არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 გაგა ჭინჭარაული

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

გაგა ჭინჭარაული Empty
PostSubject: გაგა ჭინჭარაული   გაგა ჭინჭარაული EmptyFri Mar 29, 2019 9:31 am

გაგა ჭინჭარაული Gaga_c11
Gaga Chincharauli

გაგა ჭინჭარაული
(ტყიჩი)


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

გაგა ჭინჭარაული Empty
PostSubject: Re: გაგა ჭინჭარაული   გაგა ჭინჭარაული EmptyFri Mar 29, 2019 9:33 am

გაგა ჭინჭარაული

აკიათ ხვთისოს ხსოვნას

ცხენებ ერთმანეთს დასჯიბრდეს,
ბორტვი ნალებით ღარესა,
ჴელშიით გვგლეჯდეს ტიალნი,
ჩანასკულ ლაგმის ტარებსა,
გვიჯავრდეს-,,სარტყლებს რაად ხჴსნით,
გონს რადარ დაიტანებთა,
ცხენებს არ დაეჴოცივნათ,"-
გვეხვეწეს,გვემუდარესა,
ერთუცს დანასკვულთ ვიდინეთ,
ვიცინეთ,ვიხარხარეთა..
ჩაება ჩრდილის ჩადრები
დათვისურაზე მთვარესა,
ნალების ნასრევ ბურჯღუმი
დღესავით ჴდიდა ღამესა.

Arrow[/quote]
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

გაგა ჭინჭარაული Empty
PostSubject: Re: გაგა ჭინჭარაული   გაგა ჭინჭარაული EmptyFri Mar 29, 2019 9:37 am

გაგა ჭინჭარაული Gaga_c10

გაგა ჭინჭარაული

ხევსურული მუქარა

ხელში შიშველ ხმალს აძლევდნენ,
სულთან ბრძოლის დროს ვაჟკაცსა,
რომ სიკვდილისთვის დაეკრა,
მზე არ დაეთმო კაშკაშა.
გიორგი ლეონიძე


მოდი, სიკვდილო, თუ მოხვალ,
შენი მიწით და ლოდებით...
რა ღალატიან მტერივით
ჩუმ-ჩუმად მიახლოვდები?
ნუ ფიქრობ, ძაღლის მძორივით
მათრიო, ბრძოლის გარეშე.
ხელში შიშველ ხმალს მომცემენ,
მიგლეწ და მოგითარეშებ.

Arrow


Last edited by Admin on Fri Mar 29, 2019 9:39 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

გაგა ჭინჭარაული Empty
PostSubject: Re: გაგა ჭინჭარაული   გაგა ჭინჭარაული EmptyFri Mar 29, 2019 9:38 am

გაგა ჭინჭარაული

წავადგათ ფეხი

სხეული ლოგინზე დევს,
ნებივრობს ხევსურეთში სული...
კოპალავ! - წავართვათ წყალ-ჭალა დევს,
როგორმე ვუშველოთ სიცოცხლის სურვილს.

არ ვიქცეთ პერანგად გველის,
რომ სხივმა დაგვშალოს მზისამ.
ორივე ხმალია, - მოკლეც და გრძელიც,
წავადგათ ფეხი და ვეწამლოთ მიწას.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

გაგა ჭინჭარაული Empty
PostSubject: Re: გაგა ჭინჭარაული   გაგა ჭინჭარაული EmptyFri Mar 29, 2019 12:21 pm

გაგა ჭინჭარაული

დაცლილი სოფელი

მტკივიხარ, გრძელო სოფელო,
ნაოხარივით გამხდარო,
ერთ დროს ერთმანეთს გამბულო
ძმა-სახლიკაცის ბან-კარო.
სუმუდამ ძახილ-ძუხილო,
ბან-წინგარდაზე ხახანო,
წუხრ-წუხრ ერთუცის პატიჯო,
საერთო სადილ-ვახშამო.
შაყრილო უფროს-უმცროსო,
თავ-თავის სკამზე დამსხდარო,
ერცხვის მანდაურ ქალ-ზლითა
აყვავებულო ქაზდარო,
შაკრულო ისრის კონაო,
გადასატეხად მაგარო.
მგონდები, მამის სიზმარო,
გასახსენებად საზარო,
ნანახვო ქრისტეს ღამესა,
დილას ცრემლებით ნათქვამო:
იმ დროში წარმოუდგენო,
რაღაც მითო და ზღაპარო,
დღეს კი მზის მასვლასავითა
ასრულებულო, ამხდარო.
საიდან მახვედ, შავწყალო,
სახლის ყორეებს მამდგარო?
კეზო, მუხისგან გათლილო
დედაბოძზეით გამხტარო,
კერაში გადაზელილო
მიწავ, ნაკვერჩხალ-ნაცარო.
ცრემლს მადენ, იფნის უღელო,
ერთდროს მანძილათ ნადგამო,
შუაზე გადამტვრეულო,
ტაბიკ-აპეურ დამწვარო,
დროთა ქარების ნალოკო,
სანთლის ფეხივით გამდნარო,
მამულო, დამეწყრებულო,
მაშლილო სამან-სამძღვარო,
ხრამ-ნაპრალებად ნაქცევო
საბელთ გაშლაზე გამხდარო.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




გაგა ჭინჭარაული Empty
PostSubject: Re: გაგა ჭინჭარაული   გაგა ჭინჭარაული Empty

Back to top Go down
 
გაგა ჭინჭარაული
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: