არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნინო თოდუა

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 9:12 pm

ნინო თოდუა  Nina_t10
Nino Todua

ნინო თოდუა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მაგისტრი. თანამედროვე დრამატურგიის მკვლევარი.

ბიოგრაფია:
დაიბადა თბილისში 1980 წლის 29 აპრილს. 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიის საფეხური. 2014 წელს, ამავე უნივერსიტეტში, დაასრულა ფილოლოგიის მაგისტრატურის კურსი. მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად დაწერა ნაშრომი „გრიგოლ რობაქიძის დრამატურგია - დაბრუნება მზესთან“. 2019 წელს დაამთავრა დოქტორანტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაწერა ნაშრომი „პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული დრამატურგია“.

2018 წლიდან მუშაობს კერძო სკოლა „ივერონში“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2014 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გიორგი კალანდიას მიერ შედგენილი კრებულების რედაქტორი: „უორდროპები და საქართველო“, „ქართველები I მსოფლიო ომში“. 2012 წელს თანამშრომლობდა გამომცემლობა „მერიდიანთან“. არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფირებული ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების რედაქტორი. არის ამავე სახელმძღვანელოების მასწავლებელთათვის განკუთვნილი წიგნების თანაავტორი.

2017 წელს მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა მეცნიერთა I საერთაშორისო სიმპოზიუმში. წარმოდგენილი ჰქონდა სტატია: „პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი და საბჭოთა ლიტერატურული კრიტიკა. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. წარმოდგენილი ჰქონდა სტატია: „ნაცარქექია და მძლეთამძლე - ყვარყვარიზმის პირველსახე“. 2019 წელს მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. წარმოდგენილი ჰქონდა სტატია: „ძალადობის თემა ალექს ჩიღვინაძის პიესაში „სიკვდილის დღის საჩუქარი“.


გამოქვეყნებული სტატიები:
1. Sobering Criticism of the contemporary Georgian society in Mikho Mosulishvili’s play “My Red-Fronted Serin!”, ელექტრონული ჟურნალი „LITINFO“, თბ., 2019, N13
2. „... რის დავიწყებასაც დღემდე ვერ ვახერხებ...“ (ერეკლე დეისაძის პიესა „FaceFack“), სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „ენა და კულტურა“, ქუთ., 2019, N21.
3. ძალადობის თემა სანდრო კაკულიას პიესაში „ხიდზე წვიმს ან ცრის“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „კულტურათაშორისი კომუნიკაციები“, თბ., 2019, N32;
4. ნაცარქექია და მძლეთამძლე - ყვარყვარიზმის პირველსახე, სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალი „მერმისი“, თბ., 2019, N10

ბმულები:
* http://www.litinfo.ge/vol-13/nino%20todua-13.pdf - Nino Todua -Sobering Criticism of the contemporary Georgian society in Mikho Mosulishvili’s play 'My Red-Fronted Serin!' (მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია“ ინგლისურად);
* http://press.tsu.ge/data/image_db_innova/PRINT-mermisi-2019-1.pdf - ნაცარქექია და მძლეთამძლე - ყვარყვარიზმის პირველსახე
* https://www.facebook.com/profile.php?id=100032054149869

study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 9:33 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 9:43 pm

ნინო თოდუა  Nina_t11
Nino Todua

ნინო თოდუა

„ლისისტრატე“ ძვ. წ. IV და ახ. წ. XXI საუკუნეებში
(არისტოფანეს „ლისისტრატე“, მიხო მოსულიშვილის „ლისისტრატე კალიპიგოსი, ანუ ჯარის დამშლელი მშვენიერი უკანალით“ და ლაშა ბუღაძის „ლისისტრატე“)


ბერძენი დრამატურგი და კომედიოგრაფი არისტოფანე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე-მეოთხე საუკუნეებში. კლასიკურ კომედიაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მის შემოქმედებას. როგორც რისმაგ გორდეზიანი აღნიშნავს: „ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური კომედიის უდიდეს წარმომადგენელთან, რომლის ძირითადი მიზანია, გამოავლინოს თავის თანამედროვე ცხოვრებასა თუ პიროვნებებში მანკიერებანი, რომელთაგან განკურნების მის მიერ შემოთავაზებული საშუალება სიცილია“ (გორდეზიანი, 2002 : 475). ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, არისტოფანეს დაწერილი აქვს ორმოცდაექვსი კომედია, თუმცა სრული სახით ჩვენამდე თერთმეტმა მოაღწია. ერთ-ერთი მათგანია „ლისისტრატე“, რომელიც ჩვენ მიერ განსახილველი თემის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, ერთგვარ ლიტერატურულ არქეტიპსა თუ ინსპირაციას.
კომედიის განმარტებისას არისტოტელე თავის „პოეტიკაში“ წერს: „კომედია, როგორც ვთქვით, მიბაძვაა უფრო ცუდთა, თუმცა არა მთელი სიცუდისა, სასაცილო ხომ მხოლოდ ნაწილია სიუშნოვისა. რამეთუ სასაცილო არის რაიმე შეცდომა და სიმახინჯე, ტკივილის არგამომწვევი და დაღუპვის არმომტანი, როგორც, მაგალითად, სასაცილო ნიღაბი და დაბრეცილი, თუმც ტკივილის გარეშე“ (გორდეზიანი, 2002 : 469). ვფიქრობთ, კომედიოგრაფობა რთული და მეტად საპასუხისმგებლოა, დრამატურგს ბეწვის ხიდზე უწევს სიარული. მან კომედიურად ისე უნდა ასახოს სიტუაციები, რომ ერთსა და იმავე დროს კიდეც გააცინოს და კიდეც დააფიქროს მაყურებელი თუ მკითხველი ამა თუ იმ პრობლემასა და მანკიერებაზე. რისმაგ გორდეზიანი ანტიკური კომედიის განხილვისას წერს: „სიცილი _ ესაა გზა, თუნდაც დროებით, კომედიაში წარმოდგენილ კონფლიქტთან თანაზიარობის პროცესში, საკუთარ თავში დავამარცხოთ ის, რაც სიცილს იწვევს“ (გორდეზიანი, 2002 : 469). კომიზმს ძირითადად ქმნის შეუსაბამობა წამოჭრილ პრობლემასა და მის გადასაჭრელ საშუალებას შორის, რაც, უმეტესწილად, აბსურდული და არასერიოზულია.
სადოქტორო ნაშრომის ამ პარაგრაფში, არისტოფანეს „ლისისტრატეს“ კონცეპტების გათვალისწინებით, განხილულია ორი პიესა _ მიხო მოსულიშვილის „ლისისტრატე კალიპიგოსი ანუ ჯარის დამშლელი მშვენიერი უკანალით“ და ლაშა ბუღაძის „ლისისტრატე“. თავდაპირველად, უშუალოდ, არისტოფანეს კომედიასთან მიმართებით ვისაუბრებთ მიხო მოსულიშვილის პიესაზე, რადგან, როგორც თავად დრამატურგი ამბობს, აღნიშნული კომედია: „ჩვენს წელთაღრიცხვამდე 411 წელს დაწერილი არისტოფანეს „ლისისტრატეს“ ჩვენი წელთაღრიცხვით 2010 წლის ადაპტაციაა“ (მოსულიშვილი, 2011 : 126). უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ტექსტის „ადაპტაცია“ გამარტივება-შემოკლებას ნიშნავს, რაც, ჩვენი აზრით, აღნიშნულ პიესას არ მიესადაგება. ის არც „შემოკლებულია“ და არც „გამარტივებული“, მიუხედავად იმისა, რომ დედანს სიტყვასიტყვით არ მიჰყვება. ვფიქრობთ, ის მორგებულია ოცდამეერთე საუკუნის ადამიანის ხედვასა და დამოკიდებულებას პიესაში აღწერილი ფაქტების მიმართ და მეტი კომედიური ელფერი აქვს, ვიდრე არისტოფენეს „ლისისტრატეს“. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დრამატურგმა მას „ადაპტირებული“ იმიტომ უწოდა, რომ ტექსტი დიდად არ შორდება დედანს და არ არღვევს კლასიკური დრამატურგიისათვის ნიშანდობლივ სქემატურ ქარგას, რასაც თავად დრამატურგიც აღნიშნავს. პიესებს შორის არსებით სხვაობას თავად ლისისტრატე ქმნის. არისტოფანეს ლისისტრატე გაცილებით სერიოზულია და ნაკლებად კომიკური ხასიათის: „პიესის ცენტრალური პერსონაჟი თავად თითქმის არ არის მატარებელი კომიკური თუ გროტესკული შტრიხებისა, იგი წარმოგვიდგება ე. წ. სერიოზულ, ნორმალურ კომედიურ სახედ“ (გორდეზიანი, 2002 : 500). ადაპტირებულ ტექსტში ლისისტრატე მეტად აქტიური და კომიკური პერსონაჟია, რაზეც, ვფიქრობთ, სათაურიც მიგვანიშნებს. ტექსტშიც არაერთგზის არის ყურადღება გამახვილებული მის მშვენიერ უკანალზე: „კლეონიკე - ვაიმე, გაბრაზებული ხარ? ნუ იჯავრებ, ჩვენო მშვენიერუკანალავ! ლისისტრატე _ (უკანალზე დაიხედავს) ეს რომ საქმეს შველოდეს... ეგ აღარ დამიძახო!“ (მოსულიშვილი, 2011 : 126). ამასთანავე, ადაპტირებული ტექსტის ლისისტრატეს შეთავსებული აქვს სხვა ქალთა როლებიც, რაც იმ სიტყვების გამეორებაში გამოიხატება, რომლებსაც დედანში სხვა პერსონაჟი ქალები ამბობენ.
ყოველთვის, როდესაც კლასიკური ნაწარმოების ახალ ვერსიას ეცნობი, ჩნდება კითხვა: რატომ მიუბრუნდა მწერალი უკვე დაწერილ და მრავალჯერ გადამუშავებულ ტექსტს, მით უფრო, რომ აღნიშნული პიესით არაერთგზის დაინტერესებულან თეატრისა თუ კინოს რეჟისორები, რით უნდა დააინტერესოს თანამედროვე მკითხველი? პასუხი, ალბათ, ერთია _ პრობლემათა მარადიული აქტუალობა და შესაძლოა, უფრო თვალშისაცემიცა და მწვავეც. ვფიქრობთ, „ლისისტრატეში“ მხოლოდ აბსურდულობასთან (და ამ გზით გამოწვეულ კომიზმთან) არ გვაქვს საქმე. პრობლემა გაცილებით ღრმაა. პიესაში მამაკაცები ხორციელ ინსტინქტებს დამორჩილებული სუსტი არსებები არიან, რითაც ქალები მანიპულირებენ და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ღიმილისმომგვრელია, პრობლემა არც ისე მსუბუქია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ნიცშე წერს: „ფეხი და თვალი არ უნდა ცრუობდნენ, არც ერთმანეთს სიცრუეს აბრალებდნენ. ხოლო დიდი სიცრუეა პატარა ადამიანთა შორის. ვიეთთ მათგანს ჰსურსთ, ხოლო უმრავლესობა სხვის სურვილს ემსახურება. ვიეთნი მათგანნი გულწრფელნი არიან, ხოლო უმრავლესობა ცუდი აქტიორები. მათ შორის არიან უცნაური აქტიორები და აქტიორები უნებლიეთ _ წრფელნი მარად იშვიათია, უფროსად _ წრფელი აქტიორები. მამაკაცისა აქ ცოტა რამეა: ამად მათი დედაკაცნი მამაკაცებად იქმნებიან. რამეთუ რომლის შორის მამაკაცური საკმარისია, მხოლოდ იგი ათავისუფლებს დედაკაცს დედაკაცში“ (ნიცშე, 1993 : 129). თუ მამაკაცურ საწყისს შეუძლია გაათავისუფლოს დედაკაცში დედაკაცი, ამისათვის უმთავრესია თავად ის იყოს თავისუფალი, მხოლოდ თავისუფალ მამაკაცს შეუძლია შექმნას თავისუფალი ქალი და დამეთანხმებით, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით გაცილებით აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. როგორც კონსტანტინე გამსახურდია წერდა: „ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ დღე და ღამ და გამვლელ-გამოვლელს ვეღრიჯებით: „ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!“ (გამსახურდია, 1980 : 215) და მეტისმეტად მიჯაჭვულნი ყოფით პრობლემებს. იმდენად მიიპყრო ადამიანის ყურადღება მატერიამ (მატერიალურმა) და მისი მოპოვების სურვილმა, რომ ადამიანმა სრულიად დაკარგა თავისუფალი ნება. ამ სამყაროში, შესაძლოა ითქვას, არავინ არის თავისუფალი, ამდენად, მამაკაცს არ შეუძლია მისცეს ქალს ის, რაც თავად არ აქვს, ამიტომ ქალები, გამუდმებით ცდილობენ მოიპოვონ თავისუფლება, რომელიც ხშირად ფსევდოთავისუფლებით იცვლება ხოლმე, რაც გამოიხატება მამაკაცზე უპირატესობის მოპოვებასა და თავიანთი უფლებების დაცვაში. ხდება ისეც, რომ ამ ყველაფერს გაზვიადებულად, ლამის ისტერიულადაც, წარმოაჩენს ქალთა უფლებათა დამცველი სხვადასხვა ორგანიზაცია და ასეთ შემთხვევაში ეს მართლაც სასაცილოდ გამოიყურება. და, ვფიქრობთ, დრამატურგი ამაზეც აკეთებს აქცენტს. ასევე ყურდღებამისაქცევია მამაკაცთა სექსუალურ ლტოლვასა და თავშეუკავებლობაზე ყურადღების გამახვილება, რაც ადაპტირებულ ტექსტში გაცილებით თვალშისაცემია. შესაძლოა, ეს ერთგვარად უტრირებული იყოს, რაც, ასევე, რიგ შემთხვევაში, დამახიათებელია კომედიური ჟანრისათვის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნიშანია იმისა, რომ ადამიანი მაღალი ფასეულობებისაკენ კი არ მიილტვის, არამედ ქვენა გრძნობებს ემორჩილება. ვფიქრობთ, პიესის მთავარი პრობლემები ამ ფაქტებში იყრის თავს. კომედიაში ხომ სიცილ-სიცილით შეუფარავად გვეუბნება სათქმელს დრამატურგი. ამას რამდენად მივხვდებით, გავითავისებთ და ვეცდებით ნაკლოვანება-მანკიერებათა აღმოფხვრას, ეს უკვე მკითხველზე ან მაყურებელზეა დამოკიდებული.

(გაგრძელება ქვემოთ)

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 9:46 pm

ნინო თოდუა  Nina_t21

ნინო თოდუა

„ლისისტრატე“ ძვ. წ. IV და ახ. წ. XXI საუკუნეებში
(არისტოფანეს „ლისისტრატე“, მიხო მოსულიშვილის „ლისისტრატე კალიპიგოსი, ანუ ჯარის დამშლელი მშვენიერი უკანალით“ და ლაშა ბუღაძის „ლისისტრატე“)

(გაგრძელება)


„ლისისტრატე“ ძვ. წ. ა. 411 წელს დაიდგა. უნდა აღინიშნოს, რომ ლისისტრატე ლაშქრის დამშლელს ნიშნავს, რასაც მიხო მოსულიშვილი პიესის სათაურშივე განმარტავს. პიესაში ასახული პრობლემა ელინებს შორის არსებული ომია, რომელმაც ქალები ძალიან დაღალა. ამიტომ ლისისტრატე ფარულად კრებს ქალებს, რომ ამ ომს ბოლო მოუღოს: „თუ შევიკრიბებით აქ ერთად ქალები, / ბეოტიელნიც და პელოპონესელნიც / და თქვენც, ათენელნი _ დავიხსნით საბერძნეთს“ (არისტოფანე, 2011 : 11). თუმცა თავად ქალებსაც კი აეჭვებთ ლისისტრატეს განზრახვა. ათენელი ქალი, კლეონიკე კითხულობს: „მერე, შეგვიძლია, რამე ჭკვიანური / ვაკეთოთ ქალებმა?“ (არისტოფანე, 2011 : 12). რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქალის როლი იმდენად დამცრობილია პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ თავად ქალებსაც არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობებისა და, საბოლოოდ, ეს რეალურად არც არის პოლიტიკური ნაბიჯი. ლისისტრატეს გადაწყვეტილება ასეთია: ქალებმა უარი თქვან მამაკაცებთან ფიზიკურ თანაცხოვრებაზე და ამით აიძულონ, უარი თქვან ომზე, რაც, ფაქტია, სიცილს იწვევს, რადგან პრობლემა მეტად მწვავეა, ხოლო მისი გადაჭრის მცდელობა _ აბსურდული. თავდაპირველად ქალები უარს ამბობენ ამ საქმეში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ალერსის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ: „სხვა იყოს, რაც გინდა. თუ საჭირო იქნა, ცეცხლშიაც გავივლი _ უფრო ადვილია, / ოღონდ ამხელა მსხვერპლს ჩვენგან ნუ მოითხოვ“ (არისტოფანე, 2011 : 18); აღშფოთებული კლეონიკე: „რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ, თუ საჭიროა ცეცხლშიც ჩავდგები, ოღონდ საწოლი არა! არა და არა!.. (დაუყვავებს) აბა, ლისისტრატე, ამაზე უკეთესი სხვა რა არის ამ ცხოვრებაში? (მოსულიშვილი, 2011 : 128). აღსანიშნავია, რომ ლისისტრატემ თავადაც იცის, ქალებს გაუჭირდებათ მამაკაცებთან ურთიერთობაზე უარის თქმა, ეს ერთგვარად მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც მამაკაცების, ასევე ქალების ცხოვრებაში, რაც, რა თქმა უნდა, მინიშნებაა იმაზე, თუ რამდენად სუსტია ადამიანი და რამდენად არ შეუძლია მას გაუმკლავდეს ხორციელ მოთხოვნილებებს, მაგრამ ლისისტრატე სხვადასხვა ხერხის მოშველიებით დაიყოლიებს მათ და არწმუნებს თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „თუ ჩვენს პირობას არ შეასრულებენ, ვერასოდეს მოვლენ ჩვენთან! ვერასოდეს! თუ ეს ვერ შევძელით, დავიღუპებით! მარტო ჩვენ კი არა, მთელი სამყარო განადგურდება ამ უაზრო ომისგან!“ (მოსულიშვილი, 2011 : 130). მამაკაცები გაკვირვებულნი და, ამავდროულად, გამწყრალნიც არიან ქალთა აჯანყების გამო: ბერიკაცთა გუნდის კორიფეოსი ამბობს (აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ადაპტირებულ ტექსტში ბერიკაცთა გუნდი თითო მამაკაცის სახით არის წარმოდგენილი, თუმცა არსებითი განსხვავება ამ მამაკაცთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შორის არ შეინიშნება. შესაძლოა, დრამატურგი ამით ხაზს უსვამს ფაქტს, რომ, რაც შეიძლება თქვას თუ იფიქროს ერთმა, ამის მომხრეა მეორეც _ ისინი ერთ აზრზე არიან): „ფედრია, ქალებს ამდენი როშვის უფლება მივცეთ? არ უნდა ვცემოთ ისინი? არ ჩავაზილოთ კეტი? ... ამათთვის ვინმეს ორ-სამჯერ რომ დაელეწა ყბები, როგორც ბუპალოს ულეწეს, ვერ გაიღებდნენ კრინტსაც“ (არისტოფანე, 2011 : 31); „დიდი ხანია დროა, რომ ეს ჯოხი ამ ლამაზუკანალას ზედ ამ ლამაზ უკანალზე გადავამტვრიო“ (მოსულიშვილი, 2011 : 131); „(ცალი ხელით სილას აჩვენებს) ეს ლავაშია! (მეორე ხელით მუშტს) ეს კიდევ _ კუტი! ჰოდა, რომელი გინდათ? მითხარით, არ მოგერიდოთ! მე ისეთ კუტებს და ლავაშებს ვარიგებ, თქვენი მოწონებული!“ (მოსულიშვილი, 2011 : 132). ამ მონაკვეთიდან ნათლად ჩანს ქალის უუფლებო მდგომარეობა იმჟამინდელ საბერძნეთში და გენდერული უთანასწორობა. ასევე, ისიც საგულისხმოა, რომ არც ოცდამეერთე საუკუნის საქართველოსთვის არის ეს პრობლემატიკა უცხო. ამის შემდეგ კორიფეოსი ევრიპიდეს იმოწმებს და ამბობს: „ევრიპიდეზე ბრძენ პოეტს არავის ვიცნობ, ვფიცავ _ ქალზე საძაგელს ხომ მართლაც ვერ წარმოიდგენ რამეს“ (არისტოფანე, 2011 : 31) ... „არ არსებობს ქვეყნად მხეცი ქალზე უფრო მძვინვარე“ (არისტოფანე, 2011 : 75); „ამ ქვეყნად ჩვენს ქალებზე უსირცხვილო მხეცებს ვერსად ნახავთ!“ (მოსულიშვილი, 2011 : 132). საბოლოოდ ისინი (მამაკაცები) მიდიან დასკვნამდე, რომ ამ „უღირსობაში“ ქალებს თავად უწყობენ ხელს, რადგან თავად ასწავლიან ავხორცობას: „ჩვენ თავად ხელს ვუწყობთ მათ უღირსობაში, / თავადვე ვასწავლით ქალებს ავხორცობას, / ბოლოს კი მოვიმკით, რაც დაგვითესია“ (არისტოფანე, 2011 : 34); „ჰოდა, ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ ქალებს, როცა ჩვენ თვითონ ვუბიძგებთ თავაშვებულობის მოლიპულ გზაზე, აი, როგორი ნაყოფი გამოაქვს რეალობაში“ (მოსულიშვილი, 2011 : 133). ამ მონაკვეთიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მამაკაცები არც თუ ისე მამაცნი არიან, რადგან თავს მხოლოდ მაშინ გრძნობენ მშვიდად, თუ ქალი უპრეტენზიოდ ასრულებს დიასახლისის მოვალეობას, მაგრამ, თუ მეტი ამბიცია გაუჩნდა, ეს ფაქტი მათთვის სიმშვიდის დარღვევის საფუძველი ხდება და არც ის იციან, როგორც გაუმკლავდნენ ამ პრობლემას. ადაპტირებულ ტექსტში მამაკაცები განსაკუთრებით შეურვებულნი არიან ქალთა თავაშვებულობით და წუხან, რომ არანაირი კანონი არ არსებობს მათ შესაჩერებლად: „ხოლო ქალებს აღვირები იმიტომ ვეღარ შევაბით, რომ სადაგი კანონი ვერ მივიღეთ! სადაგი კანონი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ აღვირები ვერ შევაბით! აღვირი, კანონი და ქალი! _ აი, სამი უმძიმესი დილემა, რომელიც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს...“ (მოსულიშვილი, 2011 : 133). სავარაუდოდ, ამ თემის აქცენტირება დღევანდელ მსოფლიოში ქალთა უფლებების გაზრდამ და მამაკაცთა მხრიდან ამის გამო უკმაყოფილობამ გამოიწვია. აქ იკვეთება ავტორის ირონია იმ ქალების ან მათ მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციების მიმართ, რომელთაც ვერ გაურკვევიათ, რა არის რეალური პრობლემა და კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ თავს. ასევე კომიკურ სიტუაციაში რჩებიან ქალთა უფლებების გაზრდით „შეშფოთებული“ მამაკაცები. მწერლის ირონის იმსახურებს სახელმწიფოც, რომელიც იღებს არაერთ არაფრისმომცემ კანონს და არც გასაკვირი იქნება ისეთი „კანონის“ შემოღება, რომელიც ქალებს „აღვირს ამოსდებს“. ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ თავად დრამატურგი ერთგვარი ირონიით უყურებს ქალთა უფლებების გაფართოებას და მათ აქტიურობას საზოგადოებრივ ასპარეზზე, რადგან, ჩვენი აზრით, მსგავსი ორგანიზაციები რეალურად ვერაფერს აკეთებენ, ლაპარაკის გარდა. ამას მაფიქრებინებს, ჯერ სათაური და შემდეგ აქცენტი ლამაზ უკანალზე, რომ ამ „ლამაზუკანალას“, რომელმაც თავისი უკანალის წყალობით, ორჯერ გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში და ძეგლიც კი დაუდგეს აკროპოლისში, რადგან ძეგლის დამდგელს სტიმოდორის თქმით: „ლისისტრატე თავის ორჯერ გამარჯვებულ უკანალს უჩვენებდა! სხვა რამეებსაც! და თან ჩვენ დაგვცინოდა!..“ (მოსულიშვილი, 2011 : 130). ქალების გადაწყვეტილებით გაკვირვებული მრჩეველი ლისისტრატეს ეკითხება: „როდის მერეა, რომ ომისა და მშვიდობის ბედით შეწუხებულხართ?“ (არისტოფანე, 2011 : 41); „მაგრამ რატომ ზრუნავთ ასე ომსა და მშვიდობაზე?“ (მოსულიშვილი, 2011 : 135). გაკვირვებას, ალბათ, ისიც იწვევს, რომ ქალის მიზეზით დაწყებული არაერთი ომი ახსოვს მსოფლიო ლიტერატურას, მაგალითისათვის ტროას ომიც კმარა. პასუხად ლისისტრატე ჰყვება, თუ როგორ დუმდა ძალიან დიდხანს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა, ომი კარგს არაფერს მოასწავებდა: „თავდაპირველად, როცა დაიწყო ომი, ქალებმა ერთხანს ვითმინეთ, / გაკვირდებოდით, რას აკეთებდით _ კდემამოსილი ვინმეა ქალი“ (არისტოფანე, 2011 : 42); „ამ ჩავლილ წლებში, ომის დასაწყისიდან, ყველაფერს ვითმენდით და ვიტანდით ჩვენი მოკრძალების გამო“ (მოსულიშვილი, 2011 : 135), მაგრამ ახლა დადგა დრო, კაცების მოუგვარებელი პრობლემები ქალებმა გადაჭრან და, თუ მამაკაცებს მათ სიმართლეში დასარწმუნებლად მხოლოდ მათი „თავსაფარი“ უშლით ხელს, ეს „თავსაფრები“ შეუძლიათ თავად მამაკაცებმა დაიხურონ. პიესაში გაცხადებულია როგორც დედების, ასევე, ზოგადად, ქალთა საწუხარი ომთან დაკავშირებით. ლისისტრატე ამბობს: „ჩვენ ხომ ორმაგად გვაწამებს ომი: ჯერ ერთი, შვილებს ვშობთ და სულ მალე აბჯარასხმულებს ომში ვაგზავნით (აქ უთუოდ გაგვახსენდება ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონიდან“ სანათას სიტყვები: „რად გვინდა დედებს შვილები? რაზე ვსწვალდებით, ნეტავი? გაჰზრდი, გალაღებს ვაჟკაცი, ლამაზი, გორის მდრეკავი. დღეს მთელი, ხვალე მკვდარია; მოვა, წაიღებს უეცრად სისხლისა ნიავ-ღვარია“ (ვაჟა-ფშაველა, 1990 : 162)).

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 12:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 9:47 pm

ნინო თოდუა  Nina_t17

ნინო თოდუა

„ლისისტრატე“ ძვ. წ. IV და ახ. წ. XXI საუკუნეებში
(არისტოფანეს „ლისისტრატე“, მიხო მოსულიშვილის „ლისისტრატე კალიპიგოსი, ანუ ჯარის დამშლელი მშვენიერი უკანალით“ და ლაშა ბუღაძის „ლისისტრატე“)

(გაგრძელება)


... მეორეც, როცა დატკბობის დროა და სიყმაწვილით გახარებისა, მარტონი ვწევართ ამ ომის გამო“ (არისტოფანე, 2011 : 48); „თქვენ რომ სამშობლოს სიყვარულზე ალაპარაკდებით, მაშინვე შიში შემიპყრობს ხოლმე! ... იმისი, რომ ადვილად შესაწირი მსხვერპლი გჭირდებათ ომისთვის!“ (მოსულიშვილი, 2011 : 135-135). ვფიქრობთ, ადაპტირებულ ტექსტში მხოლოდ შვილის დაკარგვის ან მარტოდმყოფობის შიში არ არის გაცხადებული. აქ კიდევ ერთი თვალსაჩინო პრობლემა დაგვანახა დრამატურგმა _ „ადვილად შესაწირი მსხვერპლი“ და „სამშობლოს სიყვარული“. ავიღოთ თუნდაც ჩვენი ისტორიის უკანასკნელი ორმოცდაათწლეული _ „სამშობლოს სიყვარულის“ სახელით რამდენი „ადვილად შესაწირი მსხვერპლი“ გავიღეთ, ზოგადად, ომში მსხვერპლს მუდამ ხალხი იღებს და არა ომის დამწყები. ეს „სამშობლოს სიყვარულიც“ ვაიპატრიოტიზმს უფრო ჰგავს, რადგან კონტექსტი ამაზე მიგვანიშნებს: „თქვენ რომ სამშობლოს სიყვარულზე ალაპარაკდებით“, სამშობლოს სიყვარული ხომ ისეთი რამაა, „რასაც დაფარვა სჭირდება“, რომელზეც ვერ ილაპარაკებ. ორივე პიესაში კომიკურ სიტუაციას ქმნის განხეთქილება ქალთა შორის. ალერსმოწყურებული ქალთა ერთი ჯგუფი სხვადასხვა გზით ცდილობს თავი დააღწიოს ჩაკეტილ კარიბჭეს, მაგრამ, ლისისტრატეს მხილების შემდეგ, ერთგვარად შერცხვენილები, უკან ბრუნდებიან: „შეწყვიტეთ, ბრიყვებო, ხლართვა ამ ზღაპრების, თქვენ ყველას კაცები მოგინდათ!“ (არისტოფანე, 2011 : 57); „ქალებო, ხუმრობას მოეშვით! თქვენ ქმრები გენატრებათ!“ (მოსულიშვილი, 2011 : 139). არანაკლებ კომიკურია უქალოდ დარჩენილი მამაკაცების ყოფა: „როგორღა ვიქნებით? / ქალაქში დავდივართ წელში გატეხილნი / და ხელში გვიჭირავს სუყველას ... ლამპარი. / არ მიგვიკარებენ ქალები მანამდე, / სანამ მთელ საბერძნეთს არ დავუზავდებით“ (არისტოფანე, 2011 : 74-75). ადაპტირებულ ტექსტში ამ ფაქტს უფრო კომიკურ ელფერს მატებს უარი სექსუალური უმცირესობისგანაც (რაც არ გვხვდება არისტოფანესთან): „ეჰ, ჩემო კინეას, ხომ წარმოგიდგენია, ჰეტერებიც კი აღარ გვნებდებიან, თვითონ ჰეტერებიც კი! და მარტო ათენში კი არა, მთელ ელადაში!“ (მოსულიშვილი, 2011 : 142). როგორც რისმაგ გორდეზიანი აღნიშნავს, არისტოფანეს კომედიებისათვის დამახასიათებელია: „უხამსობა, ფალოსის, როგორც პერსონაჟთა მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მოტივაციის, აქტიური აქცენტირება, ყველაზე სანუკვარი და სერიოზული მიზნების კომედიური სიმსუბუქით მიღწევა, უტოპიურობა“ (გორდეზიანი, 2002 : 500). ამ მდგომარეობიდან თავის მშვიდობიანად დაღწევის მიზნით, დიალოგი იმართება ლისისტრატესა და პრობულუსს შორის. პრობულუსი ფიქრობს, რომ ომი საჭირო და გარდაუვალია, თუმცა ლისისტრატესთან კამათში ის მარცხდება, რადგან ვერ ახერხებს თავისი მოსაზრებების დადასტურებას: „არსად არ არის ისეთი მხეცი, რომ ქალს აჯობოს. არც ცეცხლი და არცა ფოცხვერის ბოკვერი ისე თავხედი არ არის, როგორც ქალი!“ (მოსულიშვილი, 2011 : 143). ამის პასუხად დედანში ქალთა გუნდის კორიფეოსი, ხოლო ადაპტირებულ ტექსტში ლისისტრატე პასუხობს: „პრობულო, თუკი ქალს ვერავინ აჯობებს, რაღას მებრძვი? შე საწყალო, ხომ შეგეძლო, ჩემი მარადიული მეგობარი გამხდარიყავი?“ (მოსულიშვილი, 2011 : 143). აქ მინიშნებაა იმაზე, რომ, თუ ქალი და მამაკაცი იქნება ერთი აზრითა და ერთი მიზნით დაკავშირებული ერთმანეთთან, მათ ბევრი რამის შექმნა შეუძლიათ, რაც არანაირად არ გულისხმობს ერთი და იმავე საქმის კეთებას: „ესე მსურს მამაკაცი და დედაკაცი: ერთი ომის, მეორე შვილოსნობის უნარით, ხოლო ორივე თავით და ფეხით ცეკვის უნარით“ (ნიცშე, 1993 : 160). ცეკვა ნიცშესთან გააზრებულია, როგორც ქმედება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთიან ქმედებას შეუძლია კეთილი ნაყოფის გამოღება. საბოლოოდ, ორ სქესს შორის კონფლიქტი დიდხანს არ გრძელდება. ქალების გადაწყვეტილების ურყეობაში დარწმუნებული მამაკაცები მალევე ყრიან ფარ-ხმალს, ამით გათამამებული ქალთა გუნდის კორიფეოსი მამაკაცთა გუნდის კორიფეოსს ეუბნება: „ახლა დაგიზავდებით და აწი აღარასოდეს ცუდს მე აღარ შეგამთხვევ და თქვენგანაც არ მოვითმენთ“ (არისტოფანე, 2011 : 77), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიტყვებს ადაპტირებულ ვარიანტში მამაკაცები ამბობენ: „ფილუგრიუსი _ მაგრამ ახლა შეგირიგდებით და ამიერიდან ცუდს არაფერს გაგიკეთებთ... დრაკეტი _ და არც თქვენგან მოვითმენთ“ (მოსულიშვილი, 2011 : 143), ამით, თითქოს, მიანიშნებს დრამატურგი, რომ ეს ფუჭი დაპირება და ერთგვარად აგდებული დამოკიდებულებაა ანუ ახლა მივაღწიოთ იმას, რაც გვსურს და მერე ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს! თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა _ რადგან ლისისტრატემ მთელი საბერძნეთის ქალები ჩაითრია ამ „ავანტიურაში“. ელადის სხვადასახვა კუთხიდან მოდიან ელჩები, რომ მას მორჩილება გამოუცხადონ და ერთმანეთს შორის დაზავების პირობა დადონ: „გამარჯობა, უმამაცესო ქალო! ახლა უნდა ეცადო, გახდე მრისხანეც და კეთილიც, გულადიც და ბრაზიანიც, მშვიდიც, სიტყვაძუნწიც, ეშმაკიც. ელინების ელჩები აქ შეიკრიბნენ, შენს ჯადოქრობას დაუთმეს, ყველა მოვიდა, რომ შენ გადმოგაბაროს მტკივნეული საერთო საქმე“ (მოსულიშვილი, 2011 : 144). ამდენად, ლისისტრატეს სტრატეგიამ გაამართლა და შესაძლოა დროებით, მაგრამ ზავი დაიდო. ლისისტრატე: „ახლა კი, როცა მორჩა ყველაფერი, უნდა წაიყვანოთ თქვენ-თქვენი ქალები ... ქალი კაცს დაუდგეს გვერდით და კეთილი ამბისთვის ვიცეკვოთ, ღმერთებს შევევედროთ არ დაგვაშვებინოს დღეიდან შეცდომა“ (არისტოფანე, 2011 : 88-89). ადაპტირებულ ტექსტში მშვიდობის აღსანიშნავად ქალები სილამაზის კონკურსის ჩატარებას აპირებენ, რაც მათ უთუოდ კარგად გამოსდით, რადგან ლისისტრატეს ათენის გამარჯვებულად ყოფნა აღარ აკმაყოფილებს, მას მთელი ელადის აღიარება სჭირდება. თუ არისტოფანეს ლისისტრატე „სერიოზულ, ნორმალურ კომედიურ სახედ გვევლინება“, როგორც უკვე ზემოთაც აღვნიშნეთ, იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე ვერსიის ლისისტრატეზე. აქ ლისისტრატე, ვიტყოდი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომიკური სახეა, ის მთელი ამ კომიზმის არა მხოლოდ გამომწვევია, არამედ _ მთავარი მოთამაშეც: „მშვენივრად გააკეთა! ლისისტრატე მესამედაც გაიმარჯვებს და ასი წლის მერე აი, ამისთანა ქანდაკებები მთელ ელადას, ჰო, სულ ამისთანები... მთელ ქვეყანას მოეფინება ამისი ასლები და ერთი მათგანი სირაკუზას აფროდიტეს ტაძარშიც კი დაიდგმება...“ (მოსულიშვილი, 2011 : 145-146). დამეთანხმება მკითხველი, რომ ამ მონაკვეთში ნათლად ჩანს დრამატურგის ერთგვარად ირონიული დამოკიდებულება ლისისტრატეს და ქალთა ცრუსაქმიანობის მიმართ, რადგან „სულ ამისთანები“ მოედებიან ქვეყანას და თან ასლები, რომლებიც ლისისტრატეს ადაპტირებული ვარიანტები იქნებიან.

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Thu Oct 03, 2019 9:02 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 9:50 pm

ნინო თოდუა  Nina_t23

ნინო თოდუა

„ლისისტრატე“ ძვ. წ. IV და ახ. წ. XXI საუკუნეებში
(არისტოფანეს „ლისისტრატე“, მიხო მოსულიშვილის „ლისისტრატე კალიპიგოსი, ანუ ჯარის დამშლელი მშვენიერი უკანალით“ და ლაშა ბუღაძის „ლისისტრატე“)

(გაგრძელება)


პიესას ანტიკური კომედიისათვის დამახასიათებელი არაერთი შტრიხი აქვს. მაგალითად: პრობლემის ტრაგიზმი და მისი გადაჭრის არასერიოზული გზა, აბსურდულობა, უხამსობა და, რა თქმა უნდა, ბედნიერი დასასრული: „კომედიურ სამყაროში მაინც, ადამიანი წარმოუდგენლის წარმოსადგენლად არაჩვეულებრივი გარდასახვის თანაზიარი ხდება, აქ მას აბსურდული, ქარაფშუტული, სულელური, უწმაწური კი არ აღიზიანებს, არამედ ამხიარულებს და კომედიოგრაფოსის მიერ შემოთავაზებულ შებრუნებულ ურთიერთობათა საოცრად ხალისიან თამაშში ხატავს. ბუნებრივია, ჭეშმარიტი კომედიის აუცილებელი ნიშანია ის, რომ კონფლიქტი ბედნიერად უნდა დასრულდეს“ (გორდეზიანი, 2002 : 470).
როგორც წინა პიესის განხილვისას გამოჩნდა, არისტოფანეს კომედიაში წამოჭრილი პრობლემები არც ოცდამეერთე საუკუნის მკითხველისათვის არის უცხო. დღესდღეობით ქალთა მრავალი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად, საკუთარი ძალის წარმოსაჩენად და ქალთა უფლებების დასაცავად იბრძვის. ალბათ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მოტივი, რომ თანამედროვე ეპოქაშიც არაერთი მწერალი, რეჟისორი თუ დრამატურგი მიუბრუნდა „ლისისტრატეს“.
ლაშა ბუღაძის პიესაში „ლისისტრატე“ მოქმედება ზემოთ აღწერილი მოვლენების შემდეგ ვითარდება თბილისში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი კითხვისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ლისისტრატე ომის დამშლელი კი არ არის, როგორც ეს არისტოფანეს და მიხო მოსულიშვილის კომედიაშია, ის არის მოთავე ქალთა გათავისუფლებისა მამაკაცთა ძალადობისაგან. ამიტომ ქალაქ ციხესიმაგრეში მატრიარქატია და ფასადური მშვიდობა. ქალაქის გარეთ კი _ ძველი დროის პატრიარქალური, არაგანვითარებული ყოფა, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს ასე ტანჯვა-წვალებით მოპოვებულ თავისუფლებას, თუ ქალები არსებულ საფრთხეს თვალს მოუხუჭავენ და რეაგირებას დააგვიანებენ. ამიტომ ქალთა ერთი ჯგუფი, რომელთაც ავტორი უბრალოდ ქალებს უწოდებს, მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგას. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მშვიდობა ფასადურია, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ქალაქში არის მეორე ჯგუფი, დედებისა, რომლებიც გარდასულ დროს მისტირიან, როცა მამაკაცები მათზე ბატონობდნენ და ცდილობენ, შვილები ძველებური წეს-ჩვეულებებით აღზარდონ და არც ციხე-ქალაქის გარეთ გასვლას და დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობას უშლიან, პირიქით, მიესალმებიან კიდეც ამ ფაქტს. პიესა ნარიყალას ძირში მყოფი ქალთა ქოროს დიალოგით იწყება. ისინი კიდეც წუხან, რომ მამაკაცების გარეშე დარჩნენ და კიდეც ახარებთ ეს ფაქტი: „რა უფრო მართებულია _ მელანქოლიური ცხოვრება უკაცოდ თუ გარდაუვალი სიკვდილი კაცის ხელით!“ პიესაში მოქმედება შეყვარებული წყვილის გარშემო ვითარდება. მათ ურთიერთობას არაერთი მაყურებელი ჰყავს _ ქალთა და დედათა ჯგუფები. გოგონა ქალთა წრეშია აღზრდილი, საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლა „საეჭვო“ ვაჟის გამო მიატოვა, ხოლო ბიჭი დედათა მიერ არის აღზრდილ-გაზრდილი და, აქედან გამომდინარე, საეჭვო და მიუღებელი მსოფლმხედველობა აქვს ქალთა ჯგუფისათვის, ამიტომ მათ ურთიერთობას გაფაციცებით ადევნებენ თვალყურს. თავის მხრივ, დედებიც დაზაფრულნი არიან, რადგან გოგონა მათი წრიდან არ არის გამოსული. თუმცა ბიჭის დედა სიმშვიდეს ინარჩუნებს: „მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, მისთვის და ჩემთვის შეუფერებელს არაფერს ჩაიდენს. ... ისევე, როგორც თქვენ, ჩემს მეგობრებს, ამ ქალაქის მკვიდრ ქალებს, ძირძველ მეოჯახეებს, მეც მიჭირდა ჩემი შვილის იმგვარ კაცად შენარჩუნება, რომ საერთოდ არ დაეკარგა მამაკაცურობა; ოღონდ ისეთი მამაკაცურობა, როგორიც ჩვენ ვიცით და გვახსოვს _ ჭეშმარიტი“ (ბუღაძე, 2015 : 55). ჭეშმარიტი, ამ შემთხვევაში, უთუოდ, ნიშნავს მამაკაცს მბრძანებლის ბუნებით. უნდა აღინიშნოს, რომ ქალ-ვაჟის ურთიერთობა არ არის ჯანსაღი, რადგან ბიჭი უამრავი კომპლექსითა და, აქედან გამომდინარე, არასრულფასოვნების განცდით არის შეპყრობილი. თავის მხრივ, გოგონა ქალებს ადანაშაულებს მამაკაცთა ანუ მამათა თაობის ჩაგვრაში და ბიჭის მიერ წაყენებულ არაფრისმთქმელ კაპრიზებს უსიტყვოდ ემორჩილება, რაზეც გოგონას დედა ამბობს, რომ „ეს ლიბერალიზმით დაღლას ჰგავს“ (ბუღაძე, 2015 : 50). გოგონა კი იმდენად არის გაღიზიანებული ქალებზე, რომ არ სურც მათი სიმართლის დანახვა, არ სურს გააცნობიეროს, თუ რამ მიიყვანა ისინი ამ უკიდურეს გადაწყვეტილებამდე. გოგონას დედა ამბობს, რომ ქმარს, რომელიც შვილს „სულ სხვაგვარი“ ახსოვს, საყვარელი ჰყავდა და ორგიებს აწყობდა, როცა არჩევნის გაკეთება მოსთხოვა _ სცემა „და შემდეგ, ომში მოუწია წასვლა და იქიდან კუდუსუნში დაჭრილს მოუხდა ჩამოსვლა, განხორციელებულ და შეუკავებელ მჩაგვრელად იქცა; როგორც ჯალათი ტყვეს, ისე მექცეოდა, ცივი შხაპის ქვეშ მაყენებდა და საფეთქელზე მაბჯენდა იარაღს“ (ბუღაძე, 2015 : 43), მაგრამ შვილს არაფრის გაგონება არ სურს: „მეზიზღება თქვენი ბრძოლა, მეზიზღება ლისისტრატე, მეზიზღებიან შენი ბრძენი ქალები!“ (ბუღაძე, 2015 : 47) და ამ ჯიბრში დგომის გამოძახილი უნდა იყოს მისი რჩეულის მიმართ უსიტყვო მორჩილება: „მე ეს არ მაწუხებს, ჩემთვის, პირიქით, საინტერესოა გარკვეული აკრძალვების რეჟიმში ცხოვრება, მით უფრო, როცა ვხედავ, რომ ეს შენ გსიამოვნებს“ (ბუღაძე, 2015 : 57). მაგრამ იმის გამო, რომ ქალაქში მითქმა-მოთქმა დაიწყო მათ ურთიერობაზე, გოგონაზე, რომელიც მამაკაცს ემორჩილება და მამაკაცზე, რომელიც თავისი აკრძალვებით ქალს ჩაგრავს, ქალიშვილი გადაწყვეტს, რომ წვეულებაზე წავიდეს, ის ამბობს: „აკრძალვის ჟინი უნდა გადავლახო, თორემ დაგვჩაგრავენ!“ (ბუღაძე, 2015 : 58). როგორც აღმოჩნდა, ამ წვეულებამ ვერ ჩაიარა ინციდენტის გარეშე, გოგონასთან მოცეკვავე ერთი რიგითი ბიჭი ვაჟმა სცემა, რაშიც დედა სრულიად ამართლებს შვილს: „თუ მართლაც ისე მოხდა, როგორც თქვენ მიყვებით, მაშინ ყოჩაღ ჩემს ბიჭს, რადგან რკინის ნებისყოფა ჰქონია“ (ბუღაძე, 2015 : 59), რომ მხოლოდ სცემა და არ დაჭრა, როგორც მამამისი მოიქცეოდა. ამ ინცინდეტის შემდეგ ქალ-ვაჟი ქალაქიდან გაქცევას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან კარიბჭესთან აკავებენ. თუ აქამდე ლისისტრატეს მხოლოდ საუბრისას მოიხსენიებენ, პიესის ფინალში, უკიდურესად დაძაბულ მომენტში, ჩნდება ლისისტრატე, რომელმაც სამართალი უნდა დაიცვას და აღადგინოს. დედები ფიქრობენ, რომ მათი შვილი მოიტაცეს ან მოკლეს და ითხოვენ, მკვდარი მაინც აჩვენონ, რაზეც ლისისტრატე უპასუხებს, რომ: „ამგვარი შიზოფრენიის მთავარი საკვები სახლიდან გამოუსვლელობა და უფუნქციობაა და ამის წინააღმდეგ მთელმა ქალაქმა უნდა იბრძოლოს ... ეს შინიდან გაუსვლელთა ბრაზია! ცუდად ყოფნის ჟინი სამყაროს ობიექტურად აღქმის საშუალებას არ გვაძლევს“ (ბუღაძე, 2015 : 63). ქალები ფიქრობენ, მათი ქალიშვილი იჩაგრება და ამოსავალი წერტილი ის არის, რომ არ აქვთ კანონი ქორწინებამდე ფიზიკური ურთიერთობისა. ამიტომ ქალები მოითხოვენ მისგან, რომ ლისისტრატემ შექმნას ახალი კანონი, რომელიც ქორწინებამდე ფიზიკური სიახლოვის უფლებას დართავს ქალ-ვაჟს, რადგან ამის საჭიროება გარდაუვალია იმიტომ, რომ ამის გარეშე ერთმანეთის შეცნობა შეუძლებელია და ამას კი კრძალავს რაღაც ახალი მიმართულება, რომელიც, თურმე, წმინდა ძირებს უბრუნდება, რაზეც გოგონას დედა ამბობს: „მაგრამ არავინ იცის, ეს მართლაც წმინდაა, თუ უბრალოდ ძირი“ (ბუღაძე, 2015 : 68). ამ ირონიულ რეპლიკაზე დედების რეაქცია ასეთია: „აი, თურმე რა ნდომებიათ“ აი, ესაა ამათი მსოფლმხედველობა! შეხედეთ შუანებისგან გადაქანცულ და ამოუპირავ ქალებს!“ (ბუღაძე, 2015 : 69). ერთი მხარე ტრადიციას დასცინის, ხოლო მეორე _ სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ქალებს. ფაქტია, რომ ქალებსაც კი არ შეუძლიათ ერთ აზრზე დგომა და ერთმანეთის გაგება თვიანთი განსხვავებული მსოფლმხედველობისა და დამოკიდებულებების გამო. სწორედ ამის გამო ლისისტრატეს მათი საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოაქვს და ამიტომ ითხოვს მოიყვანონ ქალ-ვაჟი, რადგან იქნებ მათგან მაინც გაიგოს ამ განხეთქილებისა და გაუგებრობის მიზეზი. გოგონა ბრაზსა და გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ისინი მათი პირადი ცხოვრების გასარჩევად არიან შეკრებილები: „რა უნდა მესწავლა თუნდაც ჩემს გენიალურ მაგისტრატურაში, თუკი შემდეგ თავისუფლებისმოყვარე დედა შეზღუდავდა ჩემს თავისუფლებას“ (ბუღაძე, 2015 :70). აქედან გამომდინარე, არანაირი აზრი არ აქვს იმას, თუ რა (რისი) სახელით ზღუდავ ადამიანს. ლიბერალური მსოფლმხედველობით გამოწვეული პიროვნული ნების შეზღუდვა ისევე დამთრგუნველად მოქმედებს მასზე, როგორც ტრადიციულით. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ ამბობს ლისისტრატე: „დრო შეიცვალა და უფრო ყურადღებით ყოფნა გვმართებს. არანაირ ახლებურ წესებს არ მოვიგონებ, იძულებითი სიყვარულის კანონს ჩემგან ვერავინ ეღირსება, ამ ბავშვების მე არ მეშინია, _ და არც ის მომწონს, ამათ რომ ბავშვებს ვუწოდებთ, _ ვისაც ეშინია, _ ქორწილში ნუ მივა. მე კი წავალ _ თუკი, ცხადია, ჩემს მისვლას არ ითაკილებენ. დედებო, შერიგდით, თქვენი შვილები ჩვენზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ. საშიშები ჩვენ ვართ და არა ისინი“ (ბუღაძე, 2015 : 73). ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლისისტრატეს ქალების ქორო ამცნობს, რომ გოგონა სახლში ნაცემი დაბრუნდა და რისიც ეშინოდათ, ის მოხდა: „ქალაქში მოძალადე გაჩნდა“ (ბუღაძე, 2015 : 74). პიესა ლისისტრატეს რეპლიკით მთავრდება: „შეცდომა დავუშვი?“ (ბუღაძე, 2015 : 74), რაზეც უთუოდ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ მან ახალგაზრდები მათზე ჭკვიანებად მიიჩნია და მათ ურთიერთობაში საშიშროება ვერ დაინახა და მეორე _ არისტოფანეს კომედიის ფინალურ ეპიზოდში ლისისტრატე ამბობს: „ღმერთებს შევევედროთ, არ დაგვაშვებინოს დღეიდან შეცდომა“ (არისტოფანე, 2011 : 88-89).

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 8:28 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 9:52 pm

ნინო თოდუა  Nina_t18

ნინო თოდუა

„ლისისტრატე“ ძვ. წ.  IV და ახ. წ.  XXI საუკუნეებში
(არისტოფანეს „ლისისტრატე“, მიხო მოსულიშვილის „ლისისტრატე კალიპიგოსი, ანუ ჯარის დამშლელი მშვენიერი უკანალით“ და ლაშა ბუღაძის „ლისისტრატე“)

(გაგრძელება)


საინტერესოა, დრამატურგმა რომელ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. რა დროს დაუშვა ლისისტრატემ შეცდომა? _ როცა მატრიარქატის დამყარებას შეუწყო ხელი, თუ მაშინ, როცა საშიშროება ჯეროვნად ვერ შეაფასა? ვფიქრობთ, პირველ შემთხვევაში, რადგან მეორე შემთხვევა ლისისტრატეს არ ეხება, ეს მხოლოდ ორის გადასაწყვეტია, თუნდაც შეცდომა იყოს. პირველ შემთხვევაში კი თავისუფლებამოპოვებული, ე.წ. ლიბერალურ ღირებულებებზე გადასული ქალები უკიდურესობაში გადაცვივდნენ, როგორც ეს ადამიანთა წესია და ორი პოლუსი შეიქმნა _ ლიბერალური და ტრადიციული ღირებულებებისა, რამაც გარდაუვალი კონფლიქტი გამოიწვია. ფაქტია, რომ „ლიბერალური ღირებულებები“ ზედაპირულად გაგებული და გაუაზრებელია, რადგან მათ ვერ შეძლეს ისე აღეზარდათ შვილები, რომ პროტესტი და აგრესია არ გამოეწვიათ. ამის ნათელი მაგალითია ქალების აღზრდილი აგრესიული გოგო, რომელიც ვერ ხვდება, რატომ ჩაგრავენ ქალები მამაკაცებს და მამაკაცის ბატონობაში ცუდს ვერაფერს ხედავს. მეორე მხრივ, დედები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რა არის ძალადობა და ჩაგვრა, ეს ბუნებრივი მდგომარეობა ჰგონიათ და ამ „ფასეულობებით“ ზრდიან შვილებს, მაგალითი დედების აღზრდილი, ბრაზდაგროვილი ბიჭია, რომელიც იმის შიშით, რომ არ დაჩაგრონ, მოძალადედ ყალიბდება. ლისისტრატე როგორც არისტოფანესთან, ისევე ბუღაძესთან სერიოზული პერსონაჟია. კომიკურ ხასიათებს არისტოფანესთან დანარჩენი პერსონაჟები ქმნიან. ბუღაძის „ლისისტრატე“ ტრაგიკომედიაა, რადგან აქ წამოჭრილი თემები და პრობლემები მეტად აქტუალური და მწვავეა, დრამატურგი მათზე მწვავე ირონიით საუბრობს. მაგალითისთვის მინდა გამოვყო დედების დამოკიდებულება შვილების მიმართ, როდესაც შვილთან ერთად თავიანთ თავსაც მოიაზრებენ და მრავლობითი ფორმით საუბრობენ: გოგონას დედა: „შეყვარებულები ვართ“ (ბუღძე, 2015 : 40) ან, როცა დედა ოცი წლის შვილს „ბავშვს“ უწოდებს: დედა: „სად არის ბავშვი?“ (ბუღაძე, 2015 : 63) ამ კითხვაზე კითხვითვე უპასუხებს ლისისტრატე, რაც ამ ფაქტის მიმართ ავტორის ირონიულ დამოკიდებულებაზე მიგვანიშნებს: „უნდა მომიტევოთ ადეკვატური რეპლიკის გამო, მაგრამ ამ საქმეში ბავშვიც ფიგურირებს, თუ ოცი წლის კაცს მოვიხსენიებთ ასე?“ (ბუღაძე, 2015 : 63).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ დრამატურგმა ჩვენი საზოგადოებისთვის ნიშანდობლივ არაერთ პრობლემას გაუსვა ხაზი და მძაფრი კრიტიკული ირონიით დაგვანახა საზოგადოებაში არსებული მანკიერებანი. პიესაში ნათლად ჩანს, რომ უკიდურესი „ტრადიცულობა“ ან ზღვარგადასული და გაუცნობიერებელი „ლიბერალიზმი“ ან თუნდაც ცალ-ცალკე შექმნილი ქალთა და მამაკაცთა დაჯგუფებანი არ მოუტანს ქვეყანას სიკეთეს. მხოლოდ ჭეშმარიტი ღირებულებებითა და თანაბრად გადანაწილებული ვალდებულებებით არის შესაძლებელი ჰარმონიული საზოგადოების შექმნა.

(დასასრული)

ნინო თოდუა - „პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული დრამატურგია“, 2019 წელი.


  flower


Last edited by Admin on Thu Oct 03, 2019 9:01 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 10:01 pm

ნინო თოდუა  N_10


ნინო თოდუა

განწირულობის მარადიული ტრაგედია
(შექსპირის „მეფე ლირი“ და ოთარ ბაღათურიას „მეფე ლირი თავშესაფარში“)

მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ლიტერატურა უშრეტი წყაროა საიმისოდ, მასში არსებული არაერთი მანამდე დახურული კარი შეაღო და საკუთარი მსოფლმხედველობრივი გასაღები მოარგო მას, ძალზე რთულია ახალი და შენამდე შეუმჩნეველი, თუნდაც მცირე დეტალები, აღმოაჩინო უილიამ შექსპირის შემოქმედებაში. მისი შემოქმედება ინტერესისა და ინსპირაციის მუდმივი საგანია მწერლებისათვის, კინოსა თუ თეატრის რეჟისორებისა და კრიტიკოსთათვის: „შექსპირი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ხშირად თარგმნილი ავტორია“ (ბერძენიშვილი, 2016 : 57), მისი პიესების მიხედვით შექმნილი კინომატოგრაფიის ნიმუშები ათასს აღემატება და ვერავინ დათვლის მათი გასცენიურების რაოდენობას. ჩვენში შექსპირის თარგმნის „აუცილებლობა“ თეატრის გააქტიურებას მოჰყვა, თუმცა, როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, თავდაპირველი ვარიანტები დედნის მიხედვით არ ითარგმნებოდა და, ამდენად, არ ჰქონდა მაღალი ლიტერატურული ღირებულება. საქართველოში პირველად მისი დედნიდან თარგმნა დაიწყეს ივანე მაჩაბელმა და ილია ჭავჭავაძემ ( „მეფე ლირი“).
სოკრატემ მეტად რთული მისია დააკისრა თავისი დროის დრამატურგებს. მისი აზრით, კარგ დრამატურგს თანაბრად უნდა შესძლებოდა როგორც კომედიების, ასევე ტრაგედიების წერა: „პირობითად რომ ვთქვათ, პირველი _ ძველი ბერძნული ტრაგედია _ ზღაპრული და მითოსური, მაგრამ, ამავე დროს, დამაჯერებელია; ხოლო მეორე, ძველი ატიკური კომედია, სრულიად ლოგიკური, მაგრამ, ამავე დროს, დაუჯერებელია. ერთი შეხედვით, ამ ორი სამყაროს გაერთიანება შეუძლებელია. ... სწორედ ეს შეუძლებელი ამოცანა ამოხსნა შექსპირმა. შექსპირამდე ვერავინ შეძლო ამის გაკეთება, ვერც შექსპირის შემდეგ შეძლო ვინმემ ამის ღირსეულად და სრულყოფილად გამეორება“ (ბერძენიშვილი, 2016 : 59).
ნაშრომის მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის ინგლისელი დრამატურგის ტრაგედიათა განხილვა, თუმცა არც უამისობა გამოვა. აქ წარმოდგენილი პიესები („მეფე ლირი“, „რომეო და ჯულიეტა“, ჰამლეტ დანიის პრინცი“), გახდა ქართველ დრამატურგთა შთაგონების წყარო (ამ მხრივ, ისინი გამოკლისს არ წარმოადგენენ, შექსპირმა არაერთი მსოფლიო დონის მწერალი შთააგონა და არაერთ ნაწარმოებში აირეკლა მისი შემოქმედება) ჩვენი კვლევის ობიექტად.
ერთი შეხედვით, ადამიანები ბედნიერებისკენ მიისწრაფვიან, მაგრამ, თუ ცხოვრებას დავაკვირდებით, ისინი „ტანჯვისთვის მზაობაში“ მეტად არიან, ვიდრე ლხენისთვის. შესაძლოა, ეს ბედნიერების დაკარგვის შიშით იყოს გამოწვეული, რომელიც, თითქოს, გაიძულებს გაჭირვებას თავი მოუდრიკო და აღარ იბრძოლო, რადგან გამარჯვების შემთხვევაშიც კი მისი შენარჩუნება საეჭვოა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამან განაპირობა ტრაგედიის შექმნა. არისტოტელეს თვალსაზრისით: „ტრაგედიისაგან არ უნდა ველოდეთ ყოველგვარ სიამოვნებას, არამედ _ მხოლოდ იმისთვის ნიშანდობლივს. რადგან პოეტმა ტრაგედიაში სიამოვნება უნდა მოგვანიჭოს თანაგრძნობისა და შიშის მიბაძვის საშუალებით“ (გორდეზიანი, 2002 : 308). რას ნიშნავს „ტრაგედიით მიღებული სიამოვნება“? ვფიქრობთ, სიამოვნებას იმით კი არ იღებ, რომ შენ ხდები თანამგრძნობი და მასთან ერთად გეშინია, არამედ, პირიქით, ის ხდება შენი თანაზიარი ტრაგედიაში, შენ მასში საკუთარ თავს ხედავ, შესაძლო მომავალს, უკვე დამდგარ აწმყოს თუ განვლილ სატანჯველს და, საბოლოოდ, ეს, როგორც ნიცშე ამბობს, მაინც ერთ წერტილში იყრის თავს _ აწმყოში. როგორ შეიძლება ამ განცდამ მოგვანიჭოს სიამოვნება ან განწმენდა: „ძლიერი ტანჯვის დათმენა ძველთაგანვე ყოველდღიური ემპირიული ცოდნით მიღწეულ ჭეშმარიტებაზე გაცილებით უფრო დიდ ჭეშმარიტებასთან მისვლის გზად ითვლებოდა“ (გორდეზიანი, 2002 : 309). აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, ეს განწმენდის გზა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის შეცნობის პროცესი და სწორედ ამიტომ, ქვეცნობიერად, მიილტვის ადამიანი ტანჯვისაკენ, რასაც, თავის მხრივ, ტრაგედია შობს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დადგეს ეპოქა, რომელსაც ტრაგიკული თემები აღარ დააინტერესებს და გულგრილად აუვლის გვერდს. ამბავი კი, რომელიც მეფე ლირს დაატყდა თავს, მეტად საცნაური, სომპტომატურია ჩვენი ეპოქისათვის.
„ტანჯვა მით უფრო დიდია, რაც უფრო ძრწოლისმომგვრელია თავისი მოულოდნელობით და მოვლენათა ბუნებრივ მიმდინარეობასთან შეუთავსებლობით. იგი აღიქმება არა როგორც რომელიღაც კონკრეტული პირის, არამედ, საერთოდ, ადამიანის თავს დატეხილი უბედურება“ (გორდეზიანი, 2002 : 309). სწორედ ამ კონკრეტული ერთის მაგალითზე განზოგადებულ თავსდატეხილ უბედურებას აღწერს ოთარ ბაღათურია პიესაში „მეფე ლირი თავშესაფარში“.
ვიდრე უშუალოდ პიესის განხილვაზე გადავიდოდე, რადგან ტრაგედია ნაკლებად იძლევა შედარებითი ანალიზის საშუალებას, მინდა მოკლედ შევეხო შექსპირის „მეფე ლირის“ ძირითად, ჩვენთვის ნიშანდობლივ, პრობლემებს.


(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 12:55 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 10:03 pm

ნინო თოდუა

განწირულობის მარადიული ტრაგედია
(შექსპირის „მეფე ლირი“ და ოთარ ბაღათურიას „მეფე ლირი თავშესაფარში“)

(გაგრძელება)

„პიესის მთელი განწყობილება, მისი საერთო ჟღერადობა იმდენად ჭეშმარიტად ტრაგიკული, მძიმე და პირქუშია, რომ, ერთი ძველი შექსპიროლოგის მოსწრებული თქმისა არ იყოს, „თითქოს შექსპირს ეს ტრაგედია უკუნეთ ღამეში დაეწეროს, როცა ცას პირი საზარლად ჰქონდა შეკრული და ჭექა-ქუხილი თვით პიესაშივე აღწერილი სიძლიერით ბობოქრობდა ცოდვილ მიწაზე“ (ყიასაშვილი, 1968 : 103). მოხუცი მეფე ლირი აპირებს თავის სამ ქალიშვილს სამეფო თანაბრად გაუნაწილოს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს კეთილშობილური და სამართლიანი გადაწყვეტილება არანაირად უნდა გახდეს შემდგომი ტრაგედიის მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს მხატვრული ნაწარმოებია და იმის განხილვას, რომ ეს ნაბიჯი, ჩვენი აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით, მცდარი გადაწყვეტილება იყო, აქ არ შევუდგებით. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის კეთილდღეობისათვის დაუნაწევრებელი სამეფო ძალიან მნიშვნელოვანია და ამის დასადასტურებლად, თუნდაც ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, არაერთი მაგალითის მოხმობა არის შესაძლებელი, გაუმართლებლად მიგვაჩნია და, ვფიქრობთ, თუ ამ ტრაგედიას სათავეს მოვუჩხრეკთ, მის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ესეც შეიძლება განვიხილოთ. უშუალოდ ლირის ტრაგედია კი მას შემდეგ იწყება, რაც კორდელია, მეფის უსაყვარლესი ქალიშვილი, მამისთვის საამებელი სიტყვების ნაცვლად განაცხადებს, რომ: „მე თქვენ მიყვარხართ ისე, როგორც მე ეგ ვალად მდევს, / მასზედ არც მეტად, ხელმწიფეო, და არცა ნაკლებ“ (შექსპირი, 2004 : 11) რეალურად ამაში არაფერია ტრაგიკული და სრულიად ბუნებრივია, მაგრამ იმ ფონზე, რასაც რეგანა: „უთქვენოდ არ მწამს სიხარულნი ამა სოფლისა, / არ მწამს ყველა ის, რაც კი გრძნობას განატკბილებდეს“ (შექსპირი, 2004 : 10) და გონერილა: „ბატონო ჩემო! მე მიყვარხართ ესდენ ძლიერად, / რომ კაცთა ენას არა ძალუძს გამოთქმა მისი“ (შექსპირი, 2004 : 9) ამბობენ, ერთობ მშრალად და გულცივად ჟღერს, რაც მეფის უკიდურეს გულისწრომას იწვევს: „განგდებულ იქმენ საუკუნოდ ჩემის გულიდგან!“ (შექსპირი, 2004 : 11), ეუბნება ის კორდელიას. სწორედ ამას მოჰყვა ლირის ფსიქიური აშლილობა, რასაც კიდევ მეტად აღრმავებს რეგანასა და გონერილას მხრიდან მისი თავიდან მოშორება და უარყოფა: „ეს იყო უმწვავესი სულიერი ტკივილი, რომელიც ნორმალურის ფარგლებს გასცდა და ფსიქოლოგიურად რომ ვთქვათ, შეშლილობაში, სიგიჟეში გადავიდა. შექსპირის შორსგამჭვრეტმა გენიამ ამ სიგიჟეს ერთადერთი დასაშვები გამოსახულება მისცა: ლირი არ წარმოგვიდგინა ჭკუანაკლულად. ტრაგედიის დამთავრებამდე იგი რჩება შეუბღალავი ინტელექტით, და მთელი მისი სიგიჟე იფარგლება მხოლოდ მისი სულიერი სამყაროს აფექტური სფეროთი“ (პონდოევი, 1960 : 54). მამის სულიერ ჯანმრთელობაზე კი მეფის მიერ განდევნილი კორდელია ღელავს და აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს გრაფი კენტი, მეფის მასხარა, და გრაფი გლოსტერი, რომლებიც მისი ერთგულნი არიან და ყოველნაირად ცდილობენ მის დახმარებას _ ეს იქნება მისი გამოფხიზლება _ სიმართლისთვის თვალის გასწორება თუ მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მიუხედავად იმისა, რომ პიესაში ტრაგედია მხოლოდ ლირის თავს არ დატრიალებულა (გლოსტერიც შვილის მხრიდან დაგებული მახის მსხვერპლი ხდება), ის მაინც ცენტრალური ფიგურაა და ეს სათაურიდანაც ნათელია. ლირის ტრაგედია შვილების მიმართ მისმა უპირობო ნდობამ განაპირობა ისევე, როგორც გლოსტერისა. ამან მასში შინაგანი მსხვრევა გამოიწვია, ამ თავზარდემცემმა ამბავმა მას გონება სრულიად აურია, მისი ფრაზები, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ კონტექსტიდან ამოვარდნილია, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე. ისინი არსებულ მდგომარეობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მისი სულიერი ტკივილების გამოძახილია: „ლირის ამ გონებადაბნეულობაში ერთმანეთშია არეული დიდი სიბრძნეცა და სისულელეც! ამას ჰქვია სიბრძნე გიჟისა!“ (ბლოკი, 1984 : 41). ტრაგედიას იმიტომ არ ჰქვია ტრაგედია, რომ მასში მთავარი გმირი კვდება, რადგან სრულიად შესაძლებელია ტექსტი გმირის სიკვდილით არც დასრულდეს. ლირის შემთხვევაში, ანტაგონისტის ტრაგედია ის გზაა, რომელიც მან სიკვდილამდე გაიარა _ შეცნობა საკუთარი ნაბიჯების მცდარობისა და აბსურდულობის როგორც სამეფოს დანაწევრების, ისე სამეფოდან კორდელიას განდევნისა. ყველაზე რთული კი საკუთარი შეცდომების გაცნობიერება და აღიარებაა, რამაც შესაძლოა მიიყვანოს კიდეც ადამიანი შეშლილობამდე, ვიდრე ყოველივე არ დალაგდება მის გონებაში. ტანჯვის ბოლო წვეთი კი კორდელიას სიკვდილი იყო, იმედის ბოლო ძაფი, რომლის გაწყვეტასაც უპირობოდ უნდა მოჰყოლოდა მისი სიკვდილი: „ოთხფეხი ძაღლი, ცხენი, თაგვი უნდა ცოცხლობდეს / და შენ კი!.. შენ კი!.. ერთხელ მაინც კიდევ ხმა გამე!... / შვილო, წამიხველ?! თავის დღეში აღარ მომიხვალ?! / აღარ მომიხვალ!.. აღარ... აღარ... აღარ... აღარა!...!“ (შექსპირი, 2004 : 143). ვფიქრობთ, ეს მცირე წანამძღვარი ნათელს მოჰფენს ტკივილებს, თავშესაფარში მცხოვრები პერსონაჟებისა.
„პიესა თავისი შინაარსითა და ხასიათით ფსიქოლოგიურად მართალი თეატრის ფუნდამენტურ პრინციპებს ეყრდნობა. ავტორი ზედმიწევნით რეალისტურ ფერებში ხატავს მიუსაფარ მოხუცთა ტრაგიკულ ცხოვრებას და უიმედო პერსპექტივას“ (აბულაძე, 2015-2016 : 149). თავშესაფარი თბილისის ერთ-ერთ შენობაშია, რომლის გაყიდვითაც, როგორც ირკვევა, დაინტერესებულია ხელისუფლება, მათი აზრით, ამხელა შენობა ქალაქში რამდენიმე მოხუცის გამო არ უნდა ცდებოდეს, ამიტომ, როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, აპირებენ იქ კაბარე და ეროტიკული თეატრი გახსნან. ამავდროულად, შენობის მმართველი, შაკო, პერიოდულად აქირავებს მას სხვადასხვა დანიშნულებით.

(გაგრძელება ქვემოთ)

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 10:05 pm

ნინო თოდუა  Nina_t24

ნინო თოდუა

განწირულობის მარადიული ტრაგედია
(შექსპირის „მეფე ლირი“ და ოთარ ბაღათურიას „მეფე ლირი თავშესაფარში“)

(გაგრძელება)

პიესა ორმოქმედებიანია. პირველი მოქმედების დასაწყისში სცენაზე ჩანს პერანგისამარა ქალი, დოდო, რომლის ასაკსაც დაზუსტებით ვერ იტყვი, შეიძლება იყოს 60-ის ან სულაც 47-ის. მას ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს: „დარეკოს სადმე, წიგნი წაიკითხოს, დაიძინოს თუ თავი ჩამოხრჩოს _ ამ უკანასკნელზე, მგონი, სერიოზულად ფიქრობს, ხელში თოკი უჭირავს, ყულფს აკეთებს“ (ბაღათურია, 2013 : 88). დგას სარკის წინ და ჩამოხრჩობილი ადამიანის იმიტაციას აკეთებს, წარმოდგენაში არ მოსწონს საკუთარი ჩამომხრჩვალი თავი, დროებით გადადებს თოკს. ამ დროს რეკავს ტელეფონი. საუბრისას ირკვევა, რომ ამ ქალის ცხოვრებაში არსებობდა მამაკაცი, სანდრო, როგორც შემდეგ გამოჩნდება, დოდოს ყოფილი ქმარი, რომელმაც ის მიატოვა. ჰყავს შვილები და იტყუება, რომ ისინი ახლაც მის გვერდით არიან, რეალურად, მათ ფოტოებს შეჰყურებს, რომლებიც მაგიდაზე აწყვია. ირკვევა ისიც, რომ დოდო თეატრში მუშაობდა და, ვიდრე გამოუშვებდნენ, თავად მიატოვა სამსახური. მეგობარი სთავაზობს, რომ მოხუცთა თავშესაფარში წავიდეს და იქ დადგას საოცნებო „მეფე ლირი“: „აუ, შენ რა კარგად ხარ... მოხუცთა თავშესაფარში „მეფე ლირი“ დავდგა? (იცინის) ვის რაში სჭირდება...კი, როგორ არა, აქტუალურია, შექსპირია, ბოლოს და ბოლოს, მინდოდა, როგორ არა, თეატრში მინდოდა, თავშესაფარში კი არა“ (ბაღათურია, 2013 : 88). ემშვიდობება მეგობარს, წერს მოკლე წერილს, თოკსაც „იხდენს“ და ამ დროს, ჭექა-ქუხილთან ერთად, ისმის ბავშვის ხმა, რომელიც არ ჩანს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ის მისი შინაგანი ხმაა. იგი ეკითხება, თუ რატომ მოუნდა თავის მოკვლა, ხომ არ უნდა, რომ ჯოჯოხეთში მოხვდეს, რატომ არ მოსწონს აქაურობა, რომელიც ძალიან ლამაზია ზევიდან და მოუწოდებს, რომ თავშესაფარში წავიდეს. ქალს ეუხერხულება: „მოდი ახლა და დაუწყე ხვეწნა _ გთხოვთ მიმიღოთ, ქმარი გამექცა, შვილებმა მიმატოვეს“ (ბაღათურია, 2013 : 89). რაზეც ბავშვის ხმა პასუხობს, რომ ამ უხერხულობას ააცილებს, რომ ის უკვე სამი თვეა იქ არის და მართლაც მოქმედება თავშესაფარში გრძელდება. თავდაპირველად, დოდო ფიქრობს, რომ ეს სიზმარია, მაგრამ მალევე დარწმუნდება, რომ ის რეალურად იმყოფება თავშესაფარში და უკვე რეპეტიციებსაც ატარებს _ „მეფე ლირს“ დგამს მთელი მონდომებით „ბომბი“ უნდა გამოვიდეს: „წარმოდგენა არა გაქვს, რა მოხდება...ეს იქნება კივილი... ბომბი!... საზოგადოება გამოფხიზლდება, მიხვდება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, არ შეიძლება თვალდახუჭულმა იცხოვრო“ (ბაღათურია, 2013 : 101). მსახიობები, რა თქმა უნდა, მოხუცები არიან. კაკო და ვანიკო ერთმანეთს ეცილებიან ლირის როლში. თუ კაკო არ არის, ამით სარგებლობს ვანიკო და ლირის რეპლიკებს დაბეჯითებით იმეორებს, ფაქტია, რომ ის ლირში საკუთარ თავს ხედავს: „სამად რომ ყოფ სამეფოს, ვერ გავიგე რა... სულელია ეს ლირი? ყველაფერს რო აძლევ შე, ვირიშვილო? შენთვის არაფერი არ უნდა დაიტოვო? არა და თუ სულელია, მეფე როგორ გახდა, თუმცა რა, რამდენი სულელია რო... მე რა, ეგრე არ ვქენი, რაც მქონდა, ხო დავურიგე ვირიშვილებს“ (ბაღათურია, 2013 : 97). გოგიც თავშესაფარში ცხოვრობს. ის, ძირითადად, მოხუცთა თავშესაფრის მმართველის, შაკოს, მითითებებს ასრულებს, ჩანს, რომ სულაც არ არის ამით კმაყოფილი, მაგრამ ურჩევნია, ის მოიმადლიეროს, ვიდრე დანარჩენების მხარე დაიჭიროს, როცა ამისი საჭიროება დგება. ის, ამბობს, რომ ბუღალტერი იყო, მაგრამ ეს არ შეეფერება სინამდვილეს. მას წუთიერი ჩაძინებისასაც კოშმარული სიზმრები აწუხებს: „(შეშინებულს გამოეღვიძა) ააა!... არა!... არ მინდა!... რა გინდათ ჩემგან, რა!... მე რა შუაში ვარ... მე ვინ მეკითხებოდა...“ (ბაღათურია, 2013 : 95), ამასთანავე ყურადსაღებია ერთი მომენტი, როდესაც რუსიკო, ერთ-ერთი ბინადარი, მას სახეზე აკვირდება, ვორკუტაში ერთი ზედამხედველის სახეს ახსენებს. ვორკუტაში მის ქმარს ფორმალინი გადაასხეს, თუ დახვრიტეს, ვერ იხსენებს და ეკითხება, მან ხომ არ იცის, რა უყვეს მის ქმარს. დაბნეული და დამფრთხალი გოგი პასუხობს: „მეე? საიდან უნდა ვიცოდე, არ ვიცი!... არაფერი არ ვიცი!... ვორკუტა თვალითაც არ მინახავს“ (ბაღათურია, 2013 : 109). ასევე არაერთხელ ამბობს ფრაზას: „უნდა გაგიხვრიტოს კაცმა კეფა“ (ბაღათურია, 2013 : 112), ასე რომ, ვფიქრობთ, ცხადია ის ბუღალტერი კი არა, საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია და მიუხედავად იმისა, უნდა მას ეს თუ არა, უპირობო მორჩილება, როგორც ტოტალიტარული რეჟიმის ტიპურ მსხვერპლს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. კიდევ ერთი პერსონაჟია არკადი, რომელიც რუსია და, როგორც ყველა დანარჩენი, კომუნისტური ეპოქის პირმშოა, ამიტომ მასში სიტყვა „დემოკრატია“ მხოლოდ ირონიას იწვევს. მასაც სურს როლი სპექტაქლში, მაგრამ ვერ იღებს, რადგან ქართული არ იცის და, როგორც თავად ამბობს, რუსულიც დაავიწყდა. ძირითადად, რუსულ-ქართულად მეტყველებს.
როგორც ჩანს, აქ მყოფი ყველა გმირი შვილებისაგან, შესაძლოა შვილიშვილებისგანაც, მოძულებულია, ისინი ზედმეტნი არიან მათთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი მათგანი თავად მიიყვანეს მოხუცთა თავშესაფარში, მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მაგალითად, ანიკო თავისი ნებით წამოვიდა სახლიდან და ხშირად რეკავს ოჯახში, მაგრამ ხმას არ იღებს. რძალს ჰგონია, ის ქალია, რომელსაც მისი ოჯახის დანგრევა უნდა, მაგრამ შვილი ხვდება, რომ ეს დედაა: „ვაიმე!.. დედა, შენა ხარ? დეე... თუ შენა ხარ, ხმა ამოიღე, რა?.. დეე... როგორმე გამაგებინე, რომ შენა ხარ, ყურმილზე დააკაკუნე. დედა, სადა ხარ, სად დაიკარგე (ანიკო ყურმილის დადებას აპირებს), დე, არ დაკიდო რა?! 8 თვეა გეძებთ, რა გაწყენინეთ ასეთი? შეიძლება ასე?.. ბავშვები მეკითხებიან _ მოკვდაო? რა ვუთხრა, რა ვუპასუხო? დე, ერთი სიტყვა მაინც მითხარი, ერთი სიტყვა, დეე!...“ (ბაღათურია, 2013 : 108). ამ პერსონაჟის სახე ძალაუნებურად მოგვაგონებს თავსაფრიან დედაკაცს, რომელმაც ქვროვობაში წვალებით გამოზრდილი შვილისაგან ვეღარ აიტანა უმადურობის უკიდურესი გამოვლინება: „რა, დედა, შეგენანა განა ერთი წინდა?! გინდა მეორე შვილიც მოიმადლიერო!.. ნუთუ ამის საღირალ პატივს არ გცემთ?“ (ლორთქიფანიძე, 1977 :81) და გადაიკარგა, შვილებისთვის ვინმეს რამე რომ არ დაებრალებინა. კიდევ მათზე იზრუნა, არადა, მისი დაკარგვა კარგახანს არ შეუმჩნევია არც ერთს და, როდესაც მიხვდნენ, დედაზე კი არა, ისევ საკუთარ თავზე დაიწყეს ფიქრი: „მოგვეჭრა თავი სოფელ-ქვეყანაში... რას იტყვიან. მოხუც დედას ვერ მოუარესო?!“ (ლორთქიფანიძე, 1977 : 83). და ვერც საბოლოოდ მიხვდნენ ვერაფერს: „მოხუცებისაგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად, მაგალითად, გაჰყვება გზას და მიდის და მიდის... ამას ჩვენში „მხარის ქცევას“ უძახიან, მეცნიერებმა კი „მანიაკალური მდგომარეობა“ უწოდეს“ (ლორთქიფანიძე, 1977 : 84). სწორედ ეს არის ამ მოხუცთა ტრაგედია _ ზედმეტობის განცდა, რომელსაც მთელი სიმძაფრით განიცდიან და საზოგადოების ტრაგედია კი ისაა, რომ ამის გაცნობიერება არ შეგვიძლია. ასევე ყურადღებას იქცევს ქეთი, რომელიც სკლეროზით არის დაავადებული, ძალიან უნდა შინ დარეკვა, მაგრამ ნომრის ბოლო ორ ციფრს ვერ იხსენებს. მას გამუდმებით ეძებს რუსიკო, რომელსაც ასევე ეტყობა სკლეროზის ნიშნები, ის თითქოს მეურვეობს და ზრუნავს ანიკოზე: „(დაინახა ქეთი, როგორც ბავშვს, ისე ტუქსავს) სად გაიპარე? ნახევარი საათია გეძებ... შენ ისა გაქვს... რა ჰქვია... ისა... გამახსენე...“ (ბაღათურია, 2013 : 91) და ისევ ქეთი ახსენებს, რომ იმას სკლეროზი ჰქვია. რუსიკო ქეთის ხშირად ეძახის თინიკოს და ირკვევა, რომ თინიკო მისი შვილია, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ვორკუტიდან ჩამოვიდნენ. კიდევ ერთი ქალი პერსონაჟია კლარა, რომელიც ყრუ-მუნჯად აჩვენებს თავს საზოგადოებას და რომელიც შაკოს საყვარელია. მას ყველაფერი ესმის და ამას სათავისოდ საუკეთესოდ იყენებს. მას შემდეგ, რაც შაკო ეტყვის, რომ ისიც უნდა გაუშვას თავშესაფრიდან, რადგან აქ მისი დატოვება არ შეუძლია, კლარა ეუბნება, რომ შანტაჟს მოუწყობს, რადგან მან ზედმიწევნითი სიზუსტით იცის ყველაფერი, რაც ამ თავშესაფრის გარშემო ხდება. აქედან გამომდინარე, კლარა ის ადამიანია, რომელიც საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავა. მოკლედ, მსგავსი ადამიანები მრავლად გვხვდებიან ჩვენს საზოგადოებაში და შექსპირის პიესაშიც მის (კლარას) ხასიათს მრავალი არქეტიპი დაეძებნება. ამ შემთხვევაში მაგალითად შეგვიძლია გლოსტერის უკანონო შვილის მოქმედებები გავიხსენოთ.


(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 8:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 10:08 pm

ნინო თოდუა  Nina_t20

ნინო თოდუა

განწირულობის მარადიული ტრაგედია
(შექსპირის „მეფე ლირი“ და ოთარ ბაღათურიას „მეფე ლირი თავშესაფარში“)

(გაგრძელება)

დოდო და სანდრო (დოდოს ქმარი), რომელიც ყოფილი მსახიობია, თავშესაფარში ხვდებიან ერთმანეთს. სანდრო თავშესაფარში დათკამ მიიყვანა, რომლისგანაც ის პერიოდულად ფულს სესხულობდა და შემდეგ, რადგან სანდრომ ვალები ვერ დაუბრუნა, დათკამ მისი ერთოთახიანი ბინა დაისაკუთრა. მათ სამი შვილი ჰყავთ. ერთი ამერიკაში წავიდა საოცნებო ფილმის გადასაღებად, მაგრამ იქ სხვადასხვა სამუშაოზე ასრულებს, თავი რომ ირჩინოს, რასაც დედას უმალავს, მაგრამ მამას ტელეფონზე საუბრისას სიმართლეს უმხელს. როცა გაიგებს, რომ მამა და დედა ახლა ერთად არიან, ჰგონია, რომ შერიგდნენ და გახარებულია (ეს გახარებაც, უფრო მინავლებული სინდისის ხმის შემაწუხებელი არსებობის გაქრობის სიხარულია და არა დედ-მამაზე ზრუნვის გამოხატულება, რასაკვირველია) იმით, რომ ერთად იქნებიან და ერთმანეთს უპატრონებენ. როგორც ჩანს, ისიც ხვდება, რომ ძმები მათ არ მოუვლიან. დანარჩენი ორი შვილი დაოჯახებულია და თავიანთი პატარა ბიზნესი აქვთ. სანდრო ლოთობას გადაჰყვა და ისიც კი არ ახსოვს, როდის ნახა ბოლოს თავისი შვილები. დოდო ეუბნება: „სამაიას“ თავზე „ზაბეგალოვკიდან“ გამოგათრიე, კაცად გაქციე, არასოდეს არავინ გაინტერესებდა, მარტო შენი თავით იყავი დაკავებული. ბიჭები ისე შემოგვეცალნენ, არც კი გაგიაგია“ (ბაღათურია, 2013 : 101). ქალი ტირის, კაცი შეწუხებულია, თითქოს ნანობს თავის საქციელს. დოდო სთავაზობს მას, რომ ლირის როლი შეასრულოს, რაზეც ის თავს იკავებს, მაგრამ, საბოლოოდ, თანხმდება.
პიესაში კიდევ ერთი ტრაგიკული სცენა თამაშდება _ ახალგაზრდა მამაკაცს თავშესაფარში მოჰყავს მამა, რომელიც ხმას არ იღებს. შვილს აეროპორტში აგვიანდება და მისთვის არ სცალია. ეხვეწება, ხმა ამოიღოს, ახსენებს, რომ შეთანხმდნენ და ის არ იყო წინააღმდეგი აქ დარჩენის, ახლა კი რა ქნას, ბინა უკვე გაყიდა და უნდა წავიდეს, ჰპირდება, რომ რამდენიმე თვეში დაბრუნდება, მაგრამ მკითხველი გრძნობს, რომ ის კარგა ხანს არ დაბრუნდება, თუ საერთოდ დაბრუნდა, და ის ტოვებს მამას, გარბის. კუთხეში მჯდომი მამა უხმოდ კვდება, კვდება უგულობით, უსიყვარულობით, ზედმეტობის განცდით შეურაცხყოფილი და დათრგუნული.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მოქმედ გმირებს ერთი პრობლემა აქვთ და, მიუხედავად თავიანთი განსხვავებულობისა, ერთად ცდილობენ არ დაუთმონ საკუთარი თავშესაფარი სხვას, რადგან მათ იციან, რომ იქიდან, დღეს თუ არა ხვალ, გაყრიან, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად მოვლენ სტუმრები, რომელთანაც კარგად უნდა მოიქცნენ, რომ შემდეგ ყურადღება მიაქციონ. მაგრამ არც ამ ერთობით გამოდის არაფერი, როგორც იტყვიან, ძალა აღმართს ხნავს და შაკო არ ჩერდება. ის თავდაპირველად მშვიდობიანად ცდილობს მათ დაყოლიებას. ამ ბუნტის მოთავეს, დოდოს, იქ დარჩენას და სამსახურს სთავაზობს, შემდეგ შვილებს მოუგზავნის, რომლებიც შეშინებულები მოდიან, რადგან საამქროს დახურვით ემუქრებიან. არც ის უხარიათ, რომ დედა და მამა ერთად არიან, რადგან მათი სამყოფი ადგილი არც ერთს მოეძებნება ოჯახში, ორივე მათგანს თვალი მამის ერთოთახიანი ბინისკენ უჭირავს, მაგრამ ამაოდ _ ბინა აღარ არსებობს. მათ არ აწუხებთ, თუ როგორ გრძნობენ თავს მშობლები, მათთვის მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი _ რას იტყვის ხალხი! ბიჭები სთხოვენ მშობლებს, რომ დაანებონ ამ სპექტაკლის დადგმას თავი და სახლში გაჰყვნენ, მაგრამ ისინი არ ემორჩილებიან. შაკოს გეგმები, მშვიდობიანად გაისტუმროს მოხუცები ერთაწმინდაში არსებულ ყოფილ პიონერთა ბანაკში, რომელშიც ცხოვრება შეუძლებელია, ასე მარტივად არ გამოდის. ბოლოს მოთმინებადაკარული ამბობს: „რატომ გყრით? კი არ გყრით, გადაგვყავხართ... გადაგვყავხართ... გადავყართვართ... თფუ შენი... (აყვირდა) ხოო, გყრით. გყრით!!! ბიჭოს!... შენ არა, შეჩემა, შენ გტოვებ... შენ ხო გითხარი, გტოვებ-მეთქი... ვაიმე, როგორ გავხარ დედაჩემს... ეგეთი საცოდავი შემოხედვა იცოდა, ნუ მიყურებ ეგრე, მიიხედე იქეთ“... რა ვქნა, ყველას ვერ დავეხმარები. მე თუ გავახურებ, მომისვრიან... ნულზე დავრჩები, გაიგე? მარტო მე კი არ ვყიდულობ ამ სახლს... ნუ მიყურებ ეგრე, ნუ მიყურებ“ (ბაღათურია, 2013 : 109). ამბობს, რომ ფილოლოგი იყო, ჩინურიც იცის, ანდაზებიც თარგმნა და კრებულიც გამოსცა, მაგრამ ეგ ვიღას რად უნდა და ახლა ძალიანაც რომ ეცოდებოდეს მოხუცები, თუ უბრძანებენ, კინწისკვრით გაყრის იქიდან, რადგან „სულიერს აღარ აწვება“. შაკო იმ ადამიანს განასახიერებს, რომელმაც საკუთარ საქმეში ადგილი ვერ იპოვა, ათას რამეს მოედო და ვერც იქ მიაღწია ვერაფერს და ახლა იმ ერთადერთ იმედს ებღაუჭება, რომელიც მის ცხოვრებაში გაჩნდა და, თუნდაც უზნეობად მიაჩნდეს, სხვების გაწირვის ფასადაც რომ დაუჯდეს, მაინც გააკეთებს, რადგან მისთვის შინაგანი მდგომარეობა კი არა, გარეგნული კეთილდღეობა ქცეულა ცხოვრების მამოძრავებელ ღერძად.
დგება დღე, როცა მოდიან მთავრობისაგან გამოგზავნილი „ის“ და „იმის“ მეუღლე, რომლებმაც საჩუქრები მოუტანეს თავშესაფრის ბინადრებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათთვის განკუთვნილი ძღვენი ბავშვთა სახლში დაუტოვებიათ. ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ სახელმწიფოს სრულიად არ აწუხებს „მოძულებულთა“ ხვედრი, მოხუცი იქნება თუ ბავშვი, სრულიად გულგრილია მათ მიმართ და თუ არ სჭირდება, არც მოიკითხავს. ცხადია, „ის“ და „მისი“ მეუღლეც განზოგადებული სახეები არიან იმ ადამიანებისა, რომელთაც ხალხის ბედი თვითონვე ხალხმა მიანდო, მაგრამ სასურველი პოზიციების მიღების შემდეგ საგულდგულოდ დაივიწყეს საკუთარი მოვალეობა. ეს სახეები კი ტიპური გამოვლინებაა რეალობისა, დღევანდელობისა. მათი სტუმრობა მობინადრეთათვის ბოლო წვეთია. სანდროს გამოაქვს ბიდონი, რომელშიც, მისი ფიქრით, ბენზინია და თავზე ისხამს, ასანთი არ ინთება. იქმნება სრული ქაოსი და დაბნეულობა. ყოვლად უვიცი რეპორტიორი ცდილობს, გადაიღოს ეს სცენა, რა თქმა უნდა, სენსაცია სჭირდება, „ის“ და „მისი“ მეუღლე დაბნეულები არიან. „ის“ ცდილობს, კამერას ხელი შეუშალოს და არ გადააღებინოს ინციდენტი, მაგრამ მცდელობა ამაო აღმოჩნდება, რადგან არც არაფერია გადასაღები. შაკოს ბენზინი წყლით შეუცვლია. სანდროს საქციელი მისთვის ირონიის და ცინიზმის წყაროა და არც უშლის ხელს ამ სანახაობას.
როგორც ჩანს, სანდროს ჯანმრთელობა (ინფარქტი აქვს გადატანილი) ვერც წყლის გადასხმას და ვერც ემოციურ დატვირთვას ვერ უძლებს და კვდება. დოდო კი კვლავ მარტო რჩება. შემოდიან მოხუცები ჩემოდნებით და შაკო, რომელიც გამოსათხოვარ სიტყვას ამბობს: „ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო იქნება თქვენი გახსენება, დამიჯერეთ, გემშვიდობებით და გული მეწურება (მჯერა) ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს უახლოეს მომავალში, პრემიერაზე, ერთაწმინდაში (არ მჯერა) ან არა და იქ, საიქიოში, თუ სხვადასხვა განყოფილებებში არ მოვხვდით (პაუზა) გამოსათხოვარი ვალსი!... (ბაღათურია, 2013 : 122). მოხუცები ცეკვავენ და ნელ-ნელა მიდიან ავტობუსისკენ. „ყველაფერი კარგად დამთავრდა“.

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 12:54 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 10:09 pm

ნინო თოდუა  3-00-n12

ნინო თოდუა

განწირულობის მარადიული ტრაგედია
(შექსპირის „მეფე ლირი“ და ოთარ ბაღათურიას „მეფე ლირი თავშესაფარში“)

(გაგრძელება)

სცენაზე ბნელა და მოვლენები რეალურსა და ირეალურ სივრცეთა შორის ვითარდება, ჩნდებიან მოხუცთა ლანდები, ხელში უჭირავთ გამჭვირვალე ჩემოდნები და ჩურჩულით საუბრობენ _ თამაშობენ ლირს. მათი აჩრდილები თანდათან ქრებიან და კვლავ ჩნდება დოდოს ოთახი. ქალს ხელში თოკი უჭირავს და კაუჭს ეძებს. ისმის ზარის ხმა, ის ტელეფონს იღებს, მაგრამ ზარი კვლავ გრძელდება, როგორც ჩანს, კარზე რეკავენ: „ვინ არის?!... შემოდი, ღიაა!...“ (ბაღათურია, 2013 : 122) _ ამბობს დოდო. დრამატურგი არანაირ მინიშნებას არ გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება იყოს კართან, ეს მხოლოდ მკითხველისა და მაყურებლის გადასაწყვეტია. ვფიქრობთ, პრობლემა ღიად დატოვა მწერალმა. არ ვიცით, როგორ მოიქცევა დოდო მას შემდეგ, რაც სტუმარი წავა, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ დგას კარს უკან. შესაძლოა, ამერიკაში მყოფი შვილი, რადგან მშობლებთან ბოლო საუბრისას ის ამბობს: „ჩამოვალ, მალე ჩამოვალ, თორემ თუ არ ჩამოვედი, ვატყობ სხვა კაცი ვხდები… აბა მაგრად იყავით, ცოტაც მოითმინეთ, ჩამოვალ, მალე ჩამოვალ...“ (ბაღათურია, 2013 : 121). ვფიქრობთ, რომ დოდოს მორალურად თუ ფიზიკურად გადარჩენის ერთადერთი შანსი ნიკაა, სხვა შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს მის კართან, ეს მხოლოდ სიკვდილის გადავადება იქნება.
მეორე მხრივ, ის ვინც კარზე აკაკუნებს, შესაძლოა თავად სიკვდილიც იყოს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პიესის შინაარსის, რიგ შემთხვევაში, მისტიკურობასაც. ასეა თუ ისე, დოდოსათვის ორივე შემთხვევა, რადიკალურად განსხვავებული, მაგრამ მაინც გამოსავალია. თუმცა თუ „მეფე ლირთან“ გავავლებთ პარალელს და ლირის ტრაგიზმს ქართველი დრამატურგის პიესაში გადმოვიტანთ, დასკვნა ასეთი გამოგვივა: კორდელია არ გაცოცხლდება, ლირის ტანჯვა უნუგეშოა, არც დოდოს მიზნები განხორციელდება, ცხოვრებამ ჩაიარა და თავადვე დადგა „მეფე ლირი“, რომელშიც ერთ-ერთი მთვარი როლი დოდოს შესთავაზა. საინტერესოა ფრაზა : „ვინ არის?!... შემოდი, ღიაა!...“ დრამატურგი, ერთი მხრივ, იმას მიგვანიშნებს, რომ პერსონაჟი დაბნეულია, იგი ანგარიშმიუცემლად წარმოთქვამს ჩვეულ ფრაზას, მეორე მხრივ, გვიჩვენებს, რომ იმ ღია კარში კვლავ მრავალი პერსონაჟი შევა ამ აუტანელი და ჯოჯოხეთური ცხოვრებისა და მრავალი დაინაწილებს „მეფე ლირის“ როლებს და ეს მისტიკური და მარადიული წრებრუნვა არასოდეს დამთავრდება, რადგან, როგორც შექსპირი ამბობს: „მოზიდულია მშვილდი“, ხოლო ისრის აცდენა არავის შეუძლია, თითქმის არავის. როგორც დავინახეთ, აქ, თავშესაფრის ყოველი მცხოვრები ლირია, ყველას თავისი უმძიმესი ტკივილი დააქვს გონერილა-რეგანას მიერ მიყენებული და რა იქნება იმაზე ბუნებრივი, რომ სწორედ მათ განასახიერონ შექსპირის ტრაგედია, მათ ხომ თამაშიც კი არ დასჭირდებათ! პიესაში კი პერიოდულად ჟღერს ლირის რეპლიკები, რაც ერთგვარ რეფრენადაც შეიძლება აღვიქვათ. ეს არის ერთგვარი გათამაშება, რომელიც უთუოდ მოგვაგონებს „ჰამლეტს“, როდესაც პრინცი, საიდუმლოს ფარდისახდის მიზნით, წარმოდგენას აწყობს, ეს არის პიესა პიესაში. რა ჩანაფიქრი ჰქონდა დრამატურგს, როდესაც ამ პიესას წერდა და შემდეგ წარმოდგენისთვის ამზადებდა? ჩვენი აზრით, სწორედ ის, რაც დანიის პრინცს წარმოდგენის დადგმით _ საზოგადოების მანკიერებათა მხილება. იმ განსხვავებით, რომ პრინცს სიმართლის დადგენა და შემდეგ უკვე დამნაშავეთა მხილება სურდა, ხოლო დრამატურგი სიმართლეს გვაჩვენებს და საზოგადოებისათვის თვალის ახელა სურს. პიესაში მხილებულია როგორც კერძო პირთა, ასევე ხელისუფალთა მანკიერებანი და ამ ფონზე შექმნილი სოციალური გარემო. აქ კერძო ადამიანებს თუ ძლიერთა ამა ქვეყნისათა მხოლოდ მაშინ ახსენდები, როცა სჭირდები, სხვა შემთხვევაში, მათთვის თითქოს არც არსებობ. პრობლემა მეტად აქტუალურია და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ „მეფე ლირი თავშესაფარში“, 2004 წლიდან მოყოლებული, არაერთი თეატრის სცენაზე დაიდგა და დღემდე არ აკლია მაყურებელი.

(დასასრული)

study


Last edited by Admin on Fri Oct 04, 2019 6:56 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 10:20 pm

ნინო თოდუა  Nina_t13

ნინო თოდუა

საზოგადოების მანკიერებათა მხილება
(მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია...“)

დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური და მწვავე პრობლემა საზოგადოებაში არსებული ძალადობაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება სოციუმში. ამ თემას ეხება ეხება მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია...“ პიესაში მოქმედება ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება. ამერიკაში სამუშაოდ წასულ ქალს საქართველოში დარჩენილი ოჯახი უგულოდ ექცევა და ყველანაირი მეთოდის გამოყენებით ძალავს ფულს. თითქოს ის ოჯახის წევრი კი არა, ვიღაც უცხო ადამიანია, რომელიც მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ ფული გამოაგზავნოს. სამშობლოში დაბრუნებული ქალი, მოძალადეებს ძალადობითვე პასუხობს. ამ ოჯახის მაგალითზე ვხედავთ, რომ საზოგადოებაში გაბატონებულია არაერთი მანკიერი თვისება - დაუნდობლობა, უსიყვარულობა, გაუნათლებლობა, ურწმონობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალადობის ხელშემწყობი და მისთვის დამახასიათებელი თვისებებია. ამდენად, დრამატურგი ჩვენს ეპოქაში არსებულ არაერთ პრობლემას აშუქებს და მისი გადაჭრის გზებსაც გვთავაზობს. დრამატურგი ამბობს, რომ შეუძლებელია ძალადობის ძალადობით აღმოფხვრა ეს მხოლოდ სიყვარულსა და მიტევებას შეუძლია.

საკვანძო სიტყვები: ძალადობა, გამომძალველობა, უსაქმურობა, გულგრილობა



მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია...“ ერთი ოჯახის ისტორიას გადმოგვცემს. 42 წლის ქართველი ქალი, სოფო, ყოფილი მევიოლინე, 12 წელია ამერიკაში მომვლელად მუშაობს. ის ქმრის წლისთავზე ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ ქმარი სულაც არ გარდაცვლილა და მისი საფლავი, სახლის ეზოში, ბუტაფორიაა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მისთვის სიურპრიზი. ჩიტოს, სოფოს ქმარს, ცოლად შეურთავს სოფოს სკოლის მეგობარი, შოკა, რომელიც ფეხმძიმედაა. ქელეხისა და საფლავის ფული კი იმიტომ გამოსძალეს, რომ ბანკში ჩადებული სახლის პროცენტი გადაეხადათ. ჩიტოსა და სოფოს შვილი, თოკა - გაიძვერა და ჰაკერი, მამისა და დედინაცვლის თანამზრახველია.
ჩიტო - ვალიკო ჩიტორელიძე, რომელსაც „ქრონიკულად სჭირს დეპრესია და გაიძვერობა“, გაურკვეველია, რას წარმოადგენს, მაგრამ თავად გამუდმებით ამბობს, „რომ ვიღაც ის კი არ არის“, ხელოვანი კაცია და ამით ცდილობს თავისი ქმედებების გამართლებას. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მას ხელოვნებასთან არაფერი აკავშირებს, რადგან სრულიად უინტელექტოა, ვერასოდეს ახერხებს, სათქმელი ნათლად ჩამოაყალიბოს, სიტყვებს ვერ პოულობს აზრის ნათლად გადმოსაცემად: „ეს ისე, თავისდაუნებურად მოხდა... განა ისეთი რა არის, მაგრამ მაინც თავისებურად რაღაცა იმნაირი ის გამოვიდა რა... აი, გულზე ხელი დამიდია და, რომ არ დავმალო და სუ პიტალო სიმართლე ვილაპარაკო, ისეთი ამბავია რა, რაღაცა ის მაინც თავისებური რა... ეს არის სუპერ თანამედროვე „ლავ სტორი“ [9 პიესა, 2012 : 195]. დრამატურგის მხრიდან სამწერტილების ასეთი სიხშირით გამოყენება, სწორედ ამას მიანიშნებს. ცოლ-ქმრის დიალოგიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად ამერიკაში ერთად წასულან, მაგრამ ჩიტომ „ნოსტალგიას ვერ გაუძლო“, დეპრესია „აიკიდა“ და ამიტომ უკან დაბრუნდა, თუმცა შემდეგ, უნებურად, სიმართლეს ამბობს - იქ ვიღაც მდიდარს ვერ მოუვლიდა, ვერც ტუალეტებს გახეხავდა, ვერც ბუჩქებს გაუსხლავდა „იმ დამპლებს“, რადგან ისევ და ისევ „ხელოვანი კაცია“. ამავე დროს, სოფოს ადანაშაულებს, რომ 10 წელი „ცოცხალი ცოლის ქვრივი“ იყო და სიმართლე ვერ უთხრეს, რადგან: „დიდი უზნეობა იქნებოდა, შენთვის მეთქვა, რომ შენი დაქალი მომყავდა ცოლად... მორწმუნე კაცი ვარ, ბოლობოლო!...“ [9 პიესა, 2012 : 196]. ამ პასაჟში მკვეთრად ჩანს დრამატურგის დამოკიდებულება საზოგადოებაში დამკვიდრებული ორმაგი სტანდარტის მიმართ. ერთი და იგივე ქმედება, გარკვეულ შემთხვევაში, „უზნეობაა“, გარკვეულში - „სწორი ქცევა“. ჩიტოს უზნეობად მიაჩნია სიმართლის თქმა (რომ მეუღლის დაქალი ცოლად შეირთო) ცოლისთვის, ხოლო თავად უზნეობის ფაქტი მის მორალს არ ეხება მანამ, სანამ დამალულია. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“: „განა უწინ კი არ იყო მაგისთანა ამბები, ხორციელები არ იყვნენ თუ? მაგრამ უწინ სულ დაფარული იყო, ისე დაიჭერდნენ საქმეს — რომ ხორციელ ადამიანს არ გააგებინებდნენ, — ბევრი მაგისთანაები მომხდარა უწინაც, მაგრამ აბა ერთი შეგიტყვიათ რამე? სულ ისე ჩუმად და გონიერად იცოდნენ უწინ ყველაფერი, ამიტომ რომ პირში წყალი ჰქონდათ“ [ჭავჭავაძე, 1988 : 64]. მდგომარობიდან გამოსავალს სოფოს უკან, ამერიკაში, დაბრუნებაში ხედავს, ან, თუ სოფო არ წავა, მაშინ სამივემ ერთად იცხოვროს: „გადასხვაფერებული კი იქნება, მაგრამ სიყვარული მაინც ხო გამოვა? თავისებური და ერთგვარი ის იქნება რა... ჰა?“ [9 პიესა, 2012 : 200]. საბოლოოდ კი საკუთარ დანაშაულს ყველას აბრალებს, საკუთარი თავის გარდა: „სჯობდა, სულ არ მოსულიყო ეს დამპალი ოცდამეერთე საუკუნე. ზნეობა დავკარგეთ, ზნეობა! და ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას ავცდით...“ [9 პიესა, 2012 : 200]. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ზედაპირული სიტყვებია, მას არც ღმერთის სწამს და არც მართლმადიდებლობის დაკნინება აწუხებს: „იმ შენი კრუასანებისთვის ამ ჩემ ვერცხლის ჯვარს დავაგირავებ მაშინ...“ დამფრთხალი შოკა ეკითხება, ღმერთი აპატიებს თუ არა ასეთ საქციელს. ჩიტო კი უპასუხებს: „ღმერთი ისეთი ჯიგარია, რო ჩემ მდგომარეობაში შედის ხოლმე და ეხლაც ეგრე იზამს...“ [9 პიესა, 2012 : 225]. ეს ადამიანები სრულიად დაცლილი არიან სინდისის გრძნობისაგან. რამდენადაც არ უნდა იტყუოს თავი ადამიანმა, რომ თავისი ქმედება სინდისიერია და მოცემულ სიტუაციაში, ამდენად, გამართლებული, ეს მაინც სიყალბეა. მამარდაშვილი წერს: სინდისი „ის მოვლენაა, რომელსაც საკუთარ თავში აქვს საფუძველი, სინდისი ასევე განუყოფელი ანუ მთლიანი მოვლენაა იმ გაგებით, რომ თუ სინდისი არის, ის თავის მთლიანობაში მჟღავნდება; არ არსებობს სინდისის ნახევარი ან მეოთხედი“ [მამარდაშვილი, 2013 : 38]. იმის გამო, რომ სოფო, შურისძიების მიზნით, ამერიკაში დაბრუნებას არ აპირებს და, ამდენად, აღარც უშრომელი შემოსავალი ექნებათ, თოკო, შოკა და ჩიტო გადაწყვეტენ, ის მამაკაცი, ბაქსტერი, რომელსაც სოფო უვლიდა, რომელიც ძალიან უცნაურია და მასთან ვერავინ ძლებს, საქართველოში ჩამოიყვანონ და ასე შეინარჩუნონ მატერიალური კეთილდღეობა. განზრახვას სისრულეში მოიყვანენ, მაგრამ როლები იცვლება - ბაქსტერის მომვლელი სოფო კი არა, არამედ ჩიტო, თოკო და შოკა ხდებიან ის კი მათ (უსაქმურობისა და გამომძალველობის გამო) უხეშად ექცევა და „ბურდუჯუებს“ უწოდებს, ჩიტო კი თავს იმით იმართლებს რომ: „მთელი ქვეყანა ეგრე ცხოვრობს“ [9 პიესა, 2012 : 229]. ამდენად, უსაქმურობა, გამომძალველობა და ძალადობა ქვეყნის სენად ქცეულა.

(გაგრძელება ქვემოთ)

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 10:23 pm

ნინო თოდუა  Nina_t19

ნინო თოდუა

საზოგადოების მანკიერებათა მხილება
(მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია...“)

დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური და მწვავე პრობლემა საზოგადოებაში არსებული ძალადობაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება სოციუმში. ამ თემას ეხება ეხება მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია...“ პიესაში მოქმედება ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება. ამერიკაში სამუშაოდ წასულ ქალს საქართველოში დარჩენილი ოჯახი უგულოდ ექცევა და ყველანაირი მეთოდის გამოყენებით ძალავს ფულს. თითქოს ის ოჯახის წევრი კი არა, ვიღაც უცხო ადამიანია, რომელიც მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ ფული გამოაგზავნოს. სამშობლოში დაბრუნებული ქალი, მოძალადეებს ძალადობითვე პასუხობს. ამ ოჯახის მაგალითზე ვხედავთ, რომ საზოგადოებაში გაბატონებულია არაერთი მანკიერი თვისება - დაუნდობლობა, უსიყვარულობა, გაუნათლებლობა, ურწმონობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალადობის ხელშემწყობი და მისთვის დამახასიათებელი თვისებებია. ამდენად, დრამატურგი ჩვენს ეპოქაში არსებულ არაერთ პრობლემას აშუქებს და მისი გადაჭრის გზებსაც გვთავაზობს. დრამატურგი ამბობს, რომ შეუძლებელია ძალადობის ძალადობით აღმოფხვრა ეს მხოლოდ სიყვარულსა და მიტევებას შეუძლია.

საკვანძო სიტყვები: ძალადობა, გამომძალველობა, უსაქმურობა, გულგრილობა



(გაგრძელება)

თოკო ისეთივე უსაქმური და გამომძალველია, როგორიც ჩიტო. იგი მიჯაჭვულია კომპიუტერსა და სოციალურ ქსელებს და მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მისთვის მთავარი მატერიალური კეთილდღეობაა და არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით მოიპოვებს ამას. მოვლენებს ზედაპირულად უყურებს და ყველა სიტუაციას იუმორისტულად აღიქვამს. მისი მეტყველება ჟარგონულია და უინტელექტო. როცა დაინახავს, რომ გაბრაზებულ სოფოს ჩანგლები ჩაურჭია ჩიტოსა და შოკასთვის ამბობს: „ეს ჩიტო და ჩიორა ეგრე მოშნად შენ დაბრიდე, დე?“; „მაგრა ქანაობენ ეს ჩანგლები და... აი იმენნა ძაან საკაიფოდ აქვს გარჭობილი ორივეს!... ძაან საკაიფოდ რა!...“ [9 პიესა, 2012 : 198]. ამ თვისებებთან ერთად, ის მშიშარაა და იმიტომ კი არ იჭერს დედის მხარეს, რომ ნანობს თავის საქციელს, არამედ იმიტომ, რომ ეშინია: „ვახ, ჩემი, დე, გეხვეწები, ეგ ჩანგალი დადე რა! მეც კვერცხი გამოვდექი!... მაგარი კვერცხი! იმენა!“ [9 პიესა, 2012 : 199]. შეურაცხყოფისაგან ჭკუზე გადასული დედის ეშინია, ცდილობს, ახალი ცოლ-ქმარი შეაბრალოს და საბოლოოდ უკვირს, რომ „სულ გააფრინა“. ასევე ეშინია საქართველოში ჩამოსული ბაქსტერის და მის დავალებებს, მცირედი შეწინააღმდეგებით, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც უსიტყვოდ ასრულებს. იმის შემდეგ, რაც სოფომ სამივე სახლიდან გაყარა და მხოლოდ ეზოსა და ავტოსადგომში მისცა ყოფნის უფლება, თოკო მამის მხარეს გადადის, ოღონდ - დედისგან მალულად, და აგულიანებს, რომ სოფო მათ მიმართ უსამართლოა: „სპრავედლივი“ ჩანგლები რო მოგხვედროდათ, კიდევ სხვა იყო და ეხლა იმენნა ძაან უსამართლო ჩანგლები იყო ეგენი...“ [9 პიესა, 2012 : 211]. იგი, და არა მხოლოდ თოკო, ჩიტოც, არაერთხელ იმეორებენ სიტყვებს: „საქართველოც გაბრწყინდება!...“ [9 პიესა, 2012 : 212]. „საქართველო გაბრწყინდება“ - ამ სინტაგმამ უკვე დიდი ხანია მიიღო ირონიული ელფერი. გროტესკული დატვირთვით იყენებს მას დრამატურგიც, რითაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სიყალბეს, უმოქმედობას, უზნეობას. სულიერად და ზნეობრივად დასნეულებული საზოგადოების ფონზე „საქართველო გაბრწყინდება“ მხოლოდ გულისმომკვლელ ლოზუნგად გამოიყურება.
ბაქსტერ ო’სალივანი ნიუ-იუორკელი მილიარდერია, მას ეკუთვნის „წყალქვეშა ნავების და ბატისკაფების მთელი სინდიკატი „ო’სალივან აბუ“ [9 პიესა, 2012 : 209]. ის ირლანდიელია და, თოკოს თქმით, გალურ ენაზე მისი გვარი „გამარჯვების ყიჟინას“ ნიშნავს. როგორც გაზეთები იუწყებიან (რომელთაც თან დაატარებს ო’სალივანი), ბაქსტერი მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო (ქალი ტყუპი ცათამბჯენების დანგრევას ემსხვერპლა) ჭკუიდან შეიშალა და თავზეხელაღებული სიგიჟით დაეძებდა სიკვდილს ჯერ ერაყში, შემდეგ - ავღანეთში. ამის გამო მიიჩნიეს, რომ იგი, გაბოროტებული, შესაძლოა, მთელ სამყაროზე ცდილობდეს შურისძიებას და სერიულ მკვლელობებს მიაწერენ. ის ხან „ლონგ-აილენდელი“ მკვლელია, ხან - „ლონგ-აილენდელი მფატრავი“ და ხანაც - „გილგო-მკვლელი“.ამჟამად სავარძელსაა მიჯაჭვული და, სოფოს გარდა, ვერც ერთ მომვლელს ვერ ეგუება. მას დიდ პატივს სცემს, მისი სიყვარულით ქართული ენაც კი ისწავლა, მიანიჭა სერჟანტის წოდება და „მეჟოლია“ (ჩიტი, რომელიც შაშვისებრთა ოჯახს მიეკუთვნება) შეარქვა, რომელიც ო’სალივანების გერბზეა გამოსახული. სავარაუდოა, რომ ბაქსტერი პიესაში ამერიკას განასახიერებს. როდესაც ის სოფოს სახლში ჩამოდის, სოფო ეგებება სიტყვებით: „ო’სალივან აბუ! (ჩიტოს გამოართმევს სალივანების გერბიან დროშას და გაშლის), მსუბუქმა ბრიზმა დაქროლა და დროა, სალივანების ჰიმნი შემოვძახოთ! სამი, ორი, ერთი!“ [9 პიესა, 2012 : 214]. და კიდეც შემოსძახებენ. სალივანისთვის ყველა პერსონაჟი რიგითი ჯარისკაცია, მხოლოდ სოფოს აქვს პატივი, იყოს სერჟანტი. ვფიქრობ, ო’სალივანი, ამერიკის მფარველობით შენიღბულ, ძალადობას განასახიერებს, რომელიც გიფარებს თავისი გაშლილი დროს ქვეშ, გამღერებს ჰიმნს - გაძლევს უფლებას, იყო მისი კულტურის ნაწილი და გაიძულებს ემსახურო მას - თუ კეთილდღეობა გინდა, მსხვერპლიც უნდა გაიღო. ამავე დროს, სოფო ოჯახის წევრებს ეუბნება, რომ, თუ სურთ საქართველოს გაბრწყინება, ისე უნდა ემსახურონ ო’სალივანს, როგორც თავად ემსახურებოდა 7 წელი, თუ არა და საქართველო თავისით არ გაბრწყინდება. აქ ორი დისკურსია: პირველი - უმოქმედოდ ქვეყანას არაფერი ეშველება და მეორე - ქართული საზოგადოების ნაწილის ილუზია, რომ ამერიკა გადაარჩენს.
ო’სალივანი კარგად იცნობს ქართულ კულტურას - თუ გინდა ერი ან ადამიანი დაიმორჩილო, ჯერ უნდა გაიცნო, რომ მისი სუსტი წერტილები გააცნობიერო. ბაქსტერის ჩამოსვლისთანავე იწყება ოჯახის წევრების წამება და მხილება მათი მანკიერი თვისებებისა. მაგალითად შოკას ეუბნება: „რა კარგად ათამაშებ რამე-რუმეებს, შენ სტრიპტიზიორი ხომ არ იყავი ადრე?“ და, როცა შეურაცხყოფილი შოკა უპასუხებს, რომ ის „იმნაირი ქალი“ არ არის, ბაქსტერი ეკითხება: „რიგითო შოკა, მერხის მეგობრის ქმარს რომ გაყვები, აბა რანაირი ხარ?!“ [9 პიესა, 2012 : 215]. როცა ჩიტო ეუბნება, რომ ის რიგითია და არა ბურდუჯუ, ბაქსტერი ეკითხება: „აბა მაშ, საკუთარი საფლავი რატომ გაქვს ეზოში? თუ ის შენი უცნაური ღმერთი ამჯერადაც შენ მდგომარეობაში შევიდა?!“, ჩიტო თავს იმით იმართლებს, რომ ეს მხოლოდ უწყინარი ხუმრობა იყო. „კაი უწყინარი ხუმრობაა, - უპასუხებს ო’სალივანი - პირველ ცოლს ფული გამოსძალე და იმით მოიყვანე მეორე ცოლი“ [9 პიესა, 2012 : 229]. ის პერსონაჟებს ბურდუჯუებს ეძახის და მათ ქვეყანას ბურდუჯუების ქვეყანას. როცა ჩიტო ეკითხება, თუ რა არის „ბურდუჯუ“ იგი მიუგებს: „მე ჯერ ტერორისტები და მკვლელები მეგონა, მაგრამ მერე დავადგინე, რომ ბურდუჯუ შენი მეზობელი და ახლობელიც შეიძლება იყოს... მოკლედ, ბურდუჯუ არის ყველა უსაქმური და პარაზიტი!“ [9 პიესა, 2012 : 228] და ის სწორედ ამ „ბურდუჯუებს“ ებრძვის: „თქვენ კი, იმის მაგიერ, რომ საქმე გენახათ, გემუშავათ და მიხმარებოდით, მუქთახორებად გადაიქეცით... და ვინ იცის, ეგებ ლონგ-აილენდელ სერიულ მკვლელებადაც კი!“ [9 პიესა, 2012 : 241]. აქედან შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მკვლელობა მხოლოდ ფიზიკურ განადგურებას არ ნიშნავს, შესაძლოა, უფრო დიდი ტრაგედია ადამიანის ფსიქიკის განადგურება იყოს. თოკოსაც პატარა ბურდუჯუს უწოდებს და არაერთხელ ახსენებს, რომ დედის წინაშე დამნაშავეა. ო’სალივანს დაჩემებული აქვს, რომ იბერია, და არა საქართველო, გაბრწყინდება, რომ ის მთაგრეხილების გასწვრივ, ატლანტიკის ოკეანეში კონტინენტად ამოტივტივდება და იქნება დიდი იბერია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამას სჭირდება: „ძალა, სიბრძნე, ლოიალურობა ცვლილებებისაკენ სიარული, ანუ პროგრესი, დიდება და სახელი...“ [9 პიესა, 2012 : 235], მაგრამ, ბაქსტერის თქმით, ამ თვისებებს ქართველები ვერ დაიკვეხნიან, რადგან ბურდუჯუები არიან. საბოლოოდ, ო’სალივანი გადაწყვეტს, რომ სოფო ცოლად ითხოვოს, მაგრამ გადაიფიქრებს, რადგან ოჯახის წევრების ბურდუჯუებად ჩამოყალიბებაში მას ადანაშაულებს და, ჩემი აზრით, არც თუ უსაფუძვლოდ. ის სინანულით დაჰყურებს სოფოს სურათს, რომელსაც მედალიონით ატარებს და ამბობს: „თქვენც ბურდუჯუ ხართ... (მედალიონს გადააგდებს) თქვენ გადააქციეთ ესენი ეგეთებად...“ [9 პიესა, 2012 : 241]. (შესაძლოა, სალივანი „იბერიაში“ თავის ისტორიულ სამშობლოსაც (ირლანდია - „იბერნია“), ან ირლანდიელთა და ქართველთა ხასიათის მსგავსებასაც გულისხმობდეს - აკი ჯოისი „დუბლინელებში“ მშობლიური ქვეყნის „დამბლაზე“ საუბრობს და „ულისეს“ პერსონაჟის - სტივენის გაუცხოების მიზეზიც ირლანდიის პასიურობა, შემგუებლობა და კონფრომიზმია).


(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 12:48 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyWed Oct 02, 2019 10:25 pm

ნინო თოდუა  Nina_t15

ნინო თოდუა

საზოგადოების მანკიერებათა მხილება
(მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია...“)

დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური და მწვავე პრობლემა საზოგადოებაში არსებული ძალადობაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება სოციუმში. ამ თემას ეხება ეხება მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია...“ პიესაში მოქმედება ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება. ამერიკაში სამუშაოდ წასულ ქალს საქართველოში დარჩენილი ოჯახი უგულოდ ექცევა და ყველანაირი მეთოდის გამოყენებით ძალავს ფულს. თითქოს ის ოჯახის წევრი კი არა, ვიღაც უცხო ადამიანია, რომელიც მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ ფული გამოაგზავნოს. სამშობლოში დაბრუნებული ქალი, მოძალადეებს ძალადობითვე პასუხობს. ამ ოჯახის მაგალითზე ვხედავთ, რომ საზოგადოებაში გაბატონებულია არაერთი მანკიერი თვისება - დაუნდობლობა, უსიყვარულობა, გაუნათლებლობა, ურწმონობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალადობის ხელშემწყობი და მისთვის დამახასიათებელი თვისებებია. ამდენად, დრამატურგი ჩვენს ეპოქაში არსებულ არაერთ პრობლემას აშუქებს და მისი გადაჭრის გზებსაც გვთავაზობს. დრამატურგი ამბობს, რომ შეუძლებელია ძალადობის ძალადობით აღმოფხვრა ეს მხოლოდ სიყვარულსა და მიტევებას შეუძლია.

საკვანძო სიტყვები: ძალადობა, გამომძალველობა, უსაქმურობა, გულგრილობა



(გაგრძელება)

სოფო ჯერ მარტო და შემდეგ ბაქსტერთან ერთად ცდილობს, შური იძიოს ოჯახის წევრებსა და მეგობარზე გაბითურებისა და შეურაცხყოფისათვის. თავდაპირველად ის ემოციების კონტროლს ვერ ახერხებს და ხან დაბნეულია და ხანაც - განრისხებული. შურისძიება მხოლოდ მას შემდეგ იწყება, როცა ემოციების ადგილს გონება იკავებს. თავად ძალადობის მსხვერპლი მოძალადე ხდება. ადამიანურად მისი შურისძიება გამართლებულია, მაგრამ პიესის ფინალში ვხედავთ, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა დამღუპველია როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადისათვის. იგი ყველაზე იძიებს შურს - მეგობარზე, ქმარზე, შვილზე, ელისს ო’სალივანზე (ბაქსტერის ქალიშვილი), რომელიც მამის მოვლაში არცთუ დიდ თანხას უხდიდა, იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ურთიერთობა არავის შეეძლო, სოფოს გარდა, და როცა სოფო დაინახავს, რომ ელისს, მის გარდა, სხვა გზა არ აქვს, რაც შეიძლება მეტ ფულს ძალავს ო’სალივანის მოვლისთვის. იგი ასევე იძიებს შურს ბაქსტერზე, როცა მასზე მზრუნველობასა და მოვლას ოჯახის წევრებს აკისრებს, რადგან, სანამ ო’სალივანი სოფოს მიეჩვეოდა, მასაც აწამებდა თავისი უცნაურობებით. იგი, რა თქმა უნდა, ტრაგიკული პიროვნებაა და თავისი ცხოვრება ამგვარად სულაც არ წარმოედგინა: „თვეში ერთი დასვენების დღე მქონდა და იმასაც მამადლიდნენ. დავიღალე, ძალიან დავიღალე. მაგრამ ვუძლებდი. თვითონ არ ვიცი, როგორ. თითქოს შევეჩვიე, მაგრამ მაინც ვწყევლიდი გაჩენის დღეს. ჩემი ვიოლინო თუ ოდესმე ხელში მჭერია და დამიკრავს, ვეღარ ვიხსენებ... ერთადერთი რამე ვიცოდი, ის ჩემი ავადმყოფი თუ მოკვდებოდა, სამსახურს დავკარგავდი და ფულს რომ ვეღარ გამოგიგზავნიდით, ამ ოჯახში შუქი ჩაქრებოდა, გაზი, ტელეფონი და ინტერნეტი გაითიშებოდა... თქვენ კი უსინდისოდ მატყუებდით... მე თქვენთვის ფულის ტომარა ვიყავი და მეტი არაფერი...“ [9 პიესა, 2012 : 204]. და ფაქტია, რომ სოფო თავისი მორჩილებითა და ოჯახზე მზრუნველობით დამნაშავედ იქცა, რადგან თავისდაუნებურად, მათ უსაქმურებად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სწორედ ამიტომ დასაჯა ის ბაქსტერმა პიესის ფინალურ ნაწილში.
შოკა, ჩიტოსა და თოკოს მსგავსად, მატერიალურად უზრუნველყოფილ ცხოვრებაზეა ორიენტირებული და, როგორც ხდება, უარს ამბობს მორალურ და ეთიკურ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. ზედაპირულად ბევრ რამეზე წუხს, მაგალითად იმაზე, რომ აფერისტებში მოხვდა, მაგრამ თვადაც რომ მათი განუყოფელი ნაწილია, ამას ვერ აცნობიერებს. მისი რწმენა და უფლის შიშიც ზედაპირულია, რადგან ქმედებები სრულიად საწინააღმდეგოს მეტყველებს. სიტუაციის ტრაგიკულობას ვერ აანალიზებს. სოფოს თავიანთ რომანს ამგვარად უხსნის: „სოფო, მე და შენ ხომ სკოლის მერხიდან ვართ მეგობრები და ხომ იცი, მე სულ ისეთი კაცები მიყვარდება ხოლმე, მაინც რაღაცნაირად, ძალიან კეთილები რომ არიან და „ტკშ-ტკშ“ შუქით თვალებში... ეს შენთვის მკვდარი და ჩემთვის ცოცხალი შენი ქმარიც შემიყვარდა რაღაცნაირად და საშინლად... რა მოხდა მერე, ქვეყანა ხომ არ დაქვეულა? ამისთანები მომხდარა?“ [9 პიესა, 2012 : 197]. საუბრის მანერიდან ნათლად ჩანს, რომ სრულიად უინტელექტო ქალია. ისევე, როგორც ჩიტოს, მასაც არ შეუძლია აზრის ნორმალურად ჩამოყალიბება. მისი საყვარელი „დამხმარე“ სიტყვაა „რაღაცნაირად“, ჩიტოსი კი -„თავისებურად და ერთგვარად“. მისთვის, სამეულის ერთად ცხოვრების შემთხვევაში, ერთადერთ პრობლემას საწოლი წარმოადგენს - რის საფუძველზე ექნებათ სექსუალური ურთიერთობა სოფოს და ჩიტოს. ესენი „იმნაირი“ ქალები არ არიან, რომ „უნიადაგო“ სექსი ჰქონდეთ. ქალების უმეტესობისთვის სამი სახის სექსი არსებობს: სიბრალულის, მადლიერების და სიყვარულის გამომხატველი და ბოლოს ასკვნის: „მე ხომ დიდი ხანია ვაკვირდები სერიალებში და, მე მგონი, ეს იქნება სექსი რაღაცნაირ მეგობრულ საფუძველზე... რაღაცნაირად... არა? “ [9 პიესა, 2012 : 201].
პიესის ფინალში ბაქსტერი პულტზე ხელის დაჭერით აფეთქებს ბუტაფორულ სასაფლაოს და ამას ემსხვერპლება პიესის ყველა პერსონაჟი, ბაქსტერის ქალიშვილის გარდა, რომელიც (მამის ჩამოყვანისთანავე) ამერიკაში ბრუნდება. ფინალური სცენა ზეციური სამსჯავროს მისადგომებთან ხორციელდება. აქ კი როლები შეცვლილია. ჩიტო, თოკო და შოკა როგრიგობით სხდებიან ინვალიდის ეტლში და მათ სოფო და ბაქსტერი უვლიან. ამ ფინალით პიესის ავტორი გამოხატავს სათქმელს, რომ ძალადობა ძალადობით არ აღმოიფხვრება. ამ პრობლების გადაჭრაზე ფიქრს კვლავ და კვლავ საზოგადოების ცნობიერების გარდაქმნისკენ მივყავართ. სოფო აცნობიერებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და საკუთარ დანაშაულსაც ხედავს. მისი სიტყვებით დრამატურგი საკუთარ სათქმელს გადასცემს მკითხველს, პიესაში ასახული პრობლემების ერთგვარ შეჯამებას: „იქ, საერთოდ, ბურდუჯუ-ქვეყანაა. უცხოეთში მომვლელებად წასული ცოლების, დედების და დების ხარჯზე ცხოვრობენ... თქვენ მართალი ხართ, სამუშაოდ წასულებიც ბურდუჯუები ვართ... მარტო საკუთარ ოჯახებს კი არა, ნათესავებსა და მეგობრებსაც ვინახავთ... თუ ვინმე გამოგვერია, ვინც ბურდუჯუ არ არის და ამბობს, რომ თუ საქმე არ გააკეთე, ბურდუჯუ იქნები სულ და ვერც ქვეყანა გაბრწყინდებაო, იმას სტრასბურგში და სხვა სტრუქტურებში ვუჩივლებთ ხოლმე...“ [9 პიესა, 2012 : 243]. პიესის ფინალში ო’სალივანი და სოფო „სევდიანი საყვედურით“ გაჰყურებენ შორეთს, ბურდუჯუ ქვეყნის ხედს.
პიესა ტრაგიკომიკურია. მწერალი ჩვენი ეპოქისათვის დამახასიათებელ რეალურ სურათს ხატავს. წამოჭრილი პრობლემები, რა თქმა უნდა, მწვავეა და პერსონაჟთა როლებიც - დამაჯერებელი, რადგან მათი მსგავსი ადამიანები, მსგავსი პრობლემებით - არაერთი ცხოვრობს ჩვენ გარშემო. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დრამატურგი ამ პრობლემებისაგან თავის დაღწევის ერთადერთ გზად რეალობისათვის თვალის გასწორებასა და მოქმედებაში ხედავს, რაც სრულიად ლოგიკური და ყურადსაღებია (კონცეპტი იგივეა, რაც „მგზავრის წერილებისა“: „მოძრაობა და მხოლოდ მოძრობა“...).

ლიტერატურა
* მამარდაშვილი მ. - ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში. თბილისი, 2013
* მოსულიშვილი მ. - 9 პიესა VS ძალადობა. თბილისი, 2012
* ჭავჭავაძე ი. - თხზულებანი. ტომი II. თბილისი, 1988

(დასასრული)

 study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptyFri Oct 04, 2019 2:48 pm

ნინო თოდუა  3--nin11

ნინო თოდუა

სამშობლოსმოწყვეტილთა ნებაყოფლობითი მსხვერპლი
(დათო ტურაშვილის პიესა „დოდოს მოლოდინში“)

დათო ტურაშვილის პიესაში „დოდოს მოლოდინში“ მოქმედება საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქალისა და მისი ოჯახის წევრების გარშემო იშლება, რომელიც ხან საბერძნეთში, ხანაც საქართველოში ვითარდება. მოქმედი პირები არიან: დოდო, დოდოს მეუღლე, დოდოს უფროსი და უმცროსი ვაჟიშვილები, ახალგაზრდა და უკვე გამოცდილი ემიგრანტი ქალი, ნაირა, ახალბედა ემიგრანტი ლილი, კირია მარია, ოთარი, რომელიც ყოფილი ფოტოგრაფია და მოხუცთა თავშესაფრის წარმომადგენლები.
დოდო და ნაირა უკვე დიდი ხანია, რაც საბერძნეთში ცხოვრობენ. ნაირა ლილის ბერძნულ ენასა და წეს-ჩვეულებებს ასწავლის, რომ სამსახური იოლად იპოვოს და მარტივად შეეგუოს არსებულ პირობებს. დოდო ემიგრანტების „მხსნელია“, ის ზრუნავს მათ დაბინავებაზე და, შეძლებისდაგვარად, პატრონობს მათ. ამას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ფიქრობს, რომ მისთვის სამაგიერო სიკეთე ის იქნება, თუ ისინი სხვებს დაეხმარებიან. ემიგრანტების პრობლემა მეტად მტკივეული თემაა, რადგან გიჩნდება შეგრძნება, რომ ამას არასოდეს ექნება დასასრული. პიესაში ნათლად ჩანს, რომ ქალები, თითქოს, ნებაყოფლობით, მაგრამ მაინც იძულებით გადმოხვეწილები არიან და ამდენად, ძალადობის მსხვერპლნიც. მაგალითად, ლილი ამბობს: „წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, მაგრამ სამსახური ვერსად ვიშოვე და აქეთ წამოვედი, მშობლებიც სარჩენი მყავს და ძმებიც“ (ტურაშვილი, 2012 : 71). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაირა და დოდო „სტაჟიანი“ ემიგრანტები არიან და, ამდენად, კარგად იციან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რას _ არა. შესაძლოა ისიც კი იფიქროს მკითხველმა, რომ ნაირა უსინდისოდ იქცევა, როცა იგი კირიას (პატრონი) კვნესას არავითარ ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ის მიჩვეულია და იცის, რომ მას არაფერი სჭირდება. ამას ლილი ვერ ეგუება და გაკვირვებულია, რადგან ფიქრობს, რომ მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად და სრული პასუხისმგებლობით უნდა შეასრულოს. აქ ქალები თავიანთ ოჯახზე არ საუბრობენ, რადგან მათთვის ეს თემა მტკივნეულია, ტკივილს გაურბიან „იმიტომ, რომ აქ მათ გარეშე გაძლონ და არ გაგიჟდნენ“ (ტურაშვილი, 2012 : 72). ნაირა ამბობს: „საქართველოს ბიუჯეტსაც ჩვენ ვავსებთ. აბა ვინმეს თუ დაუთვლია, რამდენ მილიონს აგზავნიან ქართველი ქალები ყოველთვიურად თავიანთი ოჯახების გადასარჩენად...“ (ტურაშვილი, 2012 : 72). ამ ქალების მამაკაცები უმოქმედონი არიან. ნაირა მთელი ცხოვრება ქმარს არჩენს, რომელიც განათლებულია, მაგრამ ყველა სამსახურიდან უშვებენ, დოდო _ ქმარსა და ვაჟიშვილებს, ლილი _ მშობლებისა და ძმების სარჩენად გადმოიხვეწა. ნაირას კიდევ ერთი ტკივილი აქვს _ ქმარმა მისი გაგზავნილი ფულები სხვა ქალს დაახარჯა. მას ერჩივნა ის თანხები ნარკოტიკებსა და კაზინოში დახარჯულიყო, რადგან სხვა ქალის არსებობა მისი შეურაცხყოფა და დამცირებაა. ამავე დროს, ვერ ინელებს, რომ მოატყუეს და ქმრის „სიშტერესაც“ დასცინის: „პირველივე ბოზი და ჩათლახი შეუყვარდა ამ შტერს. ქართველ კაცზე უტვინო ხომ არაფერი არსებობს...“ (ტურაშვილი, 2012 : 76). დოდოს უყვარს თავისი ქმარი, დალევის სიყვარულს კი მისივე სამსახურს აბრალებს: „ჩემს ქმარს ისეთი სამსახური ჰქონდა, რომ სულ დალევა უწევდა ხოლმე და მიეჩვია...“ (ტურაშვილი, 2012 : 77). შემდეგ აგრძელებს: „ახალგაზრდობაში მართლაც კარგი ადამიანი იყო... ბავშვობაში კი ისე მღეროდა, რომ თურმე დედას ლევანას ადარებდნენ“ (ტურაშვილი, 2012 : 77). ქმრის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება შესაძლოა ავხსნათ რომაელი მწერლისა და ისტორიკოსის, ტაციტუსის, სიტყვებით: „რადგან მას აქვს მხოლოდ ერთი სხეული და ერთი სული, ამიტომაც ჰყავს მხოლოდ ერთი ქმარი. მისი ფიქრები, სურვილები არასოდეს სცილდებიან იმის ფიქრებსა და სურვილებს, ვისთანაც დაკავშირებულია; მას უყვარს, ასე ვთქვათ, არა თავისი ქმარი, არამედ ქორწინება, რომელშიც მასთან იმყოფება“ (ლომბროზო, 2014 : 9). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალების ერთ-ერთი დიალოგიდან ნათლად ჩანს, რომ ემიგრანტობა ერთეულთა ხვედრი კი არა, მასობრივი პრობლემაა: „მეზობელი ქალები აღარავის დარჩა, რომ დაიხმარო და რესტორნების დარბაზებს ქირაობენ“ (ტურაშვილი, 2012 : 77). და ისიც, რომ იქ დარჩენილი კაცები ემიგრაციაში სამუშაოდ წასულმა ქალებმა გადაარჩინეს: „ქართველ ქალებში დედის ინსტინქტმა გაიღვიძა, როცა ქვეყანა აირია და კაცები, ჩვენგან განსხვავებით, წუთისოფლის პრობლემებს ბრძოლის გარეშე დანებდნენ“ (ტურაშვილი, 2012 : 77).
როგორც ჩანს, დოდოს ქმარი ხანდაზმული მამაკაცია. შვილებისა და მისი ურთიერთობა ნამდვილად არ არის ჰარმონიული. როგორც უკვე ვიცით, მამას დალევა უყვარს, რაც შვილებისთვის გამაღიზიანებელია და ამიტომ ეზარებათ მამას მანქანით მოემსახურონ. ასევე წუხან იმის გამო, რომ დოდომ მას კბილების გასაკეთებელი ფული გამოუგზავნა, ახლა ხომ აღარ მოერიდება პირის დაღება და სიმღერა, ამიტომაც ყველაზე ბოლოს წამოვა სუფრიდან და ეს კიდევ უფრო დიდი მიზეზია იმისა, რომ მამასთან ერთად წასვლა ეზარებათ. მას დედის გამოგზავნილ ფულსაც აყვედრიან, იმისათვის არ ხარჯავ, რისთვისაც გიგზავნისო, თუმცა არც თვითონ ხარჯავენ ფულს „მიზნობრივად“. თავის მხრივ, მამას არ მოსწონს, რომ უმცროსი ვაჟიშვილი მთელი დღე „კომპიუტერშია შემძვრალი“ და ღვინოს არ სვამს, როგორც ჩანს, არც საზოგადოებას ესმის, რატომ არ უნდა სვამდეს ბიჭი ღვინოს, და ამ ფაქტს ჰომოსექსუალიზმთან აკავშირებენ, რაც, თავის მხრივ, ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. მამა ამბობს: „რო მეკითხებიან, ღვინოს რატო არ სვამსო, რა უნდა ვუთხრა, რა ვუპასუხო, პიდარასტია-მეთქი?!“ (ტურაშვილი, 2012 : 73). შვილში ამგვარი დამოკიდებულება ირონიას იწვევს და ამბობს: „ესე იგი, ვინც არ სვამს, პიდარასტია? შენც იმიტომ სვამ, რომ გეშინია, ვინმეს პიდარასტი არ ეგონო?“ (ტურაშვილი, 2012 : 73). მამაცა და შვილებიც კმაყოფილნი არიან დოდოს თავდადებითა და შრომისმოყვარეობით, შვილები იმასაც ახსენებენ, რომ თავიდან ქმარს ცოლის გაშვება არ სურდა, მაგრამ მერე ძალიან შეეჩვია მუქთა შემოსავალს. თავის მხრივ, მამა შვილებს აყვედრის იმას, რაც ყველა მშობელმა უნდა გააკეთოს შვილისთვის, რომ მათ გაზრდას ფული სჭირდება და რომ დიპლომები „მუქთად“ არავის მიუცია მათთვის. აქვე უნდა ითქვას, რომ კონფლიქტი კულმინაციამდე არ მიდის, სიტუაცია იუმორით ნეიტრალდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შვილებს მამა მობეზრდათ, განსაკუთრებით, უფროს ძმას, რომელიც ამბობს, რომ მამის ხასიათის გამო თავის ოჯახთან ერთად ცხოვრება არ შეუძლია, რომ მეუღლე სახლში ვერ მოჰყავს და ოჯახი ენგრევა. აქ უმცროსი ძმა ირონიულ შეკითხვას სვამს: „აბა, ქალები ყველაფერს უძლებენო?“ (ტურაშვილი, 2012 : 79). მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ის თაობა აღარ არის, რომელიც ყველაფერს უსიტყვოდ იტანს და ემორჩილება, თითქოს შვილები დედების ნაცვლად იყრიან ჯავრს აქ უსაქმოდ მყოფ მამაკაცებზე. უმცროსი უფროსს გამოსავალს სთავაზობს _ დოდოს ფული გამოაგზავნინოს და სხვა სახლი იყიდოს. აშკარაა, რომ ისინი მიჩვეულნი არიან უშრომელ შემოსავალს, უკვე სრულწლოვანი მამაკაცებიც კი დედის ხელისშემყურენი არიან და არც სიბრალულს განიცდიან და არც მონატრებას გრძნობენ მის მიმართ. არ ცდილობენ, რომ დამოუკიდებლად შექმნან მომავალი და დედას შინ დაბრუნების უფლება მისცენ. უფროსი ძმა განსაკუთრებით გაგულქვავებულია მშობლების მიმართ. მას მყარად აქვს გადაწყვეტილი, მამა მოხუცთა თავშესაფარში ჩააბაროს და ამგვარად გაითავისუფლოს მისგან თავი. უმცროსი ამ აზრს ვერ ეგუება და წინააღმდეგობას უწევს ძმას, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ხალხის აზრი აფრთხობს. კიდევ ჩნდება ერთი პრობლემა _ როგორ უთხრან დოდოს? მაგრამ ამასაც ადვილად გადაწყვეტენ _ როცა მამა თავშესაფარს მიეჩვევა, მერე დაარეკვინებენ და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. საბოლოოდ კი უმცროსი უფროს ძმას მიანდობს ამ საქმის მოგვარებას და თვითონ პილატეს როლში გვევლინება. როცა მამა ამ ამბავს შეიტყობს, არაფერს ამბობს, მხოლოდ ტირის. დილით კი, როდესაც მის წასაყვანად თავშესაფრიდან წარმომადგენელი მოვა, ძმები აღმოაჩენენ, რომ მამა ფანჯრიდან გაიპარა. უმცროსი ძმა გახარებულია ამ ფაქტით, თითქოს გულზე მოეშვა, რომ მამამ თავად მოძებნა სიტუაციიდან გამოსავალი. პიესაში არ ჩანს, სად მიდის მამა ჩემოდნით, თუმცა მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ _ მეუღლესთან, რადგან მის გარდა, გულშემატკივარი არავინ ჰყავს.
დრამატურგის კრიტიკა მიმართულია ქართველი მამაკაცების მიმართ, რომლებსაც ცოლები და დედები „საშოვარზე“ გაუშვიათ და მოუხსნიათ პასუხისმგებლობა. ეს დაშვება მათი (ქართველი მამაკაცების) მხრიდან განპირობებულია სიახლესთან ადაპტირების უნარის უქონლობით, შინაგანი სისუსტით, ღირებულებების რღვევით, რასაც მივყავართ უპასუხისმგებლობასა და სიხარბესთან. როდესაც სიხარბეზე ვლაპარაკობთ, იგი არ შეიძლება განვიხილოთ ზედაპირულად. სიხარბე, ერთი მხრივ, როგორც მომხვეჭელობის გარკვეული ფორმა: „ახლანდელი ცივილიზაციის პირობებში მცხოვრები თითქმის ნებისმიერი ადამიანი სიხარბის ნიშნებს ავლენს. ერთადერთი, რასაც საშუალო ადამიანი ახერხებს, _ ესაა მათი გადაჭარბებული ხელგაშლილობის ქვეშ დამალვა, რაც, საბოლოო ჯამში, დაიყვანება მხოლოდ მოწყალების გაღებამდე, მოჩვენებითი გულუხვობის დახმარებით სხვების ხარჯზე თვითშეფასების მცდელობებამდე“ (ადლერი, 2014 : 235-236) და, მეორე მხრივ, სიხარბე, რომელიც მომხვეჭელობას არ გულისხმობს: „არის კიდევ სხვა, მისი უფრო ფართო ფორმა, რომელიც ძირითადად სხვებისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილის უქონლობაში გამოიხატება. სიხარბე განმსჭვალავს ასეთი ადამიანის საზოგადოებასა და სხვა ინდივიდუუმებთან ყველა ურთიერთობას“ (ადლერი, 2014 : 235).
ასე რომ, აღნიშნულ მამაკაცებს განუვითარდათ სიხარბის აღნიშნული ფორმები: მომხვეჭელობა (რაც შეიძლება მეტი ფული დასცინცლონ გადახვეწილ ცოლებსა და დედებს), შეინარჩუნონ და თავისთვის მოიხმარონ, რაც უშრომლად იშოვნეს, არ იფიქრონ სხვებზე. ამგვარი ადამიანები კი სულიერად და ზნეობრივად დევალვირებულნი არიან და საზოგადოებისთვის გამოუსადეგარნი, უფრო მეტიც, ხშირად მავნენი: „მაშასადამე, თუ ადამიანები უღირსებო და არალოკალიზებადი ცოდვის სამყაროში ცხოვრობენ, ე. ი., ღირსების გარეშე ცოცხლობენ“ (მამარდაშვილი, 2011 : 208).
პიესის კიდევ ერთი პერსონაჟია ოთარი, რომელმაც ნაირა საბერძნეთში გაიცნო, შემდეგ საქართველოში წამოვიდა, მაგრამ, რადგან ნაირას გარეშე ვერ გაძლო, კვლავ საბერძნეთში დაბრუნდა. ის ყოფილი ფოტოგრაფია, მაგრამ, რადგან ახლა ეს პროფესია არავის ჭირდება და ყველა კამერას „აჩხაკუნებს“, მეკუბოვედ მუშაობს. იგი ძველი დროის ნოსტალგიით არის შეპყრობილი, თავისი ისტორიებით იკვებება და, გარკვეულწილად, ტრაბახობს კიდეც განვლილი ცხოვრებით. შეიძლება ითქვას, რომ მისი გონება და ფსიქიკა ბავშვობიდანვე სტრესირებული და დამახინჯებულია, მისთვის სტალინი ბელადი და ლეგენდაა. არ შეიძლება მოძალადის გაფეტიშებამ მძიმე კვალი არ დაატყოს ადამიანის ფსიქიკას და მასშიც არ ჩამოყალიბდეს მოძალადე, ამჟღავნებს ამას თუ არა, შესაძლოა, მხოლოდ შესაფერის დროს ელოდეს მის ქვეცნობიერში ჩაბუდებული მოძალადე.
ზემოჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ პიესის პერსონაჟთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შრომის არგადანაწილებაა, რასაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია სოციუმთან თანაარსებობის დროს: „შრომის განაწილება ადამიანური არსების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თითოეულმა ოდესღაც და სადღაც მასში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, ნებისმიერი, ვისაც თავისი წვლილი არ შეაქვს, ვინც უარყოფს საზოგადოებრივი ცხოვრების ფასეულობას, ანტისოციალური პიროვნებაა და თავის თავს ადამიანთა თანამეგობრობის გარეშე ამყოფებს“ (ადლერი 2014 : 124).

 study


Last edited by Admin on Fri Oct 04, 2019 2:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptySat Oct 05, 2019 9:51 pm

ნინო თოდუა  Nina_t27

ნინო თოდუა

„ლონდა“ - „მზის მისტერია“


დრამაში ასახულია წარმართობის ბოლო ხანა ძველ კოლხეთში. პიესა იწყება ადგილისა და პეიზაჟის აღწერით. მაღლობზე დგას მცირეაზიური სტილით ნაგები სალოცავი, რომლის კედლები მოხატულია გრიფებით _ მითიური ქმნილებებითა და ყრმათა და ქალწულთა ორგიებით. სალოცავის ფარავს ცხრამუხა. პეიზაჟში სჭარბობს ყვითელი ფერი, “დასიცხული თვლემა” (9),. ნაწარმოები იშლება “მონუმენტური პრიმიტივის ხაზებში” (9), რაც დიდებულის მარტივად წარმოსახვის ხელოვნებას ემსახურება. თავდაპირველად “ტემპო” ანუ ტემპერამენტი არის “თვლემა მზეში” (9), რომელიც “ქოლერული ტემპერამენტის” ხასიათს იღებს, ანუ მთვლემარება გადადის სიფიცხეში და აღწევს კულმინაციას. სცენა იწყება ქოროს გოდებით, რომელიც შვიდ ნაწილად იყოფა. ყოველი ნაწილს გარკვეული დასასრული გააჩნია, თავდაპირველად ეს ვედრების ხასიათს ატარებს: “ღმერთო გვიშველე” (10); “შეგვიბრალე უზენაესო” (10); “ღმერთო შეგვიბრალე” (10). შემდეგ ძალაწართმეული ლოცვა გადადის სასოწარკვეთილებაში: “ვაი ჩვენს შავ დღეს” (10); “რა გვიხსნის” (11). შემდეგ ისმის სასოწარკვეთილი ვედრება: “ნუ გაგვიმეტებ უზენაესო” (11). მეშვიდე ნაწილი ეძღვნება ლოცვას მზისადმი:
“მზეო მზეო
ცხოველისმყოფელო
ძლიერო სისხლინო მაგარო
უცნაურო საშინელო
შენელდი დაჰსცხრი” (11).
ლოცვაში ჩანს უდიდესი პატივისცემა და შიში ღვთაებისადმი. ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის უცხო არ არის ღვთაების ეპითეტად სიტყვა “უცნაური”. გავიხსენოთ ლოცვა ავთანდილისა: “უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო”. [შ.რუსთაველი 2010:225] “უცნაური” სამეცნიერო ლიტერატურაში განმარტებულია, როგორც შეუცნობელი [დ.ძნელაძე 2013:225] ვინ არის ღმერთი, რომელსაც ქორო მიმართავს _ ეს არის მზის ღმერთი სადდასაი. “სადდასაი” საინტერესო აზრობრივ დატვირთვას იძენს. ის მხატვრულ ტექსტში ასახულ ყველა მოვლენაში და ყველა არსებაში არის განფენილი” [ე.ცხადაძე 1998:11] მზე კი უმთავრეს ღვთაებად მიიჩნეოდა მიწათმფლობელი ხალხების წარმოდგენაში, მას “უმთავრესი ადგილი უჭირავს ღვთაებრივ კოსმოგონიაში” (იქვე 11). აკაკი ბაქრაძე სადდასაის მხატვრულ სახეს ამგვარად განმარტავს: “დიონისეს კულტის თანახმად, “ადამიანი წარმოსდგება ორი ელემენტისაგან _ დიონისურისა და ტიტანურისაგან. დიონისური ელემენტი ისწრაფვის შეუერთდეს ახალს დიონისოს სადდასაიში (დიადის ყოვლადობაში); ტიტანური ელემენტი იკავებს ადამიანს ინდივიდუაციის (განპიროვნების) რკალში”. დიონისე კვდება, მაგრამ კვლავ აღორძინდება. ადამიანის დიონისური ელემენტი უერთდება დიონისეს დიად ყოვლადობაში (სადდასაიში). ეს პროცესი გახელების, აღზნების გზით ხორციელდება. “მხოლოდ ასეთი აღზნებით შეიძლება საპირადოს გადალახვა და თვითარსის გადასხმა ღვთაების უპიროვნო ჭურჭელში” [აკ.ბაქრაძე 2003:157]. ნაწარმოებში გაცხადებულია მარადიული დაბრუნების იდეა.
სადდასაი განრისხებულია, “ხვატის სისხლიანი თალხი” მოუვლინა ქვეყანას (10). “გრ. რობაქიძისეული მზის ღვთაება თავის ქურუმებთან გველისა და მუხის ხის მეშვეობით ამყარებს კონტაქტს, როცა ქვეყანას ძალიან გაუჭირდება” [ე.ცხადაძე 1998:11] ქურუმი ისევე, როგორც წმინდა მამები სხვათათვის გაუგონარ ხმებში ისმენს უფლის საუბარს, რათა ხალხს განუცხადოს მისი ნება-სურვილი. ქურუმი მოგვაგონებს როგორც მართლმადიდებელ განდგომილ ბერებს, ასევე საქართველოს მთიანეთის “წმინდა კაცებს”, “ჯვრის მსახურებს”. იგი არ ფიქრობს სხეულზე, გამუდმებით ლოცულობს და წმინდა მცენარეთა მერქნით იკვებება (პიესაში წმინდა ხედ დასახელებულია მუხა. როგორც ცნობილია, მითოლოგიაში მუხის მერქანი მამაკაცური სიძლიერის სიმბოლოა) და როცა საზვარაკო ცხოველი იწირება მის თბილ სისხლს სვამს.
კოლხეთის მკვიდრნი მოუთმენლად ელიან სადდასაის ნების გამოცხადებას. მოულოდნელად ცხრამუხაზე დიდი წითელი გველი გადაირბენს. ხალხი ავისმომასწავებლად მიიჩნევს ამ ფაქტს, რადგან გველი მათი წარმოსახვაში უხამს არსებას უკავშირდება. თუმცა შეწირული ამბობს, რომ როცა წითელი გველი წმინდა ხის ფოთლებში გადაირბენს ისინი იდუმალი შრიალით აშივლდებიან და რჩეულს შეუძლია მისი ამოცნობა (სწორედ ისე როგორც დოდონას სალოცავის ქურუმი ისმენს მუხის ფოთლების შრიალს, რათა ზევსის ნება გაცხადდეს მისთვის), ოთარ მოშაირე კი ყვება ლეგანდას, რომელშიც წითელი და რქანაყარი გველი ერთ მისანს ძილში ეპარებოდა, “ყურებს სივილა ენით უკოცნიდა” (20) და იდუმალ ცოდნას გადასცემდა მას. იქვე დასძენს, რომ წითელი გველი მზის შვილია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მინდიასთან დაკავშირებულ თქმულებებში წითელი გველი არ სახელდება. ხალხური გადმოცემები მისნურ ძალას თეთრ გველს მიაწერენ. მთიულეთში მიიჩნეოდა, რომ ხეზე ასრიალებული გველი ფუძის ანგელოზი იყო და ვინც მას მოკლავდა უბედურება შეემთხვეოდა. ეს შეხედულება კი წარმართობიდან უნდა იღებდეს სათავეს. უძველეს დროს გველი მიაჩნდათ წმინდა ხის მფარველად. გველი მითოლოგიაში უმთავრესად მიჩნეულია სიბრძნის სიმბოლოდ, შემდეგ ქრისტიანულმა სარწმუნოებამ იგი პირველი ცოდვის სიმბოლოდ მიიჩნია და მაცდუნებლად და ბოროტების საწყისად დასახა, აქვე აღსანიშნავია, რომ მაცდუნებლობა, ბოროტება სიბრძნეს არ გამორიცხავს. მათეს სახარებაში იესო ამბობს: “იყავით გონიერნი, ვითარცა გველნი”. წარმართულ სიმბოლიკაში მუხა “სიცოცხლის ხედ” მიიჩნევა. “ცხრამუხა” _ რიცხვი ცხრა ქართული ფოლკლორისთვის მეტად დამახასიათებელი რიცხვია. მრავალ ზღაპარში გმირი მიდის ცხრა მთის ან ცხრა მდინარის გადაღმა ბედის საძებნელად, ანუ იქ, სადაც მისთვის შეუცნობელი ადგილია. აქ “ცხრამუხა” შესაძლოა სწორედ შეუცნობელი, სიბრძნის ხედ მივიჩნიოთ. ფოლკლორში ხე სამყაროს გამაერთიანებელი სიმბოლოა და ის აერთიანებს ქვესკნელს, შუასკნელსა და ზესკნელს.
აკაკი ბაქრაძე ამ ეპიზოდს შემდეგნაირად განმარტავს: “გრიგოლ რობაქიძე ამ ქარაგმულ სურათს თავად აძლევს პასუხს. დიონისე მუხაში ცოცხლობს. გვირგვინები, რომელთაც დიონისიების დროს ატარებდნენ, დაწნული იყო მუხის, დაფნის, ზეთისხილის რტოების და ფოთლებისაგან. გველი მზის სიმბოლოა. როცა გველი ცხრამუხას გადაევლო, ამით დიონისე გამოცხადდა. სიკვდილი დამთავრდა, ისევ სიცოცხლე დაბრუნდა. არსებობის წრებრუნვა გრძელდება” [აკ. ბაქრაძე 2003:157]
ქურუმი ამბობს, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ადამიანის მსხვერპლშეწირვაა. “ქადაგი ღმერთისაგან შეპყრობილად მიაჩნდათ ჩვენს წინაპრებს მის სიტყვას დიდი ყურადღება ექცეოდა და გამაფრთხილებელ, წინასწარმეტყველურად თვლიდნენ” . [ე.ცხადაძე 1998:19].
მის სიტყვებს ადასტურებს ქურუმი, რომელმაც სამდღიანი ლოცვის შემდეგ სადდასაის ნება განუცხადა ხალხს. ქურუმი ისევე როგორც ქადაგი წმინდა კაცად მიიჩნევა. ის განცალკევებით ცხოვრობს, როგორც განდგომილი ბერი, დღეებს გამუდმებულ მარხვასა და ლოცვაში ატარებს. ის მიმართავს ხალხს და ამბობს, რომ სადდასაი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად ადამიანს მოითხოვს მსხვერპლად და ეს ადამიანი რჩეულია, თითქოს ოლიმპიელი ღმერთების შვილი. ქადაგი აცხადებს, რომ მხოლოდ ამგვარი მსხვერპლის გაღებით შეიძლება “შეერთოს იგი საშოსა ღვთისას” (26). ვფიქრობთ, არ იქნება შეცდომა, თუ ამ პასაჟს ქრისტეს ჯვარცმასთან დავაკავშირებთ. სახარებისეული სწავლების თანახმად, მაცხოვარი სწორედ ჩვენი ცოდვების გამოსყიდვისთვის ეწამა და ეს მსხვერპლიც ნებაყოფლობითი იყო “სხვაგვარად იგი დაიკლვის” (ლ. წერეთელი. 110). რაც შეეხება ადამიანის ხორციელად შეწირვას ღვთაებისათვის, ქრისტიანულმა მსოფლმხედველობამ ეს რიტუალი სხვაგვარად დასახა, რაც ადამინის გულის მიტანას გულისხმობს სამსხვერპლოზე. სწორედ ამგვარი გზით ხდება ადამიანი უფალთან წილნაყარი.
მსხვერპლი უნდა შეერთოს “წმიდა” “შავ” მდინარეს, რომლის არც დასაწყისი უნახავს ვინმეს და არც დასასრული, რომლის “წიაღში იზრდება საზრდო სადდაისის” (36).
მეხვერპლი კი არის ლონდა _ უმშვენიერესი, რომლის მიმართ ტრფობა ახელებთ ვაჟებს. არავინ იცის მისი წარმომავლობა. ის ზღვის ნაპირას იპოვეს “ზღვამ თუ გამოისროლა ნაპირზე უცხო სირენასავით” (16) ლონდა მოგვაგონებს ბერძნული მითოლოგიის, გამორჩეულ პერსონაჟს აფროდიტეს. მისი მშვენიერებით იხიბლებოდნენ ოლიმპიელი ღმერთები, ისევე როგორც ლონდა ხიბლავდა მამაკაცებს არამიწიერი უცხო სილამაზით. მისი სიყვარულით ან ხელდებიან ან კვდებიან, თითქოს წყევლა დაჰყვება თან. აფროდიტე სჯის მათ ვისაც სიყვარულის არ სჯერა, ხოლო ლონდა მისგან დამოუკიდებლად სჯის მათ, ვინც მას შეიყვარებს. ეკა ცხადაძე პარალელს ავლებს სადდასაისთან და წერს, “როგორც უზენაესი სადდასაი ახელებს ცხენთა ჯოგებს და შემდგომში ხრამში გადაჩეხავს, ასევე ლონდაც ახელებს ვაჟებს”. [ ე.ცხადაძე 1998:2] ლონდა სრულიად ახალი და გამორჩეული სახეა ქართულ მწერლობაში. ის მითოსიდან ამოზრდილია, საუკუნეთა მითებს ატარებს და ყოველგვარ ყოფიერზე მაღლა დგას. იგი მზად არის შეეწიროს მისთვის სრულიად უცხო ღმერთს _ “იყოს ბედი სასტიკი და ლამაზი!” (33). მისთვის სიყვარულია უპირატესი და სწამს, რომ სიყვარული მარადიულია _ “სიკვდილში გარდასულს სიყვარულს ღმერთებიც ვერ შეცვლიან” (35). თავშეწირვა კი ნებაყოფლობითი აქტია: “მსხვერპლშეწირვას ერთი დიდი საიდუმლო აქვს _ მსხვერპლი თავისი ნებით ეწირება, სხვაგვარად იგი დაიკლვის” (ლ. წერეთელი. 110).

(გაგრძელება ქვემოთ)

ნინო თოდუა  00-04_10

 study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 10:20 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptySat Oct 05, 2019 9:53 pm

ნინო თოდუა  00_n11

ნინო თოდუა

„ლონდა“ - „მზის მისტერია“

(გაგრძელება)

ლონდას რჩეული თამაზ ბატონიშვილია. თამაზი ცდილობს, ქვეყნის ხსნის მეორე, ალტერნატიული გზა იპოვოს. მაგრამ მთავარს ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად მსხვერპლშეწირვა მიაჩნია. რადგან მას მხოლოდ “მიწის სჯული” სწამს და თამაზი სწორედ “მიწის სჯულის” გამგრძელებელია. ყოველი მამა არის შვილი და ის შვილი კიდევ მამა და ასე უსასრულოდ, ეს ქმნის ერთ დიდ მაგარტანიან წმინდა მუხას (“სიცოცხლის ხე”). აქ ცხადდება ღვთიური მისტერია _ უფალი არის მამა ყოველი ჩვენგანისა და ყოველ ჩვენგანში არის თავად ღმერთი ანუ მამა, მაშობელი. ლონდა კი ღვთაების რჩეულია და ეს მსხვერპლი საჭიროა, რომ არ დასრულდეს ეს უწყვეტობა სამყაროში.
“სიკვდილის სიახლოვე ამძაფრებს განცდებს და ტრაგიკულობის გვირგვინს ადგამს თითქოსდა ადამიანურ სიყვარულს თამაზ ბატონიშვილისას. ამ სიყვარულის ფატალურობა ზნეობრივ გამოცდას უწყობს თამაზს. იგი ირჩევს ლონდასთან ერთად სიკვდილს და სადდასაის წილად ხვდა ორმაგი მსხვერპლი” (ე. ც. დის. 23). ბატონიშვილი ლონდასთან ერთად ეწირება სადდასაის. “იყოს ჩემი შეწირვა უკანასკნელი ქორწილი” (35) ამგვარად გაცხადდა ლონდას სიტყვები. ეკა ცხადაძე წერს, “ლონდასავე ხელშეწყობით გაიმარჯვა ქვეყნის ხსნად მიჩნეულმა პირველმა გზამ, მსხვერპლშეწირვით თავის გამოხსნამ”. [ე.ცხადაძე 1998:24] მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მსხვერპლი მხოლოდ ლონდა არ აღმოჩნდა და თამაზის თვითშეწირვით მთავრის კონცეფცია ქვეყნის ხსნისა და მარადიულად გაგრძელების შესახებ დაირღვა მაშინ ეს ფაქტი შესაძლოა, არათუ ქვეყნის გამარჯვებად, დამარცხებად იქნას აღქმული.
ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ქურუმსა და ქადაგს წინააღმდეგობას უწევს ოთარ მოშაირეა. ოთარს უყვარს სიცოცხლე, მისი წარმოსახვით ქვეყანა ლამაზია, სიცოცხლე მზესავით მწველი და თუ სიცოცხლე გინდა გვალვაც უნდა გიყვარდეს. იგი თითქოს სამყაროს უკიდეგანობაში კითხულობს სიტყვებს _ “სამყაროს სუნთქვა შაირია ცხელი” (13). ის სკეპტიკურად და ირონიულად უყურებს ღვთისმსახურთა რწმენას და ცდილობს წინ აღუდგეს მათ გადაწყვეტილებას, რომელსაც სადდასაის ნების სახელით აცხადებენ და ახორციელებენ. ის აღშფოთებულია და ამბობს, რომ ადამიანის შეწირვა გადავარდა, რომ ღმერთს არ სჭირდება ადამიანის სისხლი, რომ ადამიანი თავად ღმერთია, რადგან ღმერთი ყოველ ჩვენგანშია და ყოველი ჩვენგანი ღმერთშია, რომ ყოველი არსი აცხადებს ამ საიდუმლოს და მსხვერპლი შეიძლება იყოს სხვაგვარი. ამგვარი მოძღვრება პანთეისტური კონცეფციაა _ “პან _ ყველაფერი “თეოს” _ ღმერთი” (ე. ც. დის. 29). ოთარი მკითხველს კეთილად განაწყობს მის მიმართ, სწორედ იგი ქმნის ნათელ წერთილს ამ “ხვატის სისხლიან თალხში”. ვფიქრობთ, ოთარი ნარატორის ფუნქციის მატარებელია. ღმერთისა და ადამიანის ბრძოლის მოტივი, ადამიანის განღმრთობის, უზენაესი ძალაუფლების მოპოვების იდეა, რომლელიც სათავეს ბიბლიიდან იღებს იაკობისა და ღმერთის შერკინების მისტერიიდან, განსაკუთრებით კარგად ცხადდება აქ მითში, რომელსაც მოშაირე ჰყვება. ეს არის ლეგენდა ქალღმერთი დალის შესახებ, თუმცა ფინალი სახეცვლილია, ხორციელი ქალი, რომელთანაც მონადირე შეცდება, წინ აღუდგება ქალღმერთის ნებას და მასთან შესაბრძოლებლად მიდის. აქ ცხადი პარალელია ამირანის მითთან, თუმცა ის ღმერთს ამპარტავნების გამო უპირისპირდება. ვერცერთ ამ შემთხვევაში ადამიანი ვერ აღწევს თავს ღვთის უზენაესობის განცდას. ნიცშეანურ ფილოსოფიაში კი, რომელსაც რობაქიძე აგრეთვე მიემართება საკუთარი კონცეფციის ჩამოყალიბებისას ზეკაცი მთლიანად თავისუფალია და მატერია მის ნებელობას ემორჩილება.
დრამაში “ლონდა” წარმართულ სამყაროს წარმოსახავს ქურუმი, ქადაგი, შეწირულები, რომლებიც მრავალრიცხოვან ღვთისმსახურთა ფენას წარმოადგენენ, წმინდა ხეები: მუხა, ბროწეული და წითელი გველი. სწორედ ისინი ამყარებენ უხილავ კავშირს უზენაეს სადდასაისთან და აცხადებენ მის ნება-სურვილს.
პიესა ერთი მოქმედებისაგან შედგება. და სრულდება “ლილეოთი”, რომელიც მზის უძველესი საგალობელია. აქ არც სცენებია გამოყოფილი და არც გამოსვლები. თუმცა ყოველი ახალი შემოსვლა ახალ სცენას ქმნის და ეს სწორედ გარკვეული კულმინაციის დროს ხდება, ზოგჯერ, სიმძიმის შესამსუბუქებლად, ზოგჯერ კი პირიქით _ გასამძაფრებლად. გრიგოლ რობაქიძე პიესაში მიმართავს კონტრასტულად ხატვის ხელოვნებას, რაც მეტად ამძაფრებს დრამის აღქმას. ლონდა სრულიად კონტრასტებით არის შექმნილი, ასევე კონტრასტულია ფერთა გამა _ თავდაპირველად ყვითელი ფერი ჭარბობს, რაც გვალვის, კოლხთა უბედურების მიზეზს გამოხატავს, შემდეგ მას წითელი ანაცვლებს, რაც უთუოდ გამომხატველია სისხლის, რომელსაც სადდასაი ითხოვს. კონტრასტულია მდინარე, რომელმაც ლონდა უნდა მიიღოს მსხვერპლის სახით. ის არის “წმიდა” და “შავი”. შავის ეპითეტად წმინდა სრულიად შეუფერებელია. შავი ქვესკნელის, სიკვდილის ფერია და ის არასოდეს ასოცირდება სიწმინდესთან. ადგილი სადაც ადამიანებს მსხვერპლად წირავენ არ შეიძლება იყოს თეთრი და წმინდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მითიურ წარმოდგენებში სწორედ მდინარე მიიჩნევა ღვთაებათა გაჩენის ადგილად და ის სიწმინდეს უკავშირდება. ხოლო ნაწარმოებს გამუდმებულ კონტრასტულ შტრიხად გასდევს ოთარ მოშაირე. თავად პიესაში ერთად იყრის თავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურა, მითი თუ რეალობა. როდესაც გრიგოლ რობაქიძე აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა შერწყმაზე საუბრობდა წერდა, “უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ”-ო (გრ. რობაქიძე, ჟურნალ “ლეილას” გამოსვლის გამო. გაზ. “თბილისი”, 23 აპრილი, 1988), რაც შესძლო კიდეც მან და ეს უპირველასად გაცხადდა მისტერიაში “ლონდა”.
პიესაში ერთმანეთს კვეთენ მითოლოგიური და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ხაზები. ერთი მეორისაგან გამომდინარეობს და პირიქით. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში ისინი ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნიან, რაც ასევე ნათლად აისახა დრამაში “ლონდა”.
“ს. ჭილაიამ “ლონდას” წარმართული და ქრისტიანული მისტიციზმის გზაჯვარედინზე გაჩენილი უწოდა” [ე.ცხადაძე 1998: 19].


(დასასრული)

ნინო თოდუა  04_n10

 study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 10:21 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptySat Oct 05, 2019 9:55 pm

ნინო თოდუა  Nina_t26

ნინო თოდუა

„მალშტრემ“ - „სიყვარული გამოსავალია ქვეყნის“

გრიგოლ რობაქიძე წერილში “მალშტრემ”, რომლის ქვესათაურია “განმარტებისთვის” წერს: “მალშტრემის პირვანდელი წვეთი ციტატის პირვანდელი ქრონიკიდან არის ნაგზნობი. ივერიის მეფისწულ რადამისტს სდევნიან არმენიის ხელისუფალნი. რადამისტ გარბის. მასთან მისი ცოლიც ზენობია. ცოლი ორსულია. ცხენის ჭენება უკანასკნელს მეტი აღარ ძალუძს. ახლოვდება საშიშროება: ტყვედ ჩავარდნა. რადამისტის და ზენობიას სიყვარული უკანასკნელია. ცოლი მიმართავს ქმარს: მომკალო. რადამისტ ხელდება. დაჭრის ცოლს და ისვრის მდინარეში. რადამისტ გარბის: დარწმუნებული, რომ საყვარელი მოჰკლა, მაგრამ ზენობიას მწყემსები ნახულობენ. ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდება. გადაარჩენენ” [გრ.რობაქიძე 2012: 592]. და იქვე: “ძვირად მოუხდენია ჩემზე სხვა რომელიმე ამბავს ასეთი დიდი შთაბეჭდილება. ქალში ვიხილე ნამდვილი “მიწა” ატეხილი მკერდებით და თავისგამეტების ნება. კაცში ვიხილე ნამდვილი ზეკაცური არსი, რომელიც ცოცხლობს ბედის სიყვარულით”. “წინ უნებურად გესახება მათი ხელმეორე შეხვედრა. ეს შეხვედრაც ტრაგიკული იქნება, მაგრამ კათარზისის დანელებით”.
“მისტერიის სახელწოდება გერმანული სიტყვაა “მალშტრომ” (Der Malstrom), რაც ძლიერ ნაღვარს ნიშნავს. მისი მორევი ითრევს ადამიანს. თუ ჩაგითრია, თავის დაღწევა შეუძლებელია.” [ 1997: 158]
პიესის ქვესათაურია “ფანტასმაგორია”, რაც მოჩვენებით, არარსებულ, ბოდვისებურ ხილვას ნიშნავს.
პიესა თემატურად განსხვავდება გრიგოლ რობაქიძის სხვა დრამებისაგან. დრამაში ასახულია XX საუკუნის დასაწყისი და საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც იმ ეპოქისათვის ძალზე აქტუალური და დამახასიათებელი იყო. “ამ დროის შემოქმედნი ეტრფიან სიბნელეს, მათ თანგავთ ესხატალოგიური ჩვენებები, უდიდესი ქალაქები უნერგავენ შიშისა და მიუსაფრობის გრძნობას. ფროიდის ქვეცნობიერი და ნიცშეს ნიჰილისტური კონცეფციები კიდევ უფრო ამჭიდროვებენ ტრაგიკულის საზღვრებს და ეს განწირული თაობა ტკბობას პოულობს არაბუნებრივ, მანამდე არსმენილ მახინჯ ფორმებში. უღმერთობა და ურწმუნოება აპოთეოზს აღწევენ. გამოხმობილია “ბნელთვალებიანი ღმერთი დიონისოს”. (ე.ც. დის. 57). და ამ ფონზე ცივილიზაციაში მიწის შემოჭრით გრიგოლ რობაქიძე გვიხატავს კონტრასტულ სურათს, რომელიც ცივილიზაციისა და მიწის ჭიდილში აისახება.
პირველი სურათის სათაურია “ფენომენოლოგია”, ეს არის იდეალისტური მოძღვრება “აბსოლუტური ცნობიერებისა” და “წმინდა არსის” შესახებ ჰეგელისა და ჰუსერლის ფილოსოფიურ მოძღვრებაში.
დრამა იწყება როტონდის აღწერით, რომელიც მთელი მსოფლიოს განკერძოებულ იმიტაციას ქმნის, სადაც სრული ქაოსია _ სხვადასხვა კულტურისა და საზოგადოების შერწყმა. ირგვლივ რკინა და ასფალტი _ ქალაქის სიცივე. მთავარი გმირები სხვადასხვა ქვეყნის სახეს წარმოადგენენ, რაზეც მათი გვარები მიგვანიშნებენ: არონ ფინკელშტეინი _ ბანკირი: “ჰუმორით და გუნებით, რომლისათვისაც “შუათანა” ყოფა უკანა სკნელია” [გრ.რობაქიძე 2012: 594] პენუტიე _ ფინანსისტი და გელფერიხ _ ფაბრიკანტი: ხმელი შავგრემანი და გამჭრიახი. ევნო აზეფულ _ პროვოკატორი: “ყოვლის გარეშე მყოფი” , უნდო. რაულ როკფელერი _ “რკინა და ოქრო” .(იქვე), მედიდური, მხოლოდ შეფარვით. აქ იყიდება ყველაფერი, რაც ფასეულია, ინფორმაცია ყოველი კუთხიდან მოედინება სხვადასხვა კატაკლიზმების შესახებ, რასაც პერსონაჟები გარკვეულწილად ირონიულად უყურებენ, რადგან ცინიზმი გაბატონებულია და ეს ერთგვარი ნიღაბია იმ შიშის დასამალად, რომელსაც მსოფლიო მოუცავს. მწერალმა პიესაში შემოიყვანა ფილოსოფოსები, რომელთა გამოსახულებებიც პერიოდულად ჩნდება “ასტრონომიულ აპარატებში” და ისვრიან ფრაზებს: კანტი: “საგანი თავისთავად გამოუცნობია. ფენომენია მხოლოდ _ ყოველი” [გრ.რობაქიძე 2012: 42]. აინშტაინი: აბსოლუტური მოხსნილია იმთავითვე. რელატიურია მხოლოდ ყოველი” ( 43). ისინი უარყოფენ ობიექტურ სინამდვილეს. აღიარებენ: არაჩვეულებრივს, გაუგონარსა და შეფარდებითს. ესეც იმ ეპოქის დამახასიათებელი თვისებაა, ისინი გაურბოდნენ რეალობას და თავს აფარებდნენ მიღმიურ, თვალით უხილავ სამყაროს. ეს არის ადამიანის მიმართება სამყაროს მიმართ, რომელსაც შემდეგ პიესის პერსონაჟები თავიანთ ქმედებებში შლიან.
“ევროპის ასპარეზზე ახალი ლიტერატურული მმიმდინარეობის დოღი იყო გამართული. საშინელების, ტანჯვის, სიმახინჯის კულტი იგრძნობოდა და ვითარდებოდა” (ე. ც. დის. 73) ლიტერატურულ სარბიელს დადა დაეპატრონა. “დადაისტები აბსურდის განმასახიერებელნი არიან. უმიწო და უბედო კულტურაში ყველაფერი თავდება აბსურდით”. (თომას ჰოიზერმანი. 33) გაზეთი იუწყება: მაიმუნებს “აღარ სურთ თავიანთ ხარჯზე ადამიანთა ჯიშის გაახალგაზდება” (გვ. 46), მათ მეთაურობს ცნობილი დადაისტი პაბლო პიკაბია. აქ შესაძლოა გაერთიანებული იყოს ორი პიროვნება პაბლო პიკასო _ კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ფრანცის პიკაბია, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე დადაისტური მიმდინარეობის აქტიური წევრი იყო. ამ ორი მიმდინარეობის მთავარი ფიგურების სახელების შერწყმა გვიბიძგებს, მათში საერთო, ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხაზის აღმოჩენისკენ. როგორც ჩვენთვის ცნობილია კუბისტურ ნამუშევრებში ობიექტი სრულიად დაშლილია და აბსტრაქტულ ფორმაშია წარმოდგენილი, სუბიექტი დანახულია არა რომელიმე კონკრეტული კუთხით, არამედ საგანი დანახულია მასში შემავალი მრავალი მხრით, ხშირად ხაზების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს, სწორედ ისე, როგორც დადაისტური მოძღვრება. დადაისტები სრულიად უარყოფდნენ ყოველგვარ მიმდინარეობებს, ისტორიულ მოვლენებს, კულტურას. განსაკუთრებით, ეწინააღმდეგებოდნენ ესთეტიურ ნორმებს, ესთეტიური ნორმების დაცვა გულისხმობს, მოწყვეტას სინამდვილისა და იდეისაგან და გატაცებას გარეგნული ფორმებით. აქ ერთგვარად იკვეთება კუბიზმისა და დადაიზმის ხაზები. კუბიზმი დაცლილია გარეგნული ფორმის გადმოცემით და ის საგანს წარმოაჩენს ღრმა კონტექსტში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დადაისტები არანაირ თეორიას არ ეყრდნობოდნენ, ეს იყო მხოლოდ პროტესტი და მიზნად ისახავდა საზოგადოებაში აგრესიის გამოწვევას. მწერალმა საკუთარი დამოკიდებულება ამ მიმდინარეობის მიმართ პიესაში ამგვარად გამოხატა: “მხოლოდ მაიმუნები მეტს ვეღარ ითმენენ” (გვ. 46). “ამერიკაში _ აფრიკაში _ზოოლოგიურ ბაღებში _ ყველგან მიტინგებს მართავენ და პროტესტს აცხადებენ”. (გვ. 46).
და ამ ქაოსში ჩნდება მისანი მორელლა _ მიწის სურნელი. “იგი უთუოდ უნდა შეჭრილიყო უმიწო ქალაქში... იგი უთუოდ უნდა შევარდნილიყო უბედო კულტურაში” .[გრ.რობაქიძე 2012: 594) “მიწა” აქ არ არის “სოფელი”... მიწა აქ სულია სამყაროსი” (იქვე) “ფერი მოლურჯო გადაჰკრავს, როგორც თოვლის; ჩრდილებში იისფერი” (გვ. 48) აქ უთუოდ გაგვახსენდება გალაკტიონის “იისფერი თოვლი”. “მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებრივი ხიდიდან ფენა”. იისფერი თოვლი ქალწულებრივი სიწმინდის სიმბოლოა ორივე მწერალთან. რობაქიძესთან ის მორელას სიწმინდის გამომხატველია, გალაკტიონთან კი თოვლის სისპეტაკე იისფერში ცნაურდება. “მორელლას სახის არქეტიპი არის აფროდიტე-ვენუსი, მომხიბვლელი ძველელინური ქალღმერთი; იგი ადამიანებთან ახლოს მივიდა, რომ უშველოს მათ, ადამიანებს კი აღარ სურთ თავიანთი სამყაროს დათმობა” (ე. ც. დის. 81).
მორელლა მარტო არ არის “უმიწო ქალაქში”, სინამდვილე უნდა დაირღვეს და ამისთვის საჭიროა ძალა. სწორედ ეს ძალაა უცნობი _ “ბედის სიმტკიცით” (გ.რ. გვ. 594). მთლიანი _ რწმენა და საქმე ერთი და იგივე. “უცნობის სახეში ენერგიული პიროვნება ჩანს, პირველყოფილი ძლიერებით აღსავსე პიროვნება და იქნებ ამიტომ ჭვრეტს “რენესანსის ხერხემალს” ავტორი”... “პლიუს ანტიკური ნიუანსებით, როცა საქმე ბედისწერას ეხება” [გრ.რობაქიძე 2012:85]. მისი სახელია როკამორ, სახელი კოდირებულია და ბედისწერის სიყვარულს ნიშნავს.
“როკფელერების, ფინკელშტეინების, პენუტიების, გელფერიხების, აზეფულების სამყაროში მორელლას (“მიწის” სურნელების) და უცნობის (“ბედის სიმტკიცის”) შემოვარდნა არყევს, ანგრევს ყველაფერს, ეფემერულს ხდის. ასეც უწოდებს მისტერიის პირველ ნაწილს გრიგოლ რობაქიძე _ ეფემერა” (ა. ბაქრაძე. კარდუ. 159) პირველივე სურათში არის გასაღები მთელი პიესის: წარმავალისა და მარადიულის ურთიერთჭიდილი.
“ფანტასმაგორიაში ცივილიზაციის მკვეთრ კონტრასტს მიწის ანუ პირველყოფილი ბუნებრივი არსის ჩვენება წარმოადგენს. მიწის საშო _ დედა ყოველი ცოცხალი არსებისა მხოლოდ ბოშათა მიერ “იგზნება”. ბოშები კენტავრების პროტოტიპებად არიან მიჩნეული. კენტავრები მიგვანიშნებენ ცივილიზაციის დიონისურ, აზიურ საწყისებთან დაბრუნების აუცილებლობაზე. მიწის ყივილი არ ისმის ინდუსტრიულ ცივილიზაციაში და მაინც ის არის უპირველესი სათავე ყოველი ცოცხალის თუ არაცოცხალისა”(ე. ც. დის. 67) როგორც ბერძნული მითოლოგიიდან არის ჩვენთვის ცნობილი კენტავრები არიან თესალონიელ ცხენკაცთა მძლავრი მოდგმა. როგორც ეკა ცხადაძე აღნიშნავს, მწერალმა კენტავრები ბოშათა პროტოტიპებად მიიჩნია და ვფიქრობთ, არა მხოლოდ მათი რასის სიძლიერის გამო. არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ ცხენი ბოშებისათვის უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი ცხოველია. სწორედ ცხენის თავის ჩონჩხია სარზე ჩამოცმული მათი ბანაკის წინ, როგორც ნიშანი თავისუფლებისა და ბედთან შეურიგებლობისა.

(გაგრძელება ქვემოთ)

ნინო თოდუა  01_n10

 study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 10:32 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptySat Oct 05, 2019 9:57 pm

ნინო თოდუა  02_n10

ნინო თოდუა

„მალშტრემ“ - „სიყვარული გამოსავალია ქვეყნის“

(გაგრძელება)

ბოშათა ცხოვრების ფონზე მკვეთრად იგრძნობა შეჯახება ქალაქისა და მიწის. ირგვლივ რკინა, კირი ასფალტი, მანქანა ყველგან. და უფრო მეტი: “ადამიანი მანქანა. ტვინი მანქანა. ნება მანქანა” (გვ. 71). ქვეყანას იპყრობს “ახალი რასსა ქოსა და ყვითელი: ჰომონკულეს!” (გვ. 71). ადამიანს სული, შინაგანი სამყარო გამოაცალეს და იქცა ჰომონკულესად, ადამიანის მსგავს, ხელოვნურად შექმნილ არსებად. საზოგადოების მმართველი ძალა ცდილობს შექმნას, ახალი მოდგმა, როგორც ალქიმიკოსები შუასაუკუნეებში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ თავად არიან შექმნილნი და შემოქმედზე უკეთ არავინ იცის, როგორი უნდა იყოს ადამიანი _ სამყაროს გონიერი ნაწილი, რომელშიც მოქცეულია თავად სამყარო. ისინი გვანან მარიონეტებს, პრაგმატულად დაპროგრამებულ თოჯინებს და ცდილობენ სხვებსაც წაართვან “ბედი” და “მიწა”. მაგრამ არსებობს მიწასა და ქალაქს შორის საშუალი და ამ საშუალს დრამაში წარმოადგენს ფინკელშტეინი, რომელიც არ კარგავს გუნებას: : “ჰუმორი ჩემი რასის პირველი თვისებაა” (გვ. 72). სწორედ ეს არის თვისება, რომელიც აშუალედებს უკიდურესობებს, ის არ ეკუთვნის არც მიწასა და არც ოქროს, ის თითქოს თავისი იუმორით აბალანსებს მათ შორის ურთიერთობებს.
გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში არაერთხელ ხმიანდება სიტყვა “რასა”. ეს სიტყვა არ მიემართება კონკრეტულ ერს. ამ სიტყვით მწერალი ხაზს უსვამს ამა თუ იმ კულტურისა და ზოგადადამიანურ ხასიათს. ჩვენი აზრით, სიტყვა “რასის” მნიშვნელობა გრ. რობაქიძესთან არაერთგვაროვანია. ერთგან თუ ის აღნიშნავს ხასიათს, გენს, ბუნებას უმეტესი ადამიანებისას, რომლებსაც მწერალი “შუათანა” მყოფებს უწოდებს, მაგ. იმ შემთხვევაში, როდესაც ფილკენშტეინი ამბობს: “ჰუმორი ჩემი რასის პირველი თვისებაა”, მეორეგან “რასა” სწორედ ერს, ერთი წესით, ტრადიციით, ხასიათით, ბუნებით შეკრულ ადამიანთა ერთობის გამომხატველია. ხოლო, როცა მწერალი ამბობს: “რასის სისხლით აყვანილი”, გულისხმობს, ბოშათა მოდგმას და მიგვანიშნებს, ბოშათა ხასიათზე, რომელთა თვისება თავმოწონება და სიამაყის შეგრძნებაა.
მიწისა და ქალაქის ჭიდილთან ერთად დრამაში საუბარია კულტურათა გარდაუვალ შეჯახებაზე. ევროპული კულტურა დაღუპვის ზღვარზეა და ასპარეზს ამერიკას უთმობს. “ისტორიას დიდი პიროვნებები მოვლენათა დამაჩქარებლად ევლინებიან. გრ. რობაქიძე ნაპოლეონსაც და ლუთერსაც რეფორმატორებად ანუ ისტორიის დამაჩქარებლებად მიიჩნევდა და მათ სახელში თავისებურ ხიბლს, ბედისწერას იგულვებდა. სწორედ ასეთ “ბედისწერას აყოლილად და “ისტორიის დამაჩქარებლად” მიიჩნევს იგი ევნო აზეფს, პოპულარულ და წინააღმდეგობრივ პიროვნებას, რომელიც მალშტრემის მთავარ გმირთა შორის შეიძლება ჩაითვალოს” (ე. ც. დის. 71) აკაკი ბაქრაძე წერს, “აზეფული კი გვახსენებს ცნობილ პროვოკატორს, ესერული პარტიის წევრს ევნო აზეფს” (ა. ბაქრაძე, კარდუ. 158-159). აზეფი ფიქრობს, რომ კეთილიცა და ბოროტიც, ერთმანეთს ეომებიან, ხშირად ერთსა და იმავე გულში, მე ვეხმარები ერთსაც და მეორესაც, მე ვარ ისტორიის დამაჩქარებელი. ამ ომის დასრულებისას არ იქნება არცერთი, იქნება სხვა, მესამე. “მე ბორბალი ვარ ესხატალოგიის” (გვ. 97), როგორც ცნობილია ესქატალოგია არის მისტიკური მოძღვრება ადამიანისა და სამყაროს საბოლოო ბედზე. ევნო აზეფი ორმაგ თამაშს იმიტომ თამაშობს, რომ გარდაუვალი ომი დააჩქაროს. ის თავისი აზრების დასასაბუთებლად იშველიებს დოსტოევსკისა და ფაუსტს, თუმცა დანამდვილებით არც კი იცის რაზე წერდნენ ისინი და ირონიულად დაურთავს “თუ არ ვცდებიო”. უცნობი მას “უნგეჰოიერს” _ საშინელ მხეცს უწოდებს და თუ მის ხასიათსა და თვისებებს გავითვალისწინებთ ეს მის ეშმაკთან წილნაყარობაზე მიუთითებს.
დრამაში ასახულია კიდევ ერთი კონტრასტული გარემო “ეტნოგრაფიის” გარეშე რომელიც მითოსით, ლეგენდებითა და სიმბოლოებით საქართველოს მოგვაგონებს. მთაზე წისქვილი, მეწისქვილე ყვება ლეგენდას წყლის ქალზე, რომელიც უყვარდა. თხრობაში სევდაზე მეტად სიამაყე იგრძნობა. მართალია განსხვავებული სახით, მაგრამ აქაც საუბარია მიწისა და ცივილიზაციის დაპირისპირებაზე. ცივილიზაცია იპყრობს სამყაროს, რის შედეგადაც დაშრება მდინარეები და გაქრება წყლის ქალი, გაიჩეხება ტყეები და აღარ იარსებებს ტყის დედოფალი, მოჭრიან მუხებსაც და თუ დიდ მუხასაც მოჭრიან, რომლის ნაყოფი, ფოთოლიცა და მერქანიც სამკურნალოა, რომლის ფოთოლთა შრიალს მისანნი უსმენენ მაშინ ხომ მადლს დაკარგავს ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ ხე რწმენის სიმბოლოდ მიიჩნეოდა და მისი მოჭრა რწმენის შერყევას მოასწავებდა. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ერთ-ერთი ხალხური გადმოცემის თანახმად, მირიან მეფის გაქრისტიანების შემდეგ სვეტიცხოვლის ასაგებად მოჭრილი ხე იყო მუხა, რომელიც ამოზრდილი იყო ქრისტეს კვართზე და რომლის ნაყოფი სამკურნალო იყო ყველა სულდგმულისათვის. ცივილიზაცია კი ანადგურებს ყველაფერს, რაც ფასეულია. სწორედ ამ ეპიზოდში ცხადდება მითი რადამისტისა და ზენობიას შესახებ. მორელლა დაჭრილია, მდევარი ახლოა, მას სიარული აღარ შეუძლია და სთხოვს უცნობს მოკლას იგი. რადგან ის არის “ნება”, “ბედი” და “ასრულება” (გვ. 61). მაგრამ უცნობს არ შეუძლია მოკლას მორელლა, რადგან მისი “ასრულება ნაყოფშია” (გვ. 62), რომელსაც ის ატარებს. აქ ცხადდება ღვთიური კანონზომიერება: ის გრძნობს, რომ ცხოვრების არსის საიდუმლო იმ სისხლშია, რომელიც მამიდან შვილზე გადადის. არ შეუძლია, რადგან ის მოვიდა სიბნელიდან და მასში ნახა პირველად სინათლე და თუ მას მოკლავს “იქნება თავისმკვლელობა...” (გვ. 63). მისი სამყარო მორელას უკავშირდება, მისი მეშვეობით აღმოაჩინა საკუთარი პიროვნება. აქ რემინისცენცია: შუმდინარული ეპოსი “გილგამეშიანი”: ენქიდუში კაცური არსი სწორედ მაშინ გაცნობიერდა, როცა მისი ცხოვრება ქალს დაუკავშირდა. “სინამდვილე კი მორელლას გათავისებული აქვს და არ აშინებს ულმობელი ბედისწერა. აქაც თავს იჩენს შიში ბედისწერისადმი, სიკვდილისადმი. ეს არის უძველესი შიში, ყოველთვის თან რომ სდევს კაცობრიობას უძველესი დროიდან გილგამეშამდე და გილგამეშიდან დღემდე. ბედისწერამ მთელი სისავსით დაიმონა მორელლა, მასაც არა აქვს მისი შიში. მან უკვე მრავალგზის იგემა სიკვდილისა და ბედისწერის მსახვრალი ძალა. მორელლა არის განსახიერება განგების ბატონობისა” (ე. ც. დის. 78). “საჭიროა გარღვევა სინამდვილისა” (გვ. 64) “სინამდვილის გარღვევა” მხოლოდ სიკვდილით, ნებაყოფლობით მიღებული სიკვდილითაა შესაძლებელი” (ე.ც. დის. 84) და უცნობი სიგიჟით და ვნებით აყვანილი სასიკვდილოდ დაჭრილ მორელლას მდინარეში აგდებს.
“ძველბერძნულ მითოლოგიაში იმთავითვე იყო ერთი მომენტი, ერთი ისეთი პრინციპი, რასაც ტრაგიკული დისონანსი შეჰქონდა სამყაროს ჰარმონიულ მითოლოგიურ წყობაში _ ეს იყო ბედისწერა, რომელიც ქალღმერთ მოირების სახით იყო წარმოდგენილი” (ე. ც. დის. 78). ისინი ადამიანებს სიკვდილის სახით ევლინებოდნენ.
ა. პოპიაშვილი წერს, “ბედისწერის პრინციპი, როგორც რაღაცა ფატალური გარდაუვალობა, ემიჯნება და უპირისპირდება მითოლოგიას, როგორც თავისუფალი სამყარო” (ა. პოპიაშვილი, ინდივიდის პრობლემა ს. კერკეგორისა და ფ. ნიცშეს ფილოსოფიაში. თბ., 1988).
“რას გაექცნენ უცნობი და მორელლა? ტექნიკურ ცივილიზაციას, ქალაქს, ფულს, სიმდიდრით გახრწნილ საზოგადოებას.... მდიდართა ინტერნაციონალიზმს” (ა. ბაქრაძე, კარდუ. 158-159).
მაგრამ მორელლა გადარჩება და ის კვლავ ქალაქშია ევროპული სამოსით მოსილი როკფელერის გვერდით. თუმცა მას სძაგს ეს ყოველივე და იხდის სამოსს, როგორც უარყოფას ამაოების და უერთდება კეთროვანთა ჯგუფს სიტყვებით: “მე მიყვარხართ თქვენ... შემიყვარეთ მე” (გვ. 80). “მან სიცოცხლეშივე გადალახა შიში სიკვდილისა, შემთხვევით გადარჩა ცოცხალი, მას არ სურდა ეცოცხლა შემოთავაზებულ გარემოში და ამიტომაც მიეკედლა კეთროვანთ” (ე. ც. დის. 80)
“ეს დაპირისპირება, წინააღმდეგობა, ბრძოლა ტრაგიკულ ელფერს ატარებს, მაგრამ ნამდვილად კი აბსურდად იქცევა. “უბიწო და უბედო კულტურაში ყველაფერი მთავრდება აბსურდით. ამ აბსურდის მასახიერებელნი დღევანდელ ევროპაში არიან დადაისტები. “რაციოს” ყოველი ხვეული აქ იღებს აბსურდულ მიმართებას. ქვეყანას აბითურებენ, მაგრამ თვითონვე ბითურდებიან. ირონიაა ყველგან, მაგრამ ირონია მობრუნებით ურტყამს ყველას” (ა. ბაქრაძე. კარდუ. 160). დადაისტებს მასკარადი გაუმართავთ ქალაქის მოედანზე, ისინი აბითურებენ ყველაფერს ირგვლივ და ფონს ქმნიან მორელასათვის, რადგან მორელა არის მხილება მათი შიშის კეთროვანი სამყაროს მიმართ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. დადაისტები ისვრიან ცალკეულ ფრაზებს, რომლითაც ეპოქის ყოფას აღწერენ: “სიცილი გაჰქრა ახლა ირონიაა” (გვ. 85), “ღმერთებს ვადა გაუვიდათ” (გვ. 86) “სიგიჟე მოერია ლოგოსს. ეს ფაქტია” (გვ. 86). და თუ ადამიანებს აღარ სწამთ ღმერთის არსებობის, მაშინ ყოველი ფუჭად წარმოთქმული ბგერებია, რადგან “პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი”. თომას ჰოიზრმანი წერს: “ლოგოსის ძალთა გაქრობა, რასაც კატასტროფა მოსდევს, სწორედაც რომ საყოველთაო პროცესია და რობაქიძეს იგი უნივერსალურ მოვლენად მიაჩნია, რომელიც ყველას შეიძლება თავს დაატყდეს” (35). საზოგადოება ჩიხშია, საფრთხეა ხრამში გადავარდნის და ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა მასათა გამოფხიზლება და სწორედ ამ დროს გელფერიხი კლავს წინასწარმეტყველ თუთიყუშს. ირონია მხილებაში გადადის, როცა მისანი მოთქვამს:

“შენ იყავ ჩემი ძმა. ჩემი დაჲ.
კაცთა შორის მოკვდა ღმერთი.
მას ფრინველთან თუ იხილავ.
მასხრებო. მტარვალებო. ჯალათებო.
არ შემიძლია სიცოცხლე სიცარიელეში.
სიკვდილშიც შენთან: ჩემო ფრინველო...” (გვ. 88)

ნინო თოდუა  07_n10

და თავს იკლავს. დადაისტი კვლავ ირონიულია: “დივინა კომედია” (გვ. 88) ეს არის ნათელი სურათი იმისა, თუ როგორი გულგრილი და ცინიკურია საზოგადოება ტრაგიკულის მიმართ.
“თანამედროვე ადამიანი ცდილობს ორიგინალობით და ნიჰილიზმით შემოსოს და ამით უხილავი გახადოს თავისი შიში. დადისტები ომისა და ნგრევის შიშს ბოჰემასა და წრეგადასული ორიგინალური მანიფესტებით ნიღბავდნენ” (ე. ც. დის. 78). ფონი შექმნილია და მორელლამ ფარდა უნდა ახადოს ამ მოჩვენებით სიგიჟეს:

“მასხრებო! მასხრებო!
თქვენ მშიშრები ხართ.
თქვენ გეშინით სინამდვილის ხილვის.
თქვენ გეშინიათ კედლის გარღვევის.
თქვენ გეშინით სიგიჟის.
თქვენ მხოლოდ თავს იგიჟებთ.
თქვენ მხოლოდ თავს იგდებთ” (გვ. 89).
“კეთროვანია მთელი ქვეყანა.
რათ არ ისმენთ თუ როგორ ღრნის
ჭია მიმალული:
ქვას _ ხეს _ ცხოველს _ კაცს _ ქალს _ ქვეყანას?!
გეშინიათ ფარდის ახდის.
ჩამოხიეთ ფარდა.
იხილეთ სინამდვილე” (გვ. 91).

მის სიტყვებში ჩანს, თუ სადამდე მიიყვანა ადამიანი უღმერთობამ, უგულობამ, რწმენის დაკარგვამ, ირონიამ. კაცობრიობას სჭირდება სარკეში ჩახედვა, რათა თვალი გაუსწოროს არსებულ სინამდვილეს, დათრგუნოს შიში და ამ ჩიხიდან გამოვასალი იპოვოს. ქალისთვის ცხადია ყოველივე: “სიყვარული გამოსავალია ქვეყნის” (გვ. 90). რადგან “სიყვარული თავად ღმერთი არს”. სხვა შემთხვევაში ქვეყანას საკირე მოელის. “მორელლას დადაისტებთან გამართული სცენა იმისთვის დასჭირდა ავტორს, რომ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჭეშმარიტი და მოჩვენებითი გრძნობებისათვის” (ე. ც. დის. 80-81).
უცნობისა და მორელლას შეხვედრა საბედისწერო და გარდაუვალია, “მაგრამ კათარზისის დანელებით” [გრ.რობაქიძე 2012: 592). “სიზმარი... სიცხადე... სიყვარული...” (გვ. 101). მორელლა კვდება უცნობის მკლავებში. სიკვდილი კი გრიგოლ რობაქიძის პერსონაჟებისათვის საწყის მდგომარეობასთან დაბრუნების მაუწყებელია და არა დასასრულს. “ყოველი ადამიანი არის მთელი სამყარო, რომელიც თავის ბედისწერას, თავის თავშივე შეიცავს. გრ. რობაქიძის “მალშტრემის” გმირები თავიანთ ხასიათში შეიცავენ თავიანთ ბედისწერას. მორელლა თავისი თავგანწირვით თავიდანვე მსხვერპლად გაიაზრება, რომელიც შეეწირება ჭეშმარიტ სიყვარულს” (80)
მასათა ექსტაზი კულმინაციას აღწევს: “ამბოხება” (გვ. 102). “საკირე ქვეყანას! ადუღებული საკირე. საკირე! საკირე!” (გვ. 102).
მწერალმა მის მიერ შექმნილი პერსონაჟების გარდა დრამაში შემოეყვანა კანტი, აიშტაინი, ნიცშე, გოეთე და დოსტოევსკი. ეს უპირველესად განპირობებულია იმისთვის, რომ უკეთ იქნას აღქმული აღწერილი ეპოქა. კანტი და აინშტაინი დრამის პირველსავე თავში შემოდიან. მათი მოძღვრება უარყოფს ობიექტურ სინამდვილეს და მხოლოდ შეფარდებით ცოდნას და სუბიექტურ ხედვას აღიარებს. ნიცშე, გოეთე და დოსტოვსკი პიესის მეხუთე თავში ჩნდებიან ნიღბების სახით, რომელთა ნააზრევს დადაისტები ახმოვანებენ და მათი დამოკიდებულება ირონიულია. დოსტოევსკი ერთ-ერთ წერილში წერს: “თუ მოიძებნება ვინმე, რომ დამიმტკიცოს, თითქოს ჭეშმარიტება ქრისტეში არაა, მე მაინც ქრისტესთან დავრჩები და არა იმ ჭეშმარიტებასთან”. პიესაში კი ის წინასწარმეტყველებს: “ქვეყნის აღსასრული. ჭიხვინი აპოკალიპსის ცხენის” (გვ. 86). ხოლო გოეთე ღმერთთან გაიგივებულ ბუნებას მიიჩნევს ყოველივეს მიზეზად, ბუნების არსის სუბსტანციის წარმმართველია ძალა, რომელსაც იგი ასე აღიქვამს: სამყაროს სასიცოცხლო სული. რაც შეეხება ნიცშეს. დადაისტები ნიცშეს მოძღვრებით საკუთარ შეხედულებას გადმოგვცემენ. ნიცშეს ფილოსოფიაში პირველად გაიჟღერა სიტყვებმა “ღმერთი მოკვდა!” ხოლო პიესაში იგი ამბობს: “დიონისოს გახელება იხსნის ქვეყანას” (გვ. 85), რაც პირდაპირ უკავშირდება მის წინასწარმეტყველებას ახალი ზეადამიანის გაჩენის შესახებ. ამგვარად, ნაწარმოებში მრავალი თეორიისა და ფილოსოფიური მოძღვრების გამოყენებით, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მწერალმა სრულად გადმოსცა არსებული ეპოქა, რომელიც ნირვანულ ქაოსში იმყოფებოდა.

გრიგოლ რობაქიძემ “მალშტრემში” წარმოაჩინა ორი ურთიერთდაპირისპირებული სამყარო. კონტრასტული ხაზები იშლება მიწისა და ქალაქის დაპირისპირების ფონზე, მაგრამ მათ შორის არის ნეიტრალური, ყოვლის შემგუებელი საზოგადოება, რომელსაც ამ შემთხვევაში და დადაისტები წარმოადგენენ.
“მალშტრემში” კერძო პირთა ურთიერთობა გარკვეულია, გაურკვეველია ბედი ცივილიზებული ქალაქისა და მისი საპირისპირო “ამბოხისა”. პიესა გაჟღენთილია მოლოდინით” (ე.ც. დის. 88)
“მალშტრემი” არის სრულიად უნიკალური ჟანრის ქმნილება ქართულ დრამატურგიაში, როგორც პერსონაჟთა უჩვეულო შემადგენლობით, ასევე უჩვეულო გარემოს დახატვით” (ე.ც. დის. 82). მისტერია ექვსი სურათისაგან შედგება. ყოველი თავი გამოყოფილა სათაურით. სურათები არ არის სწორხაზობრივი, მაგრამ მათი შემაერთებელი ჯაჭვი უწყვეტია.


(დასასრული)

ნინო თოდუა  06_n10

 study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 10:36 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptySat Oct 05, 2019 10:00 pm

ნინო თოდუა  Nina_t25

ნინო თოდუა

„ლამარა“ - „ტრაგიკული მარჯი დამარცხებულთა“

პიესის აზრის გაგებისათვის ვფიქრობთ, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რამ განაპირობა მისი შექმნა. როგორც თავად ავტორი მოგვითხრობს, ეს ფაქტი ამგვარად განვითარდა: თავდაპირველად გრიგოლმა შესთავაზა კოტე მარჯანიშვილს, დაედგა ვაჟა-ფშაველას “გველისმჭამელი”. რეჟისორმა კი თავის მხრივ უთხრა მწერალს, თავად გაეშალა ეს დრამა. რობაქიძე წერილში “ლამარა” წერს: “ლამარა” ვიხილე ერთს უეცარ გაელვებაში მისი მთავარი მუხლებით. ასეთი ხილვის დრო “თვალღია სიზმრისაა” და არა საათის”. [გრ.რობაქიძე 2012:222] აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დრამა დაიწერა სწორედ მაშინ, როცა 1924 წლის აჯანყება მარცხით დასრულდა. იმავე წერილში მწერალი აღნიშნავს: “შლეგად ვიქეც: კაცს აღარ ვგავდი. მთელი არსი ჩემი ანთებით იყო აყვანილი... შესაძლოა, წამებულმა ქართველმა ისეთი სიმძაფრით გაიღვიძა ჩემში, რომ ქვეშეცნეულ მოვინდომე: “ლამარა” უმალვე მიმეხალა მტარვალთა მიმართ ვითარ ტრაგიკული მარჯი დამარცხებულთა” (იქვე ).
პიესას ავტორმა პასტორალი უწოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დრამაში არ არის აღწერილი მწყემსთა ყოფა-ცხოვრება. მოქმედება ხევსურეთისა და ქისტეთის საზღვარზე ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ პიესას “ლამარა” უწოდა მწერალმა ეს არის ახალი მითი მინდიაზე. მინდია არის “არსი, “რომელშიც მთლიანად სახიერდება ორმაგი უნივერსალური იდეა: სიყვარული შეიქმს შემეცნებას (მოციქული პავლე) _ შემეცნება შეიქმს სიყვარულს (ლეონარდო და ვინჩი)” (ე.ც. დროშა. 22). ლამარა მისთვის საბედისწერო ქალია. მისანი მინდია ლამარას შეყვარების შემდეგ თითქმის კარგავს კოსმიურ ნიჭს და შემდეგ მთელი დრამის მანძილზე ის იბრძვის მისი კვლავ მოპოვებისათვის. მინდიას გამისნება არ უკავშირდება გველის ხორცის ჭამას. ვაჟა-ფშაველას მინდიასგან განსხვავებით მას წითელი, რქანაყარი გველი სივილა ენით ყურს ულოკავს, სწორედ ისე, როგორც ბერძნული მითოლოგიის გმირს მელამპუსს. ქეთევან შენგელაია წერს, “მინდია “გველისმჭამელში” გველის ხორცის მიღების შემდეგ “გამეცნიერდება”, ხოლო “ლამარაში”, რასაც მწერალი ხაზგასმით აღნიშნავს, ჩიტის გულის მოყვარეობის გამო” [ქ.შენგელაია :47]. მაგრამ ამ შემთხვევაში მას ვერ დავეთანხმებით, რადგან მინდია ამბობს: ,,კალოზე ვიწექი, წამძინებოდა, მზე გახელებულიყო. ყურიდან სისხლი დამდენოდა, ძილს თავი ვერ გავართვი, ძილში ვიღაც ყურს მილოკავდა, რაღაცას ჩამჩურჩულებდა, ტკბილი იყო ჩურჩული. “გამეღვიძა _ გველ იყო: წითელი. რქანაყარი. ჯაგარაყრილი”. [გრ.რობაქიძე 2012:107). გამისნების შემდეგ კი ის “ჩვილ” ხდება, ჩიტის გული უყვარს და უსმენს მის გულისცემას. “მინდიას, როგორც გენიოსს, ესმის კოსმოსის ენა და ამიტომ უყვარს იგი, ის, რაც ყოველთვის იყო ადამიანის მიზანი, _ ბუნებასთან შერწყმა და მასთან კომუნიკაცია _ და რასაც ის ვერასოდეს ახორციელებდა, განახორციელა მინდიამ” (კ. კაპანელი) (ე. კოდუა, კონსტანტინე კაპანელის მსოფლმხედველობის საკითხისათვის. დაიბეჭდა. კ. კაპანელის ფილოსოფიური შრომები, თბ., 1989). მინდიას არანაირი ბოროტების ჩადენა არ შეუძლია, ის ზეკაცური ბუნებით დახატა მწერალმა და ერთადერთი, რაც თითქოს მის სულიერ ჰარმონიას არღვევს ლამარას სიყვარულია. მაგრამ განა შესაძლებელია კოსმიური წესრიგის დარღვევა სიყვარულით? _ ვფიქრობთ, რომ არა. ჰარმონიის დარღვევა ძმის მიმართ შუღლმა გამოიწვია, რაც თავის მხრივ ორი ძმის ერთი ქალისადმი სიყვარულმა დანერგა მათ შორის. “გრ. რობაქიძემ სცადა ცალკერძ მისანი, უწმინდესი მინდია მოეცა და პარალელურად მისი ადამიანური ბუნების გამოვლინება _ ნახევარძმა თორღვაი. თორღვას დაეკისრა ტარება “კაი ყმის” ყველა ცოდვა-მადლისა” (ე. ც. დის. 40). თორღვა იტაცებს ლამარას და ამ საქციელით მინდიას აკარგვინებს ორ უძვიფასეს განძს _ ღვთიურ ნიჭსა და საყვარელ ქალს. სწორედ ლამარას მოტაცების შემდეგ კარგავს მინდია სულიერ ჰარმონიას, რადგან სწორედ ამ დროს შეეპარა მის გულს შუღლი ძმის მიმართ. მაკო ჯანჯიბუხაშვილი მინდიასა და თორღვას ურთიერთობაში შორეულ, ბიბლიურ ძრებს ხედავს: “საფიქრებელია, რომ გრ. რობაქიძე მინდიას ფოლკლორულ სახეში დებს ბიბლიური აბელის არქეტიპს, ხოლო თორღვაში _ კაენისას. ძალა, აგრესია, სისხლი, ცეცხლი, ყოველივე ეს კაენური ნიშნებია, ხოლო სილბო და მორჩილება აბელის მახასიათებლებია” (მ. ჯ. 140) და იქვე აგრძელებს: “დრამა იმგვარად ვითარდება, მინდია-აბელი ფიზიკური მსხვერპლი კი არ ხდება თორღვა-კაენისა, არამედ იგი ახერხებს მინდიასათვის იმის წართმევას, რაც იწვევს მის გახლეჩვას და დასუსტებას, თორღვა ძალით ისაკუთრებს ლამარას (იტაცებს), რომელიც, თავის მხრივ, ვერ თანაუგრძნობს სისხლისმოყვარე ქმარს” (მ.ჯ. 141). მინდია წუხს ზებუნებრივი ნიჭის დაკარგვის გამო მან უნდა დათმოს მიზეზი მისი მიწაზე ჩვეულებრივ მოკვდავად დაბრუნებისა და შესაძლოა გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც პოულობს გამოსავალს და ეს თვითშეწირვაში გამოიხატება. გრიგოლ რობაქიძე “ვაჟას ენგადში” წერს, “თავისკვლა ბოლოსდაბოლოს ტრაგედიაც არაა, ესაა უბედურება, თავშეწირვა კი მისტერიის სტილი”. “მინდია თვითშეწირვის შეუდრეკელი ნებით აღწევს აღდგენას და განკაცებას. მთელი ის გზა, რომელიც მინდიამ განვლო ძალის დაკარგვიდან მის აღდგენამდე, არის აბელის მისტიური გზა ქრისტეს მიწიერ ინკარნაციამდე” (მ. ჯ. 142). მინდია გაივლის შემდეგ ეტაპებს: “გამისნება, ტრფობა (მაცდური ქალი), ქიშპი ძმასთან (კერძოობით რკალში მოქცევა), დაკარგვა ზეადამიანური ცოდნისა, თავშეწირვა ანუ განწმენდა და დაბრუნება ზებუნებრივი ნიჭისა” (ე. ც. დროშა. 22). თორღვა კი როგორც უკვე აღინიშნა, “კაი ყმის” ნიშან-თვისებების მატარებელია და ის ნახევარია მინდიასი. თორღვა და მინდია ერთად ქმნიან ერთ მთლიან დასრულებულ სახეს. ერთი ჯვარია, მეორე კი ხმალი, ხოლო უერთმანეთოდ ისინი ფუნქციადაკარგულნი ჩანან, როგორც ეს თვალნათლივ ჩანს საქართველოს ვრცელი ისტორიის მანძილზე. გრიგოლ რობაქიძე წერდა, “ჯვარი” და “ხრმალი” _ ორი ნაკადი საქართველოს თავგადასავლისა. “ჯვარი” _ სიწმინდე მისნური, “ხრმალი” შემართება რაინდული. დრამა ორმაგ ვითარდება. “ჯვარი” და “ხრმალი” ერთიმეორეს ეუღლებიან _ შეუღლებით გააქვთ “ლელო” [გრ.რობაქიძე 2012:189]
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გრიგოლ რობაქიძემ “ლამარა” ვაჟა-ფშაველას “გველისმჭამელის” შთაგონებით დაწერა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავდა პიესაში “გველისმჭამელისეული” მხოლოდ მინდიას მისნური ნიჭია და ისიც განსხვავებულ სახეს ატარებს. (გრ.რობაქიძე 2012) იგი წერს, “ლამარას” სიტყვიერი გაშლისათვის მოვიმარჯვე ფშავ-ხევსურული ფშანი ქართულისა” [გრ.რობაქიძე თხზ.IVტ. 2012:225] ავტორს პიესაში ერთ-ერთ გმირად თავად ვაჟა შემოჰყავს. “ვსახავდი მინდიას, თვალწინ მედგა მისი მომღერალი: ვაჟა. გავბედე ცდა: მგოსანი “ლამარაში” მისნის თანამედროვედ შემეყვანა. როგორ, ისტორიული პიროვნება _ თანამედროვე ზეისტორიულის, მითიურისაა? ავტორი _ გვერდით მისი გმირისა? რა საკვირველია, ეს შეუსაბამობა ვიცოდი. გარნა ვიცოდი ისიც, როვ ვაჟა მითიურ სივრცეში იყო მოქცეული: მითოსი მისთვის დედიშობილა იყო. არა, ალღოს არ უღალატნია ჩემთვის, ცდა არ გამწბილებია” [გრ.რობაქიძე თხზ.IV 2012: 129]. დრამაში ვაჟა აცხადებს პიესის ერთ-ერთ მთავარ სათქმელს: “ფშავ. ხევსურ. თუშ. კახ. ქართ. იმერ. გურ. მეგრ. სოან. შვილნია საქართველოის! სიმარჯვე ყველას!” (130). თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გრიგოლ რობაქიძე მისტერიაში მხოლოდ საქართველოს ერთიანობის იდეას არ აცხადებს, ის მთელი კავკასიის ერთობაზე საუბრობს, რაც პიესის ფინალიდან ნათლად იკვეთება. გრ. რობაქიძემ ვაჟას გმირს მისივე ეპიკის გმირები შემოუსხა. “რქანოთა ჯონქას, ჩიტისგულა მინდიას, მისანს, მრისხანე ქისტებს, რაინდ თორღვას, მამაც რაიბულს შეაქმნევინა ფონი ვაჟა-ფშაველასათვის და წინაპარი ვაჟა ერთიანი, ძლიერი, ურღვევი საქართველოს ხატებად აქცია” (ე. ც. დის. 48)
ლამარა ქისტის ქალია, ის ხალხის რჩეულია, “მისი ბედი “რქანოთა ჯონქაის” ბეჭზე სწერია, იგი ათას წელში ერთხელ იბადება. ის, რომ იგი (ჯიხვი) ღუპავს ჭაბუკებს, გონს ართმევს მათ, დემონურ-ხთონურ საბურველში ახვევს ამ პერსონაჟს (ლამარას), მაგრამ ისიც საყურადღებოა, რომ რქანოთა ჯონქაი არის იგივე რქამნათი ჯიხვი, ღვთის რჩეული ცხოველი, იგი განასახიერებს მზიური ძალების მფლობელს, ვინაიდან, როგორც ცნობილია, რქა სხივის სიმბოლური გამოსახულებაა. თუ ლამარას ბედი ამგვარი ხარის ბეჭზე სწერია, ნიშნავს, რომ იგი ზიარია მზისა, მზის ნაწილია” (მ. ჯ. 143). Gრიგოლ რობაქიძე ლამარას “გველისნაწნავიანად” გვიხატავს და ამით თითქოს მიგვანიშნებს მის მაცდუნებლობაზე, მიწიერ საწყისზე, რომელიც ცდუნების სახით უნდა მოევლინოს პოემის მთავარ გმირს. ძნელია იმის თქმა, თუ საიდან იღებს სათავეს მითი ქალის მაცდუნებლობის შესახებ, მაგრამ ეს ფაქტი თითქმის ყოველთვის უკავშირდება ბიბლიურ ევას. მითოლოგიაში ხშირ შემთხვევაში მამაკაცს ქალის სახით ევლინება საცდური და იცდება იგი სხვადასხვა სიტუაციებში. მინდიას ცდუნების მიზეზი ლამარა გახდა, თუმცა მინდია ლამარასათვის თავის შეწირვის მცდელობით იბრუნებს ზებუნებრივ ნიჭს და კვლავ ზეკაცად გვევლინება. თუ თორღვა და მინდია ერთად ქმნიან ერთიან სახეს, ლამარაში ეს ორი საწყისი ერთად იყრის თავს. ის გაორებულია _ მას მოსწონს თორღვას მამაკაცური, შეუდრეკელი ბუნება, თუმცა თავზარს სცემს მისი სისხლისმოყვარეობა. მას მოსწონს მინდიას “სიჩვილე” და უყვარს კიდეც, რადგან მეტ საერთოს მასთან პოულობს მისი შინაგანი სამყარო, თუმცა მისი შეცნობა ქალს ბოლომდე არ შეუძლია, რადგან მინდია ზეციურს, ხოლო ლამარა მიწიერ საწყისს განასახიერებს, თუმცა მათი ერთმანეთთან დაშორება ხდება მისნის თავდაპირველი დაცემის მიზეზი. ეკა ცხადაძე აღნიშნავს: “აქაც საქმე გვაქვს დიონისურის სიმბოლურ გამოსახვასთან: “პოეზიაში ღამისა და დღის საწყისი ერთად გვხვდება, ჩვენ ვუწოდებთ მათ აპოლონსა და დიონისეს. ვიცით, რომ შეუძლებელია როგორც მათი შერწყმა, ისე განცალკევება. ხელოვნების ყოველ ჭეშმარიტ ქმნილებაში ვგრძნობთ მათ განხორციელებულ ერთიანობას. სწორედ ასეთი ერთიანობაა მიღწეული “ლამარაში”, სადაც ქალი ღამურს, მიწიერს განასახიერებს, ხოლო ვაჟი _ მინდია მისნურს, ზეკაცობრივს და ამაღლებულ სინათლისმიერს” (ე. ც. დის. 42). ქეთევან შენგელაია ლამარას “მთელი სამყაროს სიყვარულის ცენტრად” (48 ქ. შ.) მიიჩნევს და წერს, რომ “ლამარაში სამშობლო მოიაზრება, ამიტომაც ხდება მის გარშემომოქმედება. მინდიასნაირ პიროვნებას უნდა შეყვარებოდა ყველასაგან გამორჩეული, ძვირფასი “რამ”, აქ ეს “რამ” მატერიალიზებულია ლამარაში და მთელი სამყაროს იერსახე აქვს” (49) და იქვე აღნიშნავს, რომ, “ლამარა უარყოფითი ენერგიის მატარებელია, ჰარმონიის დამანგრეველია, ის ღუპავს მინდიას” (ქ. შ. 49).

(გაგრძელება ქვემოთ)

ნინო თოდუა  00-03_10

 study


Last edited by Admin on Sat Oct 05, 2019 10:27 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  EmptySat Oct 05, 2019 10:01 pm

ნინო თოდუა  00-01_10

ნინო თოდუა

„ლამარა“ - „ტრაგიკული მარჯი დამარცხებულთა“

(გაგრძელება)

აქ ვხვდებით რობაქიძის გმირთათვის დამახასიათებელ შინაგან ამბივალენტურობას, უკიდურესი საწყისების ერთ პიროვნებაში გაერთიანებას, ერთი მხრივ, თუ ლამარა “სამყაროს სიყვარულის ცენტრია” და მასში სამშობლო მოიაზრება, იგი რობაქიძისეული ქალური საწყისია, რომელიც ვაჟურ საწყისსაც ფარავს და ბოლოს რჩება როგორც სამყაროს ერთადერთი მაცოცხლებელი და გამაერთიანებელი ძალა. მეორეს მხრივ, ეეს სიყვარული, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს გმირისათვის. მეტაფორულად თორღვა მინდიას კაენური საწყისია, რომელსაც წილად ხვდა ლამარა. მინდია იძლევა საკუთარი მიწიერი არსისგან და სწორედ ამიტომ კარგავს შინაგან წონასწორობას, მაგრამ ყველაერს გამოისყიდის მისი ნებაყოფლობითი მისვლა მსხვერპლად. რადგან ის ცდილობს თორღვას ნაცვლად შეეწიროს სისხლის აღების მთის ტრადიციას, რითიც იბრუნებს იმ ნიჭს, დიდი სიყავრულისას, რომელიც დაკარგა. ის თავს ვერ მოიკლავდა, რადგან ამით ორ ტომს შორის ჩამოვარდნილ შუღლს ვერ აღმოფხვრიდა, მას მთელი სამყარო უყვარს და იბრძვის ამ სიყვარულისთვის. გრიგოლ რობაქიძე წერს, “მწამდადა მწამს უღრმესად, რომ ისეთი არსი, როგორიცაა მინდია, თავს არ მოიკლავს, უკეთ: ვერ მოიკლავს” [გრ. რობაქიძე თხზ. IVტ. 2012:283]. გრიგოლ რობაქიძემ ლამარას ხატვისას მის სახე დახატა როგორც მითიური, ასევე ქრისტიანული სახისმეტყველებით, რაც მის სახელში ცნაურდება. როდესაც ლამარას სახელის ეტიმოლოგიას განიხილავს გრიგოლ რობაქიძე წერს, “საითგან მოდის ეს სახელი? მოვიგონოთ ერთი წარმართი ღმერთქალი “ლაგამარ” _ გავიხსენოთ “ლამარია”, სახელი სვანთა ერთი პატარა სალოცავისა. ქართველ ქალს არასოდეს რქმევია “ლამარა” _ დრამის განფენის შემდგომ ამოციალდნენ მრავალნი “ლამარანი”, ცქრიალა ცირანი”. [გრ.რობაქიძე 2012: 234] ეკა ცხადაძე კი მეტად შლის ამ სახელის წარმომავლობას და აღნიშნავს, “შუმერულ მითოლოგიაში ცნობილია ლამარ-ი. იგი ითვლებოდა ადამიანის თანამდევად, მის მფარველ ანგელოზად, მსოფლიო ხალხთა მითების ორტომიან ენციკლოპედიაშიც თითქოს ორივე სახელია ოდნავ სახეცვლილი: “ლამა(შუმერულში), ლამასსუ(აქადურში). მიაჩნდათ, რომ ყოველ ადამიანს ჰყავდა თავის ლამა ან ლამასსუ”. სვანეთის შემთხვევაშიც, თ. მიბჩუანის მიხედვით: “ლამარია სვანების ძველი რწმენით მფარველი ანგელოზი იყო და არა ღმერთი”. გრ. რობაქიძის გმირი ქალი ლამარაც მინდია-მისნის თანამდევი სულია” (ე. ც. დის. 53). მაკო ჯანჯიბუხაშვილი ლამარას მითიურ-ქრისტიანულ სახეს ამგვარად ხსნის: “მისი (ლამარას) მოტაცება ასოცირდება იმ სიბრძნის ხელში ჩაგდების სურვილთან, რაც ამ მარადქალურ არსებებს ჰქონდათ. ლამარა არის მარადქალური საწყისი, რომელიც ეგვიპტისა და საბერძნეთის მისტერიებში მოიხსენიებოდა, როგორც ისისი, დემეტრა _ პერსეფონე, ხოლო ქრისტიანულ რელიგიაში, როგორც ღვთისმშობელი მარიამი, აგრეთვე _სოფია (სიბრძნის არქეტიპი)” (მ. ჯ. 143-144).
მას შემდეგ, რაც მინდია მიხვდა, რომ ზეკაცური ბუნების გადარჩენის ერთადერთი გზა თვითშეწირვაა, მიდის იჩოსთან, ლამარას მამასთან, რადგან თავი გაწიროს თორღვას ნაცვლად, რომელმაც მოკლა რაიბული, ლამარას ძმა. იჩო განცვიფრებული და მოხიბლულია მინდიას სითამამით, რომელსაც არ აშინებს სიკვდილი, იჩო შვილად ღებულობს მინდიას. მინდიასთვის კი ჩვეულებრივი, ყოფიერი ცხოვრება არაფრის მთქმელია და ფიზიკური სიკვდილი იქნებ ხსნაც კია მისთვის, რადგან ერთხელ ის უკვე მოკვდა შინაგანად, როცა ზებუნებრივი ნიჭი დაკარგა.
მაგრამ მწერალმა დრამა ერთი შეხედვით მოულოდნელი, მაგრამ ლოგიკური სცენით დაასრულა. გრიგოლ რობაქიძემ შეწირულის როლი ლამარას არგუნა. “ლამარა არის ანთროპომორფული სახის მსხვერპლი, რომელიც უმეტესად ქალური ფორმით იყო წარმოდგენილი და რომელსაც უძველეს მითოლოგიებში ქაოსის კოსმოსად ქცევა ევალებოდა” (მ. ჯ. 144). ლამარას უკანასკნელი სიტყვებია “ძილ...… სიზმარ... სიყორულ...” რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ ძილი და სიზმარია მარადიული სამყაროსათვის, ხოლო სიყვარულია ის, რამაც უნდა დაამყაროს კოსმიური ჰარმონია.Mმინდია ახერხებს “კერძოობითი რკალის” გარღვევას და იბრუნებს მისნურ ნიჭს. ქეთევან შენგელია წერს, რომ “ლამარაში” მინდია ვერ გადაარჩენს საყვარელ ქალს” (48) და ის ფუნქციადაკარგული რჩება, რამაც შესაძლოა უბედურებამდე მიიყვანოს იგი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვითშეწირვა სიკვდილს არ გულისხმობს და ის საწყისთან დაბრუნებაზე მიგვანიშნებს, მაშინ ამგვარი დასკვნა ლოგიკურობას მოკლებულად უნდა ჩავთვალოთ. მითუმეს, როცა მინდიას არა მხოლოდ ლამარა არამედ მთელი სამყარო უყვარს. “ლამარას სახით ხორციელდება იმგვარი მსხვერპლის შეწირვა, რაც იწვევს არა გლოვასა და მწუხარებას, არამედ ზეიმს, სიცოცხლით სავსე განწყობილებას” (მ. ჯ. 144). “გალობენ ძველთა-ძველ ჰიმნს ქართველთა [გრ.რობაქიძე თხზ. IVტ. 2012: 232]
გრიგოლ რობაქიძე “ლამარას” გარემოს ხატავს მითიური სახეებით, წარმართული რიტუალებითა და ქრისტიანული მსოფლმხედველობით. დრამაში ბევრი სიმბოლური სახეა, რომლებიც მავალ საიდუმლოს მალავენ.E პიესაში საუბარია ადამიანისა და სამყაროს ურთიერთმიმართებაზე. “ლამარაში” სათქმელი ხორცშესხმულია ძმათა ურთიერთდაპირისპირებისა და სიყვარულის ფონზე” (მ. ჯ. 136)
ავტორი წერს, “მე არ მეგულვება სხვა დრამა მსოფლიო ლიტერატურაში, რომელიც “ლამარა”-სავით მისტერიაში გადადიოდეს” [გრ.რობაქიძე თხზ.IVტ. 2012:283] “თავშეწირვით მინდიასი “ლამარა” მისტერიაში გადადის” (იქვე). ლამარა მსხვერპლად ეწირება სიყვარულს და მყარდება კოსმიური წესრიგი, სწორედ ისეთი, როგორი პიესის დასაწყისში ჟღერს: “აი მთაზედა თოვლიანზედა, ია დავთესე ვარდი მოსულა”.


(დასასრული)

ნინო თოდუა  00-02_10

 study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნინო თოდუა  Empty
PostSubject: Re: ნინო თოდუა    ნინო თოდუა  Empty

Back to top Go down
 
ნინო თოდუა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: