არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ვაჟა კოზმანაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

ვაჟა კოზმანაშვილი Empty
PostSubject: ვაჟა კოზმანაშვილი   ვაჟა კოზმანაშვილი EmptySat Oct 26, 2019 12:21 pm

ვაჟა კოზმანაშვილი Vazha_11
Vaja Kozmanashvili - Photo by Mikho Mosulishvili, October 25, 2019, Mchkheta

„ეს ცრუ სოფელი რა არის, სიმართლის მსგავსი ჭორია“.

ვაჟა კოზმანაშვილი
პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი

დაიბადა 1946 წლის 8 აპრილს, მცხეთაში, სადაც ცხოვრობს და მოღვაწეობს დღემდე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. შემდეგში ისტორიის ფაკულტეტი.
პირველი რომანი „კარსნის ცისკარი“ დაიწერა 2001 წელს და ეძღვნება მეფე ხსეფარნუგს - ქართლის (იბერიის) მეფეს მეორე საუკუნის 60-იანი წლებში. როგორც ავტორი აცხადებს აქ წარმოდგენილ ვიდეოში, ეს რომანი 2007 წელს ფერეიდანში გამოვიდა სპარსულ ენაზე.
2009 წლიდან არის მწერალთა კავშირის წევრი.

წიგნები:
* გალობით ვხარობ : [საბავშვო ლექსები] / ვაჟა კოზმანაშვილი ; რედ. მელანო ნაკაშიძე ; მხატვ. ავტორი. - მცხეთა : სვეტი : ირაკლი ცინცაძე, 2014. - 20 გვ. ; 20 სმ.
* კარსნის ცისკარი : პროზაული კრებული / ვაჟა კოზმანაშვილი. - მცხეთა, 2001 (ZEON). - 196გვ. ; 22სმ..
* ბაგა-ბაღში მელიან : (საბავშვო ლირიკა) / ვაჟა კოზმანაშვილი ; რედ. მელანო ნაკაშიძე. - მცხეთა : სვეტი : ირაკლი ცინცაძე, 2015. - 24 გვ. ; 20 სმ.
* ვახტანგ გორგასალი. ჭეშმარიტების მოციქული. ბოლო აკორდი : [პროზაული კრებული] / ვაჟა კოზმანაშვილი. - მცხეთა, 2009. - 340გვ. : ნახ. ; 20სმ.
* ღმერთის სავანე : ისტორიულ-არქიტექტურული გზამკვლევი / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. გიორგი დანელია ; ავტ. ნახატები, ფოტო მელანო ნაკაშიძე]. - მცხეთა : [სვეტი : ირაკლი ცინცაძე], 2009. - 52გვ. : ფოტ. ; 20სმ.
* მარადისობის ელჩები : ისტორიულ-არქიტექტურული გზამკვლევი / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. გიორგი დანელია (პაიაშვილი) ; ფოტო მელანო ნაკაშიძისა]. - მცხეთა : [სვეტი] : ირაკლი ცინცაძე, 2009. - 20 სმ.
* დაბრუნება : [პოეზია] : ვუძღვნი: მცხეთელ დეკორატორის (მინდიას) მიხეილ მამულაშვილის ხსოვნას / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. გიორგი დანელია ; მხატვ. მიხეილ კოზმანაშვილი ; ფოტო მელანო ნაკაშიძე]. - მცხეთა : [ირაკლი ცინცაძე], 2009. - 48გვ. ;
* შენ გიგალობ პატარავ... : (საბავშვო ლექსები) / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. გიორგი დანელია (ბაიაშვილი) ; მხატვ. მელანო ნაკაშიძე]. - მცხეთა : [შპს "სვეტი" : ირაკლი ცინცაძე], 2010. - 16გვ. ;
* ხალხური ანდაზები / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. გიორგი პაიაშვილი ; მხატვ. მელანო ნაკაშიძე]. - მცხეთა : [სვეტი : ირაკლი ცინცაძე], 2010. - 68გვ. ;
* ქალაქი ჩემი : (ლირიკა) / ვაჟა კოზმანაშვილი. - მცხეთა, 2010. - 44გვ.
* ჩვენი ეზოს ონავრები : [საბავშვო ლექსები] / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. ნინო კოზმანაშვილი]. - მცხეთა : [შპს "სვეტი" : ირაკლი ცინცაძე], 2011. - 20გვ. : ნახ. ;
* სხივი ნისლში / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. ნინო კოზმანაშვილი ; მხატვ. მელანო ნაკაშიძე]. - მცხეთა : [სვეტი : ირაკლი ცინცაძე], 2010. - 204გვ. ;
* აბა დამეწიე : [საბავშვო ლექსები] / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. ნინო კოზმანაშვილი]. - მცხეთა : [სვეტი : ირაკლი ცინცაძე], 2011. - 20 გვ. ;
* ჩემი სამყარო : (რჩეული ლირიკა) / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. ნინო კოზმანაშვილი]. - [მცხეთა], [2011]. - 67 გვ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-0-3457-2
* "ზღაპარიყო, ზღაპარიყო" : ზღაპრები, მოთხრობები / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. ნინო კოზმანაშვილი ; მხატვ. იოსებ გოუტაშვილი]. - მცხეთა : [შპს "სვეტი" : ირაკლი ცინცაძე], 2011. - 16გვ. : ნახ. ;
* მუზამა კარი მიმტვრია... : (რჩეული ლირიკა) / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. ნინო კოზმანაშვილი ; მხატვ. მელანო ნაკაშიძე]. - მცხეთა : [ირაკლი ცინცაძე], 2012. - 60გვ. ; 20სმ.. - ISBN 978-9941-0-3556-2
* "იყო შაშვი მგალობელი" : ზღაპრები, მოთხრობები / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. ნინო კოზმანაშვილი ; მხატვ. იოსებ გოუტაშვილი]. - მცხეთა : [შპს "სვეტი" : ირაკლი ცინცაძე], 2011. - 20გვ. ;
* უიმედობა ბეჩავ სოფელში : [ლექსები] / ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. ნინო კოზმანაშვილი]. - მცხეთა : [ირაკლი ცინცაძე], 2011. - 68გვ. ; 20სმ.. - ეძღვნება მეუღლეს. - ISBN 978-9941-0-3681-1
* კერპების ტარიგი : [მოთხრობები] / მირანდა კოზმანაშვილი, ვაჟა კოზმანაშვილი ; [რედ. ნინო კოზმანაშვილი ; მხატვ. მელანო ნაკაშიძე]. - მცხეთა : [სვეტი : ირაკლი ცინცაძე], 2011. - 310გვ. ; 20სმ.. - ISBN 978-9941-0-3820-4
* "უმთვარო ღამეს" : [ლექსები] / ვაჟა კოზმანაშვლი ; [რედ. მელანო ნაკაშიძე]. - მცხეთა : [სვეტი : ირაკლი ცინცაძე], 2012. - 28 გვ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-0-4790-9
* მურვანი : (პეტრე იბერი) : [რომანი] / ვაჟა კოზმანაშვილი, მირანდა კოზმანაშვილი ; რედ. მელანო ნაკაშიძე ; მხატვ. ლუკა ნოქარიძე. - მცხეთა : სვეტი : ირაკლი ცინცაძე, 2013. - 350 გვ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-0-5183-8
* ქვეყანაზე რა არ ხდება : (საბავშვო ლირიკა) / ვაჟა კოზმანაშვილი, გიორგი კოზმანაშვილი ; რედ. მელანო ნაკაშიძე. - მცხეთა : სვეტი : ირაკლი ცინცაძე, 2015. - 20 გვ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-0-7471-4


ბმულები
*


pres-cavcasia.ge TV ვაჟა კოზმანაშვილთან
Jun 7, 2013

pres-cavcasia.ge TV-ს გადაცემა "დებიუტი", რუბრიკით "კაცი, რომელიც ამშვენებს ქალაქს" სტუმრობს მწერალს, ისტორიული ჟანრის ნაწარმოებების ავტორს, ბატონ ვაჟა კოზმანაშვილს... ვაჟა კოზმანაშვილი, დიდი ქართველი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული უზომოდ შეყვარებული ადამიანი pres-cavcasia.ge - ს აღმოჩენაა... წარმატებებს ვუსურვებთ მას და უფლის წყალობას. ბატონ ვაჟას მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრთან შევხვდით, თავისი წიგნებით ხელში..
გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, ოპერატორი ზაქარია როჭიკაშვილი, მონტაჟი კატო ყიფიანისა...

study



Last edited by Admin on Sat Oct 26, 2019 1:36 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

ვაჟა კოზმანაშვილი Empty
PostSubject: Re: ვაჟა კოზმანაშვილი   ვაჟა კოზმანაშვილი EmptySat Oct 26, 2019 12:25 pm

ვაჟა კოზმანაშვილი Vazha_12
Vaja Kozmanashvili - Photo by Mikho Mosulishvili, October 25, 2019, Mchkheta

ვაჟა კოზმანაშვილი

სიბერე

უცაბედად დავბერდი,
ყველასათვის ახია,
ყველას თავსა ეწვევა,
რაც კაცისთვის თალხია.

2019.
მცხეთა



study

Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

ვაჟა კოზმანაშვილი Empty
PostSubject: Re: ვაჟა კოზმანაშვილი   ვაჟა კოზმანაშვილი EmptySat Oct 26, 2019 12:45 pm

ვაჟა კოზმანაშვილი Kozman10

ვაჟა კოზმანაშვილი

ზოგჯერ კაცი იტყვის ძვირსა
საბავშვო ლექსები.
გამომცემლობა „სვეტი“
მცხეთა, 2019

რედაქტორის სარკმელი

ვაჟა კოზმანაშვილის საბავშვო ლექსთა კრებულები პატარებმა შეიყვარეს. სიცოცხლით სავსე მის გმირებს ყველა არ იცნობთ... ისინი ხომ მოგვითხრობენ თავიანთ თავგადასავლებს.
საბავშვო ლექსების კრებული „ზოგჯერ კაცი იტყვის ძვირსა“ რიგით 45-ეა. გასულ პერიოდში საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ აღინიშნა: მ.მრევლიშვილის, შ. მღვიმელის, დ. აღმაშენებლისა და ვ. ფშაველას პრემიებით.

მელანო ნაკაშიძე

ვაჟა კოზმანაშვილი Kozman11

წიგნი იყიდება სამთავროს დედათა მონასტრის შესასვლელთან, მოგყიდით თავად ავტორი, ფასი 2 ლარი.
კარგი იქნება, თუკი შეიძენთ.

study



Last edited by Admin on Sat Oct 26, 2019 1:07 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

ვაჟა კოზმანაშვილი Empty
PostSubject: Re: ვაჟა კოზმანაშვილი   ვაჟა კოზმანაშვილი EmptySat Oct 26, 2019 12:52 pm

ვაჟა კოზმანაშვილი Kozman12

ვაჟა კოზმანაშვილი

მცხეთაში

მცხეთა არის იბერთა
უწმინდესი ალაგი,
თბილისამდე აქ იყო
ქვეყნის დედაქალაქი.
აქა ნახავთ, ბაშვებო,
ძველისძველსა სამყაროს,
ჯვარი, სვეტიცხოველი,
არმაზი და სამთავრო.
აგერ ძველი ზაჰესი,
იმის ნახვა გწყურიათ,
ეს ხომ ქვეყნის პირველი
ელექტო სადგურია.

მცხეთა, 2019


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ვაჟა კოზმანაშვილი Empty
PostSubject: Re: ვაჟა კოზმანაშვილი   ვაჟა კოზმანაშვილი Empty

Back to top Go down
 
ვაჟა კოზმანაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები :: "ბრანდი-ბრუნდი" - სტუმრად მარიამ წიკლაურთან-
Jump to: