არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მარი აბრამიშვილი

Go down 
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი EmptyWed Jul 31, 2019 10:36 am

მარი აბრამიშვილი Photo0n
Marie Abramishvili

იქნებ მართლა

წვიმს და... შავად შენისლულან მთები,
წვიმს და... წვიმამ აღარ გადაიღო,
იქნებ მართლა აღარ შევრიგდებით,
იქნებ მართლა განშორება იყო?
იქნებ მართლა შეგეცვალა გული,
იქნებ მართლა უჩემობა გიჯობს,
იქნებ მართლა გაქრა სიყვარული,
იქნებ მართლა შემიძულე, ბიჭო?
აღარ მახსოვს, შენ დამტოვე მაშინ,
დამგმე, როგორც მოღალატეს გმობენ,
თუ მე თვითონ გაგექეცი ქარში
და _ „დაბრუნდი“ _ ვეღარ გავიგონე.
წვიმს და შავად შენისლუნან მთები,
განზე მდგარი ხე ტირის და მიხმობს, _
ნუთუ მართლა აღარ დაბრუნდები?
ნუთუ მართლა განშორება იყო?


მარი აბრამიშვილი

მარიამ (მარი) აბრამიშვილი (დ. 21 სექტემბერი, 1922, საჩხერე — გ. 1 ივნისი, 2008, თბილისი) — ქართველი პოეტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1940 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 (ახლანდელი 51-ე) საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის („ანათემა“) გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. ის ერთადერთი ქალია ქართველ რეპრესირებულ მწერალთა შორის. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“, ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. 1970 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად. რეაბილიტირებულია 1998 წლიდან. გარდაიცვალა 2008 წელს.

წიგნები:
* განთიადის მოლოდინში : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2007. - 291გვ.. - ISBN: 978-99940-908-7-7
* ფერადი ფანქრები : ლექსები, ავტობიოგრაფია, მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, დილა, 2006. - 81გვ.. - ISBN: 99940-813-9-X
* მემახსოვრება თვით სიკვდილშიაც (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1992. - 144გვ.
* შემობრუნება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1990. - 109გვ.
* ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1986. - 245გვ.

პრემიები და ჯიდოები:
1993 წელს აბრამიშვილს მიღებული აქვს მწერალთა კავშირის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, 2000 წელს კი მიენიჭა სახელმწიფო პრემია. 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/მარი_აბრამიშვილი
* https://poetry.ge/poets/mari-abramishvili/poems


დროის ჩანაწერები - მარი აბრამიშვილი

TV ertsulovneba
Published on Jan 31, 2017

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Anne-Marie Lesage on Wed Jul 31, 2019 10:59 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: Re: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი EmptyWed Jul 31, 2019 10:38 am

მარი აბრამიშვილი

ჩვეულებრივად

ჩვეულებრივად გათენდა დილა,
დაიფშვნა ღამე, ვით შავი ლოდი
და შეატოკა ნიავმა ფრთხილად
აყვავებული ალუბლის ტოტი.
წითელ ბურთივით მზე მთაზე იდო
და ცის კალთები იწვოდნენ ალში,
ჩვეულებრივად შვენოდა მინდორს
მწვანე ბალახი, ყვავილი, ბავშვი.
სულ არაფერი იქ არ შეცვლილა,
ჩვეულებრივად ბორგავდა ზღვისებრ,
ჩვეულებრივად ძგერდა ეს გული,
ჩვეულებრივად უყვარდა ისევ.
მერე საღამო მოვიდა მშვიდი,
ჩვეულებრივად ჩამოწვა ბინდი;
ჩვეულებრივად დაღამდა ეს დღეც,
თავის ბუდეში სულდგმულნი შესხდნენ.
ყოველი მოხდა ჩვეულებრივად,
გამეფდა ღამე კვლავ ბუნებრივი,
ჩვეულებრივად, ჩვეულებრივად
ცა იყო...
არაჩვეულებრივი!


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: Re: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი EmptyWed Jul 31, 2019 10:39 am

მარი აბრამიშვილი

ფიროსმანი და საქართველო

_ დედავ, ეს შენ ხარ?
_ ჰო, მე ვარ, შვილო!
ძლივს მოგაგენი
ამ ბნელ სარდაფში;
მოველ, რომ სიკვდილს
გადაგარჩინო, _
გადარჩი, შვილო,
უკვე გადარჩი.
ადე, წამომყევ,
წავიდეთ სახლში,
სად დამეკარგე, ბიჭო, აქამდის?
_ მე დავიკარგე, ო, სწორედ მაშინ,
როცა შენს ლაჟვარდ თვალებს ვხატავდი.
რომ საღებავად მექცია წყალი,
ჩემი მიწური
მჭვარტლით ავავსე
და გამურული თითებით მთვრალი
ვემალებოდი შენს სილამაზეს.
მაგრამ ბალიშად
როცა ქვა მედო,
ვეგდე ბურანში და ძილ-ღვიძილში,
შენ სად იყავი მაშინ,
ო, დედავ?
_ მე...
არ ვიყავი მაშინ თბილისში!

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: Re: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი EmptyWed Jul 31, 2019 10:40 am

მარი აბრამიშვილი

სიკვდილ-სიცოცხლე

სიკვდილ-სიცოცხლე _ თეთრი და შავი,
ერთი _ ყვავილი, მეორე _ ლოდი;
ერთი _ მერცხალი, მეორე _ სვავი,
ერთიც, მეორეც უკვდავი ოდით.
მხარდამხარ ვლიან, ერთურთის ურჩი
მტრები არიან ისინი როდი,
როცა სიცოცხლეს ძალიან უჭირს,
დასახმარებლად სიკვდილი მოდის.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: Re: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი EmptyWed Jul 31, 2019 10:41 am

მარი აბრამიშვილი

იტყვიან

მე რომ მოვკვდები, იტყვიან:
ჩაწვა, სამარე შეავსო,
მოკვდა! ეს ერთიც მოაკლდა
იმ ოთხას კაცის სიასო;
მაინც რამდენ ხანს გაუძლო
ამ ქვეყნის რია-რიასო?!
მე რომ მოვკვდები, იტყვიან:
მორჩა და დაისვენაო,
რაც მაგას ტანჯვა უნახავს,
იმას ვერ იტყვის ენაო;
ეს ვინ ყოფილა?! ძლივს მოკვდა,
წავიდა, დავრჩით ჩვენაო.
მე რომ მოვკვდები, იტყვიან:
ლექსები დარჩა მაგასო,
ალპური ყვავილებია,
არა ჰგავს ხრამის ნაგავსო;
ახვიდე, მისწვდე, დაკრიფო _
სევდამ სიამით აგავსოს.
მე რომ მოვკვდები, იტყვიან
(არაფერსაც არ იტყვიან!):
ხალხს რომ კეფაში უშენდნენ,
ეგ მკერდს უშვერდა იმ ტყვიას, _
იქნება მართალს ამბობენ,
იქნებ... ჭორებსაც თითხნიან?

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: Re: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი EmptyWed Jul 31, 2019 10:42 am

მარი აბრამიშვილი

ვარძია

მკლავი ჰქონდა ალბათ რკინის,
განა ქვა გული,
ვინც გათხარა ეს დევგმირთა
გამოქვაბული.
მისი სუნთქვა მინდა კლდიდან
გამოვიტანო,
ვინც გამოსჭრა სართულებად
ეს კლდე პიტალო.
აქ ყოფილა, ქვეყნად ვინც კი
გმირად შობილა,
საქართველო აქ ყოფილა _
ეს კლდე ყოფილა.
ვინც სახელი ამ გმირების
ცამდე ასწია,
ვინც დაიდგა უკვდავების
ძეგლი ვარძია,
ვინც ვერ მოჰკლეს,
ვისაც სისხლის
წვიმა აწვიმდა, _
საქართველოს გაუმარჯოს,
ბუდეს არწივთა!
მზე _ წითელი,
მტკვარი _ ნელი,
სიო ფოფინა _
აქ ყოფილა საქართველო _
ეს კლდე ყოფილა.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: Re: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი EmptyWed Jul 31, 2019 10:43 am

მარი აბრამიშვილი

არაგვი

ლოდებზე თავ-პირნალეწი
და მუხლჩახრილი მცხეთასთან,
მტკვარს მოჰყავს ხვევნა-ალერსით,
ვით ცელქი შვილი დედასა.
ვარ ვერის ხიდზე შემდგარი,
მის ზვირთებს ვეძებ და სულაც
იმიტომ მიყვარს ეს მტკვარი,
შიგ რომ არაგვი დაცურავს.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: Re: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი EmptyWed Jul 31, 2019 10:43 am

მარი აბრამიშვილი

აი, სად შემხვდი

აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია, _
შენ რომ გიყვარდა,
ის ქალი მე ვარ,
ვიცი, სხვა ქალი არ გყვარებია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, _
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა,
ის გული მე მაქვს,
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია;
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს
არვის გაუგონია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, _
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,
მაგრამ ვაი, რომ დავაგვიანე.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: Re: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი EmptyWed Jul 31, 2019 10:46 am

მარი აბრამიშვილი

არ დამიჯერო

არ დამიჯერო,
მე სიყვარული
დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!
როგორ იხსნება ყველა სარკმელი
და სული როგორ მღერის ალილოს.

მე სიყვარული დარდი მეგონა...
ის არ ყოფილა, თურმე სულ სხვაა!
მადლი ყოფილა!
მადლი ყოფილა,
მე კი მეგონა, - ზეცის რისხვაა!

მე სიყვარული ცრემლი მეგონა
მონატრების და გადავიწყების...
არ მოგეშვება, ვიდრე არსებობ,
ვიდრე კვარივით არ დაიწვები!

მე სიყვარული ზარი მეგონა,
გამოტირება საკუთარ სულის,
როცა, ვითარცა უბელო თეთრონს,
ვერ დაიოკებ ურვას და წყურვილს.

ო, რა ამაოდ გელოდი. თურმე,
და რა შორსა ხართ გზანო განვლილნო...
არ დამიჯერო,
მე სიყვარული
დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: Re: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი EmptyWed Jul 31, 2019 10:54 am


ია და მერაბ ნინიძეები სტუმრად საახალწლო გადაცემაში (1987 წ.)
სიმღერა მარი აბარმიშვილის ლექსზე - „იქნებ მართლა“
როიალზე უკრავს ამ სიმღერის ავტორი - ნანა ხვიბლიანი

Georgian Broadcaster
Published on Dec 30, 2017

მარი აბრამიშვილი

იქნებ მართლა

წვიმს და... შავად შენისლულან მთები,
წვიმს და... წვიმამ აღარ გადაიღო,
იქნებ მართლა აღარ შევრიგდებით,
იქნებ მართლა განშორება იყო?
იქნებ მართლა შეგეცვალა გული,
იქნებ მართლა უჩემობა გიჯობს,
იქნებ მართლა გაქრა სიყვარული,
იქნებ მართლა შემიძულე, ბიჭო?
აღარ მახსოვს, შენ დამტოვე მაშინ,
დამგმე, როგორც მოღალატეს გმობენ,
თუ მე თვითონ გაგექეცი ქარში
და _ „დაბრუნდი“ _ ვეღარ გავიგონე.
წვიმს და შავად შენისლუნან მთები,
განზე მდგარი ხე ტირის და მიხმობს, _
ნუთუ მართლა აღარ დაბრუნდები?
ნუთუ მართლა განშორება იყო?

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




მარი აბრამიშვილი Empty
PostSubject: Re: მარი აბრამიშვილი   მარი აბრამიშვილი Empty

Back to top Go down
 
მარი აბრამიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: