არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 იმედი ჯახუა

Go down 
AuthorMessage
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:19 pm

იმედი ჯახუა Imedi_10
Imedi Jakhua

დარწყულებული მოლოდინისა

წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...

ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...

თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..

როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.

- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.

წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...

1976


იმედი ჯახუა (1950 - 2011)
პოეტი

იმედი ჯახუა დაიბადა 1950 წლის 7 მარტს თბილისში. მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლისას მოუსწრო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევებამ და იმედი ჯახუაც უყოყმანოდ დადგა მერაბ კოსტავასა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერთა გვერდით. ამიტომაც გარიცხეს უნივერსიტეტის უკანასკნელი დამამთავრებელი კურსიდან.
წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სკოლებში, მუშაობდა გამომცემლობაში - რედაქტორად, საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოებაში - კოორდინატორად და ყველგან მშობელი ქვეყნის სიცოცხლის ინტერესებს ემსახურებოდა.
იმედი ჯახუას ლიტერატურული ნათლობა 1964 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ "პიონერში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი "სადღეგრძელო". მას შემდეგ იმედი ჯახუას ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად.
იმედი ჯახუას შემოქმედება ტერენტი გრანელის სახელობის პრემიით აღინიშნა.
გარდაიცვალა 2011 წელს.

წიგნები
* „გულის გალავანი“ (ლექსები), წინასიტყვ. ავტ.: ტ. მებურიშვილი; თბ.: მერანი, 1982
* „კვლავაც მაღლდება“ (ლექსები), თბ.: ნაკადული, 1984
* „ფიქრთაცვენა“ (ლექსები), რედ.: დავით ახობაძე, თბ.: მერანი, 1989
* „ჭყონდიდური გვირგვინი“ (ლექსები); რედ. რამაზ პატარიძე ; მხატვ. კახი თოდუა. თბ. : დიდგორის დროშა, 2004

ბმული:
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2011&art=13495
* https://www.facebook.com/casariaa
* http://urakparaki.com/?m=7&WUID=2578&sm=1
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=ჯახუა%20იმედი

Exclamation


მღერის: Lela Nakeuri წვიმს სანატრელო...

Published on Aug 4, 2017
ლელა ნაყეურის სიმღერა პოეტ იმედო ჯახუას ლექსზე.


study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:23 pm

იმედი ჯახუა

ტეხურს

ერთხელ იქნება _
მეც მოვიხდი დუმილის სახადს
და მოლოდინში
იმ ნანატრი დღის გათენების,
მოვიგდებ მხრებზე კოლხურ ღამეს _
იისფერ ნაბადს
და ნიავივით
ნაპირ-ნაპირ აგედევნები...
გზად,
ჭალა-ჭალა
მიძინებულს წამოვშლი ჰანგებს,
რომ შეერიონ ხმიანებას
შენი ჩქერების
და ვივლი ასე,
დაკბილული მთებით ცის სარკე
ინათებს ვიდრე
გამთენიის ფერთა ფერებით...
და ციხე-გოჯი,
პირველ სხივს რომ გუმანით იგრძნობს
თვალჩალიბრული
და დაჩეხილ თავ-პირს მოისრესს,
მეც შენს მხარდამხარ გამოვარღვევ
კლდეების ვიწრობს
და ნანგრევებში ღამენათევს
ავუქშევ ნისლებს...
გაცრიაგებულს,
ცვრით გალუმპულს
დავაგდებ ნაბადს
და რკინის ხიდთან
სისხამ მორევს გავჭრი მხარულით
და მომხიბლავი,
ვით კალმახთა მარულა სწრაფი,
სიცოცხლით სავსე დაიწყება
დღე სიხარულის!

study


Last edited by Christopher on Sat Apr 20, 2019 10:54 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:24 pm

იმედი ჯახუა

***
შენი ცრემლი ისევ აწვიმს
ჩემს ჭერახდილ სალოცავს...
შევუყვები სევდის გზაწვრილს,
შეიმღვრევა ცა როცა...
გავლილია ხიდი ბეწვის,
ეს გზა ქვითინს მაძალებს...
გული მტკივა, გული მეწვის,
გული... შენ გენაცვალე...
შერევია ფერი ნაცრის
გაღმა, ხსოვნის სანახებს...
მოდის მწუხრი და ქანცგაცლილ
ნახირს მოაბალახებს...

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:27 pm

იმედი ჯახუა

მფარველი ფრთებისა

უფალო, ვუწყი, შენგან არრა
დაიფარების
ვეღარას უშლის რასაც სივრცე
ცის სიშორეთა...
დასალიერით შორი გვრინი
მესმის ზარების
რომლის ჰანგებზეც რწმენა ჩემი
ფრთებს ისწორებდა...
მთელი სიცოცხლე ველი სოფლის
წყნარ ნეტარებას
ვნატრობ სიმშვიდეს, სულში
თბილად გამოდარებას
თუმც დის ჟამი და მეც კვლავ ვდგავარ
მღვრიე მორევთან
აქედან გავცქერ შენს საუფლოს,
რაც თავი მახსოვს
და სულ მგონია, რომ ოცნება
შენსკენ მომაფრენს.
ყელზე მკიდია კრიალოსნად
ტკივილთა ასხმა
და სალბუნად მაქვს
ფრთენი შენნი
ყოვლის მფარველი.


სიღამის ჟამისა

ჩემი გვიანი დაისების სტუმარი რიდით
მის ცადაბურულ ჩრდილნარებს რომ
უბრად გავივლი,
აქა-იქ კიდევ შუქშემორჩენილს.
„ ვერა ჰპოვე რა, სანუგეშო?!. „
მესმის შორიდან,
არადა ჩემივ გულის ხმაა,
სნეულ-ბებერის...
ვიდრე ნათელი დაადგება ცას თუთარჩელის...
გაიტკაცუნებს სივრცეებში მსახვრალი შოლტი
გაჩენიდანვე რომ არ მაკლდა
და არც მებევრა
მერე კი, მერე,
ვიცი ღამე უნდა მესტუმროს
( კიდევ ერთი თუ
ის, ნაღდი და უკანასკნელი?!. )
და მერამდენე
მზერას ვტყორცნი
უბრად სასთუმალს
და ვგრძნობ,
ჭერიდან
უხილავის
მზერა
დამცქერის...
მერე კი მტკივან გულს ვერაფრით
ვეღარ ვაძინებ,
ყველა აბეზარ ბავშვზე აბეზარს,
ძლივს რომ ქანქარებს
სიფრიფანა გისოსებს მიღმა...
სულს კი შენზე ფიქრს
გათანგულიც ვეღარ ვაცილებ
სულ გაშლილია ნაღვლის ჩემის მწირი ტრაპეზი
ვიდრემდის ცივად გადაუვლის
ჟამი სიღამის!..


ნაადრევი დაისებისა

ხანდახან ისე ნაადრევად საღამოვდება,
მზე ზოგჯერ ისე უზრუნველად წაიზარმაცებს...
თითქოს სიცოცხლე მოკლდება და გულიც ღონდება
ცრემლნარევ ლოცვით რომ ასცქერის ცას მობარბაცეს...
შენ შორს ხარ ამ დროს და სულს აზის მარტო დარჩენის
მარადისი და უკურნელი შიშის ბაცილა...
და ამ დროს ვფიქრობ - რომ ვედრებას ჩემსას უჩემოდ
საყდრიდან მწუხრის ანგელოზი გამოაცილებს...
ნუ მიმატოვებ მე, უფალო, ნუ მიმატოვებ
თუმც ხშირად მიჭირს, მაგრამ ახლა სხვა არს ეს გვემა...
ჩემს წყლულსატკივართ მადლი შენი გადმოათოვე
და მრავალნაგვემს სანატრელი შვება მაგემე...
მაქვს უამრავი სავედრები და სათხოვარი,
ოღონდაც ვშიშობ გაგაბეზრო და შენც იწყინო
ვარ ერთი მწირი მწირთაგანი და უპოვარი
და შენს წინ მორთხმულს,
მე ჯერ ლოცვაც არ დამიწყია...
ხუთჯერ თორმეტი მოვიყარე წლები უბირად
და თუ რამ დამრჩა, შემოგწირავ იმ ორ პარასკეს
ჩემს ქოხმახს შენმა ანგელოზმა გადაუფრინა
და მსწრაფლ განათდა წამით, ჩემი მოკლე შარაგზა...
შენსკენ ვილტვოდი მე უფალო, შენსკენ აქამდეც...
და ამ მოკლე გზის მჯერა -
უფრო მალე გავივლი...
იქ, გზის დასასრულს სანთლის მცირე ალი ფარფატებს
და მცირე ჯვარქვეშ
შეყუჟული
მინდვრის ყვავილი...

13. 11. 2011წ.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:31 pm

იმედი ჯახუა Imedi_13

იმედი ჯახუა

მინაწერი მირან ფალიანის ლექსზე „ფუფალა“

ჯერაც სვეწერას გულის გარდა ვერცრა ვუფარე
და კვლავ შენ აგცქერ რწმენით და შიშით...
მიეფერე და დაიფარე უფალო, ფუფალა -
სიყვარულისთვის დიდმოწამე ლამაზი გიჟი!!!

study


Last edited by Christopher on Fri Apr 19, 2019 9:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:32 pm

იმედი ჯახუა

ლაზური ტრიპტიხი
კოლხური ნოსტალგია

ცხრა მილიონი ლაზი,
კოლხი, მეგრი და მესხი...
- პონტოს ნაპირის გასწვრივ
მათი გულის ხმა მესმის!..

ცხრა მილიონი ლაზი,
ზანი, ჭანი და მესხი...
-პონტოს ნაპირის გასწვრივ
მათი ფიქრის ხმა მესმის!..

ცხრა მილიონი ლაზი,
კლარჯი, ხალიბი, მესხი...
-პონტოს ნაპირის გასწვრივ
მათი ტკივილი მესმის!..

ცხრა მილიონი ლაზი,
შავში, ჯავახი, მესხი...
-პონტოს ნაპირის გასწვრივ
მათი ქვითინი მესმის!..

ცხრა მილიონი ლაზი,
სომხი, ერუში, მესხი...
-პონტოს ნაპირის გასწვრივ
მათი ოცნება მესმის!..

ცხრა მილიონი ლაზი,
ჭანი, აფხაზი, მესხი...
-პონტოს ნაპირის გასწვრივ
მღერის... და სუნთქვა მეკვრის!..

ოდითგან ბრწყინავს ცა მზით
/ ზღვას რომ ჩაჰკვრია მკერდში /
სულის - ურიცხვი ლაზის,
სისხლის - უშქარი მხედრის...

ცხრა მილიონი მოყმის
მესხის, ჯავახის, ჭანის
მიწად ჩატანილ ბოღმით
მტრის შელეწილი ჯანი...

ცხრა მილიონი კოლხის
ხსოვნა წაგებულ ომის!..
-ცხრა მილიონი ქოხი
ზრდის ფაფარაშლილ ლომებს!!!



სარფის სამანთან
ოთხკეცი სონეტი-მონოლოგი

ჭანეთო და ლაზისტანო,
კლარჯეთო და ერუშეთო -
გული ვითღა გავიხაროთ,
ვმონებთ ვიდრე ბედს უღმერთოს?!.

როსღა - ჩვენმა ორჩხომელმა
ისრებრ პონტოს ზღვა გაჰკვეთოს?!.
- გაყოფილმა ორად ერმა
საქმე ერთი ვით აკეთოს?!.

ვით მივუვალთ დიდ წინაპართ,
ძმანი ერთურთს თუ ვერ ვიხსნით?!.
როდის აქეთ გაიაფდა
მოსისხლისთვის ჩვენი სისხლი?!.

როსღა დავდოთ გაჭრილ სარფთან
ფიცი - ცოტნეს საკადრისი?!.

ვითღა ჰპოვონ ძვლებმა შვება,
ამ ზღვისპირად დაფლულებმა,
ვიდრე კიდევ ნატვრად რჩება
ერთმანეთის დაბრუნება?!.

ვიდრე გული უქმად შვრება,
ვიდრე სისხლი ჯავრით შრება...
ერთხმად ძმობის გამარჯვების
არ დავჭექეთ ვიდრე ძმებმა?!.

ვიდრე გვესმის სარფის კართან
მოთქმად ,, სი სო ული ბატა ’’?!.
ვიდრე ცრემლი სულშიც ატანს,
როს ამ ხმასაც ქარი ფანტავს?!.

ყელში ბურთებრ მეჩხირება,
ქვითინს გულს რომ ამოვატან...

ამ ზღვის პირად დავანება
ხომ ღვთივ ერგო ლაზიკიას?!.
როს ძმები ვართ ალალები,
,, მეზობლობა ’’ რას მიქვია?!.

სევდაც ჩვენი დანანებით
ჩვენს ერთობილ ცას მიჰკვრია...

ამ ზღვას მიჯრილ მთებში ჰქრიან
სულნიც ჩვენთა წინაპართა...
ჩვენ ხომ გვახსოვს - ჟამთა წიაღ
ეს კედელი ვინ აღმართა?!.

არც ტყვევნილი, არც ხიზანი -
შენსას ზიხარ ეზო-ყურეს!..
არც ცრემლი გაქვს ნასხვისარი,
დღემდის რითაც შემოჰყურებ

შენს განაყოფ მამულ-დედულს -
ჩვენს ძველ, ზიარ არემარეს...
არ გაგვწირავს ღმერთი ბედკრულთ
- ნანატრს მოგვახარებს ხვალეს!..

დავიბრუნებთ მალე ერთურთს -
კიდევ ცოტაც, გენაცვალე!..

აგერ გვრინიც გვესმის გმირთა -
ამ მიწას შეწირულ სპათა...
ზღვა ჭოროხის ზვირთებრ ირთავს
ჰანგებს, ციდან ჩამონატანს...

- ჩვენ სისხლ-ხორცი ჩვენი გვინდა!..
ჩვენ არც მიწა გვინდა სხვათა!..
- მესმის ორად გაჭრილ სარფთან
როგორც ,, სი სო ული ბატა ’’...


მონატრების და იმედის საღამოები

დღეს ერთმანეთის რა ცოტა გვესმის
ერთურთთან ყოფნას კი დღემდის ველტვით
და ერთმანეთის ტკივილს და კვნესას
საუკუნოვან ცრემლებით ვალტობთ...

მაინც ერთურთის სიმღერას ვუსმენთ
ჩვენი ჰანგებიც ერთგვარად ჟღერენ
და ფიქრნიც, ჟამი ჩვენს გულს რომ უსევს,
ბნელში ერთმანეთს ეძებენ ჯერაც.

ერთი დედა-ზღვის დგაფუნი გვესმის
როცა ტალღები ლაღად დაჰქრიან
და ვაყურადებთ ჩვენივე ფესვებს
ერთურთისკენ რომ მიისწრაფიან...

მაშინ კი, როცა მნათი, დაღლილი
დასალიერთან თვალს აფახურებს
და ზღვის სხვადასხვა მხრიდან ბალღივით
მის ჩასვენებას ერთად გავყურებთ.

ერთდროულად რომ გვემშვიდობება,
ერთგვარს გვპირდება დარსაც ხვალინდელს
მერე, მაშვრალი ჯაფით სოფელი
ვიდრე სასთუმალს თავქვეშ დაიდებს,

ახედავს ცას და გახედავს არეს
იგემებს ზეფირს მოავგაროზეს
და თუთარჩელად გაბადრულ მთვარეს
დაეკითხება ხვალის ტაროსებს.

ამ დროს ნაპირთან მდგარი დღე ცისმარ,
გაჩენის დღიდან რაც რომ ეწერათ,
რომ მიელტვიან სადღაც სიზმარეთს
მშვიდად ერწევათ სუსტი კენწერო.

ცისკენ ყელაწვდილს და ტანწერწეტა
სანთლად ჩამოქნილ ჩვენ კვიპაროზებს
და სწამთ რომ ჩვენი იღბალი ბერწი
ობლის კვერს ვეღარ ჩაიჩაროზებს.

დასაბამით რომ ცხვება იდუმალ
და თონეს რომლის, უვლის განგება
და ზეციერი როცა ინდომებს,
ჩვენიც გახდება სვე გასაგები.

მანამ კი ღალოს ძველი ლოდინი
და ერთად ყოფნის კვლავ მონატრება
მერე კი ვტყორცნით მზერა ბოლომდის
ბრმა ბედისწერის ვერაგ ნატერფალს!..

study


Last edited by Christopher on Sat Apr 20, 2019 10:55 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:34 pm

იმედი ჯახუა

ნაღმი

... ნაშუაღამევს,
უცაბედად,
თეთრღელის გაღმით,
ღამეს შეყუჟულ თეთრ საყდართან
აფეთქდა ნაღმი...
მთებიდან ექომ დაიქუხა
ცხრა გზის და ცხრა ხმით...

მომცრო საყდრისამ
დაიგმინა ეულმა თაღმა...
ექოც მცირედი გამოიღო
იმ თაღმა გაღმა...

მიწაზე ექოს მალე მოსწყდა
გრუხუნი ხაფი,
ციდან კი ექო
აღარავის გაუგონია...
ეპირებოდა ცა ღრუბლიდან
ზღვის ამოხაპვას...
იდგა შეგრძნება
ბრმად-ბედითი რამ აგონიის...

გავეშდა ღამე...
თუმც არც მანამ
ჰგავდა დავრდომილს...
ისე გავეშდა,
დაეკარგა სახე დამნდობის...
მაგრამ ვინა ჰყავს ღამეს მოძმე
ან თანამდგომი...

ერთი უკუნი ღამე იყო,
უჭრაქ-უმთვარო
და ვარსკვლავებსაც
დრო ეშოვნათ მაშინ განდგომის...
და მარტო იყო ბნელი ღამე -
ბედით მუხთალი...

თუმც ბნელ ღამეზე
საუბარი გვაქვს აქ ნაკლებად...
ისღა ვთქვი მხოლოდ -
ღამით მოხდა ესე ყოველი...
და სიმყუდროვე
აქამდისინ შეუკრთომელი
წამისუმალვე გადაძოვა
ხარბმა ცხოველმა,
და ღრუბლებმაც რომ დაასრულეს
ვარსკვლავთ აკრეფა
( ხმა აფეთქების არ სმენია
არცერთ იმათგანს...),
- ვიღაც უგვანო,
ლაჩარი და
სულგაბოლილი
ბნელ-უკუნეთში
მეყვსეულად გაუჩინარდა...
ბნელს შეეფარა ავაზაკი,
ამკლები საყდრის
( ყველაფერს ფარავს უკუნეთი -
ბნელეთის ჩადრი... ) ...

ამ დროს ვისაც რა მოუნდება
იმას იკადრებს
ან ვინ დაუშლის
თუ თითონვე არ დაიშალა...
მაგრამ უღმერთო და უგულო,
სულგასაღადრი,
რას აღარ იზამს,
ღვთისუშიში,
კურდღლებრ მშიშარა...

***
სულიერს ყოველს ღრმად ეძინა,
თვლემდა სოფელი
( ჭირ-ვარამს ძილშიც
ყველა თავის წილხვედრს ატარებს...)...
წყვდიადში მთვლემი,
ალბათ ცისკრის მზისმონატრული
და იმ დროს თითქოს
არცსად მყოფელი,
შეკრთა მთა-ბარიც,
ყანაც შეკრთა
უეცარ ბათქით,
საწვიმარ ღრუბლის
და უკუნის ფსკერზე დანთქმული...
სადაც გუშინ მწყრებს აგროვებდა
ჭრელი სეტერი.

რაღა თქმა უნდა -
საყდრის მრევლი -
ანაზდად შეკრთა
და ღრმად მძინარეს გაეღვიძა
გულხელდაკრეფილს...
თვალის მოფშვნეტაც არ უცდიათ,
შეჩქვიფულთ ერთობ,
ღამეს გახედეს,
უსაშველო მეხით დაკეპილს...

ცა აპირებდა, ისე ჩანდა,
წვიმის დაწყებას,
ღრუბლები ისე ამოძრავდნენ
ქარსაყოლინი...
და როცა ქარი თაღდალეწილ
საყდარს მოაწყდა...
და როცა ცასაც
ღარგახსნილი ღვართქაფი მოსწყდა,
როცა არაფრის
ჯერ არავინ არ სჩანდა მოწმე,
ცივმა დელგმამაც ცაწალეკა
ირგვლივ ყოველი...

ამოიხვნეშა ( თითქოს შვებით ...)
საყდარმა მომცრომ,
ვითომ ნაჭრევნი გაიგრილა და დაუამდა...
( ალბათ პასუხად ) ცამ მის ზემოთ
ელვა გამოსცრა...
მეხისხმას მისას შეესიტყვა
სადმე თუა მთა...

***
იმ ღამით
ძაღლს არ გააგდებდნენ
( სხვისასაც ) გარეთ,
სველ და შეცივნულ, წაფერდილ ქოხით...
ღვარცოფს თანდათან გაერია
სეტყვა და კოხი...
ზვარზე ნაღვლობდა
ძილგამფრთხალი ხალხი
და ოხვრა
ნაღმზე კი არა,
დასცდებოდა უფრორე ზვარზე...

თითქოს გააკრეს მაცხოვარი
ხელახლა ჯვარზე...
ერთპირ შეიძრა დილიდანვე
სოფელი მთელი
იმ სახილველით,
რაც საყდართან იხილეს თვალით,
რომ ვერ ჰკადრებდა ვერა კაცი
დასანგრევ თავლას...

იდგა ჩოჩქოლი გარეშემო
კაცის თუ ქალის,
ანუ ყაყანი ლიტონი და
არაფრის მთქმელი...

სხვა რა შეეძლო...
ქვაბავაზაკს,
მოქმედს ავისას,
სად იპოვიდნენ,
აიფარა ვინც ღამე ბნელი...

ხმა ჩამიჩუმის არ ისმოდა
ცის კამარიდან,
ყუჩობდა ზეცა,
ნაზათქი და ნაღვარღვარალი
აღარც მზე ჩანდა,
არც მცირე რამ ქროდა ქარი და
იხედებოდა ზეცისაკენ
არც აღარავინ.

რისხვის ნაღმებით
სოფლის გული თუმცა გაივსო,
შერჩა ავაზაკს
ნაქნარიც და ავაზაკობაც...
გამოაჩინა ცის ნაფლეთი
გვიან,
დაისმა,
ხალხიც ყაყანმა და შიმშილმა
ლამის დაცოფა
და თავჩახრილნი
ქოხების გზას გაჰყვნენ ცალ-ცალად...

იდგა საყდარი -
ხეიბარი,
მარტო დამრჩალი,
ვერ მოჰყვებოდა ვეღარც ქვითინს
და ვეღარც ტირილს...
იმ ღამეს მხოლოდ ერთსღა სწუხდა,
ნაგები კირით:
რად დასდევს მაინც ბოროტება
კეთილს ჩანჩალით
და რასაც სჩადის,
არ ეცვლება თუ რატომ ნირი,
ღმერთმა რომ იქვე დააჭედოს
მისივ სამსჭვალით...

დიდი ყაყანიც მინელდა და
იქცა დუდუნად,
იქცა ჩურჩულად,
მიილია მერე თანდათან...
დაუბრებულნი თითქოს ერთურთს
და გაბუტულნი
დადუმდნენ ბოლოს,
სულგაწეწილთ და გულდათუთქულთ
ზენა ძალი რომ აკავებდათ
მხოლოდ საყდართან...

მაინც მხოლოდღა
ვაებისას არ ჰგავდა ის დღე,
ის სულის დრტვინვა,
მძაფრი განცდა ღვთისმოშიშობის...
ეს იყო რაღაც
ბოროტებით განწმენდა კაცთა,
ძეხორციელი საიდანაც
ახლად იშობა...

***
ჭარმაგნი,
მცირე,
მაგრამ კუშტი თათბირის შემდეგ,
თაღჩამონგრეულს,
ბჭემორღვეულს,
მიადგნენ საყდარს.
შიგ ფეხაკრეფით შეაბიჯეს
უჩუმრად, რადგან
ეშმაკეულის ნაქნარს გავდა
ნაღმის შედეგი...

ჩამოცვენაზე
იყო თაღის ქვები წინამოს,
მაგრამ თუ რამე გადაურჩა ამ მკრეხელობას,
უნდა მოესწროთ,
გაერჩიათ,
მიწი-მოწიეს
ფრთხილად ნანგრევნი
და აკრიფეს რაც დარჩა მთელი,
რაც გადაურჩა
ღვთივ წყეულის ხელს და ხელობას.

ბოლო სანთელიც არ დატოვეს
სიწმინდეთ გარდა,
ხოლო ბევრი რამ
აღარც ღირდა ხელში აღებად.

ჩანთებში ფრთილად ჩაალაგეს
და პირჯვრის წერით
გამოაბრძანეს სიწმინდენი
საყდრიდან უხმოდ...
და ძველ ჩექმებზე ამოკრული
ტალახით, უხვით
ნელ ნელა სოფლის გზას გაუდგნენ
დიდი ბალღები
და გზად არავის არ უცდია
კრინტის გაღება.

მხოლოდღა უხმოდ ლუღლუღებდა
მღვდელ-დიაკვანი,
მოულოდნელი ელდისაგან
ენაც წართმოდათ,
არც როს მოწმენი
საარაკო მსგავს მკრეხელობის,
უღმერთოთა,
სულუსათნოთა.

***
დააბინავეს ,
დაასვენეს გაშლილი განძი
გასაშრობად და გასაწმენდად
ფრთხილად, რუდუნით,
მერე უჩუმრად, უბრად,
თითქოს ერთურთის ბაძვით,
გამოეფინნენ მღვდლის სახლიდან.
მწიკვი თუთუნი
ეჭირა ყველას გასახვევად გამზადებული,
იქ აღარცერთმა არ იკადრა
ფუტის გაშვება,
გზად, შინისაკენ, აბოლებდნენ
მორიდებულად,
შეშფოთებული,
შიშნაჭამი უფლის ბავშვები.

***
უფალო, შენ კი ამ დროს იყავ
უშფოთვრად, მშვიდად?!.
იქ, იქ კი ნეტავ რა ხდებოდა
ცის საყუდარში,
როს ერთი სოფლის,
ერთი საყდრის მრევლის მუდარა
ცისა და მიწის გამჭოლ საზღვარს
შიშისგან შლიდა?!.

***
მოლოდინები უარესის გვქონდეს კი როსმე?
არაკაცობას,
მკრეხელობას, რა ძალუძს მეტი?!.
იქნებ ხვალ მავანს მოესურვოს
უგვანს და მომსპარს,
ძირს დაანარცხოს
სიდიადე ცხოველი სვეტის!..

ან მთლად სატანის ჩაიმარხოს
წაბილწულ სულში
კადნიერება,
ყველაფერს რომ გადაამეტოს
და უდრტვნილველად,
ცივი გულით,
უბრად და კუშტად,
ქარს გაატანოს
ნაკუწებად
მთელი პლანეტა...

***
ბოლოს წამომცდეს ხმა უკმეხი
იქნებ... შემინდე,
მაღალო ღმერთო,
ერთადერთო, ყოვლისმხედველო!..
ნუ მიატოვებ ცოდვილ მიწის
შვილს უიმედოდ,
აწრიალებულ დედამიწის
სუსხით დახუფულს
და მოგვასწარი,
რომ ავაზაკთ და უღვთო მკრეხელთ
სიავის ქმნისგან დასაცავი
ხუნდები ედოთ!!!

25. 11. 11

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:40 pm


სვეტიცხოველი - იმედი ჯახუა

Published on Mar 24, 2017

იმედი ჯახუა

სვეტიცხოველი

მაღალ გუმბათთა გადასარჩენად
დაგეშილია მძაფრი სურვილი
და მოსხეპილი შენი მარჯვენა
ჩაბღუჯული მაქვს ორლესულივით!..
თითქოს სიცხიანს და ბეჭგანგმირულს
მორიელები მასხდეს მაჯებზე...
და ისე მინდა, რომ შენს მაგივრად
შური ვიძიო შურის გამჩენზე!..
მაგრამ ანაზდად შემომაფეთებს
აისი პირველ სხივებს დამფრთხალებს
და ჭერს მიასრესს ღამის ნაფლეთებს,
ელდით ფერმიხდილს და მოფართხალეს...
ღია სარკმლიდან სივრცეს ერთიან
მოირბენს მზერა ნაუცბათევი -
მაღალი ყელით ლაჟვარდს ერთვიან
გადარჩენილნი შურ სგუმბათები!..
ალმოგზნებული აისი მიმზერს
და მზეში მტრედებს გააქვთ ტკარცალი
და შურით დავსილ თვალების ჯიბრზე
კვლავაც მაღლდება
ჩემი ტაძარი!..

იმედი ჯახუა
1975 წ.

ლექსს კითხულობს ახალგაზრდა პოეტი ოთო ფალიანი.
ავტორის ხსოვნის საღამო და წიგნის "სიყვარულის საუკუნე" პრეზენტაცია, მწერალთა სახლში.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:41 pm

იმედი ჯახუა

ამაო ზარ-ზეიმისა

მოიმწყვდევს სივრცე
( მერამდენედ ...)
მჯიღში უკუნეთს
და ცისკრის ზარსაც
გულიანად
დააგუგუნებს !..
მზეც ამხედრდება
არხეინად
ცის ტახტრევანზე
და ყოველივეს
კვლავ სახეს და
ფერს დაუბრუნებს ...
მაგრამ უშველის
როსმე რამეს
ეს ზარზეიმი
სენს - უშველებელს,
სენს - საქვეყნოს,
სენს - განუკურნელს ?..

კი - სხივდაკრულებს
კვლავ შეაკრთობს
კვირტებს მთვლემარეს ...
კი - ნაწყვდიადევს
გააბრწყინებს
მწყაზარ მწვერვალებს ...
კი - ღია ცისქვეშ
ღამენათევს
და შემცივნებულს
მიუალერსებს
და გაათბობს
კვლავ არემარეს ...

მაგრამ როდემდის -
დღიდან დღემდე
ამ ყოფით მწირით
და უსამანო
მოლოდინით
თავის გატანა ?!.
- როსღა მიეზღოს,
არსთგამრიგევ ,
კუთვნილი წილი
კაცს და არაკაცს ,
ცრუს და მართალს ,
ღმერთს და სატანას ?!?

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:44 pm

იმედი ჯახუა

დეკემბრის ღამისა

ყველას, ვინც ამ ახალ წელს ვერ მოესწრო..


სანთელი სურნელს აკმევს...
ღამე ბუზღუნებს, ბნელი...
ამაოდ გავცქერ სარკმელს -
არც მთა ჩანს, აღარც ველი...
გულო, რაშია საქმე?..
რამ სანუგეშოს ელი?..

მალავ ცრემლსა და სათქმელს...
ტკივილს ვეღარას შველი...
მამლის ქურდივით გამხელს
მაინც გუმანი ძველი...
მოდი, წავიდეთ სადმე,
ვნახოთ ხელადა სველი!..

ბიჭებს წავუქცევთ ჭიქას,
არგასარჯულებს ცუდად...
ჯავრი ექნებათ იქაც
შემაქცევართ, ცრუთა...

რა ეშველება ამ დარდს -
ვერგამოსათქმელს ენით?!.
ერთსაც გავუძლოთ ზამთარს,
მოთმინებითა ჩვენით!..

2010

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:46 pm

იმედი ჯახუა

დაკარგული ღიმილისა

ნურაფერს მკითხავ, სანატრელო...
და ეს თვალებიც
ცრემლში მიმქრალი
მოარიდე მზერას ეჭვიანს...
ჟამმა სიამის მიმატოვა...
მხოლოდ წვალება
არ მიმატოვებს, ვიცი,
ისე შემომეჩვია...

გამოეთხოვნენ
ლაჟვარდისფერ აფრებს ანძები
ცის ცივ მეჩეჩზე გარჩენილი
ლურჯი ხომალდის
და დაკარგულზე უქმი ფიქრი
ლოდებრ აწვება
გულს - დღეცისმარე
ჟამი რამე ძვირფასს რომ ართმევს...

იმ გულს,
რომელიც შემოსილი ხსოვნის ძაძებით
შენს ღიმილს გლოვობს
აპრილიდან შემოდგომამდის...

2000 წ.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:47 pm

იმედი ჯახუა

ზამთრის მონატრებისა

ჩემს ნაადრევად ცაში გაფრენილ
თანშეზრდილ გოგონებს,
რომელთაგანაც ზოგი
უმანკო ბავშვური სიყვარულით
მიყვარდა კიდეც...
და ახლაც..
და შეუდარებლად მეტადაც...
და ჩემი ცრემლებიც
ყოველთვის მოვა თქვენი
ლამაზი ყვავილების
ფესვებთან...............................................

*** *** ***


ზამთარი მომემანატრა ...
მომბეზრდა შემოდგომაც
- ჩემი ფავორიტი
ყოველთვის - ოთხ დროში ...
ხელში ბოლო გუნდა
როდისღა შემომადნა ?!.
როცა შევამჩნიე -
გულში გავითოშე ...

და უკვე შორეთში...
თვალებანთებული ...
გუნდაობს სიყრმე და...
ეს ალბათ სიზმარში :
- ვხედავ თმადათოვლილ
დალალა დობილებს
და სიყრმის სატრფოებს -
იმათზე გიჟმაჟებს ...

ზაფხულ-შემოდგომის,
ზამთარ-გაზაფხულის,
თავს არც იწუხებდა
არავინ არჩევით...
პირველ სიყვარულთა
იდგა სამსახურში
გულიც - მომავალი
სალმობის არჩივი...

... თითქოს გუნდაობაც
თანშეზრდილ ტოლებთან
თვალწინ გვიქალებდა
გუშინდელ დაიებს...
და როცა კიდევ ერთი
ზამთარი გვტოვებდა -
მათთვის გვიტოვებდა
ენძელებს და იებს...

დღეს კი სხვა გოგონებს
მსურს ვთხოვო შენდობა,
თუმცა სინანულიც
არ მზოგავს წლებისთვლის...
- ტყვიებად დამიბრუნეთ
თუნდაც - ის გუნდები,
რაც მე მისროლია
ი მ გ ო გ ო ნ ე ბ ი ს თ ვ ი ს !..


02. 07. 2009 წ.ქ.შ.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:49 pm

იმედი ჯახუა

გვიანი მგზავრისა

მოვდივარ შენსკენ
და მიხარია -
თბილი დამხვდება შინ სარეცელი...
ანუ - ზიარი ჩვენი გალია,
რომლიდან ერთურთს ვერ გავექცევით...

გაქცევა თითქოს რა ადვილია...
მაგრამ ვით დავთმოთ ეს სარეცელი,
ზამთრის პირზეც რომ ისე თბილია,
როგორც მაისში ბუდე მერცხლების...

ვიცოცხლო შენთვის - ჩემი ვალია...
და მას მოვიხდი, თუკი შევძელი...
ოღონდ სულ თბილი გვქონდეს გალია...
სულ სასურველი - ეს სარეცელი!..

ამ გულსაც - კვლავ რომ შენით მთვრალია
შენც მანამ ვერსად ვერ გაექცევი,
ღამეს უმთვაროს, ღამეს მთვარიანს
ვიდრე მზით გვითბობს ეს სარეცელი!..

ცას - რომ ვერ დათვლი, იმდენხალიანს
და მიწას - შემკულს ამდენ ენძელით,
რამდენჯერ ვუთხრა, რომ მიხარია
სულმომლოდინე ეს სარეცელი?!.

ჰყავ ამ ლექსივით, ღმერთო, დღეგრძელი
გულის საყვარელ გულთან მიშვება!..
ერთხელ გაშლილი ეს სარეცელიც -
არასოდეს რომ არ აიშლება!..

იანვარი. 2000 წ.
study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptyFri Apr 19, 2019 9:50 pm

იმედი ჯახუა

უკან მიდევნებული ძახილისა...

დაბრუნდი ჩემთან
სიხარულის ლურჯო ფრთოსანო,
იმედის ჩიტო -
მოჟღურტულევ ჩემი სიობლის
კარღია ქოხში...
შენ - რომელიც შუქით მოსავდი
ჩემს მომლოდინე თვალთა ღიობებს !..

დაბრუნდი...
ასე ნაჩქარევად და ხელაღებით
ძნელი ყოფილა ყოვლის დათმობა...
როცა ვარსკვლავნი
ცის უთვალავ სარკმელს აღებენ,
მე მზარავს შიში უსინათლობის...

ჩემი თვალები გამოაშრეს მრეშმა ქარებმა
და უკაცრიელ გზებზე ცეცებამ...
აწ უკვე ცრემლთა მივიწყებულ ნასახლარებად
ქცეულნი
ისევ შენ დაგეძებენ...

დაბრუნდი ჩემთან
სიხარულის ლურჯო ფრინველო,
იმედის ჩიტო -
მოჟღურტულევ ჩემი ბალღობის
ლამაზ სიზმრებში ...
დამიბრუნე ის სახილველი -
ამ ხრიოკს მიღმა გაფოთლილი
მწვანე მაღლობი!..

დაბრუნდი...
ჩემი დაცრეცილი ცისკრების ფრთებით
გადმოსცდი
ჩემი გაძარცვული ღამის გალავანს,
რომლის სარდაფშიც
მერამდენედ უგონოდ ვთვრები
ჩემსავ თვალთაგან ჩემივ სახის დასაფარავად!..

შემომეძარცვა
ცეცხლ-და-ყინვაგამძლე პერანგი
სიჭაბუკის და
ძველ ძონძებში თბილად ვეხვევი...
ყველა ოცნებას - როგორც ბუმერანგს -
უკან მიბრუნებს დღე ყოველი
პირგამეხებით...

არ შეიწყნარა ლოცვა ჩემი
ამცისქვეშეთმა
და ზეციერმაც ნიჭი ლიქნის არ მიწყალობა...
და იავარქმნის ქარბორბალებს ათარეშებენ
დღემდე ჩემს გზებზე
ვარდობისთვეც,
ფერიცვალობაც...

დაბრუნდი...
მითხარ -
მაინც ვისი ნება განაგებს
საწუთროს ჩემსას
გადასილულს მღვრიე დილებით!..
სიცოცხლე ჩემი -
მხარქცეული ბედის ქარაგმით!.. –
სხვადასხვა მხარეს
რა მიზეზით მიედინება?!.


1976 წ.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptySat Apr 20, 2019 10:33 am

იმედი ჯახუა Imedi_11

იმედი ჯახუა

პირველი და დაგვიანებული, მაგრამ დროული გასაუბრება ვაჟა-ფშაველას ღვთივკურთხეულ სულთან

მისალმების მაგიერ

დღემდის ვერ გითხარ ლექსადა,
გულს თქმა რისიც რო ეწადა...
ანთუ იმასა ვცდილობდი,
რომ სიბერემდის მეცადა...

ჩემ იყავ, ჩემში ცოცხლობდი
რაც თავი მახსოვს კაცადა,
ამადაც არცრას ვჩქარობდი,
სიჩქარე არც მაქვს წესადა,
ჯერ ჩემ თავს
ღირსად არ ვთვლიდი,
შენთან უბნობა მეცადა.
მაგრამ უტია ცხოვრემამ
ისე, გულ ამომეწვა და,
ვეღარ ვუმზირე ამდენი
ჩვენთ ყანათ ავად მლეწავთა...
გულს ეზედმეტა ვარამი,
მეც მიმომკეცა ლერწმადა,
თავი რო ვაჟკაც მეგონა,
ძაბუნად დავრჩი, შემცბრადა...
იმის ნაძველად დამაგდო,
რაც სიამაყით მცეცხლავდა,
წამგვარა, რაც რამ მებადა
და მიჩნდა ოქრო-ვერცხლადა
და სიჩაუქით გულსავსეს
სალმობად გამომეცხადა...

აწ-უკვე ვინ ვარ, რა ვარ და
რის ძალი შემწევს მაშვრალსა
თავად არ ვუწყი, სხვა კიდევ
გზას დამაყენებს რა მშრალსა...

მოგიკითხავდი, სულმნათო,
შენი ბადიში ბარელი,
ოღონდ რა გქონდეს იქ მაინც
სულ-გულის გასახარელი...
ვფიქრობ სულ სულს გისერავს
მამულის სიმწუხარენი.
ბევრნი ჩაწექით საფლავში,
ვინც ვერცროს გაიხარენით...

ამადაც მიკითხვ-მოკითხვას
სხვა რამ ვარჩიე ამჯერად,
ჩვენს ახლო ამბებს გაუწყებ,
გულმართლად და დასაჯერად,
გამიჭირდება თუმც ვიცი
ამაზე ფიქრი და წერა,
მაინც ვცდი, თუ არ გამოვა
ქორს წაუღია და ძერას!.

მაგრა მარტოდენ ჩივილით
არ აგეშლება დარდები...
კეთილის მაცნე გამოჩნდა
რამ სხივის გამომნათები...
მან მომცა ბიძგიც და ძალით
კალამს ჩამევლო თათები,
შენც გაიხარებ ქვემორე
ერში იმედის ანთებით!..

1...

გული დამღლია, ვაჟაო,
სულს მოსჭარბვიან ცოდვანი...
ორგულნი მომრავლებულან,
კეთილნ დამრჩალან ცოტანი,
ყორანნი მოგვძალებიან
დაჭრილ არწივის მკორტნავნი...
მაცხოვრის თითის მკვნეტავნი,
ღვთის სახლის კედელთ მკოდავნი...
მიკვირს კიდეც რომ ძალ შემრჩა,
როცა მკვდარს ვგავარ მოკვდავი..

მამულს გავხედავ ბინდიდან,
თვალებზე რომ მომრევია...
რასაც შენ როდის ნატრობდი,
კვლავ სანატრელად გვქცევია...
აჩხავლებულნან ჭილყვავნი,
ჩვენს მამულს მთლად დარევიან,
რაც ნაჭერ დაგვრჩა მიწისა,
თავისად მიუჩნევიათ...
ზოგ სყიდვით, ზოგიც ჩუქებით ,
კიდევაც გადუქცევიათ,
უცხონი შემოთესლილან,
ჩვენები გაუქცევიათ...
აქ მიატოვეს სახლკარი,
სხვათ მონად გადუქცევიათ..

მომრავლებულან მუმლივით
თესლნი უცხოთა, ავფერნი...
ნახეს რა სისხლგამოცლილი
ქვეყანა, სულის მღაფველი,
ყველას გახსნიათ მგლის მადა,
მუქთ ლუკმის გადამყლაპველის...
მოძოვეს ჩვენი მინდორი,
გაკაფეს გასაკაფველი...
არც ტყეს ინდობენ, არც ყანას,
არც ღვთის ხილის სწამთ სახელი...
გულ გაგისკდების, მგოსანო,
რო გახდე ამის მნახველი...

მიწაც ქცეულა სისხლისფრად,
როგორც რო მწიფე ძახველი...
გახარებული ხორხოცობს
ჩვენი სიავის მძრახველი...
ბილწად უბნობენ თავხედნი,
ათას სიბრიყვის მჩმახველნი,
ირყვნება ჩვენი ბალღობა,
მომავალს გვიწვრთნის სხვა ხელი...
გვიბითურებენ ქართულსა
ეს ქრისტეს კვართის დამხევნი...
ვხედავ, ძალაზე მოდიან,
არ ჩანან უკან დამხევნი...
ქართულს სწუნობენ ყველაფერს,
უცხო ქვეყნების მნახველნი,
ჩვენს კარგსა გმობენ, მათ ბაძვენ,
ვითომ ჩვენ თვალთა ამხელნი,
რომ ,, გვაზიარონ კულტურას ‘’
უბირ მიზანთა მსახველნი...


წეს-ჩვეულებათ გვიგმობენ,
გარყვნას ლამობენ გამხელით...
აყროლდა ჩვენი ჰაერი
მაგათი ნარწყევ-ნახველით...

ეგენი ერსა ,, მართავენ ‘’,
მათ კიდევ მართავთ სხვა ხელი,
მათგან ისწავლეს რამდენი
ძაკვა, ქაჯობა, თხრა ხვრელის,
ტვინებს ურეცხენ დიდ-მცირეს,
დაგვიგეს ეშმას მახენი...

სხვის ენას ძალით გვტენიან,
არ გინდა - მზად აქვთ სახრენი...
ჩამოამსევეს რამდენი
მეჯღანე, პარიკმახერი,
სხვადასხვა ფერის დიაცნი,
თვის სახლში არცრის მსაქმელი,
,, ოსტატად ‘’ უცხოთ ენისა -
სხვა არა გაქვთო საშველი...

მარტო ეს იყოს რა გვიჭირს,
სხვა რამეცა მაქვს სამხელი...
რაღაცას ისეთს შვრებიან
ეს მოწოდებით გამრყვნელნი,
ბალღებს სიბილწეს აჩვევენ,
მრცხვენია ამის გამხელის,
მაგრამ რომ არ ვთქვა
ვით ვმალო,
ეს სააუგო სათქმელი...

რაღაც ხელნაკეთ ფალოსებს
თვით მიჩვეულნი იმთავით,
ჩვენს ქალვაჟემსაც აჩვევენ,
არცვინ ჩანს თან განმკითხავი...
ახლა შენც ხვდები, მგოსანო,
ჩვენში სიბილწე ვით ჰყვავის..

საითკენ მიჰყავთ ქვეყანა
შინამავნეთა მძლავრობას,
მათია ბურთ-მოედანი,
პარლამენტი და მთავრობა,
გააპარტახა ქვეყანა
მათმა ბრიყვულმა მძლავრობამ,
თესავენ უფროს-უმცროსის
უბრობას და უკრძალობას...

აქიდანაც ჩანს თვალნათლივ,
არ უნდა დიდბრძენმთავრობა.
არც სხვა რამ ჭირი გვაკლია,
გვიყელა ჭირთამრავლობამ,
გაჭირდა თავაწეულად
წუთისოფელში მგზავრობა....

მომრავლდნენ მომსვლელ-წამსვლელნი
ვითომდაც ქვეყნის მმართავნი,
კოჭზევ ვატყობ, რომ ჩანან
სიკეთის არდამმართავნი...
ათასი ჯურის ცხრაუცხო,
უცხო რამ ნასკვთა მკვალთავნი...
გადაგვარებას ქვეყნისას
ერთად თათბირობს ცხრა თავი,
ზნე და ტვინ გამრუდებული,
გონებაგაურანდავი...

ქართული სიბრძნის მწუნარნი
უცხოს გვახვევენ სირეგვნეს,
ისიც არ მოსდით ჭკვაშია,
საყდარნი ზართ რომ გვირეკვენ...
არ უდგას ჩვენს ჯიშრჯულობას
კარგი დღე მათგან, ვინც გვექმნენ
ამ ქვეყნის საჭეთმპყრობლებად,
რაცა გვაქვს, მასაც გვილეკენ...

მოვლა-განვრცობის სანაცვლოდ,
სყიდვას უხშირეს მიწათა...
გლეხს ვერ მოუხნავს სახნავი,
სოფელს სვე გაუპირძაღლდა...
ფასი დაკარგა შრომამა
ქართველი რითაც ლხინს ძრავდა,
ხეს ვერ მოუსხამს ნაყოფი,
ვაზი არ ფასობს ქინძადა,
მის მოვლას გადაყოლილი
მეზვრე კი გვყავის ფხიზლადა,
მაგრამ არაფერ გამოსდის
საქმე აქ გასახიზნადა -
ვერ გაუყიდავ ყურძენი
ქარვისა მჯობი - წიპწადაც.

უსაქმურობამ დაღალა
ვაჟკაცნი, შრომის მსურველნი,
გარჯაში დაუღალავნი,
ჭირ-ლხინში დაუურველნი.
ურგებად შერჩათ მხარმკლავნი,
დღეღამ ჯალაბზე მზრუნველნი...
ჟამნი მობრუნდა შიმშილის,
სულის და გულის მჭმუნველნი...
გარყვნის, დამცრობის, დასმენის,
და ჩაგვრის კაცთდამთრგუნველის..
ჯერ სული გვიდგას წვალებით,
ხვალზეგ უარესს მუნ ველი...

2...


ოცი წლის წინა ძმათაკვლამ
ამ დროს დაუდო სათავე...
ცით ღმერთი გაწყრა,
ძირს ბედი,
უღვთობამ იგდო სადავე...
მამა, ძე, სულიწმიდაი
ერთად განგვიდგა სამთავე...
ღვთისნიერთ ჭიტლაყ ამაჰკრეს,
ერს უღმერთონი მართავენ...
სყიდიან არგასასყიდველს,
ზედ ტაშფანდურებს მართავენ...
ბრიყვულად ხარჯვენ ხალხის ფულს,
გლახაკთ ხელს არ უმართავენ...
გარბიან ერისშვილები,
საშველად სხვებს მიმართავენ...
გაგვინახევრდა, ისედაც
მცირე ჯილაგი, საკვდავებს...
მტერს მიაშავეს მამულის
გული და წყალთშესართავი...
ბევრს კიდევ შემოგჩივლებდი,
განა ნებას არ დამრთავენ,
თუმც არ მსურს გული გატკინო,
საქმე ვითაო მათთავე...
მაგრამ არათქმაც არ მინდა,
მსურს შენც იცოდე მანდავე...

3...

რაც რო დაგვმართეს, ხვალზეით,
ვგრძნობ, მეტსაც რომ დაგვმართავენ...
ხალხს ხელფეხი აქვს შეკრული,
პირს - ამობმული სადავე...
მომრავლდდნენ მომსმენ-დამსმენნი,
ამ საქმით ხელს იმართავენ...
რაც ჟამთასვლაში ვინახეთ,
მუქთად ატანენ ჟამთავე...
წინ არ ჩანს სხივის ჭიატი,
თვალნი ხსნას ვერსად ლანდავენ...
მივდი-მოვდივართ გონბრმანი,
ვერ ვხვდებით, რომ ვართ მანდავე...
ჩვენი ვერ გაგვირკვევია,
სხვას წამოვუწყებთ რა დავებს...
ლაყბობენ მაძღრიშვილები,
პოლიტიკობენ, გვნათლავენ...
მაინც რამდენი გვყოლია
ორპირი, დიდმოღადავე...
გარეთ მტერს თვალს უბრმავებენ,
შინ ჩხირზე ქსელებს ართავენ...
ემრავლათ მილიონები,
მიწყივ წელგაუმართავებს.
ისწავლეს უცხოთ კურსებზე
ეშმას ხერხები სამთავე,
ხვეჭის, გლეჯის და შეწერვის
გარშემო ხაფანგთ ხლართავენ...
ბევრი დატოვეს ქვამშრალზე,
ბევრნი თვით ექცნენ ყმადავე...
ვინც სამართალი ითხოვა,
ძვალრბილი გაუქვათავეს...
ურჩთ მიუჩინეს დილეგნი,
ბევრს იქაც გვემენ, ფატრავენ...
ბევრათასეულ მომჩივანთ
წყლით, შხამით, ტყვიით ფანტავენ...
დაძაბუნებულ მწირ-მაშვრალთ
დარჩათ, გადავლონ ცხრამთავე,
აქ ხსნას რომ ვერსით ეწივნენ,
იქნებ იქ არგონ რამ თავებს...
მეც ბევრსა ვფიქრობ, პაპაო,
მეც ჩემი დამემართავე,
მაგრამ ვერაფერს გამოვრჩი,
მგზავრი ვარ იმავ გზათავე...
რაც ყანა ვთესე ოცნების,
ერთიც ვერ დავათავთავე...


4...

მიმოასხვისეს ტყეები,
საზვრეც, საბაღეც, საყანეც...
საძოვარ-სათიბ-სავალიც
ფეშქეშო - მიუთაყვანეს,
- თქვენ ოღონდ ფული ყაჭეთო,
ჩვენს გულგვამს რაც რომ ახარებს
სამაგიეროდ იეფად
მამულს გაძლევთო ,, საყვარელს...’’
ყურს ნუ უგდებთო წამითაც
ერის და ბერის ყაყანებს...’’
ერიც გაწირეს, მამულიც,
არც შეცბნენ, არც დაახანეს,
კვლავ ასე ვაჭარ-ჩარჩობენ,
გაუტკბათ ერთხელ რახან ეს...

5...

კაცი არ დარჩა, ვაჟაო,
დაირქვას კაცი კაცადი,
გემო დღეს როა, ამ ყოფის
არ ჰქონდეს გამონაცადი...
ბევრმა გაუძლო, ბევრმა ვერ,
გათცივდა გამოქანცვამდის,
კვდომა სალმობა მომრავლდა,
ერი გაყვლიფეს დაცლამდის,
სიმწრით ნაშოვნი საქონი
ჩამოუყვანეს ნაცრამდის,
არც სახსარ დარჩათ წამლობის,
გაკენკილთ ბოლო მარცვლამდის...
ბალღებიც იხოცებიან
ჩვილები, პირველ აცრამდის...

იცლება სოფელ-ქალაქიც,
ერთი სული აქვთ გაცლამდის,
დიაცის საქმით პურს ჭამენ
ვაჟკაცნი, მრავალნაცადნი...
ზოგან ძლივს ბჟუტავს კერია,
ბევრგან ქოხს ბოლი არც ადის...
ერიც ვერ შევკრბით ერადა,
დავთითოვდით და დავცალდით,
თორემ ერთ მუშტად შეკრულნი,
აქამდე მთა-კლდეთ დავძრავდით...
გზათა შენების ბუმი გვაქვს,
არცერთი მიდის ტაძრამდის...

6...

ღმერთს პატიებას შესთხოვდი,
სანამდე სიტყვას დავძრავდი,
ჩვენივ ბრალია სუყველა,
თვალებზე ცრემლი რაც დაგვდის...
თავშივე ფიქრი უნდოდა
ბოლოს მიღწევას საწადლის...
ჩვენ ჩვენ-ჩვენს ჭურში ვიყუჩეთ,
მიტომაც ერთად გავწვალდით...
ასეც დავრჩებით ბეჩავნი
ჩვენს ცოდვათაგან დაცლამდი...
ვინც ურდოთ ვერკინებოდით,
ვინც ქრისტეს გამო გავწამდით,
ურწმუნოებით ნაბილწნი
შინგაზრდილ მტერთან დავწყნარდით...
ერსა გვიმყნობენ ეშმა,
ხარობენ მისი ნაზარდით...

ვერც დავირჩინეთ სახელი,
ვერც სხვას ვეწიეთ რამ წადილს,
ვერც ჯავრ ვიყარეთ, ტიალი,
რო ვხრავ შავ წლიდან შავ წლამდი...
დავჯერდი ბეჩაობასა,
შავ სიზმარცხადით გავწამდი...
ცხადში კი რაც მე მიხილავს,
შენ კვირვით თვალთ დაპრაწავდი,
მე, მიჩვეული ამ სურათს,
თვალთ ზედ ვაშტერებ დაწვამდი...

მე ერთ დროს ლაღიც, ამაყიც,
წელგამართულიც, ნაწვართიც,
ლხინში რო ლხენა ვიცოდი,
ტყეში რო დათვსა ვბაწრავდი...
ნადირს რო კლდეზე ვასწრებდი,
და ხმალზე იმის მწვადს ვწავდი,
დღეს მნახო, შაგებრალები
შიგ მაგ დიდ გულის კაწვრამდი...
- ისე ვარ, თითქოს ქოხმახი
თავზე დამეწვა ნაცრამდი...
ან - მთაზე მდგარი ლუხუმი
ჭაობში ჩამოვბანცალდი...

მთაქედს გავხედავ, შევჩივი -
მთებო, თქვენ რად ვერ ამწვანდით?!.
ტყენო, თქვენ რაღა მოგსვლიათ,
რა ცულით გკაფეს, რა წალდით?!.
სულ მეწყრად რად მოშვავდება,
ამართულ იყო რაც ცამდი?!.

5...

ღმერთო, ცოდვილთაც მოგვხედე,
ამგვარად ვგვძარცვონ სადამდის?!.
ჩვენსას ასე რად დახარბდნენ,
ჩვენ სხვისას სად რას დავხარბდით?!.
დღემდე რით ვერ მოვიხადეთ
სიკვდილის დარი სახადი?!.
ვერც დავიცავით მამული,
დედის ხატად რომ ვსახავდით?!.
ვის თავი კიტრად მოგვქონდა,
ბედოვლათებად დავხვავდით...
გვაჯობა ეშმაურთ ხროვამ,
ჩვენ ხახამშრალნი დავხანდით...
ვისაც გვეგონა, ქვეყნისთვის
ხოდაბუნთ ფრჩხილით დავხნავდით...
წელებზე ფეხს დავიდგამდით,
თუ მას ბეჩავად ვნახავდით...

რამდენჯერ მტერს ვუხანძრივართ,
იმდენჯერ ახლად ავყვავდით,
დღეს კი ისე ჩანს, ამ პარტახ
მამულს - მიტანილს დახლამდის...
ღვთის მეტი თუ ვინ უშველის,
გულს მივუწევდი ლახვრამდის
ანდა ჩემს ღმერთად ვიტყოდი,
არც მექნებოდა სხვა ხატი...
მინდა ვიყვირო ხრინწამდე
გულიდან ამონახადი:
- ვინა ხართ, რა რჯულისანი,
კრულ ვერცხლს რო აგრე დახამდით?!.
უფლის მსჯავრს სად გაექცევით,
რო მოგდევთ მაგ სრა სახლამდი?!.
სულ არმად აგებულამდი,
მოოქრულ რო გაქვთ თაღამდი...
მე - შენებრ ღარიბ-ღატაკი,
გაუხარებლად დავღამდი...

რაც მე ღამეებ ვათიე
ქვეყნისთვის აღმით ჩაღმამდი...
სხვის საპარპაშოდ შთენილა,
რაც სისხლ გვიღვრია აქამდი...
ამაზე ვტირი გულმკვდარი,
მოკლე რო ჩემი დაღმართი...

მათ მადლით ჩვენი მდინარე
რამდენი - საზღვარს გაღმა დის...
მიტომ არ მიკვირს რჯულძაღლნო,
ნაადრევად რო დავფხავდი...
არც ისეთს ვერას გიშავებთ,
დავჩაჩანაკდი, დავმცხრალდი...
არც რო - მწარ-მლაშე რად არის,
პირზე სისხლცრემლი რაც დამდის...

6...

სხვა უნდა გითხრა, ღვთისსწორო,
ვერ დამმღლის შენთან უბნობა.
რად, როგორ ვნატრობ, დამკვიდრდეს
ქვეყნად კვლავ უფლის უფლობა,
ქარს გაჰყვეს მოუსავლეთში
ეს შავ-ყომრალი ღრუბლობა...
მალე გვაცილოს განგებამ
წუმპე-ჭაობში სულ ფლობა...
გვეღირსოს ლხინი, ნადიმი,
მამაპაპური სუფრობა...

თუმც ნატვრა ნატვრად გვრჩებოდა,
ვიდრე არ ჩანდა მაშველი,
ერი ერთობით ძლიერი,
ამათ ავის ქმნის დამშლელი...
მზე არ გამოჩნდა` ვიდრემდის
ბნელვერაგობის მშაშვრელი...
ვიდრე დიდგორს არ შედგება
დიდგორის დროშის გამშლელი!..

თუმც ჯერ სპა ტანშეაბჯრული
არა ჩანს მტრის დამლაშქვრელი,
არც ვინმე გმირი ლომგული,
მკლავმკვრივი, სალკლდის დამშვნელი...
რომ გადუაროს წყეულთ ჯგროს,
ერთად გაიღოს ცხრა სვრელი,
მილეწ-მოლეწოს სალეწი,
ჩვენი ბუნები გამსვრელი,
შვება მოჰგვაროს თვისტომთა,
ჯერ კეთილს რომ არას ელის,
გამოახედოს თვალებში
შეჭირვებისგან თვალსველი.

7...

მაგრამ აწ უკვე, ღვთის მადლით,
ერთს - ღვთისგან რჩეულს - სხვას ველი...
თვალსაწიერის მაღლობზე
კაცი გადმოდგა თანთხელი,
მდიდარი, უხვი, მდაბალი,
ზედმეტი სიტყვის არმთქმელი...
მთქმელისა გამკეთებელი,
სვრელის ბოლომდის გამსვლელი...
- მასთან ვარ გულით, გავხდები
ვიდრე გავხდები წამსვლელი

მამაცო, დასტურ, ღვთისკაცო,
მოდი, მოძმედ და ძმად გელი!
იქნება შენ ხარ მაშველი
აქამდის დიდსანატრელი,
ვის ხილვას დღეღამ ღმერთს სთხოვდა
სასომიხდილი ქართველი.

ვის ლოდინშიაც უჟმური
ეს ოცი წელი გაშავდა
და წყლად წავიდა მირონი
ერის მამა რომ ხარშავდა...

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Christopher on Sat Apr 20, 2019 10:54 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptySat Apr 20, 2019 10:35 am

იმედი ჯახუა

პირველი და დაგვიანებული, მაგრამ დროული გასაუბრება ვაჟა-ფშაველას ღვთივკურთხეულ სულთან

(გაგრძელება)

8...

ღმერთიც დაყრუვდა, დაბრმავდა
ეს ოცი წელი, ავმწარე,
ძმათაკვლა-ავკაცობაზე,
გარყვნა-გახრწნაზე გამწყრალი...

სოდომ-გომორად მეორედ
ლამის გვიქციეს მამული,
ამადაც გახდა უფალი
საჩვენოდ მადლმოჟამული...
სეტყვად ცვივიან ისრები
გაავხორცებულ ამურის
ცქერა ამ უღთო სირცხვილით
გახადა ცა მეწამული...

9...

ჯერ თავს დაგვასვა ურდომან
კაცი, იუდად ნათლული,
რომ უკუღმართად ემართა
ყოფა-ცხოვრება ქართული...
მარიონეტი ბეხრეკი,
ათასი ძაფით მართული,
ქვეყნის დაქცევით მღიმარი,
ლათაიებით გართული
და დავრჩით ასე კარგახანს
სიდუხჭირეში ჩართულნი
- ქვეყანა ქვედაცემული,
თავად კი წელგამართული...
აფხაზეთს ომის ამტეხი,
,, ცვედანმთავარი’’ განთქმული...
სამაჩაბლოსი ხახამი,
ათას ცოდვაში დანთქმული
მამა ახალი ყეენის,
იმაზე ბევრად დარტყმულის,
და დატრიალდა 8 წელი
ორომტრიალი ართქმული...

10...

აი, ვით მიდის, ვაჟაო,
ჩვენი საწუთრო აქამდი...
უფრსკრულის პირს მივადექით,
ამის უსკრულში ჩავქანდით...
ბევრჯერ გავედით გამზირზე,
ავყეფდით და ავქაქანდით,
მაგრამ ყრუ და ბრმა მტარვალებს
ვინღა შეასმენს რამ ქადილს...
ხან ჯარს გვისევდნენ ახვართა,
ხან ყუჩისა სჭირთ სახადი...
ერთთავად ქვებუდანობენ
როგორც სჩვევიათ მზაკვართ ის,
რასაც რომ შინაგამცემი
იქმს საქმეს თავის საკადრისს..

11...

სყიდვა-გაყიდვას უხშირეს
მამულისა და ვილათა
მამულს იაფად ყიდიან,
ვილებს იძენენ ძვირადა,
( დღემდე იმავეს საქმობენ
აშკარად, განა ფრთხილადა...
სინდის ნსმუსი რა არის,
არც უჭამიათ ხილადა...).

გააავსეს ნაყარ-ნუყარი
მილეთის ხალხით ქვეყანა...
ჩვენ მაცქერალად ვიქეცით
( ან სხვა რა უნდა გვეღონა...),
,, ახალ ქვეყანას ვაგებთო,’’
გვვმოძღვრავს გიჟი და მკვეხარა...
ჩვენ ამათ ხელში, მგოსანო,
როგორღა უნდა გვეხარა...
ისღა დაგვირჩა საქნარად,
თავზე ნაცარი გვეყარა...

12...

ღმერთმა დალოცა, აკურთხა,
ჩვენს მხსნელად კაცი რჩეული,
ჯერ უნახავი ბევრისთვის,
მუნ კრძალვა-რიდებს ჩეული,
გულმოწყალობით განთქმული,
ქველმოქმედებით მჩნეული,
შინჩაკეტილი ცხრა წელი,
ხალხს ლამის გადჩვეული...

სიტყვა თქვა კაცმა პირველი
და მხდალებს დასცა თავზარი!..
სიტყვა, ზარივით მჭექარი,
მჭრელი და არგანაბზარი...
არ მწამსო ესე ცხოვრება,
აუტანელი, საზარი,
ეს სიძულვილზე ნაგები
ამაოების ბაზარი!..
მაღრიბ-მაშრიყის სიგლახის
ასეთი დომხალ-ნაზავი,
სადაც რო დაუნდობლობას
ტახტი დაუდგამს ქვასალის...

სად ჩიტისკვლაზე ადვილი
კაცთაკვლა უჩანთ ხელობად,
სადაც ვაჟკაცის სახელი,
რაინდობა და ქველობა
არ ჰყოფნით საქიაქებლად,
პატივში ჰყავთ ცისფერობა,
სადაც ნახირად სახავენ
ნამდვილ ერობა-ბერობას...

სადაც რო ალაფ-სახრავი,
მონაპოვარი ქვეძრომით,
ლიქნით, ბეზღობით, მზაკვრობით,
ზემგომის გვამში შეძრომით...
თან ბრძნულად უნდათ შერაცხონ
საქმენი საუმეცრონი...

სად თავდაყირა დამდგარან
ზარნი, საქმენი და დრონი,
მომრავლდნენ მუქთამჭამელნი,
უძღებნი და უყადრონი...
ხვეჭაში დაუცხრომელნი,
ძარცვისთვის რიგში დამდგომნი,
სხვათა სიგლახის მბაძავნი,
თავის სიქველის დამთმონი...
აღრენილები ერზე და
ბერზე - ბნელ-გულუსათნონი...

საქმე-სამსახურს ნატრობენ
ვაჟკაცნი, ქველ-უბადლონი,
ქუჩებში ან დგას, ან ყრია
ჯგრო ათასობით მათხოვრის...
ზემდგომნი ფრენენ უფრენელს
ფარად დაუდით ავტონი...
ჯერ არ ნახულა ტიპები,
ბრიყვ-უმეცარნი ამ დონის,
სხვის მაჟალოზე შეშლილან
თურაშაულის პატრონნი...

12...

შ ენს საქართველოს, ფშაველო,
ჟამ უდგა უკანონობის...
სამართალს ყიდვენ მწიკვობით,
უსამართლობას - ტონობით...
მათ ჯორით მიაქვთ საჭურჭლე,
ხალხს - ვერც სათითეს კოლოფით...
მათ სული სძვრებათ საქონით,
ერს კიდევ - არასმქონობით...

მცირედნი მათ თუ იცნობენ
ცხოვრების ნირით, გონობით,
უფრორე ჯადოსნურ სარკით,
ანაც ჭორგანაგონობით...
სამაგიეროდ ყველა ძრწის
,,კანონთა “ გაუგონრობით...
მგლებს კანონებით იცავენ,
ერს სულსა ხდიან მონობით...

13...

ამაზე ბჭობდა შეძრული
კაცი აქამდის მდუმარი,
ვინც კეთილ საქმეთ შესწირა
ბევრმილიონი თუმანი,
უფალს აუგო ტაძარი,
უებრო, გუმბათოვანი,
მთელ საქართველოს მშვენება,
უფლისგან დაუწუნარი!
თვალგასახარად აწვდილი
მწვდომი მზისა და მთოვარის...
გულს უკლავს რწმენა-უკუღმართთ
მისი მრევლი და სტუმარი...

გარეშე ამის - სხვა ბევრიც
სიკეთე ადევს მხარზედა,
ძნელად თუ დათვლი მის ღვაწლსა,
თმას აღემატვის თავზედა...

მოვიდა კაცი პირდაპირ,
სიტყვაც დასჭექა მართალი,
ვისაც არცარა აკლია,
ოქრო, ბროლი და ფართალი.

ესე ქვეყანა ახლიდან
არისო გასამართავი,
თორემ უმარგლავ ყანასა
არცროს დაუსხამს თავთავი...

14...

ამის გამგონე აჯარდნენ
მძლავრნი, დიდნი და მცირენი...
მანამდის მისის საჭურჭლის
მათხოვარ-შემაცქირენი...
მტრის მოგზავნილად შერაცხეს
თავი ქვეყნითვის მწირველი,
თოფით დაუხვდნენ, გაძარცვეს -
ხარო ,,შავ ფულთა მთირველი...
გაოცებულნი გარბოდნენ
ყოველნი ამის მხილველნი...
ვისთვისაც მეტი ებოძა
იგი თათხავდა პირველი...
არც კი გაჯავრდა დინჯბრძენი,
ბევრ მათ სიავის მკილველი,
ვისაც მრავალი უხილავს
ამათზე შავი ფრინველი...
ავი არ უკვირს ავთაგან
კარგია გასაკვირველი...

ამასაც აღარ დასჯერდა
ყეენი, მრავალნავალი,
მყის გამოჩხრიკა ძირამდის
მისი თავგადასავალი:
,, კაცი იყოვო სკვითეთის
მცხოვრები, წელი მრავალი,
მტრის გეგმის სუნი უდისო
მის საქმეს, მაქვსო რა ვალი
ჩემს მოქალაქედ ვრაცხავდე,
ერთხელ რა ცხადად რა მალვით
ვინც დაგვიდებსო მოგვერდსა
თვის ფულის ძალით მრავალით!,’’
თქვა და მოსჭრა და მოკვეთა,
ბრძანებით შეუსავალით,
ქართველობიდან ,, გარიცხა ‘’,
,,ნახეო შენივ ტრამალი!’’
დაუკრეს ნაზირ-ვაზირთაც
კვერი და დასტურლამალი,
აქო დარბაზი ყეენმა
,, ხართო ერთგულნი მამალნი!..’’

სიბრძნე სხვაც ბევრი აფრქვია,
რომ არ ღირს გასახსენებლად,
მერმე გაფრინდა მაშვრალი
ფრთოსანით დასასვენებლად...

კაცს უყვარს თავის ახალი
ძვირფას-ფ რთოსანი ფრთამალი,
შიგ რო ხალვათად ეტევა,
მცველი გაწვრთნილი მრავალი,
თვითონაც, თავის ჯალაბით
და თაავის მხლებელ-ამალით...
გეზი ვის საით გაწყობთო -
მერეღა იტყვის მთავარი,
,, - მაშრიყს ვესტუმროთ, მელიან,
საუდის შთამომავალნი,
საქმეა დიდად საშური
ფული აქვთ სხვებზე მრავალი...
ერთ ვალსაც, ბარემ ავიღებ,
ჯანდაბას ყველა სხვა ვალი!..
მანსპინსელს დიდად არ უყვარს
სტუმარი, ხშირად მავალი.
მაგრამ სტუმარზე ჰკიდია
ნამუსი აქვის რავარი...

15...

ესე ამბავიც დატოვა
ორგულთა გასხსენებლად:
,, - ვინც ჩვენთან არ დგას,
სკვითს ჰმონებს
ვისაც ზარს მცემსო ხსენებაც!..’’

კაცი დამფრთხალი ლაჩრულად,
თავის ჩრდილს რომ ემალება,
თუმც მოიფრინა ცამყარი,
დარჩა დიდშიშისთვალებად...
გაითრიაქა სიცოცხლე,
ჭრელი ეზმანვის ზმანება,
მაგრამ ხელქვეითთ ტანთ ზარავს
მისი ყოველი ბრძანება...

ბრძანებას რაც შეეხება,
არ ახლავს დიდმოკრძალება...
დიაცთა გულმკერდთ მპყრობელმა,
უმატა მათ მიძალებას...
და ჰარამხანა მორჩილებს
მის ყოვეელ აცანცარებას...
აღარც მრუშობას დაგიდევთ,
არც მის გუნებაცვალებას!..
- ქალებით თრობა რით არ სჯობს
კაბინეტებში წვალებას...

ან კიდევ მთავარსარდლობას -
ერთ დღეს წაგებას ორ ომის...
გალსტუკთა ცოხნას, შიშის ზარს
როს ნატრობს -
შთანთქას სორომ ის....
გარშემო შხუის ნებისად
დიდ შადრევანთა კორომი...

16...

მგოსანო, შენ რომ აქ იყო,
მეტს იგრძნობდი და ნახავდი,
მაგ ცალი თვალით ნანახი
ჯვარსა ვფიცავარ ხახმატის,
ათას მონაჩმახს დასჯაბნის,
მე რო ვჯახირობ აქამდის...

თუმც მაინც ვწვალობ უბირი
სანამდის სიპებრ გავქვავდი,
არ ძალმიძს ყორანთ ყრანტალი
და სვავთა ავდანაქადი
ამიხდეს სიზმრად ნანახი,
ვიდრე მივაღწევ მაქამდის,
სად შენი სული ბობოქრობს
მაღალის გადმოსახედით...
გზაც მალე იქით მქონია
თუ მამულს ვნახავ ტანთგახდილს,
ბორდელში გამოჭენებულს,
გაბახებულს და ჩვრად გახდილს...
რა პასუხს გავცემთ არაგველთ,
იმ სამკვდრო ბრძოლა გადახდილს...
შინაგამცემტა მძლავრობას
ჭირი რით არ სჯობს პარტახტის,
ის ხორცს აკვდინებს,
ეს სულსაც,
სიყმილისაგან ბრმად გახდილს...
ქართველ ასულთა ამქარი,
მერე რამდენი, რა დათვლის,
დღეს ვის ბორდელში სტირიან,
ვინ სად ამცირებთ ტანთგახდილთ...
შიმშილს გაქცეულთ - სიკვდილი
ცოცხლად სჭირთ,
ჯერ ქვა არგათლილთ.

17...

გაბერწდა ჩვენი ცხოვრება -
სივდილი სჯობნის გაჩენას...
გარბიან ჯეელ-ახლები,
აქ ყველას უჭირთ დარჩენა.
ძალა არ შესწევს მამაკაცს
თავის ჯალაბის სარჩენად...

მაინც სად მიილალვიან,
ის ედემ-ბაღი მაჩვენა...
მოსამსახურედ, მოახლედ,
სხვის ლხინზე პირის დამფჩენად,
თავიდან - ვითომ დროებით,
მერმე სიკვდიმდე დარჩენად...
მიდიან ქორფა ქალებიც,
არც გზა იციან, არც ენა,
დედებიც, ხანმოყრილებიც,
სხვათა მიხრწნილთა სავლელად,
სახლი დამგველად, მრეცხავად
სხვის ღამის ქოთნის საცლელად...
გროკაპიკთ გადაგებულთა,
ხან შეამცივნებთ, ხან ცხელათ,
ზოგჯერ წერილის ლოდინში
თვალ უთამაშებთ მარცხენა,
თვით უგზავნიან შინ მყოფებს
სახსარს თავისა სარჩენალს
ბევრმა უგანა თანდათან
მორიდებას და დარცხვენას,
ათას ახვართან ნაწოლებს,
თავი არ უნდათ საჩენად...

ვაჟნი, ქველობით ნაქებნი,
ძარცვაში სცდიან მარჯვენას,
მერე სხვის ციხეთ ხეხავენ
ჩვენსას რომ სჯობნის ამჯერად...
ვაჟნი იქ გადარჩენილნი
ხდებიან აქ დასაჭერად...
აღარსითა აქვთ საქცევი,
კაცი რომ ასცდეს ას მზერას,
ვის რა ჩაუდონ ჯიბეში,
ვის რა უბოძონ სასჯელად,
ამაზე ფრიად ზრუნავენ,
კადრებსა წვრთნიან თან ჯერაც,
რაცა ჰყავთ იგი არ ჰყოფნით,
გეგმა მეტია ასჯერა...
ევსებათ ფულის ბეღელი,
ხმების ბეღელიც ნაჯერ არს,
ამადაც თავს არ ზოგავენ
სანადიროდ და საჭერად...
ძნელია ესე ყოველი,
ჯერ თქმად და მერმე სამზერად...

18...

ამას უმზირა ვინც დიდხანს,
შორით, შიშით და თმენითა,
ვინც ჩუმად გულში ჩაიკლა
ჯავრი, ვერთქმული ენითა...
ვინც ნაღველს დიდხან იხშობდა
დახრულ კბილების ღრჭენითა,
მან, თმენის ძაფგაწყვეტილმა,
სიმწრის ცრემლების დენითა,
დაბოლოს სძლია თავსაც და
შუა ბრძოლაში შევიდა...

19...

ერს ეცნო კაცის, კაცადის
ნაღდი საბუთი კაცობის,
სიავის აუტანლობის
მძლავრთაგან ერის დაცრობის,
არშეგუების ბოლომდე,
ავკაცის ვაჟკაცად ცნობის,
საქვეყნოდ გახმაურება,
ყველასთვის კარგად ნაცნობის..

- ახლად არისო ქვეყანა
ასაწყობ-გადასაწყობი,
პურს ვერ აცხობსო ეს თქვენი
ეშმაკის პურის საცხობი!
ჩვენ მივხედავთო საქმეებს
მარტოდენ თქვენთვის დაწყობილს,
არ მწამსო თქვენი მიზნების,
თქვენი გეზის და განწყობის,
ახალს აკრებსო პროგრამას
აწ ჩვენი ასოთამწყობი!

20...

მეხივით გასკდა მძლავრთათვის
მოყვარულთათვის წაწლობის
ესე ამბავი უცები
თქმის მათის ვაინაჩრობის...
ერთმანეთს ეჭვით უმზერდნენ
თვალები უცნობ-ნაცნობის...
სადღაც ხელახლა ურევდნენ
კარტებს, მზაკვრულად ჩაწყობილს,
გადაბრუნებულ ურემთან
ალხ იგრძნობოდა დამწვრობის...

შეჩქვიფდნენ ზემოთურები,
ღონეს იკრებენ გასწრობის,
ხურჯინთა ჩალაგებების
შეცბნენ ოსტატნი ასობით...
მოწმენდილ ცაზე მეხის ხმას
ასე სცოდნია ასწლობით,
არ იბადების ქალ-ვაჟი
ქვეცვებუდანთა წაწლობით!

21...

ჟამი მომდგარა სულმნათო
ერის თავიდან განბრძნობის,
შვიდჯერ გაზომვის, ერთხელ ჭრის,
გახვრეტილ ნავის დაცობის,
მტყუან-მართლისა გარჩევის,
ამღვრეულ წყალთა დაწკნობის,
დრო აღარ დაგვრჩა მაცქერალთ
ერის და ქვეყნის დაჭკნობის...
აქეთ ხარო და ხრამი ძევს,
იქით წუმპე და ჭანჭრობი,
ჰგავს საქართველო შენს შვლის ნუკრს,
ორ რუხ მგელს შორის გარჩმომილს,
ფეფებ-მოჩლექილს, უმწეოს,
უდედმამოს და ჩაჩოქილს...

22...

ცოდოა დაჭრილ არწივის
ყვავყორანთათვის მიგდება...
მოკვდება, თავის მწვალებლებს,
ცოცხლად არ შეურიგდება,
ის იბრძვის თავგანწირულად,
უსამართლობით ვინც კვდება,
სანამ ძალ მასდევს, იომებს
მტარვალს არ შეურიგდება,
ღვთივ სამართალი დაბოლოს
ამ საწუთროშიც რიგდება...
რად უნდა ამას ცხრა ბრძენი,
ვაჟკაცი თუ დაფიქრდება,
რომ მართებს გულმხნე დადგომა
ამ უბოლოო კირთებას...
,, კარგი რამ გჭირდეს, გიკვირდეს,
ავი ვის გაუკვირდება’’...

მაგრამ ბრძოლები მართალი
ღვთის ნებით დაგვირგვინდება...
ასე არ იყოს - სოფელი
ერთხელაც დაგვებინდება...
რამეს დღე რო სდევს, დღეს ღამე,
ეს წესი ცაში დგინდება,
არ მიატოვებს ციერი
ვისაც შეწევნა სჭირდება...
და რაკი საქმე ყოველი
უფრო და უფრო ჭირდება,
მიწყივ, დიდ სიდუხჭირისას
შველის გზაც გამომჭვირვლდება...

23...


ბუდისას აწიოკებას
მერცხალიც ვერ ურიგდება...
მობეზრდათ მშიერ-მწყურვალთა
ვაი-ვიშვიშით შინ გდება,

მაგრამ მაღიბის კიდესთან
ლურჯი ვარსკვლავი ინთება,
,, არ გაგწირავთო უფალი ‘’
- ხმა იდუმალი გვპირდება,
ღმერთი ჩვენს ერსაც სულ მალე
დაუბრუნებსო დიდებას!..

24..

ამ იმედს შესტრფის დღეს ერი
ჯერ მხოლოდ მისი ამარა...
რწმენა ზეიწევს, ეშმამ რომ
ვერაფრით დაასამარა...
თვალებით, ნაღვლიანებით,
(ლამის რო შეძვრნენ სამალავს...“,
ასცქერენ ქართვლის შვილები
მორუხულ ზეცის კამარას...
ვინც გადამკიდე მზაკვართა,
მწარედ აცრემლათ რამ არა...
მაგრამ ტკბილია იმედი,
ეჭვსა და ჟავრს რომ გალალავს...
აგერ ტახტს უდგამს ცარგვალზე
მთვარეს ვარსკვლავთა ამალა!

25...

დადგა ქართული ოცნების
დრო ახდენ-განავარდების,
რომ დაამშვენო ქართლის ცა
ღვთიურის შარავანდედით!
ახდენით იმ ლოცვა-ხვეწნის,
სანთელ-კელაპტართ ანთებით
სიავის მზის ჩასვენებით,
მადლის მზის გამონათებით!
რომ გაიხარონ ქართველთა
ერთურთის კვლავმონატრებით!..

26...

ერის განსწავლის ჩირაღით,
წინსვლა-ზეაღსვლის წადილით,
უნდა განათლდეს ერი და
გაბრწყინდეს დედის მანდილი!..
უნდა ჩაფლავდეს უკუნში
უბირ-მანქურთთა ქადილი,
წინ მიგვიძღოდეს გონება
ხმალივით ამოწვადილი!

ახლა სხვარიგად ცხოვრება
არ არის იოლ-ადვილი...
აღარას ავნებს მამაცსა
მტრის დასახვედრად მზადილი...

27...

აღსდექ, იბერთა საუფლოვ,
სიავის არცროს მდომელო,
მშვიდობის, შექმნის, განწავლის
სამეფოდ გასახდომელო!..
ამისთვის დღე და მოსწრება
მარადის დაუცხრომელო,
სულ რომ გიკლებდა მტრის ურდო
( არავინ მკითხოს რომელო!)...
ვინ მოთრეული საიდან,
ველურიც, უთვისტომელოც.
შენც ბევრს ანანე სიცოცხლე
რვალის ჯავშანიც რომ ელო,
ბევრს ფეხი ამოუკვეთე,
თავფეხაკრეფით რომ ევლო!..
თუმც სხვათ იძალა ნამეტურ,
უზღვავად გარს შემოგევლო.
ვით გასწვდებოდი ესოდენს,
ყველათვის როგორ მოგევლო...

ცხოვრებას მუდამ თავიდან
იწყებდი, ღმერთს შემვრდომილო,
ღმერთიც გწყალობდა ბევრჯერა,
ღთისგან არმიტოვილო!

28...

დღესაც ის დრო დადგა - მამულის
მთებს სხვის ფარანი ძოვენო,
შინა და გარე მზაკვარნი
გამშრალ ძუძუებს სწოვენო!..
მაგრამ ახლო არს ის ჟამი,
მოსაგლოვს მოიგლოვენო...

გაღვიძებას ვგრძნობ ჩვენი მზის პირველსხივები თოვენო!
მამულის ნაჭრევ-ნახმლევნი
სხვა სალბუნს მოითხოვენო,
დრო მოდგა ერთად დადგომის,
ისმინე ყოვლით ყოველო!
კვლავ იბრძენკაცე ბრძენკაცო,
შენ, ერის წინამდგომელო,
დამსახო გზათა და გეზთა,
მამულის გადამრჩომელო,
ერის მამავ და მოძღვარო,
დინჯი და შეუცდომელო,
გონება მართავს ცა-მყარსა,
უგნურნი თავს იგლოვენო!

რომ აღორძინდეს პარტახი,
მთაბარნი ნადს ითხოვენო,
უერთმანეთოდ დარჩენილთ,
წვენს უწმინდურნი გვწოვენო!..
ამადაც ერის ერთობა
უნდა ვქნათ, ფშაველ-ფხოველნო,
კახნო ქართლელნო, იმერნო,
ხევსურნო, ქარაფს მხტომელნო.
მეგრნო, მესხნო და აჭარნო,
გურულნო, დაუდგრომელნო,
მოხევევ, მთას შერჩენილო,
თუშნო - მთა-ბარად მშრომელო!
სუყველავ, ვინც კი სადაც ხართ
უსასოდ ქვაზე მჯდომელნო,
უფრო მამაცნო, უტეხნო,
კვლავ მეციხოვნედ მდგომელნო!..
ჩვენია ესე მამული,
შავ-ჩარჩნი რასა გვთხოვენო...
რა უნდა, სად რას ეძებენ,
თავისას სად რას ჰპოვენო,
გვძარცვავენ,
მთაველს გვიჩხიბვენ,
მარაბდელნო და გლოველნო!..
გადაგვიჩეხეს ტყეები,
მეწყერი ზედ გადმოგვევლო,
შრებიან ცივწყაროები,
შემცირდნენ ნადირ-ცხოველო,
ეპატრონვიან ჩვენს მიწებს,
ღმერთს არც შენდობას სთხოვენო,
მაცხოვრის დედულს ყიდიან,
ერს ყურსაც არ ათხოვენო,
აივსო თმენის ფიალა,
გაკმარე მადლის მთოველო,
გადაგვირჩინე მამული,
მაცხოვარივით რომ ევნო...
აკურთხე ერის ერთობა,
შენ, ყოვლად მიუწვდომელო,
ახლად გვიკურთხე ჯვარ-ხატი,
მათ ნათელს რომ შემოვევლო!
ამაღლდი ჯვარო მცხეთისა,
მარტვილო, სვეტიცხოველო,

29...

კვლავ იმუშაკოს გლეხკაცმა,
დღემუდამ დაუშრომელმა,
თავის ზვარ-ყანის და ბაღის
ღვიძლ შვილებივით მომვლელმა!..
დროზე - სხვის დამპურებელმა,
დღეს - მოწყალების მთხოველმა,
სახლკარდამწვარმა, დევნულმა
უგროშოდ ქუჩას მჯდომელმა...
ქვეყნისთვის მრავალნაღვაწმა,
კაცმა ნასწავლმა ყოველმა,
ულუკმაპუროდ შთენილმა,
ბუნკერში სარჩოს მპოველმა...
ჯეელმა - უსაქმობისგან
შხამ-საწამლავზე მჯდომელმა,
ცილისწამებით, მზაკვრობით
დილეგში დასალპოველმა...

უსამოს- ულუკმაპუროდ
შთენილმა ობოლ-ოხერმა
შეძლოს შესძლოს კაცურად ცხოვრება,
და გულის ღვთივ მოოხება...
მათხოვარ ხელგაწვდილებსაც
სჭირდებათ მადლის მოხვევა
პატრონი და და დაპურება,
ბეჭებძე შალის მოხვევა...
სად ვინ შობილან ღვთსშვილნი
გლახებად და ქვრივ-ოხრებად?!.

30...

ჯვარს შეფიცულნო ქართველნო,
ჯერ ბედის მწარის მგლოველნო,
ოდითგან მარტოდ მყოფელნო,
მუდამ არუდიდმინდორველოვ,
თქვენ, მცირედს თავგადაკლულნო,
ომში ლომ-ვეფხებრ მლტომელნო,
თავს რომ არ ზოგდით, ბრღვინავდით,
ეს გული თქვენ შემოგევლოთ!
ბოლო ძეს რომ იმეტებდით,
მომხდურს რომ შორით მოევლო,
არ გაეჩეხა ზვარ-ბაღი,
იმ შვილივით რომ მოგევლოთ...
რომ გაგამწარეს მრავალგზის,
თავს ჭირთა სპაც რომ მოგევლოთ,
წელებზე ფეხს რომ იდგამდთ,
ზვრის ღობე რომ შემოგევლოთ...
რომ არ ტყდებოდით მტრის ჯიბრზე,
ხმალს ლესდით, მტრისთვის რომ გევნოთ...
რით დაგიფასდათ ამაგი,
არაგველნო და თმოგველნო?!
რით განუგეშოთ, რა გითხრათ,
მალე მსაჯულნიც მოვლენო...

31...

დღეს ვის ხელში ვართ, რა დღეში,
მიწიდანაც ჩანს, ციდანაც...
რაც დღე გვაყარა მომხდურმა,
მოსულმა ცხრა ზღვა-მთიდანა...
თუმც მათზე მეტი სიმწარე
სასჯელად გამოგვიტანა
შინგამოზრდილმა სატანამ
გადაცდენილმა გზიდანა...
დრო გადის, არა გვცილდება,
დაცული ეშმას მხრიდანა,
მთლად ქვეყანა სურს გაყიდოს,
ურიცხვი ცოდვის მზიდავმა...

32...

რაც რო ვითმინეთ, გაცუდდა,
ბევრჯერ გონებამ გვიგანა..
ყვლეფამ და გლეჯამ ამდენმა
დაგვამცრო, გაგვაციგანა...
ვიკითხე, ვეღარ გავიგე,
ვინ ბური იმკის ვის ყანას...
გადუწყვეტიათ მტრის მსახურთ
ქვეყნის ყუამდე მიყვანა...

ბევრს გაუვლია აუგი
ჩვენზე და ვერ გაიხარა,
არმად ნაშოვნი საჭურჭლე
კეთილად ვერ მოიხმარა...
ბევრი გაბახდა მკვეხარა,
თავზე ნაცარიც იყარა,
ბევრზე გაბრაზდა ქართველი,
ქართულად ჯავრიც იყარა,
ბევრსაც გაუხდა საქმენი
საროზგად და საციხარად.
ყველას კუთვნილი მიეზღო,
ვინც საკმარი არ იკმარა,
ვინც კი, შემცოდემ, ხატის წინ
მუხლები არ მოიყარა...
ვინც ერის ნების წინაშე
თავ-ქედი არ მოიხარა....
ვერავინ შეძლო იბერთა
ჯიშის კვდომამდე მიყვანა...
სხვასაც მოელის იგივე,
ვინც ლერწმებრ გადაიხარა,
ვერვინ წაგვართმევს სამშობლოს,
ღმერთი აქ არის, იქ არა!..


(გაგრძელება ქვემოთ)

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptySat Apr 20, 2019 10:36 am

იმედი ჯახუა

პირველი და დაგვიანებული, მაგრამ დროული გასაუბრება ვაჟა-ფშაველას ღვთივკურთხეულ სულთან

(დასასრული)

33...
ის ვერ მოხდება, რაც არ სურს
უფლის ნებას და განგებას,
ვერცვის ძალუძევს ღვთისმშობლის
წილხვედრის გაჩანაგებას!..
არც თავად მთავარ-სატანას
ჩვენი შამფურზე აგება!..

საჯოჯოხეთოდ ვერ გაგვხდის,
ვერ იზამს ერის დაცემას!..
სულ სხვამ იყივლა მამალმა,
არ გვამცნობს ღვთის ძის გაცემას...
გვანიშნებს მხოლოდ მზაკვართა
წყეული ბუდის დაქცევას,
ჟამს მათი აბარგებისას
- ვინ ვის დაასწრებს გაქცევას!..
ზოგ უკვე ლამობს მსჯავრისთვის
გველურად გვერდის აქცევას,
მალე გავიგებთ მათს გულში
ჩმპალი სისხლის ჩაქცვეას!..
აღარც ღმერთი იქმს ამ ქვეყნის
სხვის სათარეშოდ კვლავ ქცევას
ვერც გლეხი დასთმობს თვის მიწას,
ისედაც ორი-სამ ქცევას!..
ვერც მუმლი შესძებს უშქარი
ფესვმაგარ მუხის წაქცევას!
ხვალ გველის ჩვენი დიდგორი,
ერთპირ დადგომა და ძლევა,
რომ შევძლოთ სატანის ხუნდთა
საშვილთაშვილოდ დამსხვრევა!..

რომ დატრიალდეს კვლავ წაღმა
ჩვენი სვეწერის ბორბალი...
ღმერთმა ხომ უწყის, რას ელტვის
ეს ჩვენი სული მბორგალი...
რომ დაიტყვევნოს სატანა
ოცი წლის ნაბობოქრალი,
რომ კვლავ გაბრწყინდეს გვემულთა
თვალები შუქამომშრალი...
ერს დაუბრუნდეს მამული,
მანქურთთა შეწყდეს როკვანი,
ზღვის ფსკერს ჩაინთქას მტარვალთა
ნავები ძირგამომპალი!.

რომ კვლავ ვადიდოთ განგება,
უფლის სამართლის მომყვანი
დ მზემიბჟუტულ ქართველთა
კეთილის მზის ამომყვანი,
მოშურნეთ გულის საკვვდავად
და სიხარულად მოყვარის!!!

რომ გაჰქრეს ბილწი კოშმარი,
სულ შავი, განა შავთეთრი!..
რომ ცას არ შერჩეს სიავის
შავ ღრუბლის თილის ნაფლეთიც...
რომ მსწრაფლ დადგეს და დასრულდეს
ჟამი მზაკვართა დაბნედვის,
მზე, შუბის ტარზე შემდგარი
ხარობდეს ამის დამხედი!..

35...

სახლს სტუმრის მოსვლა უხარის,
დიდი ხნის ვერშენახვედრის,
მასპიძელს - უჭირველობა
სტუმრის ხელგაშლით დახვედრის...
ლოცვით გატეხვა პურისა,
ალალის, არდასაყვედრის,
,,ჩაკრულოს““ დაგუგუნება,
ბილწ მტრის გულს ქვად მოსახვედრის,
მოლხენა მამაპაპურად,
მხნედ რიჟრაჟისთვის გახედვის..

მაოხრებელთგან გატანჯულს,
ღირსს სხვა მადლის და სხვა ხვედრის,
ქართველს ყოველსთვის ეწადა
გახვეტა გადასახვეტის!..


36...

დაგღალე, ფიქრით მაშვრალო,
ჩვენის ვაების გაცნობით,
ეშმას ნაგრამთა ამბებით,
მიზეზთა ქვეყნის დამცრობის...
ახლა მხარებელ ვიქნები
სხ,ა ამბისა და სხვა ცნობის -
ბოლოკეთილი ბრძოლისა
ავკაცობის და კაცობის!.
თუ ვით უფალი არ ტოვებს
მსხვრპლს ახვარ-მძლავრთა ბაცნობის,
რომ ქართველთ კვლავაც უჩნდება
მათი მგლის მადის დამცხრობი!..

37...

კაცი კაცადი, არმსგავსი
არავითარი ქიმერის,
ზრდილი, ტანთხელი, პირხმელი -
ნამდილი ზემოიმერი
გულღია, წრფელად მზირალი,
ალალბავშვურად მღიმველი,
ჯიქურ გადმოდგა საფიხვნოს,
სიტყვა თქვა გასაკვირველი!..

,, არ გამოვაო ცხოვრების
ასე ჯახირით გალევა,
მირონ შარბათის სანაცვლოდ
სულ შხამ-სამსალის დალევა!..
რასაც ვამბობ და ვიქადი,
ამისი მქმნელი მალე ვარ,
გვიხსნისო ერის ერთობა
და ეშმას კარტთა არევა!.. ’’

მზაკვართა ბუდის ცარგვალზე
შავი აჩხავლდა ფრინველი,
განრისხებული თვალებით
მათ საზიანოდ მზირველი...
იმედით გათბა საყდარში
ხუცესი, მესავ-მწირველი...
გულიც შეტოკდა ერისა,
მოულოდნელის მხილველი...
შეკრთა ამალა ყაენის
და თვით შადრევან პირველიც,
გულმოსაბრუნი შეიქნა
დრუნჩიდან დუჟის მდინველი,
შეამცივნა და აცმუკდა
ვით სუსხში ბარტყი ნინველი...
ჩაუცხრა ხორხში ომახი,
ხმა ახმახურად მგრგვინველი...
მისი შიში და სილაჩრე
გახდა უფრორე მჭვირველი,
იგრძნო რა, მის ავკაცობას
დაუდგა გასაჭირველი...

38...

აღარ ღირს მეტი განგრძობა
ამბავთა უხამსთ სალმობის...
მალე დარეკენ ზარები
ჟამს მათთან გამოსალმების...

39...

რა ერი ფეხზე წამოდგა,
უფლის წყალობის მხილველი...
გულშიც ჩაუთბათ იმედი
- მეოხი ბევრნაჭირველის,
რომ დასტურ, წლები წვალების
ოხჯანს მიადგა მფშვინველი...

რომ აიძვრიან ცხრაუცხო
გადამთიელი ჩარჩები,
მონათ და მიწათ მსყიდველნი,
მტაცებლობაში მარჯები,
დღე გათენდება შვებისა
სიმართლის ღვთივ გამარჯვების,
რომ დაბრუნებულ მიწაზე
კვლავ მისი მკვიდრნი დავრჩებით!..
კვლავაც ზედ ალალ ოფლს დავღვრით,
უფრორე გავისარჯებით,
ოღონდ არ გახდეს ქვეყანა
აწ საპარპაშო ქაჯების!..
ღვთისმშობლის ღირსი მამული
კვლავ გამწვანდება ვარჯებით!.
კვლავვ იზეიმებს ერი და
დასჭექავს ჰიმნს გამარჯვბის!

40...

ზვრებით, ბაღებით ყანებით,
ბეღლებით, ბოსელ საბძლებით,
დოვლათით - პირველწამალით,
ყოველგარ ჭირის გაძლების,
არხ-სარწყავებით წყალუხვით,
ჯეჯილის წვენით გამძღებით,
კვლავ აყვავდება მამული
ჟამი დგას სხვა დღის დაწყების...

ჟამი დგას მადლად გადმოსვლის
უფლის წყალობის და ნების,
ლხენად რომ აქცევს ჭირნახულს
,, ამ სარწყავთ მონაყვანების’’...
ჟამი დგას უფლის სრასახლში
მუხლმოყრის და თაყვანების,
შრომის, მშვიდობის, სიმშვიდის
კეთილად მუნ დავანების!...
დამშვენდებიან ქალაქნი,
გაივსებიან ბღარებით,
გაცოცხლდებიან სოფლები,
მიტოვებული, მკვდარები,
მოშუშდებიან ტკივილნი
გულების განაბზარების,
გაივსებიან ქუჩები
ვაჟკაცებით და ქალებით,
მთელი ჯალაბით ერთურთის მიმლოცველებად მარებით...
ტაძრები - მრევლით კეთილით
სალოცავს მინაძალებით,
ღვთისმადიდებლით შვებისთვის,
დასრულებისთვის წვალების...
და რწმენით არცროს დაკარგვით
აწ ჭკუა-გონის ძალების!..

41...

გულგაუტეხელ ერისკაცთ
სხვარიგად უჭრით გონება,
ვერცროს დაბინდავს რომელსაც
აბდალ-ხეპრეთა მონება,
სულ რომ ტიტვლებმა ირბინონ,
ხალისით მივცეთ რო ნება,
მთელმა ამალამ ის რო ქნას,
მათ ყაენ-ხონთქარს რო ნებავს,
რაც უნდათ, ის რომ იყბედონ,
კაცს რომ არ გაეგონება,
მათ ბოლო მაინც ერთი აქვთ,
ვაჟაის სულის ცხონებამ,
არავის ის არ გაუვა,
რაც ღმერთს არ მოეწონება!..

42...

ერისთვის ქვეყნის შენება
ბედნიერების ძირია
და რამდენჯერაც მამული
მაოხრებთ გაუწირიათ,
იმდენჯერ ერთად დამდგარა
ქვრივ-ოხერი და გმირია,
უგიათ სოფელ-ქალაქნი,
ციხენი ჩაუკირიათ,
უმშვენებიათ ღვთის სახლნი,
ღვთის არცროს უთქვამთ ძვირია,
კვლავ ჩაუყრიათ ზვარ-ბაღი,
სასხლავნი გაუპირიათ,
ურგავთ, უხნავთ და უთესავთ,
უნოყივრიათ მწირია,
უმრავლებიათ საყოლი
რაც მკვდარს და ცოცხალ სჭირია,
შურითაც გადელებულა,
მტერი, თვალმარჩხად მზირია...
ბევრნი მოშორდნენ მზის თვალთა
მათებრი ფუნა-მწვირია,
სხვაა ქართველთა მიზანი
ვერ დაიჭირავს ჭირია -
გონების ძალის სუფევა,
შრომა - ღვთივ დალოცვილია...
და კალავ უწირავთ ხუცესთაც,
ოდითგან ვით უწირიათ...

43...

ერი კვლავ ივლის იმ გეზით,
სლვაით მამულის ნებისად,
იქით, სად ნათლის ლამპარი,
კაშკაშებს განათლებისა,
სადაც ღვთის სული ტრიალებს,
შვებად ღვთისმოშიშებისა,
და სადაც ბრუნავს ფერხული
წმინდა ანგელოზთ კრებისა!..

44...

ხალხმხიარული ქუჩებით,
გულებით, არნაბზარებით,
თვალებხატულა ბალღებით,
დასაწყვილბელ ცალებით,
ლერწმების დარ ასულებით,
პირმშოს მლოდინე ქალებით,
ვაჟკაცთა გვერდით ნაბრძოლი
დედებით - ამორძალებით,
დაბრძენებული ჭარმაგით,
ნასუსხით ბევრ-ავ-დარებით,
უკვე გულმოცემულებით
აწ დარით განახარებით!

მრევლი, ჯვარ-ხატის მოსავი
სალოცავს მინაძალები,
თაყვანისცემას უფლისას
არ მოშლის რამ დაძალებით,
არათმობს თავისუფლებას,
კვლავ სიმწრით ნაპოვნს წვალებით,

45...

ღვთივმოვლენილი ღვთისშვილის
მამულში მიმობრძანებით,
უზონდერებოდ უდაცვოდ
მხნედ შვილთა მიმოტარებით,
და თავად გახარებულის
ერის და ბერის ხარებით,
გულსავსის ჟინით შენების,
დაგმანვის ძველი ბზარების,
ჩაყრის ახალთა ფუძეთა,
ღვთივნაკურთხის მყარების,
მცხოვრების ერის ჭირ-ლხინით,
კაცთ შემწის დაუზარების,
თავგადადებით მუშაკის
სიკეთის არდამხანების
იმედი გაჩნდა ღვთის მადლით,
ნაღდი, ეჭვმიუკარები,
რო მხნედ ატარებს თვის ერსა,
უშიშად ყოვლი ქარების!

თვის ერ მადლიერ ერისკაცს
ღვთის ფარიც აეფარების!

46...

მეზობელ-მირონ-მოკეთის
მხარდგომით და და მოხმარებით,
შრომა იქცევა ლახვარად
არქონის დასამარების!..

ნადის სიმრავლით სათოხნშიც,
მკაშიც მკერდს ოფლის ღვარებით,
რთველშიც და ხილთაკრეფაშიც
სავსე გიდელთა ტარებით,
სათიბშიც ზორბა ბულულთა
დადგმით უშქარი ჯარების,
მთაში ფარათა ქათქათით,
მწყემსით - მგელმიუკარებით,
ნახირით - ძროხამრავალით,
დაცულით ბუღა ხარებით,
ამაყად რომ ბუბუნებენ
შრომაში დაუზარებნი,
შუბლზემოთ ზეაზიდული
საყანწე რქათა რკალებით,
ჯანზე მოსული ქვეყანა
სიკეთის გზებით მარები,
დაცულ იქნება უფლისგან
ვით უფლის რწმენის მტარები!..

განახლებული სოფლებით,
აღდგენილ ნასაყდრალებით,
ახლად ნაგები ტაძრებით,
ნაჩუქურთმალი კარებით,
გაწალკოლტდება - პარტახი,
ავკაცთა ავნაქნარებით...

მათგან განაჩხიბ მიწაზე
ღვთის თვალის შემობრძანებით,
ქვეძრომთა საძრომ დამგმანვლის,
მუნ ბევრგზის შემომძვრალების,
მანქურთთა მზერით დამცეცხვლის,
მიწაშიც ღმერთგამწყრალების,
არცროს დატოვებს ნაკურთხ ერს,
მისთა მოსავთა მყვარები,
ერიც რწმენაში იზევებს,
ჯვარზე ცრემლნაღვარღვარები!..

47...

გამოზაფხულზე ხევ-ხუვთა
ჩანჩქრებად ამქუხარებით,
ზაფხულში მწიფე ყანებით
- კაცის და ღვთის გამხარებლით,
ნიავზე წახრილ ყანათ
მზის მადლით დათავთავებით,
არსობის პურის მომცემის
- მირონის დამკრიალებლის...
დახუნძვლით ზვარ-ტალავერთა
მტევნებით - თვალმზიანებით,
ქოჩორაშილი სიმინდით,
- ტაროებადლიანებით,
დაბურვილ ბოსტან-ბაღჩებით
- ნესვებით, მადლიანებით,
ტანჭრელი საზამთროებით
დიდგულ-თაფლ-ვარდიანებით,
მწვანედ აწვერილ მწვანილით
- მზით ნაზარდ-ნაზიარებით,
ტურფად მოვლილი სახლკარით,
- ნაგაზებ-ბრაზიანებით,
ზვრებით - ლერწ-რქანაყარებით,
მტევნებშეთვალულ შარებით...
ნაკაფ-ნაჩეხი ტყეების
ხელახლა აშრიალებით
ატამ-ქლიავით ნამშვენი
ბაღებით ვაშლიანებით,
ჟოლოს და მაყვლის კრეფაში
გართული სოფლის ქალებით,
გასათხოვრებით, დედებით
- მოჩიტულ ბავშვიანებით,
ბარდში ჭახჭახით შაშვების,
- თვალმალხაზ თვალცვრიანებით,
მზემობარჩხალე ცარგვალით,
დილებით ადრიანებით,
მწყერზე გასული კაცებით
- ხირიმთა დამგრიალებით,
მთებში მგლისმუხლა მადევრით
- ტახების, ჯაგრიანების,
ტყენი - კვლავ უხვნი ნადირით,
დამბუხუნ-დამღრიალებლით
- ედემს ემსგავსვის მამული,
უფლის მადლს ნაზიარები,
შემოხრულ-შემოკვეცილის
ხელახლა გამთლიანებით,
ქართულ ოცნების ახდენის
საქვეყნოდ გახმიანებით,
დავითის, შოთას, ილიას
დიდ გულთა ახმიანებით!

48...

შენც გაიხარებ, არწივო,
დაჭრილო ერზე ზმანებით,
მაშვრალო ბრძოლა-წვალებით,
მამულზე ფიქრთა ტარებით,
კალმითა დაუწერელის,
სიმძიმით გამტიალებლის...

ყომრალ ღამეთა თენებით,
დღე კალმით დაღლილ მკლავებით
მუხლჩაუხრელი ხარებით
თესვით და მომკით ყანების,
და ღამით ისევ კერასთან
შუქზე ჭრაქ-ნავთიანების,
მამულზე ჯავრით და წერით
ლექსების, დარდიანების...
პოემათა და წერილთა,
ხურჯინით საწიალებლით,
აღებულ ორიოდ გროშით,
ბალღთათვის ნაზიარებლით,
მტრის შეკურთხებით, მომუშტვით
მუშტების - ბრაზიანებით...
თვალის დაშრეტით, სალმობით,
ვაჟკაცის დამზიანებლით,
გადაქანცვით და ქოშინით
ფილტვების, ავწყლიანების...
ბოლოს გაღება ყურთამდის
თეთრ ლაზარეთის კარების...
სად ყვავილ-ბალახთ ნატვრაში
გლახ-გულის გაჟრიალებით,
მათ ჩამცხრალ მკერდში ჩამკრავი
გაცივებული მკლავებით..

ყოველი ახსოვთ ღვთისდარო,
არ ყრიან ავზნიანები,
შენი სახელი ისევ უხს,
მტრის კვლავაც დამზიანები!..

49...

აწ დიდ-მცირეთაც მივმართოთ,
ვინც გვყვანან საღზნიანები:
- ვილოცოთ საქართველოსთვის,
მისი ცის გამზიანებით,
რომ კვლავ მოშენდეთ ქართველნი,
ჯიშიან-თვალმზიანები!..
მათთვის სიცოცხლის მიმცემნი
გვემრავლონ ბალღიანები!
- ვიხაროთ მდიდარ სკასავით
- ვაჟებით, მკლავფხიანებით!..

ძალ მოგვეცემის მტრის გულში
ხირიმის დახრიალების,
რომ შიშით თრთოდნენ, ვით როსმე
ეგ საფლავძაღლიანები!..

50...

ეგრემც იქნების, ღვთის მადლმან,
ავდგებით, კვლავ მოვშენდებით...
სამშობლო-მიწის გარშემო
კლდე-კედლად ამოვშენდებით,
მსოფლიოს პირველ ქვეყნებში
წალკოტად ამოვმშვენდებით,
ღვთიშს მადლით, ლოცვა-კურთხევით,
ცოდვათა ჩვენთა შენდობით...
- ამაღლებს რწმენას უფლისას
ძლევაი უიმედობის!

51...
და ორი სიტყვა მსურს კიდევ ვთქვათ
გულის არდამზიანები,
ისევ იმ ტანთხელ იმერის
ღვაწის, კაცობის და ნების
დანახვით და დაფასებით,
ბევრიც რომ ბაძავს სხვა ნებით...

ლოცვით, რომ კაცი სხვაც ბევრი
გვეზარდოს უფლის წყალობით,
მამულის საღორძინებლად
დიდნებით გარდუვალობის!!!


ბოლოთქმა

ასომთავრულით წერილის
გაცისკროვნებულ ბწკარებით
დაიწერება ამბავი
წარსულის დარ-ავდარების,
უკვდავიყოფა სახელი
კაცის - ღვთივ მონაბრძანების,
ტანთხელ-პირხმელი იმერის,
ზრდილის, მწიკვლმიუკარების!..
ვინც ავი ნავსი გატეხა,
ერს არს აუხილა თვალები,
აუნთო ცრემლთაწვიმებით
მინავლებული ალები.
ზეააყენა დუხჭირნიც...
სიყმილნაგემნიც, მხდალებიც,
რომ მზაკვართ ერთპირ ეუკრან
საძრომნიც, გზასავალებით...

ერს ვინც გაუხსნა გონება,
თავის საჭურჭლის კარებიც,
რომ მოახმაროს ალალლად
ქვეყანას მოსახმარები...

და ერმაც ცნო თვის შემწედ
სიწრფელით შესაყვარები,
ვინც ჩამორეკა სპათ შეყრის
მუწყებელი ზარები!!!


ბოლო მინაწერი

სხვა რაღა გითხრა მაშვრალო,
დაგღალე ჩემი ბწკარებით...
დავკეცოთ ესე წერილი,
დავბეჭდოთ შორს მიმარები...
ოღონდაც ზედ დავახატოთ
იმედის ნაპერწკალები:
- მალე დადგება ლუხუმის
ლაშარს შადგომის დარები!!!

22. 11. 2011

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptySat Apr 20, 2019 10:41 am

იმედი ჯახუა

რკალიდან ,, სიყვარულის საუკუნე ''


თვალის ახელისა

/ ანუ - ბავშვობის დასასრული /


მიფრიალებდნენ მაღლა ნისლები
და ეწეოდნენ მზისკენ ჩინარებს,
ვარსკვლავთ რომ თვლიდნენ გაფაციცებით,
მზეში ჩაფლულებს და უჩინარებს...

მზე ნებივრობდა თბილ ტალღებს შორის
და უხაროდათ პატარა თევზებს...
თოვლს ვარდისფერი დაჰკრავდა მთებზე
და ( ბუმბულივით ) მიჰქონდა ქორი
აპრილის ნიავს...

თავისით გაჩნდა სულში უფსკრული
როგორც თავისით ჩნდება მწვერვალი...
თვალისმომჭრელად
და მომნუსხველად
იხედებოდა შიგ ელვარება
შენი თვალების...

და ნათდებოდა სამყარო -
ერთობ
უთავბოლო და გზების ამრევი...
და ცაზე - მხოლოდ ერთი რომ ენთო
მზე -
მე ვიხილე მზე უამრავი!..

1965



ქარებს გადარჩენილი ბუდისა

... ძნელგზებნაგემი მგზავრის მზერით
ვზვერავ
დაღმართებს...
დედის ხელებიც მომენატრა
ამოდ ცივი და...
დაგტოვებ მალე ...
და იმ ბოლო თავშესაფრამდე
ძვალხორცს - ცოდვისგან გაცივებულს -
მარტო მივიტან...

და დასრულდება
( ჩემს ლოდინში ) ღამისთევების
ბოლო სერიაც -
სერიალის ორმოცწლიანის...
ამოივსება
ცოდვის ჩემის ორმოც ტიალი...
და მოვალს ჟამი
შენდობისა და მიტევების...

და გაზაფხული კვლავ რომ მორთავს
კორდებს ფარჩებით
და გზას გაჰყვება ზამთრის ქარიც
( სადარნათრევი ) -
ერთად ნაშენი
( ჟამის რტოზე...) ბუდე დარჩება,
( ფრთებშებუმბლულით )
დახუნძლული
( ჩვენი ) ბარტყებით,
რათა უჩემოდ გასძლო
( ჩემთან ყოფნას ნაჩვევმა ),
ვიდრე ( ოდესმე...)
ძალიან არ მოგენატრები!..

2009



მარტოობაში მივიწყებული ვერხვებისა

/ ანუ მონატრება ჰამლეტ გონაშვილის სიმღერის ფონზე /

,, ... ეს იყო წინათ... დიდი ხნის წინათ ...''
გალაკტიონი, ,,ვერხვები’’

... აქ მუდამ ხსოვნის კედლებს ეხლება -
ვერ გამოფხიზლდა გული ბებერი...-
,, ფოთლების კვნესა ’’ ესმის ( ვერხვების )
და ბორგავს ( ციხე აუღებელი ) ...

აბა, რა გითხრა - როცა შეგხვდები...
მით უფრო ახლა (ასე შორიდან )...
მივიწყებულნი
მოწყენილან ჩვენი ვერხვები
( უწყავი წყალი
დაწრეტილა
იმ ამბორიდან...)...

და მხოლოდ ნატვრას
( თუნდ წამითაც...) თვალის შევლების
დავსჯერდე უნდა
( ჩვენს ვერხვებთან,
იმ ჩვენს ღელესთან ),
ლივლივა თმების,
მკერდის - ეკლების,
( შენივე ) ცრემლი
( შეუმჩნევლად )
რომ გისველებდა...
ვიდრე წვიმებით ( ბოლო ) მარტის
( გადაუღებით...),
მოგონებათა სასაფლაოც დაიბეკნება...)...

მონატრებასაც ვიდრე ( უბრად )
ბოლოს მოუღებს
( დავიწყებაში ) დაბერება ჩვენი ვერხვების ...
და ჩემს ცელიან მდევარს
( მოუღლელს ),
მეც ერთხელ,
სადმე -
შარივით არ გადავეყრები...

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptySat Apr 20, 2019 10:43 am

იმედი ჯახუა

სნეული ტრიპტიხი

მიმწუხრის მისტერია

მწუხრის მწირ, წმინდა ნათელს მიმცვრევს
უცხო ფრინველი -
ნათლისფერ ფარნით,
ჯადოსნურით და ხელთუქმნელით...
უხილავი რამ და უწონო სივრცის მზვერავი...

ცა კი... თავად ცა... მიჰქრის უცხო მიმართულებით,
უჩინმაჩინის ეტლში ვარსკვლავთრემაშებმული...
მე კი როგორ მსურს,
რა უსაზღვრო თავდავიწყებით -
ანუ ბავშვური სიგიჟით და ჟინით ულევით
ამ უდიადეს დოღში გარევა!..

მაგრამ ხმა - ეგზომ იდუმალი
და ეგზომ სულისგულში ჩამწვდომი,
სხვას ჩამაგონებს,
სხვას მაძალებს,
სულ სხვა რამისკენ შეუმჩნევლად მიბიძგებს ისე,
კვნიწი უარიც არ ფაჩუნობს ამ დროს ჩემს გულში
და სიხარულით მივდევ მის თრთოლვას
უმსუბუქესი თითქოს თავად ჩემივ ლანდისა...

და მეყვსეულად სულ სხვა, პირველქმნილ
და მარად ცინცხალ
სიბრძნეს ვუღებ გულის და სულის ბჭეკარს ყურთამდის
ყოველ მხრიდან რომ
თითქოს უმშვიდეს შეგონებად შემოდის ჩემში
ამ მიმწუხრის ჟამს
როგორც ნათელი უხუნარი განთიადისა...

და მეც გულმშვიდად ვუბრუნდები
ღვთივნაბოძებ ჭურჭელს ჩემივეს,
მოჟრიამულე ოცნებებთან
დაუღალავად სანავარდოდ გულმიშვებული...
და ჩამომესმის ყველა ციდან ასე უბრალოდ:

- ვერ ამაღლდება ზეცად ვერავინ,
ვინც თუნდაც ერთხელ ზეციდანვე არ დაშვებულა!!!


29. 10. 2011


ანდერძნამაგივით ჩემს ,,მეორე მეს ‘’

გავტყდებით მაგრამ
არასოდეს გავიღუნებით!..
ტ. ტაბიძე

დღე თუ მოვკვდებით - ღამე ვიშვებით
და კვლავ ვუმღერებთ მზეს და რიჟრაჟებს
და სურნელს - სარკმელს მომწყდარ ფიჭვების -
კვლავაც ვასუნთქებთ ლექსებს გიჟმაჟებს!..

იოლად მკვდარიც ვერ გავცივდებით,
ჰგონიათ ვით ჩვენს ბრიყვ მტერ-მოყვარეთ!..
თუმცა ერთხელაც თავად მიხვდები,
სულ სხვა სიცოცხლე როგორ მოგვპარეს!..

მაინც ცად ფრენენ ჩვენი ჩიტები
და კვლავაც მათი ჟრუნით ვმშვიდდებით,
ვიშვიშს გვიშენენ გარეშემო შურის მშვილდები
და მაინც დღემდე ვერც გაგვტეხეს
და ვერც მოგვხარეს!..

ავი სიზმრებიც ვერ აგიხდება,
და შუბლზე ჯვარიც ისე გიხდება
- ამაყად ივლი შენ უჩემოდაც!..
ბჭეს მოგვდგომიან სხვა ამინდები...
ცრუზღაპრებით კი ნუ გაბრიყვდები -
კვლავ ისე სწირვენ, როგორც სჩვეოდათ!..

29. 10. 2011.


ძგერამიმჩხრალი გულისა და
ჯერაც ჩაუმცხრალი კოცონების
ბალადა-სონეტი

გულში ცეცხლის ვარდს რომ რგავდი,
ვით არ წამერთმოდა ღონე?!.
სიზმრის აცხადებას ჰგავდი -
სიყრმე ამოდ შემიღონე...

ცეცხლშეგზნებულს ჰგავდა მზის სახლს
მეცხრე ცის ვარვარა თონე,
გული ჩემი ცინცხალ-ცინცხალს
ლექსთა გიკონავდა კონებს...

თავად უბრძნეს გულთამხილველს
გაიხდიდი მორჩილს მონებრ...
მეცხრე ცის გამსგავსე ფრინველს,
უხმოდ გეყმე და გემონე...
გულიც გიფეშქაშე ფიცხლად
არც რამ სხვა განძისა მქონემ...

რაც იმ გულის ძგერა მიწყდა
( და ღდინზედაც მიწყდა, ვგონებ!.. ),
რამდენი რამ დამავიწყდა,
ვერც რომ როსმე მოვიგონებ...

29 10. 2011


study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptySat Apr 20, 2019 10:45 am

იმედი ჯახუა

წასულ ძმათა ვერდავიწყებისა

რაღაც, ბოლო ჟამს, ჩემს წასულ ძმებს
სულ უფრო ხშირად
ვიხსენებ ხოლმე უდროო დროს
( ცუდად დამჩემდა...)...
თითქოს ხახაში უხერხულად
ფხა გამეჩხირა...
თავს შემცოდედ ვგრძნობ ასეთ დროს და
ყოვლის გამჩენთან
უბრად, თავდახრით ვდგავარ საწყლად,
ვით განსასჯელი...
გულსაც დღითიდღე გაუგებარ
ყოყმანს ვამჩნევ და
ბინდით მოსილი ცოდო-მადლის
გადასაჭვრეტთან
გუმანითა ვგრძნობ, რომ შემინდობს
ამას გამჩენი...

მაგრამ გაყუჩდა რახანია
დღეც, თვეც და წელიც...
არ დასცდენია კალამს ჩემსას
წამლად მარცვალიც...
თითქოს ნედლ ბალახს უსულგულოდ
გამომკრეს ცელი
და ხრიოკ ველზე მიმაწვინეს
ვნებადამცხრალი...

და თქვენ კი ამ დროს სად ხართ ძმებო,
სად ხართ ბიჭებო?!.
გესმით კი მაინც რამ ამ სოფლის
ურვა-ვარამის?..
მამულის ბედით გულმკვდარი რომ
ბნელს ვეყინჩები
და მუშტს რომ ვუქნევ ჩხუბის შემდეგ
გამგეს წკვარამის???

და სულ უფრო ვგრძნობ,
რა უამურ გზებზე მიხმობენ
ერთ დროს ფერადი, დღეს შავფერი
მღვრიე სიზმრები...
მაინც ჯიუტი, არხეინად
გულს რომ ვიმხნევებ
და ისიც რომ მწამს - ჩემის ნებით
არ ავიძვრები...

აქ ვიდგები და გაგიხსენებთ
თუნდ უფრო ხშირად,
თუმც მკვდარი გულიც
უარესად დამეთუთქება...
და კვლავ ჩვეულად, ვით მიწირავს,
ისევე ვწირავ
და ვეღარც ფხიზელს, ვეღარც მთვრალს და
ვერც მკვდრისებრ მძინარს,
ძვრასაც ვერ მიზამს თავად ეშმაც,
რომც დადგეს ყირას...
და სანამ ბოლო ქვეყნის დამქცევს
მიეზღვის წვრილად,
ბიჯსაც არ გავდგამ ამ ქვეყნიდან
( თუნდ ღირდეს ჩირად...),
იმ ერთადერთი
და იმ ბოლო
სიტყვის უთქმელად!!!

30. 10. 2011

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptySat Apr 20, 2019 10:46 am

იმედი ჯახუა

მტრად მოქცეული ხიზნისა

უბრად გავცქერ ველებს მქისეს -
ვუსმენ სმენის დამღლელ მყვარებს...
ისე სიკვდილს ვერ ვეღირსე,
მტერს თუ არ გადავეყარე...

სადაც ხმალი დავახვედრე,
ბაღ-ვენახიც იქ ვახარე,
ფიცხი კვიციც იქ გავხედნე
და მოზვერიც იქ ვახარე...

სადაც ღდინზე არ გავბრაზდი,
იქ შავი დღეც ვერ ვაყარე...
იქა მჩაგრავს, სადაც გასდის,
თუ მხნედ დავხვდი, მტერს ახარებს...

მაგრამ ბოლომდე რომ ფხიზლად
ვერ დავურჩი, ვიტყვი ბარემ...
ამადაც დღეს, თავხედ ხიზანს
კლიტითაც ვერ ვუხშობ კარებს...

ბილწს შეეკრა და გარეწარს,
სიკეთე მანანა მწარედ...
დღეს მასთანვე მკის და ლეწავს,
რაც რამ ვთესე, ვთოხნე, ვბარე...

დროზე რომ არ ამოვისვი
თითიც, როცა მთხრიდა თვალებს...
ფეხის ფრჩხილზე რომ დავისვი
და კეფას მესტუმრა მალე,

ამ ცოდვისთვის ვერც ავყვავდი,
ვერც გავმრავლდი და ვიხარე...
ახლა მიკვირს, ამ ყოფამდის
ტყვია რომ არ დავიხალე...

აწ ვზი, ავცქერ უფლის სადგურს,
გულშიგან ცრემლს ვაღვარღვარებ...
მწამს, უჯიგროს და უმადურს
ოდენ ის დაუდებს ზღვარებს...

მე კი ვისთან რასა ვდავობ,
ვის რად ვუმტვრევ ღია კარებს?!.
,, რაც მოგივა დავითაო ‘’ - ს
თქვენც ნუ დამამადლით, ბარემ...

31. 10. 2011

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptySat Apr 20, 2019 10:48 am

იმედი ჯახუა

მხარქცეულისა

სიზმარში ვარ თუ ცხადში, ვერ ვარჩევ -
სადღაც ცხრაუცხო მხარეში ვზივარ...
ვერც რამის თხოვნას ვუბედავ გამჩენს,
თუმცაღა მტკივა, მშივა და მცივა...

და გულზე ვითბობ ხელებს ( მტკივანზე...)
მორიგეობით ( ვაბოლებ თანაც...).
რუხად გამჭვარტლულ ფიქრებს მივარწევ
და ვგრძნობ, რომ ვიღაც მჩხიბავს თუ მთვალავს...

სამარხვოს მარტოდ ვუზივარ ტრაპეზს
( თუმც პურის ყუაც სუფრაზე არ ჩანს ...)
და დროს, მიწყივ მქროლს ტყვიის უსწრაფეს,
აშკარად ვამჩნევ ზოზინით გარჯას...

გადაწვერილი მზეც ( ნაადრევად...)
არ მეჩვენება მაცნედ კეთილის...
შავ ღრუბელს წელის უჭირს ათრევა,
ღრმა ხევში როა გამოკეტილი...

და გავცქერ ხედებს მწირსა და დუხჭირს
( ფერებმა როგორ დაკარგეს პეწი!..),
თვით ბუნებასაც ჩემებრ რომ უჭირს,
კანითაც ვგრძნობ და გულგვამიც მეწვის...

თავს ისე შორს ვგრძნობ ახლობელთაგან,
რომ სიმარტოვეს განვიცდი მშაშრავს...
ხან ვითომ მსუსხავს, ხანაც მზე მთანგავს,
ხან ქვაც მეწევა აღმართზე მაშვრალს...

და უბირივით ვაცეცებ თვალებს -
არავინ, გულთან ახლოს მომსვლელი...
და ცხადად ვხედავ, სად მიაქვთ ქარებს
ჩემი სარჩო და შესამოსელი...

მე კი, თითქოს-და ვინმეს ან რამეს
ვუცდიდე, - ვზივარ ძელსკამზე უბრად,
ახლოს კი უკვე კარავს შლის ღამე
და თან ნიშნს უგებს უპურო სუფრას...

კვლავ უქმად გავცქერ გზას, გაუმჭვირვალს -
არავინა ჩანს, გკითხოს - ვინა ხარ...
ბოლოსწინა ღერს ვაბოლებ ,, პირველს “,
ბოლოს - იმ ერთი დღისთვის ვინახავ...

31. 10. 2011

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 77
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა EmptySat Apr 20, 2019 10:51 am

იმედი ჯახუა Imedi_12

იმედი ჯახუა

სიძაბუნის ღამისა

ღამეს ვათევ სიძაბუნის,
სენის კოლტით გადაძოვილს...
ვგრძნობ სიჩქარეს მიწის ბრუნვის
და გეშს ლანდის - სისხლისმწოვლის...

არც ბრძენი ვარ, არც გმირი ვარ,
არცა მცივა, არცა მცხელა...
ვზი გვემული კაცი ვინმე,
თითქოს ასმა კაცმა მცემა...

არც დაჭრილი არწივი ვარ,
თუმც მეც დამცა განსაცდელმა...
- გამოცლილი ქანცი მიმაქვს
სიცოცხლეში გასაცვლელად...

არც ლიქნით მტერს ვეღრიჯები,
არც სიკვდილთან ამოდ არ ვარ,
მაგრამ, ვით ჯერ ერი ჩემი,
ფეხზე ვეღარ წამოვმდგარვარ...

ამაშიაც ჩემს ერს ვგავარ -
მისებრ ჯერ მეც არ მოვმკვდარვარ...
თუმც, თუ ვდგავარ - სიმწრით ვდგავარ...
და თუ დავალ - ოხვრით დავალ...

თუ იღბალი არ დამზარდა,
არ დავრჩები მეც პირშავად!..
სანამ აქ ვარ - მართლა ვარ და,
თუ წავედი - მართლა წავალ...

2. 10. 2011


study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Sponsored content




იმედი ჯახუა Empty
PostSubject: Re: იმედი ჯახუა   იმედი ჯახუა Empty

Back to top Go down
 
იმედი ჯახუა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: