არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ჯემალ მეხრიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ჯემალ მეხრიშვილი Empty
PostSubject: ჯემალ მეხრიშვილი   ჯემალ მეხრიშვილი EmptySat Nov 30, 2019 3:21 pm

ჯემალ მეხრიშვილი Jemal_11
Jemal Mekhrishvili, 2014

ჯემალ მეხრიშვილი
პროზაიკოსი და კრიტიკოსი


წიგნები:
* გათავისუფლება : ცოტა რამ ფიროსმანზე / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ალექსანდრე ალადაშვილი. - მე-2 შევსებული გამოცემა. - თბ. : Carpe diem, 2012 (შპს "საქართველოს მაცნე"). - 280 გვ. + 6 ჩართული ფ. სურ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-0-4645-2
* დარდი : [მოთხრობები] / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ხათუნა მეტრეველი. - თბ. : მწიგნობარი, 2009. - 376 გვ. ; 21 სმ.. - (თანამედროვე ქართული პროზა). - ISBN 978-9941-9079-7-5
* კითხულობს ქალუნდაური : [კრიტიკული წერილები] / ჯემალ მეხრიშვილი. - თბ. : საუნჯე, 2014. - 316 გვ. ; 20 სმ.. - (თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა). - ISBN 978-9941-451-40-9
* გინდოდა, გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა? / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ხათუნა მეტრეველი ; ავტ. ბონდო დვალიშვილის. - თბ., 2006. - 369 გვ. ; 21 სმ.. - (თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა)
* ნაკურთხი მარილი : [მოთხრობები] / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ნუნუ კუპრეიშვილი ; ავტ. ფოტო ბონდო დვალიშვილისა ; სამების ეკლესიის ფოტო ია მარია კრისტინა სერვინისა (შვეცია). - თბ. : ინტელექტი, 2003. - 480 გვ. : ფოტ. ; 21 სმ.. - შენიშვნ.: სამების ეკლესიის ფოტო ია მარია კრისტინა სერვინისა. - ISBN 99940-754-9-7
* აბი : [რომანი] / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ხათუნა მეტრეველი. - თბ. : ინტელექტი, 2004. - 208 გვ.
* დებილთა მძევლები : პიესა / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ხათუნა მეტრეველი ; ავტ. ბონდო დვალიშვილისა. - თბ., 2004. - 324 გვ.
* დარდიმანდული დაუდევრობა : მოგონებები ლაშა გახარიაზე / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. გოჩა ხუნდაძე. - თბ. : ინტელექტი, 2005. - 122 გვ. ; 21 სმ.. - ISBN 99940-39-93-8
* თავფარავნელი დედაბრის ალქიმია / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ხათუნა მეტრეველი. - თბ., 2007. - 274 გვ. ; 21 სმ.. - (თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა)
* მოთხრობები / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. მილიცა ჯაფარიძე ; მხატვ. შოთა დოლიძე. - თბ. : მერანი, 1977. - 140 გვ.
* მაისის თაფლი : [მოთხრობები] / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. მანანა სანადირაძე ; მხატვ. გ. ღლონტი. - თბ. : მერანი, 1982. - 208 გვ.
* PEN მარათონი თუ კამიკაძეთა პიკნიკი?! / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ხათუნა მეტრეველი ; ავტ. ფოტო იური მეჩითოვისა. - თბ., 2008. - 198 გვ. ; 21 სმ.. - (თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა). - რეზ.: გვ. 194-196
* ყველა გზა შირაქში მიდის : ნარკვევები / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ვ. მალანია ; მხატვ. ვ. გაბელია. - თბ. : საბჭოთა საქართველო, 1982. - 60 გვ. ; 21 სმ.. - 1500ც.
* რუბიკის კუბიკისებური უზნეობა / ჯემალ მეხრიშვილი. - თბ. : კავკასია, 2017. - 216 გვ. ; 21 სმ.. - ISBN 978-9941-9508-0-3

ბმული:
* http://opac.iliauni.edu.ge/eg/opac/record/10537
* https://saba.com.ge/books/details/2749/კითხულობს-ქალუნდაური
* https://www.lit.ge/books/2-10410-jemal-mexrishvili/


study


Last edited by Admin on Sat Nov 30, 2019 3:50 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ჯემალ მეხრიშვილი Empty
PostSubject: Re: ჯემალ მეხრიშვილი   ჯემალ მეხრიშვილი EmptySat Nov 30, 2019 3:23 pm

ჯემალ მეხრიშვილი

პასუხი

პომპეუსმა განკარგულების გაცემა მოათავა და ტყვეები მოითხოვა.
მთავარსარდლის კარვის წინ, მარჯვნივ, თარჯიმნები ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, უფსკრულის პირას ჯალათები იცდიდნენ.
ორმა მხედარმა შემოიყვანა პირველი ტყვე.
თარჯიმანმა ტყვეს აუხსნა, რომ რომაელთა მეწინავე რაზმის წინააღმდეგობის გაწევისათვის თავის მოკვეთა ესჯებოდა.
- რას ითხოვ სიკვდილის წინ?
ტყვე ფეხებში ჩაუვარდა პომპეუსს: დიდძალ ოქრო-ვერცხლს იძლეოდა, ოღონდ სიცოცხლე ეჩუქებინათ.
პომპეუსმა მედიდურად აიქნია ხელი.
ტყვე ქვევით ჩაათრიეს და მოჰკვეთეს თავი.
- შემდეგი!
შემოიყვანეს ცხვირმოგრეხილი, წარბებდაშვებული სოვდაგარი. მასაც განუმარტეს ყველაფერი და ჰკითხეს:
- რას ითხოვ სიკვდილის წინ?
ტყვე მიწაზე განერთხო და უნიროდ ატირდა: თავისი ხელმწიფის ყველა საიდუმლოს დაფქვავდა, ოღონდ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.
პომპეუსის ნიშანზე სოვდაგარსაც მოაჭრეს თავი.
- შემდეგი!
შემოიყვანეს ხელებშეკრული ცისფერთვალება ჭაბუკი გოლიათი.
ჭაბუკმა არხეინად მოისმინა განაჩენი.
- რას ითხოვ სიკვდილის წინ?
ტყვეს ხმა არ ამოუღია.
პომპეუსმა წაბები შეიჭმუხნა.
- რას ითხოვ სიკვდილის წინ? - პომპეუსმა მკვახედ გაუმეორა კითხვა ჭაბუკს.
- ხმალი მომეცი, რომ შეგებრძოლო! - მშვიდად მიუგო ტყვემ.
თარჯიმანმა გადათარგმნა.
ირგვლივ გაკვირვების შეძახილები გაისმა. შიშისაგან ყველა გაინაბა.
- ეს ბარბაროსი რომაელად უნდა დაბადებულიყო! - ბრძანა პომპეუსმა და ჩაფიქრდა.
- გამითავისუფლებია! მიეცით ცხენი, მახვილი და ერთი კვირის საგზალი. მაინც რა ერის შვილია?
- იბერი გახლავთ.
პომპეუსმა ყველანი დაითხოვა და ისტორიკოსი ახმობინა.
- ვინ არიან იბერიელნი?
- ცხოვრობენ კავკასიონის მთაგრეხილის აქეთა მხარეს, სვამენ უწყლო ღვინოს და საფლავზე ასობენ იმდენ სარს, რამდენი მტერიც ჰყავს მოკლული მიცვალებულს... მშრომელი და მეომარი ხალხია!
- შორია იმათ ქვეყნამდე?
- ჯარისთვის ორი კვირის სავალი იქნება.
პომპეუსმა ისტორიკოსიც დაითხოვა და მოსვენება ინება.
მთავარსარდალმა მთელი ღამე ძილ-ღვიძილსა და ცდუნებებთან ბრძოლაში გაატარა, ნარიჟრაჟევს კი ლაშქრის აყრა ბრძანა.


ბმული:
* http://www.children.wanex.net/mcerloba/motxrobebi/pasuxi.htm


study


Last edited by Admin on Sat Nov 30, 2019 3:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ჯემალ მეხრიშვილი Empty
PostSubject: Re: ჯემალ მეხრიშვილი   ჯემალ მეხრიშვილი EmptySat Nov 30, 2019 3:28 pm

ჯემალ მეხრიშვილი Jemal_12

ჯემალ მეხრიშვილი

…გვეტყვიან… გვეუბნებიან!..

„დღეს კი რა შეუძლია უთხრას მწერალმა საზოგადოებას ისეთი, რაც მან არ იცის? რასაკვირველია, არაფერი! (ინტერვიუდან ირაკლი ლომოურთან / ჟურნ. „ლიტერატურული პალიტრა“ 2004, N2).
.
დიახ, მაგრამ ამის მიუხედავად, მწერალი საზოგადოებას ყოველთვის ეუბნება და ეუბნება სწორედ იმას, რაც თვითონ საზოგადოებამაც კარგად იცის, ოღონდ ერთი „პატარა“ განსხვავებით – მწერალი სათქმელს ეუბნება მხატვრულად! სწორედ ამაშია ლიტერატურის ძალმოსილება, მშვენიერება და უკვდავება!!! და მაინც, ახალგაზრდა კალმოსნის ამგვარმა მკაცრმა განაჩენმა საგონებელში ჩამაგდო: ქართველი მწერალი თავის მკითხველს ნუთუ მართლა ვერაფერს ეუბნება-მეთქი ღირებულს?!
სევდა-მწუხარებას ის უფრო მიღრმავებდა, რომ ი. ლომოური ნაწილობრივ მართალია და მეც კარგად მესმის მისი გულისტკივილი და მინიშნება: ნიჭით ცხებული ნაწარმოებები ჩვენში დღეს ძალიან იშვიათადღა იქმნება და იმასაც ხშირად შურისა და მიჩქმალვის ნაცარი ეყრება, ხოლო გრაფომან-ეპიგონთა ურდოების მიერ დახვავებულმა მაკულატურამ ისეთი რა უნდა უთხრას დღიური ჭირ-ვარამით გატანჯულ მკითხველს, რაც ამ უკანასკნელს დააინტერესებდა ან ააღელვებდა?
მოკლედ, არ ვიცოდი სადამდე გასტანდა წანაკითხით გამოწვეული ეს მტანჯველური განცდა, განგებას მალამო რომ არ მოეშველებინა.
ლიტერატურულ ჟურნალ „ოლეს“ 2005 წლის მე-4 ნომერში შემთხვევით წავიკითხე ჩემთვის აქამდე სრულიად უცნობი ავტორის, მაყვალა მიქელაძის მოთხრობა „წაროელი მეჰირ“, რომელსაც მანამდე ვყავდი ზნეობრივ ტყვეობაში, სანამ ეს უმნიშვნელო რეცენზია არ დამაწერინა.
მოქმედება მე-18 საუკუნის მიწურულს მიმდინარეობს „წოვათაში, თუშების პირველსაცხოვრისში“, სოფელ წაროში, რომელიც „გაუხედნავი ცხენივით ყალყზე შემდგარ მთას მოჰქცევია… ზურგზე“. მწერლის ძუნწი, მაგრამ საოცრად დამაჯერებელი თხრობა ნირშეუშლელი მასპინძელივით მიუძღვის გარემოთი მოჯადოებულ მკითხველს:
„ძნელი წარმოსადგენია აქ ზედმეტი ნივთი, უნდილი სურვილი, უღიმღამო ყოფა. ქვეცნობიერი ალღოთი კარგად ჰქომდათ აქაურებს გააზრებული, რომ ბედნუიერება ადვილი საპოვნელია, თუ შორს არ ეძებ. აკი ამიტომ ასე სრულად აღიქვამდნენ და აფასებდნენ იმ ადამიანურ ურთიერთობებს, რასაც ყოველდღე სთავაზობდათ ცხოვრება. იწონებოდა: რკინა, სპილენძი, ოქრო, მარილი… იწონებოდა სიტყვაც და საქმეც. სამაგიეროდ, უსაზომო იყო სიყვარული და ერთგულება, გმირობა და ვაჟკაცობა, სიღრმე ხსოვნისა და სიმაღლე მონატრებისა“.
წანაკითხით თვალის ახელა მეხდაკვრასავით მოქმედებს: აი, თურმე როგორები ვყოფილვართ, დღესაც როგორად ყოფნა გვმართებდა, ჩვენ კი როგორებად ვქცეულვართ!!! ამიტომ სიკვდილმისჯილივით მოგწყურდებათ, დღესაც ისევე იყოს, როგორც მაშინდელ საქართველოში ყოფილა, მაგრამ ვაგლახ: დღეს იწონება თითოეული ქართველის არა სიტყვა და საქმე, არამედ თითოეული ახალგაზრდის გამაუბედურებელი ნარკოტიკის დოზები, ნაარმალ-ნაავაზაკარი ოქრო-ვერცხლი, განუბაჟებელი ტვირთები… ურცხვად ითვლება ხაზინიდან მოპარულ-გაფლანგული თუ ნაქრთამევი დილარები, გაყალბებული საარჩევნო ბიულეტინები…დღეს აღარც ვისმე სჯერა, რომ ბედნიერების პოვნა ერთმანეთის გვერდითაც შეიძლება! რას ლაპარაკობთ, ბედნიერებას საქართველოში რაღა უნდა – აქ იგი მოუხელთებელი კონტრაბანდა გამხდარა: ბედნიერება უნდა ვეძებოთ უცხოეთის საროსკიპოებში, ბანდიტურ დაჯგუფებებში, შეუკავებელი შარდ-განავლით გალესილი, ჩაკუტებული მდიდრების მოვლა-დასუფთავებაში! დღეს ან ვიღას რა ეშმაკად უნდა „სიყვარული და ერთგულება, გმირობა და ვაჟკაცობა, სიღრმე ხსოვნისა და სიმაღლე მონატრებისა“, როცა არსებობს კაზინო, დისკოთეკა, ვიწრო პარტიული ინტერესები, უცხოეთის გრანტები, გაძვალტყავებული სამშობლოს ხარჯზე უცბად გამდიდრების ხერხები და ხვრელები!!!
ერთი სიტყვით, ჩვენსავე სამშობლოში ზნეობრივ ემიგრანტებად გადაქცეულ მკითხველებს მწერალმა სულ რამდენიმე შტრიხით ისე რეალისტურად დაგვიხატა არცთუ ისე შორეული წარსულის საქართველო, რომ უმალ აქედან გაქცევა და იქ დასახლკარება მოგწყურდებათ, მაგრამ მარტო ამის გაფიქრებაც კი მკრეხელობა გამოდის, ვინაიდან ეს პაწია ციტატა ამავე დროს ჩვენი ყოფიერების ამრეკლავი სარკეც არის, და როგორც კი შიგ ჩავიჭვრეტთ, ვძრწუნდებით: ღმერთო, ნუთუ ეს მართლა ჩვენ თვითონა ვართ? არა, ჯერ თუ არ განვიწმინდენით, ისე იქ შესასვლელი პირი აღარ გვაქვავია, ჩვენ და ისინი ერთმანეთს ვეღარაფერს გავუგებთ! ამიტომ იმაზეც მადლობელნი უნდა ვიყოთ, რომ ამ პაწია ციტატა-ჭუჭრუტანით ავტორმა ჩვენს ნამდვილ სამშობლოში ცალი თვალით მაინც რომ შეგვახედა, გონს მოგვიყვანა და გასპეტაკების აუცილებლობა დაგვანახვა!
მიმზიდველია მწერლის ხერხი და ოსტატობა: ისე ამათრახებს ჩვენს მანკიან საზოგადოებას, რომ უშუალოდ მას თითსაც არ ახებს, არც კი ახსენებს!
…მეფე ერეკლე შემოსეულ მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომს იხდის.
„ომს იხდიდნენ წაროში დარჩენილებიც… მტანჯველ მოლოდინში გადიოდა დღეები. აღარ ეწყობოდა სოფელში გარმონიანი საღამო-გასართობები ახალგაზრდებისა. ხმადაბლა საუბრობდნენ უფროსები შინ და გარეთაც“.
ამის წაკითხვა ნეტარების ცრემლსა გგვრით: ნეტავი მაშინდელ დროში გვეცხოვრა, ანდა ის სულისკვეთება გადმოსულიყო ახლანდელ დროშიო! აქ თავისთავად გახსენდებათ სოხუმის დაცემამდე, დაცემისას და დაცემის შემდეგ ჩვენი საზოგადოების უნაღვლელ ნაწილს როგორი თავაწყვეტილი ზარ-ზეიმი, ტაშ-ფერხული და ნადიმ-ღრეობები ჰქონდა გაჩაღებული და დღესაც იმასვე აგრძელებს!
მოთხრობის მთავარი გმირია თუშის დედაკაცი მეჰირ, რომლის ერთადერთი ვაჟიშვილი მეფე ერეკლეს ლაშქარში იბრძვის (…)
ავტორი გასაოცარი სისადავით, მაგრამ ეჭვშეუტანელი დამაჯერებლობით გვიხატავს იმდროინდელი ერთი უბრალო ქართული ოჯახის წევრების სულიერ სამყაროს, მათ ზნეობრივ-მორალურ სურათს, დედა-შვილის მოკრძალებულ, მაგრამ სრულიად ბუნებრივ, ჯანსაღ სურვილებსა და ოცნებებს, თანაც, ყოველგვარი გადაჭარბება-გაზვიადების გარეშე – უკიდურესი მხატვრული თავდაჭერილობით! დიახ, მაგრამ სადამდე გაგრძელდება ეს მხატვრული თავდაჭერილობა, მოთხრობა თითქმის მიიწურა! მაშ, როდისღა მოხდება, ან როგორი იქნება კვანძის გახსნა, კულმინაცია, ეპილოგი? და უცებ თოფის წამლის ბორცვისკენ ნასროლი თხილისოდენა ნაღვერდალივით გაიელვებს ეს პასაჟი:
„მაშინაც, იმ საბედისწერო საღამოს, მეზობლის სახლის წინ შეკრებილ ქალებში იჯდა და ჩვეული გულმოდგინებით ქსოვდა წინდას, როცა სოფელში ჩოჩქოლი შეიქნა. (…) მოსულთა თვალებმა მონახეს მეჰირ. -გამაგრდი!- თანაგრძნობიანი ხმით დაიწყო პირველმა და თანაგრძნობიანი ხმითვე დააბოლოვეს სხვებმა: -აღარ გყავს ლაზარ… მოსულთა ტირილი და მოთქმა სხვებსაც გადაედოთ. დამხვდური ქალები ფეხზე წამოცვივდნენ და მოზარეებს შეუერთდნენ“.
მოსახდენი მოხდა! უბედურ დედას აუხდა ავი წინათგრძნობა! ფეხზე წამოცვენილი ქალების ზარი მწვერვალებს სწვდება!
პატივცემულო მკითხველო, ახლა ერთი წუთით შეწყვიტეთ კითხვა და სული მოიბრუნეთ! რაც აქამდე მივბლანდ-მოვბლანდე, ეს მხოლოდ იძულებითი შესავალი იყო. უმთავრესი წინ გვიდევს! თქვენ ახლა ლიტერატურული სასწაულის – ათასხუთასწლოვან ქართულ მწერლობაში კიდევ ერთი უკვდავი, სულით ხორცამდე ჭეშმარიტად ეროვნული ხასიათის მქონე პერსონაჟის ღვთაებრივი დაბადების მოწმე გახდებით!
ამ ელდიანი ამბის შემდეგ მწერალი დედის განცდებსა და საქციელს გვიხატავს სამად სამ პატარა აბზაცში, რომელთა საერთო მოცულობა ჟურნალის ჩვეულებრივი სვეტის 26 სტრიქონს (!!!) არ აღემატება! – ჩაკუმშულ მხატვრულ ჯადოსა თუ გენიას ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი ჩვენი ავტორი რამდენიმე წამით მოულოდნელად ჰომეროსის, შექსპირის, გოეთეს, შილერის, სტენდალის, ბალზაკის, გოგოლის, ლევ ტოლსტოის, ილიას, ყაზბეგის, მიხეილ ჯავახიშვილის, მიხეილ შოლოხოვისა და სხვა მათი ჯუფთი შემოქმედის სიმაღლეზე აჰყავს!!!
მაშ, მოემზადეთ, მომყავს ციტატა:
„არ ამდგარა და ჩუმად იჯდა მხოლოდ მეჰირ. წუთით თვალთ დაუბნელდა დედას. ის კი არა, მოეჩვენა, რომ გულიც გაუჩერდა. ხმა მაინც არ ამოიღო, თავს ძალა დაატანა და, ყველას გასაკვირად, წინდის ჩხირებზე ასხმული ბაწრის თვლები მოგონილი სიმშვიდით ბოლომდე ჩაათავა. – აღარაფერი იყო საჩქარო. ბრძოლის ველზე დარჩენილ მეომარს აღარასოდეს დასჭირდებოდა დედის მოქსოვილი ჭრელი წინდა.
-სხვის კარზე არ ეგების სხვისი მკვდრის ტირილიო!.. – ენაგამშრალმა მიუგდო რამდენიმე სიტყვა აწიოკებულ ქალებს და ბაწრით წინდის ჩხირების ბოლოების შეკვრა დაიწყო ისევე დინჯად, როგორც ჩვეულებრივად იციან საქსოვის შენახვისას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აუჩქარებლად შეასრულა ყველა ჩვეული მოქმედება, ნახევრად მოქსოვილი წინდა წინსაფრის კალთას ამოაფარა, წამოდგა და ისევ ჩუმად, დინჯად თავისი სახლისაკენ გაუძღვა იქ მყოფთ.
საკუთარ სახლთან ოდნავ შეყოვნდა მეჰირ, ამ რკინის დედაკაცსაც თუ გაუჭირდა გამოთხოვება ბედნიერ წარსულთან! მაგრამ ეს იყო მხოლოდ წამით, გარეშემონი ალბათ ვერც კი შეამჩნევდნენ. სწრაფად გონს მოეგო. მისმა გაფითრებულმა ხელებმა რაღაცნაირი შიშით, სევდითა და მწუხარებით შეაღეს პატრონისათვის ოდესღაც ასე საყვარელი სახლის კარი. მაშინ კი უკვე გზა მისცა თავის უნაპირო მწუხარებას ქალმა: სოფელს მოედო შვილმკვდარი დედის ზარიანი ხმა.“
ახლა კლასიკური ლიტერატურიდან მსგავსი ტრაგედიების ისეთი კულმინაციური სცენები გავიხსენოთ, როგორიცაა, მაგალითად, უბედური პრიამოსის აქილევსთან მისვლა შვილის გვამის გამოსასყიდად, ოტელოს, ჰამლეტისა და ოფელიას ბოლო წუთები, ვერთერის გამო ლოტეს ნაღველი, გიოც ბერლინჰინგერის უკანასკნელი დღე, მოხუცი მოორის ტანჯვიანი აგონია, მატილდა დე ლამოლის მიერ ჟულიენის დატირება-დამარხვა, მამა გორიოს სიკვდილის აპოთეოზი, სამი ბულბას – ანდრეს, ოსტაპის და ტარასის ტრაგიკული ფინალი, მომაკვდავი შვილის სარეცელთან ოთარაანთ ქვრივის მწუხარება და სიფოლადე, ჰაჯი-მურატისა და არსენა მარაბდელის ტრაგიკული აღსასრული, ხევისბერი გოჩას უბედურება, ტიფიანი პატარა ჰანო ბუდენბროკის სიცოცხლესთან გამოსალმება, პეტრო მელეხოვის დახვრეტა თუ აქსინია ასტახოვას სიკვდილისა და დამარხვის სცენა… არ კმარა?
ახლა შინაური მღვდლის გაყრუმუნჯება დავაგდოთ და გულზე ხელდადებით განვსაჯოთ: თუში დედაკაცის ეს ტრაგიკული პორტრეტი თავისი მხატვრულ-მონუმენტური ჯადოსნობით და სულისშემძვრელი ემოციურობით რით ჩამოუვარდება აქ ჩამოთვლილ პასაჟებს?! ხოლო ტექსტის სიმცირით რომელი მათგანი მოვა მასთან?!
მაყვალა მიქელაძემ სულ რაღაც 26 სტრიქონით თითქოს უბედური დედაკაცი კი არ დაგვიხატა, არამედ წაროს საფიხვნოში უცებ მიქელანჯელოსებური მარმარილოს უზადო , თანაც სულშთაბერილი ცოცხალი ქანდაკება ჩამოგვიდგა საიდანღაც!
ადამიანის ფსიქიკის რა იგავური ცოდნა და ყველაზე ელდიან წამებში მისი მხატვრული გადმოცემის რა გამაოგნებელი ოსტატობაა: ცხადად ვხედავთ ქვადნაქცევ, მაგრამ ჭირთამთმენ ქართველ დედაკაცს, გასაჩერებლად მოფართხალე მის გულს, ერთ წერტილს მიჩერებულ ხილვადაკარგულ თვალებს, ინერციით მოძრავ გაფითრებულ თითებს, მომაკვდავი მწერის საცეცებს დამსგავსებულ საქსოვ ჩხირებს, წინდის წვრილ თვლებს… მწერალი თავისი პერსონაჟის ტკივილის გადმოცემას მჭახე ფერებითა და მყვირალა მხატვრული აქსესუარებით კი არ ლამობს, არამედ ამას ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო საგნებითა და მომენტებითაც ახერხებს. ოღონდ, როგორც კი თავისი მადლიანი კალმით შეეხება, ეს უმნიშვნელო საგნები სასწაულებრივ მხატვრულ დამაჯერებლობას სძენენ როგორც თვით პერსონაჟის ხასიათსა და განცდას, ისე მთლიან გარემოს. ციტატის პირველ აბზაცშიც, ეს „ბაწრით წინდის ბოლოების შეკვრა“ და „ნახევრად მოქსოვილი წინდა წინსაფრის კალთას ამოაფარა“ ისე დამატყვევებლად მოქმედებს, რომ მკითხველს მტკიცედ სჯერა: ეს სწორედ ასე იქნებოდა და სხვა არანაირად!
„-სხვის კარზე არ ეგების სხვისი მკვდრის ტირილიო!“ – მთელი მოთხრობის მანძილზე ამ ერთადერთი ფრაზის მეტს სხვას არაფერს ამბობს შვილმკვდარი დედა და მასში ჩაქსოვილ თავის ზნეობრივ კრედოს თითქოს ანდერძად უბარებს მომავალი თაობების ქართველ მანდილოსნებს.
აფერუმ, ის ერთი უბრალო დედაკაცი როგორ არ ჰგვანებია ჩვენი დღევანდელი ქალების ერთ ფენას, რომლებმაც, ოღონდ კი გამოღმა ჩაბღუჯონ საკბილო, რაიმე უკანონოდ მიიტაცონ, ან უკვე მიტაცებული ძალით დაიკანონონ, რეციდივისტი გაამართლებინონ, ერისკაცი ლაფში გასვარონ, ნარკოტიკებით მოვაჭრე გამოაშვებინონ, უნიჭო ნიჭიერად აღიარებინონ, უდანაშაულო ყმაწვილების მკვლელი ანგელოზის ფრთებით მოგაჩვენონ, მოკლედ, თავიანთი კი გაიყვანონ და სულ არ დაგიდევენ, სად იმყოფებიან: მიცვალებულის კუბოსთან, სასამართლოს დარბაზში, რკინიგზაზე, სამშობიაროში, დასაფლავებაზე, ღვთის სახლთან, სასწავლებელში, უცხოეთის საელჩოსთან თუ ქუჩაში – იწყება ფანატიკურ-თეატრალური წივილ-კივილი, პირისახის პოტნა და თავცემა, „მტრებზე“ თვალების ამოსაჩიჩქნად მიწევა, ტანისამოსის შემოფხრეწა, მიწაზე გორაობა, ნამდვილი თუ ყალბი გულყრა… სამართალდამცავებთან თუ ცამდე ალალ-მართალ შვილისოდენა ვაჟკაცებთან ჭიდილ-ჯაჯგური, ცემა-ტყეპა, წეწვა-გლეჯა! და ყოველივე ამას უშუალოდ ადგილზე თუ ტელევიზორით უყურებს დიდი და პატარა, შინაური თუ გარეული, მტერი თუ მოყვარე! როდემდე და სადამდე? ამ უსაფუძვლო, უადგილო და უგვან წივილ-კივილში გამეცადინებულ ჩვენს ქალბატონებს იქნებ იმ ზნემაღალი თუშის დედაკაცისგან გადაეღოთ განსჯისა და თავდაჭერილობის მაგალითი?
ვინ იქნება ქვეყნად ისეთი, ყმაწვილობისას კითხვით გატაცებულს, ამა თუ იმ გმირის ადგილას არ წარმოედგინოს თავი. არც მე ვიყავი გამონაკლისი, მაგრამ არ მაგონდება, რომ შეუმჩნევლად რომელიმე მანდილოსანი პერსონაჟის ადგილას მეგრძნო თავი! და, აჰა, ესეც გადამხდა! ამ პასაჟის მხატვრულობის ჰიპნოზურმა ძალამ უცაბედად შემაძრწუნა: ვინ წაროელი მეჰირ, რა წაროელი მეჰირ – ვიღაც მეჰირი კი არა, მე, თუშის დედაკაცად გადაქცეული უბედური ჯემალ მეხრიშვილი მივაბიჯებდი სიპით ნაგებ სახლებს შორის! მაგრამ ეს საზარელი მოლანდება მხოლოდ წამიერი აღმოჩნდა, ვინაიდან მაშინვე ვიგრძენ – მე ამოდენა უბედურების მომრევი არ ვიყავი! ამიტომ ოთხიოდე ნაბიჯიც არ მექნებოდა „გადადგმული“, როლები კვლავ ელვისებურად რომ გაიცვალა: მე ისევ იმად ვიქეცი, ვინც წამის წინ ჟურნალჩაბღუჯული ჩემს კუთხეში ვეკუნტე და სულშეგუბებულმა წეღანდებურად თბილისიდან დავუწყე თვალყურის დევნება წაროში მიმდინარე მოვლენებს, ხოლო სტრიქონებიდან ხელახლა აღმოჩენილმა თუშის დედაკაცმაც ისევ დაიკავა თავისი ადგილი და შინისაკენ დამწუხრებული გაუძღვა მოზარეებს!
ციტატის მესამე, ცხრასტრიქონიანი აბზაცი მთელ ტომს უდრის: რა მომნუსხველი დიდოსტატობითაა დახატული გამოთხოვება ბედნიერ წარსულთან, გაფითრებული ხელებით ოდესღაც საყვარელი კარის შეღება, სოფელს მოდებული დედის ზარიანი ხმა! მთლიან ციტატაში არსად იგრძნობა სუსტი ნიუანსი – მხოლოდ უნიკალური პროზაიკოსის ნიჭით ნაშობი სითანაბრე და ლაკონურობა! თანაც არავითარი ეროვნულ-პატრიოტული პათეტიკა და ჰეროიკა, არავითარი პლაკატურობა და თავმოწონება, არავისი და არაფრის პროპაგანდა – ავტორს საქმე აქვს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთან, მის პირად განცდებთან და სულიერ ტკივილებთან. ჩაათავებთ მოთხრობას და გული რაღაცნაირად თავისით გიგრძნობთ: ილიას „ქართვლის დედას“, ვაჟას „ფშაველი ჯარისკაცის დედას“, დავით კაკაბაძის ტილოს „იმერეთი – დედაჩემი“, ელგუჯა ამაშუკელის „ქართლის დედას“ როგორი მოკრძალებით უახლოვდება მაყვალა მიქელაძის მიერ ასე მადლიანად დახატული დედაც…
ენა? თავანკარა ქართული უმალ გვახვედრებს – ავტორი უსაშველოდ „ჩამორჩენია“ დროს – იგი ცხოვრობს წარსულით და წარსულში! ამიტომ ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა, რომ „სირცხვილია“ ამგვარი შეურყვნელი, სუფთა ქართულით წერა. ეტყობა მან არც ის იცის, გრაფომან-ეპიგონები „რეფორმას“ რომ ახორციელებენ და „ენაი შემკული და კურთხეული“ ლამის ასიოდე უცხო სიტყვამდე ჩამოგვიქვეითონ: სიტუაცია, პრობლემა, კონტრასტი, აჟიტირებული, ლავირება, კონცენტრირება, აბსურდი, ილუზია, პარადოქსი, ინტუიტური, სინქრონი, ადაპტაცია, აკურატული, პოზირება, ვიბრირება, აპლოდისმენტები, კომპლიმენტი, რეპუტაცია, ეიფორია, მანიპულირება, პრესტიჟული, უტრირება, არგუმენტირებული, კომუნიკაბელური და ა.შ.
.
მკითხველო, შემინდეთ ეს წუთიერი ირონიულ-სარკასტული გადაცდომა, ოღონდ არ შეკრთეთ და ღრმად გწამდეთ: ამგვარი უცხო-უცხო სიტყვებით ხალტურულად შეხანხლული ტექსტების ბორცვებს მახვილმომარჯვებული ულმობელი დრო ბინდისფერ დავიწყებას ღილოსავით შეაკეპავს, მაყვალა მიქელაძის კამკამა ქართულით დაწერილი ეს პატარა შედევრი კი ქართული მოთხრობების ოქროს ფონდში შევა!
მოკლედ, მაყვალა მიქელაძემ შექმნა ნამდვილი ქართული ხასიათის მატარებელი პერსონაჟი. მხატვრულობის თვალსაზრისით – ლიტერატურაში კი მთავარიც სწორედ ეს არის – იგი იმდენად ცოცხალი, ეროვნული და სრულყოფილია, რომ თავიდან კარგა ხანს ასეც კი მეჩვენებოდა: ეს დედაკაცი იყო არა მწერლის და თანაც მანდილოსნის დახატული, არამედ სახლის საძირკვლის გაჭრისას შემთხვევით ნაპოვნი წარმართული ხანის ქართველი ქალის პაწია, დაუზიანებლად გადარჩენილი ოქროს ქანდაკება, რომელიც გაუნათლებელმა, მაგრამ პატიოსანმა დიასახლისმა წაროდან თელავში ჩაიტანა და რაკი იმდენი არ იცოდა, სად ან ვისთვის უნდა ჩაებარებინა, ალალბედზე მიადგა „ოლეს“ მთავარ რედაქტორს, აკაკი დაუშვილს და მოწიწებით სთხოვა, თავის ჟურნალში მოეთავსებინა! თითქოს რედაქტორმაც აღარ გაუტეხა ხათრი, ფერადი ფოტო გადააღებინა და ერთ-ერთი ნომრის ჩანართში გადიდებული სახით შემოგვთავაზა ეს ახალი ქართვლის დედა, რომელსაც დროთა ვითარებაში ღირსეულ მანდილოსან პერსონაჟთათვის განკუთვნილ ლიტერატურულ პანთეონში ალბათ შუშანიკის, ქეთევან წამებულის, ოთარაანთ ქვრივის, სანათას, თავსაფრიანი დედაკაცის და სხვა მათ სწორთა შორის მიეჩნევა სამუდამო სამყოფელი.

(ჯ. მეხრიშვილი. თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა. თავფარავნელი დედაბრის ალქიმია, თბ., 2007 წ.)

ბმული:
* https://tirine.wordpress.com/2018/02/09/ჯემალ-მეხრიშვილი/


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ჯემალ მეხრიშვილი Empty
PostSubject: Re: ჯემალ მეხრიშვილი   ჯემალ მეხრიშვილი EmptySat Nov 30, 2019 3:35 pm

ჯემალ მეხრიშვილი Jemal_10

მეხრიშვილი, ჯემალ
გინდოდა, გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა? / ჯემალ მეხრიშვილი ; რედ. ხათუნა მეტრეველი ; ავტ. ბონდო დვალიშვილის. - თბ., 2006. - 369 გვ. ; 21 სმ.. - (თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა)[MFN: 16886]

UDC: 821.353.1.09

• დვალიშვილი, ბონდო (ავტორი); მეტრეველი, ხათუნა (რედაქტორი);

K 23830/2 - ძირითადი წიგნთსაცავი


ცოტა რამ ავტორზე -- წინასიტყვაობა -- გინდოდა გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა? -- ვაჟა გიგაშვილი -- ზააალ სამადაშვილი -- ბესო ხვედელიძე -- აკა მორჩილაძე -- რეზო თაბუკაშვილი -- დათო ტურაშვილი -- ლაშა ბუღაძე -- მარიანა ნანობაშვილი -- ირაკლი ლომოური -- ნუგზარ შატაიძე -- ბექა ქურხული -- გურამ დოჩანაშვილი -- ამირან ჭიჭინაძე -- რედაქციის მუშაობის სტილზე -- ჰამფლეტი "როგორ გავხდი შავკანიანი" .

* http://cat.bpl.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aმეხრიშვილი+დემალ

სინამდვილეში - მეხრიშვილი ჯემალ


*************

იკა ქადაგიძე

ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!
(ჯემალ მეხრიშვილის: “გინდოდა, გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა?)

ხელში ჩამივარდა მწერალ ჯემალ მეხრიშვილის წიგნი: “გინდოდა, გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა?” საყოველთაო აგრესიის მუეხედავად, სათაური მეხამუშა, ესთეტიკური თვალსაზრისით შეუფერებლად მივიჩნიე საბედნიეროდ, წასაკითხი წიგნის გვერდზე გადადება არ მახასიათებს, გადავფურცლე, ნაწერს ჩავუღრმავდი და ზედაპირული შთაბეჭდილებების სიმცდარე უმალ გავაცნობიერე.
რა დასამალია, თანამედროვე ლიტერატურულ კრიტიკასაც ისევე უჭირს, როგორც ჩვენს არშემდგარ სახელმწიფოს. ვისაც თვითდამკვიდრება სწყურია, “მომგებიანი” შეკვეთებით სულდგმულობს. მოკრძალებული მკითხველისთვისაც აშკარაა, რომ ჩვენში სამართლიანი კრიტიკა თვითმკვლელობის ტოლფასია. რა გასაკვირია, მორიგი წიგნის ხილვისას ტრადიციული ეჭვი არ გამჩენოდა.
ქართული კრიტიკული აზროვნების რაობაზე ჩემამდეც არაერთგზის დაწერილა
და მომავალშიც აუცილებლად დაიწერება, მთავარი შედეგია. საჭირბოროტო
საკითხების აღძვრა არსებული ნაკლოვანებების ნიშნავს. ხშირად ის, ვინც სამართლიანობის აღსადგენად ხალხს მოუწოდებს, სინამდვილეში საპირისპიროს ამკვიდრებს. იმას ემსახურება, რაც თითქოსდა სიტყვას აბათილებს. ესეც ნაცადი ხერხია და საზოგადოებაში ორმაგი სტანდარტის არსებობაზე მიუთითებს.
რადგან ილიასეული მამხილებელი ხელწერა საშვილიშვილოდ გამოვიტირეთ, გავლენიანი ნაცნობებით “დაკომპლექტებულ” ლიტერატურულ გარემოს სიმართლეს
ვინმე იშვიათად თუ შებედავს. დაუწერელი კანონია: ვინც უსამართლობის წინააღმდეგ დროულად ხმას აღიმაღლებს, ცოცხლად დაიმარხება. ნიკოლოზ ბარათაშვილის მოწოდება: “არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსაგვსოს...” უკუღმა გაიგეს.
განუკითხაობის გამო გოდებასაც ყავლი გაუვიდა. ქილიკს მეტი გასავალი აქვს.
მოთმინებაგალეული მკითხველი იტყვის: ბრძოლის ჟინი, გამოსავალის ძიება?
თანამედროვე მწერალს უფლება ჩამოართვეს დაბეჩავებულ ერს გამოექომაგოს.
საიდანღაც დაუკითხავად მოწვეულმა დაქირავებულმა ადამიანებმა სასტიკად აუკრძალეს საკუთარი კულტურის დაცვა, საბრძოლო რელიკვიები სამარცხვინო,
დრომოჭმულ პათეტიკადაა მონათლული.
ჯემალ მეხრიშვილმა სწორედ ამ დაუოკებელი ბრძოლისუნარიანობით აღმაფრთოვანა.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხანია ესოდენ პირუთვნელი კრიტიკით არავის გავუნებივრებივართ.
მწერლის არჩევანმა მაგრძნობინა, რომ უკანასკნელ მოჰიკანად არ დავბადებულვარ, რომ ჯერ კიდევ არსებობენ თავმოყვარე, ღირსებაშენარჩუნებული, ეროვნული თვალთახედვის მწერლები, ვისაც გარეშე ძალა ვერ მოისყიდის. ჯერაც არ გადაშენებულან სამშობლოსა და ენაზე უანგაროდ შეყვარებული მოღვაწენი, ნიჭს
ცრუგანდიდებას რომ არ ანაცვალებენ.
წიგნის სათაური სრულად გავიაზრე. ვაჟას პოემიდან ამონარიდი სტრიქონი ვისთვის მუქარა, ვისთვის შეულამაზებელი სიმართლე თვალს და ხელშუა ხორცს ისხამდა.
ავტორი ქართული მწერლობის ავ-კარგს საფუძვლიანად უკირკიტებს, თითოეულ სიტყვას წონის, დაუსაბუთებლად არაფერს ამტკიცებს, უსაფუძვლოდაც არაფერს მოითხოვს.
ჯემალ მეხრიშვილის მრწამსი გამოკვეთილია: “ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!”. იგი დიდი წინაპრის გზას შესდგომია. გულისნადებს დაუფარავად ამჟღავნებს.
ქართული კულტურის ბედზე გული შესტკივა, წლობით დაგროვილი ნაკლოვანებების გამოსწორება სწადია, არსებული ვითარებიდან დაძაბული დაეძებს გამოსავალს. მიუკერძოებლად აანალიზებს ქართულ მწერლობას რა უფრო წაადგება: სოცრეალიზმს ჩანაცვლებული ჟარგონი თუ ენის ამოუწურავ შესაძლებლობათა ათვისება-განახლება. ამასობაში მავანი გვიკიჟინებს, რომ მშობლიური ენის სიწმინდისათვის ბრძოლა წარსულს ჩაბარდა. ქართული ხასიათის მიკერძოებამ განსაკუთრებით ამ კუთხით იჩინა თავი: ყველა სათავისო ენას “ქმნის”, ცდილობს დამახინჯებული ხელწერა შემოგვატყუოს, რაღაცას ნაჩქარევად და უვიცად აკოწიწებს. ენის ფლობა კერძო ჯიხურის წამოჭიმვას გაუთანაბრდა: ვისაც არ ეზარება ორთოგრაფიული შეცდომებით აჭრელებულ აბრას გამოაკრავს. მავანს უფლება აქვს სხვისი საკუთრება დაიჩემოს.
ამასობაში უპატრონოდ დარჩენილ ენას საეჭვო ღირსების დილეტანტი დაუნდობლად რყვნის. ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა არავინ აღიარებს, რომ ქართული ენა ისაკიჩ მეჯღანუაშვილებმა იგდეს ხელთ.
მწერალი უმთავრესად ამ სატკივარს დასტრიალებს. აქვე გაგანდობთ, ავტორს პირადად არ ვიცნობ, თუმცა მის სამართლიანობაში ეჭვი არ მეპარება, რადგან გაბედა და სადღეისოდ პოპულარული ხელოვნური “სპეცეფექტებით” გაკეთებული ადამიანები სააშკარაოზე გამოიყვანა, უსაფუძვლოდ აღზევებული პირები პატიოსან ბრძოლაში გამოიწვია, მიზნად დაისახა მათ ნაწერს ჩაღრმავებოდა და დაუმსახურებლად მიკუთვნებული გვირგვინები უყოყმანოდ ჩამოერთმია. ამ ყაიდის ფსევდოხელოვანთა რევიზიის ჟამმაც მოაწია. მედროვეები სიმაღლეს ისე ბინძურად ეპოტინებიან, მიცვალებულსაც ევსება მოთბინების ფიალა.
მათ მიერ ამოჩემებული გამოთქმა “რევიზია” აკრძალული ხილივითაა, უმწიფარს კაცი თუ იგემებს, მოუბრუნებლად მოიწამლება.
ავტორის პასუხისმგებლობა ერთიანად გიპყრობს. იგი ყოვლისშემძლე რედაქციებისა და გამომცემლობების არსს ამზეურებს. საეჭვო ღირებულებისა და ხარისხის კვალდაკვალ გვიმხელს სიმართლეს, რომლის გემოც სწავლის ძირზეც მწარეა. იგი ყბადაღებული ლიტერატურული რედაქციის: “კვირის პალიტრის” დილეტანტი ხელმძღვანელისა და თანამშრომლების საქმიანობას ააშკარავებს.
შეკვეთილ მასალებზე მონადირე რედაქცია ყოველდღიურად იზრდება, რაც ლიტერატურას კომერციულ ბაზრად გადაქცევის საფრთხეს უქმნის.
ცოდვა გამხელილი სჯობს და მსგავს რედაქტორთან განგებამ მეც გამრიყა. დაპირებული ჰონორარის ნაცვლად მან ჩემი წერილის გამოქვეყნება წამომაყვედრა, დაუფარავად მომახალა, რადგან მის სამეგობროს არ ვეკუთვნოდი, ანაზღაურებაზე არც უნდა მეოცნება. ცოტა ხნის შემდეგ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით გავიგე, რომ ე. წ. რედაქტორ-გამომცემელი სისხლის სამართლის დამნაშავეა და სასჯელს ცნობილი მფარველის წყალობით გადაურჩა, დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია.
ამგვარი “სამართლიანობის” ზეობამ ჯემალ მეხრიშვილს ათქმევინა: “უბედურია იმ ერის მწერალი და მწერლობა, სადაც ლიტერატურული პროცესების წარმართვას ისეთი პირები იჩემებენ, ისიც კი რომ არ ესმით, რომელია გამართული ქართული”.
დაუმსახურებლად დაწინაურებული თანამედროვე მწერლები არსით კოსმოპილიტები არიან, მხოლოდ ვაჟასეული კოსმპოლიტიზმის არაფერი სცხიათ, ეს ერთობ მომგებიანი ფარი უვიცობის შესანიღბად ესაჭიროებათ. ისე შეხმატკბილებულად ირჯებიან, თითქოს ქართული ენის უგულებელყოფა ვიღაცამ დაავალათ, თავიანთი “უპირატესობის” წარმოსაჩენად ძალ-ღონეს არ იშურებენ, ყველგან ერთხმად გაჰყვირიან, რომ მწერალმა ოდინდელი დანიშნულება დაკარგა და ისღა დარჩენია, ერთადერთ მიზნად ერის გართობა გადაიბაროს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რთულია მსოფლიო მოქალაქეს მაინცდამაინც მშობლიური ენის დაფასება მოსთხოვო, ენის ცოდნაზე შედავება მით უფრო
უხერხულია.
ამის გამო ხვედელიძის პერსონაჟი მწერალი კოკა იაშვილი შეთავსებით ლოთი და ნარკომანი, აკა მორჩილაძის გზააბნეული მსოფლიო სივრცეებში ჩაკარგული პოეტი ვახტანგ მარგველაშვილი და ბექა ქურხულის აგრესიული მწერალი, რომელიც წამდაუწუმ მუშტებზე იყურება, თვითდამკვიდრებისთვის ერთსულოვნად ირჩევენ
ჟარგონს. იდეოლოგიურ შეუთანხმებლობას მხატვრული სიმწირეც თან ერთვის.
რაოდენ განსხვავდებიან ისინი თავიანთი წინამორბედებისაგან!
თანამედროვე მწერლებს რატომღაც გულუბრყვილოდ სწამთ, რომ ევროპასა და
ამერიკას მხოლოდ თვითონ გაუსინჯეს გემო, თერგდალეულებს რუსეთში მიღებული განათლების გამო ამრეზით უმზერენ, თუმცა წერისას ბარბარიზმების აღლუმს ვერ აუდიან.
XX საუკუნის ქართველ კლასიკოსებსაც არ ცნობენ. მაინც რა გარდატეხის მომსწრენი ვართ? დაქვეითება და ურთიერთშუღლი რამ გამოიწვია?
გასულ საუკუნეებში საზღვარგარეთ ძირითადად ნიჭიერ ახალგაზრდებს აგზავნიდნენ. ქველმოქმედი სტიპენდიას იმისთვის არ უნიშნავდათ, აეროპორტში შემთხვევით შეფეთებულ თანამემამულეებთან ეღლაბუცათ და საჯაროდ დაემცირებინათ. სამშობლოს უნდა გამოსდგომოდნენ და არა გამვლელ-გამომვლელისთვის შეეტირათ: როგორიც ვარ ისეთი ამიტანე და შემინახეო.
ავტორი სამარცხვინო ბოძზე აკრავს ამ ვაი-მწერლებსა თუ ფსევდო-ინტელექტუალებს, ერთადერთ ხსნად ჟარგონი რომ უწამებიათ, ჟარგონის გაბატონება უვიცებს აძლევთ ხელს.
მიხეილ ჯავახიშვილი ამ მოვლენას ტრაგიკულად აღიქვამდა, თავიდანვე წინასწარმეტყველებდა, რომ ჟარგონის მიმდევრები ქართულ ენას უღვთოდ შერყვნიდნენ.
ჯემალ მეხრიშვილი ჩვენს ავტორებს მწერლობისადმი ზერელე დამოკიდებულებისათვის კიცხავს. უკლებლივ ყველა შემოქმედი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ამბობს, რომ კარგად და ადვილად წერს. იძულებული ვარ
კვლავ ჯავახიშვილი, თხრობის დიდოსტატი შევაწუხოთ.
“ქართული კალამი ძალიან ჰგავს გოლგოთურ ჯვარს, რომელსაც ხელით
ვატარებ”.
ჩვენს წარმატებულ მწერლებს კლასიკოსების გამონათქვამებზე ალმაცერად ეღიმებათ. ვერც გავამტყუნებთ. მათ ქართული კალამი ამჩატებთ და თუ მაინც დაიჩემებენ, რომ ქართულად წერენ, ვაი-მოქართულეების მიერ დასახიჩრებული საწერი მოწყობილობა ნებაყოფლობით გამოვა მწყობრიდან.
ჯემალ მეხრიშვილი ყურადღებას ამახვილებს ჰემინგუეის ბრმა თაყვანისცემაზე. ეს გარემოება არაფრისმთქმელ ტექსტებს უარესად ამძიმებს. ამერიკელი მწერლის მიმბაძველობით შეპყრობილ “მწერლებს” ფოლკნერი რომ გადაეფურცლათ, ამოიკითხავდნენ, რომ ყველაზე ბრწყინვალე ლიტერატურული მარცხია. ამას ფერმერი შემოქმედი ქადაგებს, თუმცა ჩვენებურებს ხიბლავთ არა ამა თუ იმ ხელოვანისათვის დამახასიათებელი ხელწერა, არამედ მათი ბიოგრაფიებიდან ამოგლეჯილი თავშესაქცევი ეპიზოდები. ვინძლო ესეც არ იკმარონ, ყველაფერი სათავისოდ გადააკეთონ და გამოუცდელ მკითხველს თვალისმომჭრელ “სიახლედ” შეაძლიონ.
ჰემინგუეისადმი ბრმა, მოდური თაყვანისცემა თანამედროვე მწერლებს ხელს არ უშლით ქართველი კლასიკოსები ხელაღებით უარყონ.
ბუნებრივია, მკითხველს აინტერესებს საკუთარი კულტურისადმი ესოდენ დაუძლეველ შეუგუებლობას რა განაპირობებს?
პასუხი კვლავ მსოფლიო მოქალაქის ორად გახლეჩილ გულშია დალექილი: ყველაფერი უარყონ, რასაც ეროვნული ტვიფარი ატყვია. მათ არ აღელვებთ ქართველი ერის თვითმყოფადობა და აქედან გამომდინარე, ჩვენს ისტორიასაც აგდებულად ეკიდებიან. ამაზე მეტყველებს ბესო ხვედელიძის ე. წ. პიესა ვახტანგ გორგასალზე, რომელიც ერთ-ერთ პროვინციულ თეატრში დაიდგა. სცენარის მიხედვით გმირი მეფე (ცნობისთვის, წმინდანი!) ისე სამარცხვინოდაა დახატული, თავმოყვარე ქართველს საფეთქლებში სისხლი შემოასკდება. ისტორიის გაყალბების შემსწრენი შევიქმენით, ახალმა “მემატიანეებმა” ისე შორს შეტოპეს, გამოსასვლელ ფონს ვეღარ აგნებენ. ეს მტკივნეული, მრავალი წლის მანძილზე მოუგვარებელი საკითხია და ვინც ამ დამღუპველი იდეის განხორციელებას შეეწინააღმდეგება, მისთვის ყველა რედაქციის კარი ჩაირაზება.
ეროვნული მრწამსი უქონლობა უპირველესად ენის შერყვნასა და დაქუცმაცებაში აისახება.
ცალკე საკითხია უნიჭობა და მწერლისთვის აუცილებელი გამოცდილების დაგროვება. ავტორს რედაქციის რჩეულთა აქილევსის ქუსლი არ გამოჰპარვია. “ბევრგან ავტორისეულმა თხრობამ უნდა გაიტანოს ორნატი, მაგრამ რაკი ამას ვერ ხვდება, ანდა არ მოსდევს საკმარისი ხელოვნება და მხატვრული საფანელი, მწერალი იქ მაშინვე ახალ-ახალ პერსონაჟებს “დაიქირავებს” ხოლმე დღიურ მუშასავით, რათა ორიოდე უმნიშვნელო ფრაზა წამოაძახებინოს, მერე კი თავი მიანებოს და მიივიწყოს”.
ღმერთმა ინებოს კრიტიკოსის გაფრთხილებამ მოყვარული თანამოკალმეები გამოაფხიზლოს და გავლენიანი ნაცნობობის შედეგად მოხვეჭილი სახელი გაამართლებინოს.
ამგვარ “კეთილისმყოფელთა” წაქეზებამ არაერთი მდარე ხარისხისა და პრეტენზიული სახელწოდების წიგნის გამოცემას დაუდო სათავე.
2004 წელს გამომცემლობა LINK-მა დაბეჭდა “თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია 1990-2004”.
საპასუხისმგებლო თანამდებობებზე გამობრძმედილი რედაქტორ-გამომცემელი თავს უფლებას აძლევს ლექსის სიცოცხლისუნარიანობა ეჭვს დაუქვემდებაროს. ვინც ამ კრებულში თავმოყრილ ავტორთა ნაწარმოებებს გაეცნობა, პოეზიის მარადიული ზემოქმედების უნარს ნამდვილად ვეღარ ირწმუნებს. სამეგობრო წრის გულის მოსაგებად უხერხულია ყველა ერთ წიგნში რიხით შეყარო და მყვირალა
კატეგორიულობით ხოტბა შეასხა.
ამ მოსაზრების განსამტკიცებლად ჯემალ მეხრიშვილი წიგნის შექმნის მიზეზზე მოგვითხრობს. “ლიტარატურული პალიტრას” რედაქციაში მისული აბუჩად აიგდეს, ხელნაწერის დაბრუნება გაუჭიანურეს და თავიდან მოსაშორებლად დაცვის თანამშრომლები მიუსიეს. ეს ჩვენთან, პოეზიის მოტრფიალეთა ქვეყანაში ხდება. გულზე ხელი დავიდოთ და გამოვტყდეთ, მსგავს ვითარებას რამდენჯერ შევსწრებივართ, მაგრამ პირში წყალი ჩაგვიგუბებია და დავდუმებულვართ.
არახელსაყრელი სიმართლის გამჟღავნება ხელს ვის აძლევს?
მადლობა ღმერთს, ბ-მა ჯემალმა წაყრუებას ხმის ამოღება არჩია. მწერლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წიგნის კითხვისას შვებანარევი აღტაცება გვეუფლება; არც ერთი ზედმეტი ფრაზა, უადგილოდ გაანჩხლებული კილო, პიროვნების შეურაცხმყოფელ ლექსიკასაც ვერსად წააწყდებით, მაღალი პროფესიონალიზმის კვალდაკვალ კრიტიკოსის ადამიანობა გვხიბლავს.
ჯემალ მეხრიშვილის პირდაპირობა სათქმელის სიმტკიცითაა განპირობებული.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: “როგორ გავხდი შავკანიანი”. “რა მოხდება, ერთ მშვენიერ დღეს ყველა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში რომ გაჩნდეს ეს დისკრიმინაციული გაფრთხილება — იბეჭდება მხოლოდ შეკვეთილი მასალები” და მწერლებს აღარსად ჰქონდეთ თავიანთი ნაწარმოებების წარდგენის მორალური და იურიდიული უფლება. აი რა იწვევს ჩემში, როგორც რიგით მწერალში მძაფრ პროტესტს! ხოლო თუ რამე გამონაკლისთან გვაქვს საქმე, მაშინ გასაგებად უნდა ეუწყოს მკითხველს, რომ ეს არის არა მხოლოდ ქართველი მწერლებისათვის განკუთვნილი, არამედ ძმაკაცების, ყოფილი თანაკურსელების, მფარველ-დამფინანსებლების, ფირმის სანათესასოს თუ რომელიმე ვიწრო წრის ლიტერატურული ორგანო, რადგან საბოლოოდ მის წევრთა ტექსტები იბეჭდება. ამ შემთხვევაში ყველასათვის გასაგები და მოსათმენი იქნება და მაშინ ამგვარი ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებმაც თვალთმაქცურად აღარ უნდა შეიშნოვონ მთელი ქართული მწერლობის ქომაგ-ქურუმის ტოგა და მონომახის ქუდი.
მწერლის განაჩენი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. ლაგამმიშვებულ მედროვეებს ავიწყდებათ, რომ რეკლამის შიდა ჩრდილს შეფარებული შემოქმედნი გულხელდაკრეფილები არ სხედან. ავტორი უაღრესად დაჩაგრულ თანამოკალმეებს
ესარჩლება, მათი უუფლებობა ზარავს და მიძინებულ საზოგადოებას აფრთხილებს
საბედისწერო შეცდომა თავიდან აირიდოს.
თვალში საცემია ის გარემოება, რომ დისკრიმინაცია მხოლოდ ეროვნულად მოაზროვნე მწერლებზე ვრცელდება.
ჯემალ მეხრიშვილის წიგნი საუკეთესო ნიმუშია პირუთვნელი კრიტიკისა, ქართული მწერლობის უაღრესად მნიშვნელოვანი შენაძენი, მართალი სიტყვა ღირსებაშელახული ერის გამოსაფხიზლებლად და სანუგეშოდ.
მიუკერძოებელი კრიტიკა მუდმივი ბრძოლის ქარცეცხლია და ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ღირსეული იმარჯვებს.
ჯემალ მეხრიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მისი კრიტიკული ნააზრევი ადრე თუ გვიან პატიოსანი მწერლისთვის გზამკვლევად იქცევა.

2007


იკა ქადაგიძის წიგნიდან: „ვის მივყიდით ქართულ მწერლობას?“, 2009 წელი

ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/11662/1/Vis_Mivyidit_Qartul_Mwerlobas.pdf

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ჯემალ მეხრიშვილი Empty
PostSubject: Re: ჯემალ მეხრიშვილი   ჯემალ მეხრიშვილი EmptySat Nov 30, 2019 3:39 pm

ჯემალ მეხრიშვილი

დაბალი რასები

აფხაზეთის ომის შემდეგ ისედაც არეული ქვეყანა უარესად რომ აირ-დაირია და ყველა იმას აკეთებდა, რაც თავად მოეპრიანებოდა, ამ ჩვენმა ოსემაც გამოიჩიჩქნა ყურები და ცამოწმენდილზე გულში მტკიცედ ჩაიჭედა - უცბად გამდიდრებულიყო!!! საჭირო საბუთები მარიფათიანად გააშანშალა და თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კუთხეში, ოდესღაც გარაჟის საფარველით ჩადგმულ რკინა-ბეტონის ხალვათ, სქელკედლება ოთახში მინიმარკეტის მოწყობას შეუდგა. შიდასამუშაოებს რომ მოუთავეს ხელი და ბაზრობებიდან საჭირო რაოდენობის საქონელიც მოზიდეს, ახლა მთელმა ოჯახმა ამაზე დაიწყო ტვინის ჭყლეტა: ისეთი რა სახელი შეერჩიათ, რომ მყიდველი ბუზივით მიეზიდათ. ფეხის ხმას აყოლილმა ქალიშვილებმა რაღანაირი სახელწოდებები არ ჩამოუჭიკჭიკეს საგონებელში ჩავარდნილ მამას: სანტა-ბარბარა, მეტროპოლიტენ-როიალ-პალასი, ანდალუზია, ოკლაჰომა-სიტი, ჰოლივუდის ფერიები, სან-რემოს ჰანგები, პინო-კლიკო, რისლინგი, შატო-შაბლი, კოვბოების პაემანი, შოპეტინო, საიდუმლო კაბარე, ორთაჭალის მონმარტი, მისისიპის ლივლივი, ჯომოლუნგმას თხემი, ბოსფორის ყელი...

- არა, არა, აბა, ეგ რანაირი სახელებია - ქვეყანა ყბაში გაგვიჩრის და დაგვცინებენ! - ყოველი უცნაური სახელის გაგონებაზე ოსეს უარესად ეღმიჭებოდა ისედაც მოჯღუნული პირისახე, - ან ფოსფორს რა ყელი უნდა ჰქონდეს?! ფოსფორით ხო "სპიჭკასა" და იმას...

- ჰი-ჰი-ჰი! ფოსფორი კი არა, ბოსფორი, მამი, ბოს-ფო-რი! ბ, ბ!.. არა-და მაშინ ფიესტა...

- მოიცათ, ნეტა რა გვეფიესტება - შიმშილი კარზე გვიკაკუნებს! - ელიკომ ხმაშემკვახებით შეუტია შვილებს და ქმარს მცდელად შეავლო თვალი, - კაცო, მოდი, ჩვენი მხრის სახელი მივცეთ - კახეთი! ვითომ რით იქნება ურიგო, ჰა?

- ოჰ, ეს კახელები ხო გულზე ვეხატებით და! - დაეღრიჯა ოსე, - დაგავიწყდა, ზვიადამ სუ შახ-აბაზის ნაბიჭვრები გვეძახა - აქაოდა, რაიონებიდან არ ჩამომეშველნენო!

- არაფერიც! - მამას პირში მიაფრინდა უფროსი, თამილა, - ეგ პოლიტიკურმა ოპონენტებმა მოუგონეს!!!

- როგორ თუ მოუგონეს?! - დას წრფელი, კუნაპეტივით თვალები შეანათა თეონამ, - გიას თავისი ყურით...

- ოჰ, შენ ოღონდ გიას კი გადაეფაფრო და თუგინდ...

- თამილა! - ცრემლი მოაწვა ხმაგაბზარულ თეონას.

- აბა, აბა, შეწყვიტეთ! - ხელები გაასავსავა მამამ, - ახლა აქ მიტინგი არ გამიჩაღოთ!

- დიახ, თუ საჭირო იქნება, მიტინგსაც მოვაწყობთ! - არ შეეპუა თამილა.

- ეჰ! - ამოიხვნეშა ოსემ, - თქვენ არც იმაში ვარგიხართ და არც - ამაში!

ამ უკანასკნელ სიტყვებში მამამ, ჩვეულებისამებრ, შემდეგი აზრი გაატარა - უგერგილოები ხართ და ვერ დათხოვილხართო.

დამცირებულმა გოგოებმა უმალ ბზუილი ამოუშვეს და თავ-თავიანთ კუთხეს მიმართეს.

- მე ხომ შემჭამე და შემჭამე, - ქმარს ქოქოლა მიაყარა ელიკომ და შვილებთან გადაჯდა, - ამათაც დაუფუჭე ნერვები, შე ჯანდამწვარო!

- შენ ე ყბებს მოუჭი ცოტა! - ღრჯოლები გადმოყარა ოსემ და ფეთიანივით წამოვარდა ეს ჯირკუტანა კაცი, - რას იცინგლებით?!. ადექით, საქმეს მიხედეთ! არ მინდა თქვენი დახმარება!

- არ გინდა და ნუ გინდა! - გამოეპასუხა თამილა თავისი კუთხიდან, - მაშინ შენ თვითონ მოიფიქრე!

- მოფიქრებულიცა მაქვს!!!

- რა? - ერთხმად იკითხა სამივე ქალმა.

- რა და რაც!

.

ოსეს ბრძანებით წინა დღით ქალებმა მოდური შეშუდით კოწპიად გამოჭედეს მკვიდრად ნალურსმი ყაფაზები. შაბათის სისხამზე, ხალხს ჯერ ისევ რომ ეძინა, ოსემ მიადგა კიბე და ბეტონის კარნიზს ჭახაჭუხით მიაჭედა უმინო, კუსტარული აბრა. თუთიის ფურცელზე შავ-პრიალა საღებავით გამოყვანილი ბოხვერა, ადლიანი ასოები დაღვრემილობასა და ნაგავში ჩაძირულ საყდრიან უბანს ყინჩად ამცნობდა ახალგახსნილი მინიმარკეტის სახელწოდებას - "დაბალი ფასები".

ეს "დაბალი ფასები" ოსემ, თავისი ჭკუით, მყიდველების გასაბრიყვებლად მოიგონა, თორემ მის დუქანში ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. ამიტომ ახალწამოწყებულ ბიზნესს თავიდანვე არ დაეტყო კარგი პირი. თუმცა, ეს ასეც იყო მოსალოდნელი. ოსე ცოლ-შვილს დახლს ახლოს არ აკარებს. თავად კი არა სცხია ვაჭრობის შნო და უნარი. ზედდამატებით თან ჯიუტი, ენამკვახე და თავკერძაა: ასი წლის ამოწყვეტილი დედაბერიც რომ ემუდაროს, ერთხელ დადებულ ფასს ფეხს არ მოუცვლის. მუშტარში თანამონაწილის მაგიერ მსხვერპლს ხედავს - რაც კი ფულს აგულებს, უნდა, რომ სულ თავისთან დააყრევინოს! გასაცოდავებულ, სიღატაკისაგან გაუბედავ არსებად ქცეულ მყიდველს ჩვეული სიტყვამკვახობით ეპყრობა, გეგონება, ისევ თავის ძველ საძმოში ტრიალებდეს (რომელიღაც გარაჟში მეკარე იყო). ერთი სიტყვით, თავიდანვე მეძვირე და უხეში დახლიდარის სახელი დაიგდო და სათოფედ აღარ ეკარებიან.

- კაცო, აგე, სხვა ფარდულებში როგო ათამაშებენ ფასებს, - ჩასჩიჩინებს ელიკო, - ზეთი დამძაღდა, საცაა ძეხვიც აგისუნდება - შენც ცოტა იაფად გაატანე!

- დედიმაგათისამ - იაფად! - ოსეს პირი მიწისაკენ ეცრიხება, - მე რაღა დამრჩება, რო შევაიაფო? გადავყრი და არ დავუკლებ!!!

- მამი, მამი, ჩვენც დაგვრჩება!.. შენ უბრალოდ არ გესმის, რა არის და როგორ უნდა ვაჭრობა! - მოთმინება ელევა თეონას, - აბა, ერთი-ორი დღით მე ჩამაყენე და მერე ვნახოთ...

- რაო?! - კელაპტრის სუსტი შუქით მიბჟუტული კუთხიდან ტახივით იჯაგრება ოსე, -მერე აქ ლოთებმა ტ-ზე ხელი რო გიფათუნონ, არა?

- იიი, როგორ არა!!!

- არა, თორემ შერცხვებათ, ამ გაფუჭებულებს! რას მასწავლით, არ ვიცი, რანიც არიან!.. წინეებზე, პავლეს ქელეხიდან რო ვბრუნდებოდი, როზასთვის, ეგე, ნაძვებქვეშ აეშვერინებინათ ფეხები!

- აი, გაგიხმეს ეგ ენა-პირი!.. ადე, დედა გენაცვალოს, წავიდეთ აქედან!..

თვე თვეს ეკეცება, ვაჭრობა კი უარდაუარ მიდის. მუშტარგამოლეულ ოსეს დანა პირს არ უხსნის. გაწუწკებულ მყიდველებზე დაბოღმილი, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა, თითქო ამაში იმალებოდეს ხსნა და ნუგეში. თუ შემთხვევით თვალი შეასწრო, მისმა კორპუსელმა გზის გადაღმა, სხვის ფარდულში იყიდა რამე, მორჩა - გუნებაში მოსისხლე მტრად სახავს!

- როგორ მიგდის ბიზნესი, იოსებო? - ფარული ნიშნისგებით შეეკითხებიან ხოლმე ფლიდი ნაცნობ-მეზობლები.

- როგორც მტერს უნდა! - დააბრტყელებს სასაცილოდ თავპირჩამოღვრემილი ოსეც, - სხვას ეყიდება, მე - არა!.. თავნი მაინც რო...

- თავნი კი არა, - სიტყვა წაართვა ზემო სართულის მეზობელმა ალფეზ ტატოვიჩმა. იგი დღე და მოსწრება ლენინის პარტრაიკომის პარტიული კაბინეტის გამგედ მუშაობდა და ათასგვარი სტენდის, ლოზუნგის, დიაგრამისა თუ პლაკატის ჭია და ავტორი იყო, - ჰოდა, თავნი კი არა, - ხუმრობა-ინტრიგანული კილოთი გაუმეორა და უსისხლხორცო ქალური თითი მასწავლებელივით აუშვირა აბრისკენ, - შენ ცოტა ფრთხილად იყავი - რასიზმის პროპაგანდისათვის ციხეში არ ჩაგაყუდონ!

- ყურებზე ხახვი არ დამაჭრან!!!

- არა, ხახვსა და ნიორზე მერე ვილაპარაკოთ - აბა, შეხე, რა გიწერია!

- რა უნდა მეწეროს?

ვიღაცას აბრაზე ასო "ფ" "რ"-ედ გადაეკეთებინა და ახლა მინიმარკეტის სახელწოდება ასე იკითხებოდა - "დაბალი რასები".

- ნეტა, ვინ იმაიმუნებდა? - იცინის ბატონი ალფეზი.

- მე რო იმისი კეთილები!.. - ილანძღება ოსე, - ოხ, ერთი წამომეტანებინა და...

- ადი, კაცო, გადაასწორე ისევ!

- ერთი მაგის პატრონი დედაც! ახლა მანდ ამაჩოჩხე!.. თუ არადა, რას მიშლის - რაც უნდა, ის ეწეროს, მაგას ვინღა დაეძებს!..

ამ ამბავმა სიცოცხლეჩამკვდარი უბანი ერთგვარად გამოაცოცხლა. რამდენიმე უცხო მუშტარიც შემოეხეტა. ისინი მოუთმენლად აცეცებდნენ თვალებს: ღმერთმა უწყის, რის ნახვას ელოდნენ ამნაირი სახელწოდების მინიმარკეტის თაროებზე. მაგრამ უჩვეულოს რომ ვერაფერს პოულობდნენ, დაბნეულობისაგან ყასიდადღა ყიდულობდნენ ხოლმე რაღაც შაურის საღირალს, ანდა, სულაც, უსიტყვოდ იძურწებოდნენ.

უბნის ლოთებმაც დრო უპოვეს ოსეს და სამი ბოთლი არაყი გაახსნევინეს, ცხადია, ნისიად, ანუ მუქთად, ვინაიდან...

- შენ რას ლაპარაკობ, ეს სახელი ასწილ სჯობია იმ წინას! - ერთმანეთში უაზროდ ბლუკუნებდნენ მოტორტმანე აჩრდილები და თან ჭიქებიდან სასმელი ეღვრებოდათ, - შენ აზრზე ხარ, ტო, ამით სადა და ვის უკაკუნებს! ჰეე!.. ოსიკოჯან, ბარემ ადოლფას სურათიც გამოჰკიდე და - ზიგ ხაილ!.. აბა, მერე ნახე მუშტარი!

- ჰო, ჰო!.. მორჩით... გეყოფათ... შემოატარეთ მუშტარი!..

ორიოდე კვირაში უბანმა ამ უცნაურ სახელწოდებასაც შეაჩვია თვალ-ყური და ოსესთვისაც ყველაფერი ისევ ძველებურად წარიმართა: დუნედ, უიმედოდ, უწყვეტი ზარალით. ყველიერში მოულოდნელად სანეპიდსადგურის ხუთკაციანი კომისია დაატყდა თავს. ყავლგადაცდენილი ბლომა სურსათ-სანოვაგე გასანადგურებლად ჩამოართვეს, თან აქტიც შეუყენეს და უკანასკნელად გააფრთხილეს. სანეპიდსადგურს საგადასახადო მოჰყვა, საგადასახადოს - უბნის პოლიცია, პოლიციას - მერია, მერიას - თელასი, თელასს - ეკოლოგიური სამსახური: წყლის მილის გამოტარებისას ჭადრის ფესვები დაგიზიანებია, ან ჯარიმა გადაიხადე, ან... მოკლედ, ყველა ქრთამს ითხოვს! თანაც პირდაპირ, უშიშრად, დაუსაბუთებლად - ურცხვი სითამამითა და იდიოტური სიჯიუტით...

საწყალმა ოსემ აღარ იცის, რა წყალს მისცეს თავი და რით გაისტუმროს ამდენი ხელგამოშვერილი მუქთამჭამელი. ლამის ტვინში სისხლი ჩაექცეს.

ერთ ჟღმურტლიან საღამოს ვიღაც ლაწირაკმა რეკეტიორებმა მრუმე კუთხეში გოჭივით მიიმწყვდიეს და კარგა ხნის ძიძგილაობის შემდეგ ჯიბიდან ძალით ამოართვეს ოცი ლარი. თან დაემუქრნენ კიდეც: შემდეგ მოსვლაზეც თუ ამდენს გვაწვალებ, იცოდე, თამილასა და თეონას პრობლემები შეექმნებათო.

- გაიგე, სიმონ?

მუქარამ ოსეს სულ კანკალი მოჰკიდა. ერთი სული ჰქონდა, დახლქვეშიდან გამოეძრო ტარმოკლე, ახალალესილი მძიმე ცული და ამ დედაბოზებისთვის უმოწყალოდ აეჩეხა ჯერ კიდევ ქორფა, ნაადრევად გაკადნიერებული სიფათები!

ნორჩი მოძალადეები რომ წახისფეხდნენ, ტაბურეტზე დიდხანს იჯდა თავჩამოგდებული. თანდათან დაუწყნარდა ნერვები და გონებაც გაეხსნა: ამათ ხელში გამდიდრდეს კი არა, ლუკმა-პურის ფულსაც ვერ მოინარჩუნებს და სულ ასე, ვალაუვალმა, ბოლოს, იქნება სახლ-კარიც გაყიდოს!

- მიქარვა და მამაძაღლობა იყო ეს ყველაფერი!

ადგა და რაც რამ საქონელი ებადა, უზარმაზარ ჩანთებში ჩაყარა და შინ აზიდა. თაროებდაცარიელებულ მინიმარკეტს უშველებელი კლიტე დაადო.

მალე ახალი უბედურება გამოუტყვრა. ერთ ქარ-წვიმიან, უშუქო ღამეს კლიტე ჩამოეგლიჯათ და ოთხასლარიანი რკინის კარი ჩამოეხსნათ. კარს გარდა წაღებული იყო ათი და ოცლიტრიანი მოწნული ბოცები, ტაბურეტი, ჭურჭელი, ლამფა, სარკე, ციდა კელაპტარი, მურიანი შანდალი, ელიკოს ჩუსტები, ოსეს ქურთუკი, სამარილე, ჩანახევრებული "პრიმის" კოლოფი, ტუჩმოტეხილი დოქი, ჭუჭყიანი სავარცხელი, ქამრის ნაწყვეტი, საფერფლე, გადამწვარი ფარანი, ელექტროქურა, მუთაქა და მოკლე ლეიბი, ტარგაბზარული ჩაქუჩი, მუშამბის სუფრა, ტაფა... მოკლედ, ყველაფერი, ყველაფერი!

ერთი კვირის მერე, ორ მარტს, სოფლიდან რომ ჩამობრუნდნენ (ელიკოს მოულოდნელად ძმა გარდაეცვალა), კარჩამოხსნილი ოთახი ძლივსღა იცნეს: მკვიდრი, ნარიმანდით გაწყობილი დახლ-თაროები სულ მიელეწ-მოელეწათ და შიგ შუაცეცხლი ნთებოდათ!

- დედააა! - წაიმოთქმეს ღრმა შავებში გამოხვეულმა დებმა.

ოსეს არც მოთარეშეების დადგენა უცდია, არც გავერანებული შენობის აღდგენა - ყველაფერზე ცივად აიღო ხელი.

ჭერ-კედლებშეჭვარტლული, გაპარტახებული სათავსი, მხოლოდ თუნუქის კუსტარული აბრა - "დაბალი რასები" - რომ შერჩა უვნებელი, ცოცხით მოგვილი, ოჯახისგან მოძულებული და გადაბმული ლოთობით ტვინმოხარშული ნაკაცრების მქისე ბუნაგად იქცა.


გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 2002-08-02

ბმული:
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=57&y=2002&art=9666


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ჯემალ მეხრიშვილი Empty
PostSubject: Re: ჯემალ მეხრიშვილი   ჯემალ მეხრიშვილი EmptySat Nov 30, 2019 3:41 pm

ჯემალ მეხრიშვილი

დაუვიწყარი მადლი

წერილი „ალიას“

ღვთის სახლში თუ ახლობლის საფლავზე სანთელიც ამინთია და პირჯვარიც გადამიწერია, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს: პირდაპირ ქუჩაში ანდა მიმქროლავი ავტობუსის სარკმლიდან ეკლესიის ან თუგინდ მარტო შორიდან მოჩინარი გუმბათის დანახვისას პირჯვარი არასოდეს გამომესახავს. ის კი არა, ვისაც ეს ჩემ თვალწინ გაუკეთებია, მის მაგიერ ერთგვარი უხერხულობაც კი მიგრძვნია, რადგან ეს რელიგიური რიტუალის თეატრალიზება ანდა მოდასაყოლილის იაფფასიანი სახალხო გამჩვენაობა მგონებია და არა რწმენით ნაკარნახევი შინაგანი მოთხოვნილება...

კარგა ხანია, რაც მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვართ და უკიდურესი მომჭირნეობით გვიხდება ცხოვრება. რაკი მე სულ შინა ვარ და საწერ მაგიდას ვუზივარ, სანოვაგისა და საოჯახო აუცილებლობისთვის საჭირო წვრილმანის ყიდვა მეუღლეს აკისრია და ბუნებრივია, ჩვენს მწირ ბიუჯეტსაც ის განაგებს...

2011 წლის მაისის ბოლო დღეებია. მეუღლე თავისი ბიძაშვილის, ახალნაოპერაციევი შურა რიგიშვილის მოსანახულებლად გაემზადა და თან დამიბარა: დარჩენილი პური სადილად გეყოფა, საღამოს კი მე მოვიყოლებო. ის წავიდა, მე კი მუშაობა განვაგრძე.

ნასადილევს მუხლის გასაშლელად იქვე, დიღმის მუხნარში რომ გადავედი, მაშინღა დამცეცხლა: ლიტერატურული გაზეთი «,გალაკტიონი», რომლის რედაქციაშიც ამას წინათ სტატია მივიტანე, დღეს უკვე გამოვიდოდა და საშინლად მომინდა, მეყიდა, რათა ჩემებურად მევარაუდა, რანაირი მასალები იბეჭდებოდა და ჩემს წერილს ნეტავი როდის მოუწევდა ჯერი! მაგრამ წეღან დამავიწყდა მეუღლისთვის ორმოცდაათი თეთრის გამორთმევა!

ისევ შინისკენ გავეჩქარე: კარადის თაროსა თუ ლარნაკში ყოველი შემთხვევისთვის მუდამ გვეყარა ხოლმე ხურდა ფული, მაგრამ, თითქოს ჯინაზე, ერთი ობოლი თეთრიც აღარსად ეგდო!.. უეცრად ახლა საკუთარ თავზე მომერია ჯავრი - რა არი ფულისადმი ამგვარი ზიზღი და გაუცხოება, იქნება ერთი რა ხდება! მაშ, რაიმე შემთხვევისთვის რაღაც მცირე თანხა მაინც არ უნდა მქონდეს გადანახული-მეთქი?!. ეეეჰ, ტყუილია - ჩემგან არასოდეს არაფერი არ გამოვა!.. გაზეთის წაკითხვას აღარ დავეძებდი - თვალი მაინც გადამეკრა, ვისი რა იბეჭდებოდა! მაგრამ პირხმელი მეგაზეთე ბერიკაცი უკვე ამრეზით მიყურებდა, რადგან ადრე რამდენჯერმე სანუკვარი იმედი გავუცრუე - ლიტერატურულ ჟურნალებს მხოლოდ სარჩევი ვუნახე, ყიდვით კი ვერ ვიყიდე! ჰოდა, ტროტუარის კაფანდარა მეგაზეთე თავის უკმაყოფილებას ასე გამომიხატავდა ხოლმე: ჟურნალი ან გაზეთი უნაკლოდაც რომ დამებრუნებინა მავთულის მრავალსართულიან სტენდზე, ის ნერვიულად მაინც უკანვე ამოაძრობდა და თავისებურად ჩააბრუნებდა - ვითომ თავის ადგილას ისევ ისე გასწორებაც კი არ შეგიძლიაო! ჰოდა, ამის შემდეგ როგორღა შევბედავდი, - გაზეთი გადამათვალიერებინე-მეთქი!.

არადა, როგორ მწყუროდა «გალაკტიონის» ყიდვა, სადმე მიჯდომა და გადაფურცვლა!.

კარის მეზობლებიც შინ არ იყვნენ, მესესხა მაინც!.. თუმც ვერც ამას გავბედავდი - არ იტყოდნენ, ეს რა ხალხი ყოფილა, შინ ორმოცდაათი თეთრიც არ მოეძებნებათო! ისე ვიყავი თავტანდაკარგული, ესეც კი ვეღარ მოვტვინე: ზუსტად ორმოცდაათი თეთრი კი არა, ერთი ათიოდე ლარი მესესხა - ვითომ მოულოდნელად მართლა რაღაცისთვის დამჭირდა, საღამოს კი, მეუღლე რომ დაბრუნდებოდა, ნასესხებ ფულს ისევ ავათავებდით და!.. მაგრამ მოფიქრება არ გინდოდა!..

მოკლედ, ისევ ძირს ჩავვარდი და ქუჩიდან ქუჩაში გონებაარეული დავჩერჩეტობდი.

თბილისის #130 საჯარო სკოლას რომ გავუარე, გავიხედე და რასა ვხედავ: სკოლის გვერდზე აღმართულ სამი მღვდელმთავრის - ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ეკლესიის შემომესრილი ეზოს გარეთ, ზედ შუაგზაზე თვრამეტ-ცხრამეტიოდე წლის შარვალში გამოკვართული ტანმოქნილი ქალიშვილი გაჩერებულა და წელში ღრმა მოხრით პირჯვარს პირჯვარზე იწერს, თან მხურვალედ რაღაცას ჩურჩულებს!

არ დავმალავ: საკუთარ თავზე ჯერ ისედაც გუნებაამღვრეული ვიყავი, ამ ქალიშვილის შორიდან პირჯვრის წერა კი ისეთი პოზიორული მომეჩვენა, თითქოს ეკლესიის წინ კი არა, ღია ესტრადის სცენიდან მაყურებლებს რაღაცას ეოინბაზებაო და გული უარესად ამეღრინა!

«ჰმ, ეგა და მაგნაირები რა ამბავში არიან ხოლმე დისკოთეკებსა და კაფე-რესტორნებში, ახლა კი თუ ასეთი თვალთმაქცური ღვთისმოსაობით პირჯვრის წერას მოჰყვებიან, ეგ არი - ყველა ნატვრა და სურვილი აუსრულდებათ! ასე რომ იყოს, მაშინ!...» – გამევლო გულში და რაკი თავისი საქმით თავდავიწყებული ქალიშვილის ცქერა უფრო და უფრო მაღიზიანებდა, თოფნაკრავივით გამოვტრიალდი!

ისევ შინ ავედი. გუნების დაწმენდის იმედით ტელევიზორი ჩავირთე და დისტანციური მართვის პულტს თითი აკორდეონის კლავიატურასავით ავუსრიალე - იქნებ რამე გულგადასაყოლებელი მეპოვა!

ერთ-ერთ ტელეარხზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს უქადაგებდა!

უწმინდესისა და უნეტარესის სიმშვიდის მომგვრელმა ხმამ, მისი ღვთაებრივი სახიდან მომდინარე სათნოების ნათელმა და ქადაგების შთამაგონებლობამ ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ვიგრძენი - პატრიარქის მადლი თანდათან როგორ გადმოდიოდა ჩემზე და საკუთარ სულში მახედებდა.

აქ კი თვალი ამეხილა ჩემს წეღანდელ გაანჩხლებაზე და სინანულისგან გული შემილბა: კი მაგრამ, მე, ვისაც ქუჩაში ასე სახალხოდ არასოდეს გამჩენია პირჯვრის გადაწერის სურვილი ან მოთხოვნილება, რა უფლებით განვსაჯე წეღან ის უცნობი ქალიშვილი და ეჭვი შევიტანე მის გულწრფელობაში?!. ვინ იცის, ისეთი გულმხურვალებით უფალს რას ევედრებოდა - ახალგარდაცვლილი საყვარელი ადამიანის სასუფეველში მოხვედრას... მძიმე სენით შეპყრობილი ახლობლის გამოსაღებას... შვილიერებას... ვისიმე ღალატით მოყენებული სიმძიმილის შემსუბუქებას...

უწმინდესი და უნეტარესი კი ქადაგებას განაგრძობდა და მეჩვენებოდა - ის მრევლს კი არა, მხოლოდ მე მიქადაგებდა!.. მრევლის კვნესა-გალობაც თითქოს ჩემთვის გაისმოდა!..

გულისხმაში ჩავარდნილს, უცებ საოცრად მომინდა, მივსულიყავი იმავე ეკლესიასთან და ასე სახალხოდ პირჯვარი მეც გადამეწერა: ეს იქნებოდა გულის მოოხებაცა და იმ ქალიშვილისადმი ერთგვარი ბოდიშის მოხდაც, წეღან ჩემ მიერ გაფიქრებული უსაფუძვლო სიმკაცრისთვის...

პატრიარქმა ქადაგება რომ დაამთავრა, ტელევიზორი გამოვრთე, კარი გამოვკეტე, ძირს ჩავედი და ეკლესიას გულაჩუყებული მივადექი.

ქუჩაში არავინ ჭაჭანებდა. სადაც წეღან ქალიშვილი იდგა, ეკლესიას მეც დაახლოებით იმ ადგილას გავუჩერდი და მშვიდად შევუდექი პირჯვრის წერას. გულმომბალი თან ჩემთვის ალალბედურად ვბუტბუტებდი.

- მაპატიე... მე, ცოდვილსა და უმეცარს... წეღანაც... უცნობ და ჩემ წინაშე სრულად უდანაშაულო ქალიშვილზე... რაც რამ... გავიფიქრე... ეს სიფიცხით მომივიდა და არა...

პირჯვრის წერასა და უთავბოლო ბუტბუტს რომ მოვრჩი, მორჩილებისა და პატიების თხოვნის ნიშნად ქედი მოვიდრიკე და ჰოი, სასწაულო - ჩემ წინ ახალმოჭრილი, ოქროსფერი ორმოცდაათთეთრიანი ეგდო!!!

თავი სიზმარში მეგონა! მონეტა ავიტაცე და ტექსელის ხეივნისკენ გაფრენილი ნაბიჯით გავეშვი.

- «გალაკტიონი» დაგრჩათ?

ფეხებდამოკლებულ ტაბურეტზე წაკუნტულმა მეგაზეთემ უნდოდ ამომხედა.

- აი, ბოლო ესღაა!

ნაპოვნი ორმოცდაათეთრიანი მეგაზეთეს ღირსებით გავუწოდე.

მყუდრო კუთხის მოსანახად გულაფანცქალებული მივდიოდი და მეჩვენებოდა - ნაყიდი გაზეთი კი არა, პატრიარქის კურთხეული ხელით ნაწყალობევი ღვთიური ნობათი მეჭირა!

სადღაც ჩემთვის მივჯექი, გაზეთი გადავფურცლე და ახლა მეორე სასწაული ვიხილე. ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ჩემი ახალგამოსული წიგნიდან «გათავისუფლება» ამოღებული ვრცელი ნაწყვეტი «თავგასული თუ გაბედული მალაკნები?!», ორი კვირის წინ რომ მივუტანე «გალაკტიონის» რედაქტორს, ქ-ნ ლელა ოჩიაურს - მაგრამ არც კი ვიცოდი, როდის ანდა საერთოდ გამომიქვეყნებდნენ თუ არა - უკვე დაებეჭდათ, თანაც ხელუხლებლად!..

სიკვდილამდე არ დამავიწყდება პატრიარქის მაშინდელი ქადაგების მადლი და ძალი...



პატივისცემით, ჯემალ მეხრიშვილი


გაზეთი „ალია“, 22 იან 2018

ბმული:
* http://alia.ge/news/10316?fb_comment_id=1337960559642381_1337995746305529


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ჯემალ მეხრიშვილი Empty
PostSubject: Re: ჯემალ მეხრიშვილი   ჯემალ მეხრიშვილი Empty

Back to top Go down
 
ჯემალ მეხრიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: