 am

ნიკო ფიროსმანი Ff789eb404c4
Back to top Go down
http://lib.ge/
არგანი
Into Armury
Into Armury
არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySat Feb 28, 2009 1:15 pm

ვისაც შეგიძლიათ დადეთ "გიორგობა ბოლნისში"
აქ მაინც შევხედოთ!!! lol!
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptyTue Mar 03, 2009 11:01 pm

მე როგორც ვიცი, მირზაანში,ფიროსმანის სახლმუზეუმშიც არის პიკასოს ნახატი.
რამდენადაც მე მითხრეს ,ორიგინალებია იქ დაცული,წლების განმავლობაში ნახატების დაცვის ყველაზე ელემენტარული და პრიმიტიული ნორმებიც კი არ იყო დაცულიSadარანაირი სპეციალური რეჟიმიSad
Back to top Go down
Guest
Guest



ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptyTue Mar 03, 2009 11:40 pm

nini wrote:
მე როგორც ვიცი, მირზაანში,ფიროსმანის სახლმუზეუმშიც არის პიკასოს ნახატი.
რამდენადაც მე მითხრეს ,ორიგინალებია იქ დაცული,წლების განმავლობაში ნახატების დაცვის ყველაზე ელემენტარული და პრიმიტიული ნორმებიც კი არ იყო დაცულიSadარანაირი სპეციალური რეჟიმიSad

Arrow

ნინი, მე არ ვიცი, არის თუ არა პიკასოს ნახატი მირზაანში. თუ არის, იმასაც დაცვა უნდა და ჩვენი ნიკალას ნახატებსაც...

პიკასო ძალიან მაღალი რანგის გენიოსია, ის შემთხვევით არაფერს ხატავდა. აგერ, სერვანტესის გვერდში ნახე - დონ კიხოტისა და სანჩოს გრაფიკა დაუხატა ლუი არაგონს ჟურნალისთვის და იმ გრაფიკამ მთელი მსოფლიო მაშინვე ხომ შემოიარა და დღესაც დადის...

ფიროსმანის შემთხვევაშიც, ილია ზდანევიჩის წიგნის ილუსტრაციად დახატა, მაგრამ - როგორ ზუსტად იგრძნო ნიკო ფიროსმანაშვილი!.. გენიოსებმა ხომ, გინდა ცოცხალი არ იყოს რომელიმე მათგანი, ლაპარაკი იციან ერთიმანეთთან და - ამის მაგალითია პიკასოს ეს ნახატი...

პაბლო ეუბნება - ეს რანაირი ტანჯვა-წვალებისთვის გაგიძლია და ამიტომ უფრო კარგი სურათები დაგიხატავსო...
ნიკალა კიდევ პასუხობს - სხვებს ვეგონო პრიმიტივისტი, შენ ხომ მაინც არ გგონივარო...
და ეცინება პაბლოს - პრიმიტივისტები თვითონ ისინი არიან, ვინც შენ პრიმიტივისტს გეძახისო... ეგრე ხო მეც პრიმიტივისტი ვიქნები ზოგ-ზოგიერთი ნახატითო...

და მე კიდევ მიხარია - ერთი აქეთა იბერიიდან არის და მეორე კიდევ - იქითა იბერიიდან... მაგიტომ უფრო კარგად უგებენ ერთიმეორეს...

Idea
Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySat Mar 07, 2009 12:42 pm

ნიკო ფიროსმანი Screenshot_wallpapers_001
ნიკო ფიროსმანი Screenshot_kalakuri
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Guest
Guest



ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySun Mar 08, 2009 11:25 am

ბელა ჩეკურიშვილი - http://presa.ge/index.php?text=news&i=4618

ფიროსმანის ყველა ახალაღმოჩენილი ტილო ნაყალბევია!

რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოში ფიროსმანის ახლადაღმოჩენილ ნახატებზე ალაპარაკდნენ, ბევრმა ეს დაიჯერა, ბევრმა შესაძლებლად მიიჩნია, ბევრმაც კი სერიოზული ეჭვი შეიტანა და გაიცინა.

ეს ფართო საზოგადოებაში. სპეციალისტები კი ამ საკითხზე უკვე წლებია მსჯელობენ და როგორც ამბობენ, სამსჯელოც აღარაფერია - იმ საიდანღაც გამოჩენილ ნახატებს შორის, ნიკო ფიროსმანის ფუნჯს, ფაქტობრივად, არც ერთი არ ეკუთვნის. ამაზე ღიად აცხადებენ ხელოვნებათმცოდნეები: გოგი ხოშტარია, დავით ანდრიაძე, ირა არსენიშვილი და საბოლოოდ - კულტურის სამინისტროსთან არსებული კომისია, რომლის მიზანი ამგვარი, ახლადაღმოჩენილი სურათების სერტიფიცირებაა.

ვიზუალური ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას კარგად ახსოვს რამდენიმე წლის წინ აწგარდაცვლილი მხატვრის, თენგიზ მირზაშვილის ხელშეწყობით გამოცემული პატარა კატალოგი - ”უცნობი ფიროსმანი”.

როგორც ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე ამბობს, არათუ ამ კატალოგში შეტანილი ნახატები, არამედ ხელოვნების მუზეუმში დაცული ფიროსმანის რამდენიმე ნახატიც კი საეჭვოდაა მიჩნეული მას შემდეგ, რაც გამოვიდა მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის მემუარული ჩანაწერები.

დავით ანდრიაძე: ”ჯოვანი ვეფხვაძე თავის ჩანაწერებში გაბედულ და ცოტა სარისკო ამბავს ამბობს: ძალიან საეჭვოა, რომ არა მხოლოდ ფიროსმანის ახლადაღმოჩენილი ნახატები, არამედ მუზეუმში დაცულ ნახატებს შორისაც ბევრი არ ეკუთვნოდეს ფიროსმანს. იგი ფრიად საეჭვო ფაქტებს ასახელებს ზდანევიჩის მისამართით, რომელმაც ფიროსმანი აღმოაჩინა და მის პოპულარიზაციას ეწეოდა. ფიროსმანს რომ აყალბებდნენ, ეს ეჭვი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში გაჩნდა. მერე ამაზე საუბარი აღარ გაგრძელებულა და მიჩუმდა. რეალობისგან შორს არაა აზრი, რომ ფიროსმანის სიკვდილის შემდეგ შეიძლებოდა, მისი ინტერპრეტირება მომხდარიყო”.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySun Mar 08, 2009 11:26 am

ბელა ჩეკურიშვილი - http://presa.ge/index.php?text=news&i=4618

ფიროსმანის ყველა ახალაღმოჩენილი ტილო ნაყალბევია!

სტიმული გამყალბებლებისთვის

კომუნისტების პერიოდში ფიროსმანის ყიდვა ძალიან იაფად შეიძლებოდა, დაახლოებით - 500-1000 მანეთად. ელიტაში ერთმანეთს ხშირად ჩუქნიდნენ და ვინაიდან საქართველოში არტბიზნესი არ არსებობდა, არც ფასები იყო მაღალი.

ფიროსმანით ვაჭრობა დღეს ძალიან უსიამოვნო თემად იქცა. მას შემდეგ, რაც სოტბის აუქციონზე ”არსენალის მთა” 1’600’000 დოლარად გაიყიდა, ფიროსმანის გამყალბებელთა რიცხვმა იმატა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში თანამედროვე ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია. მიზეზი მარტივია - ასეთი ლაბორატორია ჯერ არა გვაქვს.

როგორც დავით ანდრიაძე ამბობს, ნახატების გამყალბებლები ყველაფერს აკეთებენ - მასალის დაძველებაც შეიძლება და მხატვრის სტილის მიბაძვაც. ხშირად მიმართავენ კომპილაციასაც - ერთ ფიგურას ერთი სურათიდან იღებენ, მეორეს მეორედან, ფონს კიდევ სხვისგან და ასე იქმნება ფიროსმანის იმიტაცია.

დავით ანდრიაძე: ”ხშირად გაეჭვებს თვითონ ნახატის შენახვისა თუ პოვნის ისტორიები, რაც პირადად შემხვედრია ”ცისფერ გალერეაში” მუშაობისას. პირდაპირ კომიკურ ისტორიებს ყვებოდნენ. მაგალითად - მოვიდა ქალი, მოიტანა დახვეული მუშამბა. ვკითხე - საიდან გაქვთ ეს ნახატი-მეთქი, მოყვა - ბაბუაჩემს ჰქონდა, მაგრამ გამოჩენისა ეშინოდაო. კი, მაგრამ, ჩარჩოზე არ დაგიკიდიათ არასოდეს, როგორ უძლებდით-მეთქი... ახლადაღმოჩენილ ნახატებს რაც შეეხება, ნაწილი გაიყიდა და ნაწილი კიდევ იყიდება”.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySun Mar 08, 2009 11:27 am

ბელა ჩეკურიშვილი - http://presa.ge/index.php?text=news&i=4618

ფიროსმანის ყველა ახალაღმოჩენილი ტილო ნაყალბევია!

მხატვრობის ექსპერტიზა ღვინის დეგუსტაციას ჰგავს

როგორც ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ამბობს, ექსპერტი მუშაობისას ორ მომენტს იყენებს. ერთი შედარებით რაციონალურია, როცა გარკვეული სტრუქტურული ნიშნებით ხელმძღვანელობს, მაგალითად - როგორი კომპოზიციაა ტიპიური ამა თუ იმ მხატვრისთვის. ფიროსმანაშვილს, თუნდაც, აქვს სიბრტყისა და სივრცის მუდამ თავისებური სინთეზი და ზუსტად, ჰარმონიულად ანაწილებს საგნებს ამ სივრცეში. ექსპერტისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ზოგადად, როგორია ამ მხატვრის ტიპიური ნახატი, როგორია მისი ფერწერული შიდა ღერძი. ”ფიროსმანი ძალიან ლაკონურია და ზუსტი. მასთან არასოდეს არაფერია ზედმეტი. ვერსად ნახავთ ”ნაწვალებ ფორმას”. საგნისა თუ ხასიათის გადმოცემისას იგი ზუსტია და სადა”.

რაციონალურის გარდა, არის ინტუიტიური მომენტი, ანუ თვალის ინტუიცია. ”ეს შეიძლება შევადაროთ ღვინის დეგუსტაციას - დააგემოვნებ, თითქოს ყველაფერია, მაგრამ ”ის” მაინც არაა”.

გოგი ხოშტარია: ”ზოგჯერ, პირდაპირ შეხედავ ნახატს და ეტყობა, რომ ნაყალბევია. ზოგჯერ კი თვალი გკარნახობს, რომ რაღაც ისე არაა. თვალი ისეთივეა მხატვრობაში, როგორც - სმენა მუსიკაში. ექსპერტს ეს უკვე გავარჯიშებული აქვს, პროფესიული მომენტია. მხატვარი მსჯელობს თვალით და როგორც წესი, ეს ”მსჯელობა” არ გვატყუებს.

გარდა ამისა, რასაკვირველია, არსებობს ქიმიური ექსპერტიზა. ამას მე ნაკლებად მივდევ, რადგან საქართველოში ფიზიკურად არ არის ლაბორატორია, რომელიც ქიმიური წესით შეამოწმებს ამა თუ იმ ნახატს. არსებობს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით გამოკვლევა. ეს მეთოდი იძლევა პასუხს, თანადროულია თუ არა მასალა, ფოროსმანის შემთხვევაში - თუნუქი, მუშამბა, საღებავი. გარდა ამისა, დეტალების გადაღება ხდება ინფრაწითელი სხივებით და დეტალებში კარგად ჩანს, ფიროსმანის ხელწერაა თუ არა”.

”ვერსიასთან” საუბრისას, გოგი ხოშტარიამ ევროპაში ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა გაიხსენა, რომელიც 20 საუკუნის 50-იან წლებში მოხდა. როცა ერთბაშად გამოჩნდა მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის იან ვერმერის რამდენიმე ახალი სურათი. ვერმერი ყველა დროის უდიდესი მხატვარია, ძალიან მაღალტექნოლოგიური და რთული შესრულება აქვს. ვინც ლაბორატორიულ ექსპერტიზას აკეთებდა, ყველამ დაასკვნა, რომ ვერმერი იყო, მხოლოდ ერთმა ხელოვნებათმცოდნემ თქვა - რაღაც მეხამუშებაო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ყოფილა პიროვნება, რომელიც აკეთებდა გენიალურ ნაყალბევს. რასაკვირველია, ესეც ძალიან დიდი ნიჭია. სხვათაშორის, სწორედ ეს შემთხვევა დაედო საფუძვლად სტატიის დასაწყისში ნახსენებ ფილმ ”ინკოგნიტოს”.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySun Mar 08, 2009 11:30 am

ბელა ჩეკურიშვილი - http://presa.ge/index.php?text=news&i=4618

ფიროსმანის ყველა ახალაღმოჩენილი ტილო ნაყალბევია!

მოპარული კიტრისა და ბატკნის ამბავი

გოგი ხოშტარიას თქმით, როდესაც თენგიზ მირზაშვილის მიერ გამოცემულ კატალოგში - ”უცნობი ფიროსმანი” ახლადაღმოჩენილ ნახატებზე იყო საუბარი, მისთვის აზრი არავის უკითხავს. რასაკვირველია, რომ ეკითხათ, საკუთარ აზრს დააფიქსირებდა: ”თენგიზ მირზაშვილს ძალიან უყვარდა ფიროსმანი. მახსოვს, ფიროსმანის მშვენიერი გამოფენა გააკეთა, სადაც ტონალობების მიხედვით შეადგინა ექსპოზიცია, მაგრამ მას, ჩემი სუბიექტური აზრით, ყველაფერი აღაფრთოვანებდა, რაც კი ფიროსმანს უკავშირდებოდა. ის მხატვარი იყო, მე კი ხელოვნებათმცოდნე ვარ. ის ახალ-ახალი ნახატები უცბად რომ გამოჩნდა, მან აიტაცა. მე კი შემიძლია, ნაკლები ემოციით შევხედო ამ ყველაფერს. ფიროსმანზე უცებ დაიწყო ბუმი. ქართველი მაყურებლის გულში მუდამ იყო ფიროსმანი წიგნებით, ფილმებითა თუ სპექტაკლებით, მაგრამ ამ ბუმს, ფიროსმანის გაყიდვებმაც შეუწყო ხელი”.

გოგი ხოშტარია პირდაპირ აცხადებს, რომ თენგიზ მირზაშვილის მიერ შედგენილ კატალოგში გამოქვეყნებული არც ერთი ნამუშევარი ფიროსმანის ფუნჯს არ ეკუთვნის. ”შეიძლება ერთი-ორზე ვთქვა, ”არ არის გამორიცხული”, მაგრამ დანარჩენი არც ერთი არაა. ის სურათები ჩემთან არ მოუტანიათ, მაგრამ ბოლო წლებში ორი ათეული ამგვარი ნაყალბევი მაინც ვნახე. ერთი სურათი დაახლოებით თორმეტჯერ მომიტანეს შესაფასებლად.

დავესწარი ”ფიროსმანის” ერთი ნატურმორტის ექსპერტიზას. კომპოზიცია იყო საეჭვო. ორიგინალს რომ უდებ გვერდით, მაშინვე ჩანს სხვაობა. ფორმატში განაწილება იყო სხვა. ორიგინალს ეტყობოდა, რომ გაკეთებული იყო გენიოსის მიერ და მეორეს - აშკარად ქაჯის. მერე ვაჩვენე, კიტრი აქედან არის აღებული, ბატკანი აქედან-მეთქი, ანუ კომპილაცია იყო გაკეთებული”.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySun Mar 08, 2009 11:31 am

ბელა ჩეკურიშვილი - http://presa.ge/index.php?text=news&i=4618

ფიროსმანის ყველა ახალაღმოჩენილი ტილო ნაყალბევია!

გუდიაშვილსა და ახვლედიანსაც აყალბებენ!

სპეციალისტების თქმით, საქართველოში ფიროსმანის გარდა, აყალბებენ ლადო გუდიაშვილს, ელენე ახვლედიანს, დავით კაკაბაძესა და ასევე უცხოელ მხატვრებს. ამ მხატვრებიდან ფიროსმანის გაყალბება უფრო რთულია, ვიდრე გუდიაშვილისა. თუმცა კი, გუდიაშვილის 10-20-იანი წლების მხატვრობის გაყალბებაც ასევე ძალიან რთულია, რადგან ზუსტად აღწერილი და კატალოგიზირებულია ყველა ნამუშევარი, რაც კი ამ წლებში დახატა მხატვარმა. ამიტომ არტ-თაღლითები ამ პერიოდზე არც მუშაობენ, თუმცა კი, სწორედ ეს პერიოდი ითვლება ყველაზე ღირებულად გუდიაშვილის შემოქმედებაში. 50-60-იანი წლების გუდიაშვილის გაყალბება უფრო იოლია და ხშირად ჩნდება კიდეც თბილისურ სალონებში ”არიფებისთვის”.

”ისე, კარგმა თვალმა ნებისმიერი დიდი მხატვრის გაყალბება უნდა შეამჩნიოს, თუკი ეს მხატვარი კარგად იცის - ველასკესი იქნება ეს თუ სეზანი”, - ამბობს გოგი ხოშტარია და ფიროსმანის გამყალბებლებს ურჩევს, დიდ ქართველ მხატვარს თავი დაანებონ, ვინაიდან ყოველთვის მოიძებნება მახვილი თვალი, რომელიც ნაყალბევს ორიგინალისგან გამოარჩევს.

კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა კომისიამ, ჯერჯერობით, ყველა ახალი ”ფიროსმანი” დაიწუნა. გოგი ხოშტარიას თქმით, მათთან სხვა მხატვრებიც მიუტანიათ - ნაკლებად ცნობილი, მეორე-მესამე რანგის მხატვრები. ”გენიალური მხატვრიდან ცუდ მხატვრამდე შვიდასი საფეხურია. თუმცა, გარკვეულ თანხად ისინიც გაიყიდებოდა. დღეს ფიროსმანზე ფასები ასეულ ათას დოლარზე ქვემოთ არ ჩამოდის. მე რომ მკითხოთ, ერთი და ორი მილიონიც კი ცოტაა ფიროსმანისთვის”, - ამბობს გოგი ხოშტარია.

ზოგადად, ალბათ, ცოტა ხანს უნდა დავასვენოთ ფიროსმანი, რადგან მერე მართლაც რომ აღმოჩნდეს რამე, უკვე აღარავინ დაიჯერებს.

(დასასრული)
Back to top Go down
Guest
Guest



ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySun Mar 08, 2009 12:42 pm

ბობო wrote:
ბელა ჩეკურიშვილი - http://presa.ge/index.php?text=news&i=4618

ფიროსმანის ყველა ახალაღმოჩენილი ტილო ნაყალბევია!

მოპარული კიტრისა და ბატკნის ამბავი

გოგი ხოშტარიას თქმით, როდესაც თენგიზ მირზაშვილის მიერ გამოცემულ კატალოგში - ”უცნობი ფიროსმანი” ახლადაღმოჩენილ ნახატებზე იყო საუბარი, მისთვის აზრი არავის უკითხავს. რასაკვირველია, რომ ეკითხათ, საკუთარ აზრს დააფიქსირებდა: ”თენგიზ მირზაშვილს ძალიან უყვარდა ფიროსმანი. მახსოვს, ფიროსმანის მშვენიერი გამოფენა გააკეთა, სადაც ტონალობების მიხედვით შეადგინა ექსპოზიცია, მაგრამ მას, ჩემი სუბიექტური აზრით, ყველაფერი აღაფრთოვანებდა, რაც კი ფიროსმანს უკავშირდებოდა. ის მხატვარი იყო, მე კი ხელოვნებათმცოდნე ვარ. ის ახალ-ახალი ნახატები უცბად რომ გამოჩნდა, მან აიტაცა. მე კი შემიძლია, ნაკლები ემოციით შევხედო ამ ყველაფერს. ფიროსმანზე უცებ დაიწყო ბუმი. ქართველი მაყურებლის გულში მუდამ იყო ფიროსმანი წიგნებით, ფილმებითა თუ სპექტაკლებით, მაგრამ ამ ბუმს, ფიროსმანის გაყიდვებმაც შეუწყო ხელი”.

გოგი ხოშტარია პირდაპირ აცხადებს, რომ თენგიზ მირზაშვილის მიერ შედგენილ კატალოგში გამოქვეყნებული არც ერთი ნამუშევარი ფიროსმანის ფუნჯს არ ეკუთვნის. ”შეიძლება ერთი-ორზე ვთქვა, ”არ არის გამორიცხული”, მაგრამ დანარჩენი არც ერთი არაა. ის სურათები ჩემთან არ მოუტანიათ, მაგრამ ბოლო წლებში ორი ათეული ამგვარი ნაყალბევი მაინც ვნახე. ერთი სურათი დაახლოებით თორმეტჯერ მომიტანეს შესაფასებლად.

დავესწარი ”ფიროსმანის” ერთი ნატურმორტის ექსპერტიზას. კომპოზიცია იყო საეჭვო. ორიგინალს რომ უდებ გვერდით, მაშინვე ჩანს სხვაობა. ფორმატში განაწილება იყო სხვა. ორიგინალს ეტყობოდა, რომ გაკეთებული იყო გენიოსის მიერ და მეორეს - აშკარად ქაჯის. მერე ვაჩვენე, კიტრი აქედან არის აღებული, ბატკანი აქედან-მეთქი, ანუ კომპილაცია იყო გაკეთებული”.

(გაგრძელება ქვემოთ)

Arrow

ეგრე ძალიან ადვილია ლაპარაკი, როცა თენგიზ მირზაშვილი ცოცხალი აღარ არის და ვეღარ უპასუხებს ბატონ გოგი ხოშტარიას...

Shocked

მე ერთი რამე ვიცი კარგად - თენგიზ მირზაშვილს ისე უყვარდა ფიროსმანი, შეგნებულად არც ერთ ნახატს არ გაუყალბებდა...

Rolling Eyes
Back to top Go down
Guest
Guest



ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySat May 23, 2009 8:42 am

გურამ კახიძე

“დიდების გზის დასაწყისი” (ფიროსმანი)

1969 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში, ლუვრში გაიმართა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების პირველი გამოფენა საზღვარგარეთ. გამოფენა საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, ცნობილმა მწერალმა ანრე მალრომ გახსნა.
მანამდე კი, საფრანგეთის საზოგადოებას ნიკო ფიროსმანი ჟურნალმა “იუნესკოს კურიერმა” გააცნო, სადაც ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, ჟაკ კეიმის სტატია გამოქვეყნდა.
გამოქვეყნდა აგრეთვე მწერალ არმან ლანუს სტატია “მატისი, ფიროსმანის სანაცვლოდ”, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ პარიზში ფიროსმანია ნამუშევრების გამოფენის სანაცვლოდ, საფრანგეთმა საბჭოთა კავშირში XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხატვრის ანრი მატისის ნამუშევრები გამოფინა.
არმან ლანუ წერს: “…1862 წელს, კახეთში, გლეხის ოჯახში დაბადებული ეს წყეული ფიროსმანი, უფრო ბუნებრივი ქართველია, ვიდრე ბუნებაში არსებული ყველა სხვა ქართველი. მაგრამ რადგანაც ყველა ქართველი უფრო ქართველია, ვიდრე ნამდვილად არსებული ქართველები, მიხვდებით, რომ ფიროსმანი უძლიერესი და უსავსესი ქართველია. თავისი ხალხური საწყისით იგი ვაზის, ქეიფის, საძოვარზე გაშლილი ფარის ქვეყანას განასახიერებს, ქვეყანას, რომელიც ბერძნულ მითოლოგიასა და რუსეთს შორის, მონობასა და აღმოსავლეთს შორის მდებარეობს და ოქროს საწმისის, პრომეთეს მიწაა. ფიროსმანი ჭეშმარიტად ხალხური პრომეთეა, სიცოცხლის ტრფიალი ოსტატი, რომელიც ქვეყანას შეყვარებული და დაინტერესებული მზერით უცქერს. მისი სოფლური ყალმით იხატება მრავალი სახედარი და არწივი, ყურძნის კრეფა და ყვავილები.
ფიროსმანიშვილი 1918 წელს გარდაიცვალა. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია, მაგრამ, როგორს ჟან კეიმმა, მანაც საკუთარი ჰუმანიზმის და ნიჭის წყალობით საქართველოს საზღვრები გაარღვია, მსოფლიოს ხელოვნებას შეერწყა, ძეგლად კი მთელი საქართველო დაიდგა”.

გააგრძელე კითხვა - http://burusi.wordpress.com/2009/05/23/გურამ-კახიძე-დიდების-გზი/
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySun Nov 28, 2010 1:58 pm

ნიკო ფიროსმანი Robaqi10


გიორგი კაკაბაძე

გრიგოლ რობაქიძე და ნიკო ფიროსმანი

1916 წლის 10 ივლისს გაზეთ “სახალხო ფურცლის” სურათებიან დამატებაში დაიბეჭდა კარიკატურა. მასზე გამოსახული იყო ფეხშიშველი ნიკო ფიროსმანაშვილი, რომლის გვერდითაც იდგა გრიგოლ რობაქიძე და ეუბნებოდა:
“უნდა ისწავლო ძმობილო! შენს ხანში მყოფს კიდევ ბევრის შექმნა შეუძლია... ორფიულის... ერთი ათი-ოცი წლის შემდეგ კარგი მხატვარი გამოხვალ... აი, მაშინ გაგზავნით ახალგაზრდათა გამოფენაზე...”.
სხვადასხვა წყაროებიდან ვიცით, თუ როგორ გააღიზიანა ამ კარიკატურამ მხატვარი. მან ახლად ჩამოყალიბებულ “ქართველ მხატვართა საზოგადოებსთან” ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. თავისი მეგობრის, მხატვარ გიგო ზაზიაშვილის მეუღლეს კი დაუბარა:
“- ძალოჯან, მაშ გიგოსთან ორ სიტყვას დაგაბარებ. ესე უთხარი: შენ გენაცვალე გიგოჯან, როგორც იმ ხალხს ჩემი სახელი უჩვენე და გადამკიდე, ისე მომაშორე. მაგათი არც ქება-დიდება მინდა და არც არაფერი. გაზეთში გამომიშვეს, გამლანძღეს, კატად გამომხატეს. ბევრს რამეს, დიდ სასახლეებს მპირდებოდნენ... ერთად შევგროვდეთ, ერთად დავსხდეთ და “ზაკონებით” ვხატოთო... მაგრამ როგორც აქამდის მიხნავს და მითესავს, ისე უნდა ვხნა და ვთესო. თავის დღეში ბატონი არა მყოლია და არც მინდა. ძალოჯან, გიგოს შემახვეწე, ჩამომაშოროს ის ხალხი, ჩამომაშოროს, არაფერი მინდა მაგათი”1.
კიდევ ერთი საყურადღებო ცნობაა შემორჩენილი ვასო ჩაჩანიძის მოგონებაში “ვაჟა ფშაველა და ფიროსმანი”, რომელიც როგორც ჩანს უყურადღებოდ დაუტოვებია მაშინდელ ცენზურას. როგორც მონათხრობიდან ირკვევა, ჩაჩანიძეების ოჯახში დაუმშვიდებიათ კარიკატურის გამო შეწუხებული ნიკალა:
“ჩვენ ყველანი ვაიმედებდით, რომ იქნებ გრიგოლ რობაქიძემ ინამუსოს და დაგეხმაროსო”.
მაგრამ ისმის შეკითხვა, რა შუაშია საერთოდ გრიგოლ რობაქიძე?
რა როლი ეკისრება მას ფიროსმანის ბიოგრაფიაში?
მართალია 1922 წლის გაზეთ “ბახტრიონში” გამოქვეყნებულია საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, თითქოს პირველი პუბლიკაცია ფიროსმანზე გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნოდეს, მაგრამ ეს ინფორმაცია შეკითხვებს ბადებს. რამდენადაც ვიცით, პირველიცა და მეორე პუბლიკაციაც ფიროსმანის შესახებ ილია ზდანევიჩს ეკუთვნის, თუ არაფერს ვიტყვით უფრო ადრინდელ, რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ ნარკვევებზე და მიშელ ლე-დანტიუს მიერ ფრანგულ გაზეთში დაბეჭდილ სტატიაზე.
იქნებ ამ შემთხვევაში სიტყვა “პირველს” სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს?
გაზეთ “ბახტრიონის” ამავე ნომერში დაბეჭდილია გრიგოლ რობაქიძის წერილი: “ნიკო ფიროსმან”, მაგრამ რობაქიძის ამაზე ადრინდელ წერილს ფიროსმანის მკვლევარებმა ვერ მიაგნეს.
მიუხედავად ამისა ასეთი წერილი არსებობს და იგი 1916 წლის 15 მაისის გაზეთ “კავკაზში” რუსულ ენაზე დაიბეჭდა. მას ხელს აწერს ვინმე გარრი გოლლენდი. ამ ფსევდონიმში ზმის პრინციპის მოშველიებით ადვილად იკითხება რობაქიძის სახელი “გარრი გოლენდი”. ამასთანავე არ შეიძლება არ გაგვახსენდეს, რომ ერთი პერიოდი გრიგოლ რობაქიძე გაზეთ “საქართველოში” გივი გოლენდის ფსევდონიმით ათავსებდა პუბლიკაციებს.
“კავკაზის” ამ წერილის შესახებ წლების მანძილზე დუმდა როგორც გრიგოლ რობაქიძის, ასევე ფიროსმანის შესახებ დაწერილი სამეცნიერო თუ პოპულარული ლიტერატურა. გაზეთ “კავკაზის” ეს ნომერიც ბიბლიოთეკაში ბოლო დრომდე ამოღებული იყო ხმარებიდან. ამის მიზეზები ალბათ ბევრია და ახლა მათ ვერ გავარკვევთ. მთავრი ისაა, რომ ამ წერილის გამოქვეყნებიდან 93 წლის შემდეგ პირველად გვეძლევა საშუალება გავეცნოთ გრიგოლ რობაქიძის რეაქციას ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების იმ ერთდღიან გამოფენაზე, რომელიც 1916 წლის 5 მაისს ილია ზდანევიჩის ატელიეში მოეწყო:


“ქართველი პრიმიტივისტი”
ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გამოფენის გამო

“თანამედროვე ესთეტიკური ცოდნის ერთ-ერთი შესანიშნავი შენაძენი გახლავთ ის მდგომარეობა, რომ ყოველი ჭეშმარიტად მხატვრული ცნობიერება თავის თავში შეიცავს ავტონომიურ ფასეულობას, დამოუკიდებელს იმ “სკოლისგან”, რომლის ფარგლებშიც იგი წარმოიქმნა. ამ თვალსაზრისით ერთნაირად ფასეულია სხვადასხვა სკოლისა და მიმართულების ნაწარმოებები. მხოლოდ მათში უნდა იგრძნობოდეს ნამდვილი შემოქმედებითი სული. სეზანი არ ხატავდა ისე, როგორც რაფაელი და არც რაფაელი ხატავდა ისე, როგორც სეზანი. მიუხედავად ამისა მხატვრობის საგანძური ვერ შეელევა ვერც რაფაელს და ვერც სეზანს. ჭეშმარიტად მხატვრული შთაგონების სფეროში არ არის წინააღმდეგობა და უარყოფა. იქ, სადაც ჩვეულებრივ წინააღმდეგობასა და უარყოფას ვხედავთ, მხატვრული ხედვისათვის იხსნება მხოლოდ ზრდა და შევსება. მხატვრულ ქმნილებაში იხსნება მარადიული შემოქმედებითი ენერგია და ამ ენერგიის ყოველი გამოცხადება თავისთავად ფასეულია. ამ თვალსაზრისით ყოველი მხატვრული ნაწარმოები მარადიულობის საკუთრებაა. ამავე დროს აუცილებელია ვაღიაროთ, რომ მხატვრული ნაწარმოები თავისი გამოვლინებით “ისტორიულია”; მარადიული მხატვრული ენერგიის ნიღაბია. მხატვრული ნაწარმოები იმავდროულად ისტორიის მოცემული მომენტის “ხორცშესხმაა”. აქედან გამომდინარეობს სკოლებისა და მიმდინარეობების განსხვავება, სტილთა და კულტურათა განსხვავება. მხატვრული აზრის თვალსაზრისით ყველა სტილი ერთნაირად ფასეულია, მხოლოდ მათში უნდა ცოცხლობდეს მხატვრული შთაგონების ჭეშმარიტი “სტილი”, ისტორიული “სახე”.
დღეს შეუძლებელია ისე წერა, როგორც ჰომეროსი წერდა და მიუხედავად ამისა, უფრო სწორად, ამის წყალობით, უსასრულოდ ვტკბებით ჰომეროსის ქმნილებებით. მათში გვაოცებს სწორედ “ადგილობრივი” კოლორიტი, რომელმაც მარადიულობის არომატი გაგვიმხილა.
მხოლოდ ასეთი გზით შეგვიძლია მივუახლოვდეთ თანამედროვე მხატვრულ ძიებებს. პრიმიტივიზმი ერთ-ერთი ასეთი ძიებაა. მხატვრული თვალი დაიღალა ფილიგრანულობითა და დახვეწილობით, მაქმანური სირთულით და დეტალური დასრულებულობით. და აი, მის წინაშე დადგა “პირველადქმნილი ბუნების” ხატი. ამ პირველქმნილებაში არის რაღაც უსასრულოდ უბრალო და იმავდროულად უსასრულოდ უხეში, არის რაღაც დაუსრულებელი და იმავდროულად მოულოდნელი – გენიალურობის შტრიხი. და ყოველივე ეს ახლებურად ელამუნება მხატვრულ მზერას. და მართლაც, როგორ არ მივეცეთ ამ მომხიბვლელობას, როდესაც ყველაზე მარტივისა და ჩვეულებრივის ფონზე მოულოდნელად გაიბრწყინებს “ბუნების გენიალურობა”: ყოვლის მპყრობელი და ყოვლის დამამარცხებელი! ამ თვალსაზრისით შეიძლება დავტკბეთ მხატვრული ლაფნით2, რამეთუ ლაფანშიც შეიძლება გამოანათოს გენიალურობამ. ვისაც არ უნდა ამას დაეთანხმოს მას შეუძლია პირველყოფილი ხალხების სკულპტურულ გამოსახულებებს გაეცნოს. მათში ზოგჯერ ისეთი გამომსახველობითი ძალაა, რომ რომელიმე ბავშვურად გამოკვეთილ რელიეფში მთელი საუკუნეა მომწყვდეული. ხელოვნებაში პრიმიტივიზმი, არის სწრაფვა, რომ ბავშვურად უბრალო გამოსახულებაში, ბუნების გენიალურობის “გამომსახველობითი ძალა” აჩვენოს. არსებითად, ასეთია ფრანგული პრიმიტივიზმის უპირატესობა.
ნიკო ფიროსმანაშვილიც პრიმიტივისტია. თანამედროვე პრიმიტივისტებისაგან მას მხოლოდ ის განასხვავებს, რომ იგი თანამედროვეობის რომელიმე შეგნებული ძიებების თანაზიარი არ გახლავთ. იგი უბრალოდ “მღებავია” რომელიც აბრებს წერს. მისი მხატვრული ნიჭის აღმოჩენა ეკუთვნის ი.მ. ზდანევიჩს. იგი რამდენიმე წელი აგროვებდა თბილისის სხვადასხვა დუქნებში გაფანტულ ფიროსმანაშვილის ნახატებს. ამ დღეებში კი ამ ნახატების გამოფენა მოაწყო. ამ გამოფენამ მხატვრული ენერგიის ის უზარმაზარი ძალა დაგვანახა რომელიც ქართველი ხალხის შემოქმედებით ნიჭშია ჩადებული. ფიროსმანი, საღებავებით მოთხრობილი ზღაპრების ჭეშმარიტი სახალხო მთქმელია. მისი ქმნილებები ისეთივე მშვენიერია როგორც ხალხური ზღაპრები. მათში უამრავი “ბავშურობაა”, უბრალოება, უშუალობა, სადა. იმავდროულად მათში უზარმაზარი გამომსახველობითი ძალა იგრძნობა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მისი “ჟირაფი”. თუკი ვეინინგერი მართალია და ასეთი ცხოველი სიმბოლურად თავის თავში სამყაროს მეტაფიზიკურ განსაზღვრებას ატარებს. ფიროსმანაშვილის “ჟირაფში” ასეთი განსაზღვრების პოვნა ნამდვილად შეიძლება. ჟირაფის თვალები ისეთი ძალითაა გამოსახული, რომ მათი ყურების დროს უკვე გავიწყდებათ, რომ თქვენს წინაშე უბრალოდ ცხოველია და ლამის მისტიკური შიში გიპყრობთ. ასეთივე სიძლიერითაა დახატული მისი “ირემი”. “ირემი” თითქოს თიხისაა, მაგრამ ისეთი თვალები აქვს, რომ მისი სიმკვირცხლე ეჭვს არ იწვევს. კარგია “ქეიფი ბალახზე”3. ეს სამი ფიგურა “ორთაჭალის თბილისის” მთელი პოემაა. ისე ძლიერად იგრძნობა მათში “ადგილობრივი” არომატი. ძალიან კარგი ნახატებია, მხრებზე მტრედებიანი ორი ქალის ფიგურა, აქაც ორთაჭალის თავისებური კოლორიტულობა იგრძნობა. ფიროსმანაშვილის Nature-morte –კი პირდაპირ შედევრია და მხოლოდ შემიძლია აქ ერთი მხატვრის სიტყვები მოვიყვანო რომელიც ჩემთან ერთად ათვალიერებდა გამოფენას: “ეს ნამუშევარი სეზანსაც პატივს დადებდა”.
ასეთია ფიროსმანი. მისი ბედი ყველასათვის უცნობია. ამბობენ გალოთდა და კახეთში გარდაიცვალაო, მაგრამ მართალია თუ არა, უცნობია. ი.მ. ზდანევიჩმა დიდი საქმე გააკეთა, ახლა ქართველი საზოგადოების ჯერი დადგა. მან მთლიანად უნდა შეაგროვოს ფიროსმანაშვილი და მას განსაკუთრებული ადგილი დაუთმოს ქართულ მუზეუმში”.

* * *
ეს უბრალო წერილზე მეტი გახლავთ, ეს მთელი სამოქმედო პროგრამაა და საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი ამას მშვენივრად მიხვდა.
საქმე ისაა, რომ ამ წლებში საქართველოში დაიწყო ევროპული ცივილიზაციის საფუძვლის, ინდივიდუალისტური ცნობიერების დამკვიდრება. გრიგოლ რობაქიძე კი მისი სულისჩამდმელი და მამოძრავებელი ძალა გახლდათ. ევროპიდან დაბრუნებულმა გრიგოლ რობაქიძემ თვალნათლივ დაინახა ის უზარმაზარი განსხვავება, რომელიც ცივილიზებულ ევროპასა და ფეოდალურ ტრადიციებში ჩარჩენილ საქართველოს შორის არსებობდა, სადაც ყველაფერი ისევე იყო გაყინული როგორც წლების წინ, როდესაც მან სამშობლო დატოვა და ევროპაში სასწავლებლად გაემგზავრა. ქვეყანაში აშკარად იგრძნოდა, ცვლილებების აუცილებლობა, აუცილებელი იყო არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ ქართული აზროვნების მოძველებული ფორმების და კოლექტიური ცხოვრების წესის შეცვლა. ამიტომ საგაზეთო სტატიებით, ლიტერატურული მოღვაწეობით, საჯარო ლექციებით თუ აშკარად გამომწვევი, ხშირად ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი პირადი ცხოვრების წესით გრიგოლ რობაქიძე ცდილობდა ცვლილება შეეტანა, გარდატეხა გამოეწვია ქართველ საზოგადოებაში და პიროვნების ინდივიდუალიზაციისთვის შეეწყო ხელი.
ახალი დრო საზოგადოებისაგან სითამამეს, გულმოდგინებას და ახლებურად აზროვნებას მოითხოვდა.
ერთ-ერთი პირველი ასეთი გალაშქრება პოეზიაზე მოხდა.
ზედმეტი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ თითქმის XIX-ე საუკუნის ბოლომდე ქართული საერო ლიტერატურა ძირითადად არისტოკრატთა გასართობი იყო. ამიტომ მკითხველ აუდიტორიას ავტორის ნათესავები და ახლობელთა წრე შეადგენდა. ფართო საზოგადოება ლიტერატურას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ეცნობიდა: ზოგი ავტორი საერთოდ არ დაბეჭდილა და მათი ტექსტები, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ ხელნაწერთა სახით მეგობართა ვიწრო წრეში ვრცელდებოდა; დაბეჭდილი წიგნების შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო საშუალო კლასის ხელმოკლე მკითხველისთვის; მაგრამ ყველაზე მთავარი ის გახლდათ, რომ მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა წერა-კითხვა საერთოდ არ იცოდა. მავანი მწერალი დიდი გულისტკივილით წერდა დაბალი კლასის აუტანელ მდგომარეობაზე, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ ეს ტექსტები დაბალი კლასისათვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად, აქა-იქ გაზეთებში გაბნეული ლიტერატურული ოპუსები საზოგადოების პირადი განცდის ნაწილი არ ხდებოდა და ისინი ქვეყანაში ფასეულობათა სისტემას ვერ ცვლიდნენ.
ამის საპირისპიროდ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ხელოსან პოეტთა და ყარაჩოღელთა იაფფასიან წიგნაკებს, მათ კოლექტიური ცხოვრების წესს, აზიური ფატალიზმისა და სუფიური მსოფლმხედველობის რაღაც სინთეზს, რომელიც ძალინ გავრცელებული იყო XIX-ე საუკუნის ბოლოს და XX-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში.
გაკვირვებული ზაქარია ჭიჭინაძე წერდა:
“ბაყალი ავეტიკაც პოეტი იყო, ბაყალი არუთინაც, ბაღდასარა კალავიც, მიკიტანი გეურქაც, სირაჯი ანტონაც. ერთი სიტყვით ბუდაღ ოღლიც, სკანდარნოვიც, ხარაზი პავლე, მეჩუსტე ნიკოლა, მირზაანა მადათოვიც, ოჰანეზაც, ამიროვიც, გივიშვილიც, ჰაზირაც”...
აღარაფერს ვამბობთ ქართული სალიტერატურო ენის გარყვნაზე, მის გასომხებასა და გათათრებაზე.
ამიტომ ქართველმა სიმბოლისტებმა დაიწყეს ლექსის რეფორმა.
ნელ-ნელა შეავიწროვეს ის აზიური საარშიყო მოტივები, რომელთაც სიმართლე რომ ითქვას, არც ქართველი არისტოკრატები თაკილობდნენ: რედიკი, გაფი, ბეითი, რუბაია, თეჯლისი, ყასიდა, მუსტაზადი, შიქასტი და შემოიტანეს ევროპული ლექსის ფორმები: სონეტი, ტრიოლეტი, სექსტინა, რონდო, ტრიპტიქი, ეკლოგა, კანცონა.
ყველანაირ ბრძოლას თავისი სულიერი დასაყრდენი და საფუძველი სჭირდებოდა, ასეთი დასაყრდენი კი მხოლოდ ის პიროვნება უნდა გამხდარიყო, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ავტონომიურობა.
ლიტერატურაში ასეთი დასაყრდენი ვაჟა-ფშაველა აღმოჩნდა.
გრიგოლ რობაქიძე ერთ-ერთ წერილში ვაჟა-ფშაველას ჰომეროსს ადარებს. ეს კარგად გააზრებული შედარებაა, რადგან ქართველი სიმბოლისტებისთვის ვაჟა-ფშაველა დემიურგია, ყოველგვარი აზიური გავლენებისაგან თავისუფალი, სრულიად ავტონომიური შემოქმედი, რომელმაც საკუთარი მითოლოგია და საკუთარი კოსმოსი შექმნა. ამიტომ როგორც ევროპული ლიტერატურა იწყებოდა ჰომეროსით, ისევე ახალი ქართული ლიტერატურა უნდა დაწყებულიყო ვაჟა-ფშაველას სახელით.
“ჭეშმარიტად ვაჟა-ფშაველა მისტიური ნიშანია საქართველოს მეათეჯერ გაახალგაზრდავების. ყოველი ერი ვაჟა-ფშაველასთანა გენიით იწყებდა თავის ისტორიულ ცხოვრებას: ბერძნებში ჰომერი, რომში ვერგილი; საქართველოში კი გამოდის რომ ევრიპიდეც ყოფილა როგორც რუსთაველი და მეცხრამეტე საუკუნეში ხელმეორედ იწყებს ჰომერის ხაზს ვაჟა-ფშაველა”.
სწორედ ასეთივე ფუნდამენტური როლი ეკისრებოდა ფერწერაში ნიკო ფიროსმანის შემოქმედებასაც.
“წარმოუდგენელია ვაჟა-ფშაველა მეცხრამეტე საუკუნეში, შეიძლებოდა ეს ფენომენი აუხსნელი დარჩენილიყო და საქართველოს ბედს მისწეროდა, რომ ამას არ ამართლებდეს მეორე ვაჟას კონგენიალი ნიკო ფიროსმანი. ეს ორი ის ვეშაპებია, რომელთაც შეუძლიათ დაეყრდნოს კიდევ რამდენიმე საუკუნით საქართველო”. წერდა ტიციან ტაბიძე წერილში “ვაჟა-ფშაველა”.
თბილისის ინტელიგენციაში ნიკო ფიროსმანის გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მას ოთხი საათის მანძილზე 80 კაცი დაესწრო, მაგრამ ფიროსმანის შემოქმედების შესახებ საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: ერთ მხარეს დადგნენ “აკადემისტები” და მათი მიმდევრები, რომელთაც “მაყურებელთა მოტყუებისთვის” გამოფენის ორგანიზატორები სასტიკად გაკიცხეს. ხოლო მეორე მხარეს ახალგაზრდა ავანგარდისტები და ქართველ სიმბოლისტთა ორდენი “ცისფერყანწელები”. აკადემისტების შეხედულება ტრადიციული გახლდათ და იგი ძირითადად რუსი “პერედვიჟნიკი” მხატვრების ესთეტიკურ ფასეულობებს ემთხვეოდა, რომლის თანახმადაც რეალისტური მხატვრობის მიზანია: შინაარსი, სახე, ადამიანის ცხოვრებისეული დრამა, ბუნებისაგან მიღებული შთაბეჭდილება, ქვეყნის ისტორიული ხასიათი, მისი ნაციონალური სული და კიდევ ის უამრავი ტექნიკური საკითხი, რომელსაც მათ პეტერბურგის აკადემიაში ასწავლიდნენ.
მათ შეამჩნიეს, რომ ნიკო ფიროსმანისთვის უცნობი იყო პერსპექტივის ძირითადი კანონები, ადამიანის სხეულის პროპორციები, მისი ანატომიური თავისებურება, დამატებითი ფერების კანონები, საგნების ურთიერთ მიმართება, ჩაღრმავება, პლასტიკა, შუქის ეფექტები და სხვა.
მაგრამ სრულიად შეუმჩნეველი დარჩათ მთავარი - პიროვნების შინაგანი გარღვევა თავისუფლებისაკენ.
ფიროსმანის მსოფლმხედველობა რა თქმა უნდა ბიძგს იღებს რეალიზმისაგან, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მასში ვერ შეხვდებით რეალიზმისთვის დამახასიათებელ ფოტოგრაფიულ სიზუსტეს, ობიექტურობას, დიდაქტიზმსა და დოკუმენტალიზმს. ფიროსმანი არ ცდილობს ყოველი წვრილმანის დეტალურ გამოყოფას და მათ დამუშავებას. მისი ნახატები მხატვრის შთაბეჭდილებაზეა აგებული, ფიროსმანი ყურადღებას ამახვილებს მინიშნებაზე. იმაზე, რაც თითქოს დაუსრულებელია და ბოლომდე უთქმელი. იგი გვიჩვენებს, რომ რეალობა შეიძლება არსებობდეს ჩვენს მიღმა, ჩვენს გარეშე, იგი სუბიექტურია და ეფუძნება მხატვრის, როგორც ნათელმხილველის, შინაგან სამყაროს.
ამგვარად, ფიროსმანის შემოქმედება საზოგადოებას ძველი ტრადიციების შენარჩუნებისკენ კი არა ახალი ტრადიციების შექმნისაკენ უბიძგებდა.
მომწიფდა მამათა და შვილთა ახალი კონფლიქტი. უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, შვილთა სულებისთვის გაჩაღებული ბრძოლა, რადგან აქ პირველ რიგში ასაკობრივი განსხვავება არ იგულისხმება: ნიკო ფიროსმანიც, გიგო გაბაშვილიც, გიგო ზაზიაშვილიც, მოსე თოიძეც, ალექსანდრე მრევლიშვილიც, იაკობ ნიკოლაძეც და სხვებიც თითქმის ერთი თაობის წარმომადგენლები იყვნენ. აქ ბრძოლა იმის გამო დაიწყო, თუ ვის კვალს უნდა გაჰყოლოდნენ ახალგაზრდა თაობის მხატვრები. შემოქმედების რომელი გზა აერჩიათ : აკადემიზმი თუ მოდერნიზმი. ახალგაზრდა თაობას თავისი საკუთარი ხედვა გააჩნდა, ისინი თავისუფლად მსჯელობდნენ და ეს უკვე გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან მათი ყოველი ნაბიჯი აღიქმებოდა როგორც უკვე დამკვიდრებული ეროვნული ფასეულობების, ეროვნული საფუძვლებისა და აღიარებული ავტორიტეტების წინააღმდეგ გალაშქრება.
ამ დაპირისპირების შესახებ საკმაოდ მცირე ფრაგმენტებია შემონახული, მაგრამ რაც შემორჩა, ვფიქრობ, საილუსტრაციოდ ესეც გამოდგება:
“ფიროსმანაშვილი არის დიდი უსწავლელი, მისი სურათები არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს და ასეთი ზრუნვის გამოჩენა ფიროსმანაშვილის მიმართ არის დიდი შეცდომა”. გიგო გაბაშვილი4.
“ქართული აკადემიური მხატვრობა მას (ფიროსმანს გ.კ.) გულცივად ხვდებოდა და ტექნიკას უწუნებდა, რაც რასაკვირველია, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ოფიციალური მხატვრობა უთუოდ ვერ მიიღებდა ნიკო ფიროსმანს, რადგან ის იყო მისი სრულიად საპირისპირო რამ...”. დიმიტრი შევარდნაძე5.
“ისინი ყვირიან მაღალ ხელოვნებაზე და ერთის მხრივ ემხრობიან საგნის ფორმალისტირ-კუბისტურ დეფორმაციას, მეორეს მხრივ პრიმიტივიზმს მხატვრული შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევენ... მათი აზრით ფიროსმანი კულტურის შედევრია. მისი ნახატები ყველაფერია და მეტი აღარაფერი არაა საჭირო. აღარაა საჭირო არც რემბრანტი, არც ლეონარდო და ვინჩი, არც ველასკესი...”. მოსე თოიძე6.
“შევარდნაძის მეგობრები განცვიფრებულნი და აღშფოთებულნი იყვნენ იმის გამო, რომ დიტომ ერთის ნახვით შეიყვარა არაჩვეულებრივი ფიროსმანაშვილი! “აკადემიკოსები” თავს დაატყდნენ ახალგამოჩეკილ “ფიროსმანისტს” მთელი თავისი ენამჭევრობით, რაც მათ ძალიან ეხერხებოდათ, მაგრამ შევარდნაძის სიყვარული მტკიცე აღმოჩნდა”. კირილე ზდანევიჩი7.
“თვითნასწავლი მხატვრების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ძველი თბილისის ლიტერატურულ-მხატვრული ბოჰემის ნამდვილ ავანჩავანს ნიკო ფიროსმანს ბევრი პატივისმცემელი და დამფასებელი გამოუჩნდა ჯერ კიდევ სიცოცხლეში. ეს გასაგებიცაა, მაგრამ მისი სახელის ზენიტამდე აყვანა, ფიროსმანის სახით რაღაც განუმეორებელი ვირტუოზის წარმოდგენა, ჩემი აზრით სინამდვილეს მაინც არ შეეფერება, ამაში მთავარი როლი ქართველი სიმბოლისტების ახირებამ ითამაშა. ცისფერყანწელებს უყვარდათ გადაჭარბება პოეზიაშიც და კრიტიკაშიც”. ივანე ვეფხვაძე8 .
“ჩვენ გვახსოვს მტრობა, დაცინვა და პროტესტი იმ ყურადღების გამო, რომელიც მიიქცია ამ საუცხოო მხატვარმა”. იაკობ ნიკოლაძე, სერგეი სუდეიკინი, ილია ზდანევიჩი, ალექსანდრე წუწუნავა, ტიციან ტაბიძე9.
აქედან გამომდინარე, თუ დავაკვირდებით, ეს კარიკატურა ფიროსმანის კი არა, გრიგოლ რობაქიძისა და შესაბამისად სიმბოლისტების წინააღმდეგ უფროა მიმართული. რა თქმა უნდა თავისთავად იგულისხმება, რომ ფიროსმანი სუსტი მხატვარია, მაგრამ მთავარი დარტყმა საზოგადოების იმ მეამბოხე ნაწილზეა გადატანილი, რომელმაც ფიროსმანი ახალი ქართული ფერწერის ფუძემდებლად აღიარა.
კარიკატურის ტექსტში შემთხვევით არ ყოფილა ნახსენები, რომ ფიროსმანს კიდევ ბევრი “ორფიული” ნაწარმოების შექმნა შეუძლია. ეს სიტყვა საკმაოდ ბევრ ნაშრომში და პუბლიკაციაში გამოტოვებულია, რადგან იგი ზოგისთვის გაუგებარია, ზოგიც მას ტექსტის ზედმეტ სხეულად მიიჩნევს. დასანანია, რომ მას ასეთი ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რადგანაც სწორედ მისი საშუალებით ხდება ამ კარიკატურის დაფარული აზრის ამოცნობა.
ორფეოსი ძველი ბერძენი ლეგენდური მუსიკოსი და წინასწარმეტყველი გახლდათ. მას ყველაზე ხშირად სწორედ ცხოველების გარემოცვაში გამოსახავდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მის ჯადოსნურ მუსიკას ველური ცხოველების დამორჩილება შეეძლო. მისი იდეების საფუძვლად აპოლონისა და დიონისეს კულტის თაყვანისცემას მიიჩნევენ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ამ ორიგინალური მსოფლმხედველობის საფუძველზე ანტიკურ სამყაროში შეიქმნა თეოგონიური პოემები და “ორფიული ჰიმნები”, რომლებმაც საბოლოოდ ორფიულ ღვთისმეტყველებას ჩაუყარა საფუძველი. ორფეიზმს როგორც ახალ რელიგიურ დოქტრინას ანტიკურ სამყაროში ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი და მიმდევარი ჰყავდა.
ახლა გასაგები ხდება, რომ ფიროსმანი ლეგენდური ორფეოსივით ბერძნულ ხიტონშია გამოწყობილი. წინ მის მიერვე “დამორჩილებული” ცხოველი - ჟირაფი ჰყავს. გვერდით კი “ახალი კულტის” თაყვანისმცემელი, ან იქნებ შემქმნელი, გრიგოლ რობაქიძე უდგას.
კარიკატურის აზრი ძალიან გამჭვირვალეა: იგი გვაუწყებს, რომ გრიგოლ რობაქიძემ და მისმა თანამოაზრეებმა ბოგანო ნიკო ფიროსმანაშვილის სახით თავიანთი ორფეოსი და ახალი თაყვანისცემის ობიექტი იპოვეს.
მართალია ქართველი კაცი ამბობს: “დაცინვას კაცი არ მოუკლავსო”, მაგრამ იმასაც ამბობს, “სანამ ხმალი მოვიდა, სიტყვამ თავი გააგდებინაო”. მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც დაუმსახურებელი კრიტიკა და უსაფუძვლო ქილიკი ყოველთვის პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც პიროვნების დევნასა და შევიწროვებას უსწრებდა წინ.
ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ცნობიერების მეტამორფოზა ვერ მოხდა და ევროპულმა ინდივიდუალიზმმა აქ ფესვი ვერ გაიდგა.
სამაგიეროდ, ქართული აზროვნების ფეოდალური ფორმები და კოლექტიური ცხოვრების წესი საოცრად ხელსაყრელი ნიადაგი აღმოჩნდა ახალი, სოციალისტური იდეოლოგიის დასამკვიდრებლად.
სულ რამდენიმე წელიწადში საზოგადოების ტრადიციულად განწყობილ ნაწილს მხარში კოლექტიური ცნობიერების ციტადელი, საბჭოთა სისტემაც ამოუდგა და ინდივიდებზე ნადირობის სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა.
ამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებული და იმედგაცრუებული გრიგოლ რობაქიძე 1931 წელს გერმანიაში გაემგზავრა და იქედან აღარ დაბრუნებულა. დარჩენილებიდან ამ დაპირისპირებას ბევრი შეეწირა. ზოგიერთი მაშინდელი მოდერნისტისთვის კი პიროვნული ინდივიდუალიზმი და თავისუფლება იმთავითვე ნიღაბი და თვალთმაქცობა იყო, ამიტომ ეს ნიღბები მალე გადაყარეს და საბჭოთა ეპოქის დიადი მომღერლები გახდნენ.
საქართველოში ფეოდალიზმის ახალი ეპოქა დაიწყო.


1. გიორგი ლეონიძე, “ცხოვრება ფიროსმანისა”.
2. იგულისხმება საბაზრო ნახატები.
3. იგულისხმება “სამი თავდის ქეიფი”,
4. გიგო გაბაშვილის სიტყვები მოყვანილია მ. ლობჟანიძის მოგონებებიდან
5. “ბახტრიონი”, 1922წ.
6. არსებობს მოსე თოიძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები, რომლის ფრაგმენტებიც დაიბეჭდა ჟურნალში “ლიტერატურნაია გრუზია”, 1972წ.
7. “ბახტრიონი”, 1922წ
8. ი. ვეფხვაძე, “მოგონებები და პორტრეტები”.
9. “ბახტრიონი” 1922წ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ – გიორგი კაკაბაძე – "გრიგოლ რობაქიძე და ნიკო ფირპსმანი"
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySat Jan 29, 2011 12:23 pm

ნიკო ფიროსმანი Niko_p10

წიგნის დასახელება: "ნიკო ფიროსმანი" (დაკარგული უბრალოების ძიება)
ავტორი: გიორგი კაკაბაძე
ჟანრი: დოკუმენტური რომანი
კატეგორია: "ილუსტრირებული ბიოგრაფიები", მეხუთე ტომი
გამოცემის წელი: 2010
გამომცემლობა: “პეგასი"
გამომცემელი: მარინე ცხადაია
რედაქტორი: ნანა ჭიღლაძე
გამომცემლობის რედაქტორი: ნანა სუხიტაშვილი
დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკა წიქარისვილი
გვერდების რაოდენობა: 324
ISBN 978-9941-9146-0-7
ყდა: რბილი
ფასი: 15.00

ანოტაციის მაგიერ:
"საქართველოში არასოდეს ყოფილა უფრო თავისუფალი შემოქმედი, ვიდრე ფიროსმანია. იგი ნებისმიერი მხატვრული სკოლისაგან თავისუფალია და არ შეიძლება რომელიმე მიმდინარეობას ეკუთვნოდეს, რადგანაც მხატვრობაში სრულიად დამოუკიდებელი, საკუთარი მიმდინარეობა აქვს, რომელსაც მე "ფიროსმანიზმს" ვუწოდებდი", – გიორგი კაკაბაძე


© „პეგასი“ – http://www.pegasus.ge/

ნიკო ფიროსმანი Niko_p11
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySun Jan 30, 2011 3:12 am

ნიკო ფიროსმანი Aoaaaa10

ნიკო ფიროსმანაშვილი – "ჟირაფი"
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySun Feb 13, 2011 11:32 am

ნიკო ფიროსმანი 6051

ნანა კობახიძე

როგორ იპოვა შალვა ამირანაშვილმა პარიზში ფიროსმანის მარგარიტა

კადემიკოსი შალვა ამირანაშვილისთვის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი დაუღალავად მუშაობდა, "ნამდვილი სახლი" იყო, საიდანაც უკანასკნელ გზაზე გააცილეს კიდეც. მან ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ქართულ წიაღში დააბრუნა საფრანგეთში შენახული ეროვნული განძი. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, თავადაც ხატავდა. მისი ავტოპორტრეტი, ერთადერთი შემორჩენილი ნამუშევარი, დღეს მის ოჯახურ კერას ამშვენებს. სწორედ იქ ესაუბრნენ "სარკეს" მისი ვაჟი, ჯუანშერ (ბახო) ამირანაშვილი, რძალი ლია მელიქიშვილი და ხელოვნებათმცოდნე ნანა გოგელია – მეცნიერის დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის ერთ–ერთი ორგანიზატორი.

მაწვილი, რომელსაც სიძველეები აინტერესებდა

ჯუანშერ ამირანაშვილი:

– მამა დაიბადა 1899 წელს ქალაქ ონში, ცნობილ პედაგოგ იასონ ამირანაშვილის ოჯახში. როცა ქალაქი ფოთი განახლდა, ქალაქის თავის მოწოდებით იქ სამუშაოდ ბევრი ჩავიდა, მათ შორის – ამირანაშვილების ოჯახიც. შალვა ფოთის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. ერთხელ მან კერძო პირის განცხადება წაიკითხა ძველი ებრაულის, სანსკრიტისა და სხვა მკვდარი ენების სწავლების თაობაზე და ძალიან დაინტერესდა. პედაგოგი გერმანელი კაცი გახლდათ. სწავლის ქირა ძვირი იყო და ამიტომ შალვამ დაბალი კლასის მოწაფეები აიყვანა მოსამზადებლად, რომ მათ მიერ გადახდილი თანხით ენები შეესწავლა. შალვამ შეისწავლა სპარსული, ფრანგული, რუსული, გერმანული, არამეული, ძვ. ებრაული, სანსკრიტი, ფალაური (ძვ. სპარსული), არაბული და ყველა ის ენა, რაც კვლევის დროს სჭირდებოდა.

პირველი უნივერსიტეტელი

– 1918 წელს შალვამ სწავლა დაიწყო ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განხრით. მისი მასწავლებლები იყვნენ გიორგი ჩუბინაშვილი, ივანე ჯავახიშვილი და სხვები. მისი კურსი უნივერსიტეტის პირველი გამოშვება გახლდათ. მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი ნიჭიერ სტუდენტ შალვა ამირანაშვილს უნივერსიტეტში სწავლისას დაუახლოვდა.

განძეულის კვალდაკვალ

– 1921 წელს, როცა საქართველოში წითელი არმია შემოვიდა, ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდა. სტუდენტებმა კოჯრის მისადგომებისკენ გასწიეს. მათ შორის იყო შალვა ამირანაშვილიც. შეტაკება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, როცა ექვთიმე თაყაიშვილმა შალვა თბილისში გამოიძახა. მათ, მთავრობის დავალებით, სამუზეუმო ნივთების შეფუთვა დაიწყეს, რომ ეს ეროვნული ფასეულობა ევროპაში გადაემალათ. 46 ყუთი შეფუთეს. შეფუთვის დროს შალვა სამუზეუმო ნივთებს აღწერდა. სიის ერთი პირი ექვთიმემ წაიღო, მეორე პირი განძს გაატანეს დაცვასთან ერთად, ხოლო მესამე შალვას დარჩა. ექვთიმე თაყაიშვილს შალვას წაყვანაც უნდოდა, მაგრამ თებერვლის სუსხიან დღეებში კოჯრიდან მობრუნებულ ახალგაზრდას ფილტვების ანთება დაემართა და ამიტომ ვერ გაჰყვა.

ექვთიმე თაყაიშვილმა ბათუმში განძს ვერ ჩაუსწრო. ფრანგული გემი, რომელზეც განძი დატვირთეს, უკვე გასული დახვდა. ბოლოს მიაკვლია და მარსელში ჩავიდა. იქ საქართველოს გადახვეწილმა მთავრობამ განძი ბანკში შეინახა, მაგრამ ბანკს განძის შენახვისათვის მხოლოდ ერთი წლის ქირა გადაუხადა, მეტის საშუალება არ ჰქონდა. ათეული წლების მანძილზე ექვთიმეს დიდი ბრძოლები უწევდა საქართველოს საუნჯის გადასარჩენად – ვის აღარ უნდოდა მისი წაღება, მათ შორის მეცნიერებსაც. დადიანების ერთ–ერთი მემკვიდრე ამ საგანძურიდან დადიანების ქონების გამოყოფას და მისთვის ჩაბარებას ითხოვდა. რამდენიმე სასამართლო პროცესიც შედგა. ბატონი ექვთიმე წერილებს გზავნიდა თბილისში, მოსკოვშიც, რომ განძისთვის მიეხედათ. ბოლშევიკებმა ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მენშევიკებმა ეს ნივთები გაიტაცეს და გაანიავეს, სინამდვილეში კი საგანძურიდან არაფერი დაკარგულა.

განძის დაბრუნება

– 1936 წელს საქართველოს გადახვეწილი მთავრობა ოფიციალურად დაიშალა, ამიტომ საფრანგეთის ხელისუფლებამ განძეულობის კონფისკაცია მოახდინა. მოხელეებმა ყველა ყუთი გახსნეს და განძის მოკლე აღწერილობა ისე შეადგინეს, რომ არც მენშევიკური მთავრობის წარმომადგენელი და არც ამ განძზე პასუხისმგებელი ექვთიმე თაყაიშვილი არ მიიწვიეს. საფრანგეთის მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია ექვთიმე თაყაიშვილის პროტესტს.

1943 წელს შალვა ამირანაშვილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად აირჩიეს. მან 1944 წლის ოქტომბერში, მოსკოვში, აკადემიის სესიაზე ყოფნის დროს გაიგო, რომ სტალინთან შესახვედრად მოსკოვში უნდა ჩასულიყო საფრანგეთის მთავრობის მეთაური, გენერალი დე გოლი. შალვა ამირანაშვილმა წერილობით მიმართა სტალინს, რომ ბატონ დე გოლთან საქართველოს განძის საკითხი განეხილა. მოლაპარაკებამ კარგად ჩაიარა და 1944 წლის დეკემბერში განძეულის მიმღები ორკაციანი კომისია საფრანგეთში გაუშვეს. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ შალვა ამირანაშვილი და პეტრე შარია, რომელიც მაშინ საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში საორგანიზაციო საქმეთა უფროსი გახლდათ.

შალვა დიდი ზომის კაცი იყო. მაშინ ქვეყანაში ტანსაცმლის შოვნა ძალიან ჭირდა, ამიტომ, სახელმწიფოს დაკვეთით, პალტო და შარვალ–კოსტიუმი ერთ დღეში შეუკერეს. ჯერ კიდევ სამამულო ომი მძვინვარებდა და საფრანგეთში შემოვლითი გზით გაემგზავრნენ – თეირანი, კაირო, ალჟირი, ტუნისი, მარსელი. ტუნისიდან საფრანგეთისკენ მიმავალ თვითმფრინავს გერმანელების წყალქვეშა გემმა ესროლა, საბედნიეროდ, გადარჩნენ. 22 იანვარს სორბონის უნივერსიტეტის საზეიმო გახსნას დაესწრნენ, რომელიც გერმანელი ოკუპანტების განდევნის შემდეგ აღდგა. უნივერსიტეტის თხოვნით, შალვა ამირანაშვილმა ქართული ხელოვნების შესახებ ფრანგულად რამდენიმე ლექცია წაიკითხა.

"როგორ დაბერებულხარ, ყმაწვილო!" – სიტყვა შეაგება შეხვედრისას 45 წლის შალვას 82 წელს მიტანებულმა ექვთიმემ. მათ მიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული განძი ჩაბარებული ჰქონდა ვერსალის კონსერვატორს, რომელმაც ის გერმანელებისგან გადამალა. გერმანელებმა ორჯერ დაკითხეს, მაგრამ კონსერვატორი ამ განძის არსებობას უარყოფდა. განძით დაინტერესებული იყო თეთრი გიორგის რაზმიც, რომელსაც ფაშისტების დახმარებით საბჭოთა კავშირისგან საქართველოს გათავისუფლება და განძის ქვეყანაში დაბრუნება უნდოდა.

როცა შალვა ამირანაშვილმა და კომისიის წევრებმა განძეულობა გახსნეს და სიას შეადარეს, არც ერთი ნივთი არ აკლდა. განძი სამ პატარა თვითმფრინავში ჩატვირთეს და ექვთიმე თაყაიშვილიც წამოიყვანეს. ექვთიმემ გზაში შალვას პირობა დაადებინა, თუ რამე მომივა, ჩემი ცხედარი თბილისში ჩაიტანეთო. იგი ბოლომდე განძის ერთგული მცველი დარჩა.

დუელი

ნანა გოგელია, ხელოვნებათმცოდნე:

– პარიზში განძის დასაბრუნებლად ჩასულ შალვა ამირანაშვილს და პეტრე შარიას სამთავრობო შეხვედრა მოუწყვეს. შეხვედრაზე სტალინის და დე გოლის სადღეგრძელოები დალიეს. სტალინის სადღეგრძელოზე პატივისცემის ნიშნად ყველა ფეხზე ადგა, დე გოლის სადღეგრძელოზე კი პეტრე შარია არ წამოდგა. შალვა ამირანაშვილს, რომელიც თარჯიმნობდა, ერთ–ერთმა ფრანგმა გენერალმა მკაცრად უსაყვედურა, თქვენ კარგად არ უთარგმნეთ, ამიტომაც მან დე გოლს პატივი არ სცაო და დუელში გამოიწვია. ბატონმა შალვამ სროლა საერთოდ არ იცოდა, მაგრამ მეორე დღეს დუელი შედგა. შალვა ამირანაშვილს სეკუნდანტმა ურჩია, გვერდულად დამდგარიყო. მას კი უთქვამს, გინდ პირდაპირ დავდგე და გინდ გვერდულად, მაინც ვერ ამაცდენსო (როგორც აღვნიშნეთ, დიდი ტანის კაცი იყო). რასაკვირველია, შალვამ არ ისროლა. გენერალმაც ჰაერში ისროლა სიმბოლურად. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ პეტრე შარია ასე შეგნებულად მოიქცა და ბატონი შალვა არაფერ შუაში იყო.

აქტრისა მარგარიტა

ჯუანშერ ამირანაშვილი:

– შალვა ამირანაშვილის თაოსნობით ევროპის მრავალ ქვეყანაში მოეწყო ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა, მათ შორის – საფრანგეთში 1969 წელს.

გამოფენის გახსნის დღეს, 6 მარტს, შალვა ამირანაშვილმა მხატვარ გიორგი მაქაცარიას სტუმრებს შორის ერთ ფრანგ მოხუც მანდილოსანზე მიანიშნა, რომელსაც ხელში ფრანგული ჟურნალი ეკავა და ორ ახალგაზრდა, წარმოშობით რუს ქალბატონთან ერთად იდგა. შალვამ გიორგის აღელვებულმა უთხრა: "მიდი მარგარიტასთან (იგულისხმება ფიროსმანის ნახატი – ავტ.), როგორც მხატვარი, დააკვირდი მას, განსაკუთრებით გაამახვილე ყურადღება თვალების ჭრილზე და სწრაფად მობრუნდი". გიორგი მაქაცარია ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. როცა დავალება შეასრულა, შალვამ უთხრა: "ახლა ამ მოხუც ქალს დააკვირდი და შეადარე". თვალების ჭრილი, კონტურის ხაზი და ხასიათი პორტრეტისას ჰგავდა. "ეს მარგარიტაა", – წასჩურჩულა შალვამ. მანდილოსანმა მასთან საუბარში თქვა, რომ მარგარიტა ერქვა, ნამყოფი იყო თბილისში, კარგად იცნობდა ფიროსმანს და მის შემოქმედებას. მოკრძალებულმა შალვამ ვერ შეჰბედა, ყველაფერი უფრო დაწვრილებით გამოეკითხა.

პარიზიდან ჩამოსული შალვა ახლობლებს უამბობდა, რომ მარგარიტა გამოფენაზე რამდენჯერმე მოვიდა და წასვლის დროს ყოველთვის ჩერდებოდა "აქტრისა მარგარიტასთან". მხოლოდ ბოლო დღეს სთხოვა შალვას ამ სურათთან ფოტოს გადაღების უფლება და ფარული სიამაყით დასძინა: "არ იფიქროთ, თითქოს ფიროსმანი მარგარიტას ქარაფშუტულად ექცეოდა, მას მარგარიტა რაინდულად უყვარდა".

საუნჯის გადარჩენა

– ხრუშჩოვის დროს საბჭოთა კავშირს ძალიან გაუჭირდა. პურის მოსავალი არ მოვიდა. ხელოვნების ბევრი ნიმუში გაყიდეს ერმიტაჟიდან და მოსკოვის მუზეუმებიდან, პური რომ შემოეტანათ. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელოვნების ნიმუშების გაყიდვაც უნდოდათ და ამ მიზნით თბილისში მოსკოვის კომისია ჩამოვიდა სიით. მათ შორის იყო ხატები, არქეოლოგიური ნივთები და სხვა ფასეულობები. შალვა ამირანაშვილმა (მაშინ ხელოვნების მუზეუმის დირექტორი იყო) გამოაცხადა, მუზეუმში რემონტიაო, თავად კი საქართველოს მთავრობის მეთაურ ვასილ მჟავანაძესთან გასწია. "ცეკა"–ში რომ არ დახვდა, შუაღამისას შინ მიაკითხა. ვასილ მჟავანაძე პატრიოტი კაცი იყო, შეწუხდა, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის დადგენილების გაუქმების უფლება არ მაქვს, მაგრამ შემიძლია, ცოტა ხნით შევაჩეროო და მართლაც შეაჩერა. ამასობაში ხრუშჩოვიც გადააყენეს და საქართველოს განძი გაყიდვას გადაურჩა.

უფრო ადრე, გასული საუკუნის 30–იან წლებში, ერთი ამერიკელი მილიარდერი, მელონი, ქალიშვილთან ერთად თბილისს ეწვია, დაათვალიერეს მუზეუმის განძეულობა და რამდენიმე ნივთის შესყიდვა გადაწყვიტეს, მათ შორის იყო ხახულის ხატი, მე–9 საუკუნის ხატები... მუზეუმის თანამშრომლებს თავიდან ეგონათ, საუბარი ფოტოსურათებზე იყო, მაგრამ როცა შეიტყვეს, რომ საქმე ორიგინალებს ეხებოდა, შეწუხდნენ. არადა მილიარდერს საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტიდან ნივთების შესყიდვის ნებართვა ჰქონდა.

ქვეყანაში მაშინაც შიმშილობის უმძიმესი პერიოდი იყო. ამ დროს შალვამ გაიგო, რომ მოსკოვიდან თბილისში დიდი მეცნიერი ნიკო მარი მოემგზავრებოდა. იგი გავლენიან მეცნიერს სადგურში დახვდა და დახმარება სთხოვა. ნიკო მარმა სადგურიდანვე გაუგზავნა სტალინს ტელეგრამა. ორ საათში კი მოვიდა სტალინის ბრძანება, ხალხის ქონების გაყიდვა შეწყვიტეთო.

ლამაზი ქალების მოტრფიალე

ლია მელიქიშვილი, შალვა ამირანაშვილის რძალი:

– რაინდული ბუნების ადამიანი იყო. საოცრად უყვარდა ქართველი ხალხი, ქართული ტიპაჟი. როცა ასეთ ადამიანს ნახავდა თუნდაც ტელევიზიით, აღტაცებას ვერ ფარავდა. "შეხედეთ, რა ლამაზია!" – აღფრთოვანებული მეტყოდა ხოლმე. საოცრად თავაზიანი იყო, ყოველთვის თქვენობით მომმართავდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა გვქონდა, შეიძლება ითქვას, ვმეგობრობდით.

– ამბობენ, განსაკუთრებით ლამაზ ქალებს ეტრფოდაო.

– საფრანგეთში ყოფნისას საბჭოთა კავშირის ელჩის მეუღლეს უთქვამს, პარიზის ქალებმა მოიტაცეს შალვა იასონოვიჩიო. ბატონ შალვას ყოველთვის სილამაზით და ჭკუით გამორჩეული ქალები ჰყავდა გვერდით. სამჯერ დაქორწინდა და მისი სამივე ცოლი ძალიან ლამაზი გახლდათ. მისი პირველი მეუღლე, ანია ბალტუნოვა, მოსკოველი იყო, ცნობილი არქეოლოგი. რუსეთში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ბატონი შალვა ვერ აიყოლია. შალვას ერმიტაჟში ჯერ განყოფილების გამგის თანამდებობას სთავაზობდნენ, შემდეგ დირექტორის, მაგრამ არ დათანხმდა. ცოლ–ქმარმა 15 წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ ჰყოლიათ. გაყრის შემდეგაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

მეორე მეუღლე გახლდათ ბახოს (ჯუანშერის. ავტ.შენ.) დედა, უმშვენიერესი ნინო წერეთელი, პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი. ორი ვაჟი შეეძინათ – გულბაათი და ჯუანშერი. ოჯახში დიდი მრგვალი მაგიდა ჰქონდათ, ქალბატონი ნინო თურმე ამბობდა, ეს მაგიდა შვილებით უნდა გავავსოო, მაგრამ არ დასცალდა. 36 წლის ასაკში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. მაშინ ბახო ოთხი თვის იყო. ოჯახში შემონახული გვაქვს შალვას და ნინოს პირადი წერილები, საიდანაც მათი საოცარი სიყვარული ჩანს.

მესამედ პიანისტ ვალენტინა სტროევაზე დაქორწინდა. მასთან შეეძინა ნათელა. ვალენტინა მალე თავის დედასთან გადავიდა საცხოვრებლად და იქ ზრდიდა შვილს. შალვა მთელ დღეს თავის "ნამდვილ სახლში" – მუზეუმში ატარებდა, შემდეგ ცოლ–შვილს შეუვლიდა და ბოლოს შინ, ვაჟიშვილებთან რჩებოდა.

შალვა 76 წლის სრულდებოდა, როცა გრიპით დაავადდა და გარდაიცვალა. არ დაგვიჯერა – ლოგინში არ ჩაწვა. სამძიმარზე მისი ორი მეუღლე იჯდა. მუზეუმიდან გავასვენეთ. მთელი თავისუფლების მოედანი ხალხით იყო სავსე, მისი ცხედარი ხელით წააბრძანეს დიდუბის პანთეონში.

– ბატონი შალვას მემკვიდრეთაგან რომელიმე თუ გაჰყვა მის კვალს?

– ჯუანშერი არქეოლოგია, გულბაათი – აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ხოლო ნათელა – ლიტერატურათმცოდნე. მე თავად ეთნოლოგი გახლავართ. ბაბუის კვალს მხოლოდ ჩემი ვაჟი, გიორგი ამირანაშვილი გაჰყვა, ხელოვნებათმცოდნეა. ნათელას ვაჟიშვილი, თენგიზი, საერთაშორისო იურისტი გახლავთ და წარმატებით მუშაობს თავისი სპეციალობით. გულბაათის ქალიშვილი, ნინო, ბიოლოგია. ძალიან ნიჭიერია უფროსი შვილიშვილი, გულბაათის ვაჟი, ბაბუის მოსახელე – შალვა ამირანაშვილი. 10 წლის ასაკში უკვე პლუტარქეს კითხულობდა. იგი ფიზიკოსია და გერმანიაში, ბერლინის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

წყარო – http://sana.ge/index.php?katid=13+&id=6051&poz=RL

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
centaur

centaur

Male
Number of posts : 1
Age : 48
Location : Tbilisi
Job/hobbies : Centaurus
Humor : At centaurus
Registration date : 25.02.11

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptyFri Feb 25, 2011 1:40 pm

ნიკო ფიროსმანი Pirosm10


Back to top Go down
http://en.wikipedia.org/wiki/Centaurus
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySat Apr 23, 2011 10:27 am

ნიკო ფიროსმანი Aaaaaa12
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptySun Jul 10, 2011 9:20 am

ნინო ხოფერია

ო, მარგარიტა...
რატომ არ დატოვა ავტოგრაფი მარგარიტა დე სევრიმ


(მასალები მელოდრამისთვის)

საქართველოს რესპუბლიკა – 2010-05-22 – http://www.open.ge/index.php?m=12&y=2010&art=12648

"ზუსტად 21 საათზე ფარდა იხდება, სიმებიანი საკრავების ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ცნობილი დირიჟორი ა. დალსიე უძღვება (რაც მისი მსმენელი ნ. ფიროსმანისთვის სულერთია). ვიწრო სცენაზე ახალგაზრდა და ტანწერწეტა მარგარიტა გამოდის. ცეკვა-ცეკვით. ასრულებს რამდენიმე პირუეტს და პეპელასავით დაფარფატებს... ჰაეროვანი მარგარიტა ოდნავ ეხება ოქროსფერი, რბილი მაშიებით უხეშ იატაკს და ხელახლა ცისკენ, წარმოსახვითი და საოცრად ხელშესახები ლაჟვარდისკენ მიფრინავს. გვერდით იარუსზე ფიროსმანს სუნთქვა ეკვრის. ქალის მოალერსე, გულში ჩამწვდომი ხმა გულის სიღრმიდან ამოდის, ფიორიტურების ლაბირინთში ეხვევა, სადღაც, შორს თითქოს ორმაგდება აღტაცებული მსმენელის გასაკვირად...
მეორე დღეს პრესა ხოტბა-დიდებითაა აღსავსე. განსაზღვრება "ორმაგი ხმა" სამუდამოდ მიეკერება საგასტროლოდ ჩამოსულ ალზასელ ქალს. ფიროსმანზე მით უფრო ეფექტს ახდენს ღუღუნის და ჭიკჭიკის მსგავსი სიმღერის სიტყვები, რაც უფრო უჭირს მათი მნიშვნელობის გაგება"... (გასტონ ბუაჩიძე, "ვარდები მარგარიტასთვის").
ნიკო ფიროსმანის და ფრანგი "აქტრისა" მარგარიტას უკვე კიჩად ქცეული მელოდრამა სხვადასხვაგვარადაა ინტერპრეტირებული.
ქალის გარეგნობას თუ ფიროსმანთან მისი ურთიერთობის ფორმას ასევე სხვადასხვაგვარად აღწერენ მოგონებებში, მემუარისტიკაში...
ცნობილია, საერთოდ, მემუარული ჟანრის სუბიექტივიზმი ისე, როგორც ლეგენდის თვისობრიობა - იდგეს სინამდვილეზე ოდნავ მაინც მაღლა.
თუკი დოკუმენტურ აფიშას დავუჯერებთ, პოლონური წარმომავლობის ფრანგი "აქტრისა" საქართველოში ჩამოვიდა მაშინ, როცა ფიროსმანი დაახლოებით ორმოცი წლის იყო. მხატვარი, თავისი ჰაბიტუსით, მანერებით, ალბათ მენტალიტეტითაც განსხვავდებოდა იმ მამაკაცებისგან, რომელიც "აქტრისამ" აღმოსავლეთში ნახა.
გადმოცემის მიხედვით, მუშტაიდის რესტორანში გამოსვლისას, ქალმა განსაკუთრებული მზერა და ყურადღება მიაპყრო ნიკო ფიროსმანს (იმ ფორმით, როგორც შანტანების მსახიობებს ახასიათებთ).
"ვარდები აქტრისა მარგარიტასთვის": ამ თემის რამდენიმე ვარიაცია არსებობს. ა. ვოზნესენსკის ტექსტის მიხედვით დაწერილი სიმღერა მილიონ ალისფერ ვარდზე მოგვითხრობს, რომელიც ღარიბმა მხატვარმა მსახიობ ქალს უძღვნა.
ვიქტორ შკლოვსკი წერს, რომ ფიროსმანმა თავისი დუქანი გაყიდა და აღებული ფულით შეიძინა ყველა ყვავილი (არა მარტო ვარდი), რომელიც იმ დღეს თბილისში იყო. დაიქირავა მეურმე, ყვავილები იმ ქუჩაზე მოფინეს, სადაც მარგარიტა ცხოვრობდა... მისი სასტუმროს კიბეებიც სავსე იყო ყვავილებით...
კ. პაუსტოვსკიც აღწერს ქუჩას, ყვავილებით მოფენილს. აღწერს მარგარიტას, რომელმაც ჩაიცვა თავისი ყველაზე ლამაზი კაბა და გაიკეთა სამაჯურები. საღამო ხანს კი მხატვარი თავისთან მიიხმო (იმ დღეს ნიკალა ორთაჭალის ერთ-ერთ დუქანში ქეიფობდა). იგივე პაუსტოვსკი ფრანგ "აქტრისას" რატომღაც "შეუხედავ, წითურ და ხარბ ქალად" წარმოგვიდგენს. ამგვარ ეპითეტებს სხვა წყაროებში ვერ იხილავთ.
"მომღერალი და მოცეკვავე კაფე-შანტანიდან - ფრანგი მარგარიტა იყო ლამაზი და მოხდენილი... ფიროსმანმა ის შეიყვარა სამუდამოდ". - ასე ფიქრობს კირილე ზდანევიჩი.
ნიკო ფიროსმანის პარტნიორი დუქანში, მისივე ნათლიმამა, ვაჭარი დ. ალუგიშვილი ირწმუნებოდა: მთელი წლის შემოსავალი ნიკალამ გაფლანგა-გაანიავა, იმ აქტრისა ქალს დაახარჯაო.
იმ დაკარგულ ფულებზე სწუხდნენ და დაობდნენ ნიკალას აშენებულ სახლში, ნიკალასვე მოხატულ კედლებში მცხოვრები მისი და და სიძე. თითქოს ის ფულები ყოფილიყოს ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი.
ამ ადამიანებმა, ყველაზე ახლო ნათესავებმა, ვერც ბოლო ცხრა წლის უნახავი ნიკალას სიკვდილი გაიგეს და არც საფლავი უნახავთ.
იმავე დამ და სიძემ, რომლებმაც ფრანგი "აქტრისა" ძმის ხელგაშლილობის გამო შერისხეს, დაკარგეს და გაანიავეს ნიკალას რამდენიმე ნამუშევარი, მოხატული კედლები, პირადი წერილები, ფოტოები...
- "ასეთი "დაკარგვა" ადამიანისა ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ აუხსნელია"... უთქვამს გიორგი ლეონიძისთვის დალაქ გოგიტაშვილს...
და მაინც, როგორი იყო მარგარიტა.
"ნიკო მდიდარი კაცივით არ გამოიყურებოდა, მადმუაზელ მარგარიტას მისდამი ყურადღება ანგარებიანი არ იყო... - საუკუნის გადასახედიდან წერს მხატვარი თემო ჯაფარიძე. - ხალხში მისი მარგარიტასთან ურთიერთობა იმდენად მითიზირებულია, რომ მისი არალამაზ ქალად წარმოდგენა შეუძლებელი ხდება. ფიროსმანმა იგი თავისი დეფორმაციის მეთოდით დახატა. ისინი, ვინც ფიროსმანის იერსახისგან ნატურალურ მომხიბლავობას ითხოვენ, ნახატში ლეგენდას ეძებენ და არა მხატვრობას. ფიროსმანის დახატული მარგარიტა თავისი დეფორმაციის სიუშნოვეშია ულამაზესი. ამ სიუშნოვეში დიდი ინტიმი და სიწმინდეა გამოსახული. ეს, პატარა გოგონასავით გამოწყობილი ქალი ისეთი ძლიერი მხატვრული ვნებით არის დახატული, რომ შეუძლებელია ამ ვნებით აღწერილი ქალი ლამაზი არ იყოს. სილამაზე, ალბათ, სახის სტრუქტურაში და ელასტიკურ აღნაგობაში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ იმ ტემპერამენტში, რაც ფიროსმანის მხატვრულ ენას გააჩნია მარგარიტას იერსახის ჩამოყალიბებაში".

***
იმათ, რომელთაც ალბათ ევროპაში "კურტიზან ქალებს" უწოდებდნენ, ფიროსმანმა "ავლაბრის ტურფები" დაარქვა. თვით სახელდებაც სითბოს და თანაგრძნობას გამოხატავს.
"ზემოდან ამ ბედშავებს თეთრ ზეწარს ვაფარებ. თეთრი ფერით ცოდვებს მივუტევებო"... - ასე უბრალოდ და გასაოცრად განმარტავს თავის ფერწერულ ამოცანას ნიკო ფიროსმანი.
ეს მიზანია თავის თავში, რომლითაც ადამიანს ამაღლებს ყოველივე იმაზე, რაც მას ამარცხებს. თითქოს მხატვრობა უპირველესად თანაგრძნობაა... და ეს ნიჭი მხოლოდ დახატვისთვის არ არის მოწოდებული და ბოძებული...
"გრაფ"! ასე მიმართავდნენ თურმე მას თბილისელი ღვინის ვაჭრები. "გრაფ"! - ოდნავი ირონიით წარმოთქვამდნენ და ალბათ თვით ისინიც კი, რაღაც შინაგანი ფლუიდებით ხვდებოდნენ, რომ ეს სიტყვა სინამდვილის არსს გამოხატავდა: თავმოყვარე, კეთილშობილი, ფაქიზი, ბრბოსგან დისტანცირებული ადამიანის რაობას.

მელოდრამის ფინალი
1969 წელი, მარტი. "პარიზის დეკორატიული მუზეუმის დარბაზები ფიროსმანის ტილოებს მასპინძლობს. თბილისის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, რომელსაც პარიზის ამ გამოფენის ორგანიზება აქვს დავალებული, ხედავს დარბაზში შემოსულ ოთხმოციოდე წლის ქალბატონს, რომელსაც, ასაკი, მაინცდამაინც არ ეტყობა. ქალს მღელვარე ღიმილი დასთამაშებს და გამოფენის კომისარს სთხოვს სურათი გადაიღოს "აქტრისა მარგარიტასთან" ახლოს, ანუ თავის თავთან ახლოს"... (ფრაგმენტი გასტონ ბუაჩიძის ესეიდან).
ამ გამოფენას თავისი პრეისტორია ახლავს, რის შესახებაც ცნობილმა ტელეჟურნალისტმა, ფრანგული ენის სპეციალისტმა, ქალბატონმა ვალენტინა ხაზალიამ გვიამბო. მაშინ, ცნობილი "რკინის ფარდის" ეპოქაში, ქალბატონი ვალია, თავის მეუღლესთან გივი მელაძესთან ერთად, დიპლომატიური მისიით გახლდათ ბელგიაში, ბრიუსელში. ბატონი გივი ჯერ სსრკ-ს საელჩოში იყო. შემდგომ იუნესკოს წარმომადგენლობაში. იქვე, საკონსულოში, მუშაობდა ქალბატონი ვალია ხაზალიაც.
იუნესკოში ხშირად იმართებოდა საინტერესო შეხვედრები, საღამოები, კონფერენციები... ერთ-ერთ ამგვარ ღონისძიებაზე ქალბატონ ვალიას გააცნეს ხელოვნების კრიტიკის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ჟან ა. კეიმი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, არც საქართველოში იყო ნამყოფი და არც ფიროსმანის შემოქმედებას იცნობდა.
"ის ერთხანს შეჩერდა, დამაკვირდა და მოკრძალებით მთხოვა, თუ ძალიან არ დაიღლებით, მომიყევით რაც კი იცით ფიროსმანზეო... მეც ვეცადე არ დამეკლო რა ნიკალასთვის, მისი, როგორც ხელოვანის, პირველი აღმომჩენებიდან - ფრანგი მიშელ ლე დანტიუს და ძმები ზდანევიჩებიდან დაწყებული... რაკი დაინტერესდა, იქვე დავპირდი, რომ ის უზრუნველყოფილი იქნებოდა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, აკადემიკოს შ. ამირანაშვილის ინფორმაციითა და ფიროსმანის ნამუშევრების ფოტორეპროდუქციებით"...
ჟურნალში "ქართული მწერლობა" (#22) დეტალურადაა მოთხრობილი ამ შეხვედრის შემდგომი განვითარების ისტორია: ჟან ა. კეიმის და შალვა ამირანაშვილის წერილები, იუნესკოს "კურიერის" მასალები, მზადება გამოფენისთვის და ა. შ.
მივუახლოვდეთ ფინალს, მელოდრამის საკვანძო ნაწილს. "ექსპოზიციას მნახველთ თავად აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი და მხატვარი გიორგი მაქაცარია აცნობდნენ და მოხდა, შეიძლება ითქვას, არც თუ მოულოდნელი, მაგრამ საოცარი რამ: გამოფენის ერთ-ერთ გამორჩეულ ექსპონატს, რომელმაც ფიროსმანმა აქტრისა მარგარიტა დაარქვა, გამოეცხადა თავად მარგარიტა დე სევრი, ორი მანდილოსნის თანხლებით... და იდგა დიდხანს მდუმარედ, მისი ფიგურული კომპოზიციის წინ. შემდეგ ბატონ შალვასთვის მოუხსენებია, რომ მას მარგარიტა ჰქვია, ნამყოფია თბილისში. თან საჭიროდ ჩათვალა ეთქვა ეს ფრაზაც: "არ იფიქროთ, თითქოს ფიროსმანი მარგარიტას ქარაფშუტულად ექცეოდა, მას მარგარიტა რაინდულად უყვარდაო"...
სხვა წყაროებში ვკითხულობთ: "მე ფიროსმანი რაინდულად მექცეოდაო".
ეს ფოტოდოკუმენტი კი ინახებოდა აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის ოჯახში. ბატონ ჯ. ამირანაშვილის ინფორმაციით, ფოტოები გადაუღია მარგარიტა დე სევრის მეგობარს, პროფესიონალ ფოტოგრაფს ელენ ადამსს, რაღა თქმა უნდა, სათანადო ნებართვით. სხვაგვარად ლუვრში ფოტოაპარატით ერთი კადრის დაფიქსირებაც გამორიცხულია.

***
მარგარიტა დე სევრი ამ ე. წ. ფოტოსესიის შემდეგ სწრაფად გასულა დარბაზიდან. არც ავტოგრაფები დაუტოვებია და არც მისამართი. არც მოარულ ლეგენდებზე მიუცია განმარტება და ამ დღემდე დაუზუსტებელ კითხვებზე: რამდენი ხანი დაჰყო თბილისში, როგორი იყო მისი და ნიკალას ურთიერთობა...

ეპილოგის მაგიერ
"ფრანცუზები მოვიდნენ, - იგონებს ღვინის ვაჭარი ბეგო, ფიროსმანის კეთილისმყოფელი: - იმ ფრანცუზებმა უთხრეს ნიკალას: გინდა, საფრანგეთში წაგიყვანთო.
ნიკალამ მოახსენა: "ჩემს საქართველოდან არსად არ წავალო!"...

***
და მაინც, მადლობა საფრანგეთს. უპირველესად ფრანგ მხატვარს და ჯარისკაცს მიშელ ლე დანტიუს, რომლიც თავისი სამშობლოს, საფრანგეთის გადარჩენისთვის ომში დაიღუპა სრულიად ახალგაზრდა... იქამდე კი ჩვენს სამშობლოში მხატვარი ნიკო ფიროსმანი აღიარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გადაარჩინა. საფრანგეთის გაზეთებშიც გამოაქვეყნა წერილები უცნობი ქვეყნის უცნობ დიდ მხატვარზე... დიდი მადლობა ფრანგ ჯარისკაცს!..
მადლობას ვუძღვნით ფრანგ მსახიობ ქალსაც - მარგარიტა დე სევრის იმისთვის, რომ შთაგონება და თუნდაც მცირეხნიანი სიხარული მიანიჭა ნიკო ფიროსმანს... იმისთვისაც, რომ ავტოგრაფის და მისამართის დაუტოვებლად გაუჩინარდა. ანუ: არ ისურვა მისთვის ძალიან პირადული სხვათა ინტერპრეტაციების საგნად ექცია... არც უეცარი პოპულარობა ისურვა, არც ჟურნალისტების შოუებში მონაწილეობა და გენიალური მხატვრის მუზად საჯარო აღიარება. მან უძვირფასეს მოგონებებთან ერთად ჩრდილში ყოფნა არჩია, მართალია, ფიროსმანის "აქტრისა მარგარიტა" მიხეილ ბულგაკოვის მარგარიტასავით ოსტატის ცხოვრების დრამაში არ მონაწილეობდა, მაგრამ იგი განუმეორებელ ლეგენდარულ პერსონაჟად იქცა. ის იყო მიზეზი, რის შედეგადაც ნიკო ფიროსმანმა თავის ხელოვნებასთან ერთად კიდევ ერთი თემა თუ საიდუმლო დაგვიტოვა: როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ქალის გამარგარიტება ანუ საყვარელი ქალის გამარგარიტების მისტერია...


p.s ისევ პარიზი, ხელოვნებათმცოდნე გულნარა ჯაფარიძე 80-იან წლებში აღმოაჩენს ფერწერულ ტილოს, პორტრეტულ ეტიუდს, რომელზედაც გამოსახულია ნიკო ფიროსმანი. ავტორის ვინაობა არ არის მითითებული. და არც ის, თუ საიდან აღმოჩნდა ეს ნახატი საფრანგეთში...

ნ. ხ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი EmptyWed Feb 19, 2020 10:20 am

ნიკო ფიროსმანი Niko-p10

Niko Pirosmani

Artist: Pablo Picasso
Completion Date: 1972
Style: Expressionism
Genre: portrait
Tags: male-portraits, famous-people, painters, Niko-Pirosmani

http://www.wikipaintings.org/en/pablo-picasso/niko-pirosmani-1972#close



მიხო მოსულიშვილი

როგორ ლაპარაკობენ პიკასო და ფიროსმანი...
(ილია ზდანევიჩის სამადლობელი)

პაბლო პიკასო, ილიაზდი -- „ფიროსმანაშვილი. 1914“, 36 გვერდი. ილუსტრირებული პიკასოს მიერ. პატარა ფოლიანტი, 322 × 230 მილიმეტრი, შეკრული ორიგინალურ პერგამენტში, ყვითელი papier de boucher-ის სუპერყდით, დაცული გამომცემლის შექმნილ ნაჭრის ფუტლიარში. პარიზი: ილიაზდი, 1972.

ასეთი გახლავთ მონაცემები ილიაზდის (ილია ზდანევიჩი, 1894-1975) წიგნის პირველი გამოცემისა, სამოცდათვრამეტ ეგზემპლარად რომ დაიბეჭდა, Japon Ancien-ის ქაღალდზე; გამოტანილ მონაცემებთან ხელმოწერილი წითელი ფანქრით: Iliazd და ორიგინალური გრავიურით, ხელმოწერილი: Picasso. „მშრალი ნემსის“ ტექნიკით შექმნილი ეს გრავიურა დაიბეჭდა ატელიეში Lacourière Frélaut.
„მშრალი ნემსი“ გრავირების ისეთი ტექნიკაა, როცა, მოწამვლის გამოუყენებლად, მეტალური დაფის ზედაპირზე მაგარი ნემსით ამოიკაწრება ხოლმე შტრიხები. დაფაზე მიღებული გამოსახულება წარმოადგენს ღრმა ბეჭდვის ფორმას, რომლის განსაკუთრებულ თავისებურებას ქმნის შტრიხის „სირბილე“: გრავიორის მიერ გამოყენებული ნემსები მეტალზე ტოვებენ ჩაღრმავებულ ღარებს აწეული ხიწვებით -- ბარბებით. თითოეულ შტრიხს აქვს მკვეთრი დასაწყისი და დაბოლოება, რაკი მახვილი ნემსით არის ამოკაწრული...
ილიაზდი (ილია ზდანევიჩი,) სამშობლოში დაბრუნდა 1912 წელს და შეხვდა ნიკო ფიროსმანაშვილს (1962-1918). რაც ფიროსმანმა მისი პორტრეტი დახატა და კარგად გაიცნეს ერთმანეთი, ილიაზდი შეშფოთდა იმ მძიმე პირობებით, რომელშიც ფერმწერი იყო და თავდაპირველად, 1913 წლის 10 თებერვალს გაზეთ „ზაკავკასკაია რეჩში“, ფსევდონიმით „ი-ვიჩ“, დაბეჭდა თავისი სადებიუტო სტატია „თვითნასწავლი მხატვარი“, რითაც, ფაქტიურად საზოგადოებას აღმოუჩინა ფიროსმანი, ხოლო ერთი წლის შემდეგ ხელმეორედ დაწერა წერილი-მანიფესტი „ნიკო ფიროსმანაშვილი“, სადაც განზრახ გამომწვევი, ეპატაჟური ფორმით კიდევ ერთხელ შეეცადა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო ნიკალას დრამატული ბედისთვის: „ფიროსმანმა იპოვა თავისი ეპოქის სტილი, და მხოლოდ მან, ერთადერთმა, რადგან ეპოქის სხვანაირად გადმოცემა, ვიდრე მან გადმოსცა, -- შეუძლებელია“.
ეს მანიფესტი დაიბეჭდა თბილისში გამომავალ რუსულ გაზეთში `ვოსტოკ~, 1914 წლის 29 ივნისს...
სამოცი წლის შემდეგ, 1971 წლის ზაფხულში ილიაზდმა გადაწყვიტა ხელახლა გამოეცა ეს სტატია-მანიფესტი. ამჯერად ფრანგულ ენაზე. მან გაამზადა სპილენძის პატარა დაფა და თავის მეგობარს, პიკასოს წაუღო, იმ იმედით, რომ მხატვარი შექმნიდა გენიალური ფერმწერის ფრონტისპისს.
პიკასო ამ დროს მარტო იყო დარჩენილი საკუთარ თავთან და, მართალია, შეკვეთებს გაურბოდა, მაგრამ ილიაზდის ნაამბობმა ქართველ მხატვარზე და შემდეგ წაკითხულმა წიგნმა, როგორც ჩანს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...
პარიზში წიგნის ბეჭდვა 1972 წლის დეკემბერში დამთავრდა, პიკასოს სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე.
1972 წლის 21 თებერვალს ილიაზდმა პიკასოს ჩააკითხა მუჟინში, რათა უკვე წიგნში დაბეჭდილი ნამუშევარი ეჩვენებინა, -- ნიკო ფიროსმანაშვილის თავისთავადი, მეოცე საუკუნის გენიალური მხატვრის განუმეორებელი ხელწერით შესრულებული პორტრეტი.
ვინც მხატვრობაში ჩახედულია და მიაჩნია, რომ დასახატ საგანთან ნებისმიერი კარგი მხატვარი თავისებურ დიალოგს გამართავს ხოლმე, რაც მერე კარგად ჩანს სურათზე, ამ გრავიურას რომ ნახავს, მაშინვე მიხვდება, რომ პიკასო ისე არ ელაპარაკება ფიროსმანს, როგორც ზოგიერთებისგან აკვიატებულ „პრიმიტივისტს“, არამედ ისე, როგორც ტოლფარდ და თანამოაზრე კოლეგას, -- რადგან ორივენი ძველი მითებიდან და რიტუალებიდან მოდიან, რომ ჩვენც იქ წაგვიყვანონ...
ჩვენ კი, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მადლიერებით თავი მდაბლად დავუხაროთ თავადაც დიდ და ღირსეულ შემოქმედს, ილიაზდის, იგივე ილია ზდანევიჩს.

2013


ნიკო ფიროსმანი Iliazd10


PICASSO, Pablo / ILIAZD
Pirosmanachvili 1914



PICASSO, Pablo. Pirosmanachvili 1914. By Iliazd. 36 pp. Illustrated with a signed dry-point etching by Picasso. Small folio, 322 x 230 mm, bound in original vellum, with yellow dust-wrapper and preserved in publisher's beige cloth chemise and slipcase. Paris: Iliazd, 1972.

First Edition thus. One of 78 copies printed on Japon Ancien paper, signed in red pencil on the colophon by Iliazd and with the original etching signed by Picasso. The etching is a figure study of Russian artist Pirosmanachvili at his easel painting, an homage to Douanier Rousseau (Goeppert). The dry-point etching was printed by the Atelier Lacourière Frélaut.

The story behind this Iliazd book is touching: Iliazd returned to his homeland in 1912 and met the painter Niko Pirosmanachvili (1862-1918). Iliazd was alarmed by the difficult economic straits that the painter was in and wrote a manifesto to promote his art; it was published in a local paper in 1914. "In the summer of 1971, Iliazd decided to reprint the article… he convinced his friend Picasso to create this frontispiece of the Georgian painter. The printing was completed and signed by December 1972, four months before Picasso's death" (Johnson, p. 165).

Baer 2020. Bloch 2015. Goeppert 154. Artists' Books in the Modern Era 1870-2000 No. 94 .

ბმული - http://www.ursusbooks.com/item143904.html

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნიკო ფიროსმანი Empty
PostSubject: Re: ნიკო ფიროსმანი   ნიკო ფიროსმანი Empty

Back to top Go down
 
ნიკო ფიროსმანი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება (მხატვრობა, კინო, თეატრი, მუსიკა) :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: