არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ლია რუსიაშვილი

Go down 
AuthorMessage
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:16 pm

ლია რუსიაშვილი Lia_ru11
Lia Rusiashvili


ძველი ალბომიდან

ბებერ თელასთან იჩხუბეს და ჰე!
სხვა ნახა ბიჭმა... სხვას გაჰყვა გოგო...
ქვეყანა ჰგავდა ვეება საცერს
და ქუშად სცრიდა მადლსა და ცოდოს.
შემოაბერდნენ სხვადასხვა კერას...
მზერით დაჰქონდათ ცხელი სათქმელი!
და სიკვდილის წინ, გაწელილ ბგერად -
მათ ერთმანეთის დასცდათ სახელი.


ლია რუსიაშვილი

დაიბადა 1963 წლის 27 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


წიგნები:
* 1990 - წარვედ სახიდ შენდა (ლექსები) - თბ. : მერანი - 68გვ. : პორტრ. ; 68სმ.. - 25კ., 1500ც.
* 1999 - წარვედ სახიდ შენდა (ლექსები); მხატვ. გია ბუღაძე ; წინასიტყვ. მაკა ჯოხაძე ; ბოლოსიტყვ. ზვიად ნოდია. - თბ. : დღე და ღამე, (შპს გაზ. "საქართველოს მაცნე"). - 164 გვ. ; 20 სმ.
* 2002 - საათი (პოემები), თბ. პაატა ნაცვლიშვილის გამ-ბა, - 86გვ. ; 16სმ.. - ISBN 99928-66-18-7
* 2004 - (ლექსები), რედ.: რუსუდან მოსიძე ; მხატვ.: გია ბუღაძე. - თბ. : ბაკმი-ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, - 265გვ. : ილ. ; 13სმ.. - ISBN 99940-27-42-5
* 2013 - გზა სამეფო მიხაკით (ლექსები, ესსეები) რედ. პაატა ნაცვლიშვილი ; მხატვ. გია ბუღაძე. - თბ. : საუნჯე : ვაჟა წოწკოლაური, - 134 გვ. ; 18 სმ.. - ISBN 978-9941-442-64-3

* „სალი კოლხელი“, 2007 - 2014. ხუთტომეული:
** ტ. 1 - რედ. ზვიად ნოდია ; მხატვ. გურამ გოცაძე. - თბ. : ლეგა, 2006. - 20 სმ. - (2006). - 144 გვ. : ილ.. - ISBN 99940-879-7-5
** სალი კოლხელი, მხატვ. გურამ გოცაძე. - თბ. : "ლეგას" გამ-ბა და სტ., 2007. - 29 სმ. წ. 1 : უცნობი დედოფლის საგანძური. წ. 2 ; ოქროს ვაშლის საიდუმლოება / [რედ.-გამომც. ზვიად ნოდია, რედ. დავით გურგენიძე]. - 2007. - 159 გვ. : ილ.. - ISBN 99940-879-7-5
** ტ. 5 : ტყის ქალი. - ივერიონი, 2014. - 100 გვ. : ილ. ; 20 სმ.. - აღწერილია გარეკანიდან. - თაფურცელზე: ტყის ქალი. - ISBN 978-9941-9398-7-7

ბმულები:
* https://www.facebook.com/lia.rusiashvili.75
* https://mylilac.wordpress.com/tag/ლია-რუსიაშვილი/

Exclamation


ლია რუსიაშვილის წიგნის პრეზენტაცია
Published on Apr 1, 2017

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Sun Mar 17, 2019 10:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:18 pm

ლია რუსიაშვილი

შეშლილის ტირადა

როცა დღეები წამართვეს ვალში და კვამლისფერი
წუხდა ჭაობი, როცა დავიწყე
სამოთხის ვაშლით და დავასრულე
არარაობით, როცა ხანდახან სცივათ ყვავილებს
და ჩამოგვყვირი, მზეო, შავფერო
და გვეზარება მკვდარ სინამდვილეს
ჩვენი ოხერი სული ჩავბეროთ! როცა
ვაცების გამოჩნდა ჯოგი და დააფეთა
მუქი სიშორე, მაშინ ვისწავლე სხვათა
არცოდნა და ჩემი მმ-ე-ე-ე-ც მაშინ
ვიპოვე; ნება მომეცით, ცარიელ თავში
რომ წაგითაქოთ ისე, უბრალოდ... თქვენ
ლაქია ხართ ცისფერი ფრაკით, მეც ლაქია
ვარ, ოღონდ უფრაკოდ!
წაშლილია ყოფნის
წერტილი და მძიმე,
თუკი ძალა შეგწევს,
მშვიდად დაიძინე!
აღარ გათრობს ეშხი
უუნათლეს სხივთა.
ჩრდილს როდემდე ებრძვი
საკუთარს და სხვისას!
ჰოდა, აქვე, ახლო
ღრუბელთაა ჩერო...
დროა, უცნობ ნაცნობს _
სიკვდილს მოეფერო.
როგორ ვიმღერე? _ არ მინდა ტაში!
რაღაც დავკარგე და ვდარდობ მასზე...
დიდი ხანია, ჩემს არსებაში რომ დავატარებ
ჩემსავე სასჯელს; ეჰ, რა აზრიაქვს, წამები ვთვალო, გარდამეცვალნენ
სუნთქვის იები! მე მგონი, უკვე დროა,
მოძღვარო, აღსარების და მონანიების...
უწმინდესი სიზმარი
უკანასკნელ მაისის.
ნაზი, როგორც რიჟრაჟი,
მშვიდი, როგორც დაისი.
მზისკენ გაფრინდებიან
ნისლის ფარშევანგები,
მე რომ მომაგონდები...
შენ რო დაგენანები...
აჰ, არა, არა, არ ვარგა ასე! მე, გენიოსი
ვაცი, თეთრწვერა, ვმღერ ძველ სიმღერას,
ისიც ძველ ხმაზე! ალბათ სჯობდა,
რო ასე მემღერა:
მივალ და ვეღარ მიპოვი,
ზამთრისპირს დაგენანები!
მოგაყივლებენ სიშორის
ყვითელი ფარშევანგები.
გაიპარება ყველა მზე
და მიღმა დაევანება,
ეჰ, სიყვარული მე და შენ
ნეტა რად გვექცა წამებად!
როგორ ვიმღერე? _ არ მინდა ტაში!
რაღაც დავკარგე და ვდარდობ მასზე...
დიდი ხანია, ჩემს არსებაში რო დავატარებ
ჩემსავე სასჯელს! ააწრიალებს
წუხილი სიზმრებს, ჟამი თუ ღელავს
მთვარის ავსების... შენც დაბერდები, არ
შეგეშინდეს და ყრუ სინანულს დაემსგავსები.
იტყვი, რას ვიზამ, ზმანება მორჩა
და ქარიშხლები ჩადგა ცდუნების!
რა იქნებოდა, არ დამკარგვოდა ნისლში
ნაპოვნი სალამურები...
შემეყარა მთვარის ქალი
და ქარები გარეკა;
დაისისკენ მიიჩქარის
მწუხრისფერი კარეტა.
მომდევს ჟამი უვალებო
და ეული ცის კიდე.
გარდასულის მქრქალი ექო
და უცნობი სიმშვიდე.
უწმინდესო შუქი ფერთა
სიზმარეულ თენების,
მაინც რატო შემეფეთა
რემა ცისფერ ცხენების?
შემოდგომა ჩუმად მიდის,
ჰე, მიუშვით სადავე!
დიდო ზარო, მოლოდინის,
როგორ ჩამომაღამე...
როგორ ვიმღერე? _ არ მინდა ტაში!
რაღაც დავკარგე და ვდარდობ მასზე...
დიდი ხანია, ჩემს არსებაში რო დავატარებ
ჩემსავე სასჯელს! ნება მიბოძეთ,
ცარიელ თავში რომ წაგითაქოთ ისე,
უბრალოდ... თქვენ ლაქია ხართ ცისფერი
ფრაკით, მეც ლაქია ვარ, ოღონდ
უფრაკოდ! ეჰ, დამავიწყდა, ვაცთა მეფეც
ვარ და არ მაშფოთებს ჟამთა სიყრუე.
ვდევნი სიმართლეს _ მახინჯ სეფექალს
და ტახტს ვთავაზობ ლამაზ
სიცრუეს!..
შენ მახსენდები მ-მე
და გადატეხილ წნორს.
და ლოცულობდა მზე
შორს, უსასრულოდ შორს.
არსაითაა ხსნა
და მწუხრის ქარი ქრის.
და შეაწუხებს ცას
ფითრი ფოთოლთა თვის.
ათბობს სიმღერა სხვა
ჩემს გაციებულ `მეს~.
და უერთდება ხმა
ცად მიმოფანტულ ხმებს.
ჰე, სიყვარულის ცხელი ზედაშე მათრობდა
და მეც ვკვდებოდი უცბად. არარაისგან
ქმნიდა ყველაფერს მარადიული
დუღილის სუნთქვა. ახლა სამყარო დაქვრივდა
ისევ, ახლა რუხი და შავია
მარტო და მეც ფეხების ფრატუნით მივდევ
მინინგიტიან წარსულს და აწმყოს.
არარას ვნანობ, რაც არი, არი... იარებს
მაინც ვერრა უშველეს!.. და ვაცთა
მეფის ელამი თვალი მისჩერებია ამაყ
წუმპეებს...
ირხევა ექოთა ქაოსში
დამარხულ ვარდების ყვირილი.
და თვალის კუთხესთან ნაოჭი
მიგყვება უცაბედ ჩრდილივით.
ეჰ, თუნდაც დასაწყისს გისჯიდე,
დასასრულს სად დაემალები?!
და მოდის სნეული სიმშვიდე _
საღამო, ტენიან თვალებით.
ჰაერში იმღერებს წყლის მტვერი,
შეკრთები აკლდამამისჯილი
და მოგაგონდება ქვისფერი
შენივე სხეულის სიკვდილი.
გაშინებს ღამეთა მორევი
და შველას არსაით არ ელი!
ცივია სურვილთა შორეთი
და ჩლუნგი სიმთვრალე ჰაერის...
ვეღარ გავიგე, რატო მოვედით: ის _
ორისა და ორის სხვაობა! მე _ არამზადა
უსათნოესი! თქვენ _ დიდებული
არარაობა! რაო? რა ბრძანეთ? მე ვილანძღები?..
ხომ არ გაგიჟდით, ჩემო
ბატონო?.. რა იქნა ჩემი თოვლის შანდლები?
ჩამომიდნება, აქ რო დავტოვო!..
დამტრიალებენ ძველი სიზმრები,
დავიწყებული ირწევა ხიდი, სიცოცხლეს
ის-ის იყო ვიწყებდი და ამიტომაც
მიყვარდა იგი. მერე დამღალეს მუნჯმა
როლებმა და მაწუხებდა წრეთა სიმრავლე.
არარსებულის გამოგონება და არსებულის
ზიზღი ვისწავლე! აწ წარსულისკენ
არ ვიყურები და თვალს ვარიდებ
ნაცნობ სიფათებს... ნუთუ ვერ ხვდებით,
თქვენი ყურები პატივცემულ წვერს
რო აწიწმატებს?! დამტრიალებენ ძველი
სიზმრები, დავიწყებული ირწევა ხიდი.
სიცოცხლეს ის-ის იყო ვიწყებდი და
ამიტომაც მიყვარდა იგი.
იქ მარტოოდენ არი
ხმა და ნიღბები ჭრელი.
შლიაპა კვამლიანი
და ალბომების მტვერი.
და დაეშვება ფარდა...
და ვიღაც მერე იტყვის,
რომ მე მიყვარდი, რადგან
ტანჯული იყავ სხვისთვის.
არარა ჩანდა, გარდა
მოგონებების შრეთა.
და უშენობას ჰგავდა
ფერისცვალობის რეკა.
მალე ზამთარი მოვა,
აგატირებენ ვალნი...
ო, შეიწირე ჟრჟოლა
უკანასკნელი სალმის!
საიდუმლონი გაგანდეთ ქარში, სველ სახურავის
კიდეზე მდგარმა... ჰე, მოცოცავენ
თეთრი ხალათნი და არარა ჩანს
ჩაჩების გარდა. ჩვენ ვართ ხეები და
წყლის ვარდები და გვიბრძანებენ უეცრად
ხმები: გახმითო, დროა გარდაცვალების!
და ჩვენც რას ვიზამთ, მორჩილად
ვხმებით. მააშ! ვხმებით, ვხმებით,
ვხმებით, ჰე, ვხმებით! თეთრო ხალათნო,
ვერ გამაცოფებთ!.. მე პაროლს მივცემ...
გამიშვით ხელი!.. და დაგახლიან
მთვარიდან თოფებს! დედაო მიწავ,
თუმცა გიცნობდი _ მაინც მიყვარდა
ყოფნის შავეთი. ო, მაპატიე, რო
არ ვიცოდი, რატო მოველ და რატო
წავედი! ვერ დამეწევით, თეთრო ხალა-
თნო, ვაცი ვიყავ და ვაცი ვარ აქაც. მე
ჩემს ვაცობას არა ვღალატობ, თუმცა...
თუმც ყველამ მე მიღალატა! სკუპ...
ნუ აბღავლდით, სხვა-სხვაა! მე-მე! და
ვერ ვიბღავლებ, ბატონო, სხვაებრ! სკუპ...
მე მივფრინავ... ჩაჩებიც ფრენენ...
ჰაერი, ღმერთო... ჰაერი... ჰაე...

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:20 pm

ლია რუსიაშვილი Lia_ru12

ლია რუსიაშვილი

გამოცხადება

ძველი დღეები საძვალეს ათოვს და ჩემთან ერთად სცივათ ფანტელებს.
მე მეშინია, ჩემო ძვირფასო, შენი ნაბიჯის ხმა მომაშველე.
ო, რა ამაოდ გადავითვალე დღენი, მიწისგან დანავალები.
მე გარიჟრაჟზე გარდავიცვალე და კარებისკენ დამრჩა თვალები.
შენ არ მოხვედი… ცა იყო თეთრი და აჟრჟოლებდათ ფრთოსან ასულებს.
რომ მოსულიყავ, მე გაგიმხელდი სიზმარს, რომელიც ვერ დავასრულე.
დამიჭკნა შენგან გამოყოლილი უუნაზესი ყვავილი ფიცის.
ეჰ, არ ღირს, არ ღირს, არ ღირს ლოდინი! არ ღირს და მაინც… მე მაინც ვიცდი!
აღარ დავტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი.
ო, ერთხელ მაინც… ო, ერთადერთხელ მოდი და ჩუმად მითხარ: “მოვედი”.
ჟამი დაგაყრის წარსულს ისრებად და შეგაწუხებს ღამეთა წყება.
ეს ბოლოს, როცა გარდაიცვლება მზე შემოდგომის და შეგცივდება.
ო, მეშინოდა ზამთართ არულის და ის ზმანებაც აცხადდა ახლა…
ვინ დამანათლა მე სიყვარული და მარტოობა, ვინ დამანათლა!
ააწრიალებს წუხილი ქარებს და აჩრდილებიც სადღაც მიდიან.
მეც აჩრდილი ვარ, რას დაგიშავებ… მოგეფერები, ნუ გეშინია!
ვინ დააყარა თოვლი ყვავილებს, ვინ აურია საღამოები!
მე ახლა ვიცი, საით წავიდე, არ ვიცი ოღონდ, რატომ მოვედი.
მახსოვს, ბილიკებს ნისლი ეფარა და ყოველივე მოხდა შემთხვევით.
მე მაინც, მაინც მოვალ შენთან და ფიქრით გათოშილ თვალებს ვემთხვევი.
მე ისიც ვიცი, რატომ არ მოხველ და ცად ზარები რატომ შფოთავდნენ.
უუნათლესი მზენი გწყალობდენ, გღლის მოსული და ელი მოსასვლელს!
ახლა ზამთარი ყურში ჩამალულ ფიფქების ბანქოს თავისთვის იშლის…
მე რა ვიცოდი, კაცის სიყვარულს რომ უნდა ახლდეს დაკარგვის შიში.
მე რა ვიცოდი, ფარსი ფერების, ბოლოსდაბოლოს გზა რომ ორდება.
რომ შარშანდელი ფოთოლცვენები დამაცხრებოდნენ ყვითელ ორბებად.
რომ მირაჟები ასე თავდება და სინანულად არ ღირს სხეული…
ძვირფასო, ჩემი შემოღამება არ იქნებოდა ასე ეული.
შორს გარიჟრაჟის ზარები რეკენ და ზამთრის შოლტზე წუხან იფნები.
გაგეღვიძება და გაიხსენებ, რომ სიზმრად მნახე და გაფითრდები.
იტყვი, რომ მოველ თეთრი სუდარით და შებინდების მოვგავდი ლოცვას.
რომ დაგიბრუნე შენი სურათი და გადავიქეც მწუხარე ფოთლად.
რომ მიდიოდი სადღაც და უცებ აგაწრიალა ძველმა იარამ…
მერე შეჰყვირე და დაიფერფლე და იმ ბილიკზე მზემ ჩაიარა.
რომ დასტიროდი საკუთარ ნაცარს და აგროვებდი იმ ნაცარს ვითომ…
რომ არსაიდან არარა ჩანდა და დაბრუნებაც გვიანი იყო.
იტყვი, არ ვიცი, მესიზმრა რატო… მე კი, ეჰ, მე კი ვიცი რამდენი!
ვიცი, ო, ვიცი, ჩემო ძვირფასო, რომ გეშინოდა ჩემი დარჩენის.
ვიცი! მწველია თეთრი სინათლე, ჭეშმარიტების სხივო, მარტვილო,
ვიცი! რომ სძულდე – უნდა გიყვარდეს და რომ უყვარდე – უნდა დასცინო.
ვინ წააყარა თოვლი ყვავილებს, ვინ აურია საღამოები!
ვიცი, ჰო, ვიცი, უნდა წავიდე, არ ვიცი ოღონდ, რატომ მოვედი.
მივდივარ… ო, იქ ზართა რეკაა და წყვდიადების ცივი სისველე.
ეჰ, მაპატიე, რა დროს ეგაა… გემუდარები, რამე მიშველე!
აღარ დავტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი.
ო, ერთხელ მაინც… ო, ერთადერთხელ მოდი და ჩუმად მითხარ: “მოვედი!”
ჰე! მიმიხმობენ ზარები მორჩილს, და გალობანი ფრთოსან ასულთა…
მადლობელი ვარ, რომ არსებობდი… და რომ სიზმარი ასე დასრულდა…

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:22 pm

ლია რუსიაშვილი

***
ჰაერს შეარხევს სუნთქვა ვიღაცის
და შეკრთებიან ქაღალდის დები.
შენ კი უეცრად თეთრი ნიღაბი
მოგაგონდება და შეგცივდება...
იყო ღრუბელთა ცივი ციალი,
არ მოგჯარვოდა დღეების ფარა
და თუთიყუში, თეთრნიღბიანი
მარჩიელობდა "ჰო"-სა და "არა"-ს.
მერე დაბერდა ვარდების ჯარი
და შეგეშინდა კითხვათ ძიების...
მეორდებოდა სხვადასხვაგვარად
მზის ჩასვენების მისტერიები.
ქარს აუშვებდა ზოგჯერ ტყის მაფა
და დასცინოდი ყოფნის რაობას.
წუთისოფელზე უფრო ძვირფასი
არყოფნის მიღმა დანისლაობდა...
და მაინც, მაინც, მაინც იცდიდი!
არ გსურდა თრთოლა გაწყვეტილ სიმად...
გახსოვს? ლოდინის უხმო ქირქილში
სიყვარულივით მოვიდა წვიმა!
მარტო მიადექ შუადღის ყურეს,
აწ შემოძარცულ ვნებებს მისტირი.
ეჰ, არ გაგანდო ბლუ თუთიყუშმა--
რად ეშინია კლოუნს სიკვდილის!
და ჩამოაწყდა სიმები ებანს,
დროის ყულაბაც, ჰე! დაიცალა...
და წეროები ცად დაეძებენ
მარადიული სინათლის ქალაქს.


study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:23 pm

ლია რუსიაშვილი

***

ღრუბლებში ელავს თეთრი ყვავილი და ყინულივით მკრთალია ზეცა. ბრწყინავს უძველეს ზართა ძახილი, ტაძრის გუმბათს რომ შხეფებად შერჩა. მე მოველ შენი სახლის კარებთან დაქანცული და ცივი გონებით და ამძაფრებდა შემოღამებას ჩანავლებული ლამპიონები. მწადდა მომესწრო მონანიება რომ შენ, მოკვდავი მიყვარდი ასე! კითხვა-პასუხთა ვდევდი ძიებას და გზა ღვთიური--ვერ დავინახე... რომ შეეპარა გაზაფხულს სენი და ვერ შევნიშნე ცვლილება დართა და ოცნებანი უთვალავ ფერის--შორეულ წყლების გადაღმა დამრჩა. რომ მწვერვალზე მდგარს უხმობს უფსკრული და ეს უფსკრული--თრობაა ყოფნით! ტაძართა აღარ გვათბობს ჩურჩული და კარნავალი დღეების--გვყოფნის...უნდა მენახე, რადგან შეცდომა მხოლოდ ტანჯვით და ცრემლებით იზღვის, (უსინანულო არარაობას თვით ჯოჯოხეთმაც შეხედა ზიზღით!). არს თქმულებაი ნათლით მოსილი--ლოცვით განბანილ ცოდვილთ ფარაზე, ხედავ? შევიხსენ შენი ბორკილი და ფერხთთან გიგდებ! ღმერთი გფარავდეს...

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:24 pm

ლია რუსიაშვილი

***

იწვა სნეული, ვერრას ამჩნევდა და აზრდაფანტულს არც-რა უნდოდა. ეძებდა, ეჰა, მაინც რამდენხანს, ნათელთა წმინდა საიდუმლოთა! ეძებდა მიზეზს სიმშვიდის კაცთა-- მაშინ, როს ლოცვა ვეღარას შველის! როცა ერთია ათასის ნაცვლად მიმტევებელი და შემწირველი! ვერ ჰპოვა... ჰოდა, შფოთით გადაღლილს ვერ შეაკრთობდა შოლტის მოქნევაც. და ნისლეულში თვლემდა ქადაგი მარადიული უკუმოქცევის. ცხელ კლავიშებზე რბოდნენ ალები და ფანჯრის მიღმა ცა იყო სველი. და ეყრებოდა გამშრალ თვალებში ამბოხებული ქაოსის მტვერი. ის დიდებულად გაფითრდა ბოლოს, მყის ჩაენავლა მზერის ქირქილი. ვიღაც უკრავდა უბგერო სოლოს და დიდდებოდა ჩრდილი სიკვდილის.

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:24 pm

ლია რუსიაშვილი

***
უნაპირო ტევრები.
უქარიშხლო სიშორე.
ნუღარ დამედევნები--
მაინც ვერ მოგიგონებ...

ნისლის მრუმე ფერდობი.
გზა--უსიზმროდ სავალი.
რა იმედით ველოდი
ზარს ციური ამალის!

რიბირაბო მოედო
წარსულ დღეთა ქარავანს.
მზეო, უმარტოესო,
შესანდობი არა ვარ!

აქეთ--წვიმის ვედრება.
იქით--სხივთა არია.
და მწუხარე ეტლები
სადღაც მიიჩქარიან.

უნაპირო ტევრები.
უქარიშხლო სიშორე.
ნუღარ დამედევნები--
მაინც ვერ მოგიგონებ...

დამეკარგე ნისლნარში
ზმანებაო, ცისფერო!
რატომ... რატომ მიყვარდი...
ასე... საბედისწეროდ...

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:25 pm

ლია რუსიაშვილი

***

ძველმა სიმღერამ მბჟუტავ ფერებით ჩაგიარა და სადღაც წავიდა. აწ ყოველ დილას ჩუმად შესცქერი სულის სხვადასხვა ჭუჭრუტანიდან. ირეალურის ბაცი სილურჯე კვლავ გაგიტყუებს ფერებ-ფერებით და გიკვირს, როგორ მოხვდა ყინულზე წამწამფახულა ქრიზანთემები...გადასწევ ფარდას ჩვეული რიდით და გადახედავ ცინიკოს ქუჩებს იმ ბავშვის მზერით-- ჩვეულებრივში უჩვეულოს რომ პოულობს უცებ. და გახსენდება ნაცნობი შუკა. შორეულ დღეთა ღიმილი თოთო. რომ ინახავდი წიგნში სათუთად ქარის ნაჩუქარ ოქროსფერ ფოთოლს. სულ სხვა ფერები ჩანდა ფანჯრიდან! ისმოდა სულ სხვა ხმები ეზოდან! ეს ის დრო იყო, როცა ძალგიძდა სულ უდარდელად გაგცინებოდა. კვლავ დაბრუნდები აწმყოს ბილიკზე და გულისმიერ, სათუთ ლოცვამდე -- უხმობ წასულთა ნათელ ღიმილებს და ჩამომარცვლავ კრიალოსანზე...

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:27 pm

ლია რუსიაშვილი

სენტიმენტალური წერილი

შემეფეთება ცისფერი მზერა! გზას უჩინარი ორკესტრი ართობს. წინ ჩაგივლი და არ შემოგხედავ, გულში კი ვიტყვი:--"ჩემო ძვირფასო!" უცხო მისნები მთვარისფერ ცოცხით ფოთლებადქცეულ წლებს ჩამოგვიან... თუმც დასნეულდა დრო შენი მოსვლის, მაინც... ჯერ მაინც არ არის გვიან! წუხელ დამტანჯა სიზმართა ბოდვამ: -- მზეზე დამექცა ბოღმის იოდი... დიდი ბერმუხა ყვირილით მოკვდა... ხმელ ფოთოლს, ო, რა უღვთოდ სციოდა...შენ გაწვალებდა სოფლის სიჭრელე და სისასტიკე ცივი გონების, მოდი, ო, მოდი, მოდი და მერე დახატე მკვდარი იადონები! მე უნდა ცისქვეშ დიდხანს ვირბინო და დავემალო ობისფერ ჭირთა, დაე, გაგიჟდეს თარი და ღვინო, ხელადის ღიპზე იცეკვოს ჭინკამ! რა ვუყოთ, თუკი გავიყინები, არ მეღირსება მზეში გაშრობა... როგორ ხატავენ, ნეტავ, წვიმები უშენობას და უარაფრობას?! დათრთის ჩემს ირგვლივ განუკურნელი არყოფნის ელდა და შიში ვერხსნის! დგას შებინდების თეთრი სურნელი და მესიზმრება მოკლული ვეფხვი... იადონებო! ციურ გზის გარდა მე საძებარი არ დამრჩენია... არ მეშინია არპოვნის, რადგან, უკანასკნელი ვაზნა ჩემია! მე გახსენებად მცირედი დამრჩა--ლურჯი მზერა და ლურჯი ცის კიდე. მე ჯოჯოხეთურ ლოდინის ფასად ორთა სიბერე გამოვისყიდე! მეც მაშინებდა სოფლის ღადარი და სისასტიკე ცივი გონების და წუთისოფლის შეშლილ ღაღადში შემომაბერდნენ იადონები... მე გავიხსენებ ლილისფერ მზერას და ჩავუყვები ტროტუარს მარტო და გულში ნელა, ისე, ვით ძველად, ჩავიღიღინებ:--"ჩემო ძვირფასო!" ეჰ, გარდასული ქაფით სველდება და მოგონება იხრჩობა ასე... მე აკლდამაშიც გამახსენდება, რომ მეგულვოდი ამ ქვეყანაზე! დაე, მეახლონ, ვით დარდიმანდნი, ღამე და ქარი...ქარი და თოვა...რისი ნაღველი, სევდა და დარდი! მიდიხარ? რა ვქნა, ალბათ, სხვა მოვა! ო, მე ვცეკვავდი და ვგავდი კოცონს, ცას აწყდებოდა თოვლის ჩიორა... სციოდა, იცი? პატარა ფოთოლს, სციოდა, ო, რა უღვთოდ სციოდა! ზუზუნებს ჟამი და მერე... მერე ღამე მოჰყვება ნისლისფერ ხარებს. მზეო, მარტოო... შენ მომიტევე! მზეო, მარტოო... შენ დამიფარე!


იმ წუთიდან

გაქცევა გადაწყვიტა - ყველასგან და ყველაფრისგან.
გვიან ღამით, როდესაც სხვებს ეძინათ, ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი და კარი გააღო.
სახეში შხუილით მოხვდა ქარის ცივი მუშტი. ცოტა ხანს იდგა, მერე შებრუნდა და ისევე ფეხაკრეფით შეიპარა თავის ოთახში, წყნარად გაიხადა, წყნარადვე დაწვა პირქვე, უცრემლოდ, პირმოკუმული და როდესაც გაიაზრა, თუ რა უბადრუკი და ლაჩარი ბრძანდებოდა, აი, იმ წუთიდან დაიწყო გარდაქმნა.

2014

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:28 pm

ლია რუსიაშვილი

მოქანდაკე

უსინანულოდ კვდებოდა იგი
და აღარ ჰქონდა მზერა უხეში.
იწვა დაღლილი, თეთრი და მშვიდი
და საჭრეთელი თვლემდა კუთხეში.

სენაკად რაცხდა უწინ ცის კიდეს,
სიხარულისთვის სხივიც ჰყოფნიდა.
ვის შეეხარბა მისი სიმშვიდე?
ვინ დაუძახა წუთისოფლიდან?!

დედამიწაზე დახვდნენ ქარები
და უჩინარმა წვიმა ასხურა,
მერე იკითხა დიდი წვალებით
ყოფნის პატარა მინიასტურა.

იყო წუხილი უცხო ფერების,
ხმა განგაშებდა ძველი საათის...
გამოამწყვდია ქვაში შერეკილ
ქვეყნიერების ზანტი ტაატი.

და იგრძნო, მიწას მაინც შერიგდა!
მზე გაიპარა მისი ეზოდან,
ყოფნა-არყოფნის ბურუსებიდან
ვიღაც უცრემლოდ იმზირებოდა.

რა შორეული იყო ცის კიდე!
ჰე! შეყოვნება ღირდა ეგების...
და სასთუმალთან ატუზულიყვნენ
ნამტირალევი ქანდაკებები.


study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:29 pm

ლია რუსიაშვილი

ნაწყვეტი პოემიდან "მხატვარი"

ხსოვნას ჭირხლად შერჩა
ზამთრის ცივი სუნთქვა...
რია­რია ფერთა
დაისის ბინდ­ბუნდთან.
მზის ყვავილთან ერთად
მოიტოვე შვებით
ცოდვის სასახლეთა
ვიწრო დერეფნები.
მაგრამ, გარდასული
შეინანე ვითარ,
ცოდვათ მუდმივ მსაჯულს--
ჟამს თუ გაურბიხარ?
თუკი სწუხარ მაინც
მას, რაც არს და იყო?
გაგონდება, რაიც
უნდა დაივიწყო?
გაუცხოვდა ხმები
ჰგავხარ უწყლო ქვიშრობს,
რაც რო ბრძენკაცდები,
უფრო ნაკლებს ფიქრობ...
ბებერი რო თრთიხარ--
მირაჟია ესეც,
ეჰ, დასასრულს მიღმა
კვლავ დასაწყისს ეძებ!
გზა-სავალი მორჩა...
იცი, უმალ მოთოვს,
როცა ქარი მოკლავს
უკანასკნელ ფოთოლს.


study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Sun Mar 17, 2019 10:36 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:33 pm

ლია რუსიაშვილი Lia_ru10

ლია რუსიაშვილი

ოთარ ჩხეიძის სულიერი პორტრეტი

პოეზიიდან 23 წლის ასაკში წავედი (თუ რატომ--საკმაოდ ვრცელი თემაა...) -- სხვა სფეროში გადავინაცვლე, ვწერდი პუბლიცისტურ წერილებს, ხანდახან--ლირიულ ჩანახატებს. პერიოდულად ვსტუმრობდი დიდ კლასიკოსს და გამორჩეულად ძვირფას მასწავლებელს--ოთარ ჩხეიძეს და დიდხანს ვსაუბრობდით არა მხოლოდ ლიტერატურაზე... ერთხელ მან მოულოდნელად შეწყვიტა საუბარი და მითხრა:--"ლია, უნდა დაუბრუნდე პოეზიას!" მას არ უყვარდა თხოვნა, არასოდეს არ ითხოვდა ადამიანებისგან რაიმეს, პირიქით, თავად გასცემდა უშურველად და ცხადია, საყვარელ მასწავლებელს უყოყმანოდ შევუსრულე თხოვნა -- 38 წელს მიღწეულმა ისევ ავიღე კალამი. პირველი პოემა, "ქვიშის საათი"--ოთარ ჩხეიძეს მივუძღვენი. თუმცა, ეს დაბრუნებაც მცირე ხანს გაგრძელდა--სულ რაღაც წელიწადნახევარი. თუ რატომ, რთული ასახსნელია...
ჰო, პოემის ამ ნაწყვეტში ოთარ ჩხეიძის სულიერი პორტრეტია დახატული.



***
„მან გაიარა სრულიად სხვა გზით და დაინახა უმზერი ფერი. ეს საუკუნე--სახელად "მაგი". კოსმოსი, სავსე წასულთა მზერით. და ალბათ, მაშინ დაიწყო წერა... (სუფთა იყო და უმალ გარისკა!): ის ჰგავდა მკვეთრ ნოტს, მოულოდნელად აკრეფილს ცაში, შუაღამისას. სევდა მოწვეთდა ყველა სიოდან და ჩაუსახლდა კითხვა თვალებში... საკვირველია, როგორ სციოდა ამ წუთისოფლის სიმხურვალეში! ებრალებოდა მთვარის სხივს თითქოს--ესტუმრებოდა მქრქალი იერით, (მაინც არ უთხრა, თუ რატომ იყო გაზაფხულები ასე ცბიერი! მაინც არ უთხრა, რომ დრო--კრულია! რომ ყოველ "მე"-ს სდევს ხმა ორეულის, ყოველ ღიმილში დასასრულია--ასე სასტიკი და შორეული!) წუხდა. სციოდა. მაინც არ დათმო ფიქრი--მიზეზი მრავალ ჭრილობის... და არასოდეს არ იყო მზად, რომ დედამიწისთვის ეთქვა--"მშვიდობით!" უცქერდა წამთა ურთიერთშეხლას. გაუსხლტა სოფლის საშიშ თილისმებს და საკუთარ თავს უეცრად შეხვდა სულ სხვა ცაზე და სულ სხვა ბილიკზე.
...მოგონებათა ლივლივებს ტბორი (რაღაც სხვა ფერი, თუმც, არა მუქი...), განვლილი ზამთრის თოვლივით შორი, არავის მიერ ხილული შუქით. ყველა ასრულებს მისეულ სოლოს--მერე სამყარო ორად იპობა...(დასრულდება კი ბოლოსდაბოლოს დაბადებათა მარადისობა?)
ასე ახსოვდა, ფეხი დაუსხლტა ვარსკვლავიდან და ჩავარდა წყალში... ო, მკაცრი იყო მდინარე, თუმცა, ბოლოს დუდუნით გაუშვა ბავშვი. ის ამოვიდა წყლიდან და უცებ შეაკრთო მთვარის ყვითელმა ბგერამ და დაინახა მინავლულ შუქზე --ცა, მოკიაფე ყარყუმისფერად... და დაეჯახა წუთისოფელი წითელ მზითა და დღეთა ხმაურით! ასე შეიცნო მიწის ლოცვები და თაკარა მზის დღესასწაული. შებინდებისას მალვით ხატავდა ზამთრის დაისის უსმენ გალობებს...
--"მარტო დამტოვე!"--უთხრა ზამთარმა, --"გაზაფხულამდე მარტო დამტოვე!"
...ცად ანგელოსთა შრიალებს დასი, უიდუმალეს სინათლის მფენი, განზავებულა გარინდებაში წარსულისა და მომავლის ფერი. კაცობრიობა ეკრანს ჰგავს მოშლილს, აღარ გაისმის:--"შეჩერდი, წამო!" ამაოდ კემსავს მზე წუთისოფლის უხეირო და დაძონძილ სამოსს! და აჰა, დღეის დაისიც ჩაქრა--აღარ წუხს კაცთა წუწუნს და წუხილს,
--"ო, უკაცრავად, რა დროა ახლა?"
--"იანვარი და 00 წუთი!"
ის წერდა:--"ყველა, ყველა მოვეშვით... არ გვესმის უფლის ძახილი--"აღსდექ!" და ვცხოვრობთ მარტივ სიმარტოვეში--ფერად ვარსკვლავთა კაშკაშა თაღქვეშ. ჩუ! მდუმარების საათი რეკავს! დიდი სინათლე ამბობს:--"მოხვედი?.." ამ მარადიულ, ერთადერთ კითხვას ყრუდ იმეორებს წუთისოფელი,,," ის წერდა მკაცრად, ჟინით და თრთოლით:--"მზე ყველას თვალის გუგაში ცხოვრობს! არ შეიყვაროთ სიცილი თოვლის--მას ხომ მაინც მზე მოუღებს ბოლოს?!" ის სწერდა:--"ეჰა, დაძრწიხართ როგორ--ქალი და კაცი, ბერი და ყრმაი... ვინ შეესწრება ბოლოსდაბოლოს--სიბნელისა და სინათლის ყაიმს?! აქ ყველა, ყველა, ყველა მარტოა! თავშესაფარად იპოვეთ ლოცვა...ხედავთ? დაისი ასე ახლოა--აქ აღარავის სჭირდება მოსვლა! " ყველა ფურცელზე (ასე ენება...) ცრემლის ნაკვალევს ჯიუტად შლიდა და შესცქეროდა ქვეყნიერებას ჩუმი ღიმილის მეორე მხრიდან. იმარცვლებოდა დღენი ასე და (თუმც წუთისოფლის ახრჩობდა შმორი) --ის მარადიულ დუელს აღწერდა ცოდვილ კაცსა და ცოდვილ "მე-"ს შორის! წერდა:--"ვერ ამჩნევს კაცი სინათლეს და საკუთარ თავს არ ქაჩავს:--"ადექ!" და კუთვნილ დღეებს ისე მიათრევს, როგორც მეთევზე ცარიელ ბადეს..."
...მან გაიარა სრულიად სხვა გზით და დაინახა უმზერი ფერი. ეს საუკუნე--სახელად "მაგი". კოსმოსი--სავსე წასულთა მზერით. და ალბათ, მაშინ დაიწყო წერა, (სუფთა იყო და უმალ გარისკა!), ის ჰგავდა მკვეთრ ნოტს, მოულოდნელად აკრეფილს ცაში, შუაღამისას..."

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:37 pm

ლია რუსიაშვილი

***
უსინათლო კოდალა
საით უნდა ეძებო?
კმარა, დამალობანა,
დღეთა ლურჯო გედებო!
ბოლო ბილიკს შეები,
მიღმა--უცხო ნაპირი.
მომაკვდავი მზეები--
უკვე გამონატირი.
აცივებას უჩივი,
ღობე-ყორეს ედები.
და თრთის ცთომილ შუქივით
ძველი მოგონებები.
ვერ ააგე სხვათაგან
დაუქცევი შენობა...
ეჰ, კოდალას ლაქლაქი
ნეტა არ აგხდენოდა!
--"ქვეყნად რატო მოვდარდდი!!!"
იტყვი, როცა დათვრები.
მოჩანს თეთრი ხომალდი
სხივნაქსოვი აფრებით.
უსინათლო კოდალა
საით უნდა ეძებო?
კმარა, დამალობანა,
დღეთა ლურჯო გედებო!
ისევ მოგაგონდება
წელთა როკვა ამაო,
--"უხ, შე... მაინც როდემდე
უნდა იმასხარაო?!"
წახვალ მხრებჩამოყრილი
და გაჰყვება შენს თვალებს--
უკანასკნელ ძებნათა
ჟრჟოლა და სიფერმკრთალე.

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი EmptySun Mar 17, 2019 10:38 pm

ლია რუსიაშვილი

***
მუქი მთები. ბანი ზართა.
მთვარის სხივთა ტოტი.
პაემანი ძველ საყდართან
და ხითხითი ჭოტის.
მერე ჟამმა ჩემს თვალებში
ხავსი ამოქარგა.
არაფერი შემრჩა, შეშლილ
ბარათების გარდა.
გადაგედო შენც სიყვითლე
ჭლექიანი თოვლის.
აწ საყდართან პაემანზე
აჩრდილები მოვლენ...

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ლია რუსიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლია რუსიაშვილი   ლია რუსიაშვილი Empty

Back to top Go down
 
ლია რუსიაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: