არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ენვერ ნიჟარაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე - Page 2 EmptyMon Feb 17, 2020 9:40 am

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Enver_18

ენვერ ნიჟარაძე

ცეცხლი, რომელიც მითუთქავს ჯიგარს

წვიმს, ღრუბელს თითქოს მოერღვა პირი,
საფრანგეთის ცა თავზე დაგტირით.
ბოთლით და ჭიქით - არ ვარ სუფრაზე -
მე საფლავიდან დავალ საფლავზე.
გალუმპულია ხავსი და ფითრი.
სულ სათითაოდ შენდობას გითვლით.
ვერც წვიმა აქრობს, ვერც ღვინის ჭიქა,
ცეცხლს, რომ მითუთქავს გულსა და ჯიგარს.

წვიმს, ღრუბელს თითქოს მოერღვა პირი,
საფრანგეთის ცა თავზე დაგტირით.
ბოთლით და ჭიქით - არ ვარ სუფრაზე -
მე საფლავიდან დავალ საფლავზე.
გალუმპულია ხავსი და ფითრი.
სულ სათითაოდ შენდობას გითვლით.
ვერც წვიმა აქრობს, ვერც ღვინის ჭიქა,
ცეცხლს, რომ მითუთქავს გულსა და ჯიგარს.


რკალიდან: „ლევილის სავანე და ძვალშესალაგი“.


study


Last edited by Admin on Mon Feb 17, 2020 11:14 am; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე - Page 2 EmptyMon Feb 17, 2020 9:42 am

ენვერ ნიჟარაძე

შევალიე

ლამაზია საფრანგეთი, შევალიე,
საქართველოს მაინც რომ ვერ შეველიე.
სხვა მხარეში არ მინახავს მე განა მზე?
სილამაზე რამ დალია ქვეყანაზე.
მაინც ჩემი მხარე მიჯობს, შევალიე,
მის ფერებას მე სიცოცხლე შევალიე.
მიყვარს მისი ბუკის ჟღერა, დაფის ცემა,
ალალია, როგორც დედის დაფიცება.
მის ზღვას, მის მთას სანამდე არ შეველიო,
არ გეტკინოს არაფერი, შევალიე!

რკალიდან: „ლევილის სავანე და ძვალშესალაგი“.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე - Page 2 EmptyMon Feb 17, 2020 9:44 am

ენვერ ნიჟარაძე

ასე მგონია, ვარ საქართველოში

რა კარგი,
რა ბაღი გაგიშენებიათ,
კარი და მიდამო დაგიმშვენებიათ.

გივაჟკაციათ და
გიყოჩაღიათ.
გიკელაპტრიათ და
გიბაირაღიათ.

ხეები მაღალი,
ხეები დიდრონი,
წალკოტში აწ თქვენი
შვილები მკვიდრობენ.

მე ამ გრილ ჩეროში,
ბაღში და მდელოში,
ასე მგონია,
ვარ საქართველოში.

რკალიდან: „ლევილის სავანე და ძვალშესალაგი“.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე - Page 2 EmptyMon Feb 17, 2020 9:45 am

ენვერ ნიჟარაძე

ჰა, ესეც სვაზღვარი

ჰა, ესეც საზღვარი,
ჰა, ესეც სამანი
ლევილის -
ბედდამწვარ ქართველთა სავანის.
შორი სინამდვილის და ახლო ალაგის
ნათესავთ საყუდრის და ძვალთშესალაგის.

რკალიდან: „ლევილის სავანე და ძვალშესალაგი“.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე - Page 2 EmptyMon Feb 17, 2020 9:46 am

ენვერ ნიჟარაძე

გემი, რომ წავიდა...

ბათუმი.
სტამბოლი.
მარსელი.
გემი რომ
წავიდა,
მას ველი.
თვალსველი
თვალსველი
თვალსველი
მას მერე
მას მერე
მას მერე.

რკალიდან: „ლევილის სავანე და ძვალშესალაგი“. (შეთხზულია პარიზში 2001 წლის სექტემბერ-ოქტომბერში)

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე - Page 2 EmptyMon Feb 17, 2020 9:49 am


რა სიმშვიდეა... ირაკლი გიგაშვილი
•Oct 22, 2010

რუსთავი.
საბავშვო ანსამბლი "ლახტი" რ.ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით

ირაკლი გიგაშვილი




study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე - Page 2 EmptyMon Feb 17, 2020 9:49 am

ენვერ ნიჟარაძე

გაახილე თვალები, სიყვარულო...

ო, გაახილე, სიყვარულო, თვალები ფართოდ,
თუ არის ღმერთი ქვეყანაზე ----- შენა ხარ მარტო,

შენა ხარ ჩემი საფიცარი, ხარ ჩემი კერპი,
უხსოვარ დროდან შენს ბომონთან მე მომყავს მსხვერპლი.

ო, გაახილე, სიყვარულო თვალები ფრთხილად
და შემიფარე, მაგ შენს ფრთებს ქვეშ რარიგად თბილა.

მითხარი რამე, სულში ცეცხლი ვიდრე არ გაქრა, ----
მე, მოკვდავს, ზოგჯერ მოფერებაც მწყურია, რა ვქნა.

არა ჯიუტი ფანატიზმით, არამედ ფიქრით
მივყვები შენს გზას, წამოგყვები, თუნდ ცხრა მთას იქით.

კვლავ ვუდარაჯებ ღამით ციდან ვარსკვლავთა ცვენას,
მე იმ მოდგმის ვარ, ვინც არასდროს არ იცვლის რწმენას.

ო, გაახილე, სიყვარულო, თვალები ფართოდ,
თუ არის ღმერთი ქვეყანაზე ---- შენა ხარ მარტო.


წიგნიდან: "მაღალი აფრა"

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე - Page 2 EmptyMon Feb 17, 2020 10:47 am

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Enver_14

ენვერ ნიჟარაძე

ზღვიდან დაღლილი ბრუნდება ნავი

დაცხრა მშფოთვარე ტალღების ზვავი,
ზღვიდან დაღლილი ბრუნდება ნავი,
გარინდებულა ბინდში ყოველი
და მაგნოლია სულ ახლოს ყვავის.
ცაზე ჰკიდია მთოვარე თითბრის,
როგორც ნატეხი ელვარე სიზმრის,
იასამნისფერ ღრუბლიდან წყნარი
ანგელოსების გალობა ისმის.
და ფერთა თბილი შერევა ფერში,
რაღაც მშობლიურს აღვიძებს ჩემში,
ციდან ჩამოღვრილ სინათლის ჩქერებს
მინდა შევუდგა ორივე პეშვი.
რად მენატრება ეს წუთი ხშირად,
ცხოვრებაც ზოგჯერ რატომ ჰგავს მირაჟს,
და ერთდროულად რად მინდა ვიყო
ცაშიც და აქაც ლურჯი ზღვის პირას.
ან ამ მშვენიერ წამებს რა ჰქვია,
ან ნაპირიდან მონაბერ ნიავს,
რაღაც ძვირფასი და მახლობელი
დაუბრუნებლად საითკენ მიაქვს.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე - Page 2 EmptySat Feb 22, 2020 3:27 pm

ენვერ ნიჟარაძე

სისხლის ყივილი

მე ვდგევარ ხახმატში, მოჩითულ მინდორში,
მაღლით ცა დამყურებს ლურჯი და ლივლივა,
ამაყ არწივთა და ორბთა სამკვიდროში ---
მთაში ამომაგდო კვლავ სისხლის ყივილმა.

დღეა ჯიღიანი, მაბრმავებს ჩახჩახა
მნათობის ციაგი და შუქთამფენობა,
ხატის წინ ათასი კოცონი გაჩაღდა
და ეშხში შესული დუღს ათანგენობა.

აქ, რომ პირუტყვია შეთქმული საკლავად---
ქვაბები დევების ყბებივით დანთქავენ,
ხოლო დაზვინული ძვლები კი სახრავად
ნადირს და ყვავ-ყორანს ეყოპათ ზამთრამდე.

მტვრიანი დროშები გამოაქვს დეკანოზს,
და მრევლს ამწყალობებს დომბური ბუხუნით,
თითქოს გააღვიძოს სურს მკვდართა ქვეყანა
და სამიდღემჩიო დაუფრთხოს უკუნი.

ეჰ, ვგრძნობ, რომ ბახუსის გავხდები ზვარაკი,
დღეს თავს ვინ მოიკლავს დარდით და კაეშნით,
დაგრეხილ ყანწებში ლიცლიცებს არაყი
და ლუდი ქაფქაფებს სპილენძის ჯამებში.

ჩუმად ვეფერები მოვერცხლილ სატევარს,
ძველთაძველ სამკაულს ხევსურულ ტალავრის,
სისხლი მემღვრევა და ძალა მემატება
და ჩემი მომრევი არა ჩანს არავინ.

ტაბლებზე ხინკალი გროვდება გორებად
და ბრწყინავს მაცდურად ერბო და ხავიწი,
არ ვიცი არაყმა თუ ამაფორეჯა,
არ ვიცი დაღდაღა მზის კოცნით დავიწვი.

ქეიფის ნიშატმა გაჟღინთა ჰაერი
ვარვარებს ფიქალი, დუღდება სინდიყი,
ანაზდად კაჟივით ნაკვესი შაირი
ჭიუხებს შეასკდა ვითარცა ფინდიხი.

გაგიჟდა გარმონი, გაენთო ფანდური,
დოლი აბაგუნდა გულამოვარდნილი,
გახურდა ტორტმანი და ბუქნა ხვადური,
კბილების ხრჭიალი, ბრდღვინვა და ქადილი.

მეც ვგრძნობ ველურმა მომზიდა მშვილდივით,
როს ქალამ ხევსურმა, სიზმრად, რომ მინახავს,
შორიდან თვალებით დამიწყო ჭიდილი
და მზერიტ კეფამდე გამბურღა კინაღამ.

უსიტყვოდ მეძახის ურჩი და დიდგული,
ქალაი, მთვარისა და მზის დასაკოცნელი
და მის ნაწნავებზე ბრიალებს სინგური
და ლამაზ სხეულში წრიალებს ფოცხვერი.

ძვირფასო, ჭიხვინებს ქურანი უბელო,
რომ არ მიიკარა ლაგამ-უზანგები,
ვიწრო ბილიკებზე ავარდა ღრუბელი
და ასხლტა ჯირითი ელვა-ზიგზაგებით.

აღარ ვერიდები არვის და არაფერს,
ან ხმალში ან დოღში ჯაბანი როდი ვარ,
ჰა ჩემი ქურანი მოფრინავს ქარაფზე,
მოვდივარ,
მოვდივარ,
მოვდივარ!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ენვერ ნიჟარაძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: