არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნოდარ წულეისკირი

Go down 
AuthorMessage
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

ნოდარ წულეისკირი Empty
PostSubject: ნოდარ წულეისკირი   ნოდარ წულეისკირი EmptyTue Apr 30, 2019 11:58 am

ნოდარ წულეისკირი Nodar_10
Nodar Tsuleiskiri

ნოდარ წულეისკირი
(დ. 5 მარტი, 1932, — გ. 11 თებერვალი, 2015) - მწერალი, სცენარისტი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1958 წელს გამოქვეყნდა მისი ნოველებ ჟურნალ "ცისკარში". 1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ "დილას" პასუხისმგებელ მდივნად, "ცისკრის", "მნათობის" განყოფილების გამგედ. კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რედაქტორად. 1990 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. არის არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორი. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფ. წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
* 2008 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
* 1958 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია

წიგნები:
* დავით აღმაშენებლის ქვა : მოთხრობები და რომანი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1990. - 455გვ.
* ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი : ისტორიული მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 301გვ.
* თუთარჩელა : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1971. - 252გვ.
* მტკვრის პირას გათეთრებული კაცები : მხატვრ. ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1961. - 120გვ.
* მტკვრის პირას გათეთრებული კაცები, მხატვრული ნარკვევები, თბ. საბჭ. მწერალი, 1961
* თეთრი მთა, მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1964
* შეჩვევა, მოთხრობები, თბ. საბჭ. საქართველო, 1967
* ორი უძილო ღამე, თბ. ნაკადული, 1967
* რომანი და მოთხრობები, თბ. მერანი, 1973
* მუხა, ვაზი და საქონელი, მხატვრული ნარკვევი, თბ. ნაკადული, 1974
* ზესნახე, რომანი, თბ. მერანი, 1976
* სისატურა, მოთხრობები, ნოველები, თბ. საბჭ. საქართველო, 1983
* წიაქას და თავხანხალას საკვირველი ამბავი, მოთხრობა უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. თბ. ნაკადული, 1984
* ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი, რომანი, თბ. მერანი, 1985
* მთისა და ბარისა, წერილები და ნარკვევები, თბ. მერანი, 1987
* მურიკელა ღრრრ, მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1987
* ძველი სამრეკლო, მოთხრობები; რომანი, თბ. საბჭ. საქართველო, 1987
* ბრძოლა სატანასთან, წერილები, სიტყვები, აკრძალული, თვითგამოცემებით გავრცელებული წერილები და სიტყვები, * პოლემიკა, თბ. მერანი, 1990
* აფთრები, რომანი, თბ. სამშობლო ფორტე, 1995
* ოცი წელი წერაქვში, ჩანაწერები, ინტელექტი, 2013 - ISBN 978-9941-44-65-6-6

ფილმები
1965 — „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“
1974 — „საჰაერო ხიდი“

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ნოდარ_წულეისკირი
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001010/
* http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=142
* https://www.imdb.com/name/nm0875398/


ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა

Georgian Broadcaster
Published on Feb 12, 2015

ცნობილი ქართველი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა.
მწერლის ყველაზე გახმაურებული რომანის, „აფთრების“ სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი იყო.
1992 წლიდან მწერალი მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში სკოლის დირექტორად და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა.
ნოდარ წულეისკირს კვირას სოფელ წერაქვში დაკრძალავენ.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

ნოდარ წულეისკირი Empty
PostSubject: Re: ნოდარ წულეისკირი   ნოდარ წულეისკირი EmptyTue Apr 30, 2019 12:01 pm


ნოდარ წულეისკირი - თუთარჩელა (შვიდი სერია)

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - რევაზ გამცემლიძე
ხმის რეჟისორი - მარინა თევდორაშვილი
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე

მონაწილეობენ: იზა გიგოშვილი, მურმან ჯინორია, თათია ხაინდრავა, ქართლოს მარადიშვილი, ზაზა ლებანიძე, ლამზირა ჩხეიძე, ბონდო გოგინავა, სოსო ლაღიძე, ვაჟა ფირცხალაიშვილი, ჯემალ მონიავა, თემურ კვირკველია.

ჩაწერილია 1988 წელს (რადიოსერიალი აღდგენილია 2005 წელს. აღდგენაზე მუშაობდნენ: ნათია ხოშტარია და გიორგი ცაგარეიშვილი).

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

ნოდარ წულეისკირი Empty
PostSubject: Re: ნოდარ წულეისკირი   ნოდარ წულეისკირი EmptyTue Apr 30, 2019 12:02 pm


ნოდარ წულეისკირი - ლობიოჭამიების სასიძო

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი იმნაიშვილი

მონაწილეობენ: ზეინაბ გზირიშვილი, მამუკა ლორია, გიგოლა თალაკვაძე, ლეო ანთაძე, თამარ სხირტლაძე, ზაზა ლებანიძე, დავით დვალიშვილი, ირმა გურიელი, ზურაბ ცინცქილაძე, უშანგი კაპანაძე, თემურ ხუციშვილი.

ჩაწერილია 1984 წელს.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

ნოდარ წულეისკირი Empty
PostSubject: Re: ნოდარ წულეისკირი   ნოდარ წულეისკირი EmptyTue Apr 30, 2019 12:03 pm


ნოდარ წულეისკირი - დავით აღმაშენებლის ქვა

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე

მონაწილეობენ: გიზო სიხარულიძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ტარიელ საყვარელიძე, ლეო ფილფანი, ლეო ანთაძე, რევაზ თავართქილაძე, გურამ ხურცილავა, თემურ ნაცვლიშვილი, სლავა ნათენაძე, სოსო ხაინდრავა, უშანგი კაპანაძე.

ჩაწერილია 1988 წელს.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

ნოდარ წულეისკირი Empty
PostSubject: Re: ნოდარ წულეისკირი   ნოდარ წულეისკირი EmptyTue Apr 30, 2019 12:06 pm


ნოდარ წულეისკირი - 2002 წ , სცენარის ავტორი ნინო ქუთათელაძე, რეჟისორი მამუკა ღვინერია

Published on Feb 18, 2015
ნოდარ წულეისკირი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე.
1990 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ამავე წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად.
1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი
ავტორია გახმაურებული რომანებისა: „თუთარჩელა“ და „აფთრები“. ეს უკანასკნელი იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი „მონანიება“.
გადაცემა მომზადებულია 2002 წელს , სცენარის ავტორი ნინო ქუთათელაძე, რეჟისორი მამუკა ღვინერია.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

ნოდარ წულეისკირი Empty
PostSubject: Re: ნოდარ წულეისკირი   ნოდარ წულეისკირი EmptyTue Apr 30, 2019 12:08 pm


ნოდარ წულეისკირის ცხოვრება სოფელ წერაქვში -- მწერლის მოგონებები სპეციალურად „პანორამისთვის"

TV IMEDI
Published on Dec 4, 2013.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

ნოდარ წულეისკირი Empty
PostSubject: Re: ნოდარ წულეისკირი   ნოდარ წულეისკირი EmptyTue Apr 30, 2019 12:13 pm

ლადო გოგოლაძე

ნოდარ წულეისკირი: "ვარლამ არავიძე ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სახელმწიფოში შეიძლება გაჩნდეს"


ნოდარ წულეისკირის ცხოვრება სოფელ წერაქვში -- მწერლის მოგონებები სპეციალურად „პანორამისთვის"

"ვარ ჩემთვის წერაქვში და ვმუშაობ რომანის მეორე ნაწილზე..."

2014 წელს მხატვრული ფილმის, "მონანიების" გამოსვლიდან 30 წელი სრულდება და ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ფილმის გამოსვლას უამრავი სიძნელე ახლდა, მათ შორის ისიც, რომ სცენარის ავტორს ფარულად უხდებოდა მუშაობა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზიც, რომ მისი სახელი ტიტრებში არ გვხვდება. მხოლოდ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, გაზეთ "კომუნისტთან" ინტერვიუში განაცხადა დამდგმელმა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ, რომ სცენარის თანაავტორი მწერალი ნოდარ წულეისკირი იყო.

ბატონი ნოდარი 1992 წლიდან სოფელ წერაქვში ცხოვრობს. ჩვენ მას კომენტარი ვთხოვეთ:

- კინოსცენარი ისეთი მძაფრი არ არის, როგორიც ჩემი რომანია, მაგრამ "მონანიება" ხალხში დღემდე პოპულარულია, რაც, უდავოდ, რეჟისორის, თენგიზ აბულაძის დამსახურებაა, ცხადია, მსახიობებისაც.

- თქვენ, დისიდენტურად განწყობილ ადამიანს, როგორ მოგცეს ფილმზე მუშაობის საშუალება? ეს არ იცოდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, თუ იცოდნენ და თვალი დახუჭეს?
- დღეს კომიკურიც კია ის ვითარება, რომელშიც ამ კინოსცენარის გამო მე და თენგიზ აბულაძე აღმოვჩნდით. სასაცილოა ფარული შეხვედრების გახსენება "მზიურში" სცენარზე მუშაობისას, ჩემი სახელისა და გვარის დამალვა, ვინაიდან დისიდენტად მივიჩნეოდი. მაშინდელმა ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ თავიდანვე იცოდა სიმართლე და საქმის ვითარება. ვფიქრობ, თვალი დახუჭეს მარტივი მიზეზის გამო - სიუჟეტი მოეწონათ.

- ეს ფილმი საბჭოთა მანკიერების ერთგვარი სარკეა, როგორ დაგთანხმდნენ ფილმის გადაღებაზე?
- უთუოდ თენგიზ აბულაძის ავტორიტეტის გამო დაგვრთეს ნება. ალბათ ჩათვალეს, რომ კარგი სიუჟეტისა და ცნობილი რეჟისორის თანხვედრა წარმატებულ ფილმს შექმნიდა...

- საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვარლამ არავიძეს ლავრენტი ბერიას პროტოტიპად მიიჩნევს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ბერიას ვაჟი. ეს ასეა, თუ ვარლამ არავიძე საბჭოთა ჩინოსნების კრებითი სახეა?
- ვარლამ არავიძე არა მარტო საბჭოთა ჩინოსანთა კრებითი სახეა, ის გახლავთ უფრო მასშტაბური პერსონაჟი, არამზადა სახელმწიფო მოხელე, რომელიც ნებისმიერ დროში და ნებისმიერ სახელმწიფოში შეიძლება გაჩნდეს, ისევე როგორც შურისმაძიებელი ჯეგე ხალდანი, პერსონაჟი, რომელიც ფილმში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის.

- ნაწარმოებს, ფილმისაგან განსხვავებით, სახელად ჰქვია "აფთრები"...
- თავიდან რომანს ერქვა "აფთარი", რადგან ამ მხეცში ვგულისხმობდი ადამიანის სახედაკარგულ ვარლამ არავიძეს. რომანის წერისას შურისმაძიებლის, ჯეგე ხალდანის "გააფთრებამ" გამოიწვია რომანის სახელის შეცვლა და დაერქვა "აფთრები". რომანი ნამდვილად ამართლებს სახელს - გააფთრებული ნაწარმოებია.

- ხომ არ გწყდებათ გული, რომ ბევრმა არ იცის, ფილმის სცენარის თანაავტორი რომ ხართ?
- საქმე ის არის, რომ სცენარი მრავალჯერ შეიცვალა, ასცდა ჩემი რომანის სიუჟეტის ხაზს და სცენარის თავდაპირველ ვარიანტს, თუმცა ძირითადი დარჩა...

რომანი უკვე მეორედ გამოქვეყნდა და სწორედ ისეთია, როგორიც უნდა ყოფილიყო. ვარ ჩემთვის წერაქვში და ვმუშაობ რომანის მეორე ნაწილზე. რისი დასრულებაც უწინ ვერ მოვახერხე, მწადია, ახლა დავასრულო.

- ბევრს ლაპარაკობენ ედუარდ შევარდნაძის როლზე.
- შევარდნაძის კეთილგანწყობა რომ არა, "მონანიება" ვერ გამოვიდოდა ეკრანზე. იმ დროს ყველა სცენარი მოსკოვში მტკიცდებოდა, "მონანიების" სცენარი კი ედუარდ შევარდნაძემ მოსკოვის გვერდის ავლით დაამტკიცა...

„კვირის პალიტრა“, 2013, 16 დეკემბერი

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Sponsored content




ნოდარ წულეისკირი Empty
PostSubject: Re: ნოდარ წულეისკირი   ნოდარ წულეისკირი Empty

Back to top Go down
 
ნოდარ წულეისკირი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: