არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნინო ბასილია

Go down 
AuthorMessage
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო ბასილია Empty
PostSubject: ნინო ბასილია   ნინო ბასილია EmptyMon Mar 11, 2019 3:20 pm

ნინო ბასილია Nino_b10
Nino Basilia

„ტელებლოგი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ის საინტერესი სივრცეა, რომელშიც, როგორც რეჟისორი, სიამოვნებით ვმუშაობ“.

ნინო ბასილია
კინორეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი.

განათლება: მოსკოვის უმაღლესი სასცენარო და სარეჟისორო სკოლა (ВКСР). თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (მეორადი ფაკულტეტი), მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა (ავსტრია).

2013-14 წ.წ. საზოგადოებრივი მაუწყებელის „პირველი არხის“ პროგრამა „ტელებლოგის“ დოკუმენტური ფილმების ავტორი და რეჟისორი: "საახალწლო ვაშლის ხე" , „ქართველი ამორძალები“ , „თავისუფალი სვანი“ , „არსებები ცივ სარკეში“ , „ყოფიერების ნიუანსები“ , „ათი დღე ომამდე“ , „ლანდშაფტის მატრიცა“ , „ტექნო-სევდა“ , „გამარჯობა დედა, მე საქართველოში ვარ...“ , „როდესაც გარდაიცვლებით, თქვენს ფილმებს უჩვენებენ“ , „ლიკვიდირებული წყალი“ , „ბაზრობა მუშაობს ყოველდღე“ . "ანიტა" . "ალერსიანი C" , "ცხოვრება, როგორც თამაში" , "რა ღირს კინო?" , "ბელკანტო" , "დევი" , "ზღვარზე" , "დედაბრული ანბანი" , „ყველას თავისი ინდოეთი აქვს“ ...

2010-2011 ტელეკომპანია „პიკი“. დოკუმენტური ფილმების: „ფრენა სატრფოსთან“ , „სიკვდილისთვის მზადება“ , „აზარტი“ , „ევას ტერიტორია“ , „ორი სახლი ერთ უბანში“ , „არქიტექტურა მოთხოვნით“ , „შთაგონების საძიებლად“ ავტორი და რეჟისორი.

2011 ტელეკომპანია „პიკი“- სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების ციკლის „Загадки Грузии“ რეჟისორი.

რეჟისორი დოკუმენტური ფილმისა ტონინო გუერას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე - „ნუშის სახლი“ (გადაღებულია იტალიაში, 2007).

რეჟისორი და სცენარის ავტორი დოკუმენტური ფილმისა „ნანა ჯორჯაძე“ (არხი „კულტურა“, მოსკოვი, 2006).

პიესის ავტორი და რეჟისორი: ათონელის თეატრში განხორციელებული სპექტაკლისა: „აგვისტოს სიგიჟე“ (2010); თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე: „სექსუალური რევოლუცია“ (2006), „ბომჟები“ (2007), „ებრაელები“ (2007) და „წელს ზემოთ შენი არ ვარ“ (2013).

ავტორი პიესებისა: "თაგვი“ (2002) და "ლიფტიორი“ (2005) (რეჟისორი ლევან წულაძე, თეატრალური სარდაფი რუსთაველზე).

რეჟისორი და სცენარის ავტორი სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა: „ასეთი სიყვარული“, „6½ წუთი“ , „ფოტო 3X4“, „ბზარი“ . (2006).

სცენარის ავტორია 12-სერიიანი ფილმისა „კარუსელი“ (ტელეკომპანია НТВ, მოსკოვი, 2004), ასევე, რვასერიიანი ფილმის „ მტვრის გემოს “ (2003) სცენარის ავტორი (ტელეკომპანია „იმედი“).

1996–2002 წ.წ.-ში იყო საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჟურნალ „იმიჯის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

ავტორი წიგნებისა:
* „პლასტმასის ნერვი“ (მდედრობითი სქესის რომანი). - თბ. : გუმბათი, 2012 (შპს "ფავორიტი პრინტი"). - 131 გვ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-0-5026-8
* „ შიში“ (რომანი). - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2000. - 200 გვ. ; 16 სმ.. - ISBN 99928-52-55-0
* „ქარავანს მოწყვეტილი“ (რომანის მცდელობა). - [1-ლი გამოც.]. - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2000. - 183გვ. ; 17სმ.. - ISBN 99928-52-48-8 - [მეორე გამოცემა]. - თბ. : გუმბათი-2007, 2011 (შპს "ფავორიტი პრინტი"). - 112გვ. ; 20სმ.. - (ახალი ქართული პროზა, ISSN 1987-958X / პროექტის ავტ. სოსო გოგინაშვილი ; ტ. 16). - ISBN 978-9941-0-3131-1
* „აკვარიუმი“ (მოთხრობების კრებული) - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005. - 183გვ. ; 20სმ.. - ISBN 99940-30-43-4
* „3 პიესა“ (თანამედროვე დრამა). - თბ., 2003. - 92გვ. ; 20სმ.
* „კუზი“ (რომანი). - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2001. - 182გვ. ; 16სმ.. - გარეკანზე: სალვადორ დალის ილ.. - ISBN 99928-914-0-8
* „სამკუთხედი“ (მოთხრობების კრებული), [ილ.: ვ. კანდინსკის]. - [I-ლი გამოც.]. - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1999. - 156გვ. ; 16სმ.. - ISBN 99928-52-18-6
* „მე ვარ პატარა ადამიანი“ (საბავშვო ლექსების კრებული). მხატვ.: გიორგი ქვლივიძე. - თბ. : პლანეტა, 2001 (შ.პ.ს. "პოლიგრაფ-სერვისი"). - 16გვ. : ილ. ; 20სმ.

ბმულები
* http://old.1tv.ge/ge/user/view/1145/info/.html
* http://www.geocinema.ge/ge/montaj.php?kod5=589
* https://www.youtube.com/channel/UCodWFZE7u5rCU1uDqiUmjdQ
* https://www.facebook.com/nbasilia
* https://www.radiotavisupleba.ge/a/interview-nino-basilia/27468510.html
* https://www.stage32.com/profile/643804/about
* https://fr.wikipedia.org/wiki/Nino_Basilia
* https://www.cineuropa.org/en/interview/319657/
* https://www.imdb.com/name/nm7924713/

Exclamation


ნინო ბასილია - რეკომენდაცია
გამოქვეყნდა 7 თებ. 2017-ში

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო ბასილია Empty
PostSubject: Re: ნინო ბასილია   ნინო ბასილია EmptyMon Mar 11, 2019 3:26 pm

ნინო ბასილია Nino_b12

ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელია
By kvira on 14/11/2016 10:44
კულტურა


„მოვიგე, მოვიგეე ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგულ ფესტივალზე არასში საუკეთესო რეჟისორის პრიზი“, – წერს რეჟისორი ნინო ბასილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
პალმა დე-მალიორკას კინოფესტივალზე გრან-პრის მოპოვებიდან სულ რამდენიმე საათში ქართული ფილმი “ანას ცხოვრება” კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი საფრანგეთში, Arras Film Festival-ზე გახდა.
ფილმის რეჟისორს ნინო ბასილიას პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადასცეს!
სოციალური დრამა „ანას ცხოვრება“ რეჟისორის მიერ საკუთარი სცენარის მიხედვით შექმნილი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი მარტოხელა დედაზეა, რომელსაც მარტოს უწევს ზრუნვა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილზე. ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტის მსოფლიო პრემიერა შვედეთის გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფილმი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. მას შემდეგ არაერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს.

* http://kvira.ge/293864

Exclamation


"ანას ცხოვრება" - ნინო ბასილიას ფილმის წარმატება
Georgian Broadcaster
Published on May 27, 2016

გადაცემის სტუმარი: ნინო ბასილია - კინორეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი.

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო ბასილია Empty
PostSubject: Re: ნინო ბასილია   ნინო ბასილია EmptyMon Mar 11, 2019 3:32 pm

ნინო ბასილია Nino_b13

ნინო ბასილია: „და მაინც მოვედი“

26 დეკემბერი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არა მსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია კინორეჟისორი ნინო ბასილია.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც ჩემ ირგვლივ ახლობელი ადამიანები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან.

- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ამ ბოლო დროს სულ ვიცინი... ბოლო თვეების განმავლობაში იმდენ პრიზს ვიღებ ფესტივალებზე, გამოაცხადებენ თუ არა ჩემს გვარს, უკვე მეცინება.

- ბოლოს როდის იტირეთ?
- ამ დილით ვიტირე... რადიოში ვიყავი ინტერვიუზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჰყავდათ მოწვეული თავიანთი ხელნაკეთი ნივთებით. იმდენად გულწრფელები იყვნენ, ისეთი სათნოები, რომ გული ამიჩუყდა და ცრემლები წამომივიდა.

- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- არასდროს ვიტყუები.

- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ეს ნაკლი უკვე რამდენიმე წელია, გამოვასწორე. ზედმეტად მორიდებული ვიყავი და ახლა აღარ ვარ. მგონი, მეორე უკიდურესობაში გადავვარდი.

- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- გამბედაობის თვალსაზრისით, ალბათ, ჟანა დ`არკთან.

- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირია ყველა ის ადამიანი, ვინც დილაობით ალაგებს და ხვეტს თბილისის ქუჩებს. ნაგვის მანქანაზე, უკან, ზამთარ-ზაფხულ ორი ადამიანი რომ არის ჩამოკიდებული, აი, ისინი არიან ჩემთვის გმირები... და კიდევ, სამშობლოს თავშეწირული ბიჭები.

- თქვენი მხატვრული გმირები?
- ამ შემთხვევაში ჩემი გმირია ჩემი ანა კეკელიძე - ჩემი ფილმის მთავარი გმირი. და კიდევ, ჩემი მომდევნო ორი ფილმის გმირი, რომლებზეც გამუდმებით ვფიქრობ.

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ამ რამდენიმე წლის წინათ ინდოეთში, ვარანასიში ჩავედი და იქ მივიღე ნამდვილი კულტურული შოკი, რომელიც მანამდე არასდროს განმიცდია. ის იყო ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა.

- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორი და ხელგაშლილობა. მამაკაცი არ უნდა იყოს ძუნწი.

- ქალში?
- ქალი უნდა იყოს ინტელექტუალური და ცოტა სექსუალურიც.

- საყვარელი მწერლები?
- ასტრიდ ლინდგრენი.

- საყვარელი კომპოზიტორი?
- რობერტ შუმანი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.

- ფილმი?
- ძალიან ძნელია, დასახელება... „შერეკილები“. რამდენჯერაც გადის ეკრანზე, იმდენჯერ ვუყურებ.

- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ ვიარე, ვიარე, ბევრი მთა და ბარი გადმოვიარე და მაინც მოვედი ჩემს პროფესიაში - რეჟისურაში.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი შვილი და ჩემი პროფესია.

- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- გათხოვების თარიღი.

- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის ჩემი ფეხის, ქუსლის, ტერფის ძირიდან გამოზრდილი და ლოდებს შორის ჩახერგილი ფესვი. წასვლა რომ გინდა და არსად გიშვებს.

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ომის. 2008 წლის ომის შემდეგ მეშინია ომის.

- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- რამდენიმე ფილმს კიდევ გადავიღებდი და მერე, უშფოთველად, ძილში გავიპარებოდი.

- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მეგობარო, ერთი კარგი როლი არ გაქვს ჩემთვის?

* https://funtime.ge/zepiri-anketa/post/97300-nino-basilia-da-maints-movedi

Exclamation


TRAILER LA VIDA DE ANNA (ANNA'S LIFE)
Compacto.coop
Published on Jun 2, 2017

study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Anne-Marie Lesage
Admin
Admin
Anne-Marie Lesage

Female
Number of posts : 369
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო ბასილია Empty
PostSubject: Re: ნინო ბასილია   ნინო ბასილია EmptyMon Mar 11, 2019 3:34 pm


"ანას ცხოვრება" ესპანური გრან-პრის მფლობელი ქართული ფილმი

შუადღე GDS / shuadge GDS
Published on Jun 30, 2016
გადაცემის ამ ნაწილში ქართული კონოს კიდევ ერთი წარმატების შესახებ თავად ფილმის, "ანას ცხოვრება"-ს რეჟისორი " მოგიყვებათ.

,,გვიანი შუადღის" სტუმრები:
ნინო ბასილია - რეჟისორი.
ლიკა ოყროშიძე - მსახიობი.

30.06.2016
©️ GDS


ნინო ბასილია Nino_b14



study

_________________
Anne-Marie Lesage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ნინო ბასილია Empty
PostSubject: Re: ნინო ბასილია   ნინო ბასილია Empty

Back to top Go down
 
ნინო ბასილია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება :: კინო არმურზე: კამერითაც ცხონდების კაცი-
Jump to: