არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ლალი კიკნაველიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

ლალი კიკნაველიძე Empty
PostSubject: ლალი კიკნაველიძე   ლალი კიკნაველიძე EmptyFri May 17, 2019 10:47 am

ლალი კიკნაველიძე Lali_k10
Lali Kiknavelidze

ლალი კიკნაველიძე
კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი

დაიბადა 1969 წლის 12 მაისს, თბილისში.
1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიისა და კინოდრამატურგიის ფაკულტეტები.
1998-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-ტელე რეჟისურის სპეციალობით.
2002-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში, სარეჟისორო ჯგუფის რეჟისორის ასისტენტად. 2003 წლიდან იყო პირველი კლასიკური გიმნაზიის დამდგმელი რეჟისორი.
2008 წლიდან არის შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა ფროდაქშენის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
2015 წელს შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა პროდაქშენის“ ბაზაზე, ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერისა და კინორეჟისორის მონაწილეობით, მიხო მოსულიშვილმა საკუთარი რომანის „დიდი ძუ დათვი“ მიხედვით შექმნა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი, რომელიც ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის კონკურსში“ (საექსპერტო კომისიის წევრები: ლევან ბერძენიშვილი, ნანა ჯორჯაძე, ვაჟა გიგაშვილი, ლევან თუთბერიძე, დავით ჩუბინიშვილი, ლელა ოჩიაური, დავით გაბუნია, მანანა ანასაშვილი).
კანის ფესტივალის ექსპერტები იზაბელ ფოვიე და ნიკოს პანაიოტოპულოსი ამ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად მუშაობდნენ სცენარების განვითარებაზე.
2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ჰაუგესუნდის ინტერნაციონალური კინოფესტივალის კოორდინატორის ოისტეინ ეგეს (Øystein Egge) შერჩევის შემდეგ, კინოპროექტი „დიდი ძუ დათვი“ ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერის მიერ წარდგენილი იყო ნორდიკის ერთობლივი პროექტების ბაზრობაზე.
ლალი კიკნაველიძის სხვა პროექტებიც და ფილმებიც აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში, კინო მარკეტებსა და ტრენინგ-პროგრამებში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფილმოგრაფია

რეჟისორი
* კახეთის მატარებელი (მხატვრული), 2018
* No. 25 Symphony, 2012

სცენარის ავტორი
* კახეთის მატარებელი (მხატვრული), 2018
* განდეგილი (ანიმაციური), 2011
* ვაკუუმი (ანიმაციური), 2009

პროდიუსერი
* კახეთის მატარებელი (მხატვრული), 2018
* ჯინო (ანიმაციური), 2017
* განდეგილი (ანიმაციური), 2011
* ვაკუუმი (ანიმაციური), 2009

ბმულები
* https://ka.wikipedia.org/wiki/ლალი_კიკნაველიძე
* https://en.wikipedia.org/wiki/Lali_Kiknavelidze
* https://www.imdb.com/name/nm8908897/
* http://www.geocinema.ge/ge/prod.php?kod5=276
* https://eave.org/network/lalikiknavelidze/
* http://www.gnfc.ge/geo/film/96
* https://www.youtube.com/user/Liraproductionstudio
* https://www.facebook.com/lkiknavelidze

Exclamation


Trailer - Kakhetian Train ENG Subs


Lira Production Studios
Published on May 12, 2019

Film is based on the short novel written by Archil Kikodze.
Director: Lali Kiknavelidze
Cast: Misha Gomiashvili, Ia Shugliashvili, Nika Tserediani, Goga Beridze, Giorgi Gogishvili, Mamuka Tevzadze, Vaja Khutsishvili, Mamuka Djavakhishvili;

study


Last edited by Admin on Fri May 17, 2019 11:04 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

ლალი კიკნაველიძე Empty
PostSubject: Re: ლალი კიკნაველიძე   ლალი კიკნაველიძე EmptyFri May 17, 2019 10:51 am

ლალი კიკნაველიძე Kakhet10

კახეთის მატარებელი
(დრამა, 35 წუთი)

მთავარ როლში - მიშა გომიაშვილი
დამდგმელი რეჟისორი - ლალი კიკნაველიძე
სცენარის ავტორები - ლალი კიკნაველიძე, არჩილ ქიქოძე, მიხო მოსულიშვილი
ეფუძნება - არჩილ ქიქოძის მოთხრობას „კახეთის მატარებელი“
ოპერატორი - გელა ჩინჩალაძე
მხატვარი - მამუკა ესაძე
კოსტუმების მხატვარი - ქეთი კალანდაძე
კომპოზიტორი - ზვიად მღებრიშვილი
ხმის დიზაინი - ბესო კაჭარავა (Post Red Audio)
რეჟისორის ასისტენტი - მარინა კულუმბეგაშვილი
გრიმი (Makeup Artist) - მადონა ჭანტურია

როლებში - მიშა გომიაშვილი, ია შუღლიაშვილი, ნიკა წერედიანი, მამუკა თევზაძე, გიორგი ბერიძე, გიორგი გოგიშვილი, მამუკა ჯავახიშვილი, ვაჟა ხუციშვილი, ზურა ბიბილური
სტუდია - შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა ფროდაქშენი“

სინოფსისი - მიშა გზასაცდენილი შვილის დაკარგვის გამო დანაშაულის გრძნობით დამძიმებული ცხოვრობს. მას პოლიციელები დაღუპული შვილის ნაძარცვის შენახვას ედავებიან და სასტიკად სცემენ.
ნიკო ფიროსმანის ნახატთან „კახეთის მატარებელი“ შეხება მიშასთვის უკან დაბრუნების, მონანიების, შვილისადმი სიყვარულის აღიარების შესაძლებლობა ხდება.

Exclamation

Kakhetian Train (2019)
A movie trailer

Plot
The house painter Misha lives with sense of guilt because of the death of the son. Police officers ruthlessly destroy Misha for the fact that allegedly he stores things stolen by his son.
The meeting with Nicko Pirosmani's drawing of 'Train in Kakheti' for Misha becomes an opportunity that he will come back the past and to confess for the made mistakes concerning his son.

Full Cast & Crew:

Directed by Lali Kiknavelidze

Writing Credits (in alphabetical order) -
Lali Kiknavelidze
Archil Kikodze
Mikho Mosulishvili

Cast
Ia Shugliashvili - Misha's wife
Mikheil Gomiashvili - Misha
Goga Beridze - 2nd Policeman
Nika Tserediani - Chief policeman
Gia Gogishvili - 2nd craft-master

Produced by
Dato Kiknavelidze - producer
Lali Kiknavelidze - producer

Music by Zviad Mgebry

Cinematography by Gela Chinchaladze

Film Editing by Lali Kiknavelidze

ბმულები
* https://ka.wikipedia.org/wiki/კახეთის_მატარებელი_(ფილმი)
* https://en.wikipedia.org/wiki/Kakhetian_Train

Exclamation


“კახეთის მატარებელი”

Georgian Broadcaster
Published on Apr 3, 2018

არჩილ ქიქოძის ნაწარმოების ეკრანიზაცია.
ეკრანებზე მალე ახალი ქართული ფილმი გამოვა. ფსიქოლოგიური დრამა მამა-შვილის მძიმე ურთიერთობაზე და შვილის აღზრდის პრობლემებზეა აგებული. რეჟისორ ლალი კიკნაველიძის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის ინსპირაცია ფიროსმანის ცნობილი ტილო „კახეთის მატარებელია“. ფილმსაც იგივე სათაური აქვს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

ლალი კიკნაველიძე Empty
PostSubject: Re: ლალი კიკნაველიძე   ლალი კიკნაველიძე EmptyFri May 17, 2019 11:02 am

ლალი კიკნაველიძე A_Big_She_Bear_-_2015

დიდი ძუ დათვი
(მითო-რიტუალური თრილერი, დრამა, 120 წუთი)

2015 წელს შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა პროდაქშენის“ პროდიუსერისა და კინორეჟისორის ლალი კიკნაველიძის მონაწილეობით, ავტორმა ამ რომანის მიხედვით შექმნა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი „დიდი ძუ დათვი“, რომელიც ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის კონკურსში“ (საექსპერტო კომისიის წევრები: ლევან ბერძენიშვილი, ნანა ჯორჯაძე, ვაჟა გიგაშვილი, ლევან თუთბერიძე, დავით ჩუბინიშვილი, ლელა ოჩიაური, დავით გაბუნია, მანანა ანასაშვილი).
კანის ფესტივალის ექსპერტები იზაბელ ფოვიე და ნიკოს პანაიოტოპულოსი ამ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად მუშაობდნენ სცენარების განვითარებაზე.
2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ჰაუგესუნდის ინტერნაციონალური კინოფესტივალის კოორდინატორის ოისტეინ ეგეს (Øystein Egge) შერჩევის შემდეგ, კინოპროექტი „დიდი ძუ დათვი“ ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერის მიერ წარდგენილი იყო ნორდიკის ერთობლივი პროექტების ბაზრობაზე.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_ძუ_დათვი

ლალი კიკნაველიძე Katalog-66

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ლალი კიკნაველიძე Empty
PostSubject: Re: ლალი კიკნაველიძე   ლალი კიკნაველიძე Empty

Back to top Go down
 
ლალი კიკნაველიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება :: კინო არმურზე: კამერითაც ცხონდების კაცი-
Jump to: