არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 დათო ცერცვაძე

Go down 
AuthorMessage
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე EmptyFri Jul 12, 2019 9:47 pm

დათო ცერცვაძე Dato_t10
Dato Tsertsvadze

დათო ცერცვაძე



ბმული:
* https://www.facebook.com/dato.cercvadze.1
* https://artinfo.ge/2019/05/othar-tchiladzis-leqsi-azhgherebuli-shansonis-stilshi/


ლიტერატურული კუთხე - დათო ცერცვაძე
Trialeti Tbilisi
Published on May 8, 2016

Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: Re: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე EmptyFri Jul 12, 2019 9:52 pm

დათო ცერცვაძე

გია ფერაძის ხსოვნას

ქარში რომ გახვალ, აღარ უნდა მობრუნდე მერე…
ერთი გასროლით მკვდარი კაცის სიცოცხლის - არ მწამს,
უნდა იარო… ჯანდაბამდე გზები არ მიდის,
უნდა ეძებდე… (თანაგრძნობის გარდა ყველაფერს)
ამ გზებზე მაინც…
რა მოხდა მერე?! - თუ სხვებივით ძილი არ იცი,
ყველა სიბნელე მკერდით უნდა შელეწო მთვრალმა.
რა მოხდა მერე?! - საკმარისზე მეტს თუ არ იცდი,
სულში ფრჩხილივით ჩაბრუნებულ ცხოვრებას - დრამას
რა აქვს სათქმელი…
რა მოხდა მერე?! - თუ სიცოცხლეს ფეხში არ მისდევ,
თუ არასოდეს გიცხოვრია სხვების ცხოვრებით,
თუკი ქუჩაში გადიხარ და გროშიც არ გიდევს…
ჯიბეში… რადგან იშვიათად გტოვებენ მარტოს...
რა მოხდა მერე?!…
ჰო, ეს ცხოვრება სპეკტაკლია თუ არ თამაშობ;
დგახარ, უყურებ ამ ფეხ-ადგმულ ხროვას - საფლავებს,
უნდა უბერო სული შენით ძარღვებს… გააშრო,
სანამ მოვლენ და სხალტის პირზე გაგხდიან საგებს -
უნდა მოასწრო…
ჰო, ყველას თვალში გიჟი არის, კაცი რომ გადის,
თვითონ მშიერი ქუჩის ძაღლებს აპურებს, დგება…
სხვას ეს ცხოვრება ერთ გავსებულ ხორცად უღირს და,
რა მოხდა მერე, თუ მშიერი კაცი დაწვება -
რა მოხდა მერე?!…
ჰო…
იჭორაონ (ღამეებიც უთენებიათ),
რომ ამ ცხოვრებას შელეწილი მკერდით მიჰყევი,
ილაპარაკონ… არასოდეს გაახსენდებათ -
ძარღვზე წვეთებად გაყოლილი სისხლი - სიტყვები...

ქუჩა ნაწვიმარია…

რა მოხდა, თუკი ყველაფერი ტკივილს აეწყო,
მერე რა, თუკი ეს ქუჩებიც ნაწვიმარია…
თუ ვერ შეძელი, ყველაფერი ისევ დაგეწყო
თავიდან…
ქუჩაც, სიცოცხლეც და გზაც - სიზმარია…

ბმული:
* https://biwastudio.wordpress.com/tag/დათო-ცერცვაძე/


Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: Re: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე EmptyFri Jul 12, 2019 10:00 pm

დათო ცერცვაძე

ასე... მოსულხარ და მოგისწრია... ძმაო!..

ეძღვნება დავით ზეციხელს

ისე მეძნელება ახლა ეს ოთახი,
ყელში ამოდიან, ძმაო, გისოსები...
მოდი! შემოლეწე ყველა ჩაკეტილი,
სანამ ოცნებები ჩემგან მიცოცავენ.
მოდი...
ამ კოლოფშიც ბევრი აღარ დარჩა,
ხოდა, ერთად-ერთი ღერი სუიციდის...
ისე გადასცდებათ ცოდვის კაპილარებს -
როგორც დახველება...
ძმაო!... რაღას უცდი?!
მოდი, მომიტანე დედის წერილები...
(ჩემი მეგობრები ახლა რას შვებიან?!)
ამათ მოასწარი!.. სანამ ჩამომხსნეს და
სანამ უფალზედაც ხელი გამშვებია -
გიცდი...
ვაჟკაცი და მაინც სკამზე ვდგავარ,
შენში ვერმოთოვილ ცოდვას ვეპირები,
ძმაო, მაპატიე, თუკი ავად ვარ და
თუ ამ სკამიდანაც წარსულს ვეტირები...

ყველა ჩამოხსნილი ნიღბის სუნთქვა ვარ და
ყველა წაგებული დრამის დასაბამი,
ერთი გამოკვრაა ფეხის ყოველივე...
დარდი - სულზე მრჩება, ძმაო, გასაბანი...
მერე...
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ხვალე-ს!
მერე...
ალესილი მზერაც ზედმეტია,
ძმაო! რომ იცოდე, როგორ დავიღალე...
სულში დედამიწა ვეღარ ჩამეტია...

ფიქრი ჩავიკვნიტე ზეცის კედლებიდან,
ახლაც თვალწინ მიდგას დედის ორეული,
მხოლოდ იგი დარჩა ჩემთან - სიკვდილის წინ...
ყველგან უცხო ვარ და... ყველგან შორეული...

მერე ამ ოთახშიც სკამი წაიქცა და
ჭერს და მიწის შორის დავრჩი უმოძრაო...
ასე...
შაბათ დილით, თვალი ავახილე
ასე...
მოსულხარ და მოგისწრია... ძმაო!...



დათო ცერცვაძე - ასე...მოსულხარ და მოგისწრია ძმაო!..

თავისუფალი პოეზია
Published on Nov 29, 2015

Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: Re: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე EmptyFri Jul 12, 2019 10:03 pm

ოთარ ჭილაძის ლექსი აჟღერებული შანსონის სტილში

ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი “ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს” დათო ცერცვაძემ ფრანგული შანსონის სტილში ააჟღერა.
თუმცა ამ ლექსთან ერთად დათომ ოთარ ჭილაძის ერთი სტროფი მისი მეორე ლექსიდანაც გამოიყენა და კლასიკოსი შემოქმედის ხელწერას სულ სხვა ეშხი შემატა.
თავისი მუსიკალურობით და შესრულების მანერით კი დათო ცერცვაძემ დაამტკიცა, რომ დაკვრიც და სიმღერის სრულიად განსხვავებული სტილი აქვს.

„არტინფო“ - 14 მაისი, 2019 - https://artinfo.ge/2019/05/othar-tchiladzis-leqsi-azhgherebuli-shansonis-stilshi/


დათო ცერცვაძე-ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს(ჭილაძე)

ქარი სათვის
Published on Nov 29, 2015
დათო ცერცვაძე-ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს(ოთარ ჭილაძე)

Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: Re: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე EmptyFri Jul 12, 2019 10:04 pm


დათო ცერცვაძე-,,როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება,,

ქარი სათვის
Published on Jun 17, 2017

Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: Re: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე EmptyFri Jul 12, 2019 10:06 pm


დათო ცერცვაძე (გალაკტიონის თოვლი)

ქარი სათვის
Published on Aug 4, 2016

Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: Re: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე EmptyFri Jul 12, 2019 10:08 pm


სტირი უჩემოდ სტირი (დათო ცერცვაძე და გიო ლომიძე)

gio lomidze
Published on Apr 8, 2016

Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: Re: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე EmptyFri Jul 12, 2019 10:12 pm


დათო ცერცვაძე და თემურ ელიავა

მაკო მალიძე
Published on Jul 30, 2015

Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: Re: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე EmptyFri Jul 12, 2019 10:15 pm


,,წვიმდა წვიმდა არ წვიმს,,/ტ.გრანელი/ - დათო ცერცვაძე,დათო ტყეშელაშვილი

ქარი სათვის
Published on Apr 15, 2019

Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: Re: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე EmptyFri Jul 12, 2019 10:18 pm


დათო ცერცვაძე-გოქსუ (რეზო გეთიაშვილი )

ქარი სათვის
Published on Sep 7, 2015

Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Sponsored content




დათო ცერცვაძე Empty
PostSubject: Re: დათო ცერცვაძე   დათო ცერცვაძე Empty

Back to top Go down
 
დათო ცერცვაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: