არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მარიამ ხუცურაული

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyThu Mar 14, 2019 10:15 am

მარიამ ხუცურაული

სიმშვიდის ლექსი თათიას...

გამეღვიძება და მიწევხარ მხარმარცხნივ,
ფშვინვის ხმა ობობას ქსელივით მედება.
სარკმლიდან ნიავი უბერავს ნოტიო,
ჰა და ჰა თენდება.

სადღაცა, თავს უკან მიგდია ლიოსა. -
მახსოვს, შუასიქით ჩავნიშნე წუხელის...
წვიმა უჟაჟუნებს, რაღაცას (ძალიან) ახლობელს...
ჩამქრალა ღუმელი...

ბავშვებს სადილაო ნისლივით აბურავთ სიზმრები.
თაგვი ღრღნის მანსარდში, დამფრთხალი სიცივით.
ისეთი, ისეთი სავსე ვარ, პირთამდე...
ლამის გავუქშიო სიმშვიდეს - აბეზარ ჩიტივით!

2019, საბერძნეთი, კალამატა


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptySun Mar 17, 2019 8:16 pm

მარიამ ხუცურაული

***

ისევ საჩაიე ხმელი პიტნასავით მეფშვნები თითებში
ნატიფ ფაიფურზეც, უთხელეს სადაფზეც სათუთო,
თაფლკვერებს ჩვეული გემოს ჩაგაყოლებ მომლაშო ხმიადის,
თანაც მიმლაშდები, შენგან შორს დრო გადის რაც უფრო

სიზმრად გამიხშირდა ამ წყლის და ამ მიწის ფერები,
ყურში თოლიების ზღვიური მავიწყებს შაშვის ხმას,
რაც უფრო მშორდები დროშიც, შორეულო საუნჯევ,
ათასგზის მიყვარხარ, აბა, სხვა რა გითხრა?

ნატიფ ფაიფურზეც, უთხელეს სადაფზეც ფაქიზო,
შორით გეფერო და სულაც გადაგქარგო ლექსებით,
თვალს და გულს დღემუდამ თუმცა მაგნიტივით იზიდავ,
მაინც საჩაიე ხმელი პიტნასავით თითებში მეფშვნები...

2019, საბერძნეთი, კალამატა


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyTue Apr 16, 2019 11:38 pm

მარიამ ხუცურაული

ბედისწევის დიდი იმედით
(წასულებისთვის და დარჩენილებისთვის)

ვისაც რა ჰქონდა -
ის ისაგზლა და იმემკვიდრა. იმზითვეს კიდეც,
აეყარნენ და იოწიოდ,
ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით გადაიკარგნენ.

ზოგს თუ გზამკვლევი ჰყავდა ვინმე,
ალალბედად და უმეგზუროდ კიდვ უფრო მეტმა იარა...
უგზოდ,
კლდე და კლდე,
საზღვრის გასწვრივ,
საბარგულში და ნავის ძირზე
ხშირად სუნთქვაგაჩერებულმა;
ტყეშიც ათიეს,
(თენებისხანს ერთმანეთი ზურგებით ათბეს)
რამდენმა,
ალბათ, - უსაბუთომ,
უფულომ და მთელი კვირის მშიერ-მწყურვალმა,
შიშის მალვით და ვიდრე იღბლით, უფრო ანდით,
ღამღამობით,
წვიმა-ქარში
მატარებლის ლიანდაგს სდია ქალაქამდე
(ან რაიმე დასახლებამდე) მისაღწევად -
როგორც ხსნამდე, გადარჩენამდე,
ერთი,
ან სულაც ერთადერთი -
ბედისწევის დიდი იმედით.

გადარჩენილებს, მიღწეულთ და იმედგაჩენილთ
საიმედომ და წინა კაცად არ ქცეულმა
თავისიანმა მიუხურა ცხვირწინ კარი,
ფულს ვინ ჩივის, სიტყვაც იძუნწა
და მშვიდადაც გააგრძელა ისევ ცხოვრება -
მორიგ ზარამდე ტელეფონის, კარის თუ გულის...
ამათ კიდევ, იმედის ხავსს ჩაფრენილებმა,
აქაური ოცნებები რაღაც დრომდე დაივიწყეს,
ღრმად მიაძინეს,
ძალიან ბევრი მოითმინეს,
გაიჭირვეს,
გაკლდევდნენ და...
მაინც გადარჩნენ.
ფეხზეც დადგნენ,
მოიპოვეს იქ ცხოვრების,
შრომისა და თავისუფლად სუნთქვის უფლება,
წინა კაცებად, გზამკვლევებად ექცნენ უკანათ.
მავანთ კიდევ, - გაბედეს და ბედსაც ეწივნენ!

ვისაც რა ჰქონდა -
ნიჭი, ჯანი, სილამაზე, მოხერხება, გაბედულება, - იმას ყიდდა.
აქ წამლისა თუ ბანკის ვალად
გაყიდული სახლის საყიდლად,
მავანთაგან წართმეული
თუ გულუბრყვილო უცოდინრობით
დაკარგული „ბიზნესების“ გამოსასყიდად,
ქმრის, ძმის თუ შვილის
ციხიდან და მტრის ხელიდან გამოსახსნელად...
ზოგნი, მადა რომ მოუვიდათ,
მერე ჭამაში, დარჩნენ უვადოდ, -
ზოგჯერ იქნება მეორ-მესამე
მანქანის და აგარაკის საჩუქებლად
შვილებისთვის,
რძლებისთვის და
სიძეებისთვის...
ვიღაცა იქნებ შვილების და შვილიშვილების
ყველაზე სუპერძიძებისთვის ხელფასების
ან სკოლებსა და სტუდიებში გადასახდელად...
მავანთ ოჯახიც გაიჩინეს
(აქ დარჩენილი ოჯახების უჩუმრად
და თვალისახვევით)
ნაირ-ნაირ მიზეზ-შედეგით.
- გაბედე ერთი და გაამტყუნე!
გაბედე და ქვას დაწეოდე,
განიკითხე - თემიდად ექეც!

უშენოდაც ხომ
თავის ბრალად მიითვალეს:
თუ რამ გაფუჭდა,
რაც ვერ გაკეთა,
რაც უმათოდ ვერ გამოვიდა;
შვილებისა და
მშობლების თუ მეუღლეების
უამათო ყოველი დღის გათენება და დაღამება,
შვილის პირველად, პირველ კლასში ვერ გაშვება,
დედის და მამის საფლავამდე ვერ მიცილება,
ოჯახის დაშლა,
ყველა „ვერ“ და
ყველა „არ“...

გაბედე, აბა, გაამტყუნე,
ვისაც მათ ფიქრში,
მათ ყოყმანში,
მათ ტკივლში,
მათ ცრემლსა და
მათ ნატვრაში არ გიცხოვრია...

შენ, ალბათ, არც ის გიფიქრია,
ვერც წარმოიდგენ,
სხვაზე მეტად ბედსწეულს და
წელშიგამართულს,
ყველაზე ნედლსაც,
გინდ ყველაზე გაუცხოებულს,
ყველა სხვა გზაზე მეტად მაინც
სააქეთო გზა რომ იზიდავს...
ყველაზე ლამაზ ოცნებებში და
ყველაზე მშვიდ სიზმრებში
თავს იქ ხედავენ,
სადაც პირველად სიტყვა თქვეს და ფეხი აიდგეს.
რადაგან ფაქტია,
(პათეტიკა რა შუაშია)
მაინც ის მზეა ყველა მზეზე ცეცხლისფერი,
ის ზეცაა ყველაზე ლურჯი,
ის წყალია ყველა წყალზე დამრწყულებელი,
ის მიწაა დედამიწა,
ქართული რომ ჰქვია სახელად.

2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyThu Apr 18, 2019 12:52 pm

მარიამ ხუცურაული

კლდის წვერისკენ წადი, მედეა...
(ციკლიდან „უცხოობაში რაა სიამე?“)

შენსათვალიოდ ფაზისისკენ არ ფრენს მერცხალიც,
არც სიო მოჰქრის კოლხური და შენს ცეცხლს აციებს.
სწორია შენი განაჩენი, კლდის წვერისკენ წადი, მედეა,
ზღვამ რომც დაგინდოს, მამაშენი არ გაპატიებს...

გაიწირები, როგორც ერთხელ შენგან კოლხეთი,
ცის ქვეშ ერთგული არ დაგრჩება ძეხორციელი,
ვინ დაგწყევლა და გაგიმეტა, სიყვარულისთვის
სასჯელი გედოს მოღალატის, გადამთიელის.

ვერ აპატიებ, უცხოსკენ თუ გაექცა თვალი,
სიყვარული თუ სიგიჟეზეც ბევრჯერ მეტია;
არ დაგინდობენ, ნაკვალევზე ცეცხლს დაგინთებენ,
კორინთოდან რომ წახვალ, მედეა!

არც ეგეოსი შეგიყვარებს, განზრახული უნდა აღსრულდეს,
ვერც ვინმემ ზიდოს, რაც შენ შეძელი...
გრძნეულიცა ხარ, ლამაზიც ხარ, კეთილშობილიც,
უნაკლო ხარ და ნაკლიანი -
არ ხარ ბერძენი!

2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty

Back to top Go down
 
მარიამ ხუცურაული
Back to top 
Page 8 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: