არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 დარეჯან კვანჭიანი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:18 pm

დარეჯან კვანჭიანი Dareja10
Darejan Kvanchiani

დარეჯან კვანჭიანი

დაბადების თარიღი: 15 აგვისტო, 1960.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ბიოგრაფია:
დაბადების ადგილი: ჩოხატაური
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1986 წელს.
ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ბიბლიოგრაფია:
ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი;
მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა „პირველ სხივში“(1980-86 წწ.); ჟურნალ „ცისკარში“(1982წ. 1990წ.); გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ (1987წ.) და სხვა პერიოდულ გამოცემებში. მონაწილეობას იღებდა ლიტერატურულ ტელეგდაცემებში.

ბმულები:
* http://poezia.auf.ge/news/2014-09-17-1248#.XZC7J0YzbIU
* https://www.facebook.com/darejan.kvanchiani


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:22 pm

დარეჯან კვანჭიანი

ხმა არყოფნიდან

ამ ბარათს ალბათ მოგიტანს ქარი, ქარს მოაქვს ყველა წრფელი ბარათი, ქარს არ ეშლება ბილიკი მთვარის, არც გზა და კვალი, არც მისამართი. და რადაგან ქარი არის მამაცი, გზა კი რთულია და გაწელილი, ამიტომ მხოლოდ მას უნდა მივცე, მას უნდა ვანდო ჩემი წერილი...
მახსოვს შორი გზა, შორი მანძილი, ცის ფერადები და მთები მახსოვს... მთები ქარებით გადავარცხნილი, იმშვენებდნენ ცის ნართავს და ნაქსოვს. მახსოვს, გაირღვა ზეცის საკინძე (კი, იჩქითია უფლის ნუგეში)... ზეცამ დამშალა მიწის ნაკინძი და ჩამიფრქვია გახსნილ უბეში...
მერე კი მოვკვდი... მოვიდა ქარი და ფართო გზებზე წამიღო მარშით... გზად შეაშველა ტკივილმა მხარი და უნუგეშო ტკივილში ჩავრჩი. არ იყო მზე და უსხივო დღეში დრო მიკემსავდა დაგლეჯილ ნერვებს, მერე გზა-კვალი ამებნა ტყეში, დიდ უფსკრულებსაც ჩავასკდი მერე... მერე არაფერს არ ჰქონდა ფერი და ჩალის ფასი ედო ქვეყანას, ლოგინად მქონდა არყოფნის ფსკერი, პირზეც არყოფნის მტვერი მეყარა...
ახლა რა გითხრა, ვერაფერს გეტყვი... სიტყვათა შორის არის ადგილი, რაც მინდოდა და ვერაფრით ვერ ვთქვი, რის თქმაც არ არის ასე ადვილი...
ვამატებ მაინც ორიოდ მისხალს, ორიოდ კურცხალს კიდევ ვამატებ, სისხლით დამბალ და მოზელილ სიტყვას (ცრემლი და სისხლი შვენის ბარათებს)...
გეტყვი: არ ვიცი, ვინ ვარ და სად ვარ... (ვხედავ მთის წვერზე ჟოლოსფერ არილს)... პირმიქცეულს და ტკივილში ჩამდნარს, დრო კანს მაფცქვნის და მომაყრის მარილს. მზე წითელია, მთვარეა მცხრალი და... შიშველ ნერვზე დადის ობობა და იმზირება წყვილი კურცხალი, ჩემი საწყალი სანთიობოდან.
და შავ ღამეებს ვათეთრებ ახლა, ახლა დღეებსაც ვუკვდები ხშირად... წამწამზე ჭირხლიც თანდათან გალხვა, დარდებს ტკივილის მღვიმეში სძინავთ... თეთრი ლანდები აღებენ კარებს, ცრიატ ნისლებში ანათებს კარი ... და ცარიელი ჩემი სამარე ძვლებს ითხოვს , მაგრამ სად არის ძავალი!.. ძვალი ჩაიფშვნა ხორცის დილეგში, ხორცის დილეგში ჩაინთქა ძვალი... მალე ტკივილიც გაძღება ლეშით, მალე ტკივილიც გაქრება - ქარი...
სხვა არაფერი... გზა იყო ძნელი, ახლაც ძნელია და შეუცნობი, შეუცნობია და დამქანცველი, როგორც მე დავრჩი შენთვის უცნობი.
და მაინც ბარათს ფერგამკრთალ ბარათს, თავს გადადებს და მოგიტანს ქარი, ქარი ამ ტკივილს აღარ დამალავს, ქარს არ ეშლება ბილიკი მთვარის. როგორც ვთქვი, ქარი არის მამაცი, ქარს მოაქვს ყველა წრფელი ბარათი... ქარს ვერ დაიჭერ ველზე ქამანდით, ვერც ხაფანგით და ვერც კაკანათით. რადგანაც ასე სანდოა ქარი, გზა კი ძნელია და გაწელილი, ქარს ვანდე გულში ამონაპწკარი, ქარს ჩავაბარე ჩემი წერილი...



Arrow


Last edited by Admin on Sun Sep 29, 2019 6:51 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:23 pm

დარეჯან კვანჭიანი

ჟამი წვიმებისა

(ძმას)

იგი უცნაური მამალია
გამძლე დეზებით და
ფერმკრთალი ბიბილოთი.
...წვიმს, ცა ფეხად ჩამოდის...
ის შეყუდრებულია ლაფაროში
და მოწყენილი იმზირება გარეთ.
მის თვალებში ჩანს მსოფლიო სევდა,
ხოლო წვიმა ყვითელ მოწყენაში ძირავს
პატარა მდელოს, ჰორტენზიის ბუჩქს
და მამალს თვალები ებლანტება...
ყურთან მღერის ოჭვათო
და გაუცნობიერებელი ლხენა
ცდილობს წამოტივტივდეს
წარსულ დღეთა
ჩაფერფლილი ხსოვნის სანახებიდან.
და აგონდება მრავალი აგონია,
მთვრალი სიზმრები
და ფხიზელი გაუსაძლისობა,
აგონდება დაკლული მამლები
ოხშივარადენილი სისხლი,
სიკვდილის სერობა,
დანასავით გამკვეთი შიში გულთან
და ცივი, ცივი ოფლი ფრთებქვეშ...
აგონდება მზიანი დღეებიც,
თითქმის არყოფილი,
მაგრამ იმდენად მყოფადი,
რომ მისი თვალშეუდგამი სითეთრე
ახუჭვინებს თვალებს.
აგონდება ოქროსფერი მიჯნური-
ჰაერი უცხო სურნელით გაჯერებული,
სინათლე არამიწიერი
და ჯერ არგანცდილი ყივილი მზის მოსაყვანად,
და ყივილს მართლაც მოჰყვებოდა მზე და ნათელი
და მამალი, სამყაროში თავისი
განუმეორებლობის შეგრძნებით,
სულისამოხდომამდე ეწირებოდა
ოქროსფერ სატრფოს
დაბანგულ სიზმრებში...
მერე გალიერა...
და სისხლისგან დაცლილი გული...
მარტოობის მჭახე სითეთრე
და წვიმები, წვიმები...
გადაუღებელი სევდიანი წვიმები,
რომლებიც აბლანტებენ ჰაერს
და მღერიან მხოლოდ იმისთვის,
რომ შეგზარონ.
დგას მამალი ლაფაროში
შეყუდრებული,
სმენას უმღვრევენ ხმები რიოში
ყვავთა დასების...
არც ჰორტენზია - ასე ლამაზი, არც მზე,
არც ნათელი, არც გალიერა
და არც ყივილი,
რადგანაც მიხვდა, რომ მისი ყივილის გარეშეც
შეეძლო მზეს შეემკო ზეცა და
და დილებიც თავისთავად ცვლიდნენ ერთმანეთს.
მამალს ეტკინა...
ამოევსო თვალები სევდით,
დიდი ყივილი დაიმარხა გულში
და როცა ეს ყივილი დატოვებს
ფსკერს და ზეცის თავანს
ხანძარივით შეეკიდება,
მაშინ ინათებს და ნათელი
დაეფინება ჰორტენზიებს, მაგნოლიებს,
შქერებს , იელებს,
ვრცელ მწვანე ველებს, მაღალ ხეებს,
მცირე მდელოებს, და ჩააშუქებს
ოქროსფერი მიჯნურის სულშიც...
და დამთავრდება ეს სეზონიც-
გაწელილი და საოცრად ცივი,
მოწყენილი წვიმის სეზონი...
ის უცნაური მამალია...
...იგი ყვითელი მოთმინებაა.


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:25 pm

დარეჯან კვანჭიანი

უკანასკნელი ღამის ბალადა

მე არ ვიცოდი, რომ ბოლო იყო ეს ღამე ჩემთვის,
მაგრამ მჯეროდა, რომ უთუოდ გათენდებოდა,
დავინახავდი ჩემს შვილს და ჩემს ცოლს,
და რომ შევწვადი ჩემი გულის ბოლო მწიკვს მათთვის,
და ჩემი სისხლის ბოლო წვეთებს ჩამოვასხამდი მაღალ ჭიქებში...
ჯერ კი დრო მქონდა ...
და მე ვიყავი გაყურსული მყუდრო საწოლში
და ვარსკვლავების წკრიალს ვუსმენდი...
გვერდით კი , გვერდით ეძინა ცოლ–შვილს
და შფოთავდნენ და კრთებოდნენ ძილში...
და მე მინდოდა დამეკრიფა ყველა ვარსკვლავი
და დამებნია მათ სასთუმალთან,
როგორც სიმშვიდე და სიხარული...
მე სულ მეგონა, რომ ვერაფერი შევძელი მათთვის...
იმ ღამეს კი აღმოვაჩინე, არ იყო ასე:
ჩამეძინა და დამესიზმრა: მე ხე ვიყავი
და ქალს , რომელიც ასე მიყვარდა, მოჰქონდა წყალი,
ეზიდებოდა ტაგანით, ტოლჩით, დოქით და თუნგით...
გზად ისვენებდა, მივშველებოდი მინდოდა დაღლილს,
მაგრამ მცენარეს არა აქვს ფეხი,
და მე ვნატრობდი: ერთი ფეხი, ერთი ფეხი რომ მომცა მაინც...
მგრამ ხე ვიყავ, გაპენტილი ალუბალი...
მარტოოდენ მქონდა ხელები
და, როდესაც მოაღწევდა მაშვრალი ჩემთან
ასე სათუთი და უცნაური
და ოფლიან შუბლს მადებდა ტანზე,
მე ვხვევდი ხელებს, ვაძლევდი ჰაერს...
რა ბედნიერი იღიმებოდა...
ისე მიმზერდა, მისმა მზერამ
გამომაღვიძა...
და მე დავმშვიდდი, რადგან ვიპოვე ჩემი სახელი
და დავინახე ჩემი თავი მის არსებაში...
და მე ვიფიქრე: რა დიდებულია კაცი მის სულში,
ვისაც ის უყვარს...
რა ღვთიურია კაცი მის სულში,
ვინც მას უყვარს...
და მე ვიყავი ბედნიერი ჩემი მიგნებით
და აღარ ვწუხდი არაფერზე, რადგან ვიცოდი,
არაფერი შეიცვლებოდა:
ხედ დავრჩებოდი, ჩემს სიყვარულს მივცემდი ჰაერს,
ჩემი შვილი კი თმებს მოირთავდა ჩემი ყვავილით,
ერთ ვინმეს მაინც იპოვიდა, ვისაც ეტყოდა:
ეს ყვავილი მამაჩემია!
...და დადგა დილა იდუმალად იმედიანი
და გაზაფხული ჩემს სხეულში იფოთლებოდა...



Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:26 pm

დარეჯან კვანჭიანი

ხალხურ მოტივზე

გამიუცხოვე, დამშორდი,
გამიმწუხრისფრე მზეკაბა,
თვალებს შენს სხივზე ვაშრობდი,
ჯობდა უღრანი მეკაფა.

სხივები წამოიკრიფე,
ამოიფარე გორები,
მე დარდი წამოვიკიდე,
სხივს გავაყოლე თოლები.

სევდის საჩეჩელს მივუჯექ,
ვჩეჩე და ვართე ვარამი,
საწუთროს ბევრი ვეურჩე,
ცრემლით ვანათე წკვარამი.

სოფელი მაინც ზეობდა,
სერობდა ჩემსა ჭირზედა.
სიკვდილს სით გავექცეოდი,
შენი თვალებით მიმზერდა.


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:27 pm

დარეჯან კვანჭიანი

სევდიანი ტრიოლეტი

საიდან ისმის ეს მუსიკა სულისშემძვრელი,
როცა ჩალიანს მობარბაცე მთვარე დახედავს...
სიო ფაჩუნობს ფოთლოვანში ხვითოს მძებნელი...
საიდან ისმის ეს მუსიკა სულისშემძვრელი.
ბაღს გადაუფრენს მღამიობი ცრემლით ფრთებსველი
და სევდიანი მაძახურა ღარტაფს ჩახედავს...
საიდან ისმის ეს მუსიკა სულისშემძვრელი,
როცა ჩალიანს მობარბაცე მთვარე დახედავს...


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:29 pm

დარეჯან კვანჭიანი

თავისუფლების ტრიოლეტი

ჰარემის ქალებს ელანდებათ მზე და ჭალები,
აალებული ოცნებები წვავენ მიზგითებს.
მთვარეს უცქერენ იდუმალი, შავი თვალებით,
ჰარემის ქალებს ელანდებათ მზე და ჭალები.
ცხელ უბეებში რიალებენ ცივი ქარები,
გზას მოყოლილი ქარავნები წავლენ იმ გზითვე.
ჰარემის ქალებს ელანდებათ მზე და ჭალები,
აალებული ოცნებები წვავენ მიზგითებს.


Arrow


Last edited by Admin on Sun Sep 29, 2019 6:55 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:31 pm

დარეჯან კვანჭიანი Dareja11

დარეჯან კვანჭიანი

***

აბრეშუმის კაბა მქონდეს,
რომ გაჰქონდეს შარიშური,
ღმერთო, იმ დრეს მომასწარი,
ქმარს რომ ვყავდე დანიშნული.

ბებიაჩემისაგან გაგონილი ლექსი



იისფერი კაბა მქონდა,
იყო, მგონი, აბრეშუმის,
შარიშურიც გაჰქონდა და
კვალში მედგა რუხი შურიც.
კი, დამნიშნა ერთხელ ქმარმაც
სევდიანი ვერცხლის ბეჭდით...
ამაგლიჯა გული ქარმა
და ღარტაფებს თეთრად შევრჩი.
შარიშური გზაწვრილს ჩაჰყვა,
აბრეშუმი მექცა ჩითად,
ლურჯი ჩიტი ზღვებს გადაჰყვა,
სევდამ გული მომიჩითა.
წუთისოფელს ვეძნელები,
წამწამებზე რთვილი ბრწყინავს...
...ველზე ხარობს ენძელები,
როგორც საუკუნის წინათ.


Arrow


Last edited by Admin on Sun Sep 29, 2019 6:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:32 pm

დარეჯან კვანჭიანი

მიგნება

მე ცად გეძებდი, ნაზარეველო!..
შენ აქ ყოფილხარ
ჩემს ცრემლებში,
ჩემს სინანულში...
შენ აქ ყოფილხარ
ალუჩის კვირტში
წვიმის თბილ წვეთში,
გაფუებული მიწის ხნულებში
და თოთო ბავშვის სუნით სავსე
ნათელ ოთახში...
შენ აქ ყოფილხარ
დედაჩემის მთრთოლარე ხმაში
და მოყვასის მზიან თვალებში...
... მე ცად გეძებდი, უფალო ჩემო!..

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:33 pm

დარეჯან კვანჭიანი

***
ცრემლები ტკივილებს უდგება თავდებად,
რაღაცა მთავრდება...
სარკმელი საკლისობს მზეს...
სიცოცხლე თავდება,
ოცნება ჩალდება
და მუჭში ილევა დღე.

მეგონა, მელოდა ხმლიანი რაინდი...
ვიტირო არ მინდა.
წუხილი თამადად ზის...
არ მწყალობს ამინდი,
იმედი გამირბის,
ძირს გდია ნატეხი მზის.

ტყეს ამოეფარა მზიანი ფერები,
არვინ მეფერება...
თვალები აკვდება გზას.
აღარ მემღერება,
სახე მეღარება,
თეთრად მეფერება თმა.

უცნობი განცდებით მევსება არსება,
ტკივილი ასდება,
გული უცნაურედ თრთის...
ფერადი ფლასდება...
და სულის აღვსებად
სულ სხვა მზის ნათელი კრთის.


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:35 pm

დარეჯან კვანჭიანი

ზამთრის ტრიოლეტი
(სურათი)

ძმას

ეზო თეთრია, ვაშლის ხეზე კენტად ზის ყვავი -
გადაქანცული წელთა ათვლით, სიბრძნით დაღლილი...
თეთრია კიბე, აივანი, მარანი, წყავი....
ეზო თეთრია, ვაშლის ხეზე კენტად ზის ყვავი.
ამ მისტერიულ სითეთრეში სიჩუმე ყვავის,
მზერაში ტყდება მთვარის სხივი მთისკენ დახრილი...
ეზო თეთრია, ვაშლის ხეზე კენტად ზის ყვავი -
გადაქანცული წელთა ათვლით, სიბრძნით დაღლილი...


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:36 pm

დარეჯან კვანჭიანი

***
მარჯნის რიფებთან გელოდები,
მარჯნის რიფებთან...
ზღვა ცივი არის
ცხელია ცრემლი
და ნიჟარებში წკრიალებენ მარგალიტები,
როგორც ზეცაში ვარსკვლავები...
დნება, ვით ცრემლი, გული ჩემი...
და ვხუჭავ თვალებს, რომ დაგინახო,
და ვკარგავ გრძნობას, რათა შეგიგრძნო,
და ვიხშობ ყურებს, რომ მოვისმინო,
როგორ გეძახის სისხლი ჩემი
და სული ჩემი როგორ მღერის...
ზღვას სასრული აქვს...
ლოდინი არის უსასრულო, უმიჯნასაზღვრო...
ხორკლიანია მარჯნის რიფები,
მეტკინა ტერფი, მეტკინა ტანი...
ავიტან... მოდი...
მზის ბილიკი მოდის აქამდე,
ჩამავალი მზის მთრთოლვარე შარა...
არ დავიშლები,
გელოდები მარჯნის რიფებთან...

Arrow


Last edited by Admin on Sun Sep 29, 2019 6:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:37 pm

დარეჯან კვანჭიანი

***
ცრემლმა დაკარგა მარილის გემო,
ფიქრებს ეჭვების ეკლები ახლავს...
და შროშანს ფარავს ნისლი ყვითელი...
მე თვალს გარიდებ, მოყვასო ჩემო,
და შორეული ბავშვობის გაღმა
ტირის მოწყალე სამარიტელი...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:38 pm

დარეჯან კვანჭიანი

მცირე ექსპრომტი

როცა მონატრება ასე უძიროა,
ასე უძილოა ღამე მიტკლისფერი...
ვფიქრობ, შეხვედრებიც ისე უცილოა,
ისე უცილოა, რა ვთქვა... სიკვდილივით!..


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:39 pm

დარეჯან კვანჭიანი

ზაფხულის რეკვიემი

გაყურსულია ველზე ბალახი,
ჩქამიც არ ისმის...
სანახებს მწუხრი ელაციცება.
ცაზე იცვლება წითელი მრუმით,
ფირუზი – გიშრით...
ცა კაბას იცვლის.
გაყურსულია ველზე ბალახი
და სადღაც, ახლოს ცელის ხმა ესმის
და უთრთის ფესვი,
და თანგავს შიში...
ახლა, სულ მალე, ამოვა მთვარე,
თმებს გადმოიშლის
და იდუმალ და მრუმე სანახებს
მოავარაყებს...
გაყურსულია ველზე ბალახი
და კვდება შიშით...



Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:40 pm

დარეჯან კვანჭიანი

***
აგერ დავრჩები ამ წიფელთან, ან ამ დეკასთან…
ჩემს ჭრელაჭრულას ამოვიკალთებ.
და ცალი ხელით დავკრეფ შალშავს, ძახველს ან მოცხარს...
დაგელოდები, ჩვეული მოცდას.

ავყვები ფერდობს დიყიანებს, კენკეშიანებს,
მზე, რა თქმა უნდა, დაიგვიანებს…
მღვიმეებიდან მოირბენენ მხოლოდ ქარები,
სული ნაღველით დაიქარვება.

ტყე ჩაბინდდება, მღამიობი გაიხმიანებს,
შენც, რა თქმა უნდა, დაიგვიანებ...
ამ გრძნეულ ტყეში, ამ ღამეში, შემეშინდება...
შემეშინდება და გავფითრდები.

მაინც დავრჩები ამ ღვიასთან, ანდა იასთან,
რაღაცას ვკითხავ, ალბათ, მეასედ.
…თუ მოგაგონდე აქ ვიქნები, მოცვიან ბორცვთან...
დაგელოდები, ჩვეული მოცდას.



Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:42 pm

დარეჯან კვანჭიანი

***
გალუმპული ბუჩქი ვარდის,
კიბე ხავსიანი,
ალუჩები სევდას ბარდნის,
სევდა ხასი არი.

იასამანს ცივმა თქორმა
გაუბაცა ფერი,
წყავების ქვეშ - უფლის წყრომა-
ცარიელი ქვევრი.

ნაყანევში კატაბარდა,
ოწინარზე ხვლიკი,
ყველაფერი გადაბარდა
დროს და სადღაც მიქრის.

ქარი ეზოს ალაგებს და
აშრიალებს ქობებს,
დაბარდული ალაგე და
გაბურდული ღობე.

ნისლის ფთილა წყება-წყება
გაფენილა გზებზე,
ლაფაროში გველი წვება,
ჭოტი სახლობს სხვენზე.

ობობამ კი გადაიღო
მზის და მთვარის თარგი...
ყველაფერი თან წაიღო
დრომ და სადღაც გარბის.



Arrow


Last edited by Admin on Sun Sep 29, 2019 7:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი EmptySun Sep 29, 2019 6:43 pm

დარეჯან კვანჭიანი

***
გალურჯდა მოლი...
მინდორს შვენის იასამფერა...
და საფერავიც მორჩა ტირილს, აზიდა ლერწი,
თოთო ჯეჯილში მიჯნურს ეძებს, კრუალობს გნოლი,
მზე ისე იწვის, ვეღარავინ იქნება ბერწი!
ციცაბო კბოდე ათასფერად მზემა დაფერა...
მზეს პირს არიდებს, ემორცხვება იასამფერა.
გამორბის წყარო,
ეხუტება ცაცხვთან მდინარეს...
გრძნობამდინარი გული ელის ხიბლიან ასულს,
ფიორა ნამში გაყურსულა მთელი სამყარო...
მზე ისე იწვის, მარტო ყოფნა არავის არ სურს!
თბილ ოხშივარში ფეთქავს მიწა უბემჩინარი
და... აზავთული მიიმღვრევა ზღვისკენ მდინარე.


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




დარეჯან კვანჭიანი Empty
PostSubject: Re: დარეჯან კვანჭიანი   დარეჯან კვანჭიანი Empty

Back to top Go down
 
დარეჯან კვანჭიანი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: