არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 თამაზ ღუღუნიშვილი

Go down 
AuthorMessage
pink floyd

pink floyd

Male
Number of posts : 2
Age : 21
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : left in home
Registration date : 20.07.19

თამაზ ღუღუნიშვილი Empty
PostSubject: თამაზ ღუღუნიშვილი   თამაზ ღუღუნიშვილი EmptySat Jul 20, 2019 7:01 pm

თამაზ ღუღუნიშვილი Tamaz_10
Tamaz Gugunishvili

თამაზ ღუღუნიშვილი

დაიბადა 1998 სლის 12 მაისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, სწავლობდა ამავე სოფლის საჯარო სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო კადეტთა სამხედრო ლიცეუმში. იყო გრემის სასულიერო სემინარიაში. ამჟამად არის სტუდენტი თავისუფალ უნივერსიტეტში და სწავლობს მართვისა და სოციალური მეცნიერებების სკოლაში.
წერს ლესებს და მოთრობებს.

ბმული:
* https://www.facebook.com/pink.floyd.comfortably.drunk


Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/pink.floyd.comfortably.drunk
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 9
Age : 36
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

თამაზ ღუღუნიშვილი Empty
PostSubject: Re: თამაზ ღუღუნიშვილი   თამაზ ღუღუნიშვილი EmptySun Jul 21, 2019 2:04 pm

თამაზ ღუღუნიშვილი

ამბავი უძინარისა

გრძნეულის ოთახში იდგა ახალგაზდა ბიჭი და უძილობისგან განკურნების წამალს თხოვდა, კი არ თხოვდა ევედრებოდა სახის ხოკვითა და მუხლებზე ხოხიალით. ქვაფენილის მსგავსი, აქაიქ ამოცვენილი თიხის იატაკი, რომლის ამოშვერილი ბოლოები ბიჭს მუხლებში ერჭობადა, ერთი ორად ჰმატებდა ამ სცენას შემზარაობას. სასოწარკვეთა მის მიერ გამოშვებულ ყველა ბგერაში თუ მიღებულ მიმიკაში იხატებოდა. არადა ორი კვირის წინ იგივე ჭაბუკი, იმავე გრძნეულს უძილობის წამალს თხოვდა, რადგან ამით სურდა რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა მომაკვდავ მეორე ნახევართან. მეტად შეეცნო ის, დამტკბარიყო მისით და სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში, მისი სურვილები მისწრაფები თუ გაქრობის წინ თვალში გამკრტალი მწველი ნაპერწკლები. ახლა კი როცა საბოლოოდ გაქრა ის, სიცარიელის ტკივილი დაეუფლა ჭაბუკს, ამოუვსები სიცარიელისა, რომელიც არასოდეს სრულდებოდა და არასოდეს ავიწყდებოდა, ვინაიდან სულ ეღვიძა. ანდაც როგორი დასავიწყებელია ის ფაქტი რომ პიროვნებამ, რომელიც თავზე მეტად გიყვარდა, სიკვდილის წინ ჩაისვარა, ჩაისვარა და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადამიანურობის გარდაუვლობას. უძილობის (არდაძინების) წამალში უკვე გადაიხადა მარჯვენა, ჩამოწეული, სათესლე ჭირკვალი ახლა კი ოღონდ დაეძინა მეორესაც კი მისცემდა.
გრძეულის შეუვალ გულზე და დამდგარ მზერაზე გრამითაც კი არ უმოქმედია ბიჭის განწირულ ვედრებას. ხის ძველ სავარძელში ჩამჯდარი პირქუშად უყურებდა მას. ეტყობადა რომ მობეზრებული ჰქონდა ეს ყველაფერი, ინსტიქტურად მარცხენა თვალის ქვევით მქონე დაჩირქებულ ნაიარევს იფხანდა. მან ორი კვირის წინაც თვალის დაუხამხამებლად გამოაჭამა ბიჭს ყვერი და არც მაშინ შეხრია წარბი როდესაც ჭრილობის მოწვისას ბიჭმა ორგაზმი განიცადა. ბოლოს ყელში რომ ამოუვიდა ეს ყველაფერი, ჭრაჭუნით ადგა სკამდან, დანამდვილებით ვერც იტყოდი ძველი სკამის ხმა იყო თუ მისი დაჟანგული, ბებერი ძვლებისა. ადგა და უთხრა. ,,უძილობისგან განკუნები წამალი არ არსებობს, თუ არსებობს ვერავის მოგცემს მას, ვერავისგან აიღებ, შენით უნდა იპოვე. იპოვე და რომ იპოვო ეძებე იქ სადაც თავად ხარ.“
ღონემიხდილმა ყმაწვილმა ბრაზნარევი ნერწყვი დააგდო გრძნეულის ფეხებთან, ერთი ორი წვეთი მოსასხამის კიდეზეც კი მოეცხო მჩხიბავს. კიდევ უფრო მეტად სასოწარკვეთილი და ახლა უკვე ზიზღითაც სახედამანჭული ბიჭი ნელა წამოწოწიალდა, სახლში მივიდა ბარგი ჩაალაგა და დასავლეთის ქვეყნებისკენ აიღო გეზი. მობეზრდა არაადამმიანებთან ურთიერთობა.
დასავეთის ქვეყნების შესახებ მონათხობებიდან თუ იცოდა მხოლოდ, პაპამისი უყვებოდა პატარაობაში, რომ იქ სხეული ნაჭრით აქვთ დაფარული და სექსით რომ მრავლდებიან. თვითონ ბაბუას რვა შვილი ჰყავდა მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა იყო სექსი. თუმცა მანაც გადმოცემით იცოდა და ძალიან უცნაურად მიაჩნდა იგი. ბავშვობაზე ფიქრით დატვირთული გონებით ისე გადალახა დასავლეთის ქვეყნების საზღვარი პიმემ რომ ვერც კი შეამჩნია. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ პირველივე ხის ძირში მიწვა დაღლილი. ამთქნარებდა, თვალებს ლულავდა და აი მოვიდნენ ძილისპირული, სულის წამღები ფიქრები, ახსენდებოდა თუ როგორ ცაისვარა მისმა ღმერთმა, როგორ მიატოვა მამამ, რომელიც არასოდეს ენახა ა.შ. და ა.შ. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ფიქრები, მაგრამ ძილი არსად ჩანდა.
ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობა აწუხებდა პიმეს ლაჯებს შორის. ამბობენ ქვეცნობიერი სანამ შეეჩვევა დაკარგულ სხეულის ნაწილს ის ადგილი სადაც ადრე ის ქონდა მაინც ექავება ხოლმეო. ნუ ასეა თუ ისე ეს ყმაწვილი ნამდვილად იფხანდა მას. ძალაუნებურად, უნებლიედ. გამხმარი სისხლი ცვიოდა ჭრილობიდან და მის ადგილს ერითროციტებისგან დაცლილი, მოვარდისფრო სისხლის პლაზმა იკავებდა. პიმემ იგრძნო თუ როგორ მიაწვა სისხლი აქამდე უმოქმედოთ დაკიდებულ საშარდე ორგანოს, იგრძნო როგორ დიდდებოდა ის და შეშინებულმა თავი ანება ნაიარების ფხანვას. ეშინოდა იგივე ტკივილი არ ეგრძნო რაც გრძნეულთან, ჭრილობის მოწვის დროს განიცადა.
ცოტა რომ გამოერკვა სიტუაციაში და საშარდე მილიც დაუწყნარდა მან დასავლეთიდან მომავალი ჯუჯა დაინახა, რომელიც ვირზე იყო ამხედრებული. ცხვირი ისეთი წითელი ჰქონდა უთუოდ კლოუნი იქნებოდა. ჟღალ სახეზე უკვე გახუნებული, გაჭაღარავებული თმა ეფინებოდა, აშკარა იყო ასაკით დიდი იყო, მაგრამ მხოლოდ ორი ნაოჭი ჰქონდა შუბლზე, რომელშიც ოფლი და მტვერი არეოდა ერთმანეთს. პიმე დაიბნა, ვინაიდან პირველი იყო ვისაც დასავლეთის ქვეყნებში შეხვდა და არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. რამოდენიმე კითხვა და წინადადებაც კი მოამზადა გონებაში, რომ დიალოგი არ გასჭირვებოდა, თუმცა ჯუჯამ ისე ჩაუარა არც კი შეუხედავს ზედ.
პიმე ცოტა არ იყოს გაკვირვებული იყო ჯუჯის საქციელით, თუმცა დიდხანს არ უფიქრია მასზე, მაინც ჩარჩა გულში მისი ტანისავით პატარა და მისი შუბლის ნაოჭივით ოფლიანი ლაქა. აი ისეთი შემდეგ რომ წვეთავს და მუცელსაც გიშხამებს. ამ ფიქრებში იყო რომ დასავლეთის სამეფოს პირველ სახლს მიადგა. უეცრად ზარებმა დაიწყეს რეკვა და სახლიდან დიდი ტანის, შუაში თავგამელოტებული კაცი გამოვიდა სახლიდან, პიმეს შეეგება და სახლში შეიპატიჟა, აუხსნა ეს ზარების ხმა ზეციდან ისმის და ყველა გამლელის გამოჩენისას რეკვას იწყებენ, ვინაიდან არც ერთი გავუშვა ისე რომ არ გავუმასპინძლდეო. საუბრისას პირის კიდეებზე დორბლი უგროვდებოდა, რომელსაც თითქოს მოწრუპვით უკანვე აბრუნებდა. ეს პიმესთვის ამაზრძენი იყო მაგრამ ისე ძალიან შიოდა, მაინც დაჰყვა მასპინძლის ნებას. ეზო მომცრო იყო, ვერც დიდს იტყოდი და ვერც პატარას, ექსტერიერი სადა, ორი თუ სამი ხე და მათ ჩრდილში მოსახერხებელი ხის სკამი იდგა. პიმეს ყურადღება შესასვლელთან მიყურებულმა სისხლიანმა ბეისბოლის ბიტამ მიიქცია. ბიტაზე სისხლი მთლად შემხმარი არა მაგრამ უკვე საკმაოდ შედედებულიყო უკვე ბუზებიც ეხვეოდნენ, სუნი ყანაში დარჩენილი და წვიმისან ჩამპალი სიმინდის ტაროსას გავდა. ოთახი ღარიბული იყო, ნახევრად დაფლეთილ ფარდებზე მეტად შემომავალ შუქს მათ შორის გამბული, საუკუნოვანი აბლაბუდები უფრო იჭერდა. პატარა სკამზე ქალი იჯდა, რომელიც მასპინძელმა თავის ცოლად წარადგინა, თუმცა მას არც კი შემოუხედვს პიმესთვის, ოთახისკენ იყურებოდა, გაყინული მზერით, სადაც პატარა ყმაწვილი ეგდო, ორ უკვე ჩამწვარ კოცონის შუაში. თავი დაგაპობოდა და სისხლი ლამისაა შემოსასვლელამდე გამოჟონილიყო. ყმაწვილის მარჯვნივ უკვე ჩამწვარი კოცონს იატაკი სუმთლად გაებოლა ხოლო ხელმარცხნივ მყოფს მხოლოდ ჭერი გაემურა. პიმემ ზურგში პატარა ბიძგი იგრძნო და მასპინძელს უნებურად ჩაჰყვა სარდაფში, სადაც მისი თქმით საჭმელს ინახავდა.
სარდაფში სრული უკუნეთი იდგა, სრული სიჩუმე. მხოლოდ სინესტისგან ჩამოჟონილი წვეთის ხმა არღვევდა მყუდროებას და მასპინძელი რომელიც გაუთავებლად აქებდა თავის დედოფალს, თურმე ის ამარაგებდა მას საჭმილ და პროდუქტით სტუმრებს რომ გამასპინძლებოდა. პიმეს ეს ხმა ცარიელ გულში ჩავარდნილ იმედს ახსენებდა. მასპინძელმა ნათურა აანთო და უკენთმა ჩავის დაკვრით გადაინაცვლა კუთხისკენ. პიმეს ზურგჩანთა გამოართვა, რათა გზად წასაღები საჭმელი ჩაელაგებინა, ხოლო სუფრა ცალკე გაუწყო. ის დამშეული მიაძღა საჭმელს და ვერც კი შეამჩნია დიასახლისი როგორ ჩამოვიდა დარბაზში, ხელში ნეწლავები ეჭირა, რომელიდანაც სისხლში გარეული ნეხვი წვეთავდა. ნაწლავების სიმძიმისგან დაღლილმა ცოლმა ინსტიქტურად მოისვა მარცხენა ხელის მტევანი შუბლზე და ზემოთ აღნიშნული ნარევი იქაც მოეცხო, ვინაიდან ძალიან თხელი იყო თვალებს შორის ჩამოუვიდა და უფრო ჩავარდნილ, მარცხენა ყვრიმალზე გაიკვლია გზა. დაახლოებით ყელთან გაჩერდა ეს ნაკადი, როგორც ცხელ ზაფხულში ჩერდება ხოლმე მცირე ნაკადული და მიწაში იკარგება, ვინაიდან ძალა არ ჰყოფნის, ეს ნაკადიც თითქოს ამ ქალის კანში ჩაიკარგა. ჩაიკარგა და თვალებში ჰპოვა მძვინვარება, მიწისქვეშა მდინარედ გარდაქმნილმა. გამძვინვარებულმა ქალმა, მთელი ენერგია მოიკრიბა და ნაწლავები პიმეს მაგიდაზე დაახეთქა, წნევისგან გახეთქილმა კანმა და გარეთ გამოტყორცნილა შიგთავსმა, მთელი სარდაფი მოსვარა, თუმცა პიმეს ერთი წვეთიც კი არ მოცხობია, მან არც შეიმჩნია ეს ყველაფერი ისე გააგტძელა სწავლა ჭამა.
ცოლი ქმარს მივარდა და მკერდზე მოწყვეტით დაუწყო მუშტების ცემა, მას აბრალებდა შვილის სიკვდილს, ვინაიდან ყველაფერი მისი გამოთლილი ბიტადან დაიწყო. უეცრად ისეთივე ზარების ხმა გაისმა როგორც პიმეს გამოჩენისას, მასპინძელი ხმის ამოუღებლად გავიდა გარეთ. მისი მეუღლე დაემხო, მაგიდაზე დაყრილ ნაწლავებში თავი ჩარგო და აქვითინდა.
პიმემაც დაამთავრა ჭამა და მასპინძელს გაჰყვა, მკვდარი ბავშვი გამოფლეთილი და ფაშვ ამოცლილი ეზოს კართან გამოუთრევია დიასახლისს. პიმემ გვერდი აუარა და ისე გავიდა გარეთ, ბავშვმა ვედრებით სავსე მზერა გააყოლა მას. შემოსავლელთან მეწამულ ნაჭერში შემოსილი გოგონა იდგა, პიმემ ნაჭრილობებზე დადებულ შანთზე მწველი და მტკივნეული რაღაც იგრძნო ლაჯებს შორის, სახე გაუხრდა და ინსტიქტურად აიფარა ხელი იმაზე რაც აკლდა. გოგონამ, რომელიც მასპინძელს ელაპარაკებოდა მაშინვე შეამჩია პიმე და მცველებს უბრძანა მანქანაში ჩაესვათ. ორმა მცველმა პიმე შემოსეს და ლიმუზინში ჩასვეს.
ცოტახანში შეუერთდა და მანქანაში მასთან ერთად ჩაჯდა ის გოგონა, რომელიც ის ქებული დედობალი გამოდგა რომელზეც ეს მასპინძელი ლაპარაკობდა. პიმეს დანახვისთანავე გაუჩნდა დამოკიდებულება მის მიმართ. დაუძლეველი და ამოუცნობი გრძნობა. სიყვარულით იქვე დაკავდნენ, მანქანაშივე. სახლში მისულებს ბავშვი ეყოლათ რომელსაც თავი არ ქონდა, მისმა ტირილმა იქაურობაა გააყრუა, მაგრამ არავინ არ იმჩნევდა ამას პიმეს გარდა. ყველგან სისხლი იყო, პირველად ნახა პიმემ ქალის გაჩენილი ბავშვი. ცხოვრობდნენ ერთად ის და დედოფალი, ბევრი შვილი ეყოლათ, ზოგი იბადებოდა მხოლოდ სისხლად, ზოგი ნაწილ-ნაწილ, ზოგი მხოლოდ ხელი იყო თუ სხეულის სხვა ნაწილი. პიმე და დედოფალი ყოველ დღე და დღეში რამოდენიმეჯერაც ცდილობდნენ რომ ნორმალური ბავშვი გაეჩინათ, მაგრამ ამაოდ. აქ პიმეს მოუხდა რომ თავისი ნაკლის შესახებ ეთქვა მისთვის. დედოფალი აქვითინდა და პიმეს მოსთხოვა რომ წასულიყო და მოეძებნა თავის დანაკლისი. პიმეს ყველაფერი ჰქონდა რაც სამშობლოში აკლდა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. თავის ქვეყანაში დაბრუნება და გრძნეულის ნახვა გადაწყვიტა, გზას დედოფლის ლიმუზინით გაუდგა.
მანქანით მგზავრობა გაცილებით სწრაფ გამოდგა ვიდრე ფეხით და ამიტომაც სულ რაღაც დღენახევარში მიაღწია აღმოსავლეთის ქვეყნებს, თავის სამშობლოს. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ლიმუზინი ექვს ცხენიან ეტლად გადაიქცა და პიმეს კი ტანსაცმელი შემოეძარცვა ტანზე. წინ მიმავალი ორი წყვილი ცხენიდან მარჯვენა წინა ფეხებით კოჭლობდა, მაგრამ უკანებს ისე კარგად ხმარობდა რომ საერთო სვლას ეს ნაკლი არ ეტყობოდა. წინა მარცხენა ცხენებიდან ყველა მყვირალა წითელი იყო, რომ შეხედავდი თითოეული მათგანი თეთრი გეგონებოდა, სისხლში ამოსვრილი თეთრი ცხენი, რომელსაც არტერია გამოაჭრეს და სისხლმა ალისფრად შეღება. ბოლო მარცხენა ცხენი სუმთლად შავი იყო, თვალები ამოთხრილი ჰქონდა და მისი სვლა ძირითადად ინსტიქტებზე იყო დამყარებული და დანარჩენი ცხენების მზერაზე.
გრძნეულთან არაფერი შეცლილა, გარდა იმისა რომ მისი სკამის ჭრიალა ფეხზე საყდენი მიედგათ. ჩირქიანი იარა მთელს სახეზე გადასდებოდა, ცხვირთან გახეთქილი იყო და უკვე შედედებული, უსიცოცხლო სისხლი სდიოდა. მეტისმეტი სიბერისგან ხელები გაბზარული ჰქონდა. როგორც უწყლო მიზა იბზარება მეტისმეტი მზისგან. იფიქრებდი რომ სწორედ ამ ბზარებიდან შედიოდა ის სინათლე რომლის საშუალებითაც ის ჩვეულებრივ მოკვდავებზე მეტს ხედავდა. პიმემ თამამად შეაბიჯა მასთან და მისი დაკარგული ჯირკვლის ადგილსამყოფელზე ჰკითხა. მისი დაბრუნება მოსთხოვა. გრძნეული არ ნებდებოდა. მისი გამხმარი, აბლაბუდე მოდებული ყელიდან ამოსული ხმა, ცარიელი გამოქვაბულის გამოცემულ ექოს მოგაგონებდა კაცს. პიმეს თმა ყალყზე ედგა ლაპარაკისას, თუმცა არ ნებდებოდა. ყელში რომ ამოუვიდა რა გავაკეთოო ჰკითხა გრძნეულს, მან დამსკდარი ხელი გაიშვირა მისი ეტლისკენ. პიმე ისე მოიქცა როგორც მან სთხოვა, ხუთი ცხენი დაკლა მხოლოდ ის ბრმა დაუტოვა ცოცხალი, ისევ გრძნეულისვე თხოვნით, გრძნეულმა მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა რომ ჯირკვალი კარგა ხნის წინ გაეყიდა, უკიდურეს აღმოსავლეთში მოუწევდა პიმეს წასვლა რომ ის ეპოვნა, მაგრამ ამის შანსი ძალიან მცირე იყო. გრძეული ამის თქმის შემდეგ ცოცხალ ცხენზე შესვა პიმემ და თვითონ კი გზას გაუდგა, უკიდურესი აღმოსავლეთისკენ.
პიმეს ძალიან მალე გაუთავდა საჭმელი და წყალი, ნელნელა მისი კანი გრძნეულისას ემსგავსებოდა, მის ახალგაზრდა ხელებზე აღარ ჩანდა ვენები ვინაიდან მთელი სხეული ლურჯი გახდომოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა თუ უდაბნოს გავლა მოუწევდა, ეგონა აღმოსავლეთი ისეთივე დასახლებული იყო როგორიც დასავლევლეთის ქვეყნები. პიმე იმედს კარგავდა, თუმცა იმედი რომც არ დაეკარგა ფიზიკური ძალა არ ჰქონდა რომ გზა გაეგრძლებინა, ნერწყვიც კი აღარ მოსდიოდა. თითქოს მის ყელში ისეთივე ობობები გაჩნდნენ როგორც გრძნეულისაში, თუმცა პიმე მათგან ვერ თავისუფლდება. ის ის იყო უნდა დაცემულიყო რომ ასიოდე მეტრში ხე შენიშნა, რომელიც ეულად იდგა, პიმემ მთელი შინაგანი ენერგია მომართა, რომ იმ ხემდე მიეღწია და ათიოდე მეტრში იქნებოდა მისგან როდესაც პატარა წყაროც შეამჩნია რომელიც ქვიშის ბორცვისდან გამოდია, ხესთან არ მისული უკან უხვევდა და ისევ ბორცვზე ადიოდა და ასე დაუსრულებლად, პიმე წყალს დაეწაფა და მისი სხეულიც ახლიდან აივსო სითხით, კანს ფორმა დაუბრუნდა და სხეულს ფერი. ძალამოცემული ხის ჩრდილში მიწვა. ხეს ფოთლების მაგივრად ეკლები ჰქონდა ამოსული და ისიც მხოლოდ წყაროს მხარეს, მეორე მხარე ცარიელი ჰქონდა.
ცოტა მოსვენების შემდეგ პიმემ გზა განაგრძო, სულ ცოტა ხანში ქალაქიც გამოჩნდა, ანდაც სოფელი, ანდაც უბრალო პატარა დასსახლება, თუმცა რა აზრი აქვს ახლა ამას, პიმე ქალაქისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ერთი სული ჰქონდა რამე ეჭამა, რამე რომ ერთმანეთზე მიკრული კუჭის კედლები გაეცალკევებინა ერთმანეთისგან, რომელიც შეიძლება ისეთივე მტკივნეული ყოფილიყო როგორც ყინულზე დაკრობილი ენის განშორება, მაგრამ ამავდროულად სავალდებულოც იყო. ქალაქში შესვლისთანავე ერთერთი პატარა დუქნის უკან მდებარე სანაგვეზე ამოყო თავი სადაც ბლომად ეყარა საჭმლის ნარჩენები, იმდენი რომ ღრმად ძებნა არც კი დაგჭირდებოდა, პიმე სიცოცხლესავით დაეწაფა მათ და ტკივილიანი სიამოვნების მორევში გადაეშვა. გადიოდა დღეები და პიმეს არც უფიქრია აქედან წასვლა ვინაიდან მას საჭმელი ჰქონდა, წყალიც და თუ ბარის უფროს დალაგებაში მიეხმარებოდა ცოტა წვნიანსაც იღებდა ხოლმე. ყველაფერი ჰქონდა მას, ყველაფერი რაც უდაბნოში აკლდა და სხვა არაფერი არც უნდოდა. ამასობაში ზამთარიც მოვიდა, პიმეს შესცივდა და გადაწყვიტა რომ ნაგავი გადაექექა და მის სიღრმეში დაეძინა. ასეც მოიქცა და ცოტა მოქექვის შემდეგ ადამიანის ხელი შეამჩნია, თავიდან შეეშინდა და გვერდზე გახტა, შემდეგ კი გაცხოველებული ინტერესით ეცა მას და წელსზევით მთლიანად გამოაჩინა, ის თვითონ იყო სანაგვეში დამარხული. გახარებულმა პიმემ სხეულს წელს ქვევით ჩააყოლა ხელი, როგორც კი ორივე სათესლე ჭირკვალი იგრძნო მაშინვე დაეცა და დაეძინა.

ობიექტური თხრობის დასასრული.

jocolor
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 9
Age : 36
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

თამაზ ღუღუნიშვილი Empty
PostSubject: Re: თამაზ ღუღუნიშვილი   თამაზ ღუღუნიშვილი EmptySun Jul 21, 2019 2:24 pm

თამაზ ღუღუნიშვილი

ჩვენ...

ჩვენ ვართ ლაბირითში შეგდებული ვირთხები
ელექტროძაბვის მაგივრად სიცრცხვილით სავსე ჩიხებით
სახეალეწილებილები ყოველ მათგანში ვიჩხირებით
სინდისი ქენჯნით ვითხვრებით და ბოლოს ვპოულობთ გასასვლელს,
რადგან შერცხვენა გვძულს, სიკვდილამდე გვძულს.

ჩვენ ვართ ტკივილის ჭაობში დაბადებული შვილები,
ბედნიერება გვეგულებოდა მეორე ნაპირზე, ხოდა შევცურეთ
თავისუფლებით შებორკილები მაგრად ვფართხალებთ
და უდრო მეტად რომ ვიძირებით, მხრებზე გვაწვება
ტალახისა და ტალახს შეგუებულთა სიმძიმე.

ჩვენ ვართ ისენი ვინც მივხვდით რომ ნაპირზე ვეღარასოდეს გავაღწევთ
გვერძე დავაწყეთ ფარხმალი და ფსკერისკენ სწრაფვა დავიწყეთ,
ხოდა გვაწვება, გვაწვება და გვაწვება
ზემოთ ხსენებული ტალახი და ზემოთ დარჩენილების წონა.
და ფსკერს მიღწეულები მივხვდებით რომ ბედნიერება
ტკივილისაგან გათავისუფლება კი არა მისით ცხოვრების სწავლაა.

და ვერ ვისწავლეთ, მხოლოდ ეს ვერ ვისწავლეთ.

ჩვენ ვართ გამოუსადეგარი, ძირ გამოხეული ტომრები
ხორბლის მარცვლებივით გვცვივა წამები, წუთები, წლები, ცხოვრება.!
ჩვენ ვერ შევძელით, ხოდა გვასწვლეს რაზე გვეოცნება,
ჩვენ გვაიძულეს ოცნება, გაზრდა გვაიძულეს,
ჩაცმა გვაიძულეს და ჩვენც მხოლოდ გრძნობებს ჩავაცვით.

ჩვენ ვართ ანორექსიით დაავადებული თაობა, სულის ანორექსიით
რამდენჯერაც ვიპოვეთ, რამდენჯერაც მივიღეთ,
იმდენჯერ ორი თითი ჩაგვიყვეს და ამოგვარწყევინეს,
უკვე ჩვევათ გვექცა, ხოდა ახლა თავადვე ვაღებთ პირს
და უკან ამოგვაქვს ბედნირება, სულს ვირევთ.

ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქებში, ხალხით სავსე ქუჩებით
და მაინც დავდივართ, დავდივართ და ვეძებთ ადამიანს,
რადგან ქუჩები სავსეა ხალხით და ცარიელია ადამიანებით,
ჩვენ ამას ვხვდებით, მხოლოდ ვხვდებით,
ვხვდებით! ვხვდებით! და ვაგრძელებთ ცხოვრებას.

ჩვენ ვართ ისენი ვისაც შეგვეძლო სიბნელეში ვყოფილიყავით
და მხოლოდ ერთი სხივით დავმტკბარიყავით, მოვფერებოდით მას,
მაგრამ გავცვალეთ, სინათლეში გავცვალეთ.
სადაც ნათელს აქვს ფასი და არა კონკრეტულ სხივს, სადაც დავკარგეთ ის
და ვეღარასოდეს ვიპოვით, არადა ის მხოლოდ ჩვენი იყო.

ჩვენ ვართ ისინი ვინც ყველა მდინარეში საკუთარ თავს ვხედავთ
ვუყურებით და ვტბებით სანამ კისერს არ მოვიტეხთ და შიგნით არ ჩავიხრჩობით,
ეს ლექსი მდინარეა, გრძნობების ადიდებული მდინარე
და თუ შენ შენი თავი დაინახე ამ წყალში, ამდღვრეულსა და ხავსგაცვენილში
,,მაშინ ხმამაღლა იხარხარე - რადგან გადარჩი“

30.06.2019

jocolor
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 9
Age : 36
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

თამაზ ღუღუნიშვილი Empty
PostSubject: Re: თამაზ ღუღუნიშვილი   თამაზ ღუღუნიშვილი EmptySun Jul 21, 2019 2:26 pm

თამაზ ღუღუნიშვილი

ცოცხლად დამარხვა

გაზაფხულის ვაზი ვარ, ვაზი რომელსაც წალამი კი არა ოცნებები წააჭრეს. იმის გამო რომ უკეთესი ნაყოფი გამოეღო, არადა მე მხოლოდ მზისკენ სწრაფვა მინდოდა.
ცხოვრება ისევე არ გამომდის როგორც ბავშვობაში ,, კაჭაჭში კჭკაჭი ჭიანჭველას არ აჭაჭანებს“ თქმა.
ამბობენ რომ თუ ცურვა არ იცი სხეული უნდა მოადუნო და წყალს მისცე თავი, თუ გინდა რომ არ დაიღრჩოო, ამ დროს შეიძლება ნებისმიერმა გაბრძოლებამ ფატალური შედეგი გამოიღოს. მე კი ჯერაც ცოცხალი ვარ.
როცა ქალაქის მძიმე ჰაერს და ზიზღნარევ ტყვიას ვეღარ აიტან, მიეცი ფრთებს უფლება რომ სახლში წაგიყვენონ.
ჩემი ცხოვრება მთაში მჭექარე არაგვის განავლიან მტკვართან და შემდეგ უძრავ ზღვასთან შერევას გავს.
ხოდა ისუნთქე ანდაც იხროტინე, ვერასოდეს ამოახველებ ნიკოტინს კი არა ალვეოლებზე მიკრულ ხავსს, ხავსს რომელიც სიკვდილს ნიშნავს, ცოცხლად დამარხვას!

jocolor
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
pink floyd

pink floyd

Male
Number of posts : 2
Age : 21
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : left in home
Registration date : 20.07.19

თამაზ ღუღუნიშვილი Empty
PostSubject: ელის.    თამაზ ღუღუნიშვილი EmptySun Jul 21, 2019 5:49 pm

თამაზ ღუღუნიშვილი

***
ტყუილი არის ყველაფერი. ყელშია უკვე
ცხოვრება, მაგრამ ვერ ვბედავ, რომ ამოვაფურთხო.
ელის, უძილო ღამეები მაცლიან ფუკებს,
ელის, ვნებები მოდიან, რომ სული გაქურდონ.
მთის სოფლებივით დავიცალე და არამარტო
პაპის სიკვდილის ექვსი წლისთვის მივხვდი დანაკლისს.
მზეს ვეფიცხები, ღმერთს კი არა, თუმცა არ მათბობს.
ვიცი, გაქცევა წამალია, მაგრამ რაღად ღირს?
ელის, მეც ვხვდები, გვიანია, ვბედავ, მაინც გთხოვ,
რომ წასასვლელად გავემზადოთ, სხეულს გავეშვათ.
ელის, სასმელის ნაცვლად მსურს, რომ ქრისტე შევითროთ.
ელის, ფოთლების ნაცლად, მინდა, ღმერთი ჩავიცვათ.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/pink.floyd.comfortably.drunk
Sponsored content




თამაზ ღუღუნიშვილი Empty
PostSubject: Re: თამაზ ღუღუნიშვილი   თამაზ ღუღუნიშვილი Empty

Back to top Go down
 
თამაზ ღუღუნიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: