არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 აბო იაშაღაშვილი

Go down 
AuthorMessage
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

აბო იაშაღაშვილი Empty
PostSubject: აბო იაშაღაშვილი   აბო იაშაღაშვილი EmptyTue May 21, 2019 12:57 pm

აბო იაშაღაშვილი Abo_ia15
Abo Iaschaghaschwili,Tbilisi, 2016 (Volker Dittrich)
Der Autor Abo Iaschaghaschwili in seiner Heimatstadt Tiflis

Abo Iashaghashvili

აბო იაშაღაშვილი
მწერალი

დაიბადა 1977 წელს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში, რათა შეესწავლა ისტორია და ფილოსოფია მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში და შემდეგ ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ მიჰყვებოდა ალპინიზმს მთელ ევროპაში, შეისწავლიდა ევროპის ფაქტიურ კულტურასა და ხედვას. ორიათასიანი წლების დასაწყსიში დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და მუშაობდა სხვადასხვა ადგილზე. როგორც თავგამოდებულმა მოგზაურმა და ისტორიის მოყვარულმა თავისი იდეალური სამუშაო იპოვა მთის გამყოლის სპეციალობაში, რამაც საშუალება მისცა საკუთარი ქვეყნის ისტორია შეეწავლა დაწვრილებით. სანამ მთაში წაიყვანდეს, აბოს ტურისტები ყოველთვის მიჰყავს ხოლმე თბილისის გარშემო, სადაც მრავალი სხვადასხვა კუტურაა - ქართული, სპარსული, გერმანული, სომხური, რუსული, ქურთული, თურქული, ებრაული - რომელბიც ერთმანეთს ხვდებოდა და თანააარსებობდა საუკუნეების განმავლობაში: ქალაქი ყოველთვის აღმოჩენა იყო ხოლმე უცხოელი მოგზაურებისთვის.
თბილისი გახდა ახალგაზრდა ავტორის შთაგონების წყაროც: მან დაიწყო ძველი ამბების აღდგენა და დაგეგმა რომანები მეცრამეტე საუკუნის თბილისის შესახებ.

წიგნები
* „თურქული მარში“ (რომანი), დიოგენე, 2014
* „როიალ მერი“ (რომანი), დიოგენე, 2014
* „ძველი ტფილისის დამნაშავენი“ (რომანი),"საბას" წიგნები, 2016
* „განჯის კარი“ (რომანი)

პრემიები:
* ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“, რომანისათვის „როიალ მერი“, 2015

ბმულები:
* http://book.gov.ge/en/author/iashaghashvili-abo-/95
* http://old.1tv.ge/ge/user/view/8214/posts.html
* https://saba.com.ge/books/shop#author:1529
* https://www.facebook.com/abo.iashagashvili
* https://www.amazon.de/Royal-Mary-Ein-Mord-Tiflis/dp/3940524603
* https://www.perlentaucher.de/buch/abo-iaschaghaschwili/royal-mary.html
* https://read-ost.com/2017/04/27/royal-mary-von-abo-iaschaghaschwili/

Exclamation


პრემია "საბას" 2015 წლის ფინალისტები - აბო იაშაღაშვილი - "როიალ-მერი"

ელექტრონული წიგნების სახლი საბა
Published on Aug 14, 2015
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ 2015 წლის ფინალისტები დაასახელა. კონკურსზე წარდგენილი 315 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 46 საუკეთესო მოხვდა.

„საბას“ წლევანდელი გამარჯვებულები სექტემბერში, რიგით მე-13 საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდებიან. კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და დააჯილდოებს „საბას” პრიზითა და ფულადი პრემიებით.
საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.
წაიკითხეთ და უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტ კონკურსანტებს!

study


Last edited by Christopher on Tue May 21, 2019 1:27 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

აბო იაშაღაშვილი Empty
PostSubject: Re: აბო იაშაღაშვილი   აბო იაშაღაშვილი EmptyTue May 21, 2019 1:00 pm

აბო იაშაღაშვილი Abo_ia11

აბო იაშაღაშვილი

ჩინური სიზმარი

ერთ დროს ჩინელებმა კედელი ააშენეს, რადგან მომთაბარე ტომები უტევდნენ მათ იმპერიას. ჰანისა და ტანის დინასტიები აგურებს არ იშურებდნენ, რომ ეს საფრთხე აეცილებიათ, დავუშვათ ჰუნები, ვინაც მერე ევროპა მოარბიეს და ხალხთა დიდი გადასახლება მოაწყვეს. აიყარა ხალხი და ვინ სად აღმოჩნდა ვინ რას დათვლის. ძველი ამბავია ეს. ჩინეთის კედლის აგება კიდევ უფრო ძველია. ოც ათას კილომეტრამდეაო ამბობენ.

ახლა კი ჩინური კედლის აგება ჩანს ევროპულ საფეხბურთო კლუბებს მოუწევთ, რაკი ჩინეთი მადაზეა მოსული და ევროპულ ფეხბურთს დასტრიალებს. უკვე გაჩარხა კიდევაც ბლომად სარფიანი კონტრაქტი და თუ თავიდან მობერებული დროგბა და ანელკა ჩაეგდოთ, ახლა უკვე მოქმედ ჯან ღონეზე მყოფ ფეხბურთელებზე გადავიდნენ. ასე ბელგიელმა ალექს ვიტსელმა უარი შეუთვალა „იუვენტუსს“, აქაოდა ეს ტიანჯინის კლუბი უფრო მომდის თვალში და კვირაში 300 ათასს გირვანქას ჩაიჯიბავს, იმდენსავე რასაც მესი ბარსელონაში.

საშუალო გაქანების ფეხბურთელები მეტად მსუყე ჯამაგირებს დასწვდნენ ჩინურ ლიგაში.

ჰალკი, რამირესი, ოსკარი, ტეშეირა, ჟერვინიო, ობი მიკელი, ჯექსონ მარტინესი, იტალიელი პელე, ისეთი ხელფასები აქვთ, სუპერ ვარსკვლავებს დარჩებათ ზედ თვალი. ეს დიდი ბზარია ევროპაში მობურთალთა სიმტკიცეზე.

თუ ბევრი თავიდან უარობდა, ახლა ასე აღარაა და ბევრი მალევე თანხმდება ბამბუკების მხარეში გადასვლას.

ჩანს ჟურნალისტებსაც უხდიან კაი გვარიან თანხას, რაკი სტატიებიც გამოჩნდა, მოწინავე გაზეთებში რომ ჩინეთში ბურთაობა არც რამ სამარცხვინო და არც რამ კარიერაში უკან გადადგმაა ფეხის.

ტევესმა კი ამასობაში ხელი გამოკრა გამაოცებელ თანხას, 600 ათასი გირვანქა კვირაში. მესის და კრიშტიანუს ერთად თუ აქვთ ეს ფული ჯამაგირად.

ჩინეთი ყველაფერში იერიშზეა, აგებს გზებს, ნავსადგურებს, გვირაბებს, კრავს სავაჭრო კავშირებსა და ძველი აბრეშუმის გზის აღდგენა ამოუჭრია გულში, შუა აზიის სახანოებში ფეშქაშებს არ იშურებს და ადგილს იმკვიდრებს. აღმოსავლეთ ევროპამდე მიაღწია და იმათ ჩაყლაპვასაც სცდილობს დიდი გველეშაპივით. აფრიკის საბადოებს ხომ კაი ხანია რაც მისწვდა.

ფეხბურთსაც ყოველმხრივ დაუარა, „მილანი“ იყიდა, „ინტერი“ იყიდა, „ატლეტიკოს“ და „სიტის“ წილები დაიბევა. კლუბები სხვაც არაერთი და ახლა „აიაქსის“ წილის ყიდვას განიხილავენ დიდი თვალებით. ეს კლუბი მოგეხსენებათ კაი ხანია იქცა სინონიმად ტალანტების აღმოჩენისა, აღზრდისა და გუნდად შეკვრისა.

ამ ფიქრით მისდგომიან ჩინელები ამსტერდამსაც. იქნებაც პირველი ნაბიჯია ამაში, იქვე ყურეში მყოფი, „დენ ჰააგის“ ყიდვა და ახლა ამსტერდამელთა გუნდსაც უცქერენ.

ამასობაში მარჩელო ლიპი ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს, სხვა ყურისათვის გაჩვეული გვარებიც ჩასდგომიან ჩინურ კლუბებს თავში, სვენ გორან ერიკსონი, კანავარო, ვილაშ ბოაში, გუსტავო პოიეტი.

გაქანება დიდი აქვთ.

რაც სახელიანი და თვალის მიმზიდველია ყოველივეს სათავისოდ მოკრებას და შუა იმპერიის საზღვრებში მოქცევას ცდილობენ. ასე გასინჯეთ, მარკ კლატენბურგსაც კი შესთავაზეს ქისების ავსება, ეს მოგეხსენებათ ბრიტანეთის სახელოვანი არბიტრია.

მოკლედ ჩინეთი იერიშზეა.

თანაც ის თავს ფეხბურთის სამშობლოდ თვლის, აქაოდა პირველად აქ გაგორდა ბურთი და იმპერატორებიც ბლომად გარეულან ამაში და დინასტიებისა აღარ მოვყვებით, მაგრამ მათი დათვლით კაი ძველი ამბავი გამოდის.

თამაშს ვგონებ ცუხუ ერქვა და ზეპ ბლატერსაც კი ამოხდა ერთხელ, სწორედაც იქ გაჩნდა ფეხბურთი და შემდეგ გადმოვიდა აქეთ, ევროპისკენო, დაამოწმა.

ჩინეთსაც მეტი რა უნდა.

კონტემ კი უკვე შემოკრა ზარები, აქაოდა გავფრთხილდეთ, ეს საფრთხე მეტად ახლოაო.

ფულს მართლაც არ იშურებენ, პორტუგალიელ რონალდოს შესთავაზეს ზღაპრული თანხა, წელიწადში ასი მილიონი გირვანქა!

და ვინ იცის, იქნებ ასე თუ გაგრძელდა, მართლაც გადაიბირონ საუკეთესო მობურთალები, აავსონ გუნდები დრიბლიორებითა და მსოფლიო ვარსკვლავებით და მალე იქნება ნაცვლად „ელ კლასიკოსი“, გუანჯოუ „ევერგრანდესა“ და ტიანჯინ „ქუანჯიანის“ თამაშის საყურებლად მოიმართოს ღამის ტელევიზორები.

სიზმარივით არის ეს ახლა. თუმცა ჩინეთმა 850 მილიარდი დოლარი გამოყო სპორტში დასახარჯად, ხოლო მათმა თავმა სი ძინპინმა თქვა რომ ჩინეთი ფეხბურთის ჯილა უნდა გახდეს და მსოფლიო ჩემპიონობას მიაღწიოს. ამიტომაც ამ თანხიდან დიდი წილი ფეხბურთზე მოდის. ეს უახლოესი რვა წლისთვის გამოყოფილი ფულია. წელიწადში ას მილიარდზე მეტი გამოდის! არც მერე დააკლებენ, მათი მიზანდასახულობისა ხომ მოგეხსენებათ. და ასე რომ გახედავ, ეს იქნებ სიზმარი აღარც იყოს. ან იქნებ იმის მსგავსია, ძველ ჩინელ პოეტს რომ ესიზმრა, ჩუანძის, ერთხელ, პეპელად გადაქცეული ის მინდვრებზე დაფარფატებდა და გამოღვიძებისას იკითხა, ეს მესიზმრა რომ პეპელა ვიყავი და დავფრინავდი, თუ პეპელა ვარ და მესიზმრება რომ ჩუანძი ვარ.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

აბო იაშაღაშვილი Empty
PostSubject: Re: აბო იაშაღაშვილი   აბო იაშაღაშვილი EmptyTue May 21, 2019 1:02 pm

აბო იაშაღაშვილი Abo_ia12

აბო იაშაღაშვილი

მესამე რაიხის ფეხბურთი

წინა ბლოგის ბოლოს "ეზი" ვილიმოვსკი ვახსენეთ, მესამე რაიხის ვარსკვლავი, ათასი გოლის გამტანი და მოდით იმ ფეხბურთისა მოვყვეთ.

თვითონ გერმანელებთან საუბრისას ძნელად რომ ამაზე რაიმე შეიტყო. ზოგადად იმ დროებაზე საუბრისას მათ სახე და იერი უეცრად ეცვლებათ. იშვიათად რომელიმემ ცივსიხლიანად მოყვეს იმ დროისა, როცა გერმანიას გზა აერია და ამდენი უბედურება დაატრიალა.

ამ ზაფხულს მომიწია გერმანელ ალპინისტებთან ერთად მთაში ხეტიალი, ფეხბურთსაც ერთად ვუყურეთ, გირევში, ჩეჩნეთთან საზღვარზე, ცალთვალა გოგიასთან ერთად. თამაში იყო გერმანია-საფრანგეთი და დასრულებისას გასაგებია, რომ გუნება გაფუჭებოდათ, ხალისათ კი ის შერჩენოდათ რომ ფეხბურთელების გვარებს ქართულ ყაიდაზე იმეორებდნენ, ბოატენგი, მახვილით ი-ზე ხშირად ამბობდნენ. ეს მეტად ახალისებდათ.

მესამე რაიხის დროს ბოატენგი გერმანიაში ადამიანად სულაც არ ჩაითვლებოდა. ან უფრო ზუსტად დაბალი რასის ადამიანად გამოჩნდებოდა. იქ პირდაპირ გაწერილი იყო, ვის რა უნარი და შესაძლებლობა შეიძლება ჰქონოდა. ასე რომ ბოატენგის ფეხბურთის თამაში, თან კარგად თამაში მთელ დავთრებს არევდა და ამიტომ გამოირიცხებოდა.

ამაზე მთელი გუჯრები დაეწერათ და ეს საუბარი კაცს შორს წაიყვანს. გერმანელ განთქმულ ფილოსოფოსებამდეც კი მიიიყვანს.

არადა ყველაფერი ჩვეულებრივად იწყებოდა, გერმანიაშიც ეს ინგლისური თამაში იყო, პირველი კლუბიც 1850 წელს დრეზდენში ინგლისელებმა დაარსეს და ამათ თამაშად ითვლებოდა, ვიდრე სამეფო გვარის პრინცები სტადიონზე სიარულით მას გერმანულ სულისკვეთებასა და თანადგომას არ გაუჩენდნენ.

იმ ადრეული ფეხბურთელების ბიოგრაფიების ფურცვლა მეტად სახალისოა. შიგ რას არ გადაეყრები. დავუშვათ 1903 წლიდან მიუნხენის "ბაიერნის" პირველ ლეგიონერ, ვილემ "ზარბაზან" ჰესელინკს, ყუმბარა დარტყმით, მეკარეებს მაჯებს რომ ულეწავდა, ქიმიით გატაცებული, პორტვეინის ღვინოებზე დისერტაციის დამცავი ფილოსოფიის დოქტორი, თოკის გადაჭიმვაში ჰოლანდიის ნაკრების წევრი, ასეთი სპორტიც არსებობდა, თანაც ოლიმპიური სახეობა. ბევრი სხვაც იყო თვალში რომ მოგხვდებოდა, დავუშვათ, გოტფრიდ ფუქსი, 1912 წელს რუსეთის ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე ათი გოლი რომ შეუგდო, თამაში კი 16:0 დასრულდა. ან ემილ ობერლე, გერმანიის ნაკრების მარცხენა გარემარბი, 1913 წლიდან, სტამბულში რომ გადავიდა, ბაღდადის რკინიგზის პროექტში ჩართული და პირველ მსოფლიო ომამდე "გალათასარაიში" ბურთაობდა. მარჯვენა გარემარბ კარლ ვეგელეზე კი ამბობდნენ, რომ ზოგადად მან მოიგონა პოზიციების გაცვლა, რაკი ინსაიდებთან ახერხებდა კოხტად შენაცვლებას და ახლა უკვე შუიდან უტევდა. ერთი მეტად გამორჩეული ფეხბურთელიც ყავდათ, ადოლფ იეგერი, ორი ათასი გოლის გამტანი, გერმანიის უმაღლესი ჯილდო, ვერცხლის არწივისა და სიგარების მაღაზიის პატრონი.

ოცდაათიანი წლების დასაწყისამდე გერმანიაში საკმაოდ უცნაური საფეხბურთო ლიგები იკრიბებოდა. არსებოდა დავუშვათ მუშათა ლიგა, პროტესტანთა ლიგა და კათოლიკეთა ლიგა. ისინი ყველა ცალ ცალკე აგორებდნენ ბურთს. ცოტაც არ იყვნენ. დავუშვათ კათოლიკეთა ლიგა 4500 კლუბს ითვლიდა და 240 ათას ფეხბურთელს. მუშა ფეხბურთელი კი სულაც 700 ათასი დაითვლებოდა. მთელ ამ მრავალფეროვნებას ბოლო ნაცისტების სათავეში მოსვლისას მოეღო. 1933 წელს მუშების ლიგის გუნდებს თამაში აეკრძალათ. მალევე იმ დანარჩენებსაც იგივე ბედი ეწიათ. ერთი საერთო ლიგა შეიქმნა, ოღონდ იქ მოსახვედრად ყოველ ფეხბურთელს მოწმობის მოტანა დასჭირდა რომ მარქსისტი არ იყო. ებრაელებს კი საერთოდ აეკრძალათ თამაში. ებრაელობა როგორც იცით ზოგადად საზოგადოების მიღმა დარჩა. რასათა თეორიით მათი მიღწევები საერთოდ გამოირიცხებოდა და სპორტს თუ გადავხედავთ იქ უკვე არა არიელი სპორტსმენი დანაშაულია. დანაშაული დოქტრინის წინააღმდეგ.

ასე მათი ერთი ერთი იდეოლოგი აცხადებდა, 1936 წელს ოლიმპიადა ბერლინში რომ ჩატარდება, იმედია იქ ზანგს ვერ ვნახავთ, მათთან გაჯიბრება ჩვენი საქმე არ არისო. გერმანელთა ნაკრებიდან ამ ოლიმპიადისთვის ყველა ებრაელი მოიკვეთა, რადგან წინააღმდეგობაში მოდიოდა არიული რასის უპირატესობის მოსაზრებასთან. ებრაელები საფეხბურთო გუნდებიდანაც ნელ ნელა ქრებოდნენ. ვითომ არც უარსებიათ. მერე სხვები იხსენებდნენ, ერთად ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით, და ესე უცებ გაქრნენ და ერთ დღესაც აღარ მოვიდნენო. ასე დაწვეს დავუშვათ აუშვიცის ბანაკში იულიუს ჰირში, ერთ დროს გერმანიის ვარსკვლავი და ნაკრების მოთამაშე.

ჩემპიონატი კი ომის დროსაც ტარდებოდა. თითქოს ჰიტლერის საყვარელი კლუბი "შალკე" იყოო, აქედან მათ მიერ ექვსჯერ მოგებული ჩემპიონატი. "შალკეს" თამაში მოკლე პასებზე იყო აწყობილი და ამით უღებდნენ სხვებს ბოლოს. ერთხელ ვენის "რაპიდმაც" მოიგო, მას მერე რაც სამი პენალი გაიტანა "შალკეს" კარში და ესეც თითქოს პოლიტიკის ნაწილი იყო, შემოერთებული ავსტრიისთვის კოჭის გასაგორებლად. იმ დროის ფეხბურთელთა გვარები დღეს არაფერს გვეუბნება. ჩამოთვლასაც თავი დავანებოთ. ჰა, ერთი ვახსენოთ, ერნსტ კუცორა, იმავე "შალკეს" ვარსკვლავი. მის სახლთან დაფაა გაკრული, პირველი გოლი საკვირაო ფეხსაცმელებით გაიტანა დუბლებში, რის გამოც სახლში მაგრა მოხვდაო. ზოგიერთი ომის მერეც თამაშობდა და 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონიც კი გამხდარა.

ერთი ამბავი კი გამორჩეულად დარჩა, ამაზე წიგნებიც დაიწერა, ფილმებიც გადაიღეს. ნახევრად ლეგენდარული ამბავია, რომ გერმანელები ტყვეების ნაკრებს ეთამაშნენ, იმათაც არ დათმეს თამაში და ამის გამო ყველა დახვრიტეს. ერთ ასეთ ფილმში, პელეც თამაშობს, ბრიტანელ ჯარისკაცს, ტრინიდადელ ჯეელს, მიგორებულ ბურთს კოხტად რომ მოიგდებს და საუცხოოდ აკენწლავს, ვერთობოდი ამით ბავშობაშიო.

იმ ფილმში ერთი მომენტია პელე დაფასთან რომ დადგება და ცარცით აჩვენებს აი აქ მომეცით ბურთი, მე ესე ვივლი, ვივლი, ამათ ყველას მოვატყუებ და გოლსაც შევაგდებო. არც გაუჭირდებოდა. ისეთები უკეთებია, რა გააჩერებდა. იმ ფილმში ბობი მურიც თამაშობს, არდილესიც, არგენტინელი ძაან მაგარი ფეხბურთელი, იქ ერთს ქუსლით ისეთს გადაუგდებს თავზე მცველს პირსაც დააღებდი. ზანგი პელე კი გერმანიის ნაკრებს მაგრა დაამატავებს, ფეხებს შუა გატარებებით და სხვადასხვა ფინტებით და ბოლოს ისეთ მაკრატელას გაიტანს, რომ არიული რასის უპირატესობის დოქტრინას მთელ მესამე რაიხს თავზე გადაახევს.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

აბო იაშაღაშვილი Empty
PostSubject: Re: აბო იაშაღაშვილი   აბო იაშაღაშვილი EmptyTue May 21, 2019 1:07 pm

აბო იაშაღაშვილი Abo_ia13

აბო იაშაღაშვილი

განჯის კარი
ფრაგმენტები მომავალი რომანიდან

მაიმონიდი ურიების უბანში

„კავკაზი“ მარიუს მარტენის სასტუმრო იყო და ერივანსკი პლოშადზე იდგა უკვე რა ხანია. შტაბის შენობის გაყოლებაზე აეგოთ და სადად ზედ დაეწერათ აბრა იმის საცნობად. ესე სადად მოეჭრათ, ის დრო გადავარდნილიყო, როცა კარის თავზე გველეშაპსა ჰხატავდნენ და ამგვარ რამეს.
იქით აუყვნენ მოჭრილი თავის მაძიებლები. ჯერ ორთაჭალის კუნძულთან ჩამოხდნენ ტივიდან, ეტლი დაიჭირეს და მთავარი მოედნისაკენ გასწიეს. მირზოევის ამერიკის საქსოვ ქარხანას გასცდნენ, ქარვასლებსაც და შუა ბაზრით ზევით აუყვნენ. სასტუმროს რომ მიუახლოვდნენ, ეკიპაჟი გაჩერდა მათ წინ და გადმოვიდა ვიღაც ქალბატონი და უკან ბლომად ხალხი მოყვებოდა და ყველა თაიგულის გადაცემას ეშურებოდა. ოღონდაც ის უმალ გაქრა სასტუმროს კარში ოვაციების ხმასთან ერთად.
- მადამ ლასალი, - სთქვა ვიღაც გამვლელმა.
კარი სატრიალო ჰქონდა სასტუმროს და ხრიპლი და ალბრე ასე შევიდნენ.
სავსე სჩანდა.
- სია მინდა, ვინა სდგას სასტუმროში ბოლო ერთი კვირაა, - ხრიპლის იცნობდნენ და გაოცება არ ყოფილა.
- გავსებულია, - თქვა მიმღებმა, დახლის ქვეშ ტარტალეტი რომ დაემალა და თვალი მასზე რომ არ იყო, იმას კოვზით მოთლიდა და მალულად კბილებთან მოიგდებდა; ამასთან გადაშალა წიგნი შიგ გრაფებით და ხაზებით.
სია გრძელი იყო, მოსჩანდა სახელების უკან სხვადასხვა მხრით მოარულნი და აქ გაჩერებულნი, სპარსეთში და აღმოსავლეთში მიმავალნი ტფილისში ხშირად ჩერდებოდნენ.
ხრიპლიმ თითით ჩამოწერილ გვარებს დაუარა.
- რამდენი არიან, ესე ნემსის ძებნაა, - ხმაურით დაჰკეტა მოგზაურთა წიგნი და ქოთნის პალმებთან მყოფი ორი კაცი გაზომა ორი თვალით.
- არც მარკიზ სოლსბერი დაიხევს უკან, - საუბრის ნაგლეჯს თუ გაიგონებდი, გაზეთების ლონდონი გაეჩინათ მოსაუბრეთ.
- თან იქნება არც ცხოვრობს აქ, ისე დაიბარა, მოსაჭიდი აქ არაფერია. წავედით, - მოსჭრა უცებ ხრიპლიმ.
ქუჩაზე გამვლელნი არ დაშლილიყვნენ და ახლა ლასალი, ვინაც თეატრში კარმენს სთამაშობდა და სეგიდილიას ცეკვავდა, აივანზე გამოსული ჰაერის კოცნას სჩუქნიდა თაყვანისმცემელთ.
ხრიპლი და ალბრე კი ისევ ქვემო ქალაქისაკენ დაეშვნენ. იმის მიხვეულებში იარეს. განა შორს იყო? განა დროჟკა დასჭირდათ?
ტფილისი გზაში იცვლებოდა. ეს ფეხი თუ ევროპაში ედგათ, ახლა აზიაში გადმოედგათ. გასცდნენ სარდარაბადის მეიდანს, იქვე ჯიგრაშენის სომხურ ეკლესიასა და კათოლიკურსაც გვერდი აუარეს.
ყოლორთაღს რომ მიუახლოვდნენ, ხრიპლი სადღაც ვიწრო შესახვევში შეეკვეხა და
შუა ურიების უბანში ერთი კარი ამოარჩია, ფეხი დაკრა. მერე კიდევ დაკრა.
კარი იმისთვისაა, რომ გაიღოს. თუ არა, უნდა შეილეწოს. ხრიპლის წარმოდგენა
კარზე ასეთი იყო.
კარი შეიღო და იქიდან წითურმა ებრაელმა გამოიცქირა.
გამხდარი იყო, მხრებში მოხრილი.
- რომ შემოგხედავს კაცი, ელია მოვიდაო, ჰა, საცაა ცაში ახვალ, - თქვა ხრიპლიმ გრძელწვერიანი ებრაელის დანახვისას და ფეხი ოთახში შედგა.
იქ ნივთი ელაგა უამრავი. გალიები, სურათები, შლაპის ყუთები, სამოვრები - საწყობი გეგონებოდა. ეს არ ყოფილა საუნჯე დალაგებული თვალის საამებლად და არ ყოფილა გამოტანილი მაიზელსონის თუ კაიზერის მაღაზიიდან ნოქრის გამოცილებული.
ეს იყო ალაფი აქ მოტანილი იმ ღამის მოარულების, ქუჩებსა და მოედნებზე რომ
დაეხეტებიან, ბაზრებსა და ქარვასლებში დაძრწიან და ხელს სტაცებენ რასაც ყურადღება აკლია, თითებს ჩაჰყოფენ ბუზების მთვლელის შალვარში, სარდაფის ჭერსა და სხვენის იატაკს ამოჭრიან და შიგ ჩამალულ ნივთეულს მოაგროვებენ დაუთვლელად და აჩენდნენ პირველი გილდიის ვაჭრის ქოშებიდან დაწყებული, კაპელმეისტერი გიჯინის ლორნეტით დამთავრებული, თითქოს და სასახლის ქუჩის ნოქრები.
ნივთები იყო ნაპარი. ისააკ იაკობაშვილი ხელის დამცლელი და მასთან ტფილისში
მოპარული სხვადასხვა რამ ხვდებოდა და სხვა გუბერნიებიდან აქეთ გამოგზავნილი ნაპარიც ილექებოდა მის უჯრებსა და იატაკის სამალავებში.
- ტალმუდს ვსწავლობდი, მაიმონიდის წიგნებს, - თქვა მოულოდნელად ებრაელმა და ხრიპლის თანამგზავრი აათვალიერა.
- ეხა იმას ნუ მოგვიყვები, ღმერთის მწამსო - გასწია ხრიპლიმ მაგიდისაკენ.
- ღმერთის იმას წამდეს, ვინაც ასი ათასი მოიგო ლატარიაში, - თქვა ებრაელმა დაყოვნებით და ჭორფლით სახეზე.
ხრიპლიმ კი მაგიდიდან ვაშლი აიღო და ჩაკბიჩა. ჩანს, არ მოეწონა, ჩახედა, ჭიანი
იყო, გადმოაფურთხა და ვაშლიც ძირს დააგდო.
- მოჭრილ თავს ვეძებ, - თქვა უცებ, - რა პატარძალივით მიყურებ? იანქოშვილის თავი სასაფლაოდან მოუპარავთ და შენ არ იცი?
ებრაელმა ჩაახველა.
- მაგას თვალის ჩინი რომ დაკლებოდა, ეზოებში უნდა ეარა და ემღერა. შენ დაგენაცვლე, მე მკვდრები არ მეყოფა? იმის ძმა-ბიჭებმა იკითხონ, კულა გლდანელმა იკითხოს, მე რა ვიცი, იმის თავი სადაა. იმის თოხლო სული ახლა სად დაფრინავს, ვინ გაიგებს.
ხრიპლი ამის გაგონებისას წამოიწია, ფეხი გადმოდგა და უეცრად წვერით ითრია ებრაელი.
- მეტეხის ციხეში მაქ შენთვის ოთახი და იქ ანთე შაბათის სანთელი. ვინ მიყვარსო, მაიმუნიდი? ჰა, შე ღორის მჭამელო, - ბრაზი გამოვარდა პოლიციის პირიდან.
- ჩემი მამა შოილა არ მიცხონდეს, თუ ვიცოდე, - აჰღაღადდა ლევის მუხლის არც თუ საუკეთესო შვილი გიორგის მოედნის ერთ ბნელ შესახვევში.
- აბესალომივით თმით დაგკიდებ, - აბა, საიდან დახსომებოდა ხრიპლის დიდი
მეფის ურჩი შვილის ბედის ანაბარა.
- განა პირი ავუკარი, ჩემი მკვდრები მიცხონდეს. ჰა, მეტკინა. ერთი ის ვიცი, ამბობენ, იანქოშვილს კაცი ყავდა მოკლული, - აყვირდა ისევ ებრაელი.
- ვინ კაცი? - გახსნა მუშტი ხრიპლიმ.
- იმისი ძმა აქაა ვერცხლისმჭედლებში.
- ვინაა?
ებრაელმა ტუჩებიც მოიწმინდა.
- ალი ქვიაო, იქ უნახიათ.
ხრიპლიმ ერთი აათვალიერა ებრაელი, შეეშვა, ალბრესთან ერთად გარეთ გამოვიდა და პატარა სირაჯხანისაკენ დაეშვა.
ამ დროს იმავ კარში ქუჩიდან სულ სხვა კაცი შევიდა, თვალზე მონოკლით.



მეკენშტოკის ხმალი

ვერცხლის რიგს იგივე ოქრომჭედელთა ქუჩის ორ ბაზარს შუა მოსძებნიდი. აქეთ შუა ბაზარი იყო, იქით სალდათის, იგივე იარმუკა. ზედ დღის ფურგონი და ეტლი არაერთი გადი-გამოდიოდა, სხვადასხვა რამის მზიდველი. ამის გამო ქვაფენილი სულ აყრილი იყო და უყურადღებო კაცი ზედ ფეხსა და ცხვირს მოიტეხდა.
ამ ქუჩას, თითქოსდა ხელოსნის ქამარი ყოფილიყოს, ვერცხლის გობაკებივით გამობმოდა ღია სახელოსნოები და ზედ გამოეკიდათ საპირისწამლე თუ ხანჯალი. იყო სამკაული სხვადასხვა, იმის შესანახი ზარდახშები, ჩოხის ქილები, ქამრები სხვადასხვა ზომისა და ფასის, რის საყიდლადაც ქარგლები ყულაბას დგამენ და დღენიადაგ ფულით ავსებენ, რათა ერთდღესაც ეს ქამარი შემოირტყან და სიკვდილის მერე იმის ფასად დაიმარხონ.
ამ სახელოსნოებში ნაირგვარი უსტა იჯდა, შეგირდები, ქარგლები. აბა, ამათ ჯერ კიდევ რამდენი უნდა ეშრომათ, ვიდრე დასტურაჰაცსა და პატივს გაიღებდნენ, რომ ბაღებში ამქრისათვის სუფრა გაეშალათ, უსტაბაშსა კი მათთვის სილა გაეწნა და ოსტატად ექცია. მერე ესენი მას ბაღდადში გამოკრულ სამ მუშკის კაკალს მისცემდნენ, გამზრდელ ოსტატს კი ხალათის ფულს, ის კი ხელსაწყოებით დააფეშქაშებდა და რაც უფრო კაი
ხალათს გაიმეტებდნენ, მით უკეთესი იარაღი შეხვდებოდათ. ახლა კი რაც მასხალი
და მათხაფი ემარჯვათ, სულ ოსტატისა იყო. კიდევაც შანერ-ფარენსა მისწვდებოდნენ, რათა უკეთ გაექლიბათ და სიმქაშასა და ჰადიდასაც მოიხმარდნენ, რათა შაქრის ნატეხის ასაღები კოხტა გამოსულიყო.
ხრიპლი ერთ ასეთ სახელოსნოსთან გაჩერდა.
- ეს რა ჯანდაბაა, - გასწმინდა ფეხი იქავე ქვაზე, რაკი გასვროდა იქვე მოსაქმებულში და გადააფურთხა კიდეც.
აქ მყოფთა ოდენობა მატულობდა და ზოგს პირდაპირ შესახვევში ეძინა და სხვასაც აქვე მოითავებდა.
- ხო, ეს ავგიას თავლაა, - თქვა ალბრემ.
- საღორე, - ხრიპლიმ არაფერი იცოდა ავგიასი. ტროტუარის კიდეებს უსვამდა ჩექმას გამალებით, - ალის ფაფახზე უნდა გავიწმინდო, - ამბობდა თავისთვის და სახელოსნოს გახედა.
- აქაა ალი?
- არა, - გამოიხედა იქიდან ვიღაცამ.
- სადაა?
- დღეს არ მოსულა.
- რატო რა, ანგელოზის დღე აქვს?
- ციებცხელება.
- სად დგას?
- ფეთხაინის კიბის თავზე.
უნდოდა კი ალბრეს გაყოლა? განა ცოტაა ასე მოკლული და დაგდებული ტფილისში. ცოტა არაა. თუმცა რაღაც ბწკენდა ალბრეს, რომ საფიქრალი იყო ახლა ამის გარშემო. ამის გამო იყო, ჩვეულ ცხელ შოკოლადსა და დილის კრუასანზე უარი თქვა და ახლა ახალ მტვერს ამატებდა თავის ბაშმაკებს.
მან ერთ მოსაქმებულზეც გადააბიჯა და ჯერ ვერცხლის რიგიდან გააღწიეს, შუა ბაზარი გადაკვეთეს და ლაბირინთებით იარეს.
- ესე ღობით გავძვრეთ, მოკლეა, - დაიკუზა ხრიპლი და ორ გაწეულ ფიცარს შუა შეძვრა.
იმის იქით კი ინდაურებით ვაჭრობდნენ და იდგა ხმაური კაცისა, თითების თვლისა, ჩიტებისა.
- ჯანდაბა! - ლურსმანს მუნდირი გამოდებოდა.
ხრიპლი გასაკერ ადგილს თითით სინჯავდა და თან ასე აბას აბადის მეიდნის გავლით ფეთხაინის კიბეს მიადგნენ. აქ მათ დანახვისას კედელზე აბაზის მირტყმის მოთამაშენი გამოეცალნენ.
- “აბიზიანა”, - ამ დაძახებით დაიშალა ყომარბაზების ბობი კამანდა. “აბიზიანა” ხრიპლი იყო. ასე მოენათლათ ის ჯიბგირებს.
ხრიპლი და ალბრე კი კიბეს აუყვნენ.
გაიარეს რაც ადრე ათეშგა იყო, ძველი სპარსელების სამლოცველო, ცეცხლის ღმერთად დამნახავების, რომ კვდებოდნენ, სანამ ჩიტები ყველა იმათ ძვალს არ ამონისკარტავდნენ, მიწას არ აბარებდნენ. და მერე კიდევ უფრო ზევით აუყვნენ.
- ალი სად დგას, ვერცხლის მჭედელი, - შეყარა ხრიპლიმ ერთს ღრიჭოში, როცა ზევით ააღწიეს.
- შინ არაა, - გამოყარა იქიდან ვიღაცამ, თან ისმოდა წყლის ჭურჭლის დადგმა, აღება - ეხა წავიდა. მეთქი, ალი ჯან, მაწონს აიღებ? არც გამამხედა, წავიდა.
- რომელი კარია?
- აი, ისა, - ღრიჭოდანვე დაანახა.
ერთ დაბრეცილ კარზე აჩვენებდა. დაკეტილი იყო, ზედ ურდულიც ჰქონდა.
ხრიპლის ბევრი არ უფიქრია და შელეწა კარი იმის ბოქლომიანად და ფეხი შედგა
ოთახში, რომელიც ცარიელი იყო.
- იქნებ ავცდით და ამქარში წავიდა? - სიმშვიდე სცადა ალბრემ.
ხრიპლის ყნოსვა სხვაგან იყო. მან თვალი მოატარა ოთახს და გარეთ გამოვიდა.
- თქვენის ნებართვით, - ისარგებლა ფრანგმა და შიგ შეაბიჯა.
აქ იყო ბლომად წყლის სურა, ოღონდ არა ჯინებით და ზედ სოლომონის ბეჭდით, ძალა რომ გამოაცალონ და სადაფით სავსე ზღვაში მოისროლონ, შემდეგ ზღვათმოარულმა რომ ამოიღოს და სასახლეები აშენოს. ალბრემ ხელჯოხიც შეახო ამ რამდენიმე სხვადასხვა ზომის ჭურჭელს და მელოდია დააკაკუნა, მასნეს კლავისინში დამალული. სპილენძის სურებიდან არაფერი ამოფრენილა, არც ხელები დაულაგებია ჯინს მკერდზე და სანუკვარ ფიქრთა აღსრულება აღუთქვამს. არც ამ ოთახის სიღარიბე გადაქცეულა
ბაღდადის ბაღებად, არც სინი გაჩენილა ზედ დარიჩინით და ბროწეულით. ასეთ ფიქრებში მყოფმა მან ასტრახანის ზანდუკი შენიშნა კუთხეში. ალბრემ ახლაც დაჰკრა ხელის ჯოხი, თითქოს შიგ ჩამალული ხმის გაგონება უნდოდა. მერე ჯიბეები მოიქექა და გასაღები ამოიღო, მაგრამ ვერ მოარგო.
- ის ყვებოდა გლდანელიო, არა? - შემოიხედა ამ დროს ხრიპლიმ, - იმის ნახვა არ იქნებოდა ურიგო, იანქოშვილის ძმაბიჭი ეგ გამოდის.
- ამ ალის კვალს არ დავადგეთ? - იკითხა ალბრემ.
- ჯერ გლდანელი, - მოიქექა ძველ მოდაზე დატოვებული ბაკენბარდები ხრიპლიმ.
ისინი ქვევით გამობრუნდნენ და დროჟკით იარეს სასახლის ქუჩისკენ და ზედ ძმები გოდფრუას ცირკთან ჩამოხდნენ.
შესასვლელთან აფიშა იყო დიდი და ზედ უძლეველი ფალავანი და ტფილისის საუბართა გმირი ეწერა დიდი ასოებით.
კულა გლდანელი. ძმები გოდფრუას აღმოჩენილი, საჭიდაოდ გამოყვანილი და სულ უფრო მეტი სახელისა და ღონის მომხვეჭი. ყირმიზაშვილი - ასე იყო იმის გვარი. თუმცა ასე არავინ იტყოდა, გლდანელად მოენათლათ ქალაქში და ასე დასძახებდნენ. წარმოდგენა დაწყებული იყო, როცა ხრიპლი და ალბრე შიგ შევიდნენ. რაც გლდანელმა იქ ბუღი დააყენა, ბევრ სხვა ჭიდაობასაც ეყოფოდა. ანარცხა და აყირავა ნახერხით მობნეულ არენაზე ნაირგვარი გოლიათები და სახელიც ამად გავარდნოდა აქეთ-იქით.
იმის ცქერაში იყვნენ ორთავე, როცა ხრიპლიმ უეცრად ჯიბეზე იკრა და იქ ბანჯგვლიანი თითები დაუხვდა, მის საფულეს რომ ჩასობოდა, ამოეცალა და გასხლტომაც კი მოესწრო. ხრიპლის ოდენ ჭუჭყიანი მანჟეტი შერჩა, ადრე მოპარული და ახლა ხრიპლისთან შეტოვებული. ჯიბგირი გარბოდა რიგებს შუა და ხრიპლიც გაეკიდა და ცირკის უკანა სათავსოებში შევარდნილი ქურდის წვერით თრევას ცდილობდა, თუმცა ის მოხელთებას არ ანებებდა. დიდი საპრეჯისტიტატორო ყუთები რომ იდგა, იქაც სცადა მიმალვა და იმის გამოღებული კარი უეცრად ხრიპლის ზედ ცხვირ-პირზე აარტყა თელი ღონით და
ისიც, გონებადაბნელებული, სადღაც ყუთებს შუა დაეცა.
- შაჰის კარის ცირკაჩი, გერმანიის ფიზიკური კაბინეტის წევრი, გამაოცებელი ვენისა, ბერლინისა, ოსმალეთისა, ეგვიპტისა და პორტ-სანდისა, ჩვენი დროის პირველი თვალთმაქცი და პრესტიჯიტატორი ჰანს მეკენშტოკ! - გაიძახოდა კონფერანსიე არენაზე და ნომერს წარადგენდა, რასაც ალბრე საათის ცქერით თვალს ავლებდა და მარტო დარჩენილი ამ იაფ სანახაობაზე ბოლთას სცემდა.
არენაზე კი მაღალი, გამხდარი კაცი გამოვიდა, გრძელი ულვაშითა და დიდი მანჟეტებით. აწეული ხელით ჩამოიარა წრეზე და იქ მყოფთ მიესალმა.
ორკესტრმა ისევ იგრიალა, კონფერანსიემ ბასით დასძახა:
- ბატონი მეკენშტოკი თავის მოკვეთის სცენას დაგანახებთ, თავს სინზე დადებს და ყველას იმის ხელში აღება შეეძლება!
ალბრე გულგრილად უცქერდა იმას, რასაც თითქოს შაჰი და ემირი, თელი სამყაროს ჩინოსანნი უყურებდნენ აღტაცებით და სიგელ გუჯრებით აჯილდოვებდნენ.
ასისტენტმა ოდნავ მოღუნული ხმალი გამოიტანა და მეკენშტოკსაც გადასცა, ვინაც ის აღმართა და აქეთ იქით მოატარა იმის სიბრიალის გამოსაჩენად და ეკსკალიბურობის დასტურად. მე ვარ ავი მუსაიფი, თუმცა წარწერა და სხვა რამ გარდასულ დღეთა ნიშანი ზედ არა ჰქონდა; ორკესტრმა კი ისევ იგრიალა, მეკენშტოკმა ხმალი მოიქნია, ასისტენტს თავი წააცალა და გააგორა თითქოსდა კეგლის დასაშლელი ბურთი სადმე ბაღის მოსასვენებლებში.
მეკენშტოკმა თავს არენაზე დიდ ხანს გორაობა არ აცალა, ხელში აიტაცა და მაგიდაზე დადო, ნაჭერი გადააფარა, რაღაც ჯადოქრობა დასძახა, ნაჭერი მოარიდა და, ჰოი, საოცრებავ, თავმა თვალი გააღო და ენა ამოიდგა. ოღონდაც თავს ახლა ბაკენბარდები ამოზრდოდა და მეტად ბრაზიანად ყვიროდა.

(გაგრძელება ქვემოთ)

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

აბო იაშაღაშვილი Empty
PostSubject: Re: აბო იაშაღაშვილი   აბო იაშაღაშვილი EmptyTue May 21, 2019 1:10 pm

აბო იაშაღაშვილი Abo_ia13

აბო იაშაღაშვილი

განჯის კარი
ფრაგმენტები მომავალი რომანიდან

(გაგრძელება)

გუსტავ რადე

- ეხა მოვა რადე და მოგვიყვები აქაურ “ათას ერთ ღამეს”, - გამოუშვა სიგარის ბოლი ბილიარდის მაგიდას მიყუდებულმა მსუქანმა კაცმა.
- რატომ ასე გაბრაზებით?
- მაშ რა გინდათ, რომ გითხრათ?
- მას ბრიტანეთის დედოფლის მედალი გადასცეს, - თქვა მისმა მოსაუბრემ, წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი რომ დაეკრა თავად მკერდზე.
- გამაოცეთ, - რგოლებად ამოჰყარა კვამლი მოსაუბრემ.
- არა, რაც არ უნდა ილაპარაკოთ, ის...
- იცით, ის ვის გავს? - შეაწყვეტინა მსუქანმა, თან ფერფლი დაიფერთხა სახელოდან.
მუხრან-ბატონის სახლში, რომელიც კლუბადაც ჩაითვლებოდა, ნელ-ნელა ოდენობა იქ მყოფთა მატულობდა. ზოგი ქაღალდის სათამაშო მაგიდას ეჯდა, ზოგი ბილიარდს დაჰყურებდა.
სიგარის კვამლი სტრიალებდა მოსაუბრეთა შუა.
- ვალტერ სკოტს ჰყავს ერთი კაპელანი, - აგრძელებდა მთხრობელი, - ერთი ჩვეულებრივი ვინ რომელიღაც ლორდის სასახლეში. არაფრით გამორჩეული. იმ სასახლეს კი მეხი დაეცემა და ლორდს და იმის პატრონს ზედ სადილის დროს მოჰკლავს, შემდეგ წყალი მოვარდება, კიდევ სხვა რამ უბედურება და აქაურობა წამხდარ ალაგად ჩაითვლება. ყველა გაეცლება, მხოლოდ ის კაპელანი ფეხს არ იცვლის.
ასე აგრძელებს ცხოვრებას და ნელ-ნელა მას სახელი გაუვარდება როგორაც რომ წმინდანსა და ყოვლის შემძლეს, ღმერთისაგან გამორჩეულს და ხალხი მას წმინდანად ჩათვლის. კაპელანი თავიდან უარობს და ბრაზდება, შემდეგ კი თავადაც დაიჯერებს, სოფლებში დადის, ლოცავს იქ მყოფთ, ხელებს ადებს კურნების მაძიებლებს, ის მეტად აიტაცებს ამ ახალ სამყაროს. ხოლო როცა ვინმე სკეპტიკურად იცქირება, ახლა უკვე იმაზე ბრაზდება და თვალში აღარ მოუდის.
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ რადე ასეთია? - ფეხი ფეხზე გადაიდო ამის მკითხავმა.
- დიახ, ასეთია. მან ჩათვალა, რომ ის მეცნიერია, რომ ის დიდია. როცა გერმანიაში იყო და ლექციებს კითხულობდა, უფრო კი ზღაპრებს კავკასიაზე, ის კარგად მიიღეს. იქ იმათ იმდენივე იცოდნენ კავკასიაზე, რამდენიც ბორნეოს კუნძულზე და მას ყოველივეს მოთხრობა შეეძლო. ხოლო ამ ლექციების წინ იქაურთ ეგზავნებოდათ მოწვევა, საცა რადე იყო ნახსენები ვითარცა ჰუმბოლდტისა და მურჩისონის ღირსეული მემკვიდრე, ხოლო რას ყვებოდა? - ჩააწო ზეიდლიცმა სიგარა კონიაკში, - რას? - გადახედა მან იქ მყოფთ, - იმას, რომ დაღესტნელები არიან შიიტები. კი, იმის ნაწერებში სწორედაც ასეა.
- ეს მხოლოდ ასოთამკრეფის შეცდომაა.
- როგორ არა, მას პეტერმანთანაც ასე უწერია. ეს იგივეა, რომ დასწერო, ესპანელები პროტესტანტები არიანო. საერთოდ, რაზეა საუბარი და ყაზბეგი რომ დიხტაუსა და კოშტანტაუზე მაღალი დასწერა, ესაც ასოთამკრეფია? ის რომ მთავარ ქედზე მოათავსა, ესაც კალმის უხეში გაკვრაა? ღმერთო ჩემო, როცა მან წიგნი უძღვნა ავსტრიის მემკვიდრე პრინცს და მიაწერა, რომ ვითხოვ ნებართვას, ბულბულთან ერთად ვიმღეროო, ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ლეკები რომ შიიტები ყოფილიყვნენ, კავკასიის ისტორია ხომ
სრულებით სხვარიგ დასტრიალდებოდა.
- ამას დუელის სუნი ასდის, - თქვა მაღალმა.
- ჩემი დამბაჩა კალამია, მე მას გაზეთიდან გავუსწორდები. გამოვაშკარავებ ამ თვითმარქვიას, დიახ, ამ თვითმარქვიას. ახლა კი კარგად მეყოლეთ, - სთქვა ამეების მთხრობელმა.
- მოიცადეთ, სად მიდიხართ?
- გინდათ აქ შუა კლუბში სეირის ცქერა? - ზეიდლიცი კარისაკენ გაემართა, გზად ერთი ფუჟერი გამოცალა და იქაურობას გაეცალა.
- ვაგრძელებთ თამაშს?
- თქვენ არიგებთ.
- ისე პასტორ ჰოფენაკერის ღვაწლის დავიწყებაც არაა სწორი, ჰერბარიუმი მარტო რადეს არ მოუკრებია, - თქვა მოხუცმა მოთამაშემ, აქამდე საუბარში რომ არ გარეულა.
- ალბათ მას ჰერბი უნდა საგვარეულო, - ჩაიხითხითა კიდევ ერთმა.
- ჰერბი? - აგურის მაგიერ გული გადმოაგდო ამის მთქმელმა.
- როგორაც კარლ ფონ ლინეიმ იარა ლაპლანდიამდე და ყუთებში გამხმარ მცენარეთა და თივით გამოტენილ იაგუართა მოკრება აქცია მეცნიერთა საქმიანობად, ასევეა რადეც და მის კვალს გაჰყოლია, - მოღვარძლა ამ საუბრის წამომწყებმა.
- თქვენი სვლა არ არის.
- გვარის წინ მასაც სურს „ფონ“ მიიწეროს და ჰერბზე ის ალბათ ვეფხვს დაიხატავს, - ისევ გაიცინა კუდიანივით.
- რატომ ვეფხვს?
- რეიტერი ამბობდა, რომ ის ახალ ცხოველებს მოელის, გარეულ ძაღლ დინგოს, მაგადასკარის ლემურს, აფრიკულ სირაქლემასა და ბენგალიის ვეფხვს, სწორედაც ვეფხვის ჩამოყვანა სურს. საინტერესოა, როგორ მოერგება ის აქაურობას. მას ჯერ ვოლიერში დაამწყვდევენ და მერე მისი ტყეში გაშვება უნდა.
- ესღა გვაკლია, სოღანლუღში თავს ვეფხვი დაგვესხას, - ჩასწერა დამრიგებელმა თაბახზე მოგებულის ჯამი.
- იმის ტროფეად ქცევის მსურველიც არაერთი გამოჩნდება, პოლკოვნიკ ორბელიანი თუნდაც.
- ალბათ რადეს სურს იმის ფიტულით შეავსოს მუზუმი, - უაზროდ ჩაიცინა ყვავის ტუზის გადმომგდებმა.
მუზეუმი კი გოლოვინსკზე იდგა და, აბა, ჯერ სად არსებობდა გერმანიის იმპერია, როცა გუსტავ რადე მის კარის გასაღებს ჟილეტის ჯიბით ატარებდა.
მუზეუმი მას 1867 წელს გაეხსნა და სათავედ ეგვიპტური მუმია და ბაიერნის გეოლოგიური კოლექცია დაედო, შემდეგ რომ გაამდიდრა და ახალი არაერთი რამ
შემატა. მარტო ვესპასიანეს თლილი ქვა რად ღირდა. ამას გარდა კავკასიის მცენარეთა ჰერბარიუმი, რომელსაც მალიმალ ახალს ამატებდა და ამაში პეტერბურგში მცხოვრებ საიდუმლო მრჩეველ ფონ ტრაფეტერსა და საიმპერატორო ბაღის დირექტორ დოქტორ რეგელს იხმარდა.
საერთოდაც მიმოწერა ხშირი და ფართო გაემართა და სამუშაო მაგიდა სავსე ჰქონდა ნაირგვარი გახსნილი კონვერტითა და ზედ დაწეპილი უცხო საფოსტო მარკით.
ის ახლა სახლს უახლოვდებოდა და რვის თერთმეტი წუთი იყო, როცა შინ მივიდა და პირველ რიგში ახალი ფოსტა მოიკითხა.
- არა, საიდან ამდენი მტრობა, შური, ჩასაფრება, - თან სერთუკს იხდიდა და ხელს ფართე სახელოიან ხალათში აცვამდა, - აი, ფლინდერს პიტრიმ ეგვიპტის აკლდამაში ორლულიანი ხის სალამური რომ იპოვა, უთუოდ იმით არის დასამღერი და მთელი ეს ამალა ასაცეკვებელი, გასაყვანი, სადმე გემზე შესატყუებელი, რომ მერე გააქრო, - მოყვა მან გზადაგზა, თან გრძელადლიან ყალიონს ტენიდა თამბაქოთი და ფეხებში კატა ებლანდებოდა.
- სამი წერილია, - მოახსენა მსახურმა, თუმცა ეს არ უთქვამს ყრუმუნჯს, სამი თითი ასწია და იმ დღის კორრესპონდენცია გაუწოდა. რადემ კაბინეტისაკენ გასწია და გზად ამ კონვერტებს ხელში ატრიალებდა.
ერთი კალკუტიდან იყო, იქაურ მუზეუმის დირექტორ პროფესორ კინგისაგან, ვისთანაც ჩიტებისა და ცხოველების გაცვლა გაემართა, მეორე ბონიდან, პროფესორ შაუფჰაუზენისაგან და ერთიც ბერლინიდან რუდოლფ ვირხოვისაგან. სწორედ იმ
ვირხოვისაგან, სპირტიან კოლბებში ფილტვები და ხინჯიანი გულები რომ ჩაეწყო. პირველი ეს წერილი გახსნა, სავარძელში მოთავსდა და ყურადღებით წაიკითხა. ეს იყო პასუხი მის მიერ გაგზავნილ ბარათზე.


აჰმედ იბნ ჯაფარის დუქანი

აჰმედ იბნ ჯაფარი - ეწერა გარკვევით და ფართედ აბრას და გამოეკრათ შუა ბაზარში. ერთის მხრიდან ამოსდგომოდა არარატოვის მაღაზია და მეორეს მხრიდან სპარსელი ნეგოციანტი ტაგი უსულ ოღლის დუქანი. აჰმედი დილიდანვე გამოალაგებდა, რაც მაღაზიაში ვერ ეტეოდა, და გაავსებდა ტროტუარის გასასვლელებს, რომ მავანს ფეხი წამოეკრა და ვერ გაეარა ამ ავსებულობაში. ნივთებისა არ იყოს, ხმაურიც მატულობდა დილიდანვე, კართან უთოკოდ მიბმული ყვირილის ბიჭები გამვლელთ სერთუკზე არ
ეკიდებოდნენ, მაგრამ ძახილით იმათ შემოთრევას ეშურებოდნენ, ამაში იღებდნენ დღეში აბაზს, ხაშში ჩაფშვნილ პურსა და ზედაც ერთ ჩლიქს, თუ მარხვა არ იყო.
აჰმედს ხელის ბიჭი არ ჰყავდა, არც ხელის ჯოხი ჰქონდა, განსხვავებით იმავ არარატოვისაგან, ვინაც დილით იმ თავისი ჯოხით ითვლიდა დალაგებულ ხალიჩებს და ესე სულ იმით მიუთითებდა, სად რა მოელაგებიათ. ესე ჯოხით ანგარიშობდა, განა ზედ ნიშანს დაადებდა როგორცა რომ თულუხჩი, მარა ამით ალაგებდა თავის საქმეებს. იქით კიდევ სპარსელ ტაგი უსულ ოღლის ქარვის კრიალოსანი ჰქონდა და იმით იჭერდა ანგარიშს.
აჰმედის დუქანი იყო სავსე სხვადასხვა განძით, ძველი და აზიაში ნაკეთობი - ნივთეული - ასე ერქვა საზოგადოდ, და შიგ არაერთი რამ მოელაგებიათ. სურა, იფრიხი, ზედ მურდახილით თვალს რომ მოგწყვეტდა, გულქანდა, ფარღული, შიბი, ამბარჩა სხვადასხვა, დერვიშის დუდუკი, დიარა, დაული, დომბრა, დამბრა, ქსოვილიც ბლომად და ფერადი, დარაია, ჩესუჩა, ვალიზი და სკივრიც არაერთი და ხალიჩები სხვადასხვა და ამოსარჩევად ძნელად საცნობი.
ესე დილიდანვე იჯდა აჰმედი სკამზე და არა ბალიშზე და პირში ყალიონი ჰქონდა, მილით წყლიან ბოთლში რომ იდო და იმის გაგრილებულ კვამლს ყლაპავდა
მალი-მალ.
შემოსულ მუშტარსაც თვალს აყოლებდა, ლაპარაკით არ ღლიდა, გინდა იყიდე, გინდა გაიარე, ხალიჩის მომხილველის დაჭერისა თითქოს არაფერი სცოდნოდა.
ხალიჩები კი გასჯიბრებოდნენ ერთი მეორეს. იმათი ქსოვის ადგილი სხვადასხვა იყო, კუბა, ყარაბახი და დაღესტანი და მათ გვერდით მოსძებნიდი უფრო შორიდან ნაზიდსაც, ხორასანიდან, კურდისტანსა და ჰერატიდან.
ბევრიც სხვა იყო, ჩამალული და ერთი მეორეზე დალაგებული და კაი ხნის გადმოულაგებელი და იქნება არც გაშლილა არაოდეს და იმის მტვერი კაი ხნის დაგროვებული არც გამოებერტყათ. ვინ იცის, იმის სიღრმეებში რას გამოსძებნიდა
მომხილავი და შიგ ჩამხედავი, იქნება იყო შიგ ნუხის ხანის სასახლიდან გამოტანილი
ხავერდი, შაჰ აბასის დროინდელი ხალიჩა ისფაჰანიდან, ხალიჩა მოქსოვილი თურქმენი მომთაბარის კარავში, ზედ ჩუქურთმით თემურ ლენგის დროიდან რომ შეუნახიათ, ანაც და ფარდაგი მოქსოვილი ერევანში ქურთის მიერ. ოღონდაც ეს მეტად მიყრილი იყო და მეტად არეული დახვეული და დაყრილი და გაჭირდება ამის მტკიცება და თქმა.
- ეს ყველაფერი კაია, მაგრამ ამას ნებისმიერ დუქანში იყიდი, თან არამარტო ტფილისში და აქაც განა ცოტაა ასეთი ქარვასლა? - თქვა უეცრად ევროპულად მოსილმა მამაკაცმა, ცალ თვალში გაკეთებული მონოკლით. მასში იტალიელს ამოიცნობდი. ეს ისმოდა იმის ნათქვამის გატეხილ სიტყვებში და იმის უკანაც რაღაც სხვა იმალებოდა.
აჰმედმა ცოტა ხანს დაახანა - არ ეგების აჩქარება, როცა ყალიონს სწევ. იმან თვალით გასინჯა მოსული და ასე თამამად მთქმელი სიტყვებისა და იმის გირვანქა და მისხალი აწონა.
- განა არ არის ასე? - დაასო მან ისევ თავის თვალის შუშა აჰმედს.
- და თქვენ რა გნებავთ, აბისინიის მეფის კვერთხი? სომხის ბაზარში იმას ვერ ნახავთ, - კვამლთან ერთად ამოუშვა აჰმედმა.
- ხო, ვერც აბისინიის მეფის კვერთხს და ვერც რომის პაპის ტიარას, ავინიონის მისადგომებთან რომ დაჰკარგა სადღაც.
აჰმედმა გაოცება არ იცოდა, ხმის არ ამოღება კი - ყალიონს დასწვდა ისევ და
მოჰქაჩა.
- ტკბილად საუბრობთ, ყალიონის სიტკბოება ისმის თქვენს სიტყვებში, - თქვა შემდეგ აჰმედმა და ისევ აკვირდებოდა, რა იცი, საით წავა საუბარი.
- მე მსმენია თქვენს შესახებ, - მოსჭრა უეცრად იტალიელმა, - ისიც ვიცი, ამ დუქნამდე სულ სხვა საქმეებს რომ მისდევდით, - თან ხელს ერთმანეთზე დალაგებულ ხალიჩებს უსვამდა.
- აბა, რა საქმეებს? - გამობერტყა სატუჩის ნამწვი აჰმედმა.
- მაგალითად, აღმოსავლეთის ეკსპრესით მგზავრობა გიყვარდათ.
აჰმედმა ერთხელაც გასინჯა თვალით ამ უეცარი სიტყვების მთქმელი. ეს არ იყო გახსენება კონკაში ერთად ჯდომისა.
- ერთად ვიმგზავრეთ? - იკითხა დინჯად და თვალებით სადღაც აღმოსავლეთისაკენ იხედებოდა, თითქოს მექას ეძებსო.
- არა, თქვენ დამემგზავრეთ.
- აკი გკითხეთ, ერთად ვიმგზავრეთ-მეთქი? - წარბი არც აუწევია, არც დაუწევია, სატუჩესაც ჩვეულად ჰბერტყავდა.
- მგზავრობისა რა მოგახსენოთ და ისე კი შემოიხედეთ ჩვენთან. თან მახლდა კუპეში მადამ დე ფონტენბლო, ინგლისელი მაიორი ბასრადან მომავალი და შვედი ინჟინერი გუსტაფსონი. კაკუნის გარეშე შემოხვედით და მახსოვს, ჩემი მანჟეტების სამაგრეები თან გაიყოლეთ, კაი კოხტა, სპილოს ძვლისა, აი, ნახეთ, ახლაც მათ გარეშე დავდივარ, - ასწია ამ შემოსულმა თავისი ხელები და სერთუკიდან გამოცქერილი პერანგის ბოლოები მოფრიალებდა.
„ეს დიდი ძაღლიშვილი სჩანს“, გაიქროლა აჰმედის თავში. ყველაფერი მეტად საინტერესო ხდებოდა. წვერზეც ჩამოისვა ხელი.
- მერე აქ მათ მოსაძებნად მოხვედით? - ფართე ღიმილი გამოაჩინა მან, - მაშ მოსძებნეთ, - აჰმედის დუქნის უკანა ოთახები არაერთ საიდუმლოს ინახავდა და შიგ კიდევ ერთის დამალვა რთული არ იქნებოდა.
- ოღონდ ძალიან გთხოვთ, კისერზე აბრეშუმის თოკს ნუ წამიჭერთ, ისედაც სულ აბრეშუმში ვარ, - გაიცინა იტალიელმა, - თანაც საქმიანი ხალხი ვართ, განა სამაგრები დაილია ქვეყანაზე.
- არხეინი ბატონი ხართ, დილიდანვე ხალისი გყვარებიათ. აბა, რამ მოგიყვანათ, თუ ხალიჩები არ მოგწონთ, იქნებ ფარდაგები ნახოთ?
- აქ, აი, ამ ადგილიდან ათას ნაბიჯში დგას ერთი სახლი, - იტალიელმა ხელის ჯოხი უეცრად სადღაც ზევითკენ, ერივანსკის მოედნისაკენ გაიშვირა, - იქ კავკასიის მუზეუმია, გსმენიათ ალბათ?
- მე ბევრი რამ მსმენია.
- იქ ინახება ნივთი, უფრო კი იმალება. რაკი საქვეყნოდ არ გამოიფინება.
- იმის ჩემთვის მოყიდვა გინდათ? - იკითხა აჰმედმა.
- არა, მე იმის ყიდვა მინდა, თქვენგან, - ცხვირსახოცი ამოეღო იტალიელს და იმით ტუჩის კუთხეებს იმშრალებდა.
- მერე მე რომელი მუზეუმის პატრონი მნახეთ, განა ჰგავს ეს მუზეუმს? დუქანია, სხვა არაფერი, - არც აღელვებულა.
- ის კუპეს კარი ისე იოლად გააღეთ და სამაგრებიც კოხტად მოსძებნეთ, რომ არც იმ განძის იქიდან გამოტანა გაგიჭირდებათ, თანაც ადგილიც ზუსტად ვიცი.
- თუ ამდენი იცით, მოჰკიდეთ და აიღეთ.
- მაგდენი სისხარტე და გამბედაობა არ მაქვს, მაგიერად კაი თანხა შემიძლია გადაგიხადოთ. თქვენ იფიქრეთ, სხვა რისთვის არის ცხოვრება, აი, ეს ჩემი სადარბაზო
ბარათია, „კავკაზში“ ვდგავარ, მანდვე, მოედანზე.
ამ სიტყვებით ის გავიდა. აჰმედს არ დაუშლია, თვალი კი გააყოლა. ბარათსაც დაჰხედა, ზედ გამოეყვანათ მსხვილი ასოებით - არქანჯელო ლამბერტი.
აჰმედს ბევრი რამ ენახა, ამ ტფილისურ დუქანში მყოფი კაცი ერთ დროს მაროკოს პორტში ბნელ საქმეებს ატრიალებდა. უნახავს მემნონის კოლოსი და სფინქსი, ბედუინებთან ერთად ძარცვავდა ქარავნებს, იემენში ნიჟარებზე მყვინთავებს, ქურთებთან ერთად აღმოსავლეთის ექსპრესს, მოხვედრილა ქაიროს საგიჟეთში და ოსმალეთის იმპერიის მთელ გაყოლებაზე ეარა და ენახა სხვადასხვა. სახელიც არ ჰქონდა აჰმედი.

„ლიტერატურული გაზეთი“, #2 (234) 1, 1 - 14 თებერვალი, 2019

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

აბო იაშაღაშვილი Empty
PostSubject: Re: აბო იაშაღაშვილი   აბო იაშაღაშვილი EmptyTue May 21, 2019 1:12 pm


"პიკის საათი" 15.09.17 დეტექტიური საკითხავი
Georgian Public Radio
Published on Sep 15, 2017

რამდენად პოპულარულია დეტექტიური ჟანრი საქართველოში
გადაცემის სტუმარი: აბო იაშაღაშვილი - მწერალი
სატელეფონო ჩართვა: მაია ბურჭულაძე - მწერალი; დავით გაბუნია - მწერალი
გადაცემის წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე
გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

Exclamation

აბო იაშაღაშვილი Abo_ia12

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

აბო იაშაღაშვილი Empty
PostSubject: Re: აბო იაშაღაშვილი   აბო იაშაღაშვილი EmptyTue May 21, 2019 1:25 pm

აბო იაშაღაშვილი Abo_ia14

Abo Iaschaghaschwili
Royal Mary
Ein Mord in Tiflis
Cover: Royal Mary
Edition FotoTapeta, Berlin 2017
ISBN 9783940524607
Gebunden, 120 Seiten, 14,80 EUR
Bestellen bei Buecher.de
Gebraucht bei Abebooks

KLAPPENTEXT
Aus dem Georgischen von Lia Wittek. "Royal Mary", der in Georgien preisgekrönte Roman, spielt in einer Stadt, die ein Schmelztiegel der Kulturen war: Tiflis gegen Ende des 19. Jahrhunderts. Die Atmosphäre dieser Stadt, Bilder von Märkten, Spelunken und Palästen, exzentrische Typen, fremde Mächte, ja fast die Gerüche einer vergangenen Zeit - mit Witz und Virtuosität fängt Iaschaghaschwili all das ein, und erzählt doch von Mord und Totschlag. Und alles dreht sich um ein Pferd - und den Schah von Persien... Dabei ist der Autor bescheiden genug, auch noch auf Puschkin und Kipling und Borges zu verweisen...
Rezensionsnotiz zu Frankfurter Allgemeine Zeitung, 11.05.2017

Rezensent Tilman Spreckelsen ist begeistert von Abo Iaschaghaschwilis Tiflis-Roman. Derart rasant lässt der Autor darin die Schauplätze, das Geschehen und die Perspektiven wechseln, dass Spreckelsen zwar höllisch aufpassen muss, nicht den Faden zu verlieren, der Lohn jedoch ist laut Rezensent eine Kriminalgeschichte der Extraklasse, ein Rätselspiel, an dem sich der Leser die Zähne ausbeißt, ein Porträt von Tiflis im ausgehenden 19. Jahrhundert sowie eine Ansammlung von Anspielungen auf literarische Stoffe, wie etwa Poes Dupin-Geschichten. Alles blendend recherchiert und klug inszeniert vom Autor, versichert der Rezensent.

აბო იაშაღაშვილი Abo_ia15
Abo Iaschaghaschwili,Tbilisi, 2016 (Volker Dittrich)
Der Autor Abo Iaschaghaschwili in seiner Heimatstadt Tiflis

Autor Abo Iaschaghaschwili: "Ich wollte die Vielfältigkeit der Kulturen beschreiben"

Georgien ist im nächsten Jahr Gastland der Frankfurter Buchmesse. Den preisgekrönten Krimi "Royal Mary" gibt es schon jetzt auf Deutsch. DW sprach mit dem Autor über seine Begeisterung für Tiflis und dessen Geschichte.


Abo Iaschaghaschwili wurde 1977 in Tiflis geboren. Er studierte in München und Berlin. Für seinen zweiten Roman "Royal Mary" wurde er 2015 mit dem SABA, dem wichtigsten georgischen Literaturpreis, ausgezeichnet. Neben dem Schreiben arbeitet er auch als Bergführer. Mit der DW sprach er über seine Lust an der vielfältigen historischen Tradition seiner Heimatstadt und ihrer Bewohner.

Herr Khuphenia, Sie nennen sich als Autor Abo Iaschaghaschwili. Warum benutzen Sie dieses Pseudonym?

Abo Iaschaghaschwili: Das ist ein alter georgischer Name, in Tiflis hat man diesen Namen früher verwendet. Mir hat er gefallen, er klingt sehr interessant, und er passt sehr gut zu diesem Buch und den Büchern, die ich zu schreiben versuche - dieser Welt, die dort beschrieben ist.

Sie haben Ihren im Original 2014 in Tiflis erschienenen Roman "Royal Mary" im letzten Jahr auf der Leipziger Buchmesse bei einem sogenannten Book Pitch, einer kurzen Selbstdarstellung, vorgestellt. Jetzt ist der historische Krimi soeben im Verlag fotoTAPETA erschienen. Wie war denn die Zusammenarbeit mit einem deutschen Verlag?

Das waren meine ersten Erfahrungen, mit einem deutschen Verleger und für deutsche Leser zu arbeiten. Es war interessant für mich, und ich bin zufrieden. Die Übersetzerin hat viel beigetragen. Zusammen mit dem Verleger, Herrn Rostek, haben wir eine gute Mannschaft gebildet.

Lia Wittek hat den Text aus dem Georgischen ins Deutsche gebracht. Sie selbst haben in München studiert und sprechen gut Deutsch. Haben Sie an der Übersetzung mitgewirkt?

Ja, ich habe viel mitgearbeitet. Ich habe das Glück, dass ich, wenn ich Deutsch lese, verstehen kann, ob etwas schön klingt oder nicht. Das hat mir bei dieser Arbeit sehr geholfen, denn im Georgischen habe ich mich sehr um eine schöne Sprache bemüht. Deshalb bin ich sehr froh, dass Frau Wittek und Herr Rostek sich gut in die 'Seele' dieses Buchs eingefühlt haben.

Royal Mary spielt Ende des 19. Jahrhunderts in Tiflis. Weshalb haben Sie einen historischen Schauplatz gewählt?

Das war für mich ein bisschen wie ein Spiel. Ich mag meine Stadt sehr, im 19. Jahrhundert war Tiflis eine sehr interessante Stadt mit sehr vielen Kulturen, die dort aufeinandertrafen und nebeneinander existierten. Ich wollte diese Vielfältigkeit zeigen. Gleichzeitig habe ich alle Bücher, die ich seit meiner Kindheit liebe, mit vielen Anspielungen in den Text integriert.

In der Zeit, in der das Buch handelt, 1889, hat sich historisch viel ereignet. Zum Beispiel ist der persische Schah Naser ad-Din in Tiflis angekommen. Er wollte nach Europa reisen, nach England. In alten Quellen habe ich seinen Zug durch Tiflis gesehen. Das hat mir sehr gefallen, wie er mit seinem asiatischen Gefolge durch das europäische Viertel zog, in dem zum Beispiel die deutschen Kolonisten, die Schwaben, viel gebaut hatten und damit die Stadt wesentlich geprägt haben. Dieser Kontrast von asiatischen und europäischen Welten war für mich sehr spannend. Diese Stimmung wollte ich in meinem Buch zeigen.

Die Deutschen haben viel in die Stadt mitgebracht. Gartenbaumeister wie der Schwabe Scharer zum Beispiel, der den berühmten Botanischen Garten von Tiflis maßgeblich mitgestaltet hat. Oder auch die Küfereien, die Kultur der Fässer - die Georgier hatten bis dahin für den Transport von Wein große Schläuche aus Büffelleder benutzt.

Sie haben in Ihrem Roman ungeheuer viele alltagshistorische Details beschrieben. Wie haben Sie den Feinkostladen von Nasarbekow oder die Konditorei Hähne in der Michaelstraße entdeckt?

All diese Geschäfte und Konditoreien existierten wirklich. Ich habe jahrelang in Archiven mit Quellen wie alten Zeitungen und Zeitschriften gearbeitet, um diese alte Welt von Tiflis wieder lebendig zu machen. Es macht mir sehr große Freude, das alles zu sammeln und zusammenzubasteln. Das ist eine anstrengende, langwierige Arbeit. In diesem Buch sieht man nur die Spitze des Eisbergs.

Ihr Haupt-Protagonist ist Franzose. War ein Georgier zu uninteressant?

Das Ganze ist als kleine Serie angelegt. In meinem ersten Buch gab es einen Georgier, jetzt einen Franzosen, der gut in diese Welt passt, und im nächsten werden die beiden zusammentreffen. Der Franzose hat einen groben Russen als Partner, der aus einer ganz anderen Welt kommt. Dieser Kontrast macht die Bühne interessanter.

Was hat Sie gereizt, einen Krimi zu schreiben? Ein Buch um das verschwundene Rennpferd Royal Mary, "das beste Pferd im Kaukasus"? Nebenbei bringen Sie auch noch einen griechischen Pferdeknecht, einen Inder, einen Deutschen namens Grimmelshausen und einen als Frau verkleideten Künstler um!

Es war ursprünglich nicht mein Ziel, einen Krimi zu schreiben, aber das Genre gibt mir die Möglichkeit, das Buch spannender zu machen.

Georgiens von Zerstörung und Wiederaufbau gezeichnete Geschichte ist spannend und wechselhaft. Hätte es nicht einfach ein historischer Roman sein können?

In diesem Fall wollte ich unbedingt über die Zeit Ende des 19. Jahrhunderts schreiben, eine faszinierende Zeit in Georgien. Für einen Autor ist es eine großartige Möglichkeit, die Vielfältigkeit der Kulturen zu beschreiben. Ich mag zum Beispiel Rudyard Kipling, der in seinen Erzählungen die englische und die indische Kultur nebeneinander beschreibt. Tiflis ist janusköpfig, sagte man früher, der eine Kopf blickte nach Europa, der andere nach Asien - man konnte im Opernhaus die Zauberflöte hören und dreihundert Schritte weiter einem persischen Schlangenbeschwörer begegnen. Eine Stadt der Kontraste.

In deutschen Medien ist wenig von Georgien die Rede und wenn, dann oft mit der Anmerkung, dass Georgien unbedingt in die Europäische Union wolle. Aber Berlin ist 3000 Kilometer entfernt, Teheran nur 1200. Merkt man den Drang nach Europa in der Kaukasus-Republik tatsächlich?

Abo Iaschaghaschwili - Royal Mary: Ein Mord in Tiflis (Edition.fotoTAPETA Berlin)
Georgien ist immer ein christliches Land gewesen. Europa, das war für uns unser Nachbar Byzanz. Jahrtausende haben wir über Byzanz mit den westeuropäischen Ländern Kontakt gehabt. Diese Brücke haben wir leider im 15. Jahrhundert verloren. Danach gab es die Dominanz Persiens, des Osmanischen Reiches, dieser orientalischen Ländern. Und im 20. Jahrhundert natürlich die der Sowjetunion, die vieles in Georgien zerstörte. Die über Jahrtausende entstandene Kultur ist dadurch verschwunden.

Bücher und Autoren aus Georgien sind in Deutschland wenig bekannt. Welchen zeitgenössischen Autor - außer Ihnen natürlich - sollten noch wir kennenlernen?

Der beste zeitgenössische Schriftsteller, den wir meiner Meinung nach haben, ist Aka Morchiladse. Drei oder vier seiner Bücher sind schon ins Deutsche übersetzt. Er zeigt alle Facetten unserer Kultur.

Und worauf dürfen wir uns von Ihnen noch freuen?

Mein dritter Roman, der im November erschienen ist, heißt - ins Unreine übersetzt - "Die Verbrecher des alten Tilfis". Das ist auch ein Krimi, aber er ist geschrieben wie ein biografisches Wörterbuch von Kriminellen aus dem 19. Jahrhundert.

Das Gespräch führte Sabine Peschel.

Datum 03.04.2017
Autorin/Autor Sabine Peschel

* https://www.dw.com/de/autor-abo-iaschaghaschwili-ich-wollte-die-vielf%C3%A4ltigkeit-der-kulturen-beschreiben/a-38125493

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

აბო იაშაღაშვილი Empty
PostSubject: Re: აბო იაშაღაშვილი   აბო იაშაღაშვილი EmptyTue May 21, 2019 1:29 pm

აბო იაშაღაშვილი Abo_ia10
Abo Iashaghashvili

აბო იაშაღაშვილი

იზმირული დღიური

ალბათ გახსოვთ გემი „ფირუზის“ თავი, წითელ ფესიანი ოსმალო, ფოთის ნავსადგურში ფეხბურთის თამაშს მარტო ფულზე რომ იყო ყაბულს. თუმან, თუმან, სხვა რიგ არ იქნებაო. მერე ყალბ ფულს რომ შეაპარებს და გაიპარება. ის გემი იქნებაც იზმირიდან იყო. ქალაქიდან, სადაც პირველად გაგორდა ბურთი ოსმალეთში. ეს ამ ქალაქში სიარულისას შევიტყვე და გასაგებია რომ ბურთი აქაც ბრიტანელებმა შეიტანეს. პირველი თურქული კლუბებიც იზმირში შეიქმნა მე-19 საუკუნის ბოლოს.

ეს ოსმალეთის იმპერიის დროებაა, ეგვიპტე ჯერ არ დაუკარგავთ, ღონეც დიდი აქვთ და მექა-მედინამდეც მიესვლებათ. მათი ზღვაოსნების მზესაც ისევ ფიცულობენ.

იზმირში ფეხბურთისა პირველი რაც შემხვდა იყო ფეხბურთელის მეტად კოხტა ძეგლი ალსანჯაკის უბანში. ზურგზე რვიანიც გამოეყვანათ და „ალტინორდუს“ გუნდის მაისური ემოსა. პალმის ჩრდილ ქვეშ მოექნია ფეხი ბურთის დასაკრავად.

სადგურის პირდაპირ მოეთავსებიათ, საცა ის ორთქლმავალი დგას დღემდე, რითიც ათა თურქი ჩამოვიდა იზმირში.

ეს ქალაქი ქემალიზმის ცენტრად ითვლება. ქუჩაში ხალიჩის გაფენა და ლოცვის აღმოთქმა დღემდე დავთრებით იკრძალება. ამ კაცის სურათს კი თვალს ყველგან მოკრავ. როცა ოსმალეთს დაქუცმაცება გამოუწერეს, მან რესპუბლიკა გამოაცხადა და ამით ქვეყანა გადაარჩინა. თურქების მამაც ამად შეარქვეს.

ამასობაში სადგურის უკან, ანძებზე დამაგრებული პროჟეკტორები შევნიშნე და იქით გავწიე პირველი სტადიონის სანახავად, თან გამეგონა „ალსანჯაკი“, საფეხბურთო კლუბია და ვიფიქრე ამათი მოედანი თუ იქნებოდა. სადგურიდან ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, ოღონდაც მინგრეული დამიხვდა, ერთი ეს ოთხი ანძა დაეტოვებიათ, თითქოს და მინარეთები დაჰყურებდნენ ჯერ ისევ მწვანე ბალახს. მეტად სევდიანი საცქერი იყო ასეთ დღეში ჩავარდნილი მოედანი. თუმცა თურქეთი ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სტადიონის ამგებია ევროპაში. 18 ახალი ააშენა, სულ ეხლახანს ერთი უთანამედროვესი ტრაბზონში ერდოღანმა გახსნა. რამდენიმეც შეაკეთა-გადააკეთა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მიღების სურვილი გაახმოვანა. აქ მშენებლობა ყოველმხრივ მოსჩანს და ამის ნაკლებობა არაა.

პირველი კლუბი კი უბან ბორნოვაში ბრიტანელმა ვაჭრებმა 1877 წელს დაარსეს და იქით რომ გავწიე, გზად გაჩერება „სტადიუმს“ გადავეყარე და ფანჯრიდან დავინახე კიდევაც სტადიონის კონტურები, ჩაის დამსხმელმა კი ამიხსნა ესე გაუხვევ, გამოუხვევ და იქ ხარო.

სანამ იმას მიადგები, სტადიონის წინ დიდი ძველმანების ბაზარი გაშლილიყო, ამათი „მშრალი ხიდი“ და რაკი კვირა იყო მიმსვლელ მომსვლელი და მიმთაზებელიც არაერთი, ხმაური ყოველმხრივი დამიხვდა.

ბაზარიც მეტად ვეება იყო, ვარანცოვის მოედნიდან კიროჩნიმდე რომ აიღო და ყველა შესახვევში კიდევ ცალკე აღებ მიცემობა გამართულიყო. რას არ ნახავდი, ალი ბაბას გამოქვაბულივით იყო. სასწორები და ოსმალური წიგნები, ხალიჩები, ნარდის თამაში, ფლავის გამყიდველები, ჩირი, ნიგოზი, ქიშმიში, ზარდახშები, დამბაჩები, ძაფის კოჭები, შეძახილები, ნალეწი ნივთებიც არაერთი, ტრანზისტორები და ფეხსაცმლის ქუსლები და ამ ყველაფერს შუა ჩაის დამტარებლები ნატეხი შაქრებით. ზოგადად ჩაის სმა აქ მეტად ფართეა. ყოველ ნაბიჯზეა და ყოფის ნაწილია.

ამ ბაზრობის წინ კი სტადიონი გამართულიყო.

სტადიონი გამოდგა ათა თურქის, რაც გასაკვირი სულაც არაა. მაგრამ შიგ შესვლა პოლიციელმა არ დამანება. არაო, არ იქნებაო.

აფეთქებები გახშირებულია თურქეთში, „ბეშიქთაშის“ სტადიონთანაც გასკდა ყუმბარა ამას წინად და იქ შესვლაზე ხელი ავიღე, თუმცა გამოვკითხე, აქ ვინ თამაშობს, ვისი მოედანია.

პოლიციელმა აქ „კარშიაკა“ თამაშობსო. პირველი თურქული კლუბი ოსმალეთში. როცა ინგლისელმა ვაჭრებმა აქ ბურთი გააგორეს, ამას მალევე ბერძნებმა და სომხებმაც აუღეს ალღო და მალე თურქებმაც არ ისურვეს ამათ ჩამორჩენოდნენ და კარშიაკას უბანში თავიანთი კლუბი შეკრიბეს. იყიდეს ბურთი და იზმირის პირველი ოსმალური კლუბი შეიქნენ. მაშინ ეს სულთანის კანონებით იკრძალებოდა, ამიტომ საქვეყნოდ ეს 1912 წელს გაფორმდა. ორი წლის შემდეგ გაჩნდა „ალტაი“, რომელსაც შემდეგ „ალტინორდუ“ გამოეყო, აი თავიდან რაც შეგვხვდა პალმის ქვეშ კოხტა ძეგლი. „ყირმიზ შაითან“, ასე შერჩა იმ გუნდს მეტსახელი. 1925 წელს კი „გიოზთეფე“ შეიქმნა. გუნდი, რომელმაც მთელი იზმირის გული მოიგო. ამიერიდან ის და „კარშიაკა“ შეიქნენ მთავარი მეტოქეები.

როცა 1959 წელს თურქეთის ლიგა დაარსდა იზმირის ორივე კლუბი მოხვდა იქ. სტამბოლის კლუბების შემდეგ მათ მოჰქონდათ თავი, თუმცა მერე ნელ ნელა დათმეს ადგილი და თავი მეორე ლიგაში ამოყვეს. თუმცა მიუხედავად იმისა რომ ორთავე მეორე ლიგაშია ეს დერბი მთელ ოსმალეთშია განთქმული.

მეტიც, რაღაც დათვლებითა და დაძაბულობით ის „რეალ“ - „ატლეტიკოს“ დაპირისპირებაზე წინაც კი დაუყენებიათ ცხრილში.

იზმირულ ერთ დერბიზე მოსულა 80 ათასი ადამიანი, რაც დღემდე ითვლება მთელ მსოფლიოში მეორე ლიგებისთვის ერთ თამაშზე დამსწრეთა ყველაზე დიდ ოდენობად. მათ შორის ჩხუბიც არაერთი მომხდარა, დანის ტრიალიც, დასჯაც, აკრძალვაც. ცარიელი სკამების წინ თამაშიც. თურქეთში ერთი უჩვეულო წესია, როცა გუნდს მიესჯება ცარიელ ტრიბუნების წინ თამაში, იქ ქალებსა და ბავშვებს შეუძლიათ შესვლა და ხარჯის გარეშე ცქერა. არც კი ვიცი ასეთი რამ სადმე სხვაგან თუა, ან მიზეზი ამის რა არი.

თურქეთი კი ამასობაში ღონეს იკრებს და თავი ანატოლიის ვეფხვად მოაქვს. იზმირში ნახავ უკანასკნელ ევროპულ ყაიდაზე მოსილ ხალხს, თუმცა წითელ ფესტამალიანი ყასაბიც გამოერევა, ასევე აწერია დუქანზე „ყასაბ“. გალიით ქათმების დამტარებლებსაც მოკრავ თვალს, ხურჯინში ძველი ნივთების მაგროვებელ ხალხსაც და ბრმა ქუჩის დამკვრელებს არაერთს. ზოგადად ქუჩის აშუღები და დამკვრელები ბრმებისგან კრავდნენ დასტებს. თვალის ჩინი თუ დააკლდა შრომა სიმღერითაც ხომ შეიძლება. შრომა კი ამ ხალხში მეტად დაფასებული და თვალში საცემია. არ თაკილობენ არაფერს და ყოველი კაცი ამას დიდი ღირსების შეგრძნებით მისდევს. ბუბლიკის ქაღალდში შემხვევი ამას ისეთი სიკოხტავითა და მონდომებით ახერხებს, თითქოს პირველი ვიოლინო იყოს ამ ქვეყნის. შრომა აქ ყოველ ნაბიჯზე სჩანს. ეს დღეები ბლომად ვიარე, მდიდარიც ვნახე ბევრი, ღარიბიც არაერთი, ქუჩაც ბევრი გამოვიცვალე და უბანიც, მაგრამ ბოშების გარდა არავინ მინახავს, ქუჩაში რომ იჯდა და ფულს ითხოვდა.

ბმული:
* http://blog.1tv.ge/?page=detail&id=152218


study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Sponsored content




აბო იაშაღაშვილი Empty
PostSubject: Re: აბო იაშაღაშვილი   აბო იაშაღაშვილი Empty

Back to top Go down
 
აბო იაშაღაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: