არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ინესა მერაბიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

ინესა მერაბიშვილი Empty
PostSubject: ინესა მერაბიშვილი   ინესა მერაბიშვილი EmptySun Oct 13, 2019 4:06 pm

ინესა მერაბიშვილი Innes_10
Iness Merabishvili

ინესა მერაბიშვილი

Professor Iness Merabishvili – born in Gori, Georgia, on 5 March, 1950. In 1967 she graduated the Russian school with a medal and the same year she entered Tbilisi State University, West European Department. In 1972 she graduated from the University with a diploma of honour. In 1977 she submitted her first PhD in English philology and her second PhD was in Linguistics of Translation.
She married in 1970 and has two children and two grandchildren. Her daughter Irene Giviashvili is s famous art critic and Irakli Giviashvili is a Diplomat with his PhD in Human Rights defended in the University of Nottingham.
Professor Innes Merabishvili is a famous public figure, internationally acknowledged scholar on Byron, Linguistics and Translation and a trilingual translator. Doctor of Philology and a Full Professor at Tbilisi State University, Head of the Department of Translation, the author and Head of MA and PhD programmes, President of the Byron Society of Georgia as the Member of International Byron Association, the founder and the Principal of the Byron School Tbilisi, the author of over 200 publications, among them – 15 books and 7 monographs. She studies and translates Lord Byron into Georgian and Galaktion Tabidze (1891-1959) into English.

ბმულები:
* https://www.facebook.com/Acad-Innes-Merabishvili-129821307228098/

Exclamation


Last edited by Admin on Sun Oct 13, 2019 4:34 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

ინესა მერაბიშვილი Empty
PostSubject: Re: ინესა მერაბიშვილი   ინესა მერაბიშვილი EmptySun Oct 13, 2019 4:16 pm

ინესა მერაბიშვილი
თსუ სრული პროფესორი

თარგმანი, როგორც ლექსიკოგრაფიული გამოკვლევა
(ერთი სიტყვის მაგალითზე)


წარმატებული თარგმანი, მითუმეტეს მხატვრული, პირველ ყოვლისა
ფილოლოგიური გამოკვლევაა, და შემდეგ არტისტული შესრულება.
ვიდრე მთარგმნელი ტექსტის ლინგვისტურ და ლიტერატურულ ანალიზს
განახორციელებს, მას ესაჭიროება სანდო ლექსიკოგრაფიული ბაზა, როგორც მზა
მოცემულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთარგმნელი ეყრდნობა მშობლიური და
უცხოური ენის სათანადო ლექსიკონებს.
წინამდებარე სტატიის მიზანია, წარმოვადგინოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც
ლექსიკონი ვერ აკმაყოფილებს ტექსტის წვდომის მოთხოვნებს და მთარგმნელს უწევს
თავად ჩაატაროს ლექსიკოგრაფიული გამოკვლევა.
შემოგთავაზებთ ერთ-ერთYმაგალითს საკუთარი გამოცდილებიდან, საკუთრივ,
სიტყვა `დოლაბთან~ წარმოქმნილ სირთულეებს ცნობილი ქართული ხალხური ლექსის
`თავფარავნელი ჭაბუკის~ ინგლისურ ენაზე თარგმნისას.
`თავფარავნელი ჭაბუკი~ ქართული ხალხური პოეზიის შედევრია. ეს მშვენიერი
ლექსი მრავალი პარალელით აღინიშნება მსოფლიო ლიტერატურაში, რაც
მომდინარეობს ცნობილი ბერძნული მითიდან ჰეროსა და ლეანდრის შესახებ.
ჰელესპონტი, იგივე დარდანელის სრუტე, ევროპასა და აზიას შუა მდებარეობს.
მითის თანახმად აზიის ნაპირზე, პატარა ქალაქ აბიდოსში სიმამაცითა და სილამაზით
განთქმული ჭაბუკი, სახელად ლეანდრი, ცხოვრობდა. ლეანდრს გატაცებით შეუყვარდა
უმშვენიერესი ჰერო, რომელიც ჰელესპონტის მეორე ნაპირზე, ევროპის ქალაქ სესტოსში
ცხოვრობდა.
ყოველი ღამით ლეანდრი აპობდა ჰელესპონტის ყინულივით ცივ ტალღებს, რათა
მეორე ნაპირამდე მიეღწია. იქ მას ჰერო ელოდა. ცივი დეკემბრის ერთ ავბედით ღამეს
ლეანდრი სწრაფმა დინებამ შთანთქა. დილით მისი სხეული ტალღებმა სესტოსის
ნაპირზე გამორიყა. მიჯნურის დაღუპვით სასოწარკვეთილმა ჰერომ თავი მოიკლა.
ჰელესპონტის გადაცურვა მხოლოდ მითოლოგიურ გმირობად რჩებოდა, მაგრამ
ორი საუკუნის წინ ის რეალობად აქცია იქ სამოგზაუროდ ჩასულმა ლორდ ბაირონმა,
რომელმაც სრუტე საათსა და ათ წუთში 1810 წლის 3 მაისს გადაცურა. ინგლისელმა
პოეტმა საკუთარი გმირობა იუმორით აღსავსე ლექსით აღბეჭდა, მითუმეტეს, რომ
წყლიდან ამოსულს ციებ-ცხელება დაემართა.

1 ი. მერაბიშვილის წინამდებარე სტატია დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის
სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამეცნიერო კრებულში `წელიწდეული~, რომელიც ეძღვნება ვაჟაფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავს, ტომი, III, ქუთაისი, 2011, გვ. 159.
2
ბაირონის ამ ლექსს ჩემეულ ქართულ თარგმანთან ერთად გთავაზობთ:

Written after Swimming from Sestos to Abydos

If, in the month of dark December,
Leander, who was nightly wont
(What maid will not the tale remember?)
To cross thy stream, broad Hellespont!
If, when the wintry tempest roar’d,
He sped to Hero, nothing loth,
And thus of old thy current pour’d,
Fair Venus! how I pity both!
For me, degenerate modern wretch,
Though in the genial month of May,
My dripping limbs I faintly stretch,
And think I’ve done a feat to-day.
But since he cross’d the rapid tide,
According to the doubtful story,
To woo, – and – Lord knows what beside,
And swam for Love, as I for Glory;
’Twere hard to say who fared the best:
Sad mortals! thus the Gods still plague you!
He lost his labour, I my jest;
For he was drown’d, and I’ve the ague.

სესტოსიდან აბიდოსამდე

ცივი დეკემბრის უკუნი ღამით
ლეანდრს ნაპირზე ჰერო ელოდა,
ჭაბუკი ტალღებს აპობდა გზნებით,
და სიოც თითქოს მისთვის მღეროდა.
უცებ ავარდა მძიმე გრიგალი,
ტალღა აზვირთდა, სრუტე ღელავდა,
იყო მძვინვარე თქეში და ქარი,
და ჩირაღდანიც აღარ ელავდა.
მე უბადრუკი ამ დროის შვილი,
მხოლოდ უწყინარ მაისს მივენდე,
თხემით ტერფამდე ვარ გათოშილი,
და ამ გმირობით თავს ვიიმედებ.
თუ ჰელესპონტი მართლაც გაცურა,
ლეანდრს ეწადა ქალის ტრფიალი,
ვაგლახ, რომ უკვე სხვა დრო მოსულა _
მხოლოდ დიდების ვარ მოტრფიალე.
არ ვიცი, ეს გზა ვისთვის რა იყო,
ღმერთი არ გწყალობს, არ გეშველება,
რადგან მიჯნური წყალში ჩაიხრჩო
და მეც წარმიტანს ციებ-ცხელება.

პოეტის გმირობამ მრავალი სპორტსმენი შთააგონა და ბაირონს მიმდევრებიც
გამოუჩნდა. მათ შორისაა ჩვენი თანამედროვე, ქართველი მეცნიერი და სპორტსმენი,
ჰენრი კუპრაშვილი.
ფრიად საყურადღებო და საინტერესოა ამ მითის ქართული პარალელი _
`თავფარავნელი ჭაბუკი~, როგორც ქართული ხალხური პოეზიის თვალმარგალიტი.

თავფარავნელი ჭაბუკი

თავფარავნელი ჭაბუკი
ასფარას ქალსა ჰყვარობდა
ზღვა ჰქონდა წინად სავალი
გასვლას შიგ არა ზარობდა.
ქალი ანთებდა სანთელსა,
სანთელი კელაპტარობდა,
ერთი ავსული ბებერი
ვაჟისთვის ავსა ლამობდა,
სარკმელზე ანთებულ სანთელს
აქრობდა, აბეზარობდა,
თან ამას ეუბნებოდა
წინათაც ეგა გყვარობდა.
ვაჟი მიანგრევს ტალღებსა
გულმკერდი Aარა ჩქამობდა.
ცალ ხელით დოლაბი მიაქვს,
ცალ ხელით ნიავქარობდა,
ზღვის გაღმა ერთი სანთელი
გამოღმა კელაპტარობდა.
ღამე ჩამოდგა წყვდიადი,
უკუნს რამესა ჰგვანობდა,
ტალღაA ტალღაზე ნაცემი
ვაჟის ჩანთქმასა ლამობდა.
დაჰკარგა ფონი, შესჭირდა,
მორევი ბობოქარობდა.
გათენდა დილა ლამაზი,
კეკლუცის თვალებს ჰგვანობდა,
წყალსა დაეხრჩო ჭაბუკი,
ჭოროხზე ეგდო, ქანობდა,
წითელი მოვის პერანგი
ზევიდან დაჰფარფარობდა.
ლეშს დასჯდომოდა ზედ ორბი,
გულს უგლეჯავდა, ხარობდა.

წინამდებარე სტატიაში ყურადღებას შეგნებულად არ გავამახვილებთ შედარებით
ლიტერატურულ ანალიზზე, რომელსაც ეს ნაწარმოები იმსახურებს ამ თემაზე შექმნილ
სხვა მაგალითებთან მიმართებაში.
როგორც ითქვა, ამჯერად ჩვენი მიზანია ერთი სიტყვის ლექსიკოგრაფიული
ანალიზი ლექსის ფართო კონტექსტის ფონზე.
მოკლედ მოგახსენებთ ჩატარებული კვლევის წინაპირობას: ჩემი ერთ-ერთი
დისერტანტი მუშაობდა ზემოთ წარმოდგენილი მითის ლიტერატურულ რეალიზაციებზე
და ბრიტანეთში პუბლიკაციისათვის მას დაჭირდა `თავფარავნელი ჭაბუკის~
ინგლისური თარგმანი. როგორც გაირკვა, ამერიკელ ქართველოლოგსა და
საქართველოს დიდ მეგობარს, კევინ ტუიტს შეუსრულებია ამ ლექსის ინგლისური
თარგმანი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

The Lad From Tavparavani

A lad from Tavparavani,
Was loved by a maid of Aspindza.
He had a wide sea to cross,
But in no wise was he daunted.
The woman had lighted a candle;
The candle sent forth its beam.
A certain evil-souled crone
Plotted the young man’s destruction.
The taper that gleamed in the window
She snuffed out, to bring him to grief.
And said to herself as she did so:
“Did not this boy once love you?”
The young man cut through the waves,
His heart and lungs were not strained.
With one hand he held a millstone,
With the other he swam the sea.
From over the water a candle
Shed light to the other side;
By now the night had fallen,
A night dark as blackest pitch.
Wave pounded on wave
And strove to make the lad drown.
He lost his guide-beam, was confounded;
Before him a whirlpool roared ...
The morning dawned bright and cheery,
Bright as a gay maiden’s eyes.
The waters had drowned the young man.
He drifted ashore at Aspindza.
His red shirt of finest silk
Fluttered in the soft breeze;
An eagle perched on his corpse,
Tore at his heart and was sated.

როგორც თარგმანი მოწმობს, კევინ ტუიტი დაეყრდნო ლექსის იმ ფართოდ
გავრცელებულ ინტერპრეტაციას, რომელსაც ცნობილი ქართველი მეცნიერი ვახტანგ
კოტეტიშვილი გვთავაზობს, საკუთრივ შემდეგს: ეს ნაწარმოები ძველისძველი მითოსის
ასახვაა და იქ მაგიური და საკულტო ხასიათის ნიშნები მოიპოვება: თავი, დოლაბი და
წითელი მოვის პერანგი. აქედან ვ. კოტეტიშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ანიჭებს დოლაბს, რომელიც ჭაბუკს ცურვის დროს ხელით მიაქვს (4, 333-336):
ცალი ხელით დოლაბი მიაქვს,
6
ცალი ხელით ნიავქარობდა.
ვ. კოტეტიშვილის მიხედვით `დოლაბი~ წისქვილის ქვაა. აქედან გამომდინარე
კევინ ტუიტიც დოლაბის აღსანიშნავად ხმარობს სიტყვას “მილლსტონე”, რაც ინგლისურ
ენაში წისქვილის ქვას ნიშნავს.
როგორც ჩანს, ვ. კოტეტიშვილის ვარიანტს სხვაც ბევრი იზიარებს. მათ შორისაა
ჩვენი თანამედროვეობის ისეთი დიდი პროზაიკოსი, როგორიც გახლავთ გურამ
დოჩანაშვილი, რომელმაც ამ მითის მიხედვით შექმნა მოთხრობა `თავფარავნელი
ჭაბუკი~ (2, 379-408).
ჩვენი ღრმა რწმენით, ქართული ენიდან გამომდინარე დედნისეულ ტექსტში
სიტყვა `დოლაბის~ ირგვლივ იქმნება გარკვეული სემანტიკური სივრცე, რომელიც
პოლისემანტურობის სიღრმეს გთავაზობს და საშუალებას გვაძლევს არ
შემოვიფარგლოთ კოტეტიშვილისეული ინტერპრეტაციით. ამის პირველი ნიშანია ის,
რომ ჭაბუკს ერთი ხელით `რაღაც~ მიაქვს, ხოლო მეორე ხელით ის ნიავქარობს. ამ ორ
სტრიქონს შორის ჩვენ ვხედავთ არა კონტრასტს, რომელიც კოტეტიშვილმა
შემოგვთავაზა, არამედ, პირიქით, ჰარმონიულ კავშირს.
რაც შეეხება ტუიტისეულ ინგლისურ ვარიანტს, იქ ჩვენ ვაწყდებით
ერთმნიშვნელოვან სიტყვას ““millstone”, როგორც წისქვილის ქვას, რომელიც არსებულ
კონტექსტში პოლისემანტურობის სიღრმის განვითარებას გამორიცხავს და ქმნის
მხოლოდ შემდეგ შინაარსს: თავფარავნელ ჭაბუკს ერთი ხელით წისქვილის ქვა
მიჰქონდა (With one hand he held a millstone), ხოლო მეორეთი მიცურავდა ზღვაში (With the
other he swam the sea). ზმნას `ნიავქარობდა~ კევინ ტუიტი სათანადო ცნებით არ თარგმნის
ინგლისურად.
აი, სწორედ ეს დამოკიდებულება გახლდათ ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც
კოტეტიშვილისეული შეფასების გადასინჯვის აუცილებლობა შთაგვაგონა.
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში `დოლაბის~ გასწვრივ ორი სტატიაა:
დოლაბი1 (დოლაბისა) 1. წისქვილის ქვა. წისქვილი მოქუხს, დოლაბი ბრუნავს და
ბრუნავს მალადა (რ. ერისთ.). [გვადი] წყალმიშვებულ დოლაბივით დატრიალდა (ლ.
ქიაჩ.). დოლაბის რკალი წისქვილის ზედა ქვას შემოდებული რკალი. 2. კუთხ. (იმერ.
გურ.) წისქვილი.
დოლაბი2 (დოლაბისა) 1. ბანიანი სახლის სათვალე, სანათური, საიდანაც
სინათლე ჩადის და კვამლი ამოდის. უცხო მგზავრი თუ დაიბნა ღამეში, შეხედოს და
დოლაბის შუქს ენდოს (ს. ჩიქოვ.). 2. ქვიტკირის კედელში დატანებული უკარო განჯინა
(ქვეშაგების შესანახად). სცენის სიღრმეში დოლაბივით კარაპანია (გ. ყიფშ. თარგმ.). (8,
1207)
ლექსიკონში არსებული სტატიების მიხედვით `დოლაბის~ ტექსტუალური
მნიშვნელობის დადგენა შეუძლებელია, თუ, რასაკვირველია, არ მიენდობი
კოტეტიშვილის ინტერპრეტაციას. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, იმდენად უჩვეულო
7
ხატის წარმოქმნას იწვევს, რომ თავად მითოლოგიურ სივრცეში არსებულ ფანტაზიასაც
სცილდება.
შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ვერ
ასახავს სიტყვა `დოლაბის~ შინაარსობრივ პოტენციას `თავფარავნელ ჭაბუკში~.
ამდენად, საჭირო შეიქმნა ლექსიკოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება.
საკონსულტაციოდ მივმართეთ არაერთ ქართველ ფილოლოგს. საკითხის გადაწყვეტაში
განსაკუთრებული დახმარება აღმოგვიჩინეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ზურაბ ჭუმბურიძემ და თემურ
ქურდოვანიძემ. მათ მიგვანიშნეს, რომ ამ საკითხთან კავშირში საინტერესო გამოკვლევა
ჩაატარა წინა საუკუნის 60-იან წლებში ილია მაისურაძემ.
ბატონი ილია მაისურაძე დღეს ცოცხალი არ ბრძანდება, რომ პირადად
გადავუხადოთ მადლობა უაღრესად საინტერესო ნაშრომისათვის `თავფარავნელი
ჭაბუკის~ ზოგი სიტყვის განმარტებისათვის~ (5, 207-214), რომელიც მან 1969 წელს
გამოაქვეყნა.
ილია მაისურაძე წარმოშობით ჯავახეთიდან ყოფილა და, როგორც ჩანს, უკეთ
მიუწვდებოდა ხელი `თავფარავნელ ჭაბუკში~ ტოპონიმებისა თუ სხვა სიტყვათა
ხმარების დადგენაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მეცნიერულ ალღოსა და
პასუხისმგებლობაზე.
აი, რას წერს ი. მაისურაძე:
`დოლაბი~ ლექსის კომენტატორებს მხოლოდ ერთი მნიშვნელობით ესმით _
როგორც წისქვილის ქვა. ამის გამო საკვირველი არ უნდა იყოს, რომ კაცი, რომელიც
ცურავს და თან ცალი ხელით წისქვილის ქვა მიაქვს, რაღაც ბუმბერაზ, ზღაპრულ
არსებად წარმოვიდგინოთ. მისი უნარი ხომ ბევრად აჭარბებს ჩვენი ზღაპრების იმ
გოლიათების სასწაულებრივ თვისებებსაც კი, რომელთაც სირბილის დროს ფეხებზე
წისქვილის ქვები აბიათ.
მაგრამ საქმე ის არის, რომ დოლაბი მარტოოდენ წისქვილის ქვას როდი ნიშნავს.
ქართულში მას სხვადასხვა მნიშვნელობა უკავშირდება, რის გათვალისწინებაც
აუცილებელია ზემოხსენებული გამოთქმის სწორად გაგებისათვის.
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში წისქვილის ქვის გარდა
დადასტურებულია დოლაბის კიდევ რამდენიმე მნიშვნელობა. იგი აღნიშნავს თვით
წისქვილს (იმერული და გურული კილოების მიხედვით), ბანიანი სახლის სათვალეს,
სანათურს და კედელში დატანებულ განჯინას. ამითაც არ ამოიწურება ამ სიტყვის
სემანტიკა. ჯავახეთში დოლაბად იწოდება კორკოტის საფქვავი, შუაში გახვრეტილი,
ღერძგაყრილი ქვის დიდი ბორბალი, რომელიც წყლის ძალით ძელის გარშემო გორავდა
და ქვეშ დაყრილ ხორბალს კანს აცლიდა. ეს იყო ზეთსახდელი ქვის (გელაზის)
მსგავსი ბორბალი, რომლის ნაშთებს მესხეთის მიწაწყალზე ბევრგან ვხვდებით, თვით
გელაზიც აქ დოლაბის სახელით არის ცნობილი. ისიც საყურადღებოა, რომ ჯავახეთში
8
უწინ დოლაბიანი ურმებიც სცოდნიათ. ეს სახელწოდება ურემს დოლაბებად წოდებული
ერთნაირი ბორბლების გამო მიუღია. დოლაბი-ბორბალი ბორბლის უძველესი,
პრიმიტიული სახე იყო და ჩვეულებრივი ბორბლისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ
ერთიანი ხისაგან იყო გამოჭრილი და ღერძის გასაყრელად შუაში გამოხვრეტილი.
დოლაბის სახელით ყოფილა ცნობილი აგრეთვე გვერდი-გვერდ მდებარე მიწურ
სახლებს შორის მოსაზღვრე კედელში დატანებული ხვრელი, ანუ სარკმელიც,
რომელიც დანიშნული იყო მტრის თავდასხმის ან რაიმე გაჭირვების ჟამს ხმის
მისაცემად, ამბის შესატყობინებლად. მოხუცთა გადმოცემით, ციხის სათოფურებსაც აქ
თურმე დოლაბებს ეძადხნენ. საძიებელი სიტყვის ამგვარი სემანტიკური მიმოქცევა
გვაფიქრებინებს: ხომ არ იყო დოლაბი ისეთი საგნების აღმნიშვნელი საზოგადო
ტერმინი, რომელთათვისაც დამახასიათებელი იყო ამოთხრით, ამოკვეთით,
ამოღრმავებით ან გახვრეტით მიღებული გარკვეული ფორმა (წისქვილის ქვა, სარკმელი,
სანათური, განჯინა, გელაზი, ურმის ბორბალი და მისთ.).
ირკვევა, რომ სიტყვა დოლაბი სპარსულიდან მომდინარეობს, სადაც დულაბად
გამოითქმება. ახალ სპარსულში დულაბი ბორბალსაც აღნიშნავს (ჰიდრავლიკური
ბორბალი) და კარადასაც (კარადა, რასაკვირველია მოდერნიზებული გაგებაა განჯინის
აღმნიშვნელი ამ სიტყვისა) (6). ქართულსა და სომხურს გარდა, დოლაბი როგორც ჩანს,
რუსულშიც შესულა და იქ ზმნის ფორმით დამკვიდრებულა, ეს არის Долбить, ს.
ოჟეგოვის მიხედვით, მისი განმარტება ასეთია: Долбить 1. ударами делать углубление:
долбить дерево, долбить лед. 2. изготовлять, делая ударами, углубление: долбить улей (7). ეს
განმარტება კარგად ეხამება ვარაუდს დოლაბის ზემოხსენებული ზოგადი
მნიშვნელობის შესაძლებლობის შესახებ. აქედან ისიც გამომდინარეობს, რომ დოლაბი
როგორც ამოკვეთილ-ამოღრმავებული ან გახვრეტილი საგანი, ნივთი თუ ნაგებობა
შეიძლება ქვისაც ყოფილიყო, ხისაც და სხვა მასალისაც.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავფარავნელი ჭაბუკის ბალადაში მოსხენებული დოლაბი
წისქვილის ქვას კი არ უნდა აღნიშნავდეს, არამედ ურმის თვალს, დოლაბ-ბორბალს,
ცურვაში ხელის შესაწყობად გამოყენებულს, ანდა, უკეთეს შემთხვევაში, დოლაბად
წოდებულ სპეციალურად დამზადებულ, მკლავის გასაყრელად გამოხვრეტილ მრგვალ
ფიცარს, რომელიც ძველად მიღებული უნდა ყოფილიყო ბანაობისა და ცურვის დროს
დამხმარე საშუალებად. ამგვარი საცურაო დოლაბი დღეს ჯავახეთში აღარ გვხვდება,
მაგრამ მის არსებობაზე ხალხის მეხსიერებაში შემონახული ცნობები მიგვითითებს.~ (5,
211-213)
ზემოხსენებულ სტატიაში ი. მაისურაძე იშველიებს ჯავახეთის ყოფილი
მკვიდრის, ვინმე სოფრომ დავითის ძე ყავრელიშვილის გამოუქვეყნებელ მოთხრობას,
სადაც აღწერილია დოლაბის დამზადების წესი:
`დოლაბს გამოყვანა უნდა. ეს უბრალო გახვრეტილი ფიცარი არ არის. ამას
აკეთებენ ფისიანი (მკვრიანი) ხისაგან, ახმობენ ორ წელიწადს, მერე უსმევენ ცხელ
9
თხის ქონს და თაფლის სანთელს გარშემო. აი, მაშინ არც წყალში იჟღინთება, არც
მზეზე ხმება, გინდა წლობით ეგდოს~. (5, 213)
მაისურაძის გამოკვლევა ჩვენთვის საყურადღებოა აგრეთვე მიჯნური ქალის
საცხოვრისის დადგენის თვალსაზრისითაც, რადგან ეს ხალხური ლექსი სხვადასხვა
ვარიანტებით ვრცელდებოდა იმის მიხედვით, თუ ვის ჰყვარობდა თავფარავნელი ჭაბუკი:
ასპანას ქალსა, ასპინძის ქალსა, ზღვის გაღმა ქალსა, თუ სხვას.
ტოპონიმის დადგენა ჩვენთვის აუცილებელი იყო, რადგან ეს ლექსი თავად
გვსურდა გვეთარგმნა, მითუმეტეს, რომ კევინ ტუიტისეულ ინგლისურ თარგმანში
მიჯნური ქალი ასპინძელია:

A lad from Tavparavani,
Was loved by a maid of Aspindza.

აი, რას ვკითხულობთ ი. მაისურაძესთან:
`რაკი ბალადის მთავარი გმირის საცხოვრისი ნაწარმოებში ზედმიწევნით არის
ლოკალიზებული (იგი თავფარავნელი ჭაბუკია), ცხადია, რომ მისი სარტფოს
ადგილსამყოფელიც თავიდანვე გარკვეული იქნებოდა. ის ვერ იქნებოდა ვერც უცნობი
აშკარეთი, ვერც ასპანა და, მით უმეტეს, ვერც ასპინძა, რომელიც უდიდესი მანძილით
არის დაშორებული თავფარავანს. ეს პუნქტი უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ
ასფარა, ის მცირე სოფელი, რომელიც თავფარავნის პირდაპირ, ტბის ჩრდილო ნაპირზე
მდებარეობს და დღემდე ამავე სახელს ატარებს
2
. ამ ფაქტზე სათანადოდ მიუთითა
პროფ. ს. ჯიქიამ, რომელმაც ჯავახეთის ტოპონიმიკური რეალიების გაცნობის შედეგად
ასფარა აღიარა ლექსში მოხსენებულ სწორ გეოგრაფიულ პუნქტად (9, 351-352).~ (5, 210)
როგორც მაისურაძე ასკვნის, დოლაბით მოცურავეს, რომელსაც მარჯვენა ხელი
დაკავებული ჰქონდა, მარცხენა მთლიანად თავისუფალი ექნებოდა, ცურვისას მარჯვენა
მხრით იგი მძლავრად იქნებოდა გადაწოლილი დოლაბზე, მეორე თავისუფალი ხელი კი
აქტიურად უნდა ემოძრავებინა, ექანავებინა, ისე, რომ მხარულით წინ წაწეულიყო.
მარცხენა ხელის სწორედ ასეთი სწრაფი ქნევა და ჰაერის ამოძრავება თავფარავნელის
ლექსში ნიავქარობად არის დასახული, რაც მეტად მარჯვე პოეტური თქმაა: `ცალ
ხელით დოლაბი მიაქვს, ცალ ხელით ნიავქარობდა~. (5, 314)
აი, ასე გაამართლა მაისურაძისეულმა კვლევამ ჩვენი რწმენა იმასთან კავშირში,
რომ დოლაბი `თავფარავნელ ჭაბუკში~ ნახმარი იყო ისეთი მნიშვნელობით, რომელიც
არ იყო აღწერილი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, და რომ სტრიქონებს
შორის `ცალ ხელით დოლაბი მიაქვს, ცალ ხელით ნიავქარობდა~ შინაარსობრივად
იკვეთებოდა არა კონტრასტი, არამედ თანხვედრა.

2
ასფარა თითქოს იმ კაცის ზედმეტი სახელი იყო, რომელიც ას ფარა ცხვარს ფლობდა. ამ
მდიდარი კაცის სახელი შემდეგ თურმე მის სოფელსაც დაერქვაო, _ გადმოგვცემს ხალხური
თქმულება. სამწუხაროა, რომ დღეს ამ ქართულ სახელს დამახინჯებული სახით ასპარად
წარმოთქვამენ და წერენ კიდეც (იხ. გაზ. `ასპინძა~ #28, 5. 111, შ. ზურაბიშვილის სტატია `ცოტა
რამ ხალხური ბალადის შესახებ~ და სხვ.).
10
ასეთი გამოკვლევის შედეგად, რომელიც პრაქტიკულად გამოკვლეულის
გამოვლენაა, ჩვენ შევასრულეთ `თავფარავნელი ჭაბუკის~ ინგლისური თარგმანი,
რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, და სადაც `დოლაბი~ წარმოვადგინეთ, როგორც
“ლიფებელტ” _ საშველი რგოლი, თუმც კომენტარში ავხსენით ამ ცნების ქართული
წარმომავლობა:
A Handsome Lad of Paravani
A handsome lad of Paravani
In love with a maid of Aspara
Was never daunted to mount huge waves
Across the sea to meet his lover.
The maid would always light a candle,
The candle shone as a small marvel.
An ugly crone of wicked soul
Intended evil for the couple.
She, when in fury, reached the casement,
Snuffed out the light to harm, to humble,
The wicked crone to her oft murmured:
You ever had the same lover.
By then the lad met billows high,
His breast heaved smoothly, had no trouble,
With one hand carried he a lifebelt*3
And wafted the air with his other.
A single candle on one bank
Could well throw light on the other.
But moonless night came o’er the lake
With total darkness all to cover.
And wave on wave did pound him strongly
To swallow up, devour the lover.
He lost the ford, the storm was raging,
The toil for him became thus harder.
The morning broke so full of beauty
Like eyes of damsels fair that sparkle.
The lad was drowned, his lifeless body
Moved smoothly floating on the shallows.
And near the shore of small Aspara
His crimson shirt did lonely flutter.
His loving heart, his poor young body
Were torn up gaily by a vulture.4


3 Georgian swimmers of that region used to produce a special wooden disk with a hole in the centre to put an arm
through it during swimming which served as a lifebelt and was called “dolabi” in Georgian.
11
Aნდ ნეარ ტჰე სჰორე ოფ სმალლ Aსპარა
Hის ცრიმსონ სჰირტ დიდ ლონელყ ფლუტტერ.
Hის ლოვინგ ჰეარტ, ჰის პოორ ყოუნგ ბოდყ
ჭერე ტორნ უპ გაილყ ბყ ა ვულტურე.
4

ჩემეულ ინგლისურ თარგმანში `თავფარავნელის~ აღსანიშნავად ვხმარობ “ოფ
Pარავანი”, რაც ნიშნავს ფარავანელს, რადგან კარგად ცნობილია, რომ ტოპონიმი
`ფარავანი~ იგივეა, რაც ტოპონიმი `თავფარავანი~, მითუმეტეს, რომ ეს უკანასკნელი
უცნობია ვახუშტი ბატონიშვილისათვის (3, 24, 41), რომელიც ტბის სახელად ძველ
წყაროებში ცნობილ ფარავანს იხსენიებს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ წინამდებარე პუბლიკაცია შემდგომში დახმარებას
გაუწევს სათანადო ლექსიკოგრაფებს, ხოლო ჩვენი დაკვირვება და სიტყვის
ლექსიკოგრაფიული გამოკვლევის გამოცდილება თარგმნის პროცესში ამ ერთი
მაგალითით არ ამოიწურება.


გამოყენებული ლიტერატურა

1. Adamia I., A Poem by Byron against the Backdrop of Georgian-Greek Mythology, In: The
Newstead Byron Society Review, Nottingham, January, 2009, p. 26-30.
2. დოჩანაშვილი გ., `თავფარავნელი ჭაბუკი~, მოთხრობები, გამომცემლობა
`საბჭოთა საქართველო~, თბ., 1976.
3. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ., 1941.
4. კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, თბ., 1961.
5. მაისურაძე ი., `თავფარავნელი ჭაბუკის~ ზოგი სიტყვის განმარტებისათვის,
ქართული ფოლკლორი, ტ. 3, თბ., 1969.
6. Миллер Б., Персидско-русский словарь.
7. Ожегов С. И., Словарь русского языка, Москва, 1960 г.
8. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, პროფ. არნ. ჩიქობავას საერთო
რედაქციით, ტომი III, დ-ე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის
გამომცემლობა, თბ., 1953.
9. ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III, გამოკვლევა, თბ.,
1958.

4`თავფარავნელი ჭაბუკის~ აქ წარმოდგენილი ჩემეული ინგლისური თარგმანი პირველად
გამოქვეყნდა ბრიტანეთში ინგა ადამიას სტატიასთან ერთად (1).

ბმული:
* https://www.tsu.ge/data/image_db_innova/innes.2.pdf

Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
 
ინესა მერაბიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: