არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ქეთევან კოკოზაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ქეთევან კოკოზაშვილი Empty
PostSubject: ქეთევან კოკოზაშვილი   ქეთევან კოკოზაშვილი EmptyTue Nov 26, 2019 3:51 pm

ქეთევან კოკოზაშვილი Keteva18
Ketevan Kokozashvili

ქეთევან კოკოზაშვილი
ფრანგულიდან და ფრანგულად მთარგმნელი

დაიბადა 1965 წლის 25 ივლისს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი, ფრანგული ენის სპეციალობით.
ელ. ფოსტა: kkozashvili@gmail.com

ბმული:
* http://book.gov.ge/ka/translators/index/detailed/87/kokozashvili-qetevan
* https://www.facebook.com/keti.kokozashvili
* https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=176

study


Last edited by Admin on Wed Nov 27, 2019 11:10 am; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ქეთევან კოკოზაშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთევან კოკოზაშვილი   ქეთევან კოკოზაშვილი EmptyTue Nov 26, 2019 4:05 pm

ქეთევან კოკოზაშვილი Keteva17

ქეთევან კოკოზაშვილი

გადარჩენა უელბეკისებურად

მიშელ უელბეკი უფრო მეტად ცნობილია, როგორც პროზაიკოსი, რომანისტი, თუმცა მან პოეზიით დაიწყო და პირველი ნაწარმოებები ოცი წლის ასაკში გამოაქვეყნა. პირველი ორი პოეტური კრებული 1991 წელს გამოსცა და მომდევნო წელს უკვე ტრისტან ტცარას პრემიაც მოიპოვა.

თუმცა მანამდე უელბეკმა გამოსცა უაღრესად საინტერესო წიგნი. ესაა მოკლე ტექსტებისა და ჩანაწერების ერთობლიობა, მომცრო კრებული ,,ცოცხლად დარჩენა“, რომელიც პირველად 1991 წელს გამოჩნდა, მოგვიანებით კი რამდენჯერმე გამოიცა და ყოველ ჯერზე საკმაო ტრანსფორმაცია განიცადა. წიგნი ქართულად თარგმნა ირმა ტაველიძემ სათაურით ,,სიცოცხლის გაგრძელება“. ეს ვერსიაც მისაღებია, თუმცა წიგნის შინაარსიდან და მისი მიზანდასახულობიდან გამომდინარე, თავად სათაურის სხვაგვარი თარგმანი ვარჩიე -,,ცოცხლად დარჩენა“, რაც ეხმიანება ესეს ერთ-ერთ მთავარ ფრაზას, ,,მკვდარი პოეტი ვეღარ წერს“.
კრებული ოთხი მოკლე ნაწილისგან შედგება. ესაა პოეტურ-ფილოსოფიური ტექსტები, რომლებშიც უელბეკი გვიმხელს პოეტის გადარჩენის მეთოდს ამ მომხვეჭელურ, მერკანტილურ და მტრულ საზოგადოებაში, დღევანდელი სამყაროს ცინიზმისა და უიმედობის ერთიანობაში.
,,ცოცხლად დარჩენა“ ახლოს დგას და თავისებურად ეხმიანება რაინერ მარია რილკეს ჩანაწერებს - ,,წერილები ახალგაზრდა პოეტს“. ეს არაა ცალკეული ტექსტებისგან შემდგარი, დანაწევრებული კრებული, ერთი წიგნია, ერთი მთლიანი ქმნილებაა, სადაც ყოველი ეტაპი (ასე უწოდებს პოეტი წიგნის ცალკეულ ნაწილებს) ერთმანეთში გრძელდება. წიგნში უელბეკი ცდილობს განსაზღვროს პოეტის როლი თანამედროვე უტილიტარულ სისტემაში, ცდილობს, განსაზღვროს პოეტის იდენტობა, რამდენადაც ის განისაზღვრება ამა თუ იმ პრობლემატური მოვლენისადმი ან ადამიანებისადმი დამოკიდებულებით.
წიგნი ოთხ ეტაპად იყოფა, აქვს ოთხი სხვადასხვა სახის განვითარება.


ეტაპი 1. ,,ჯერ არის ტანჯვა“


თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი მახასიათებელია, რომ სიყვარული თითქმის არსადაა, მაგრამ სიყვარულის იდეალი ისევ არსებობს, არ გამქრალა. სწორედ იმიტომ, რომ იდეალია, არც გაქრება, არც მიილევა. ეს აშკარა შეუთავსებლობა იდეალურისა და ნამდვილისა ტანჯვის გამორჩეული და განსაკუთრებული საფუძველია. უმნიშვნელოვანესია სიყმაწვილის წლები. როგორც კი განავითარებთ სიყვარულის იდეალურ, კეთილშობილურ და მშვენიერ კონცეფციას, დაღუპული ხართ, ამიერიდან უკვე აღარაფერი დაგაკმაყოფილებთ.
თუ ქალებს არ ხვდებით (სიმორცხვის, შეუხედაობის თუ სხვა მიზეზით), ქალთა ჟურნალები იკითხეთ, ამ შემთხვევაშიც მსგავს ტანჯვას იგრძნობთ.
მარტოობა, იდეალის უქონლობა, უსიყვარულობა, ფრუსტრაცია - ეს ნიშან-თვისებები, რომლებიც შემდგომში უელბეკის პროზაული ნაწარმოებების პერსონაჟებისთვის არის დამახასიათებელი, პირველი რომანის გამოსვლამდე სამი წლით ადრე, უკვე იგრძნობა მის ლექსებში და ესეში ,,ცოცხლად დარჩენა“. ამ არეულ-დარეულ და ერთფეროვან საზოგადოებაში თავისი პირველი წიგნით უელბეკი იწყებს თითქოს ერთგვარ ,,დიალოგს სიძულვილით“. სიძულვილს იწვევს სამყაროს ,,მექანისტური და ინდივიდუალისტური აღქმა“, დეჰუმანიზებული საზოგადოება, გასართობი ადგილების ხელოვნურობა, ,,ჰიპერმარკეტული აზროვნება“. პოეტს არ შეუძლია შეგუება ამ არაპოეტურ სამყაროსთან. ,,მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო მშვიდი დღეებიც მაქვს, ხშირად ჰარმონია ირღვევა, მასთან სრულ შეუთავსებლობას ვგრძნობ. თითქოს სამყაროს გვერდით ჩავუქროლებ ხოლმე...“ - ასეთია გარემომცველი სინამდვილის მწერლისეული ხედვა.
პირველი ეტაპი, რომელიც პოეტმა უნდა გადალახოს, ეს არის ჩვეულებრივი ტანჯვა. უნდა გამოსცადოს სიმახინჯეც, გარდასული დროის ბანალურობაც, ეგზისტენციალური სიცარიელისა და საკუთარი თავის ზედმეტობის განცდა, მოკლედ, ყოველგვარი სატანჯველი, რაც შეიძლება ადამიანმა იგემოს ცხოვრებაში, რაც ამქვეყნად ყოფნის გამოცდილებას აყალიბებს და მისი პირველი მიზეზია. თანამედროვე პოეზია, უელბეკის აზრით, სამყაროს აღქმის უიმედო ყოველდღიურობის გამოცდილებას მიჰყვება და ეყრდნობა; შორს არის რომანტიკოსთა მოსაზრებისგან, რომლის მიხედვითაც, პოეტი ეგზალტირებული არსებაა. დასავლური საზოგადოების სინამდვილე ახშობს შემოქმედებითობას, რადგან მისთვის უმთავრესია ბანალური და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობები, ,,ჰიპერბაზრის ლოგიკა“. თანამედროვე ადამიანი პროფესიულ, სასიყვარულო და სექსუალურ ცხოვრებაში ექვემდებარება რაციონალურ კრიტერიუმებს.
უელბეკის აზრით, ამ ფასეულობების უარმყოფელ და მომხვეჭელური ინსტინქტებით გაჯერებულ საზოგადოებაში, ამ ყოვლად გაუგებარ და მიუღებელ ყოფაში, ნაცრისფერ ურბანულ გარემოში პოეტი მოვალეა, ამხილოს თანამედროვე სისტემის აბსურდულობა და აჩვენოს, რომ არსებობს მშვენიერი და ირაციონალური. მისი წიგნისთვის ასეთი დეფინიცია იქნებოდა სწორი - პოეტი სისტემის წინააღმდეგ. მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, მშვენიერების ძიება. პოეტი მხოლოდ ამ მარადიულ ღირებულებას ეძიებს საგნებშიც და ადამიანებშიც. მაგრამ ჭეშმარიტების მსგავს გამოცდილებას რომ მიაღწიოს, მან არაერთხელ უნდა გამოსცადოს დიდი ტანჯვა, მარტოობა, სხვათაგან ზურგის შექცევა, ეს იქნება მისთვის იმის ინდიკატორი, რომ შეიცნო სამყარო.
,,როცა სხვებში აღძრავთ დაფრთხალი სიბრალულისა და ათვალწუნების ნაზავს, უკვე გეცოდინებათ, რომ კარგ და სწორ გზაზე დგახართ. სწორედ ამ დროს უკვე შეგიძლიათ, დაიწყოთ წერა.“


ეტაპი 2. გამოთქმა


მას მერე, რაც გამოსცდით ამქვეყნად ყოფნის ტანჯვას, დაგროვილი ენერგია უნდა დაიცალოს, უნდა გადაიქცეს წერის მუდმივ პრაქტიკად. უნდა გამოიმუშაოთ ერთგვარი სტრუქტურა თქვენთვის, მოქმედების პრინციპთა ერთობლიობა, რომელიც სიტყვას ფორმას მისცემს, მანამდე კი საშუალებას, რომ ამოითქვას. იმისათვის, რომ პოეტმა წეროს, ფორმაში გაწაფვა სულაც არ არის საკმარისი, თანდათანობით გარკვეული ალქიმია იჩენს თავს შინაარსსა და ფორმას შორის. სწორედ ეს ანიჭებს ღირებულებას პოეტურ სიტყვას. თითოეულმა პოეტმა ეს განსაკუთრებული ალქიმია რომ აღმოაჩინოს, უელბეკი ურჩევს, ბევრი წერონ. მთავარი წერის პრაქტიკაა:
,,ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად, ახალი ფორმა გამოიგონოთ. ახალი ფორმა იშვიათია. საუკუნეში ერთი თუ გამოჩნდება, უკვე კარგია... პოეზია არ არის ენაზე მუშაობა, ეს არ არის მთავარი... ნუ იმუშავებთ! ლექსების წერა არ არის მუშაობა, ლექსის წერა ტვირთი და მოვალეობაა... იფიქრეთ სტრუქტურაზე, იფიქრეთ ძველ სალექსო ფორმებზე, ვერსიფიკაცია ძლიერი საშუალებაა, რომ გათავისუფლდეთ შინაგანად.“


ეტაპი 3. ,,გადარჩენა“


როგორც კი მოიხელთებს წერის რიტმს, პოეტის წინაშე სხვა საკითხი ჩნდება: როგორ უზრუნველყოს საკუთარი თავი მატერიალურად? ბუნებრივია, ის ცდილობს, თავი აარიდოს ყველაფერ იმას, რაც გამოიწვევს მის დასასრულს. სიძნელე ისაა, რომ იგი იძულებულია, თავის სარჩენად შეეგუოს სამსახურს, ისეთ სამუშაოს, რომლითაც თავსაც გაიტანს და წერის გაგრძელების საშუალებაც ექნება, რადგან სწორედ წერაა მისი არსებობის ერთადერთი მიზანი. წერის გარეშე ის თავისებურ სიცარიელედ იქცევა.
პოეტის ადგილი საზოგადოებაში ,,წყეული პარაზიტის“ ადგილია. ის საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ეკონომიკური პროდუქტიულობის მნიშვნელოვან და დიდ მოძრაობაში. ის გარკვეული დროით პატიოსნად მუშაობს, არ შეუძლია დიდად აქტიურობა, და ამის გამო ათავისუფლებენ. მერე დგება ხანგრძლივი უმუშევრობის პერიოდი ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე: ის მეორეხარისხოვანი ხდება. მთავარია, ფხიზლად იყოს და გონივრულად მოიქცეს. მისი მგრძნობელობა ბოლომდე უნდა გამოიცადოს და ეს უნდა მოხდეს საარსებო პირობებისგან დამოუკიდებლად. როცა მთლიანად დაიკმაყოფილებს პირველად მოთხოვნილებებს - კვების, ჩაცმა-დახურვის, საცხოვრებლის, ამქვეყნად ცხოველივით იქნება, ყველა გრძნობა გაუმძაფრდება და შესძლებს აღმოაჩინოს ყველაზე მიჩქმალული მშვენიერებაც კი, რომელიც მისთვის იქნება შთაგონება.
,,მცირე პროფესიონალურ ჩარევას შეუძლია მოიტანოს გარკვეული ცოდნა საზოგადოების ქმედებაზე, შემთხვევით გამოსადეგი მომავალი ნაწარმოებისთვის. თუმცა ხელმოკლედ ყოფნას კიდევ სხვა ცოდნა მოაქვს. იდეალი არის ცვლილება. ცხოვრების სხვა სინამდვილე, როგორიცაა, მაგალითად, ჰარმონიული სექსუალური ყოფა, ქორწინება, ბავშვები, სარგებლის მომტანიც არის და ნაყოფიერიც. მაგრამ თითქმის შეუძლებელია ამის მიღწევა. ამ მხრივ, ხელოვანებისთვის, უნდა ითქვას, რომ სრულიად ,,უცნობი ტერიტორიებია.“


ეტაპი 4. უნდა დააკაკუნო ხელსაყრელ ადგილზე


იყო პოეტი, ნიშნავს განჩხრიკო სინამდვილე მშვენიერების ძიებისას. უნდა აჩვენო ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ; წარმოაჩინო სიტყვათა გარკვეული ხელსაყრელი მთლიანობა, სამყაროს ერთგვარი ხედვა, რომელიც მხოლოდ შენეულია. ერთი შეხედვით შეიძლება მარტივი ჩანაფიქრია, მაგრამ სირთულე გამოყენებულ საშუალებათა ოსტატობის კოდშია. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ენობრივ საშუალებათა ერთიანობა იგულისხმება. უელბეკი პოეტის ზუსტ მიზანს და ამოცანასაც გვაცნობს.
,,ემოცია სჯაბნის მიზეზობრივ ჯაჭვს; მხოლოდ მას შეუძლია შეგვაგრძნობინოს საგნები თავის თავში. პოეზიის საგანი სწორედ ამ აღქმისა და შეგრძნების გადაცემაა.“
ამ განსაზღვრებას თუ მივყვებით, ავტორს თავისუფლად შეუძლია გაავლოს პარალელი პოეზიასა და ფილოსოფიას შორის. ისინი, მისი აზრით, ორი მონათესავე დისციპლინაა, რომლებიც იკვლევენ ,,საგნებს თავის თავში“, მაგრამ პოეზია განსხვავდება სინამდვილის მიმართ ,,წმინდად ინტუიციური“ მიდგომით. ფილოსოფია კი მოქმედებს ,,ინტელექტუალური რეკონსტრუქციით“. პოეზია და ფილოსოფია ერთმანეთით იკვებებიან, სამყაროს წვდომის ორი ერთმანეთთან თავსებადი საშუალება აქვთ, ასე აყალიბებენ სამყაროს ხედვას, გამომდინარე გონებრივი და ემოციური გამოცდილებიდან.
რაც შეეხება პოეზიის საგანს, რასაკვირველია, ეს საკითხი დაისმის ავტორის წინაშე, თუმცა მას მხოლოდ ერთადერთი რამ მოეთხოვება - კეთილსინდისიერება. გაბედულება კი პოეტის მნიშვნელოვანი თვისებაა. ის უნდა ჩაეწეროს საზოგადოების მიმართ დინების საწინააღმდეგოდ მოძრავთა შორის, თავისი ფუნქცია კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ უკეთ გაიკვალოს გზა ჭეშმარიტებისკენ.
,,ყოველ საზოგადოებას გამძლეობის გარკვეული ზღვარი აქვს, ასევე აქვს მტკივნეული ადგილები. დაადეთ თითი ჭრილობაზე და მაგრად დააჭირეთ. ჩაუღრმავდით ისეთ თემებს, რომლებზეც არავის სურს საუბარი. გამოაჩინეთ დეკორის უჩინარი მხარე, მიუთითეთ ავადმყოფობაზე, აგონიაზე, სიმახინჯეზე. ილაპარაკეთ სიკვდილზე, დავიწყებაზე, ეჭვზე, გულგრილობაზე, ფრუსტრაციაზე, უსიყვარულობაზე; ბილწსიტყვაობასაც არ მოერიდოთ, მართალიც იქნებით. “
გარემომცველ სინამდვილეზე დაკვირვება უნდა მიიღო ჭეშმარიტების ძიების პირველსაწყისად, საფუძვლად. ეს წიგნი არის მცდელობა, განსაზღვროს, თუ რა შეიძლება იყოს დღევანდელი პოეზია. უნდა შეაღწიო, უნდა მოიცვა ,,ჰიპერმარკეტები“, ,,მიწისქვეშა პარკინგები“ და ისინი პოეზიის საგნად უნდა აქციო.
პოეტმა, უპირველესად, თავის თავი სრულად უნდა შეიცნოს, არც თავი უნდა მოიტყუოს და არც მკითხველი მოატყუოს, არ უნდა დაზოგოს ძალები, მთელი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოიყენოს.

ცხადია, საფასური მძიმეა, ძვირად გიჯდება ყოველივე ეს, გზის ბოლოს არის ტანჯვა და მარტოობა. მაგრამ უხამსობითა და უგემოვნობით გაჯერებულ სამყაროში პოეტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მან აღტაცების უნარი უნდა დააბრუნოს, იქაც უნდა აღმოაჩინოს პოეტური, სადაც ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი. ეს არის, გარკვეულწილად, გზავნილები მკითხველისთვისაც.
,,რაც უფრო უახლოვდებით ჭეშმარიტებას, მით უფრო იმატებს მარტოობა. შენობა შეიძლება დიდებულია, მაგრამ ცარიელი. დადიხართ ცარიელ დარბაზებში და თქვენივე ნაბიჯების ხმა გიბრუნდებათ. გამჭვირვალე და უცვლელი ატმოსფეროა, საგნები სტატუეტებად ქცეულან. ხანდახან ტირილს იწყებთ, ისეთი სიცხადით ჩანს ეს ულმობელობა. ალბათ, უკან დაბრუნებას არჩევდით, არცოდნისა და შეუცნობლობის ბურუსში, მაგრამ მშვენივრად იცით, რომ უკვე ძალიან გვიანია. გააგრძელეთ. არ შეშინდეთ. ყველაზე უარესი უკვე გავლილია. რა თქმა უნდა, ცხოვრება კვლავაც გაგტანჯავთ; თუმცა თქვენ მასთან ბევრი აღარაფერი გესაქმებათ. გახსოვდეთ: უკვე მკვდარი ხართ; უკვე მარადისობის პირისპირ დგახართ.“
,,იცოდეთ, რომ იქნებით მთლად მარტო. ადამიანთა უმრავლესობა შეეწყობა ცხოვრებას, მერე კი მოკვდება. თქვენ ცოცხალი თვითმკვლელი იქნებით.“
,,ცოცხლად დარჩენა“ კარია, ერთგვარი გასაღებია უელბეკის პოეტური სამყაროსა და ფილოსოფიური აზროვნებისა. ეს არის გადარჩენის მეთოდი მომავალი პოეტისთვის.
,,მკვდარი პოეტი აღარ წერს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ცოცხალი დარჩეთ“, - ეს არის პოეტისთვის უმთავრესი: გადარჩეს იმისთვის, რომ წეროს. ტანჯვა მხოლოდ აძლიერებს და ამძაფრებს პოეტურ აზროვნებას, ამიტომ ,,ყოველგვარი ტანჯვა კარგია, ყოველგვარი ტანჯვა თავის ნაყოფს იღებს, ყოველგვარი ტანჯვა თავისებური სამყაროა.“
,,ცოცხლად დარჩენა“ უელბეკის თავისებური აღსარებაც არის, აქ მას ზედმეტი შელამაზება და ყალბი ნაივურობა არ სჭირდება, გულახდილი და გულწრფელია ყოველ სიტყვაში, ყოველ ფრაზაში და, რაც არ უნდა დეპრესიული და მარტოსული მოგვეჩვენოს, სწორედ ეს არის მისი ნამდვილი მდგომარეობა და ნამდვილი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი. უელბეკი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც დეპრესიის, იმედგაცრუებისა და თრობის გარეშე ის აღარ იქნება, რაც უნდა იყოს, თავის ნამდვილ სახეს დაკარგავს.

ბმული:
* https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=176

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ქეთევან კოკოზაშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთევან კოკოზაშვილი   ქეთევან კოკოზაშვილი EmptyTue Nov 26, 2019 4:11 pm

ქეთევან კოკოზაშვილი Keteva19

ქეთევან კოკოზაშვილი

გიიომ აპოლინერი

2018 წელი საფრანგეთში გიიომ აპოლინერის წლად იყო გამოცხადებული. მისი გარდაცვალებიდან უკვე 100 წელი გავიდა.

მ ე ვ რ ჩ ე ბ ი დ რ ო კ ი გ ა დ ი ს

გიიომ აპოლინერი


არავინ იცის ზუსტად, ლეგენდაა თუ სინამდვილე, რომ როდესაც აპოლინერმა თავისი პირველი პოეტური კრებულის, - „ალკოჰოლების“, - საცდელი ეგზემპლარები მიიღო, აღმოჩნდა, რომ პუნქტუაციის ნიშნები მთლიანდ გამოტოვებული იყო. პოეტს არ მოუთხოვია არავითარი შესწორება, მოეწონა კიდეც, საინტერესოც მოეჩვენა და გადაწყვიტა, წიგნი ამ სახით გამოცემულიყო. შემდეგ ბევრმა პოეტმა მიბაძა მას. პუნქტუაციას ზოგჯერ მთლიანად გამოტოვებდნენ ხოლმე, ზოგჯერ - ნაწილობრივ. ამგვარად, ლექსი ენაში თითქოს კიდევ უფრო მეტი თავისუფლების სივრცედ იქცა. ამ ხერხის გამოყენებით აპოლინერი მიანიშნებს, რომ ზოგჯერ საინტერესოა გაურკვევლობისა და დაბნეულობის შემოტანა, ხანდახან მკითხველი უნდა ორჭოფობდეს, მეტს ფიქრობდეს ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობის გარკვევისას, სტრიქონები ერთმანეთისგან უნდა გამომდინარეობდნენ, ან, სულაც, ისე უნდა ახდენდნენ ერთმანეთზე გავლენას, რომ იქმნებოდეს ერთი მთლიანობა. ზოგჯერ შეიძლება იყოს ,,პოეტური ბოდვაც“, ბუნდოვანი აზრიც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია პოეტურად. ამას ემატება სრული თავისუფლება და ექსპერიმენტები ვერსიფიკაციული სიახლეების მხრივ. პოეტი ხან ჩვეულებრივ მიჰყვება ტრადიციულ ფორმებსა და მეტრიკას, ხან სრულიად ახალ ფორმას გვთავაზობს და მოგვიანებით, „კალიგრამების“ უჩვეულო გრაფიკულ-ვერსიფიკაციული ციკლიც ჩნდება. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული „სიახლის“ ეფექტი ჰქონდა, ისევე, როგორც ტრადიციული რითმიანი სტროფებით აგებულ ლექსში ადგილ-ადგილ ვერლიბრის ცოტა პრეტენზიულ გამოჩენას ან პირიქით - ვერლიბრში რითმიანი მონაკვეთების ჩართვას.
მაგალითად, „ალკოჰოლებში“ აპოლინერს არ უცდია, ლექსები ყოფილიყო თემატიკით, ესთეტიკით, ან სხვა ნიშნით გაერთიანებული და დალაგებული. ფრანგი ლიტერატორი ჟორჟ დუამელი კრებულს „ძველმანებით მოვაჭრის ფარდულსაც“ კი ადარებს, თუმცა, მიუხედავად განსხვავებულობისა, ელეგიური, სიმბოლისტური, მისტიკური ხასიათის ლექსებს შორის არის გაცილებით სიღრმისეული ერთიანობა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. „ზონა“ კი ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით სრულიად განსხვავებული ლექსია და გასაგებია მისი განსაკუთრებული ადგილი არამხოლოდ „ალკოჰოლებში“ და აპოლინერის შემოქმედებაში.
აპოლინერი ფრანგულ პოეტურ ტრადიციებს ეფუძნება და ცდილობს მასთან ნოვატორული ხედვის შერწყმას. მისთვის მნიშვნელოვანია პოეზიის ევოლუცია, განახლება და, როცა ვლაპარაკობთ მისი შემოქმედების მოდერნისტულობაზე და საერთოდ, მოდერნიზმზე, სწორედ ეს უნდა იგულისხმებოდეს - წარსულთან მუდმივი კავშირი და მომავლის განჭვრეტა, მომავლის პოეზიის შექმნა. თავად კი, თუ მოდერნულობაზე ლაპარაკობდა, ყოველთვის მხოლოდ იუმორით, ირონიითა და დისტანციით.
აპოლინერის პოეზია არის კულტურის სხვადასხვა მიმართულების შერწყმა: კუბისტური ტილოები, გადმოტანილი პოეზიაში; ნატიფი ლირიზმი, შერწყმული მისტიკურ წიაღსვლებთან; მოკლედ, აპოლინერმა შექმნა სრულიად ახალი პოეტური სამყარო. როგორც თავად წერს, „ზეგარდმო ყოვლისშემძლე ძალა, შესაძლოა, ყოველდღიურად ცვლის საგანთა წესრიგს, ეწინააღმდეგება მიზეზებსა და შედეგებს... რათა შექმნას მოვლენათა ახალი თანმიმდევრობა, ახალი რეალობა.“
თვისებრივად ახალი ლექსი კი მოითხოვდა კითხვის სხვაგვარ თვისებებს, მკითხველისგან მოითხოვდა უნარს, ეთანამშრომლა პოეტთან, ანუ ლექსის შინაარსთან, ტექსტის მთლიანობასთან. მართლაც, მისი ლექსების კითხვა თავისებური ორგანიზებული პროცესია, წარმოსახვა ერთვება ლექსის გაგებაში და ინტერპრეტაციის საკმაო საშუალებას იძლევა.
აპოლინერმა სრულიად განაახლა, ერთგვარად გააძლიერა კიდეც პოეტური ენა. იგი ხშირად არღვევს გრამატიკულ ნორმებს, ან სიტყვებს იმგვარად აკავშირებს, რომ აზრი უაღრესად ბუნდოვანია და სათქმელის მოხელთება ძალიან ჭირს.
კლასიკური მწერლობა იცავდა და მიჰყვებოდა აზრს: „ხელოვნება, მწერლობა სათქმელის ნათლად გამოთქმა-გამოხატვაა“. ამ მოსაზრებას უპირისპირდება აპოლინერი თავისი შემოქმედებით ცნობიერად თუ არაცნობიერად და სრულიად ათავისუფლებს პოეზიას ყოველგვარი კლიშეებისგან. „ალკოჰოლები“, რომელიც 1913 წელს გამოჩნდა, იყო თანამედროვე პოეზიის ერთგვარი მანიფესტი და თავისებურ პოეტურ სკოლად იქცა. მან მისცა მიმართულება თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა დარგს, იქცა ზოგადად მოდერნიზმის განვითარების საფუძვლად. აქ ჩანს სახვითი ხელოვნება, შეზავებული პოეზიასთან, გამოვლენილი მარტო ლექსის შინაარსში კი არა, ფორმაშიც. ერთ-ერთ წერილში ის თავად წერს: „პოეტი რომ ხარ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა რამის გაკეთება არ შეგიძლია.“ „კალიგრამები“ არის სწორედ პოეზია, გრაფიკა და პლასტიკა, წარმოდგენილი კომპლექსურად.
აპოლინერი ადრევე ფიქრობდა წიგნად გამოცემას, მაგრამ მალე დაიწყო ომი და პოეტის გარდაცვალებამდე შვიდი თვით ადრე ძლივს მოხერხდა ამ ნამუშევრების ერთად თავმოყრა. აპოლინერს, როგორც ჩანს, უნდოდა ეჩვენებინა, რომ მარტო პოეტი კი არა, მხატვარიც იყო. კალიგრამების პირველი ნიმუშები შესრულებულია აკვარელითა და გუაშით. ის არის პოეტი-მჭვრეტელი, ხედავს, როგორ ვითარდება ახალი ტექნიკა, კინო, ფოტოგრაფია და ამიტომ პოეზიაშიც საჭიროდ მიიჩნევს ახალ ფორმათა ძიებას. მისი აზრით პოეზია ვერ დარჩება უბრალო ნაბეჭდი ტექსტი.
თვითონ სიტყვაც, “კალიგრამები“, აპოლინერის მოგონილია, გამომდინარე სიტყვებიდან -კალიგრაფია და იდეოგრამია. „კალიგრამები“ არის სიტყვათა და ფორმათა თამაში, ლექსი-ნახატი. სიტყვები ხატავენ სიგარას, საათს, მტრედს, ზოგჯერ კი ფურცელს გადაუვლიან წვიმის წვეთებად თუ პირველ მსოფლიო ომში ბრძოლის ველზე მიმავალი მატარებლის სახით. კალიგრამების უმრავლესობა ფრონტზეა შექმნილი და მათი ადრესატები არიან საყვარელი ქალები, ლუ და მადლენი. ომსა და ბრძოლებს ის ასე უძლებდა - ლექსებში ახდენდა გრძნობებისა და დაძაბული ყოველდღიურობის ტრანსფიგურაციას, სიტყვების ასეთ პრიზმაში გარდატეხვისას კი იქმნებოდა გასაოცარი სინთეზური პოეზია.
ისევე, როგორც კუბისტების ტილოებზე, სინამდვილე აქაც ასახულია კოდირებულად. აპოლინერის პოეზიაშიც კოდირებულია პოეტური ენა და საგანი წარმოდგენილია ხშირად ორგანზომილებიან სივრცეში. ამიტომ არის, რომ ზოგიერთმა ლიტერატორმა მის პოეზიას „კუბისტური პოეზიაც“ კი უწოდა.
საბოლოოდ, თუ დაისმება კითხვა ლიტერატურული მიმდინარეობის შესახებ, უნდა გავიხსენოთ, რომ თავად აპოლინერმა 1909 წელს ერთ-ერთ გამოსვლაში დაასახელა „ახალგაზრდა პოეზიის“ ორი ფუნდამენტური დაჯგუფება - ერთი მხრივ, უნანიმიზმი და მეორე მხრივ, პოეტები, რომლებიც თანამშრომლობდნენ 1903 წელს მის მიერ დაარსებულ ჟურნალთან, მაგრამ პოეტი საკუთარ თავს არ მიაკუთვნებდა არცერთ სკოლას, არცერთ პოეტურ დაჯგუფებას. მას მიაჩნდა, რომ იყო ყველასგან განსხვავებული და ქმნიდა სულ სხვაგვარ პოეზიას, ახალი ესთეტიკით. თუმცა, ზოგჯერ ერთია, რას ამბობს, რას ფიქრობს, როგორ აფასებს პოეტი თავის შემოქმედებას და მეორეა, ერთიან ლიტერატურულ კონტექსტში მოგვიანებით როგორ იკვეთება საერთო ვითარება და, შესაბამისად, როგორ განიხილება მისი პოეზიის ადგილი და თავისებურებები. ეს ყოველივე კი ერთი ფრაზით შეიძლება გამოითქვას - აპოლინერი ახალი ფრანგული პოეზიის ფუძემდებელია.


სხეულის ცხრა კარი

ძალიან მნიშვნელოვანია აპოლინერის ეპისტოლარული მემკვიდრეობა არა მხოლოდ თავისთავად, არამედ მისი პოეზიის ნიუანსების, მისი ნატიფი ლირიზმისა და მელანქოლიის უკეთ გასაგებად. წერილებში ერთმანეთს ერწყმის პოეზია და ყოველდღიური ცხოვრების პროზა. წერილებს თან ახლდა ლექსები, მიძღვნილი საყვარელი ქალებისთვის.
მხატვარ მარი ლორანსენის სიყვარულს უკავშირდება მის შემოქმედებაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ლექსი, მათ შორის, “ზონა“ და “მირაბოს ხიდი“, რომელიც მასთან კამათისა და განშორების შემდეგ დაწერა. “მირაბოს ხიდი“, ერთი შეხედვით, ტრადიციული ლექსია თავისი სიმბოლიკით - სიყვარული, წარმავალი დრო, თუმცა ეს უნივერსალური თემატიკაა და ლექსში შერწყმულია ახალ ფორმასთან, რიტმთან, რითმებთან, ლირიზმთან და მუსიკალურობასთან:

„მირაბოს ხიდქვეშ მიღელავს სენა
და ტრფობა ჩვენი
უნდა მახსოვდეს ჭირთა დათმენა
რომ ტანჯვა უძღვის წინ ყოველ ლხენას.

მწუხრი დგება და რეკავს საათი
მე ვრჩები დრო კი გადის ტაატით“


* * *

აპოლინერის, მისი პოეზიის განსაკუთრებული ინსპირაციის წყარო იყო დიდი სიყვარული ლუს მიმართ (განთქმული ლუიზ დე კოლინი-შატიონი). ამიტომ უაღრესად საინტერესოა მათი მიმოწერა. აქ უბრალოდ ხელოვნება და პოეზია კი არ იჩენს თავს, არამედ იგრძნობა უმძაფრესი ეროტიკული პულსაციაც. რასაკვირველია, ეროსში იგულისხმება „ხელოვნების სიყმაწვილე“ და ის აპოლინერის ლექსების იმპულსად იქცევა. ლექსი „ჩემი სიყვარულის აჩრდილი“ ამის დასტურია. ქალი შეხვედრისთანავე ხიბლავს პოეტს და მასაც მაშინვე უყვარდება. ჩნდება ინტენსიური და, იმავდროულად, ეფემერული გრძნობა. აპოლინერმა ლუს მისწერა ასობით წერილი, რომლებშიც არის დიდი სიყვარულის გამოვლენა. აქ ერთმანეთს ერწყმის ფანტაზია და რეალობა. თითქმის ყოველ წერილს თან ახლავს ლექსი, ზოგს რამდენიმეც. ლუ იყო მისთვის განსაკუთრებული შთაგონების წყარო. ერთი წერილი კი იმით გამოირჩევა, რომ ჯერ ჩვეულებრივად მისწერა ქალს, მერე კი ცნობილ, მშვენიერ ლექსად აქცია: „ჩემო ლუ, ახლა მინდა კვლავ სიყვარულზე გელაპარაკო. ის ისე შემოიჭრება ხოლმე გულში, როგორც მზე ეფინება დღეს, მერე კი შოლტივით მოიქნევს სხივებს, რომ ჩვენი სულები ცხოველჰყოს. ჩემი სიყვარული მხოლოდ შენი ბედნიერებაა. და მეც მხოლოდ შენი გაბედნიერება მსურს. ეს სიყვარული ტკივილამდე მგზნებარე უნდა იყოს. ჩემი სურვილი შენს მშვენიერებასა და სურვილებს ერწყმის. ო, აი, კვლავ ჩემ წინ დგახარ მთლად შიშველი, მომხიბვლელი, ჩემგან გაღმერთებული. შენს მკერდს ხურმისა და ველური ლეღვის გემო აქვს. თეძოს ტკბილი ხილიც როგორ მიყვარს. ძვირფასო, ზღვის ქაფი ხარ, ქალღმერთის მშობელი... ვიწვი შენს ცეცხლში და შენს სიყვარულში. ფენიქსივით ყოველდღე ვკვდები და ხელახლა ვიბადები.“
ბევრჯერ უცდიათ გიიომისა და ლუს ხანმოკლე და უმძაფრესი სიყვარულის ახსნა. მაგრამ უცბად და ასე ძლიერად გაღვივებული გრძნობა ვერ იქნებოდა ხანგრძლივი. მალე განელდა ეს გიჟური სიყვარული, უცებ დაიშრიტა ენერგია, თან გიიომის არმიაში გაწვევა და მათი ფიზიკურად შორს ყოფნაც გარდაუვალი იყო. გარდა ამისა, ლუიზი ძალიან თავისუფალი ქალი იყო, პარალელურად სხვა კავშირებიც ჰქონდა, ამ მხრივ „საბრალო პოეტი“, აპოლინერი, ვერაფერს გააწყობდა. თითქმის ერთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ და პოეტმა ლუსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.
წერილები ორივე მხრიდან გამოირჩევა ინტენსიური მძაფრი ეროტიზმით, რასაკვირველია, ყოველგვარი ვულგარულობის გარეშე: „ძვირფასო, დღეს დიდი გრძნობათღელვაა, ძალიან მსურხარ, ძალიან, მეტისმეტად აღგზნებული ვარ. დიდხანს ვუყურე პატარა ფოტოს, მასზე ბალახებში ხარ, სახის მარცხენა პროფილით, ლამაზი შიშველი მკლავი იდაყვდაყრდნობილი გაქვს, სახეზე სიამოვნება გემჩნევა, დიდი სიამოვნება, მომხიბლავი ხარ ამ პატარა, გამორჩეულ სურათზე და მინდა, აქ, გვერდით მყავდე შიშველი, ლამაზი უკანა მხარე ოდნავ ზემოთ გქონდეს აზიდული და მემორჩილებოდეს... გაღმერთებ, ჩემო ძვირფასო, ჩემო პაწია!..“ ანდა ნაწყვეტი სხვა წერილიდან: „ხვალ ლექსებს დაგიწერ. დღეს ბევრი სამუშაო მაქვს, ხომ სასაცილოა?.. გკოცნი სულ მთლიანად, გაღმერთებ, ჩემო ძვირფასო, ხელში გიყვან, ნელ-ნელა გარწევ და გეალერსები საყვარლად, საყვარლად.“
აშკარაა, რომ მათ ერთმანეთი ნამდვილი გრძნობით უყვარდათ და თუკი დაშორდნენ რამდენიმე თვეში, ალბათ იმის გამო, რომ მხურვალე ეროტიკული ნდომისა და სურვილის მამოძრავებელი „აპოლონი“ დაიშრიტა. გარდა ამისა, პოეტი სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რაზეც მიანიშნებს ლექსში “მელანქოლიური დარაჯი“:

„რისთვის ძგერ გულო ჩემო
მელანქოლიურო დარაჯო
ვუმზერ სიკვდილს და ღამეს...“

მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ზოგჯერ „ლამაზია ომი“, ეს მაინც სიკვდილის პირისპირ მყოფის საბედისწერო სიხარულია, სხვა არაფერი. ეს უმძიმესი ყოფაა ჯარისკაცისა თხრილებში, ტალახში, ცივილიზებული ყოფისგან შორს.
ბოლოს, როდესაც ქალის წერილები იკლებს, აპოლინერი განშორების მოახლოებას გრძნობს, თუმცა ხანდახან წერილებში გაკრთება ხოლმე იმედი, რომ ლუს სულ ეხსომება ის და მისი პოეზია, ეხსომება, რადგან მან დაწერა, ენის საშუალებით ლექსებში გარდასახა მისი სიყვარული, პოეტური ფორმა მოუძებნა და ასე მოხდა მისი, როგორც პოეტისა და ასევე ლუს იდენტიფიცირება.


* * *

უკვე ჯარში მომსახურე გიიომი ხვდება მადლენ პაჟეს, კოლეჯის ლიტერატურის მასწავლებელს და იწყება ახალი სასიყვარულო ამბავი. ისინი ერთმანეთს მატარებელში შეხვდნენ 1915 წლის 2 იანვარს, როცა ორი დღით გათავისუფლებული პოეტი ნაწილში ბრუნდებოდა. ამ შეხვედრის დროს მოულოდნელად იშვა უდიდესი გრძნობა, შემდეგში წერილებში გაგრძელებული. დისტანცია ვერ აღმოჩნდა ხელის შემშლელი: პოეტის წარმოსახვა რეალობად აქცევს მას და ასე ტრანსფორმირდება პოეზიად უცაბედად, იმპულსურად გაჩენილი მოულოდნელი სიგიჟე და აპოლინერისთვის ახალი, ძალიან ძლიერი ინსპირაციის წყაროდ იქცევა.
მადლენის წერილები შემონახული არ არის, აპოლინერისას კი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღირებულება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ბევრი რამ მეორდება სხვადასხვა სასიყვარულო ბარათში. აპოლინერმა ნამდვილად იცის ქალებთან ლაპარაკი. თუმცა აშკარაა, რომ მადლენისგან ის თითქმის კულტს ქმნის. მათი სიყვარული უფრო და უფრო იხვეწება და ღრმავდება წერილიდან წერილამდე. ზოგჯერ იმ დროისთვის ცოტა უცხო და უჩვეულოა პოეტის ენა: „გაღმერთებ, ჩემო საყვარელო, მშვენიერება ხარ, ჩემი სამოთხე ხარ, გეხვევი ძლიერად, გიჟურად, ისე მსურხარ, არასდროს არცერთი ქალი ასე არ მსურვებია.“
როცა ვლაპარაკობთ ამ წერილებში ეროტიზმზე, აქ აპოლინერი ნამდვილად არასდროსაა ერთფეროვანი. გარდა ამისა, ეტყობა ლიტერატურული ტექსტების გავლენა, თუმცა, რასაკვირველია, ის სრულიად ბუნებრივია ამ შემთხვევაში. საყვარელ ადამიანთან ეპატაჟი არც გამოვა და არც სადმე იგრძნობა.
„მარწყვის ნაყინი საუკეთესო იქნება, ნაყინი მადლენი, ჩემს პირში ჩამდნარი...
როგორც სიზმარში ამიყვანიხარ, ისე გიყვან ახლა ხელში, გიკოცნი თმებსა და ლამაზ პირს“ (1915 წ. 5 აგვისტო).
ეს წერილები არ არის უბრალო, ჩვეულებრივი ეპისტოლარული ჩანაწერები, აპოლინერისთვის მადლენი ლუს მსგავსად და იქნებ უფრო მეტადაც ინსპირატორია უფაქიზესი ლირიკული პოეზიისა. ამიტომ ამ შემთხვევაშიც წერილებს ხშირად თან ერთვის ლექსებიც.

„მელოდით და თან გეკეთათ თითზე
არყოფნასავით უფერული ალუმინის სადა ბეჭდები
ნაზი ვით ხსოვნა
რიჟრაჟისფერი ლითონი ჩვენი სიყვარულისა
ო ბარათებო უძვირფასესო“

აპოლინერი ამ ლექსში ახსენებს მადლენისთვის გაგზავნილ ბეჭდებს, რომლებიც ყუმბარების ნამსხვრევებისგან დაამზადა. ერთხელ კი სულაც კალიგრამა დაწერა ჭურვის ნამსხვრევზე და მისი გაგზავნაც მოახერხა. ზოგჯერ კი ხდება პირიქით - ჯერ ლექსი იწერება, მერე კი მოგვიანებით ის რომელიმე წერილში აისახება.
ლექსი „შენი სხეულის ცხრა კარი“ 21 სექტემბერს არის გაგზავნილი. „საიდუმლო ლექსი ახლავს ჩემს წერილს და ის შენ გეკუთვნის“, - წერს აპოლინერი მადლენს. ეს კი ოქტომბრის ბოლოს დაწერილი ბარათიდანაა: „ნამდვილად არის ავხორცობა და განცხრომა ტანჯვაში. განსაკუთრებით ქალისთვის უნდა იყოს ნაცნობი ეს ავხორცობა. კაცს, რომელსაც მთლიანად უყვარს ქალი, ძლიერი ვნებით შეუძლია შეაგრძნობინოს სწორედ ასეთი მწვავე ავხორცობა (მანამდე ქალისთვის სრულიად წარმოუდგენელი), ოღონდ განუზომელი სიტკბოებით, ვიდრე ვინმე პირუტყვს უსიყვარულოდ, ძალის ხმარებით. ამ დროს სრული ურთიერთთანხმობაა და, როცა ერთი ხელი დაცოცავს
მე-8 კართან, მეორე კერტებთან არის, ბაგეები კი ერთმანეთს ეძებენ და ერწყმიან განუშორებლად, სიამით". საინტერესოა ნაწყვეტი ამ საკმაოდ მოზრდილი ლექსიდან:

„მადლენ ეს ლექსი მხოლოდ შენია,
ჩვენი სურვილის პირველი ლექსი
პირველი ლექსი იდუმალი ო როგორ გეტრფი
დღე საამოა ომიც ისე საამო არის სიკვდილსაც შევძლებ!!!
ჩემო გოგონავ იქნებ არ იცი? ცხრა კარია სხეული შენი
შევიცან შვიდი ფარულია ორი კარები
ოთხს დავეუფლე შემოჭრილი მე შენში ვრჩები
ჯერ მოგიხელთე ვარსკვლავ-თვალებით
შემოვაღწიე მერე ყურებით სიტყვებია ჩემი თანმდევი.

და მერვე კარი ჩემი სატრფოს მშვენიერების
არცოდნავ ჩემო მავთულხლართებში ფლანდრიის მთვარის აგონიურ შუქში მავალ უსინათლო მებრძოლებს ჰგავხარ
ან ვინმე მკვლევარს მშიერ-მწყურვალს შუა ტყეში სიყვარულით მკვდარს
ხარ ერებოსზე უფრო პირქუში
უფრო წმინდა ვიდრე დოდონი
და ეწაფები კასტალიაზე ანკარა წყაროს
აქ ჩემი ტრფობა ჰპოვებდა ტაძარს
და როს შეღებავს სისხლი კარიბჭეს უბიწობის წარმტაცი მონსტრის
ვპოვებდი იქ და ამოვაფრქვევდი ცხელზე ცხელსა და მწველ გეიზერს
ო მადლენ ჩემო სიყვარულო
უკვე მერვე კარიბჭესაც ვფლობ.“

ამ სასიყვარულო-ეროტიკულ ტექსტებში ხშირად ჩართულია აპოლინერის მოსაზრებები ლიტერატურაზე, ამა თუ იმ კონკრეტულ მწერალზე. ის საუბრობს რომენ როლანზე, კოლეტზე (20 ოტომბერი. 1915 წ.) ერთ წერილში რეტიფ დე ლა ბრეტონზე წერს და მიაჩნია, რომ დიდია მისი გავლენა რუსულ ლიტერტურაზე: “გრძნობების გამოვლენა და დაჩოქება მეძავის წინ, ასე დამახასიათებელი რუსული ლიტერატურისთვის, სწორედ მისგან მოდის“ (14 სექტემბერი 1915 წ.). ზოგჯერ სამხედრო ცენზურა აიძულებს მას, მიმართოს კოდირებულ ენას, ზოგადად კი ერთ საინტერესო დასკვნას აკეთებს ფრონტულ ჩანაწერებზე: „ჩვენს წერილებს, რასაკვირველია, კითხულობენ ცენზორი-ოფიცრები. როდესაც ამაზე დავფიქრდი, ვთქვი, რომ ეპისტოლარული ხელოვნება ხელახლა იბადება, ყოველი მათგანი ეცდება დაწეროს რაც შეიძლება უკეთ, გამოძებნიან სათქმელის ახალ, განსხვავებულ ფორმებს, ეცდებიან კარგად მიახვედრონ ერთმანეთი.“ (11 აგვისტო. 1915 წ.)
ეს წერილები რომანივით იკითხება. „მადლენ, ვისაც არ უყვარს, ის დაკარგულზე მეტია“, - წერს პოეტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აპოლინერის სიყვარულებშიც (აქ მრავლობითი რიცხვი უნდა გამოვიყენო), მის მიმოწერაშიც, ყოველ ინსპირაციაში საბოლოოდ მაინც მისი პოეზიაა.


ბმული:
* https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=279

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ქეთევან კოკოზაშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთევან კოკოზაშვილი   ქეთევან კოკოზაშვილი EmptyTue Nov 26, 2019 4:15 pm

ქეთევან კოკოზაშვილი Keteva20

არტურ რემბოს პირადი მიმოწერიდან

შარლევილის კოლეჯის მოსწავლე, 16-17 წლის არტურ რემბო, საფრანგეთის ერთი პატარა მხარიდან, არდენიდან, წერილებს სწერს ცნობილ პოეტებს, თავს აცნობს, ლექსებს უგზავნის, დახმარებას სთხოვს, უნდა, რომ დაბეჭდონ ლიტერატურულ ჟურნალებში.
რემბოს მემკვიდრეობიდან ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მისი ეპისტოლარული ნაწილი. ამ წერილებმა, თავის მხრივ, მისი სიკვდილის შემდეგ გამოიწვია უამრავი მიმოწერა, არაერთი მძაფრი პოლემიკა, დაიწერა გამოკვლევები.
ბევრი ლიტერატორის აზრით, ეს ჩანაწერები არის კლასიკური წერილების ნიმუში. მიმოწერა პირადია, მაგრამ რამდენიმეში საუბარია ზოგადად, ლიტერატურაზე, უფრო კონკრეტულად, პოეზიაზე, მისი განვითარების გზაზე, მის არსზე და თავისებურებებზე.
რემბო თავდაპირველად მიმართავს თეოდორ ბანვილსა და პოლ ვერლენს, იმ პოეტებს, რომელთა შემოქმედებაც წაუკითხავს და რომლებსაც გავლენიანად მიიჩნევს, მოგვიანებით ასევე ხვდება იმ დროისთვის ცნობილ პოეტს, პოლ დემენის. ამ წერილებით რემბო ცდილობს სიახლოვეს პარიზთან, სადაც, მისი აზრით, პოეტური ცხოვრების ცენტრია, სადაც ბევრი რამ ხდება – შეხვედრები, ურთიერთობები, სადაც იმყოფებიან ბანვილი, ვერლენი, ,,პარნასელთა“ უმრავლესობა, მათი გამომცემელი, ალფონს ლემერი.
,,რა ბედნიერი ხართ, რომ შარლევილში აღარ ცხოვრობთ“, – სწერს რემბო თავის კოლეჯის მასწავლებელს, იზამბარს, – ,,ვკვდები, ვიხრწნები ერთფეროვნებაში, სიბინ- ძურეში, პირქუშ გარემოში“. ასეთი იყო მისთვის პროვინციის ყოფა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ იგი რამდენჯერმე გაიპარა სახლიდან და პარიზში ისე გაიქცა, ჯიბეში ერთი სუც არ ედო.
განსაკუთრებით საინტერესოა ორი წერილი, 1871 წ. 13 მაისისა, იზამბართან გაგზავნილი და იმავე წლის 15 მაისისა, პოლ დემენის რომ სწერს. ეს წერილები ცნობილია ,,ნათელმხილველის“ სახელწოდებით. რემბო მასწავლებელს მოკლე წერილს უგზავნის და მხოლოდ რამდენიმე ფრაზაში აყალიბებს თავის მთავარ სათქმელს: ,,…პოეტობა მსურს, ნათელმხილველობა მწადია… უზარმაზარი ტანჯვა-წამებაა, მაგრამ ძლიერი უნდა იყო, პოეტად უნდა იყო დაბადებული“. პოეტს კი იგი გაცილებით უფრო არგუმენტირებულ, უფრო ვრცელ, ერთგვარ მიმოხილვით წერილს წარუდგენს, განსაკუთრებით ვრცლად ეხება მე-19 ს. პოეტურ ვითარებას. ეს უკანასკნელი ჩანაწერი სცილდება ჩვეულებრივი წერილის ფორმას. ტექსტი ვრცელია, ისტორიული წიაღსვლებით. აქ თითქოს რემბოს ეპისტოლარული სტრატეგია ჩანს, ჯერ ვერსად ბეჭდავს, არადა ბევრი აქვს სათქმელი. სწორედ ამიტომ, ცნობილ პოეტს წერილის ფორმით უტარებს ლექციას ლიტერატურის, პოეზიის შესახებ. აყალიბებს ერთგვარ პოეტურ კონცეფციას, სრულიად დარწმუნებულია საკუთარ მოსაზრებებში, თამამად საუბრობს უკვე ცნობილ პოეტებზე, ფორმას უწუნებს ბოდლერს, თუმცა ,,პოეტთა მეფედ“, პოეზიის მეტრად მიიჩნევს, მაგრამ თვლის, რომ ,,მისი ფორმა მოზომილია“.
ცნობილ პოეტებთან გაგზავნილ წერილებს თან ერთვის რემბოს ლექსებიც. ,,ნათელმხილველის“ ტექსტში ჩართულ ლექსებს თავადვე აფასებს – ,,როგორი რითმებია, ო, როგორი რითმები!“ ეს არის ერთგვარი ხერხი, ასე ასაბუთებს იგი წერილში განვითარებულ არგუმენტებსა და მოსაზრებებს, განსაკუთრებით ფორმის შესახებ ვრცელ საუბარს.
პოლ დემენისთან გაგზავნილი ე. წ. ,,ნათელმხილველის“ წერილი, უფრო სწორედ, პოეტურ-ეპისტოლარული ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია რემბოს პოეზიის, მისი პოეტური ხედვის უკეთ გაგებისთვის.
ამ დროს ის მხოლოდ ჩვიდმეტი წლისაა, თუმცა ცხრამეტი წლისამ ყველაფერი თქვა, ყველაფერი დაწერა, ყველაფერი ახსნა, ყველაფერი შეცვალა: გამოიგონა ახალი ენა, ახალი ფერები, ბგერები, მუსიკა. ალბათ, არავის შეუძლია, ზუსტად ახსნას, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ვერლენის აზრია ძალიან საინტერესო: ,,არტურ რემბო არდენის მხარიდან იყო და მალე დაკარგა ადგილობრივი ლამაზი კილო, ამ კუთხის ხალხისთვის დამახასიათებელი სწრაფი ასიმილაციის უნარი ჰქონდა. იქნებ ამითაც აიხსნება მისი ნიჭის სწრაფი დაშრეტა პარიზის მცხუნვარე მზის ქვეშ, აქ გაუჭირდა წინაპრებივით მეტყველება, მათი ენა ხომ, მთლიანობაში, უშუალო, სწორი და სრულიად უტყუარი იყო!” იქნებ ზოგჯერ მართლაც აქვთ დიდ ქალაქებს, დედაქალაქებს, მეგაპოლისებს სწორედ ასეთი გავლენა.

მთარგმნელი


თეოდორ ბანვილს

ძვირფასო მაესტრო!
ახლა სიყვარულის თვეა. მე თითქმის ჩვიდმეტი წლისა ვარ… ეს, როგორც ამბობენ, იმედებისა და ქიმერების ასაკია და მე კი მუზამ შემახო ხელი სულ მთლად ბავშვს. მაპატიეთ, თუ ეს ბანალურია – ჩემს კეთილშობილურ რწმენას, იმედებს, შეგრძნებებს, ყოველივე ამას, პოეტურს, მე გაზაფხულს ვუწოდებ.
იცით, რატომ გიგზავნით რამდენიმე ლექსს ლემერის, კარგი გამომცემლის ხელით? იმიტომ, რომ ყველა პოეტი მიყვარს, ყველა დიდი პარნასელი, პოეტი ხომ პარნასელია, გატაცებული უზენაესი მშვენიერებით. თქვენში უფრო ის მომწონს, რომ რონსარის ჩამომავალი ხართ, 1830 წლის ოსტატთა თანამოძმე, ნამდვილი რომანტიკოსი, ნამდვილი პოეტი, აი, ესაა მიზეზი, იქნებ სიბრიყვეა, მაგრამ მაინც…
ორ წელიწადში, ან შესაძლოა, ერთშიც, პარიზში ვიქნები. მე პარნასელი ვიქნები!
ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ ვარ და აღმასვლა მინდა… გეფიცებით, ძვირფასო მაესტრო, მუდამ ორ ქალღმერთს ვეთაყვანები მხოლოდ – მუზასა და თავისუფლებას.
ამ ლექსების კითხვისას ძალიან ნუ შეიჭმუხნებით. ძვირფასო მაესტრო, როგორ ძალიან დამაიმედებდით და გამახარებდით, თქვენი მონდომებით Credo in unam პიესად რომ ქცეულიყო და მცირე ადგილი ჰქონოდა პარნასელთა შორის. მე მოვიდოდი პარნასის ბოლო აქტზე: ეს იქნებოდა პოეტთა Credo!.. ო, ამბიციები!

არტურ რემბო

ნეტავი ჩემი ლექსები თუ დაიმკვიდრებდნენ ადგილს თანამედროვე პარნასზე? განა არ არიან ისინი პოეტთა ნდობის ღირსნი?
მე ცნობილი არა ვარ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? პოეტები ხომ თანამოძმენი არიან.
ამ ლექსებს სწამთ, უყვართ, იმედი აქვთ; სულ ეს არის. ძვირფასო მაესტრო, ცოტა მიბიძგეთ, ახალგაზრდა ვარ, ხელი წამაშველეთ…
1870 წ. 24 მაისი

ჟორჟ იზამბარს

თქვენ რომ დაგტოვეთ, ერთ დღეში უკვე შარლევილში დავბრუნდი. დედაჩემმა მიმიღო და მეც აქ ვარ… სულ მთლად უსაქმოდ. დედა პანსიონში იანვარში წამიყვანს.
აი, როგორ ვასრულებ სიტყვას.
ვკვდები, ვიხრწნები ერთფეროვნებაში, სიბინძურეში, პირქუშ გარემოში.
რა გინდათ? რომ უფრო მეტად შევიყვარო და გავაღმერთო თავისუფალი თავისუფლება და კიდევ ბევრი რამ ,,შესაბრალისი“, არა? უნდა გავმგზავრებულიყავი დღესვე, შემეძლო კიდეც, ახალ სამოსშიც გამოვეწყე, მერე კი გავყიდდი საათს და გაუმარჯოს თავისუფლებას! მაგრამ დავრჩი! კვლავაც არაერთხელ მოვიწადინებდი წასვლას. რა უნდა, ქუდი, ფარაჯა, მერე კი ორივე ხელი ჯიბეებში და წახვალ და ეგ არის! მაგრამ დავრჩები! დიახ, დავრჩები. შევასრულებ, რასაც დაგპირდით. ამას გავაკეთებ, რომ თქვენი ნდობა მოვიპოვო. თქვენ ხომ ასე მითხარით. მე ამას დავიმსახურებ.
თქვენი დიდად მადლიერი ვარ და, დღესდღეობით თუ ვერ მოვახერხე, ოდესმე მაინც გამოვხატავ. ამას დაგიმტკიცებთ. თქვენთვის რაღაცის გაკეთებას აუცილებლად შევძლებ, მოვკვდები და გავაკეთებ, სიტყვას გაძლევთ.
კიდევ რამდენი რამის თქმა მინდა… ომია: მეზიერში არ არის შტაბი. როდისთვის იქნება, ამაზე არავინ არფერს ამბობს. შევასრულე თქვენი დავალება ბატონ დევრიერთან, თუ კიდევ რამეა საჭირო, არ დაგზარდებით. აქეთ-იქით პარტიზანული სროლებია. იდიოტიზმის საძაგელი გამონაყარივით არის ასეთია ხალხის აზროვნება. საშინელებაა.
1870 წ. 2 ნოემბერი
ჟორჟ იზამბარს

თქვენ ისევ მასწავლებელი ხართ. ვალში ვარ საზოგადოებასთანო, – ასე მითხარით. ახლა მასწავლებელთა რიგებს ეკუთვნით. ისევ რუტინას უნდა მიჰყვეთ. მეც არ ვღალატობ პრინციპებს: ცინიკურად ვსაუბრობ; მივაგნებ ხოლმე ძველ კოლეჯელ გამოთაყვანებულებს: ქცევით თუ სიტყვით რისი შეთხზვაც შემიძლია, – სისულელე, სიბინძურე, მავნე რამ მათ ვუზიარებ. ისინი კი კათხა ლუდითა და გოგონებით მიხდიან. Stat mater dolorosa dum pendet filius. საზოგადოების მიმართ მეც ვალდებულად ვთვლი თავს, ასეა, მართალიც ვარ. ამჟამად თქვენც მართალი იყავით. საბოლოოდ პრინციპად გექცათ სუბიექტური პოეზია: ჯიუტად ცდილობთ, დაუბრუნდეთ საუნივერსიტეტო თავლას, ბოდიში, ასეა! საბოლოოდ ასე დაასრულებთ – იქნებით კმაყოფილი ადამიანი, რომელმაც არაფერი არ გააკეთა, იმიტომ რომ არ უნდოდა გაკეთება. თქვენი სუბიექტური პოეზიაც იქნება საშინლად უღიმღამო. იმედი მაქვს და, ალბათ, სხვებსაც სჯერათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენს პრინციპად იქცევა ობიექტური პოეზია; გულწრფელად მჯერა, ამას ვიხილავ. მე ვიქნები მუშა, ეს აზრი მიპყრობს, როცა ზოგჯერ გიჟური სიშმაგე მიბიძგებს ხოლმე პარიზის ბრძოლებისკენ. იქ ხომ ამდენი მუშა კვდება სწორედ ახლა, თქვენ რომ გწერთ. ახლა მუშაობა? არავითარ შემთხვევაში; მე ამბოხებული ვარ.
ახლა, რაც შეიძლება თავზე უნდა ავიღო ხელი. რატომ? იმიტომ, რომ პოეტობა მსურს, ნათელმხილველობა მწადია. თქვენ ამას სრულიად ვერ გაიგებთ და ვერც აგიხსნით; შეუცნობელი უნდა შევიცნო, ყველა აზრი და გრძნობა უნდა გადავასხვაფერო. უზარმაზარი ტანჯვა-წამებაა, მაგრამ ძლიერი უნდა იყო, პოეტად უნდა იყო დაბადებული. მე ჩემში პოეტი შევიცანი და სულაც არ ვცდები. ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, ასე ვფიქრობ-მეთქი. უკეთესი იქნება, თუ ვიტყვი-ასე ჩამიფიქრეს. ბოდიშს ვიხდი სიტყვათა თამაშისთვის.
,,მე“ უკვე სხვა არის.
ჩემგან გულითადი სალამი. რემბო 1871 წ. 13 მაისი

პოლ დემენის 1871 წ. 15 მაისი
გადავწყვიტე, ერთსაათიანი გაკვეთილი ჩაგიტაროთ ახალ ლიტერატურაში.
მიყოლებით ვიწყებ თანამედროვე ფსალმუნს:
პარიზის ომის სიმღერა
,,ცხადზე ცხადი გაზაფხულია…’’ და ა.შ.
არტურ რემბო.
აი, ესაა პროზა პოეზიის მომავლის შესახებ.
მთელი ანტიკური პოეზია საბოლოოდ მაინც ბერძნული პოეზიაა, ჰარმონიული ყოფა, – საბერძნეთიდან რომანტიკულ მოძრაობამდე, – შუა საუკუნეებია, – არიან ლექსის მწერლები, განათლებული ხალხი. ენიუსიდან თეროლდუსამდე (თეროლდუსზე სნობი არავინაა), თეროლდუსიდან კაზიმირ დელავინამდე ყველაფერი მხოლოდ გარითმული პროზაა, თამაშია, მდორეა ყოველივე, არაერთი იდიოტური თაობის განდიდებაა: რასინი ხალასია, ძლიერია, დიდია. მას რითმებს ჰპარავდნენ; ნახევარტაეპებს წაუშლიდნენ და აურევდნენ ხოლმე. არ გვეცოდინებოდა ,,ღვთიური შეშლილი’’, ისევე, როგორც არ ვიცით ორიგინალის პირველი ავტორი. რასინის შემდეგ სიტყვათა თამაშს ხავსი მოედო, არადა მთელი ორი ათასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ყოველივე.
არც ხუმრობაა, არც პარადოქსია. გონება შთამაგონებს, რომ ყოველგვარი ზედმეტი ფორიაქის გარეშე ვირწმუნო – ახალგაზრდა საფრანგეთი კვლავ თავისუფალია სიახლეების მიმართ. წინაპრებმაც მშვენივრად იცოდნენ, რომ შინ ხარ, შენს ქვეყანაში!
რომანტიზმი არასდროს ფასდებოდა სწორად; ან ვის უნდა შეეფასებინა? კრიტიკოსები! რომანტიკოსები ცხადყოფენ, რომ სიმღერა ძალიან იშვიათად არის სრულყოფილი ნაწარმოები, რადგან, შესაძლოა, მომღერალს არც კი ესმოდეს ნამღერის აზრი.
,,მე’’ ხომ სულ სხვა რამ არის. თუკი სპილენძი აჟღერებს საყვირს, მისი რა ბრალია. ჩემთვის ცხადი ხდება: მე თანაშემსწრე ვარ ჩემივ აზრების ჩასახვისა, ვუყურებ, ვუსმენ: ხემს ავიქნევ: და სიმფონია შინაგანად შემძრავს, თითქო ერთი ხელის მოსმით დაიპყრობს სცენას.
ადრინდელ ბრიყვ ადამიანებს ,,მე’’ რომ მცდარად არ გაეაზრებინათ, უხსოვარი დროიდან ამდენ ჩონჩხს არ მოვისვრიდით სანაგვეზე! მათი შეზღუდული აზროვნების ნაყოფს, ავტორთა ამაო ღაღადისს.
საბერძნეთში, როგორც ვთქვი, ლექსი და ლირა რიტმულად შეწყობილები არიან: ამის მერე მუსიკა და რითმები აღარაფერია, თამაშია. ამ მხრივ წარსულის შესწავლა ხიბლავთ ცნობისმოყვარეებს. ზოგიერთებს სიამოვნებთ ამ ანტიკური სიძველეების განახლება: ცდილობენ მოირგონ. უნივერსალური გონი თავისთავად უარყოფს მსგავს შეხედულებებს. ადამიანები გარკვეულწილად აგროვებდნენ გონების ნაყოფს, შემდეგნაირად იქცეოდნენ: წერდნენ წიგნებს, პროცესები ისე მიდიოდა, ადამიანი არ ირჯებოდა, ჯერ არ იყო გამოღვიძებული, ჯერ არ იყო ოცნებაში სრულად ჩაფლული. ნამდვილ მოხელეებს, მწერლებს, ავტორებს, პოეტებს, შემოქმედებს არც კი უარსებიათ.
თუ ადამიანს პოეტობა სურს, უპირველესად თავის გონებასა და ცოდნას აანალიზებს, სულის ძიებაშია და ცდილობს, განჭვრიტოს, განჩხრიკოს, შეისწავლოს და, როგორც კი მიიჩნევს, რომ შეიცნო და ჩასწვდა, მერე ავითარებს. ეს თითქოს იოლია, ყველას ტვინში მიმდინარეობს ბუნებრივი განვითარების პროცესი. იმდენი ადამიანი (თავკერძა) აცხადებს დღეს თავს პოეტად. არიან ისეთებიც, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ინტელექტუალურ განვითარებაზე! თუმცა სულს იმახინჯებენ: კომპრაჩიკოსების* მსგავსად. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სახეს მეჭეჭებით დაიფარავს.
ვამბობ, რომ ნათელმხილველი უნდა იყო, ნათელმხილველად უნდა იქცე.
პოეტი თავის თავში ქმნის ნათელმხილველს ყოველგვარი მნიშვნელობისა და აზრის ხანგრძლივი, ყოვლისმომცველი, უზარმაზარი და გონივრული ცვალებადობით; სახეს უცვლის სიყვარულის, ტანჯვის, სიშლეგის ყოველგვარ ფორმას. ის გამუდმებით საკუთარი თავის ძიებაშია; ყოველგვარ საწამლავს გამოსცლის, რომ სამუდამოდ ჩასწვდეს მათ არსს, ატაროს მათი გემო, ენით უთქმელი ტანჯვა-წამებაა ყოველ ჯერზე და მოითხოვს სრულიად ზეადამიანურ ძალ-ღონეს. სწორედ ამიტომ პოეტი ხდება ყველაზე დიდი ავადმყოფი, ყველაზე დიდი დამნაშავე, ყველაზე დიდი შეშლილი, – და უზენაესი მეცნიერი! რადგან ის სწვდება შეუცნობელს! მან უკვე განავითარა სული და მდიდარია, როგორც არავინ! ის შეუცნობლამდე აღწევს და, როცა გაშმაგებულია, რადგან ჰგონია, თითქოს მოვლენების ხედვის უნარი დაკარგა, სწორედ მაშინ ჭვრეტს და შეიცნობს ყოველივეს! დაე, ჩაძაღლდეს ამ უამრავ, გაუგონარ მოვლენათა შორის, ამ ხტუნვა-ხტუნვაში გამოჩნდებიან მეტად და მეტად მშრომელები და განაგრძობენ იმ ჰორიზონტებიდან, სადაც წინამორბედმა ჩაიჩოქა.
აქ ტექსტს შევწყვეტ და მეორე ფსალმუნს ჩავურთავ: თუ შეიძლება, მომისმინეთ, არ დაიზაროთ, ყველა მოიხიბლება. ხემი მიჭირავს ხელში და ვიწყებ:
,,ჩემი პატარა შეყვარებულები“
და ა. შ.
ა.რ.

მე, საბრალო თავგზააბნეულს, უკვე შვიდი თვეა, რაც ერთი სპილენძის მონეტაც არ მჭერია; მეშინია, საფოსტო გზავნილის თანხა, 60 სანტიმი რომ არ დაგახარჯვინოთ, თორემ გამოგიგზავნიდით ჩემს ,,პარიზელ შეყვარებულებს“- ას ჰეგზამეტრს და ,,პარიზის გარდაცვალებას“ – ორას ჰეგზამეტრს! ახლა კი განვაგრძობ:
პოეტი მართლაც ცეცხლის მომტაცებელია!
ის დავალებულია კაცობრიობისგან, თვით ცხოვრებისგანაც კი; მან უნდა გაგრძნობინოს, გაგაგონოს, განგაცდევინოს თავისი თხზულება. იგი ფორმის მიღმა არსებულს ფორმას აძლევს, უფორმობიდან ფორმას ქმნის, ახალი ენის აღმომჩენია.
თუკი ბოლოსდაბოლოს, ყოველი სიტყვა აზრია, უნივერსალური ენის დროც დადგება! აკადემიკოსი უნდა იყო, ნამარხზე დიდი ხნისა, რომ ნებისმიერი ენის ლექსიკონი სრულჰყო. სუსტები ანბანის პირველსავე ასოზე ფიქრს დაიწყებდნენ, ის კი მალევე გაშმაგებით გააპანჩურებდა.
ეს იქნება ენა სულისა სულისთვის, ყოვლისმომცველი, სურნელთა, ბგერათა, ფერთა, იქნება აზრთა თანმიმდევრობა. პოეტი კი განსაზღვრავდა უნივერსალურ სულში გარკვეულ დროს აღძრული შეუცნობლის ოდენობასაც კი; ეს უფრო მეტის მომცემი იქნებოდა, ვიდრე მისი აზროვნების ფორმულა, ვიდრე მისი პროგრესისკენ მსვლელობის ნიშნები! ამ შემთხვევაში უჩვეულო გადაჭარბება ჩვეულებრივი ხდება, ყველაფერში ჩანს, იგი მართლაც იოლად შეძლებს სიახლეების გავრცელებას; ნახავთ, რომ ეს იქნება მატერიალისტური მომავალი: – ეს ლექსები, გამუდმებით ციფრებითა და ჰარმონიით აღსავსე, იმისთვის შეიქმნება, რომ მარად იარსებონ. ეს ჯერ კიდევ ბერძნულ პოეზიაზე ითქმის. მარადიულ ხელოვნებას თავისი ფუნქციები აქვს. პოეტებიც ხომ მოქალაქეები არიან. პოეზია რიტმულად და თანმიმდევრულად კი აღარ მიჰყვება და შეესაბამება მოვლენებს, არამედ წინ გაუსწრებს ყოველივეს.
მოგვევლინებიან ასეთი პოეტები! ეს მაშინ, როცა აღარ იქნებიან ქალებზე მუდმივად დამოკიდებულები, ქალი იცხოვრებს თავისთვის და თავისი თავის გამო. და, თუ მანამდე ეს საძაგელი კაცი ქალს უკან ჩამოიტოვებს, მაშინ უკვე თვით ქალიც გახდება პოეტი! ქალიც შეძლებს, ჩასწვდეს იდუმალს. ნეტავ მათი აზრთა სამყარო თუ განსხვავდება ჩვენგან? ის აღმოაჩენს ბევრ რამეს, უცხოს, მიუწვდომელს, საშინელს, საამოს; ჩვენ მივიღებთ და გავიგებთ მათსას.
ველოდოთ და მოვთხოვოთ პოეტებს სიახლე – სხვა იდეები და ფორმები! ყველა ნიჭიერს ჰგონია, რომ ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაგრამ ასე არ არის.
პირველი რომანტიკოსები ნათელმხილველები იყვნენ, ოღონდ თვითონ ამას ვერ აცნობიერებდნენ. მათი სულების კულტურა ფათერაკებში დაიწყო: მიტოვებული, ოღონდ ცეცხლმოკიდებული ლოკომოტივები, ცოტა ხნით ლიანდაგებზე მდგარნი; ლამარტინი დროდადრო ნათელმხილველია, ოღონდ შეზღუდულია, მოძველებული ფორმა ზღუდავს; – ჰიუგო მეტისმეტად ჯიუტია. ბოლო ტომებში მართლაც რომ შეეძლო ხილვა; ,,საბრალონი“ ნამდვილი ლექსია. ახლა ხელთ მაქვს ,,სასჯელნი“; ,,სტელას“ მიხედვით, დაახლოებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ვიქტორ ჰიუგოს ხედვა. რამდენი ბელმონტე, ლამენე, და კიდევ ბევრი დიდი ადამიანია წასული.
მიუსე თოთხმეტჯერ უფრო საზარელია ჩვენთვის, ტკივილიანი და ოცნებებით შეპყრობილი თაობებისთვის. როგორ შეურაცხგვყო მისმა ანგელოზებრივმა სიზანტემ! ო, უფერული ზღაპრები და ანდაზები! ო, ,,ღამე-ები“! ო, ,,როლა“! ო, ,,ნამუნა“! ო, ,,თასი’! ყოველივე ფრანგულია, ე. ი. უაღრესად საძაგელი; ფრანგულია, ოღონდ არა პარიზული! ამ საზარელი გენიის კიდევ ერთი ნაწარმოები, რომელიც რაბლემ, ვოლტერმა, ჟან ლაფონტენმა შთააგონეს, მუსიე ტენის კომენტარებით! მიუსეს გონება, გაზაფხულური! მომხიბლავია მისი სიყვარული! სწორედ აქ არის მომინანქრებული ფერწერა, ძლიერი პოეზია. დიდხანს დაგვატკბობს ფრანგული პოეზია, ოღონდ საფრანგეთში. ყოველ ბაყალ ბიჭს შეუძლია, რამე გითხრას ,,როლადან“*, სემინარიის ყოველ მოსწავლეს უბის წიგნაკში ხუთასამდე რითმა მაინც ექნება ჩანიშნული. თხუთმეტი წლის ასაკში ეს გრძნობათღელვა ახალგაზრდებში ვნებებს აღძრავს. თექვსმეტი წლისანი უკვე მთელი გულით ყვებიან. ყოველი თვრამეტი წლის კოლეჯის მოსწავლე, თვით ჩვიდმეტისაც კი, ვისაც შეუძლია, თავის ,,როლას“ ქმნის, თავის ,,როლას“ წერს! იქნებ ვიღაც ახლაც კვდება ამის გამო. მიუსე კი არ ქმნიდა, იყო ხილვები, თავისთავად, საფარველს მიღმა არსებული. მან მხოლოდ თვალები მილულა. ფრანგია, არაფრისმქონე, კოლეჯის მერხზე ყავახანიდან მოტორღიალდა, ლამაზი სიკვდილი მოკვდა, ნუღარ ვიწვალებთ, ნუ გავაღვიძებთ ჩვენი უმსგავსობებით!
რომანტიკოსების მეორე თაობა მეტად ნათელმხილველია: თეოფილ გოტიე, ლეკონტ დე ლილი, თეოდორ ბანვილი. თუმცა უხილავის ჭვრეტა და გაუგონარის გაგება სულ სხვა რამ არის და გონებით წვდომა თუნდაც უსულო რაღაცის, სხვაა.
ბოდლერი პირველი ნათელმხილველია, პოეტთა მეფეა, ნამდვილი ღმერთია, თანაც მას ხომ დიდებულ ხელოვანთა შორის მოუწია ცხოვრება. თუმცა ასე ნაქები მისი ფორმა მოზომილია. შეუცნობლის წვდომა კი ახალ ფორმებს დაჟინებით ითხოვს.
ძველ ფორმებთან შეურიგებლები: გულმართალთა შორის: რენომ შექმნა თავისი ,,როლა“! გრანდემ შექმნა თავისი ,,როლა“! გალები და მიუსე, ლაფე-ნესტრი, კორანი, პოპელენი, სულარი, სალე, ახალბედები, მარკი, ეკარი, ტერიე, გარდაცვლილნი და გადარეულნი: ოტრანი, ბარბიე, პიშა, ლემუაინი, დეშამები, დეზესარები; ჟურნალისტები: კლადელი, რობერ ლიუზარში, დე რიკარი; ფანტაზიორები: მენდე, ბოჰემის მიმდევრები; ქალები, ნამდვილი ტალანტები, ლეონ დიერი და სიული პრიუდომი, კოპე; ახალ სკოლას ანუ პარნასელებს ორი ნათელმხილველი ჰყავს: ალბერ მერა და პოლ ვერლენი, ნამდვილი პოეტი. დიახ, მეც ვცდილობ, ნათელმხილველად ვიქცე!

მალე მიპასუხეთ, რადგან რვა დღეში უკვე პარიზში ვიქნები.
ნახვამდის. რემბო. 1871 წ. 15 მაისი

ერნესტ დელაჰეის
ძვირფასო მეგობარო! ქვემოთ, აკვარელით შესრულებულ ნახატზე ხედავ
ჩემს ახლანდელ მდგომარეობას.
ო, ბუნებავ! ო, დედავ, ჩემო!
რა მომაბეზრებელია! ეს გლეხები როგორ ძალიან მიამიტები არიან! საღამოს ორი ან მეტი ადგილი უნდა მოიარო, რომ ცოტა დალიო. მადერამ აქ ძალიან შავ დღეში ჩამაგდო.
არ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი ამ ყოფას. თუმცა მაინც დავაღწევ. მენატრება ის მკაცრი ჩარლისტოუნი, უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა და სხვ. მაინც გამუდმებით ვმუშაობ, პატარა ამბებს ვწერ პროზად.. სათაურია: ,,წარმართული წიგნი“ ან ,,ზანგი წიგნი“. ცოტა ბრიყვულია და უმწიკვლო! ო, უმწიკვლობა! უმწიკვლობა! უმწ… მოსაბეზრებელია!.
ვერლენს შენთვის უნდა მოეცა ერთი უბრალო დავალება, იქნებ მოლაპარაკებოდი ბატონ დევენს, ნორესის სტამბის მბეჭდავს: ჩემი აზრით, დევენს შეუძლია დაბეჭდოს ვერლენის წიგნი ხელსაყრელ ფასად და წესიერად (თუ ნორესივით საძაგლად არ მოიქცევა, მას შეუძლია, ჩასვას კლიშე, მცირე მიმოხილვაც!).
სხვა რა გითხრა. მთელი არსებით დამიპყრო ბუნების ჭვრეტამ. შენი ვარ, ო, ბუნებავ! ო, დედავ ჩემო!
ხელს გართმევ იმ იმედით, რომ კვლავ მიხილავ მთელი ძალებით ამუშავებულს.
ვერლენს შენთვის შეხვედრა უნდა დაეთქვა კვირას 18 სთ-ზე, ბულიონში. მე ვერ შევძლებ იქ წამოსვლას, თუ მიხვალ, ის აუცილებლად გადმოგცემს ჩემს ან თავის რამდენიმე პროზაულ ნაწყვეტს. მერე შენ მე მომაწვდი.
დედაჩემი ჩარლისტოუნში ივნისში დაბრუნდება. ეს უეჭველია და მეც შევეცდები, ცოტა ხანს დავრჩე ამ ლამაზ ქალაქში.
მზეს ძალა აღარა აქვს, დილაობით ყინავს, გუშინწინ ვოზიერში ვიყავი პრუსიელების სანახავად. ეს არის პრეფექტურა 10 000 მოსახლით, აქედან შვიდ კილომეტრშია. ცოტა გავხალისდი.
მეტისმეტად შავ დღეში ვარ, არც წიგნი, არც კაბარე ახლო-მახლო, არც გარეთ ხდება რამე. საშინელებაა ეს ფრანგული სოფელი. ჩემი ბედი ამ წიგნზეა დამოკიდებული, მისთვის თორმეტიოდე მწვავე ამბავი მაინც უნდა შევთხზა. როგორ დავწერო აქ რამე მწვავე. ამ ამბებს არ გიგზავნი, თუმცა სამი უკვე მზად მაქვს. ძალიან მაგარი რამეებია. ასეა!
ნახვამდის. ყველაფერს ნახავ.
რემბო.

1873 წ. მაისი

* კომპრაჩიკოსები – ადამიანები, რომლებიც შუა საუკუნეების ევროპაში ბავშვებს იტაცებდნენ, ამახინჯებდნენ და ყიდდნენ მასხარებად.

* ,,როლა“ – ვრცელი პოემა, რომელიც შედგება 784 ლექსისაგან. პოემამ უდიდესი წარმატება ჰპოვა. აქ მიუსე ჰყვება პარიზის ყველაზე აღვირახსნილი და გარყვნილი ადამიანის შესახებ. პოეტი თითქოს ეწინააღმდეგება წინა საუკუნის ფილოსოფოსებს. მიუსეს აზრით, მათ დააჩქარეს რწმენის გაქრობა და გაამეფეს უსიყვარულო ავხორცობა. როლას სახით პოეტი ცდილობს, დახატოს ღმერთისგან მიტოვებული საუკუნის თაობა, რომელიც ფიქრობს, რომ ბედნიერება შეუძლებელია და რჩება მხოლოდ ლოთობა და სუიციდი.

ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კოკოზაშვილმა

ბმული:
* http://arilimag.ge/არტურ-რემბოს-პირადი-მიმო/

study


Last edited by Admin on Tue Nov 26, 2019 4:34 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ქეთევან კოკოზაშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთევან კოკოზაშვილი   ქეთევან კოკოზაშვილი EmptyTue Nov 26, 2019 4:22 pm

Temour Chkhetiani . Poèmes
Traduit du géorgien par Ketevan Kokozashvili

LA CABANE

Nous nous sommes cachés de la pluie dans une cabane.
Avant cela, nous marchions ensemble dans la forêt;
Nous regardions, écoutions tout avec joie.
Regardions les arbres et les fleurs,
écoutions le chant des oiseaux et le bruissement des feuilles,
nous étions si heureux de l'air frais, de l'eau claire et l'un de l'autre…

Nous nous sommes cachés de la pluie dans une cabane.
La pluie nous a suivis pas à pas et nous a mouillé,
Mais elle est restée à la porte
Et n'est pas entrée
Avec nous
Où notre rire battait
Contre les murs.

Puis nous nous essuyions
les cheveux, les yeux, les visages avec une seule serviettes.
Il pleuvait encore et la pluie faisait du bruit sur le toit de notre cabane
Et claquait à la porte.
Après cela, la nuit tombait mais nous pouvions toujours nous voir l'un l'autre…
Mais enfin en pleine obscurité
Tes épaules, tes seins, tes hanches éclairaient les ténèbres.
Il faisait frais, mais tes bras étaient chauds
Et tes lèvres étaient brûlantes,
Et dans la cabane le lit étroit en bois
Était large et doux…

Peu à peu, la pluie s'est tue.
La pluie nous a quittés et s’ en est allée.
Et nous nous écoutions nous respirer dans ce silence.
Et nous sentions battre nos cœurs
Et ensuite, peu à peu, il a commencé à s’éclaircir,
A travers une petite fenêtre de notre cabane, la lune baissa les yeux
Et chuchotant elle a partagé avec nous ce secret:
“-Il n'y a rien de mieux ni de plus important
Sur la terre"…

Maintenant nous nous réveillons dans des villes différentes,
Eloignée par des centaines de kilomètres,
Dans deux villes différentes.
.
Nous nous réveillons au même moment, mais seuls:
Nous ouvrons les yeux sans joie.
Nous levons nos têtes d'un oreiller sans joie,
nous nous levons sans joie.
Et nous nous habillons.


Dans le même temps mais loin l'un de l'autre
Nous ouvrons nos fenêtres dans des villes différentes.
C’est une journée ensoleillée dans les deux.
Nous regardons par la fenêtre
Et voyons de différentes images
Dans deux villes éloignées par des centaines de kilomètres,
Nous voyons différentes choses,
Mais nous pensons à la même chose,
Nous nous sentons les mêmes,
Et nous nous rappelons les mêmes choses :
Nous nous sommes cachés de la pluie dans une cabane.


UNE IMAGE D’ UN JOUR

En attendant quelqu’ un ou quelque chose
Nous étions assis, deux poètes, devant le théâtre, sur les marches de l’escalier,
Nous causions et fumions.
Nous causions et regardions
Les voitures, traversant la place devant le théâtre;
Nous regardions aussi les bâtiments:
La maison, l’ école musicale et la banque.

Nous suivions du regard les pigeons, qui
De temps en temps s’ envolaient de la place,
S’ envolaient et se dispersaient.

Nous causions et regardions
La haute muraille d’ un vieux palais,
Très mystérieuse et si patiente
Dans toute cette ville, petite et jolie.
Nous étions assis, deux poètes, devant le théatre, sur les marches de l’ escalier
Non loin de nous, à gauche,
Un chien de couleur et de race inconnue
Dormait.


MANHATTAN DANS LA COUR

À Irakli Tskhvediani
Il est très facile d’appeler Manhattan
Ici, dans un village oublié de ce pays perdu,
Voilà dans cette cour,
Quand la fin de l’automne
Est si pleine de soleil et si chaude.
Emporte la chaise dans la cour, assieds-toi,
Ouvre la revue et lis,
Lis les poèmes de quelque Hans Promwell,
Oui, Promwell, il était aussi Cromwell,
Mais il écrivait autrement
Et maintenant nous ne nous intéressons pas vraiment à lui.
Lis les poèmes de Promwell
Et tu sentiras comment le grand et bruyant Manhattan
Entre dans ta cour silencieuse
Et comment tu passes toi aussi et te perds
Dans l’agitation et dans la solitude de Manhattan.
Oui, tu comprendras
Quelle petite distance est
De ta maison sale
Aux splendeurs de Manhattan ;
Et comme librement se place
L’agitation, l’effort,
La déception de là-bas
Et la solitude si énorme
Dans ta petite cour devant la maison…
,,Il est ennuyeux l’automne à Manhattan,
Quand tu n’aimes personne ».
Pas seulement à Manhattan…
Mais ici il y a du soleil et il fait chaud
Et l’ennui a disparu momentanément
Et avant qu’il revienne
Je me promène souriant dans mon Manhattan.
C’est l’automne -
Le soleil brille et il fait chaud…
Hans, qu’est-ce qui se passe là-bas ?
Quel temps fait-il à Manhattan ? ...

_____________________________
Traduit du géorgien par Ketevan Kokozashvili


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ქეთევან კოკოზაშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთევან კოკოზაშვილი   ქეთევან კოკოზაშვილი EmptyTue Nov 26, 2019 5:42 pm

არტურ რემბო

შეგრძნება

ზაფხულის ლურჯი ბინდბუნდია, გავყვები ბილიკს,
დამკაწრავს ყანა, გადავთელავ ბალახებს ველად,
აქ მეოცნებეს ფეხთ მეგება სიგრილე ლბილი,
ქარს მივნებდები, მიალერსებს მწირს თავშიშველას.
უტყვად ქმნილს თითქოს აღარც ფიქრი არ შემიძლია,
მხოლოდ სიყვარულს უსასრულოს მოუცავს სული,
ბოშა ქალივით შევერწყმები ბუნების წიაღს,
სვე-ბედნიერი, ვით უსაზღვროდ შეყვარებული.


* * *
ვარსკვლავის ცრემლი ბიბილოზე ვარდისფრად ელავს,
უსასრულობა თეთრი თხემით ტერფამდე გბურავს,
ზღვა, მეწამული, ღვივის ძუძუს კერტების ფერად,
შავსისხლცხებული კაცი, შენი მფლობელი სრულად.


ფავნის თავი

ფოთლების ტევრის ზარდახშა მწვანე,
აყვავებული ოქროსფრად, მქრქალი,
სად თვლემს ამბორი, ისე მგზნებარე,
თვით გარდაიხსნა უმალ მაქმანი .

დამფრთხალი ფავნი თვალებს აცეცებს,
წითელ ყვავილებს თეთრი კბილებით
წყვეტს, ღვინისფერი დაჰკრავს სახეზე,
ტუჩებს აელვებს გაღიმილებით.

ტოტიდან ტოტზე ციყვივით დახტის,
სიცილ-ხარხარით ფოთლებს ათრთოლებს,
ჩიტმა შეაკრთო და დარჩა სახტად
ტყის ოქროსფერი, მწველი ამბორი.


ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კოკოზაშვილმა



study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ქეთევან კოკოზაშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთევან კოკოზაშვილი   ქეთევან კოკოზაშვილი EmptyTue Nov 26, 2019 5:46 pm

გიიომ აპოლინერი

მთვარის ნათელი

მთვარე თაფლად იღვრება შეშლილია შლეგი
ღამეული ბაღნარი ეწაფება გზნებით
ვარსკვლავები ცის პირზე ფუტკრებია თითქოს
თაფლ-შუქისა ამოდ რომ ჩამოღვენთილიყო
სიტკბოება ზეციდან წვეთავს ნება-ნება
მთვარის სხივთა ლივლივით თითქოს თაფლი დნება
რა საამო განცდაა და რა იდუმალი
ზეციური ფუტკრების თითქოს მნესტრავს ალი
მაცდუნებელ სხივებით რომ ამივსო ხელი
და დაჰფინა გარემოს მთვარის თაფლისფერი.


დამშვიდობება

ვკრიფე მანანის ღეროთა წყება
და შემოდგომაც გარდაიცვალა
ამ ქვეყნად აღარ შევხვდებით მეტად
დრო-ჟამს მანანის სურნელი რჩება
გახსოვდეს გელი მუდამ და მარად


ღამის თევა

ჩიბუხი ღამის ჩიბუხი დღისა
და ბანგი ჩამოფენილი თმისა
ყავისფრად ღელვა სატრფოს ჩქერისა
თან მოლამუნე თან რარიგ მქისე
გამოღვიძება ლანდთა ელვისებრ.


ღამე რაინზე

თასში ალისფრად მოლიცლიცე ღვინო კამკამებს
შორიდან ისმის მენავეთა სიმღერა ნელი
შვიდი ფერია ვით იხილეს მთვარიან ღამეს
მწვანე დალალებს რომ იგრეხდნენ გრძლად ჩამოფენილს

იმღერეთ გზნებით როკვითა და ბზრიალ-ტრიალით
ყრუდღა მესმოდეს მენავეთა დუდუნა ხმები
სულ ყველა ქერა ლამაზმანი თმამოფრიალე
თვალმინაბული ყველა ქალი მომისვით გვერდით
მთვრალია მთვრალი რაინი და მიელტვის ზვარიც
თრთოლვით ირეკლავს ამ ღამეებს ოქროთი მოცულს
კვლავ ისმის ჰანგი იდუმალი მიმქრალი წყნარი
აბრუებს ზაფხულს ფერიების გრძნეული ლოცვა

დაიმსხვრა თასი გაიფანტა ირგვლივ ხარხარით


სნეული შემოდგომა

ხარ შემოდგომავ სნეული და წარმტაცი თვალთა
გარდაიცვლები როს გრიგალი გადუვლის ვარდთა
როცა ბაღნარებს
თოვლი დაფარავს
შემოდგომავ საბრალობელო
კვდები ქათქათში და სიუხვეში
თოვლისა და ხილის მწიფობის
ცის ტატნობზე
ლივლივებენ მიმინოები
ქვემოთ ჯუჯები და სადაფისთვალება ნიმფები წყლისა
რომ არ უწყიან მადლი ტრფობისა
შორს ტყის პირებზე გადაივლის
ბღავილი ირმის
ო მიყვარს მიყვარს შემოდგომის ხმათა ფინება
როს დაასკდება მიწას ხილი ხეს შერჩენილი
ტყეში ქარის აქვითინება
ყოველი ცრემლი ფოთოლ-ფოთოლ ჩამოღვენთილი
ფოთოლთა
გროვა
ვაგონთა
ქროლა
ცხოვრების
სრბოლა


მირაბოს ხიდი

მირაბოს ხიდქვეშ მიღელავს სენა
და ტრფობა ჩვენი
უნდა მახსოვდეს დარდის მოთმენა
რომ ტანჯვა უძღვის წინ ყოველ ლხენას.

მწუხრი დგება და რეკავს საათი
მე ვრჩები დრო კი გადის ტაატით

პირისპირ დავდგეთ ჩავკიდოთ ხელი
მკლავები ჩვენი
გადახიდული ქვეშ წყალთა დენა
ზვირთი დაღლილი მარადი მზერით

მწუხრი დგება და რეკავს საათი
მე ვრჩები დრო კი გადის ტაატით

და სიყვარული მიილტვის ქრება
ვით წყალის ჩქერი
ო რა მდორეა ჩვენი ცხოვრება
მხოლოდ იმედი გვექცევა შვებად

მწუხრი დგება და რეკავს საათი
მე ვრჩები დრო კი გადის ტაატით

რბიან დღეები კვირები თვენი
არ დაბრუნდება
დრო გარდასული და ტრფობა მწველი
მირაბოს ხიდქვეშ მიღელავს სენა

მწუხრი დგება და რეკავს საათი
მე ვრჩები დრო კი გადის ტაატით



ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კოკოზაშვილმა



study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ქეთევან კოკოზაშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთევან კოკოზაშვილი   ქეთევან კოკოზაშვილი EmptyTue Nov 26, 2019 7:08 pm

პოლ ვერლენი

* * *
ჯანღმიმოდებულ მდინარეში ჩრდილები ხეთა
კვამლივით ქრება,
არე-მიდამოს ეფინება ფოთლოვანიდან
ქვითქვითი გვრიტთა.
გულისმომწყვლელი ეს სურათი, გამვლელო, ალბათ,
ფერს გიბინდავდა,
აზიდულ ტევრს კი გადუვლიდა მჭმუნვარე მოთქმა
მიმქრალ სასოთა.


შემოდგომის სიმღერა

შემოდგომაზე
ვიოლინო
მოთქმა-გოდებით
გულს გამისენავს
ნაღვლიანი
ერთფეროვნებით.
საათის რეკვა
მტანჯველია,
ფერთა მლეველი,
გარდასულ დღეთა
გახსენება
ცრემლის მფრქვეველი.
წავალ, ავყვები
აქროლებას,
ბობოქარ ქარებს,
მჭკნარ ფოთოლივით
აღმა-დაღმა
ამაფარფარებს.



ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კოკოზაშვილმა



study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

ქეთევან კოკოზაშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთევან კოკოზაშვილი   ქეთევან კოკოზაშვილი EmptyTue Nov 26, 2019 7:09 pm

პოლ კლოდელი

შემოდგომის სიმღერა

თვალისმომჭრელი ბრწყინვალება შემოდგომისა
დილისპირის ციაგს ავყვებით.
დიდებულება შემოდგომისა
ბურბურებდა ტატნობზე გზნებით.
დღე განეფინა რიჟრაჟისფერა,
დღე მოვერცხლილი, კრიალ-კრიალა,
ოქროლივლივა ჰაერი ჯერაც,
ვიდრე დროზერას ღეროთა მზერა ლაჟვარდს მიატანს.
დღე მჭვირვალებდა ქალწულებრივ ვერცხლისფერობით,
ტყე თვალუწვდენი ანგელოსი იყო ოქროსი,
ანგელოსი, მეწამული შუქით მოსილი, ხე, აღმართული კელაპტარივით,
ალთა ციალით მღუარება, ფრქვევა ოქროსი!
ო, მომაკვდავი ტყის სურნელი, შეგრძნება მისი!
ო, შეგრძნება კვამლის სურნელის! და ცოცხალ-მკვდარი
მდორე სისხლისა!
ო, თვალუწვდენი ოქროსფერი ცის კაბადონი და მოყვავილე,
მჭვირვალი დღის ფერები ვარდის,
ფერი მიხაკის!
და ვინც მდუმარებს, ვინც ელვარებს, ვის სუნთქვა ეკვრის,
ვინც თითქო სხეულს იურვებს გრილოს,
ტყის გულისცემას მიპყრობილი, მთავრდება, ვატყობ,
მგონი უკვე დასასრულია.
კვლავ ძალას იკრებს ხრინწიანი, პირქუში, ცდილობს,
ხმა ბუკისა, ყრუ, უგერგილო.
ხმა ბუკისა, დაღონებით სასომიხდილი,
ანაღვლიანებს ეს დასასრული,
ეს დასასრული, ნაღვლისმგვრელი, დღე იყო თბილი,
დრო კი გასული.
განვლილა, ვაგლახ!
გალეულა, იყო და მორჩა,
ოქროსფერი დასასრულია,
ოქროსცვენით დასასრულია,
მწუხრის პირით დასასრულია,
ღამეული დასასრულია!
მთვარით ნაფენი და დიდი დათვის ვარსკვლავედით მოოჭვილი დასასრულია!



ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კოკოზაშვილმა



study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ქეთევან კოკოზაშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთევან კოკოზაშვილი   ქეთევან კოკოზაშვილი Empty

Back to top Go down
 
ქეთევან კოკოზაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: