არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მაკა მიქელაძე

Go down 
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 10:47 pm

მაკა მიქელაძე Maka_m10
Maka Mikeladze

მაკა მიქელაძე
ექიმი, მწერალი და ჟურნალისტი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი (2011).

მაკა მიქელაძე დაიბადა 1964 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ თბილისში.
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ფსიქიატრის სპეციალობით 1989 წელს. მუშაობდა ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შემდეგ რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1986-1991 წლებში მოდელად სააგენტო „ნოემა“-ში, შემდგომ ტატიშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში „ნაუტილუსი“ ფსიქოთერაპევტად.
2011 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო პროზაული კრებულისათვის „მე და ჩემი კუსტურიცა“. 1996 წელს მიიღო პრიზი ჟურნალისტიკაში, საუკეთესო მოთხრობისათვის „ჩემი ქალაქი“. მიღებული აქვს აგრეთვე პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის ფილმ „ლეონარდო“-ში მონაწილეობისათვის.

წიგნები:
* ათი ქართული მოთხრობა : ორი ავტორის რომანი (ავტორი). - თბილისი, სტ. „გლობუსი“, 2010. - 127 გვ.. - ISBN: 978-9941-0-2399-6
* Flash! : მოთხრობების კრებული (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2003. - 170 გვ.. - ISBN: 99940-15-88-5
* ოცდამეცამეტე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, პაატა ნაცვლიშვილის გამ-ბა, 2000. - 32 გვ.. - ISBN: 99928-66-09-8
* ქალი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, პაატა ნაცვლიშვილის გამ-ბა, 2000. - 32 გვ.. - ISBN: 99928-66-10-1


ფილმოგრაფია
* ლაურა - ფილმში „ლეონარდო“, რეჟისორი დავით ნაცვლიშვილი, 1993

ბმული:
* http://book.gov.ge/en/author/mikeladze-maka-/65
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000667
* http://ka.wikipedia.org/wiki/მაკა_მიქელაძე
* http://www.bu.org.ge/m1122?lang=geo
* http://www.literatursalon-euterpe.de/MakaMikeladze.php
* http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=3940
* https://www.imdb.com/name/nm0591884/?ref_=nv_sr_1


GeolibTV
გამოქვეყნდა 27 მარ. 2013-ში
ქალბატონი მაკა მიქელაძე GeolibTV-ის მაყურებელს საკუთარ ლექსებს უკითხავს.

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 10:55 pm

მაკა მიქელაძე

***
გამარჯობა!
მოვედი!
გვიან, როგორც ყოველთვის.
მაპატიე, გალოდინე,
ამინდია სალოგინე,
ჩამეძინა, იცი?!
ნუ ხარ ასე ფიცხი!
რა გჭირს?
მოგეფერო? გაჭრის?!
კარგი, კარგი, შევრიგდეთ,
ვერაფერსაც ვერ იგებ!
დამანებე თავი!
ოჰ! აბრამის კრავი!
რა მინდა და... რავი...
წვიმამ როგორ მიაბა..
გაკოცნინებ, კი, აბა!
ნაღვარევი ნახე, როგორ მიაღარებს ნიაღვარს
როგორია კუთხე ქვაფენილის დახრის?
რა ხელი გაქვს ჩემ ხელთან?
რა მოხდა და მიხარია - გნახე!
რა ჭკუა აქვს, რა ხნით?
მთავარია მოვედი, მთავარია დამხვდი.
აბა, ახლა ნახვამდის
რამე უფრო ახლამდის.

გამარჯობა!
მოვედი…

Exclamation


GeolibTV
Published on Mar 12, 2013

1 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, მწერლის, ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატის მაკა მიქელაძის ორგანიზებით პოეზიის მეჯლისი გაიმართა.

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Fri Mar 08, 2019 11:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 10:56 pm

მაკა მიქელაძე

გვირაბი

– მეე ვირტუუალუურ რეეალობაში ვცხოვროობ, – ამბობდა განყენებული სახით. ნია, მართლა, რეალობის მიღმა ცხოვრობდა. თავისი არსებობა რომელიღაც კომპიუტერულ თამაშს აგონებდა. თამაშის პირველი ნახევარი კომუნალური ბინის ნესტიან ლაბირინთებში და შუამდე რუხ-მწვანედ შეთითხნილ სკოლის დერეფნებში გარბოდა. მონსტრები მოსდევდნენ: მონსტრი სიღარიბე, მონსტრი უმამობა, მონსტრი ამხანაგები, “იმნაირისშვილად” რომ იხსენიებდნენ, მონსტრი “იმნაირი” დედა და საზარელი მონსტრი, შებოლილი ნეკნებისგან მომზადებული წვნიანის სუნი. ის კი გარბოდა, გარბოდა, გარბოდა და... გაიქცა.
თხუთმეტი წლისა იყო, ლაშამ რომ მოიტაცა.
პირველი გვირაბის ბოლოს გაჩირაღდნებული რესტორანი, გაჩახჩახებული ბრილიანტები, აჭახჭახებული ჭაღის შუქზე აბჟღვრიალებული ბროლის სასმისებმომარჯვებული ხუთასიოდე მოწიწებულ-გაწკიპინებული, ფეხზეწამოჭრილი სტუმარი, სამი მანქანის ფასი სადედოფლო კაბა და ბედნიერების ერთადერთი დღე ელოდა.
მეორე გვირაბი უხეში და, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, გაუთავებელი ღამით დაიწყო.
ყველა კომპიუტერულ თამაშში ასეა. გვირაბი, გვირაბი, გვირაბი, ბაქანი, ისევ გვირაბი, გვირაბი, გვირაბი, ბაქანი, გაუხვევ-გამოუხვევ-შეუხვევ-შემოუხვევ-მიუხვევ-მოუხვევ-ჩაუხვევ-ამოუხვევ, გადაუხვევ-გადმოუხვევ სადმე და მაინც დაგხვდება ბაქანი, რომ ამოისუნთქო.
ნიას მხოლოდ გვირაბი ჰქონდა. მწვანე საძინებელი – შავი აბაზანა-ყავისფერი სამზარეულო-მწვანე საძინებელი-ლაშას მანქანა-კაზინო. ან: საძინებელი-აბაზანა-სამზარეულო-საძინებელი-ლაშას მანქანა-რესტორანი. ან: საძინებელ-აბაზან-სამზარეულ-ლაშას მანქან-სასტუმრო. ან საძინ-აბაზ-სამზარ-ლაშმანქ-დღეობა. გრძელი სუფრა გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით. უსიმღერო, გაუცინარი და გვირაბივით დამღლელი.
ნიას მხოლოდ ფორმაში ყოფნა ევალებოდა და ისიც იქნიდა და იქნიდა ფრჩხილებს. თავიდან ეგონა, რომ თუ გვირაბის ბოლოს ეიფელის კოშკში ვახშამი ელოდა, ეს ბაქანი იყო, მერე მიხვდა, რომ სულერთია, ლაშას მანქანიდან შეგაყოფინებენ ცხვირს მშობლიურ, გასაცოდავებულ კაზინოში, თუ დაქირავებული ლიმუზინიდან გადმობრძანდებოდი ლას-ვეგასის ფეშენებელურში. მიხვდა, რომ ლაშას მეგობრების გაუცინარ საზოგადოებაში ერთი გემო ჰქონდა ყველაფერს, უცხოურსაც და ეროვნულსაც, ამიტომ გვირაბები ორ ჯგუფად დაყო – საზღვარიქითური და საზღვარაქეთური. საზღვარიქითურ გვირაბებში მხოლოდ საბავშვო გასართობი პარკები მოსწონდა, ამერიკული მთებით და საშიში გამოქვაბულებით. გაიკეთებდა სათვალეს და მიდი... გაუხვევ, გამოუხვევ, ჩაუხვევ, ჩამოუხვევ, მიუხვ-მოუხვევ და ბოლოს სინათლეში გამოდიხარ. იცი, რომ თამაშობ, და გიხარია. ლაშამ, რატომღაც, სწორედ ეს ვერ აიტანა და ასეთი გართობა აუკრძალა. ნიას არაფერი უთქვამს. გაახსენდა, როგორ ართმევდნენ და უმტვრევდნენ საყვარელ სათამაშოებს ეზოს ბავშვები.
ერთხანს ისიც ეგონა, რომ თუ გვირაბის ბოლოს თეატრი ან ოპერა ელოდა, ეს ბაქანი იყო. მერე აღმოაჩინა, რომ ცდებოდა: ეს გვირაბის განათებული ნაწილი იყო მხოლოდ. ერთხელ ოპერის ფოიეში დაიკარგა და თავის ლოჟას ვეღარ მიაგნო. გაუხვია, გამოუხვია, კარი გააღო, უცხო სახეებმა გაკვირვებით გამოხედეს, აირბინა, ჩამოირბინა, კარი გააღო, უცხო სახეებმა შემოუღრინეს. სული შეეხუთა და გაიქცა, ნახევრად ჩაბნელებულ ლაბირინთებში გარბოდა კლასიკური მუსიკის თანხლებით. ირბინა, იტრიალა, იწრიალა და ტუალეტის სუნით გაჟღენთილ სარდაფში ამოყო თავი, დაიკივლა. მისი ხმა სოლისტის მეცო-სოპრანოს შეერწყა და ვერავის გააგონა, გაოფლილი კიდევ ერთ კარს ეცა და...
– სად ტარამტირიმტარაში ეგდე? – ტკბილი ღიმილით შეეგება ლაშა.
ნიას ხმამაღლა გაეცინა. იმიტომ რომ, ლაშას ნათქვამი კომპიუტერული თამაშის ერთ-ერთი გეიმის დასრულების მაუწყებელ მუსიკად ჩაესმა.
იმ ღამეს პირველად გაარტყეს.
ყველა ქვეგვირაბი საძინებელში თავდებოდა, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, გაუთავებელი ღამეებით. ნიას დაძინების ეშინოდა, იმიტომ რომ, ძილში ახალი გვირაბები ელოდნენ: ხან – საავადმყოფოს კორიდორები, ხან – ძველებური ციხესიმაგრის ტალანები, ხან – ბეტონის კატაკომბები და ვინ მოთვლის, კიდევ რა.
ლაშას ნიას ცემა გაუტკბა და მოუხშირა. მიზეზი არ სჭირდებოდა. პროფილაქტიკურ ღონისძიებად თვლიდა. “აზრზე მოსაყვანად”, – ასე ერქვა დაგემოვნებულ ბრაგაბრუგს ნეკნებში. ნიასთვის ესეც სულერთი გახდა, ისევე სულერთი, როგორც კარგი ჭამა-სმა, ძვირფასი ნივთები, მაღალი საზოგადოება, გულისგასახეთქი ჩაცმა-დახურვა. პირიქით, თანდათან ხეირიც ნახა ცემაში – ნაცემი ნია მწვანე საძინებელში იჯდა და ფრჩხილებს იქნიდა – ვერც ერთ გვირაბში ვეღარ მიჰყავდათ თვლებამოლურჯებული და ცხვირდასივებული.
ცემა მხოლოდ აძლიერებდა იმ გაუცხოებას, რომლითაც ლაშას ნია აშინებდა.
– შენი დედის ტრალამტრულამ, ტრილამტრულამ, – წიხლებს უბრაგუნებდა იატაკზე მოკუნტულს.
– ჩემი დედისტრალამტრალამ, ტრალამტრულა, – მუსიკასავით ჩაესმოდა ნიას და სადღაც უწონობაში ირწეოდა. ეს არ იყო გვირაბი, ეს იყო რწევა, იმიტომ რომ, გეიმი დამთავრდა, დამთავრდა, ტრალამტრა, ტრულამტრა, ტრალამტრალა.
ლაშა მიხვდა, რომ ცემა არ ჭრიდა. საშობაოდ ნაჩუქარი ახალთახალი მერსედესი ავტომატით დაუცხრილა, ნაჩუქარი ბრილიანტები საყვარელს აჩუქა, სახლში გამოამწყვდია. ნიასთვის სულერთი იყო. უბრალოდ, მისი გვირაბი დაამოკლეს. მწვანე საძინებელი-შავი აბაზანა-ყავისფერი სამზარეულო, მწვანე საძინებელი-შავი აბაზანა-ყავისფერი სამზარეულო.
ერთხელ ჩვეულებრივზე მაგრად ნაჟეჟი ნია სიგარეტის მოსაძებნად სახლის ლაბირინთის სხვა ფლიგელში გაბორიალდა. ლაშას გაავებული ზურგი დაინახა და გაქცევა მოუნდა... ვერ გაინძრა და საშველად ღამის პერანგის ჯიბეებს ჩაებღაუჭა.
– ფაიზაღი არაფერი არ უნდა, – ტიროდა კონიაკის სირჩაზე თავჩამხობილი ქმარი.
ნიას ისე გაუკვირდა ლაშას ტირილი, რომ შეეშინდა.
– არავის აკარებ და რა ქნას, – მოესმა ერთ-ერთი მაზლის ხმა.
– ვინ უნდა მივაკარო, ე, ცოლია! – იარაღისკენ გაექცა ხელი ლაშას.
– იქნებ ბავშვი უნდა? – ცდილობდა გარკვევას მაზლი.
– არ უჩნდება, მაგისი უშვილო... – დამფრთხალმა და დამნაშავე ხმამ კიდევ უფრო შეაშინა ნია. ერთ-ერთი საზარელი გვირაბი გაახსენა. რიგითი ცემა-ტყეპის შემდეგ აბორტი დასჭირდა და ნარკოზიდან ძლივს გამოცოცდა შუშის ხრაჭუნა, სისხლიანი ხვრელით. გულისრევის შეგრძნება, პირში ღვიძლის გემო, სხეულში შუშის სიმყიფე და სულში სიცარიელე გამოიტანა იმ გვირაბიდან. დიდხანს ვერ მოიშორა ეს ხრაჭ-ხრუჭ-ხრაჭ-ხრუჭ-ხრაჭ... კინაღამ ისევ დაიკივლა, მაგრამ მაზლის ხმამ იხსნა.
– შენ თვითონ რა გინდა? – ძმას ეკითხებოდა.
რომ შეძლებოდა, ნამდვილად აკოცებდა შეკითხვის ავტორს.
– როგორ, ტო, – გადაირია ლაშა, – მე ხან ქალი მინდა, ხან – წამალი, თამაში მევასება, სულ “მოძრაობებში” ვარ... ეგ ვინ არი, ტო?! არაფერი არ უნდა, არაფერი...
– გაეყარე! – ხელი ჩაიქნია მაზლმა.
– ეგრე სად არი, გაეყარე. ჩემი გაზრდილია, მაგისი... რო მოვიყვანე, ბავშვი იყო. ახლა მაღალ ეშელონებში რო გაუშვა, სიტყვა არ შეეშლება. ისე აზრზეა, – ლაშა აშკარად ამაყობდა “გაზრდილით”... – მერე, რო გავეყარო და სხვას შეეყაროს?! – უცებ იფეთქა.
ნიას ისევ შეეშინდა და მწვანე საძინებლისკენ გაიქცა. აბრეშუმის გაყინულ თეთრეულზე დაეცა და ატირდა. რამდენჯერ სთხოვა, ჩითის თეთრეული მირჩევნიაო, რამდენჯერ, არა, მაინცდამაინც აბრეშუმის უნდა, მაგისთვის სულერთია, მე მაჟრიალებს თუ არა აბრეშუმის სლიკინზე, – ნია საძულველ ბალიშს უნიათოდ ურტყამდა მუშტებს.
– ვა! ტირი? – შემოესმა ქმრის კმაყოფილი ხმა, – გინდა, ტკივილგამაყუჩებლებს მოგცემ? დასაძინებელი გინდა? კი, ჩემი გოგო...
ნია საძილეებს მიეჩვია. ძილში ლამაზი გვირაბები ელოდნენ. ყვავილების მდელო, ბუჩქნარი, ტყე, ისევ ტყე, ტყე, ტყე, კიდევ და კიდევ ტყე და უცებ ზღვა, ან ისევ ყვავილების მდელო, ცისარტყელითურთ. თუ გაღვიძებულს წაასწრებდნენ, ურტყამდნენ, აგინებდნენ და იარაღის მჭიდს უცლიდნენ თავთან. კომპიუტერული თამაში გრძელდებოდა.
ტარამტირიმტირიმტარა, ტირიმტარა, ტირიმტარა, ბახ-ბახ-ბახ და ისევ ტირლამტირლიმტირლიმტარლა, ტრულაილა, ტრალალალა, ბახ-ბახ-ბახ.
ცემა მარტო აყუჩებდა იმ ტკივილს, რომლითაც ნიას ლაშა სტკიოდა.
ლაშა მიხვდა, რომ ნია საბოლოოდ უსხლტებოდა ხელიდან, და ტაქტიკა შეცვალა. გაქრა საყვარელი, სამაგიეროდ, გამოჩნდნენ საჩუქრები, ხანდახან – ყვავილებიც კი, და ნარკოტიკები.
ნარკოტიკი არ იყო გვირაბი, ნარკოტიკი იყო რწევა. ნარკოტიკს ასეთი მუსიკა ახლდა:
ნია-ნია-ნია, ნაუ-ნაუ-ნაუ.
ტკივილი გაქრა. ნია და ლაშა დამეგობრდნენ. გაუთავებელი ღამეები სასიამოვნოდ გაგრძელდა. ნია ახალი მანქანის ტარებას სწავლობდა ლაშას ზედამხედველობით. დიდი ხნის ნანატრი კომპიუტერიც აჩუქეს, პალიტრაც, საღებავებიც, ჩითის და პირსახოცის უკვე სრულიად ზედმეტი თეთრეულიც. ახლა ნიასაც მოსწონდა აბრეშუმზე წოლა, ეჩვენებოდა, რომ თვითონაც აბრეშუმის იყო, ნია-ნია-ნია, ნაუ-ნაუ-ნაუ.
ლაშა ნიას არ აწვალებდა. ყოველთვის დროზე ამარაგებდა “წამლით”. ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა. ის კი არა და, როცა ლაშას სამი თუ ოთხი მეგობარი ერთბაშად წაუვიდა უკეთეს სამყაროში, ნიამ თავზე ხელიც კი გადაუსვა გაუბედავად. ლაშამ ცრემლიანი თვალებით ამოხედა და ნიას გაუკვირდა, რომ ლაშას მადლიერი მზერა ჰქონდა. ლაშასაც გაუკვირდა, რომ ნიამ მისი ცრემლები არ იუცხოვა.
ხანდახან თამაშის დროს ვერც კი ხვდები, სად არის ბაქანი, სად უნდა შეჩერდე და სად უნდა ამოისუნთქო...
მეგობრების დაკარგვის შემდეგ ლაშამ სმა დაიწყო. უზომოდ, გაუთავებლად, უგემოვნოდ; ცოლი უშეღავათოდ მიივიწყა.
ნიამ ერთი აუტანელი გვირაბიც გაიარა. სამკვირიანი, ტკივილიანი, ლორწოიანი, ფეკალური მასებისფერი გვირაბი, რომელშიც შიში ჯერ განგაშად იყო ქცეული, მერე – შფოთვად, მერე – ტანჯვად, დაბოლოს, სრულებით სულერთიად, სავსებით სულერთიად, ერთიანად სულერთიად, სულერთიანად სულერთიად, გვირაბი ძალიან მოკლე იყო – მწვანე საძინებელი-შავი აბაზანა-მწვანე საძინებელი-შავი აბაზანა, საძინებელი-აბაზანა, საძინ-აბაზ... ნიას არ ეგონა, თუ გამოძვრებოდა.
ლაშა ჯერ ავი კმაყოფილებით აკვირდებოდა. როცა დარწმუნდა, არაფერს მთხოვსო, დაიძაბა.
ნია ვერ გრძნობდა, როგორი ავისმაუწყებელი სიჩუმე დასადგურდა მათ გარშემო. ლაშას სმისგან და ბოღმისგან თვალები ჩაუწითლდა. ნია აბსტრაქტულ კომპოზიციებს ხატავდა თავისთვის. ლაშა ღამე სახლში არ შემოდიოდა. ნია კომპიუტერს უჯდა და მხიარულად ატარამტარებდა:
– მარტო ვარ, მარტო ვარ, ტრალამტრულამ, ტრალალა, – ასე ჩაესმოდა თვითონ. ლაშამ ცოლისთვის თვალყურის სადევნებლად კაცი დაიქირავა. ნიამ სწორედ ახლა გაბედა პირველად ამხანაგებთან გაძრომა. ხომ უნდა ენახა ვინმეს, რა ყოჩაღად დაყავდა მანქანა...
– მეე ვიირტუუალურ რეეალობაში ვცხოვროობ! – ამცნობდა ნაცნობ-უცნობებს განყენებული სახით და ისინიც ცხვირაბზუებულები უქნევდნენ თავს. ლაშა ცოლს აღარ ურტყამდა, მაგრამ ყველა გრძნობდა, როგორ დაიმუხტა, დაიმუშტა და ჩაქვავდა. ყველა, ნიას გარდა.
მოსახდენი მაშინ მოხდა, როცა ნიამ გადაწყვიტა, ამოსუნთქვის დროაო.
ლაშასთან ბიძაშვილი მოვიდა. მაღალზურგიან სავარძლებში ჩაეფლნენ და აბაასდნენ. ნიამ ყავა შემოიტანა და, იმით დამშვიდებულმა, რომ ლაშა არ სვამდა, ტელევიზორის წინ მოიკალათა თავისი საყვარელი საბავშვო შეჯიბრის საყურებლად. ბავშვები გასაბერ გვირაბებში დაძვრებოდნენ, ეჯიბრებოდნენ – ვინ ვის გაასწრებდა. ნია ხანდახან სტუმრის ხუმრობებზე ზრდილობის გულისთვის იღიმებოდა, უგულისყურობა და უცხვირპირობა არ დამბრალდესო.
დასაძინებლად ადრე წავიდა. ყვავილოვანი მდელოები, დიდი ხანია, აღარ დასიზმრებია. დამამშვიდებელი რომ არ დაელია, ისევ ლაშას ხედავდა ხოლმე შპრიცით ხელში, თითქოს ნარკოტიკს უკეთებდა; აი, უკვე უნდა შეუშვას მთელ სხეულში ნია-ნია, ნაუ-ნაუ. ჩიტების სტვენაც კი ესმოდა, ტია-ტია, ტაუ-ტაუ და ან შპრიცი ტყდებოდა, ან ლაშა გადაიფიქრებდა, ან, უბრალოდ, ოფლში გახვითქულს ეღვიძებოდა. თუ წამალს დალევდა, თავისი ძველი სახლის საიდუმლო სხვენში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. იქ ბავშვობაში ემალებოდა ბავშვობის მონსტრებს და ზევიდან უკვირდებოდა ძველი უბნის ჩახვეულ-ჩამოხვეულ, მიხვეულ-მოხვეულ, გადახვეულ-გადმოხვეულ ვიწრო ქუჩებს, რომლებშიც ხალხი და მანქანები ბროუნის კანონებით მოძრაობდნენ. იმის იმედით, რომ თავისი აბსტრაქტული კომპოზიციები დაესიზმრებოდა, ორი ტაბლეტი გადაყლაპა და მიწვა...
– ბარემ კალთაში ჩაჯდომოდი! შენი დედის ტრულამტრალალა! – გამოაღვიძა ქმრის ყვირილმა თუ შუბლზე მიდებული რკინის სიცივემ.
ლაშა მონსტრი იყო. თეთრი მონსტრი წითელი თვალებით.
– გაგიჟდი? – დაიჩურჩულა ნიამ.
– შენ ხელში, კიდევ კარგადა ვარ. შენი ტრალალალა დედა ტრულალალა.
ნიას იარაღის სიცივემ ძარღვებში დაუარა და რაღაცით მიხვდა, რომ ლაშა ბალიშში აღარ ჩაცლიდა ტყვიებს. წამოხტა და გაქცევა დააპირა. ლაშა კმაყოფილი აკვირდებოდა, როგორ ასკდებოდა ცოლი კედლებს. გასაქცევი არსად იყო.
– ლაშა, – სრულიად რეალურ სამყაროში აღმოჩნდა ნია, – ლაშა, დაგიჭერენ...
– რაღაცაზე ხომ უნდა დამიჭირონ, – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ლაშამ და ჩახმახი შეაყენა.
“ესეც დაქანცულა გვირაბებით,” – გაფიქრება ძლივს მოასწრო ნიამ და სინათლე დაინახა. ეს იყო ლაშას 38-კალიბრიანი, ნახევრადავტომატურ და ავტომატურ რეჟიმებში მომუშავე ზორბა იარაღის ლურჯად მოლაპლაპე ლულიდან გამოვარდნილი სინათლე... ძალიან კაშკაშა სინათლე, თვალისმომჭრელი... ყოვლისმომცველი...
– ეს გინდოდა?!! ეს გინდოდა?! ეს გინდოდა? – ხაოდა ლაშა და ისროდა. კომპიუტერის ნამსხვრევები, სურათის ჩარჩოების ნატეხები, სარკის ნაფშხვენები, ბუმბული და მწვანე ბათქაში ისე ეყრებოდა თავზე, როგორც “ცალხელა ბანდიტში” მოგებული ჟეტონები. – ეს გინდოდა, ეს გინდოდა... ეს გინდოდა... ეს გინდოდა.
ლაშამ მჭიდი, ცოლი და ღამე ერთად გაათავა. განთიადის შუქი არ ესიამოვნა, ჟალუზები გასწია, ერთგან სისხლი შენიშნა. შეწუხდა, ცხვირსახოცით გაწმინდა, ცხვირსახოცი გვამის მიმართულებით მოისროლა, აბრეშუმის თეთრეული ცალი ხელით ვითომ გადაფერთხა, ცოლის ბალიში მუცელთან მიიხუტა და ლოგინზე დარჩენილ რბევის ნაკვალევში დაიძინა. მალე ახალი თამაში ეწყებოდა. გამოძინება იყო საჭირო.
ტარლამ-ტარლამ-ტირლამ, ტურლამ-ტრილამ-ტრალამ-ტრულულულა, – გაბმულად ტკარცალებდა გამოშიგნული და ბოლავარდნილი კომპიუტერი.
– ნია გახსოვს? გახსოვს, როგორ არა, “მეე ვიირტუალურ რეალობაში ვცხოვრობ!” “მე ისე მინდა, რომ ჩემს ლაშიკოს ჩემთან ერთად რამე მაინც უხაროდეს!” თეფშივით თვალები, მომწვანო... თმაა?! რა ვი, რა ფერი, მელირებული, ალბათ. ოო! გრძელი კისერი და რაა? მაგარი ტანი კი არა, ის არ გინდა. ძალიან გამხდარი იყო და თან თითის წვერებზე დადიოდა, ნუ, გემოვნების ამბავია. ჰოდა, ვერ შეიშნო მაიამი და ნიცა. ოთხსართულიანი სასახლე და ბასეინები... გაშორდნენ?! არა, გენაცვალე, ქმარს მოუკლავს... ვინ დაიჭირეს?! შენ სადა ბანაობ?! ლაშა როგორ არ იცი. ოო! ეგ არი ხარაძეების მესამე და ყველაზე პერსპექტიული. არც ერთს არ იცნობ? არც ნიას არ იცნობდი? ადამიანო, შენ ვირტუალურ რეალობაში ხომ არ ცხოვრობ? იცნობ, როგორ არ იცნობ, თუ არ იცნობ, იცი მაინც.

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 11:03 pm

მაკა მიქელაძე

ერთი მოთხრობა ამ რთულ ცეკვაზე

ეძღვნება ანდრო ზალდასტანიშვილის ხსოვნას


– მოდი, ძმიავ, ჩვენი წინაპრების სულები ამყოფას ნათელჩი ღმერთმა. ანბავს გიანბობ. რაი? არა-ღა-ჩე, რაი დაგათრობს. ხატობაჩი არსმაი სირცხვილია. აგრეეე! აგე, მაგ სოფელსა რო ხედავ? მაშა! ხევჩი ყოლიფერი ლამაზია! ჰოდე... აი, ემაგ სოფელჩი სცხოვრობდნენ ჩემი დედიძმაი და ძალოი. შენ რო გახლავს, სტუმარო, აიმ ლამაზი ქალის, ჩვენი დისწულიშვილის დიდპაპაი და დიდბაბოი. ლევანი და დარეჯანი. რაიო, ნაპალივანიო? არა ძმიავ, ლევანი ტანადა ბატარაი კახსა ჰგავდა, დანარჩენითა ტარიელსა, ძალოი ნესტან-დარეჯანი იყო გამოცხადებული.
ჩემი გამოთვლებით, გათენებას კიდევ ბევრი უკლია. სასოწარკვეთილ მარტოობაში ჩაძირული არაბუნებრივად მაღალი მთის ფერდობიდან ჩავცქერი არარეალურად ღრმა, ჩამუქებულ ძაბრს – თუ აგიზგიზებული, თუ მინავლული კოცონებით რომ არის სავსე. ეს მბრუნავი ძაბრი ხინკლის, არყის, გუდის ყველის, ტყაპუჭის, მჟავე კომბოსტოს და ბევრი ერბოს ოხშივარს, ყაყანს, ხორხოცს, აკორდეონისა და საკლავის ზმუილს აფრქვევს, ამ მოგრუხუნე ძაბრში დაწყვეტილი სპირალური გზა ჩადის თუ ადის, ზედ შავოსანი, ხელსანთლიანი, თავდაბურული დედაკაცები ადიან-ადიან-ადიან სადღაც ზევით, ზევით, ზევით. იასამნისფრამდე შავ, გაუსაძლისად ბევრვარსკვლავიან ძაბრში, ზარს რომ წააგავს და ზარივით რომ ზრიალებს. ორივე ძაბრი ბრუნავს. ქვედა – მარცხნივ, ზედა – მარჯვნივ, ან ქვედა მარჯვნივ, ზედა მარცხნივ, ხან ორივე – მარჯვნივ, ხან ორივე – მარცხნივ. ერთადერთი აპათიური ოცნებაღა მასულდგმულებს, ცენტრიდანული ძალით ამოვვარდე ამ ორომტრიალიდან. ცენტრისკენული ძალავს.
თანამესუფრე მოხევე, აქამდე რეალობა, ბოლო ჭიქის მერე მოლაპარაკე თავად იქცა. ჭაღარა ტეხილი თმა, თეთრი სკლერები და თეთრი კბილები მიყვებიან მოსაწყენ ლეილმეჯნუნიანს.
ჩახლართულნათესაურ კავშირებში გარკვევას არც ვცდილობ, უიმედოდ დასევდიანებული გაფაციცებით ვლამობ, თავი, ეს უკანასკნელი ათვლის წერტილი, არ დამეკარგოს.
– ანდრო, ანდრო, ანდრო! – მესმის, მგონი, საკუთარი სახელი, “აიმ ლამაზი ქალის” ხმას წააგავს. – ნახე, თვითმფრინავი!!! ნახე!
ნეტავი მაგას, თუ ამდენ ცრიატში თვითმფრინავის ნათურების ციმციმს ხედავს... თავი დავკარგე, მოლაპარაკეც, ჩემიც...
– დედიძმაი რომ ომჩი მიჰყავდათ, ძალო ბანზე გადამდგარა და დაუძახნია – ხმით ვაგნებ მოხევეს და გულზე მეშვება: – ლევანო, შენი ვარ, როცა არ დაჰბრუნდე, როგორსაც მტოვებ, ეგრეთი დაგხვდებიო! – წარბშეუხრელად აგრძელებს ადამ და ევას დროინდელ ისტორიას.
– ავაი, უსირცხვილოო, – ჩამოუხოკავთ ქალებს ლოყები.
დედიძმაი გაიჯგიმა, გამაღლდა კიდეცა და ულვაჩში გამოპარული ღიმილი ჩამაისწორა ტორითა, ვიდრე ბუდიონოვკიანი ჯარისკაცების რიგი თვალს მიეფარებოდა, ბეჯითად არ იმჩნევდა სიხარულსა, ბოლოსკენ გულმა აღარ მაუთმინა და მითამ სასხვათაშორისად ამასძახა:
– დაჯე, დაჯე, დიდო ქალო, დიდი ბედი გელოდებაო. მაშა!
“ერთი-ორი, ერთი-ორი, გერმანელები მოდიოდნენ, მოდიოდნენ როგორც ჩვენები”. ამეკვიატა. მეცინება, მეცინება. წინდას ვისწორებ, მეჩვენება, რომ წვივსაკრავია: ვისწორებ, ვისწორებ, არაფერი არ გამომდის. მაგვიანდება. მაგვიანდება. მელოდებიან, მელოდებიან. ნეტავ სად მაგვიანდება? ნეტავ ვინ მელოდება? ამის გაფიქრება და ყველაფერი, რაც ტრიალებს, ბრტყელდება, ბრტყელდება და ერთი მთლიანი ბანი ხდება. რატომღაც საკლავში დაკლული ქათამი ვარ. თავწაცლილი კისრიდან სისხლს დავაჩქაფუნებ, წაცლილი თავით კი ბანზე მობნეულ მარცვლებს ვკენკავ. ტკ-ტკ-ტკ-ტკ – და რას ვხედავ! ორი ქალამანია ჩემი ნისკარტის წინ. შიგაც – ხელით ნაქსოვი ჭრელი წინდები. სიჭრელეს თვალს ვაყოლებ. მზე და მზერაუხლები ჯანმრთელი ბარძაყები გამოქათქათდნენ წითელი ატლასის პერანგიდან. დარცხვენილი ვშორდები კაბის კალთას და – ტკ-ტკ-ტკ-ტკ – ვაგრძელებ კენკვას. ვითომც არაფერი დამინახავს.
– ერობაჩი გამატანილი საპერანგე სანიფხვედ გადაიქცაო, გაგიგონია, სტუმარო? – თვალებში მიყურებს მოხევე. გამოჭერილივით შევკრთი.
– ანდრო, ანდრო, ანდრო! წარმოგიდგენია, პირველად მსოფლიოს კინაღამ ქალმა შემოუფრინა თვითმფრინავით?!
კინაღამარითვლებას ვპასუხობ, იმიტომ რომ, ნერვებსაც მიშლის და გამოფხიზლებასაც, აის ლამაზი ქალი.
– ქალავ, შენთვინ არც ვის უსწავლებია, კაცების საუბარჩი ნუ ჩაერევიო? – მხარი დამიჭირა მოხევემ.
– მომისმინეთ, რა? – არ ცხრება აის ლამაზი ქალი. – ამელია ირხარტი, ჭრელთვალება, დიდპირა და თხელტუჩება, ამელია ირხარტი – გრძელკისერა, მკერდფიცარა, ცხვირპაჭუა ბურატინო, ამელია ირხარტი – გაკორტნილი, ჩხუბისთავი, მხიარული ხულიგანი... კინაღამ... სრულიად შემთხვევით ვერ... შეიძლებოდა, რომ... პირველად დედამიწის გარშემო თვითმფრინავით... სულ თავისუფლად.
– ქალავ, შენ მეტი აღარ დაღლია! – ისეთი კილოთი ბრძანებს მოხევე, რომ ვერ გაარკვევ – ხუმრობს თუ ბრაზობს. საერთოდ, რა ხალხია, ვერ ვხვდები ან რა ენაზე ლაპარაკობენ. აიმ დედით მოხევე ლამაზ ქალსაც ვერაფერს ვუგებ. მერე რა თუ საცოლეა ჩემი.
– საპერანგეზე გეუნებადი, – არ დაავიწყდა მოხევეს. ის საპერანგე საქორწილო კაბად გადაიქცა, მაშა! ხო ერთი თავით მაღალი იყო ლევანზე დარეჯანი. არ მითქომს? ჰო, ერთი თავით მაღალი იყო, მაგრამ ქორწილჩი თვალი მამე და ამათზე მაყურებინეო, აგრე იტყოდი. თეთრი ჩოხითა და ნაბადითა, წითელი კაბითა და მანდილითა, პურ-ღვინოსავითა. რა იქნებადნენ? ოცდახუთამდინა – ლევანა და ათვრამეტისა – ძალო.
– ანდრო, ანდრო, ანდრო, ამელია ირხრატი გაცილებით ჩვენზე დიდი იყო. უკვე ოცდაორი წლისა, პირველად რომ ნახა თვითმფრინავი. წარმოგიდგენია? და ოცდასამისა როცა ტრანსატლანტიკური გადაფრენის მონაწილე გახდა. მთელ ოკეანეს ჩიტივით... “შეხედეთ ცის ფრინველებს, ისინი არც თესავენ, არც მკიან, და თქვენი ზეციური მამა ასაზრდოებს ამათ”...
– დიდი პურობა იყო, ჰაი ხინკლობაო, ჰაი ჩამაკიდებაო! რაიო? აბა, ბეჩავ, შენ ნაპალივანი იცი და ჩამაკიდება როგო არ გაგიგია? ვაი-და-და-დაი! არც ჩვენებურს ქორწილში ჰყოფილხარ, განა? ვაი-და-და-დაი. ქალავ, სტუმარი ვიწროეროვნულ ტრადიციებსა არ უნდა აზიარა?! – ისევ ვერ გავიგე, დამცინის თუ იცინის. მაგრამ მას იქით გზა არა მაქვს და მეც ვუსმენ, როგორც მისჯილი – განაჩენს, – ნეფე ლურჯ თოლებს და თეთრ კბილებს აკვესებდა, მალიმალ ახედდა ქვეიდან ნიოფალსა, ულვაჩს კი ამაყად იგრეხდა, მაგრამ ვგონებ, თავისი არ ეგონა ქალაი, ქვეყნის თვალაი.
– რა ქალი იყო! წარმოგიდგენია?! თითქმის სამი მეოთხედი! გარშემო! დედამიწის ირგვლივ!
“ირგვლივ” არ უნდა ეხსენებინა. ისევ ყველაფერი ბრუნავს, ოღონდ ხელსანთლიანი, ჭრელკაბიანი ქალები ხვეული გზით ზემოდან ქვემოთ მოდიან, სანთლებს ხორბლის და რძისფერი ხარების თაფლისფერ რქებზე ამაგრებენ და მიდამოს დღესავით ანათებენ.
“მოდიან, მოდიან” შეძახილით, ეჟვნების წკრიალით კისკის-კისკასით მესევიან სხვადასხვაგვარად მზისფერი ბალღები და ხელებზე ჭრელ-ჭრელ ფალასფულასს მაკვანძავენ. ერიჰა, ახლა ნატვრის ხედ ვქცეულვარ.. ვდგავარ ასე ორ სოფელს შუა.
– ანდრო, ანდრო, ანდრო... ამელია ირხარტი პატარა ბავშვივით ხტოდა ქუსლგამოყვანილ, სასაცილოდ ცხვირმრგვალ, წვრილი თასმით გადაკრულ ზამშის ფეხსაცმელებით და იდაყვებსმომდგარ, ფაქიზად ნაქარგ, ხელთათმანებს ერთმანეთს უტყაპუნებდა, პირველად რომ თვითმფრინავი დაინახა. ხომ იცი, როგორ თვითმფრინავზე გეუბნები, ოთხფრთიან, ძაფით შეკერილ, ბევრპროპელერიან, ცხვირაპრეხილ...
ახლა ეს პროპელერი. ხო ვარ ჩემთვის ხე. რას მერჩის?! ისევ ტრიალებს. ყველაფერი ტრიალებს. ისევ რაღაც მორევში ვეშვები. ლუდის ქვაბში თავით ჩაყუდებული ციცხვი ვარ, ვტრიალებ, ვურევ. ვურევ. ვტრიალებ. ვიღაც ღვთისნიერი დამბაჩას აქუხებს და შვებასავით ქათქათა პაწია ღრუბელი ვხდები, ცისკენ მივფრინავ, ჩემსავით ქუნქულა ღრუბლები ასდის ქვაბებს, ხონჩებს, ჯამებს, ქოთნებს, ჩალისფრად აფარდაგებულ ძაბრში რომ დაარონინებენ სალხინოდ აფერადებულ-მოჩითული ძუძუ-თეძონი. იქით დოღია, აქეთ – ცხენბურთი. ლელო გააქვთ. აქეთ უთავბოლო სუფრა აუყვება მბრუნავ ძაბრს, იქით უთავბოლო ხანჯლებგადაჭდობილ ჩოხოსანთა რიგი ჩამოუყვება. ტიტველი ჩვილები გორავენ ბანებზე, პარმაღებზე, ერდოებზე და ნეფე-პატარძლის კალთებში. უშველებელი ბილილები ნაზად იასამნისფერი და კვერცხისგულისფერგულა გიგანტური ბოძებივით შეჰყუდებიან ზედა ძაბრს, რათა, მაყრულით შეჯანჯღარებული, სანთლად და საკმევლად არ დაგვექცეს თავზე. მხოლოდ ეს უხეშად ნაზი ყვავილები და ტიტლიკანა ჩვილებია ვეება, სხვა ყველაფერი ისეთი მინიატურულია, თითქოს თვითმფრინავიდან ხედავ...
– და როცა ამელია ირხარტმა პირველად გადმოხედა ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან ასანთის კოლოფებად ქცეულ სახლებს და ველ-მინდვრებს...
– საინტერესოა, დანახა თუ არა ამელია ირხარტმა, როგორ დაანებეს თავი კოცნაობას და როგორ წამოხტნენ თვითმფრინავის ხმაზე დამფრთხალი წყვილები თივის ზვინებიდან? – ვბურტყუნებ. აიმ ლამაზი ქალის სახის გამომეტყველებით ვხვდები, რომ რაღაცას ისე ვერ ვამბობ.
– არ მისმენ, ძმიავ, – სიცილით კვდება ჩვენი თანამესუფრე – ჩამოკიდებაზე გიანბობ. დაიჭერენ მაყარსა მოყვრები, ჩამახკიდებენ ფექხითა, ასტყდება ვაჭრობა, სანამ ჩამოკიდებულში დიდს ფულს არ გადაიხდიან, ფართხალებს ბედჩავი, მაშა. რაიო? ბარბაროსობაო? ბარბაროსი ნაპალივანი იყო. შენ რო არ გამაჰფხიზლდი, სტუმარო?! აბა, შაგვეწიას წმიდა სალოცავები. მაგის დაულევლობა იქნება?! არა-ღა, ჩე, რაი დაგათრობს. აგრე. ჰოდა, იმ ფულით იყიდიან ქალებისგან ხინკლებს. ზოგჩი წერილია შახვეული, ზოგჩი – პიმპილი, ზოგჩიც – ფქვილი. ჩაჰკბეჩ და ა-ფუ... არი ერთი ხორხოცი და დანგუდალაი.
სანამ მონადირებული ჯიხვივით ვკიდივარ ჭერხოზე, არა მიშავს. ქვემოდან სახეგაფქვილული წითური ჭინკა მზერით მზომავს, მწონის, მაკვირდება. ჯერ არ ტრიალებს, მთავარია, არ ტრიალებს, მაგრამ ჭინკა მავნეა, ხელს მოზომილად მკრავს და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მაბზრიალებს. ხან – ჯარა ვარ, ხან – სადღვებელა, ხან – ჩიკორი, ხან – კალოს ცხენი, ხან – საცეხვი, ხან – თითისტარი, ხან – დოლაბი, ხან – ძაფის გორგალი, ხან – კერიის ქვაბი, ხან – სარწეველა, ხან ცხვარი გადამყავს და ხან ნანადირევი გადმომყავს ხვეულ-ხვეული გზებით. ძალიან დავიღალე... ნეტა აიმ ლამაზი ქალის კალთაზე დამადებინა თავი.
– ამბობენ, ამელია ირხარტს სულაც არ უყვარდაო თავისი ქმარი. მე რაღაც ამისი არ მჯერავს. ისეთი სხივიანი და ცოცხალი თვალებით მთელი ქვეყნიერების სიყვარულს შესძლებ. ამელია ირხარტს ცა უფრო უყვარდა, ვიდრე ქმარი. როგორ შეიძლებოდა, რომ არ ყვარებოდა “დი. პი” (ანდრო, ანდრო, ანდრო, სასაცილოა არა? ინიციალებით მიმართავდა ქმარს.) “დი. პი.” ძალიან სიმპათიური მამაკაცი იყო, ისეთი არა, როგორც ფრედ ნუნენი, მაგრამ... მზრუნველი, გემოვნებიანი, დახვეწილი და ბევრი სხვა მამრობითისგან განსხვავებით, არც ეშინოდა და არც აღმერთებდა მთელი ამერიკის სიამაყეს...
რატომ არის აის ლამაზი ქალი ჩემი საცოლე, უცნაურია. ყველა ნორმალური მდედრი დიდი ხანია მიხვდებოდა რომ ცუდად ვარ. ან “არ დალიოს” მეტყოდა, ან თავს მოიმკვდარუნებდა და დასაძინებლად წამიყვანდა. ნეტავ ის მაინც ვიცოდე, საით მიჰყავს და რას მოხმარდება მისი აკვიატებული ისტორია. სამედიცინოს თავი დაანებაო ამელია ირხარტმა, ცხადია, ამოჩემებულ, ინსტიტუტიდან საბუთების გამოტანის თემას აგრძელებს. თოფს კარგად ისროდაო ამელია ირხარტი, იმის სასაყვედუროა, მიზანში რომ არ ვასროლინე ვიღაც წამოყუდებულის “ფრანგულით”. ბოლოს რის თქმა უნდა, ალბათ გამოჩნდება, თუ თვითონვე არ დაავიწყდა...
– ამდენი ხელის მთხოვნელი ჰყავდაო, რაღა დაგოლილს გაჰყვა თქვენი დარეჯანი! – უხეშად ვიცინი. – რითი ამაარჩია, – ვითომ მათებურადაც ვუქცევ.
– ცეკვითა, ბალღო, ცეკვითა! – გაახარა ჩემმა შეკითხვამ მოხევე. ლევანას გარდა, ვერც ვინ ღლიდა ცეკვაჩი, მაშა!
მთვრალები მოგვადგნენ. უფრო სწორად, მთვრალი მზერები და აღრეული ღიმილები, ნაკვთები არც ჩანდა და აღარც ეტყობოდათ. აის ლამაზი ქალი საცეკვაოდ წამოიმართა. ხელში ჩავაფრინდი. გამაშვებინა და მაინც წავიდა... სეტყვით ჩაწოლილი ხორბლის ღეროსავით გასწორდა წელში და ღამეში ააფრიალა ცისფერი ჯინსის შარვალ-პერანგი. ატყდა ტაშ-ფანდურა მოცეკვავეთა დაღლამდე და ჩემი კბილების ღრჭიალამდე. ველური, უხეში, ულაზათო ცეკვაა. ვერ გაიგებ, კენწლაობენ თუ წაწლაობენ. სულის ტკივილს ხორცისა ვარჩიე და იქვე მიგდებულ დიდ შავ ქვას მივცხე ფეხი. მერბილა.
– მოძმე ამერიკასთან ურთიერთობებს ნუ დაგვიძაბავ, ბალღო! – შეწუხდა ჩემი თანამოსაუბრე. ჰმ! ესეც დამცინის. რა შუაშია “მოძმე”!
– როგორ დამთავრდა თქვენი რომეო და ჯულიეტა! – შევღრინე.
– კარგადა, – გაახსენდა მოხევეს. – ეე! მე ძალო მყავდა, აბა სადა?! ის რო ტაშ-ტაშ-ტაშით წრეს გააგანივრებდა, სამურაბე კაკალივით თოლებს ააბდღვიალებდა, ვაჟური დაღლამდისო, რო დასჭექდა. მკლავის სინსხო მუხლანდის ნაწნავებს რო ააფრიალებდა ჩიქილასთან ერთადა, რაიო? მაშა, ოთხი ნაწნავი და წითელი ჩიქილაი. აგრე გაშლიდა კლავებსა, როგორცა... ძალოსავით ეშხიანადა თამაშობს ეგ ჩვენი ძრიალ ლამაზი ქალი. არ გინდა?! ჩაუხტი! გერგების. არ იცი თამაში?! აბა, ეგ როგო იქნების? ვაი-და-და-დაი!
დიდ შავ ქვას ისევ ჩავაზილე წიხლი. ისევ მერბილა.
უცებ მიწა იძრა. შავი ქვა გადაიხსნა. იქიდან ჩალისფერი ზღარბი, შეწუხებული და დაჭორფლილი სიფითრე და გახუნებული წარბები ამოძვრა.
– ოჰ! იტ იზ ზო ბეაუტიფულ! – შეაფასა მოცეკვავეები ქვიდან ნაშობმა და კვლავ ქვად იქცა.
– იტ იზ ნოტ ე ბიუტიფულ, იტ იზ ვერი ოულდ! – გაბრაზდა მოხევე, ეს ოულდ ეს ე ვორლდ, – გაბრაზებამ წამში გაუარა და მშვიდად მიუბრუნდა თხრობას: – თაფლივით ტკბილად იცხოვრეს ორჯერ ოცი წელიწადი, მაშა. ერთი გაიძახოდა, დარიას გარეშე ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ღმერთმა, მეორე – ჩემი ლევანის გარეშე ერთი დღე ნუ გამაძლებინებს გამჩენიო.
აის ლამაზი ქალი გადახალისებული დაბრუნდა. რა აზრი აქვს კითხვას, ან ბიძაისწული იქნება, ან დედიძმაიშვილი. ანაც – ნათლიის ბალღი.
– ამელია ირხარტის მეუღლე, – ისე გააგრძელა, თითქოს არც წასულაო, – კინაღამ გადაირია, გაზეთიდან რომ შეიტყო, თქვენი ცოლი დედამიწის შემოფრენას აპირებსო. ვერ გადააფიქრებინა. ამელია ირხარტი საქმიანად ლაგდებოდა უკანასკნელი გადაფრენისთვის. გააფრინაო, – გადაწვიტა “დი. პიმ”, როცა არც დაღუპულთა სტატისტიკამ და არც თხოვნა-ხვეწნამ არ გაჭრა. ხელი ჩაიქნია და თვალცრემლიანმა მიაცილა ცოლი თვითმფრინავთან. “ისე საშინლად გამოიყურები, გეგონება, გიყვარვარო”, – ცხვირს იჭმუხნიდა ამელია ირხარტი. სანამ დასამშვიდობებლად გადაეხვეოდა, ყოველი შემთხვევისთვის დაინტერესდა, რამე შანსი თუ მაქვს გადარჩენისო და როცა “დი. პიმ” გვერდზე გაიხედა, ფოტოჟურნალისტებს დამაბრმავებლად გაუღიმა, მფრინავ აპარატში ჩაძვრა... ყველას აქვს ბოლო საფრენი ბილიკი... მკაცრად ინდივიდუალური... ამელია ირხარტი სიკვდილის შესახვედრად გაეშურა.
– არც როგორც არა! – ვერ ვხვდები, რას აპროტესტებს მოხევე. ხმას ადაბლებს და კვლავ თავის ტრისტანს და იზოლდას უბრუნდება: – ერთ დღესაც წავიდნენ ქალაქში შენი დიდპაპაი და დიდბაბოი, ქალავ. ბალღთანა, შვილიშვილების სანახავადა. გადაიარეს უღელტეხილი... რაიო, ძმიავ, უღელტეხილი არ გინდა?! ეიშ, რაისთვი არ გინდა?! რას ერჩი?! ავაიმე, დაჰღლილხარ, სტუმარო. მაშ, ბოლო ანბავსაც გეტყვი.
მაისიყვარულეს წვრილებჩი და სახლჩი გამაემართნენ. დიდი თოვლობა იყო. სადგურთან დაუღამდათ. სიცილ-სიცილჩი და გუნდაობაჩი მატარებელი დაეჯახათ და გათავდნენ ერთადა.
ღამე დუნდება და თხრობაც ნელდება.
– ორ ადგილას გადაჭრილნი, ხელიხელჩაკიდებულნი და ერთმანეთისკენ თავგადადებულნი ისეთი მშვიდი და ღიმილიანი სახეებით იწვნენ, ჩაძინებულები გეგონებადნენ...
ეს არის “კარგადა?!” – მინდა, ვთქვა, მაგრამ გული დამიმძიმდა, დამიმძიმდა, სადაცაა მიიწურება. ისე მწუხარე ვარ, როგორც მწუხარე სახის რაინდი და აის ლამაზი ქალი, თვალებგაფართოებული რომ უყურებს დუნიას, არ არის ჩემი დულსინეა, ა-რა! ნეტავ აღარაფერი თქვას დილამდე. უუ, მეტი არ არის ჩემი მტერი.
– ამელია ირხარტს უყვარდა ცა... მაგრამ გამოჩნდა ფრედ ნუნენი. შევარდნისთვალება, ვისკის და ქალების ტრფიალი, შუბლმაღალი, გულბეჭგადაშლილი, ცაში ნაწრთობი, ცით გამობრძმედილი ნავიგატორი. სასაცილო სიტყვაა, არა? გასაკვირია, რომ თვით “დი. პიმ” შეარჩია მეორე პილოტი, ანდა ვინ იცის, იქნებ სხვას არავის სურდა ამ თავიდანვე განწირულ ავანტიურაში მონაწილეობის მიღება.
ანდრო, ანდრო, ანდრო, მისმენ?! ფრედ ნუნენს თურმე იმ დღიდან უყვარდა ამელია ირხარტი, როცა მისი პირველი ფოტო იხილა გაზეთში, წარმოგიდგენია?!
...და ამელია ირხარტმა ყველა იმ გრძნობით იფრინა, რაც კი ქალს და კაცს შეიძლება აღეძრას ერთმანეთის მიმართ. გულგრილობიდან – მეგობრობამდე, დაძმურობიდან – ურთიერთშეჯიბრებამდე, მობეზრებიდან – სიძულვილამდე, ეჭვიანობიდან – სიყვარულამდე, ვნებიდან – დედაშვილურამდე და როცა საწვავი გათავდა... სიცოცხლიდან – სიკვდილამდე.
დაღუპვამდე ერთი კვირით ადრე დიდი ქარბუქისა და ზეციური ყინვების, დამსხვრეული ღამეებისა და უკაცრიელი კუნძულების შემდეგ, პატარა, მაგრამ გაჩირაღდნებული სასტუმროს ღია აუზში ერთმანეთს ეზიარნენ. თავდავიწყებული და თავაწყვეტილი, თავბრუდამხვევი და თავშეუკავებელი, თავაშვებული და თავსდანთხეული გრძნობებიდან გონს მოსულმა ამელია ირხარტმა საკუთარი ვარსკვლავივით ციმციმა თვალებით დაინახა, როგორ უერთდებოდა ვარსკვლავებით გაჯერებული ცა ვარსკვლავებით გაჯერებულ წყალს ფრედ ნუნენის ბედნიერებით ავარსკვლავებულ თვალებში და მიხვდა, რომ მიწიდან მოუწყვეტლადაც შეიძლება ფრენა. ამელია ირხარტმა იპოვნა თავისი თავი და... დაკარგა ცა...
ვარსკვლავთმოზღვავებამ დაავიწყა ორივეს, რომ თვითმფრინავი მანქანაა; რომ ტაროსი ვერაგია და რომ სიფრთხილე სიბრძნეა.
დიდი სიჩუმე ისადგურებს, რომელსაც ისევ აიმ ლამაზი ქალის ხმა ფხრეწს.
– ეს რა, გარდაუვალია? რატომ არ გპატიებს მიწის სიყვარულს ცა.
აღარაფერი ტრიალებს. პირიქით, სქლად, გაუნძრევლად დგას ვერცხცლისფერი ნისლი და მონოლითური სიცივე. მგლის ყმუილივით იჭრება კოსმოსურ უსასრულობაში მატარებლის მჭახე, მკივანი ნათურა და მაინცდამაინც მე, უსასრულოდ მცირეს მსრესს. ჩემი გაყინულ, დასახიჩრებული სხეულიდან პატარა თეთრი ბატკანი “მეეე” მიფრინავს მაღლა და ნისლში იწყებს ტივტივს. ლაპარაკს ვცდილობ და ნისლს ვყლაპავ. მახრჩობს. რაც უფრო ზევით მივიწევ, უფრო მკვრივდება და ცივდება სუნთქვა, “მეეე” პატარა თეთრ ბატკანს ფრთები და პროპელერი მეზრდება და მიქსერივით ვთქვეფ სივრცეს. სადღაც ქვევით, თოვლზე, პატარავდება და პატარავდება წითელი და თეთრი კუბოები, ციგებივით რომ დასრიალებენ და დაჭერობანას თამაშობენ, “მეეე” პატარა თეთრ ბატკანს მშია, “Milky way”-ს ვუახლოვდები ტივტივით და ვხედავ როგორ მოაბიჯებს გრაციოზულ-გრანდიოზული ამელია ირხარტი ცარგვალივით ციმციმა სამეჯლისო კაბით, პილოტის ყურებიანი და სათვალიანი ქუდით მოსილი. როგორ ჯდება ამერიკის დროშისფერ უკიდეგანო მფრინავ თეფშში ელეონორა რუზველტთან ერთად, ვერცხლის საფერუმარილეს იმარჯვებს. წვეტიან ცხვირს იფიფქავს კოსმოსური მტვერით, მიღიმის... “არაფრისთვის წავალ ცადო”, მესმის (მგონი, მოხევე პოეზიაში გადამივარდა). “მეეე” პატარა ბატკანი ვხალისდები. უცებ, რას ვხედავ, დაბნეული დაბორიალობს ცაზე მოწყენილი ბონაპარტი. ისეთი მოწყენილი, რომ ქუდის და თვალის კუთხეები ერთნაირად დახრია, სევდიანად აგროვებს ვარსკვლავებს და ციცინათლებივით ამწყვდევს პატარა ზარდახშაში. თან, “ამაზე უკეთესი ჩემ სიცოცხლეში არაფერი ჩამიდენიაო”, – დუდღუნებს. იქვე “დი. პი.” და ფრედ ნუნენი დათვების თანავარსკვლავედებზე ამხედრებულან და ერთმანეთს მკლავის გადაძალვაში ეპაექრებიან. “მეეე” დიდი დათვის მხარეს ვიჭერ და – “დაღლამდის, დაღლამდის-მეთქი!” ვყვირი, მანამ, სანამ ქალწულის თანავარსკვლავედი არ ცოცხლდება მხოლოდ იმისთვის, რომ მაინცდამაინც “მეეე” პატარა უმანკო ბატკანს დამაღვაროს თავზე უაზრო შეკითხვების ჩანჩქერი. “ანდრო, ანდრო, ანდრო, რას ნიშნავს პალიმფსესტი?” არც ერთ კითხვასაც არ ვუპასუხებ. ვმსუბუქდები და, ჩემდა საბედნიეროდ, სულ ტრიალ-ტრიალით მივიწევ ზევით, ზევით, სწრაფად, სწრაფად, კიდევ უფრო სწრაფად და უჰ!...”
ბურთივით ამოვარდება კლდეებს მიღმადან დიდი წითელი მზე. მოულოდნელად თენდება. მოულოდნელად ვფხიზლდები და მაკვირვებს კიდეც რეალურის სიმყარე: რეალური მყინვარწვერი, რეალური თერგი, რეალური გერგეტის სამების კედელზე ჩამომდნარი სანთლები. რეალურ მწვანე ბალახზე რეალური ნაცეცხლარ-ნასისხლარები. რეალური ყურო – ოქროსფერი, რეალური ქაბარჯინა – მუქად იასამნისფერი, რეალური ბილილები – ნაზად იასამნისფერი და კვერცხისგულისფერგულა. მე – რეალურ ალპინიადაზე წასული უნივერსიტეტელი, რეალური აის ლამაზი ქალი – აისის სილამაზისგან, როგორც იქნა, დამუნჯებული, ჩემი თვალებდაქცეული საცოლე. რეალურზე რეალური ალპინისტების მეგზური, გარუჯული მოხევე, მატყლზე მეტად დატალღული, ცხვარზე მეტი და თეთრი თმით, ბუდიონოველის ძმისწულობის კვალობაზე, “ძრიალ” ახალგაზრდულად რომ გამოიყურება. რეალური ნაბდიდან რეალურ მხრებს აძრობს ჩვენი სრულებით რეალური ამერიკელი სტუმარი, რომლის არსებობა... ვაი, სირცხვილო!
– ჰ! იტ ის სო ბეაუტიფულ! – შეფასდა მყინვარი.
– ით იზ ნოთ ე ბიუთიფულ, ით იზ ე ვერი ჰაი – ესიტყვება მოხევე.
– ჰ! იტ ის სო ნისე! – ახლა თერგის ხეობით აღტაცდა.
– ით იზ ნოთ ე ნაის, ით იზ ე დიფ! – არ უთმობს ნიუ ალექსანდრე ყაზბეგი.
ამერიკელი ხვდება, ამ კაცს ვერაფრით ვასიამოვნებო და აღიარებს:
– ჯიპიტაური მაგარია!
– აი, აგრე! – ხარობს ჩემი ღამის მესუფრე და ჭიქას იმარჯვებს: – ით იზ ნოთ ე ვანდერფულ. ით იზ ე ფულ! – თვალს უკრავს სტუმარს, რომელიც სასოწარკვეთილი ასავსავებს ხელებს, მიმქრალ სახეზე ფერს და ჭორფლებს კარგავს, ცისფერ ლენონებს იძრობს, თვალებზე ქართული დროშის ფერებით ნაქსოვ ქუდს იფხატებს და სწრაფად მიძვრება ნაბადში.
– დილის მადლი შაგვეწიას! სიმწარე გვაშოროს და სიტკბო მოგვცეს ღმერთმა!
აის ლამაზი ქალი სამებისკენ მიაბოტებს ხელებგაწვდილი, ახლად ფეხადგმული ბავშვივით. ძალიან მიყვარს.
– ბალღო! – დაქარულ სახეზე მზის სხივებივით გაშლილ ნაოჭებს ისწორებს ჩვენი მეგზური და თვალს თვალში მიყრის, – შენს ქალსა ფრენა უნდა, გაიგე?!
ჩუმად ვარ.
– ჰოდა, გაუშვი.
– ისედაც ეგეთი პირი უჩანს, ალბათ მალე შევეშვები, – ხელი ჩავიქნიე. ჩვილიც კი არ მინახავს ასე ალალად გაოცებული.
– არა-ღა, ჩემო სტუმარო. მაგას როგორ-ღა გკადრებდი. შენ არა თქვი, საცოლეაო! – დაფიქრდა. – განა ამ ჩვენს ლამაზ ქალაზე ვამბობ. მაგასა მიწა არ აპატიებს ცის სიყვარულსა. – უფრო დაფიქრდა. – შენს ქალსა-მეთქი ფრენა უნდა და გაუშვი! იქამდინ მაინცა, სადამდიც მიჰყვები და მამრე გამაჩნდება. – კარგად დამაკვირდა: – ჰა! გაიგე, ბალღო, რამეი! – უფრო დამაკვირდა და დასკვნა გამოიტანა: – ოდესმე გაიგებ. ახლა წამაი, ხორც-წვენი დაგალეინა, შაციებულსა ჰგავხარ.
– ხორც-წვენი? – ვერაფერიც ვერ გავიგე.
– ჰო. აბა, “ჟუზეფინას” რო არ გამაგიცხობ? – ისე მრავალმნიშვნელოვნად მიცინის, გეგონება ჩვენ გარდა ქვეყანაზე არავინ იცის, რომ ნაპოლეონს ლამაზი ქალები უყვარდა.
კვლიავით, ქონდრით, ნივრით და ნიახურით შეზავებული ნახარშის ოხშივარმაც კი მომასულიერა. ცხელი მაცოცხლებელი სითხე საამოდ გამიჯდა გაყინულ გულ-მუცელსა და დამზრალ კიდურებში.
– რამდენი წლისაა ჩვენი მეგზური – ვეკითხები აიმ ლამაზ ქალს.
– ოცდაშვიდის. – უცებ მისკუპდება გვერდზე. დამჯდარიც ერთი თავით მაღალია ჩემზე, – რა იყო?! ჭაღარა როა? კინაღამ დაიღუპა მთაში, მეგობრებიც დაკარგა და მას მერეა. თან ბებერი, თან ახალგაზრდა, არა?! ვინ გაშაყირებდა?! რა ბუდიონი? რა სისულელეს ამბობ. ამბად გიყვებოდა. სილამაზისთვის. რა თქმა უნდა, თვალით არ უნახავს არც ერთი.
– შენი დიდიბაბო მართლა ერთი თავით მაღალი იყო დიდპაპაზე, თუ მე მამშვიდებდა?
– ეგ მეც ახლა გავიგე. რა უცნაური დამთხვევაა, არა?!
– რატომ ამომართვი სული მთელი ღამე, რისი თქმა გინდოდა? – ვერ დავაღწიე თავი ეჭვებს. – თუ გგონია, ვინმე ფრედს გაგირიგებ.
იცინის და თმას მიჩეჩავს.
– ანდრო, ანდრო, ანდრო, შენ ნამდვილად ვერა ხარ, სადაც საჭიროა. ისე გითხარი, ამბად მოგიყევი. სილამაზისთვის – იცინის და მიდის.
ვეძახი. ჩერდება.
– შენი ამელია ირხარტი როდის დაიღუპა?
– ამერიკელებს ახლაც ჯერავთ, რომ ცოცხალია და ფრედ ნუნენთან ერთად ბედნერად ცხოვრობს უკაცრიელ კუნძულზე – იცინის.
ეჰ! რამდენნაირი გაცინება შეუძლია ერთ და თანაც აიმ ლამაზ ქალს, ვერაფერს ვუგებ...
ჩვენი მოხევე ცხენებზე ახორხლილ ბარგი-ბარხანას ამოწმებს.
– ........... – ჩიტებივით ესხმის თავს მატრაკვეცა მთამსვლელი გოგონების გუნდი.
– ესლი ვი ტაკჟე ხოროშო ლაზაეტე პო სკალამ, კაკ, – სიტყვებს ეძებს კვიმატი სახით, – პაკარიაიტე სერდცა კავკაზსკიხ მუჟჩინ...
ატკარცალებული ქალები კმაყოფილები შორდებიან და მხოლოდ მე მესმის:
– ნო კოე ჩტო ნიკაგდა ნე უდასტსა პოკორიტ.
– ანდრო, ანდრო, ანდრო, ნახე! – ცისკენ იშვერს თითს აის ლამაზი ქალი.
ვიღაცის მაგნიტოფონის დინამიკებიდან მთელ ხეობას მოდებული “Only you” -ს თანხლებით ღრუბლები ქართულს ცეკვავენ. თეთრი გედივით მინარნარებს ქალის ფორმის მოცისფრო ღუბელი, მზისკენ მკლავებაწვდილი სადღაც წინ მიისწრაფვის, მიქრის. კარგად დამიზნებული ისარივით მისდევს ფეხის ცერებზე აზიდული და ხელებგაშლილი კაცის ფორმის ლეგა ლანდი.
– მაინც არის გამოსავალი. – მხარში მიდგება მეგზური და სამებას უმზერს.

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 11:05 pm

მაკა მიქელაძე

ერთი მოთხრობა სექსზე

ვინც არ უნდა იყო შენ, შენ არ იყავი, რომ მირჩიე, დასასვენებლად წადი, გადაღლილი ჩანხარ, მოკეთდი, მოსულიერდიო. ასე იყო თუ ისე, ათას ცხრაას სამოცდა... წელს რუმინეთი რომ შვიდმა მილიონმა ტურისტმა მოინახულა (თუ არ გჯერა, ენციკლოპედიაში ნახე), მეშვიდმემილიონე რომ მე ვიყავი, ამაში შენი წვლილიცაა, ვინც არ უნდა იყო შენ.
ვინც არ უნდა იყო შენ, შენ არ იყავი, რომ ცხვირს იბზუებდი, – რუმინეთი ყველაზე მოსაწყენი ქვეყანაა მთელ ევროპაში, ამ ღვთისგან დავიწყებულ კუთხეში რომ არ გადიოდეს ტურმარშრუტი, უფრო შინაარსიანად დაისვენებდიო.
მარშრუტმა გაიარა კი არა, ხუთი დღე სავსებით დაუმსახურებლად აუგად მოხსენიებულ მხარეში ჩავრჩით. გიდი გვყავდა სამშობლოს მოყვარული და გადამდებად ხალისიანი ირინა. ჰოდა, ერთ-ორ დღეში ჯგუფის წევრები ამგვარად ვურთიერთობდით.
– ბაია-მარე, კოფკა-მიკე? (ჩემო კარგო, ყავა გინდა?)
– არადი (ნუ შეწუხდები).
– გეორგიე-გეორგიუ-დეჟი (ჩვენები სად არიან?)
– ტირგუ ჟიუ? (რას გაიგებ).
– კელერაში დრაგალინა თასი ჩერნა ბაბადაგი? (ძვირად ფასობს აქეთ ჩვენი შავი ღვინოები?)
– ფეტეშტი! (რა საკითხავია!)
– ორადია მოგოშოაია მანგალია რიმნიკუ-ვილჩუ ტურნუ მეგურელე? (რავა არ ეცოდინებათ მეგრული რუმინეთში, მაგალითად?!)
ვინც არ უნდა იყო შენ, მკითხავ, კი მაგრამ, ეს ხომ რუმინეთის ქალაქების სახელწოდებებია, ვინა გგონივარო. მართლაც ასეა, უნდა ვაღიარო, მაგრამ ირინას გადამკიდეს მეტი არაფერი გვესმოდა ოცდაოთხი საათი და ავითვისეთ. ნიჭიერები ვართ, ბატონო, ქართველები. მოგიწევს ამის აღიარება, ვინც არ უნდა იყო შენ.
მარტო ვმოგზაურობდი! ცხოვრებაში პირველად! თავი პირველაღმომჩენი მეგონა, ბოშა, თავისუფალი მოხეტიალე. დაკ-დაკ-დაკ, – მღეროდნენ ავტობუსის ბორბლები. ბესარაბია-ტრანსილვანია, – მღეროდა ირინა. დაკ-დაკ-დაკ, – აგრძელებდნენ ავტობუსის ბორბლები. სკუ-სკუ-სკუ, – ხმას აძლევდა ირინა. მარტო ვმოგზაურობდი! და თუმცა სიმინდი, ხორბალი, ჭვავი, მზესუმზირა, რა თქმა უნდა, ყურძენი, კარპატებზე ცხვარი, დუნაიში თევზი და ეკლესიები ყოვლად უშეღავათოდ მაგონებდნენ სამშობლოს, დატოტვილი ფესვებისა და გულზე დაკიდებული ერთი მუჭა მიწის გარეშე (ნუ, რა მოგივიდა, ვინც არ უნდა იყო შენ! ნუ, რა მოხდა, ნუ, ცოტა ხნით მაინც). მშვენივრად ვგრძნობდი თავს. გა-და-სა-რევადაც კი.
გადავირეოდი, აბა, რა მომივიდოდა! ბოლო დღის, ბოლო რესტორნის ბოლო სიურპრიზად რუმინელ ბოშათა ბანაკი დაგვეცა თავს. გაგიხარია, მოვილხინეთ. ცალკე მევიოლინემ ამოიგდო ბეჭი, ცალკე ჩვენ – მხრები. სულ “ჩაველა”, “ჩაველას” წივილ-კივილით ჯერ ქუსლებით ჩავამტვრიეთ და მერე ზურგებით მოვაპრიალეთ რესტორნის უჩვენოდაც ალოკილი იატაკი. დიადი ქართულ-რუმინული ციგანიადა ერთობლივი ფერხულით დავასრულეთ და ზეაწეული გუნება-განწყობით ავლაგდით ავტობუსში, რომელმაც ბოლო რუმინული სასტუმროსაკენ აიღო გეზი.
აი, აქ დაიწყო და დასრულდა ის, რაზეც, ვინც არ უნდა იყო შენ, მეტყვი: “წარმოუდგენელია, ასეთი რამ ბუნებაში არ ხდებაო,” და დაგეთანხმებოდი კიდეც, თავად რომ არ ჩამედინა ეს “რამ”.
ჯერ გული გამიჩერდა, მერე შემიხტა, მერეღა გავიხედე იქით, საიდანაც ვიღაც მიყურებდა, მერე გამაჟრიალა. მერე სუნთქვა შემეკრა და მერე ძლივს მოვარიდე თვალი ჩემ დღეში მყოფ ადგილზე გაქვავებულ, პირდაღებულ, ფერგამკრთალ და თვალებადქცეულ რუმინელს, სასტუმროს მომსახურე პერსონალის ფორმა რომ ამშვენებდა.
საშველის მოსაძებნად მიმოვიხედე. უბრალო, მყუდრო “ნავსაყუდელი” ბევრრბილსავარლიანი ჰოლით. ერთ-ერთში ჩავიმალე სულის მოსაბრუნებლად. ისედაც რეტი მქონდა დასხმული და ვინც არ უნდა იყო შენ, ნუ მისაყვედურებ, თუ კარს მომდგარ ბედნიერებას თავი ავარიდე. აზრების მოკრება ვეცადე, მაგრამ, შენც არ მომიკვდე. ჯგუფის ხელმძღვანელმა მიხმო.
– მარტო იქნები ნომერში!
– მე, რატომ? – შემეშინდა ამ აშკარა ზეციური ნიშნის.
– მარტოკა შენ ხარ წამოსული და იმიტომ, – მომიჭრეს სიტყვა.
– აქამდე მახლდა ვინმე, თუ რაშია საქმე! – ვცადე თავის დაცვა.
– ცუდი სიმთვრალე გცოდნია, – დამიყვავა ჯგუფის ხელმძღვანელმა. – აქ მარტო ორ და ერთკაციანი ნომრებია. სხვაგან ორ და სამკაციანი იყო. აქამდე იყოფოდა, ახლა აღარ იყოფა, გაიგე, ადამიანო, ჯერადი, ჯერადი, – სკოლის დატუქსულ მოწაფესავით მიხსნიდა.
რუმინელი ჯერ შორიდან გვითვალთვალებდა, მერე საქმიანად მოგვიახლოვდა – რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნათო, – მოგვიინგლისურა. – ეს ჯიუტი პერსონა ერთკაციანში მოათავსეთ, – ამანათივით გადამაბარა ჯგუფის ხელმძღვანელმა და გაუჩინარდა.
გინდა ეს ეთქვათ რუმინელისათვის და გინდა – სიტყვა დაცამლეწა, ან ვთქვათ, ვთქვათ, წინადადება: “და ცამ მლეწა”...
– მარტო?! – თქვა თუ ამოთქვა, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ისე თქვა, რომ აბრეშუმის ჭიანჭველებმა იხუვლეს, თმის ძირებიდან ფეხის თითებამდე ჩამოისეირნეს, ფეხის თითებიდან თმის ძირებამდე აისეირნეს და სანამ ნომრამდე მიმაცილებდა, არ მომშორებიან, დაფუთფუთებდნენ და დაფუთფუთებდნენ. ვინც არ უნდა იყო შენ, ნუ მკითხავ, საიდან იციო, რა ვქნა და ვიცი, რომ ისიც იმავეს გრძნობდა. მუნჯად მივედით დანიშნულების ადგილამდე. კარი გამიღო და წავიდა. ორად გავიხლიჩე, მეგონა, ისე მარტო დავრჩი.
ღვინისფერ ერთკაციანში რძისფერი, ბევრბალიშმუთაქადაბერტყილი და მკაფიოდ ორკაციანი საწოლი იდგა. ფარ-ხმალი ბარგთან ერთად დავყარე, აივანზე გავედი, შემოდგომისკენ წასული ზაფხულის სურნელი ღრმად შევისუნთქე და ცას ავხედე, რათა კარგად წამეკითხა სცენარის ისედაც გაგამჭვირვალებული მოსალოდნელი განვითარება. რძისფერი სავსე მთვარე ღვინისფერ ღამეში იმდენად ეულად ეკიდა, რომ მის გვერდით მეორე ეული მთვარე ილანდებოდა ჩემს გაბუნდოვანებულ ფოკუსში. ერთი მთვარე ობობასავით დაეშვა, სევდის საამოდ მტანჯველ უნაზეს აბლაბუდაში გამხლართა. მეორე, დაძინების არდამშვებელი და დაუშვებლის დამშვებელი მთვარე-ობობა ძირს არ დაშვებულა, ცაზევე ქანაობდა. შემოვბრუნდი, საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და უკეთესი რომ ვერაფერი მოვიგონე, სიგარეტის კვამლი დავუბრუნე შეყვარებულ მთვარეებს სინაზისა და სევდის აბორიალებულ ნისლად. რუმინელზე აღარ ვფიქრობდი იმიტომ, რომ ეს შიშველ ელექტროჩამრთველში უხელთათმანო თითების შეყოფის ტოლფასი იყო.
არ გვინდა ახლა დიდაქტიკური მოტივები სხვათა და სხვათა შემოქმედებაში. არ გაბედო და არ მისაყვედურო, ვინც არ უნდა იყო შენ, მე ხომ პატიოსნად გავძელი ოთხის ნახევრამდე (ღამის, რა თქმა უნდა) და როცა ლურჯად ჩაბნელებულ (თუ პესიმისტი ხარ) და ცისფრად განათებულ (თუ ოპტიმისტი ხარ) კორიდორში გავედი, სწორედ იმ სავარძელში იჯდა, მე რომ ვემალებოდი. შემთხვევით.
ჰო, შემთხვევით. შემთხვევითვე ცდილობდა ტოტების სინაზის და სევდის ქსელიდან მთვარის გამოხლართვას არაამქვეყნიური მზერით. და შემთხვევით ეჭირა ხელში ჩემი ნომრის გასაღები.
ერთმანეთის დანახვა არც გაგვკვირვებია, არც გაგვხარებია. ეს ასე უნდა მომხდარიყო.
– რად გინდა? – გასაღებზე ვანიშნე.
მხრები აიჩეჩა.
– ღიაა კარი...
უცნაური რეაქცია ჰქონდა. ერთი წამით თვალზე ცრემლი მოადგა და თავი დამიქნია, ან რა უნდა ექნა, რომ ასე მომწურვოდა გული ახლობლობის განცდით და სიახლოვის სურვილით.
სადღაც მინახავს, სადღაც მინახავს – ვითვლიდი საფეხურებს.
კარი მან კი არა, ყურძენდაზვინულლანგრიანმა ბედნიერებამ შემოაღო. გაკრიალებული მარცვლებიდან თვალს მიკრავდნენ მოხითხითე სავსე მთვარეები და დიდი სისულელე გავაკეთე, რომ ქართულად არ შევეგებე... ვერ გავბედე. ვერც “შემოდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი” ვუთხარი, არც “მზე შინა და მზე გარეთა” მივულექსე... მხოლოდ ჩავისუნთქე და ასე დავრჩი.
გაუცხოება დაგვეწყო.
ჯერ ენაზე ვერ შევთანხმდით. რუსულად ნუ ვილაპარაკებთო, მთხოვა. ა-პა-პა, ვინც არ უნდა იყო შენ, პოლიტიკაზე პოლემიკაში რომ ჩამითრიო, მერე საქმე ვინღა გააკეთოს?
ვერც ერთ ფლობილ ენა-დიალექტზე (არ იცოდა მეგრული რიგიანად) ერთმანეთს ვერაფერი შევასმინეთ.
დალეწილი უცხო ენებით მხოლოდ ის გავარკვიეთ, ვინ რომელ უნივერსიტეტში სწავლობდა თუ ასწავლიდა, ვინ რითი ირჩენდა თავს და ვის მშობლები კვებავდნენ. სხეულის ენის ესპერანტოზე გადასვლა მოგვიხდა და არაფერიც არ გამოვიდა. რაღაც მორიდებულ-დაბნეულად ვაკოცეთ ერთმანეთს და შემცბარ-შეცბუნებული ჩავაჩერდით ჩვენს შორის საზღვრის ნეიტრალური ზოლივით ჩაშავებულ-ჩამუქებულ დაბალ მაგიდას. ჰაერმა დაჭიმულობისაგან ბზუილი ატეხა.
“დასანანია, – გავივლე გულში, – ასეთი პაუზა კარგს არაფერს გვიქადის.”
ტელეფონმა გვიხსნა.
– უკაცრავად, მარტოსულ მოჩვენებას სთხოვეთ ძილის სამყაროდან! – ჩამყვირეს ქართულად ყურში. – გასულია?! გადაეცით, სასწრაფოდ გამოვიდეს მე-17-ში. გენიალურ გუგუნს მოსწყდება წინააღმდეგ შემთხვევაში.
– ლოთებო! – რაც შეიძლება ნამძინარევი ხმით ჩავძახე ყურმილს, – არ უნდა მომასვენოთ?! – ყურმილი დავკიდე.
– ლამაზი ენა გაქვთ! – თავისთვის მოინიშნა რუმინელმა. გავისუსე. ისევ ვიგრძენი მთვარის ობობის საცეცი გულთან. აკივლებული ტელეფონი გამოვრთე. ფრთხილად გამოვიღე მაცივრიდან წინდახედულთავშენახულად გადამალული ბოთლი.
– ოდესღაც ეს ღვინო დამილევია, – თავისთვის აღმოაჩინა სტუმარმა.
– მეც, – დავაბრეხვე სისულელე, რომელმაც რატომღაც ზეცით ნაკარნახევი სიბრძნისდარად გაიჟღერა.
სიმშვიდემ დაისადგურა. ვაკოცებ. ყურძნის მარცვალს ჯერ დავაჭერ კბილს, მერე ჩავაჭერ, ტკაც, მეღვრება პირში თითებით და ტუჩებით გამთბარი ტკბილი სითხე. მთვარეები ხითხითებენ და ენაზე მადნებიან. კიდევ, კიდევ. ღვინოსაც ვწრუპავ. ჩუმად ვართ, ერთად ვართ, კარგად ვართ და ამ დროს კარებზე.
– ბა-ბა-ბა-ბახ! აღსდექ, კრულვითა დაღდასმულო, ქვეყანავ მწყურვალ მონების! – ნახევარი ჯგუფი მოაწყდა, თავი რომ არ სტკივა, იმ სიფრთხილით გადარაზულ კარებს.
– ოკუპაცია, – შეჰყვირა მან.
– ოკუპანტებო! – თანადროულად აღვშფოთდი მე.
აბა, რა დროს ისტორიული ექსკურსია, ვინც არ უნდა იყო შენ?!
მანიშნა, “არ გაუღო”, ვანიშნე, “ახლავე გავაბრუნებ”. თავზე პირსახოცი მოვიხვიე, ხალათი მოვისხი. ნახევრად გამოღებული კარიდან ნახევრად გავყავი ტანი, რაც “ნაბანავები ვარ, შემეშვით”-ს – ნიშნავდა. ცოტა კარს ეჭიდავნენ, ცოტა მეენამწარნენ. სურათი გადამიღეს, “ეგეც შენ, მოღალატეო!” იმედი დაიტოვეს, რომ აუცილებლად გავიზიარებდი მათ მხიარულებას და დერეფანში ჩაიკარგნენ.
ვინც არ უნდა იყო შენ, თუ მთლად ღვთის პირიდან გადავარდნილი არა ხარ, გაგონილი მაინც გექნება, დაძაბულობა როგორც შველის სასიყვარულო ორომტრიალს. გასაღების გადატრიალების დროში ავივსე ისეთი ნდომით, რომ ნეკნებით და მალებით ვიგრძენი, ალისფერი ტუჩები სველი რომ დამხვდებოდა, წამბლისფერი თვალები კი – აპრიალებული. პირი გამიშრა. სუნთქვა გამიხშირდა, გულმა ბრაგაბრუგი ატეხა, ის, ის იყო... ის, ის იყო... სადაცაა, მაგრამ ხელი სიგარეტისკენ წაიღო.
სხვა რა გზა მქონდა. აბაზანისკენ გადავუხვიე. წყალს მივანდე ახურებული სხეული და გადახურებული თავი.
– ბრიელა, ბლაჟი, დევა, ტეკუჩი, ბირლადი, ზალეუ, ჰუნედოარა, სირეტი, ბისტრიცა, რუდენიცი, ბროდინა, მომეფერა წყალი და ვინც არ უნდა იყო შენ, მოგიწევს, აღიარო, რომ გეოგრაფია ვიცი და განსაკუთრებით, რუმინეთის მდინარეები ამითვისებია რიგიანად. ჩვენში დარჩეს, შენც არა გიშავს, ვერაფერს გამოგაპარებს ადამიანი.
ჯერ ერთი თბილი წვეთი დამეცა მკერდზე, მეორე კისრიდან ხერხემლის გასწვრივ ჩამოსრიალდა და ორ ბორცვს შორის ჩაიკარგა. წყალი გიშრისფერ კულულებს გამოჰყვა, ლიკლიკით ჩამომბანა ტანი და კი არ მოადუნა, უცებ შეიკუმშა, ისედაც მოლოდინად დაჭიმული ნერვ-კუნთოვანი ქსოვილი. გავინაბე, ავკრუტუნ-ავკრუსუნდი და ჭავლს მივნებდი.
კარი შემომიღეს. შევკრთი, ზურგი ვაქციე. არ მიყვარს, წინხედში რომ მხედავენ შიშველს. გვიან გამახსენდა, რომ არც ის მომწონს, ზურგიდან რომ მათვალიერებენ, ისიც, სინათლეში. გავბრაზდი. გრილი წყლის ჭავლი მივუშვირე გულ-მკერდზე. ხანძარი ვერ ჩავუქრე, მხოლოდ თავიდან ფეხებამდე გავწუწე. გაიცინა და კარი მიხურა. ესეც ასე, გადავკეტე ონკანი – ახლა მაინც ხომ გაიხდის.
ახლა კი, ოოო! ვინც არ უნდა იყო შენ, შენი ხმა არ გავიგო.
რძისფერ საწოლზე თანაბრად მზენაკრული სხეული მელოდა. რძისფერი ზეწარი საწოლიდან იატაკზე ჩამოღვრილიყო და ეს იყო ჩემი რძისფერი გზა, ხორცისფერღვინისფერი ნეტარებისაკენ.
ლოდინი როგორ ადედებს ნდომას, ხელშესახებს ხდის!... ახლა სწორედ პირველი შეხებაა მთავარი... ხალათიც ჩასრიალდა... ზეწარიც... ფეხებიც ავიკეცე ლოგინზე... ისიც გაიზმორა... ახლა... როგორი კანი აქვს ნეტავ... სანამ ერთმანეთის სიშიშვლით ვტკბებოდით, მთვარემ მოისაზრა (ზოგიერთებისგან განსხვავებით) და ღრუბელს მიეფარა. როგორც იქნა, მარტო დავრჩით... (ზოგიერთებს თუ არ ჩავთვლით).
ერთ-ერთმა მეორეს ყურის ძირებიდან ორივე ხელის შუა თითებამდე, თითქმის არ მიკარებული მხურვალე ხელისგულები ჩამოაყოლა. მეორემ, პირდაპირ ლავიწებს შორის ჩაღრმავებაში ჩაძირა აგუზგუზებული ტუჩები. ეს იყო ზუსტად, რაც უნდა გვექნა... სადღაც რაღაცამ გაიწკაპუნა, ყველაფერი განათდა, ჩაბნელდა, გაერთიანდა, დაცალკევდა, დანაწილაკდა და რძისფერ-ღვინისფრად აიმღვრა.
დაიწყო.
არა, ეს არ იყო ბობოქარი სექსი. ჯერ. ეს იყო ფრთხილი და მხურვალე გაცნობა.
აააი, აიაი, აი ტუჩი. აიაი, ააი ყურის ბიბილო, აი მხარი, აი ყელი. აი ხერხემლის პირველი მალა, აი მეორე, მეშვიდე, მეთერთმეტე, ოცდამეოთხე, აი, აი კუდუსუნიც, ბრთრ. თბილა, თბილა, ტკბილად მტკივა, ჰო და ისევ. ააი თვალები, აი, საფეთქლები, ააუ ენა... მთავარი შეღწევაც ჩაწვდომას უფრო ჰგავდა, შეცნობას. ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად... და კიდევ, კიდევ, ჰო, ჰო, თანდათან, თანდათან და ისევ. მგონი-მგონი, მივხვდი-მივხვდი და აი, აი, ააა.. ი. უჰ!
სიცხიანი, ბრმა და ყრუ-მუნჯი თინეიჯერების ორმხრივ პირველი ღამე. სამოთხიდან ახლად გამოყრილი ადამ და ევას ურთიერთნუგეში. ვნების “აი ია” რომ ჩავათავეთ, შვებით ამოვისუნთქე. არაფერი შეგვშლია.
თვალები ფრთხილად გავახილე. ღვინისფერ კედელზე დაფენილ ხის ტოტების ჩრდილში სახლების სამკუთხა სახურავები და წვეტიანი გუმბათი ჩამუქებულიყო. ლოგინი ნათელში ცურავდა. უსინდისო მთვარეები, არა, ერთი მთვარე, ცალი თვალით გვიჭყიტინებდა და ჩვენი შერწყმა სიფრიფანა სიხარულით უხაროდა. ჯერ კიდევ ერთხორც სხეულთან გაშორება გაჭირდა. ცოტა ხანს კიდევ გრძელდებოდა გამოყოლილი “აი, აი, აი ლოყა, აი შუბლი, აი ცხვირის წვეტი.” ერთად გაგვეცინა. და იყო სინათლე და სითბო ორივეს თვალებში.
აუჰ, რა ხანია არც გამხსენებიხარ, ვინც არ უნდა იყო შენ. არ გეწყინოს, რა! იიცი, რა კარგად ვიყავი. ეჰ! ეგ რომ იცოდე, ეგ რომ იცოდე...
ბედნიერებისაგან ჩამეძინა. ათას ცხრაას სამოცდა ბოლო წლებისთვის დაუშვებელი სიზმარი ვიხილე. შინ დაბრუნებისას ზემდგომ ორგანოებში დამიბარებენ, თუ ჯგუფის ხელმძღვანელმა ჩემი ზმანების ჩანიშვნა მოასწრო და თუ ეს ხილვა წყალს არ გავატანე, – შევშინდი ძილშივე.
თითქოს თბილისის ქუჩები რემბოებით, ნიკიტებითა და კუ ნინძებით იყო სავსე. შეკრულ მუშტებს იქნევდნენ მრისხანე სახეებით. გაუგებარ დროშებს აფრიალებდნენ და რაღაცას გაჰკიოდნენ გაუგებარი მისამართით.
თვალები გავახილე თუ არა, რუმინელის ჩურჩული ჩამესმა. დამესიზმრაო, პარლამენტის შენობის წინ ხალხი მოგროვილიყო მუშტების ქნევითა და მრისხანე სახეებით “ჩაუშესკუ! ჩაუშესკუს!” გაიძახოდნენო.
– მეც იგივე დამესიზმრა! – ავღელდი უნებურად.
– “შენებს” რაღა უნდოდათ, რას გაჰყვიროდნენო, – დაინტერესდა.
ჩემი დაბნეული სახე უნდა გენახა, ვინც არ უნდა იყო შენ, როცა გამახსენდა, რომ “ჩემებიც” “ჩაუშესკუ-ჩაუშესკუს” ბღაოდნენ... და ისე ყველაფერი კარგი აგისრულდა, როგორც ეს სიზმრები აგვიხდა, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით – პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ! ტყუილად რომ არ დავიხარჯოთ, მოდი, ისევ ლოგინს დავუბრუნდეთ.
ამდენი ბალიში ტყუილად ცდება-მეთქი, – გადავწყვიტე გულში და ერთ-ერთი ალერსიანად ჩავაფარე ჩალისფრად გაბუებულ თავს. ვალში არ დამრჩენია. ატყდა ერთი თაქა-თუქი და წიოკი.
– დინუ, დილანუ, დანი, ადამაკე, ტატარუ! – ოთახის ოთხივე კუთხიდან მოფრინავდა რძისფერი თავსასთუმალი.
ვინც არ უნდა იყო შენ, უკვე მიხვდებოდი, რით დამთავრდებოდა აღტყინებული ორთაბრძოლა და სულმოუთქმელი ხარხარი. მაგრამ ერთხელ მიხვედრილს, ერთხელ თვითმხილველის აღწერილი სჯობია.
– მოკანუ რედუკანუ ლუჩესკუ ლუპესკუ დუმიტრუ! – საბრძოლო ყიჟინით დამაცხრა ტუჩებზე გაალმასებული პარტნიორი.
ეჰ! კარგი რა, შე, ყოვლადჩასაფრებულო. მერე რა, თუ რუმინელი ფეხბურთელების გვარებს ვასახელებ. შენი შიშით ტყუილი ვეღარ უთქვამს ადამიანს. ვინმე გამომრჩა?! ნუ დუმიტრაკე.
მოკლედ, დიდი გნიასი შეიქნა.
ვიცინოდით, ვღლაბუცობდით, ვჭიდაობდით. ვის ვინ კისრულით მოჰქონდა და ვის ვინ – მოგვერდით. თავიდან თუ ათამაშებული ლეკვებივით ვიკბინ-ვიკაწრებოდით, თანდათან გავსასტიკდით, გავხელდით. ავნი და შეუბრალებელნი გავხდით. ხვევნა დახრჩობას დაემგვანა, ფერება – ხორცის გლეჯას. მთავარი შეღწევა კი – ჩაღწევას, ჩაწვდომას, ჩანგრევას, შენგრევს, მოსპობას, განადგურებას. ძვლებისა და კბილების ღრჭიალი მესმოდა, იარაღის ლაწალუწის ხმა. ხან “ოსმალების!” ძახილი მინდოდა, ხან “ბარბაროსების!” მაგრამ მომხდურის ცხელი შანთები მაგლეჯდა ყელში მოწოლილ არაადამიანურ გმინვას ენასთან ერთად. დაკ-დაკ-დაკ-დაკ! – ხან რომელი ვუხათქუნებდით და ხან რას საწოლის ზურგს. დაკ-დაკ-დაკ-დაკ! – აწყდებოდა საწოლის თავი კედელს. პირში ფოლადის, თაფლის, ლუდის და სისხლის გემო გამიჩნდა. გათავისუფლება მინდოდა და ვიბრძოდი, გათავისუფლება უნდოდა და იბრძოდა. ისევ ომი! ისევ წაგება, ხანმოკლე გამარჯვება. შემოჭდობილ მკლავებს ბორკილივით ვგლეჯდით. ვნადგურდებოდი, ნადგურდებოდა. თრაკ-თრაკ-თრაკ-თრაკია... ან ან ან ანთრაკა... ალყა... წყურვილი... ქარბუქი... გუთები, გუანიდები, ჰუნები, ავარიები.. ისევ წაგება, ისევ მოგება... ისევ ომი, ისევ?! აღარ გვინდოდა, დავიღალეთ. ავირიეთ, ავიშალეთ, დავნაწევრდით, გავერთიანდით, აგვაოხრეს... და როცა ამ ქაოსურ წკვარამში, როგორც იქნა, სინათლე ჩამოინთხა, “ნეიი!...” თვალი კვლავ კედლისკენ გამექცა. ქანცგაცლილ სხეულთა ჩრდილები ერთმანეთზე დაკლულ ლომებს მოჰგავდა. ერთდროულად გადავქანდით გულაღმა და მოვკვდით.
როგორც კი ძალები მოვიძიე, ღვინოს გადავწვდი. ქართველი ვარ! – გამოვტყდი. რუმინელი თვალდახუჭული ეგდო და იღიმებოდა. დაკია! – გავაცნობიერე და უსასრულობაში გავცამტვერდი.
არა, ასეთი სიკვდილისათვის ცხოვრება ღირდა, თუ იარაღით ხელში არა, ბრძოლის ველზე ხომ დავიხოცეთ, თან ვიქორწინეთ. წარმოგიდგენია, ვინც არ უნდა იყო შენ, სკოლის მასწავლებლებისთვის რომ დამეჯერებინა, ისტორია, გეოგრაფია, მუსიკა და და სოლფეჯიო ამეთვისებინა. ირინასთვის მაინც მომესმინა ხეირიანად, რა მონუმენტური ხილვები მექნებოდა გაგანია ალერსში.
რა არ არის ინტელექტის ფუნქცია?! ოლოლო, ვინც არ უნდა იყო შენ და ვერ გამოიცან, თუ გგონია, რომ ეს მოთხრობა გვამების ხახუნზეა და არა სექსზე. სადავო საკითხია?! ოღონდ ნუ ვიდავებთ და ყველაფერს მოგიყვები.
ძალიან შემცივდა. საბანშიც გავეხვიე და საკუთარ თავშიც.
შფოთიან ღამეში სიღრმეებიდან დაბრუნება მისტიკურად შედგა – თვალდახუჭული რუმინელი ამღერდა. და აკვნესდა მის ხმაში ნაი და ფლუერი. ჩიმპოი და ბეჩუმი აგუგუნდა. სითბოდ ჩამეღვარა გულში ან ბალადა ან მწყემსური, ან გვალვის და ანდა წვიმის სიმღერის ღუღუნა ჰანგი – მიწის სუნთქვა. კობზამ, ციმბალმა და ციტრამ აახმიანეს სიმები და როცა ვიოლინომაც აიწყვიტა – კედელზე ხეთა ჩრდილებმა ფერხული გააჩაღეს, რუმინელ მევენახეებად იქცნენ და ტოტებივით დაკოჟრილი ხელები გადახვიეს ერთმანეთს. ფესვებივით დაკორძილი ფეხებით ჩაწურეს ყურძენი წრიულ საწნახელში ყაყანითა და ცეკვა-ცეკვით. ჰორას სირბა ცვლიდა. ბრიუს ინვესტიტა. ყველაფერი აჟრიამულდა. ატორტმანდა ჩრდილები, ლანდები, ფიქრი, სუნთქვა. დამაჭრდა სისხლი, უცხო რიტმში აჩუხჩუხდა და უცხო ღვინოდ დაღვინდა. მალე უცხოდ შინაურმა მზემაც პირველი ნიშანი მოგვცა ამოვდივარო. მთვარისფერ ცაზე მთვარე გაბაცდა.
– “შენ და მე და შენ და მე და შენ და მე და ბოგანო მთვარე!” – თითქოს ლექსად მომიმღერა რუმინელმა, როცა შენიშნა, რომ ღამეულ მოწმეს ვემშვიდობებოდი.
სადაც სამართალი იყო, მეც უნდა მემღერა “შენც კარგი, მეც კარგი, მთვარეც კარგი”, მაგრამ დროზე მოვეგე გონს. ხელისგული ხელისგულზე მივადე და გავიტვრინე.
– ახლა შენ იმღერე, – გამიღიმა.
როგორი სათქმელი იყო, რომ მე, კავკასიის მთების შვილი, პატარა ქართველი “ჭრელო პეპელას” “ჟუჟუნა წვიმისაგან” ვერ ვარჩევ. როგორ არის?! “ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები”...
ადგილზე დავრჩი. სამშობლოსთვის თავს ლაფის დასხმას, ისევ “არ ვიცი” ვარჩიე. “მერე ვიმღერებ”-ს სათქმელად დავაღე პირი და...
...ყურებს არ ვუჯერებდი. “აშო ჩელას” ვღიღინებდი. მოულოდნელობისაგან წამოვჯექი და ხმას მოვუმატე... ყელიდან ჭაობის ნესტი და ველური თაფლი გადმომდიოდა ღვარად. ვხედავდი, როგორ მიათრევდა ორი ლურჯა კამეჩი კუნაპეტი ღამით დატვირთულ ურემს თუთარჩელაზე ამოზრდილი ისლის სახლისაკენ, სამი თავმიწყობილი და ხმააწყობილი ცირა, როგორც ჩვილს, ისე დაგურგურებდა ერთ ჩონგურს. ნა-ნა-ნა-ნა... თევზის და სევდის სუნი მოჰქონდა ქარს და ოუ, ნანა... ბზა... ყვაოდა და ვაი, სკანი ცოდვა, თუ არ გჯერა, რომ ბულბულივით ხმატკბილად ვგალობდი, მაფშალიასავით თვალებმილულული და როგორ მინდოდა (აი, ნდომაც იმას ერქვა), როგორ მინდოდა, ამ განცხრომას ბოლო არ ჰქონოდა... უცებ ჩემთვის უცნობ სიტყვებზე და მელოდიაზე გადავედი. “შენი ეკლესია ხისა – ჩემი კიდევ – ქვითკირისა” ვმღეროდი, “აჯილღა და სისვი ცხენი” ვმღეროდი. “ორივენი ოქროს ჯიშის” ვმღეროდი “სად არავინ არ ჭაჭანებს” ვმღეროდი. “მიღიღინებს გოგო-ბიჭი”... ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა. ვტიროდი?!
სიმღერა როგორც გაჩნდა, ისევე გაქრა.
სწორედ ამაზე გეუბნებოდი, ვინც არ უნდა იყო შენ. ასეთი “რამ” ბუნებაში, მართლაც, ვერ ვიფიქრებდი, თუ ხდებოდა. მოიცა, აბა შენ რა გეგონა, რას ვგულისხმობდი?!
გულდაწყვეტილმა გავახილე თვალები და რუმინელი ოთახში აღარ დამხვდა. გამიკვირდა, რომ ვერ გავიგე მისი წასვლა. ალბათ ვგრძნობდი, კვლავ ერთ ქსელში რომ ვიყავით გახლართული. დიდხანს ვუყურებდი, როგორ გავარდისფრდა კაბადონი, როგორ იკრეს კრამიტისფერი სახურავებმა, ოქროსფრად აელვარდნენ გუმბათები. მაქმანჩუქურთმოვანი ღრუბლებიდან როგორ ამოიზარდა მაქმანჩუქურთმოვანი ფაიფურის ქალაქი ფანჯრებში. ფაიფურისვე სამრეკლოებში “პორცელანის” ზარები რეკავდნენ. მარაოსებრ გადახსნილ ალისფერ სხივებში ფლუგერი დატრიალდა...
აივანზე დედიშობილა გავედი. უწვიმია. სველი ქვაფენილი წითლად დაფერილიყო. სასტუმროს წინ წითელი შადრევანი ცეკვავდა და წითელი ვარდები ღუოდნენ. რუმინელი... ღმერთო, ძლიერო.. დედიშობილადვე იდგა შადრევნის ბაღში, თავზე წითელი ვარდების გვირგვინით და ჩემთვის ასეთივე გვირგვინს კრავდა.
ჩიტებისა და ზარების წკრიალი ცას შეასკდა.
მე ჩემი აივანზე შიშვლად გავარდნა მეგონა გმირობა, მაგრამ რასაც ჩემი რუმინელი ბედავდა, რომელი ქანთარიას დროშის ფრიალი და თუნდაც მთელი “ანტიჰიტლერული პატრიოტული ფრონტის” შემართება!... ფოლადს დაადუღებდა ჩვენი სასტუმროს ადმინისტრატორის გამჭოლი მზერა, მაგრამ ერთი პირი წყალსაც რომ სძინავს, იმან გადაგვარჩინა ალბათ.
გულშინათელჩამდგარი ვადევნებდი თვალს ვარდების რთველს და ზეცის კარიც შევაღე, როცა ამომხედა. თუ ისეთ თხრობას ვისწავლი, რომ ის თვალები აღვწერო, მეორედ დავიბადები, ვიცი.
წითელი ვარდების გვირგვინი ჩემს თავზე დაეშვა. წითელმა შადრევანმა “სულ მაღლა, მაღლა და ზემოთ” აგვიტანა. როცა ყველაფერი ამოვარდნილ ლავასავით მხურვალე გახდა, ბაგეები გაგოლეულდა და სხეულები ცვილად იქცა. შეერთდნენ. ერთის ძუძუ და მეორის მკერდი, ერთის ტუჩი და მეორის კბილი, ერთის თვალი და მეორის წამწამი, ერთის გული და მეორის ყური – ჩვენი მზერა, ჩვენი გრძნობა, ჩვენი ფიქრი – ამეტყველდა თითოეული ამბორი და აღარსად აღარ იყო საზღვარი. გაქრა. ყველა ამოსუნთქვა გალობად იქცა, ყველა ჩასუნთქვა – ზიარებად. როცა ქართული და რუმინული ხატების ლურჯ-მწვანედ დაიფერა ჰორიზონტი... თეთრებში მოსილი თეთრწვერა ნათელი გამომეცხადა, საკმევლის სურნელი მომაკმია და ოდნავ რუმინული აქცენტით მომიქართულა: “შემიყვანა მან ღვინის სახლში და აღმართა ჩემზე სიყვარულად თავის ალამი”. ანთიმოზ ივერიელი! – უზომოდ გავიხარე. “მეც მოკვდავი კაცი ვარ, ყველას მსგავსი, პირველნასახი მიწიერის შთამომავალი და ხორცი, დედის მუცელში გამოძერწილი”. თითი დამიქნია. გამიღიმა და გაქრა.
მობრუნებისას მთავარი შეღწევა თავის დაღწევას ჰგავდა. დამშვიდობებას. იქნებ კიდევ... არა მგონია... ნეტავ როდის... კვლავ შენთან მინდა... იქნებ, რა იცი... თუმცა, როგორ?.. საიდან, რატომ?.. აღარ დამთავრდეს... მარად მიყვარხარ, მიყვარხარ მარად. აჰ-ღარასოდეს.
შენ ეგა თქვი, კიდევ კარგი, რუსთან არ ვცდუნდი, თორემ ზიარ ბელადებს, პოეტ მეფეებს და მეფე პოეტებს რა გამოლევდა.
წასვლის დრო დადგა.
ჩუმად ჩავიცვით, ჩუმად ჩავბარგდით, ჩუმად ჩამოვსხედით საწოლის კიდეზე...
კარებში რომ მობრუნდა, რაღაც აზრი მომივიდა და წამოვდექი. რუმინელი შეკრთა. მეც... და ორივემ ერთად მივიდეთ ტუჩებზე თითი. აბა, ლამაზი იქნებოდა, უბის წიგნაკები რომ მოგვემარჯვებინა და მისამართების გაცვლა-გამოცვლა წამოგვეწყო?
ავტობუსი ისე დაიძრა, ერთმანეთისთვის აღარ შეგვიხედავს.
“აბრუდი, ბრადი (დაბრუნდი, დაბრუნდი)!” – ყვიროდა მდუმარედ რუმინელი.
– რიგიშოარა, ტიმიშოარა – ლამის გამეგლიჯა საგულე – როგორც თვალ-შორა, ისე გულ-შორა, თუ რაც უფრო შორს ხარ... ტიმიშოარა, ტიმიშოოოო, შორს, შორს, შორს.
ახლა, ვინც უნდა იყო შენ, მკითხავ, კი მაგრამ, რატომაა ეს მოთხრობა სექსზე და არ არის სიყვარულზეო. მეც მანდ არა ვარ?! რატომ და ისე, კომერციული მიზნებისათვის.
ჰო, მართლა. შენი ამბავი რომ ვიცი, იმასაც შენიშნავდი, რომ უთარგმნელი მოთხრობა მოგიყევი. რა თქმა უნდა, კაპიკია ამ ნაამბობის ფასი ნებისმიერ ისეთ ენაზე, სადაც პირველი “იგი”-სთანავე გაირკვეოდა, რომელი იყო ჩვენს შორის ქალი და რომელი – კაცი. და საერთოდ, ვინ გითხრა, რომ რომელიმე ქალი იყო და რომელიმე – კაცი.
ზედმეტები მომდის?! რამდენჯერ უნდა გთხოვო, ნუ ვიჩხუბებთ რა! ჩვენ ხომ ასე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. შენ და ვინც არ უნდა ვიყო მე.

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 11:07 pm

მაკა მიქელაძე

მოკვეთილი გაკვეთილი

რამდენიმე გაკვეთილი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. საკმარისი, მაგრამ არა აუცილებელი. საკმარისი იმისთვის, რომ მე – ქალაქის სიამაყეს, ლამის მთავარ არქეოლოგს, განთქმულ თამადას, გამოკვეთილ დამრტყმელს და მასშტაბურ მექალთანეს, ზემო სოლოლაკელ ივიკოს, დამეტოვებინა სამსახური, წვრილ-ცოლ-შვილი, საყვარლები, გოლფ კლუბი, სამშობლო, თავის მშობლებიანად და, ბოლოს და ბოლოს, ყბადაღებულად ცოდვილიანი დედამიწაც. ამის აუცილებლობა კი ნამდვილად არ არსებობდა... ვფიქრობ.
დავინახე რა, გულმა ცუდი მიგრძნო... თხელი, ნატიფი, სიფრიფანა, ფერფლისფერაბრეშუმთმიანი, ნაკვეთებდაქნილი, არაამქვეყნიური ანგელოზი. გრძელი, შემოდგომისფერი აბრეშუმისვე კაბა, ფეხის მენჯთან შესართავიდან ლანდავდა და მუხლამდე ამოთასმულ მძიმელანჩიან ჩექმებს ამზეურებდა. თავზე წაკრული შემოდგომისფერი ხილაბანდიდან ჩამოყრილი ლოკონები სიგარეტივით წვრილ თითებზე კულულდებოდა ხანგამოშვებით. და ეს სასწაული გაოგნებულად ჩაჭედილიყო შავხელოვნურ ქურთუკებით გადაძეძგვილ მეტროში და შეუბღალავად ახერხებდა გადაადგილებას. გაკრიალებული, გაბრწყინებული, ფერფლისფერი თვალებით მთელი დუნიის სამყოფ ხიბლს დაუმადლებლად აფრქვევდა გოგირდწყალბადის და ნივრის სუნით ამოვსებულ მეტროში. ხო, ვიქნებოდი მაგარი მწერალი, არქეოლოგი რომ არ ვიყო, ა?!
გაკვეთილი პირველი – ჭუჭყშიც შეიძლება, სუფთა დარჩე.
გავყევი.
ბედი არ გინდა?! ეკლესიაში შევიდა. ქუდი რომ შემიგდო, იქ რა შემიყვანს. ჩემი ეკლესია სუფრაა. მინდოდა ახლა მე, ისედაც ზეციურ თვალებში სანთელთა ანარკელი?! სხვათა შორის, არც ე.წ. აზღუდი ეცვა. გამოვეცნაურე. გავიცანი.
სალომე. სა-ლომე. ის სალომე, მე ლომი. რა გვიდგას წინ.
რააა?! მონაზონი?!! მორჩილი?!! რა უბედურებაა მორჩილი? რას ნიშნავს მორჩილი?! რისი და ვისი მორჩილი?! მიდიიი. მორჩილი და “განდეგილი” არ ვიცი მე. ქალი კაცის მორჩილი უნდა იყოს. მორჩა!
მოსვენება დავკაგე. “ეს ქალი ჩემთვის მინდა”, – გადავწყვიტე და საქმეს შევუდექი. საქმიანობის პროცესში გავხდი ხელი და შლეგი, ჭკუიდან გადასული, ველად გაჭრილი, შეშლილი, გარდარეული, შეპყრობილი და მოკლედ რა...
ღამე მხოლოდ მისი ჭორფლიანი (რატომღაც ასე მეგონა), ჭორფლისფერკერტებიანი მკერდი და ხილაბანდის ქვემოდან ამონათებული მაცდური მზერა (არა, მაინც უნდა მეცადა სამწერლო ასპარეზზე ბედი) მესიზმრებოდა.
გამოხდა ხანი და მისმა შეუვალმა სიმშვიდემ გამანადგურა, გამაბოროტა. ჩემი სიყვარული, ვნება, გზნება-მონატრება და სხვა მისთანანი ერთადერთ მიზნად მექცა. მსურდა, მისი ამბორისთვის გაჩენილი ბაგეებიდან გამოსული ყოველი “ღმერთმა დაგლოცოსთვის”, თითოეული “მშვიდობა მოგცეს უფალმასთვის” და “ღვთისშეწევნის”-თვის ტუჩებში ხელუკუღმა გაცხების უფლება მქონოდა, ცოტა რომ დამემიწებინა, ცოტა რომ გამომეფხიზლებინა.
მრევლი გავხდი. ვისწავლე ხატწერა და გალობა. გავიცანი და შევიცანი ამავე მრევლის მეტ-ნაკლებად ფასეული ყველა მდედრობითი, გამოვძვერი ვეფხვის, მგელზე გადაცმული ცხვრის და ვინ მოსთვლის, რა ტყავებიდან აღარ. აბააა?! შენც არ მომიკვდე, “მამაზეციერის ნებას” ვერ გავცდით.
ყველა სიკეთესთან ერთად, ეკლესიის მოძღვარი გამოეჩხირა. გავიხედე და, არა ხარ შენ მაგ ქალის მომრევიო, – გამომიცხადა. მე კიდევ გახელება მინდოდა?!..
ჩემი და მხოლოდ ჩემი სალომე კი, მისი აღსარებებიდან ისეთი განაბულ-გალურსულ-თვალებაპრიალებულ-აფანცქალებული მოფრინავდა, გეგონებოდა, ლოგინიდან ადგა ახლად... ნუ, როგორც არის.
შევეცადე, გამერკვია, რით ახალისებდა ჩვენი მამაო ჩემს ძვირფას მაღალმიუწვდომლობას და მთლად დავიბენი, იშვიათად გაუვალი შეუგნებელი აღმოჩნდა. სერიოზულად რომ ვერაფერი შევასმინე, შაყირზე გადავედი. გადავეკიდე – პოდიუმზე მსურს-მეთქი თავის გამოცდა. ლამის სოდომის და გომორის ცოდვა დამაბრალა. მრავალცოლიანობაზე, უკანონო ბავშვებზე, ქალწულობის ინსტიტუტსა და დემოგრაფიულ პრობლემებზე შევუჩნდი. კინაღამ ანათემას გადამცა და შემაჩვენა. აი, როცა “კოკა-კოლით” ქართველთა გენოციდზე აქადაგდა, შევეშვი. იმანაც ხელი ჩაიქნია ჩემზე: “შენ ზეციურ საქართველოში მოხვედრა არ გიწერიაო”. “ეგ რომელში? ცოტა ხანში მატერიალური ბაზისი რომ აღარ ექნება?” – რომ მივახალე, ოთხმოცდამეცხრე ფსალმუნის ორმოცდაოთხჯერ წაკითხვა მიბრძანა.
ჩემი სალომე კი.
მაინც რით იზიდავდა ამ ქალს ასე. კაი მოვლილ თხასავით სუფთად გაკრეჭილი, გულისგასახეთქად ნორჩი და მჭევრმეტყველი, ანაფორიდან ჯინსებგამოჩრილი, ცვედანი! მაღიზიანებდა, მაგრა...
ის იყო, სასოწარკვეთილების თეთრი ბაირაღი ავაფრიალე... და...
ის მშვენიერი დღე მრევლის დღე იყო ჩვენი მრევლისთვის. ისეთი ჩამჭრელი შეკითხვა მქონდა მომზადებული ჩვენი სულიერი მამისთვის, ისეთი... უუუხ. ვარდი გააპის, გამოჩნდის, კოკასა შიგან რაცა დგას. “შპეედ”-ში წავიკითხე, ერთი რუსი გოგონა ჰარემში მოხვედრილა იძულების მეთოდით. შეიხს ვაჟი სდომებია. ქალი დაორსულებულა. ამდგარა და საძულველის შვილი რაღაც მანქანებით მოუშორებია. აწამეს და მოკლეს. მაინტერესებდა, რჯულისთვის წამებულად შევიდა სამოთხეში, თუ აბორტისთვის ამოყო თავი ჯოჯოხეთში. რო წარმოვიდგენდი, რა სახე დაედებოდა, წინასწარ ვზეიმობდი.
ზეიმი არ დამცალდა.
ეკლესიის უკან მოყუჩებულ სკამზე გადავაწყდი ჩემს მოძღვარს... ჩემს და მხოლოდ ჩემს სალომესთან ჩაფსკვნილ-გადაჭდობილს.
გაკვეთილი მეორე – ყველა ქალი ქალია, ყველა მოძღვარი მოძღვარი არა.
მეწყინა.
სალომეს მაჯა კინაღამ გადავუმტვრიე, ისე ამოვაგდე ნეტარების ბურუსიდან.
– წამობრძანდით, ზედაზნის ეკლესია დავათვალიეროთ ერთად, – ჩავსისინე და მანქანაში თითქმის ძალით ჩავტენე. იმ არაკაცს ხმა არ გაუღია. მარტო ცრემლები მოადგა. ფუ.
ცხელოდა აგვისტურად, ვხურდი უარესად. ხელები ძლივს იმორჩილებდნენ საჭეს. სისულელეებზე ქაქანებდა და თმას ივარცხნიდა...
...გადავუხვიეთ...
მეგონა, შემომაკვდებოდა. ის რაღაც გულის გარეთ მკოცნიდა.
შეწუხდა ძვირადღირებულ სარაფანზე ძვირად განლაგებული ღილები რომ დავაწყვიტე.
მანქანისთვის ვერ გავიმეტე და ხავსზე გადმოვაწვინე, თითქმის გადმოვათრიე. ჩემთან წავსულიყავითო, – გაიკვირვა.
მე რაც ვუქენი, ადვილი წარმოსადგენია. იმან რაც მიქნა – ძნელი.
როგორ დავიკარგე, ჩავიმალე, გავქრი და გავთავდი ამ გალეულ ქალში, ვერ მივხვდი, არ მახსოვს. იყო სიტკბო, ტკივილით, ბალღამით, – ეს მახსოვს.
მკვდრეთით რომ აღვსდექი, თვალებში ჩავხედე. შეუბღალავად სუფთა დამხვდა და ტვინში სისხლმა ამასხა.
– მიყვარხარ, – თქვა ჩუმად, – უჰ, რამდენი ხანია.
“აქვე მოვკლავ და ვერავინ ვერაფერს გაიგებს”, – გადავწყვიტე ჩემთვის.
– შენც მითხარი, რა?! – შემომაფახულა უგრძესი წამწამები.
მხრებში ხელი ჩავავლე და დავუღრიალე:
– აქ მე ვარ შენი მოძღვარი. თქვი, რაზე ეპუტუნები იმ “ნა-ნეტზე” კეფააპარსულ იმპოტენტს!
გადაიკისკისა. ეჭვიანობ, ეჭვიანობო. თვალები მომიწკურა და უკვე გითხარიო, გამენაბა. დავაჯანჯღარე.
მტკივაო. რომ შემატყო, მოხრჩობას ვუპირებდი, კარგი, კარგი, გეტყვიო, აიჩეჩა მხრები. და მანქანისკენ გატიტლიკანდა. თავისი მინიატურული ჩანთა მოიტანა, გახსნა, რევოლვერი ამოიღო.
ჰოოო... ეტყობა, მე ვკვდები ამ გადაკარგულში. ქვედაზნეებით ზედაზნამდე ვერ მიაღწევ... ხო მაგარი ვარ, არა?! აი, რა კრიტიკულ სიტუაციაში არ მიღალატა იუმორის თანდაყოლილმა გრძნობამ.
სალომემ იარაღი შუბლთან მიიდო და სანამ შეყვირებას მოვასწრებდი, თითი გამოჰკრა სასხლეტს.
– არ გავარდეეს, – შევეცადე, არ შემემჩნია, მაგრამ ხმამ გამცა.
– ამით ვერთობი. – რევოლვერის დოლში გაჩხერილი ერთი ტყვია დამანახვა მორცხვად, უკანვე დააბრუნა და ე.წ. “ბარაბანს” სიგარეტივით წვრილი თითი ჩამოჰკრა.
სანამ გონს მოვედი, მოწესრიგდა.
გაკვეთილი მესამე – ყველა ქალი ქალი არ არის, ზოგი ეშმაკისეულია.
– მერე, იმან რაო?! – კბილების კრაჭუნით შევიკარი ხვანჯარი.
– აბა “იმან”? – გაიკვირვა, მე რომ მკითხო, ყალბად.
– იცი, ვინც.
– ააა, მამაომ? საშენო კაცი არ არისო.
– რატომ ვითომო?!
– ურწმუნოაო!
ბოროტად გამეცინა.
– შენ მორწმუნე ხარ და მე ურწმუნო, ეგ ჩემო კარგო ნუ შეგშურდება...
– ან შენს კაცს დაელოდე, ან მონასტერში წადიო, – ისევ მშვიდი იყო და ისევ მოკვლა მინდოდა, ის კი თავს იწესრიგებდა და პაწია სარკეს ეკვანწებოდა.
– ჩემზე არ გეკითხები, მაგ “გასართობზე” რა გითხრა?
– მოდი, ახლა მე დაგმოძღვრავ, – აჭიკჭიკდა შეშინებულივით: – ჩვენ, ადამიანები, ვერ ვგრძნობთ სიკვდილის სიახლოვეს. თავი უკვდავი გვგონია. არადა, თუ დაიჯერე, რომ სიკვდილი ჩვენშია, იქნებ გაცოცხლდე. აი, შენ ისეთი სუფთა ხარ, ისეთი შორეული, არც კი მჯერა, რომ შენი გავხდი, მაგრამ თითქოს აქ არა ხარ, თითქოს არც იცვლები არასოდეს, – ახლად ენაადგმული ბავშვივით ტლიკინებდა. გამიხარდებოდა, რომ არ მეგრძნო, რომ ჩემი გავლით რაღაცას ესაუბრებოდა, შორს.
– საიდუმლოს გეტყვი. მოძღვარმა თქვა: ეჭვიანი კაცი კაცი არ არისო, და შენი ივიკო კი ძალიან ეჭვიანიაო. რწმენაო, მარტო საკუთარი თავის რწმენააო, თუ სწორად გავიგე...
– მორჩი! – ავილეწე ისევ.
დაბნეული აიწურა და დაფრთხა.
გახუმრება ვცადე და მეოთხე გაკვეთილიც მივიღე.
– ჩემი მოძღვარის მოძღვარი, ჩემი მოძღვარი არ არის, – ვთქვი კვიმატად.
– არც ჩემი მოძღვრის დამოძღვრილია, ჩემი მოძღვარიაო, – შემომცინა. მაღიზიანებდა, მაგრა... ღმერთია მოწამე, ძალიან მინდოდა მისი გაკვირვება, მოხიბვლა. რით ვერ მივიქციე ამ გაწრიპულის ყურადღება?!
– შენ ეგ დიდი რამე გგონია, – დავავლე ხელი მის იარაღს და საფეთქელთან მივიტანე, – ყველა კაცურ კაცს შეუძლია მაგის ჩხაკუნი. – თვალებში ვუყურებდი. წარბიც არ შეუხრია. უკანდასახევი გზა აღარ იყო, სმენა დავძაბე, ცრუ გასროლის ფუჭი ტკაცუნის გაგონების იმედით:
– აი ჩემი გაკვეთილი! – კიდევ ერთხელ დავემუქრე, – აი, ჩემი დამოძღვრა!
– შეიძლება, მოკვდე, – შემახსენა სალომემ.
გავრისკე.
როგორ მიხვდით?!
გავარდა.
ბოლო გაკვეთილი – სისუფთავითაც შეიძლება გასვრა...
საფეთქელიც შემენგრა. ტყვიაც ჩამრჩა თავში. დავვარდი სისხლში აგლესილ ტვინში, ხავსში და აბლაბუდებში ცუდად გადაზელილ, უვარგის თიხასავით. (ეჰ! რა მწერალი ვერ შედგა...) მაშ, “ცხელოდაო”, არა, კამიუვ ჩემო? (ეჰ! რა იუმორის გრძნობა...) აქ ცივა... არ მინდა... რა ლამაზი იყო... მკერდი მართლა ჭორფლიანი და ჭორფლისფერკერტებიანი...
სიგარეტის თითები... სიკვდილივით ცივი... მაღიზიანებდა მაგრა...bეჰ, როგორ ვერ მოვასწარი, მეთქვა, როგორ... ერთი მაგისი... რა ცეცხლისფერმზისფრად დაბნელდა... მოვკვდი, აბა, რა გადამარჩენდა... გადასარევი თუ გინდა!
რას არ ნახავ და რას არ მოისმენ, სანამ საბოლოოდ ჩაბარდები პატრონს. აი, ჟოლოსფერ პუფზე შავი ფარჩის საშინაო შარვალ-პერანგით შემოსილი ჩემი სალომე მივარდნილა და გულდათუთქული იხუტებს გულში პლუშის იასამნისფერ წრუწუნას.
– წრუუწ, მალე მონაზვნად უნდა აღვიკვეცო.
მართლა გეუბნები, უკვე გადავწყვიტე და დავისვენე.
შენც თან წაგიყვან, თუ გინდა.
წრუწ, იცი, რას მეტყვიან, “ნურვინ გიყვარდენო”. სასაცილოა.
დედა – არა, მამა – არა, ძმა – არა... ი-ი-ივიკოც აღარ. ვინღა მიყვარდეს!
შენ, მიყვარხარ! როგორ არა... შენ ჩემი უსაყვარლესი ხარ, ჩემო სიცოცხლე!
წრუწ, როგორ გგონია, მამაჩემი ჩემ თვალწინ რომ არ მოეკლათ, მაშინ რითი გავერთობოდი, კაზინოში ვივლიდი თუ წებოს დავყნოსავდი? კი არ ვხუმრობ, ტკივილებისგან ვიცავ თავს.
მომწყინდა სიკვდილთან თამაში... დავიღალე... მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც თუ არ ჩავხედე ლულას და “მის უდიდებულესობას” თვალებში, ან დეპრესია მეწყება, ან ისტერიკა. რას იზამ, თავს ზემოთ ძალა არ არის. უი! ღმერთო მაპატიე...
რა, ჩვენი მოძღვარი?! ერთი დაღლილი, ემოციებისგან დაცლილი თითქმის ბებერი კაცია. საერთოდ არ იცვლება, მკვდარივითაა, ერთადერთი – კეთილია, მაგრამ უხერხემლო. ეჰ, წრუწ, ნეტავ როცა საჭიროა, მაშინ იყოს მკაცრი, თორემ სამჯერ შემოვურბენ ეკლესიას თუ ხუთჯერ შემოვუცუნცულებ... ღმერთო შემინდე.
რა შუაშია, თავს ვიმართლებ. ვიხსენებ რაღაც-რაღაცეებს, ჩემთვის.
ი-ი-ივიკო. შენ მაინც იცი, როგორ მიყვარდა. როცა მღეროდა, მეგონა, ფრენას მასწავლიდა. ხანდახან მის მოხატულ ხატებს ვკოცნიდი და მეგონა... გრძნობდა. ხანდახან მინდოდა, ჯიუტ ქოჩორში ვწვდომოდი, ღრმა თვალებში ჩამეხედა და მეკივლა. და-მი-ნახე! შემიყვარე! მე და არა შენი სურვილი. (უტვინო, გახსოვს, ჩემ დასანახად სხვებს რომ ეარშიყებოდა. ეგონა, ვერ მივხვდებოდი. მე კი სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ვუყვარდი. ეგეც მაგას.)
იცი, როგორი მშვიდი, ძლიერი, თავდაჯერებული და ვაჟკაცი იყო... მეგონა, რომ იყო... არა, იყო... რა სისულელე გააკეთა... ჩემი სიცოცხლე... ჩემი ი-ი-ი-ვიკო.
ღმერთო, რა დაგიშავე, რატომ?!
ჩემი ბრალი არ არის!
ვეპრანჭებოდი.
ვეთამაშებოდი.
იმიტომ გავყევი, ჩემო რბილო და ცნობისმოყვარე თაგუნავ, რომ მიყვარდა! სულაც არ მრცხვენია! ძლივს მეღირსა და რაღაც ნაბიჯი გადმოდგა.
კოცნა მომეწონა. მოფერებაც... ის, რაც ჩვენს შორის მოხდა, ის თუ სექსია?! მაგის გარეშე, ვფიქრობ, მონასტერში იოლად გავძლებ.
სწორია. ჩემი ბრალი სულაც არ არის. ყველაფერი ხომ უფლის ნებაა.
ღმერთო, ოღონდ ახლა არ გავგიჟდე და არავინ, არავინ აღარ მეყვარება. არა, წრუწ!
წრუწ, არ გესმის, წრუუუწ! წრუუუწ! ი-ი-ი-ი.
– რა სულელი ყოფილხარ, ჩემო გულისა და თავის ხეთქვავ! – ჩავჩურჩულე ყურში. განაწყენებულმა ამომხედა. ლოგინიდან აიზლაზნა და ნარნარად აგოგმანდა.
აი, მოდის, მოარწევს გულივით გაშლილ ლანგარს, გვერდებს იქნევს. ცეკვა-ცეკვით, რონინრონინით, ნარნარ ნარნარით მიახლოვდება. მაცდური ღიმილი გადანისლული თვალების ტკივილს უფარავს. მოგოგავს, მოგოგავს და ლანგარზე ჩემს საწყალ თავს აგორავებს...
ვინმე სხვა არის თუ სალომეა?! თუმცა ამას ვინღა ჩივის.
თავი დავკარგე გმირია!!! თავი დავკარგე გმირია? თავი დავკარგე გმირია... თავი დავკარგე გმირია.
სალომე გაქრა... დამეკარგა... დავიკარგე... გზას ვაგრძელებ.
ჰმ! ხედავ შენ, ჩემი ცოლ-შვილი დაღონებულა! არ ველოდი. მე მეგონა, შტიბლეტებს გამხდიდნენ...
აი, ეს მესმის, საღოლ, ბიჭებო! გულიც კი გამითბა. მაგრა მოგიფიქრებიათ შავი ბაფთები “გოლფიჯოხებზე”. ძმობა დამიფასეთ...
ესეც ჩვენი მამა ზაქარია აღსარება-ტრაპეზზე თავის სულიერ მოძღვართან. მივაყურადებ. მაინტერესებს, მაგრა...
“– რა გითხრათ, მეუფეო, უღირსი ვარ. მოძღვარი?! ჰმ! ჯვარიც ამხსენით და ეკლესიიდანაც მომკვეთეთ.
როგორ თუ ადვილი გამოსავალი?! რა თვითგვემა?! მაშ, მონანიების მადლი, აღსარების საიდუმლო... რაღაც არ მესმის... გულწრფელი ვარ, მეუფეო, შვიდ შვილს ვფიცავარ! სად გავიქცე და სად დავიმალო, არ ვიცი, ან მრევლს როგორ დავენახო...
ვერ ვჭამ ვერაფერს. ყელში არ გადადის. ღვინოს?! დავლევ, დავლევ, ცოტას.
ყველაზე მეტად?! რატომ არ ვუთხარი, რომ ერთმანეთს განდობოდნენ. ვიცოდი, რომ ორივეს უყვარდათ... მხოლოდ ვაკვირდებოდი.
როგორც შეეძლოთ, როგორც იცოდნენ, მაგრამ უყვარდათ.
ეს ხომ სიყვარული არ იყო! რაღაც პათოლოგიურ, არაკანონიერ, ავადმყოფურ ურთიერთობას შევუწყობდი ხელს?
მხოლოდ ვაკვირდებოდი.
ხანდახან ვუხსნიდი, რომ ერთმანეთისთვის არ იყვნენ შექმნილი. გამოდის, ცეცხლში ნავთს ვუსხამდი... მაზოხისტების ტანდემი!
ჰმ! უკვე მოგახსენეს? გულში შვილივით ჩაკრულ, გზააბნეულ, უმამო და მფარველმონატრებულ ბავშვთან ჩახუტებული დამინახა და ქოში უკუღმა ყარა. იმ ბეკეკას კი ეგონა, ჩემი მონასტრიდან დაბრუნება გაუხარდაო... უჰ! რისი მონასტერში წამსვლელია, მეუფეო, ტოიფელს ტოიფელზე აბარებს!
მამრი ეჭვიანი, ამბიციური, თავი ღმერთი ჰგონია. მარტო თვითდამკვიდრების, მიღწევის, მოპოვებისა და დაუფლების სურვილი ამოძრავებს. ქალი – ინფანტილური, უსაქმური, ტუტრუცანა. არ განვიკითხავ, რეალობას აღვწერ.
ვიცოდი იარაღის ამბავიც – ხანდახან თავისი მეგობრები მოყავდა ჩემთან, დიახ, თავისნაირები. ზოგი იარაღით, ზოგი სხვა რამით... რა უნდა მექნა. მხოლოდ ვაკვირდებოდი. ვერ ვჭამ, მეუფეო, რაღაც მიშლის... კარგი სარკეა ის ქალი. ასახავს იმას, რაც ირგვლივ ხდება. სუსტია თავი, აშლილია გრძნობები.. თევზი გადავიღო? რომელი? თავიდან რომ ფუჭდება?
ვიცი, ვიცი, რომ მეც თავად ვითვლები. ამიტომაც გთხოვთ, გამიშვათ, ცოტა ხნით მაინც. მონასტერში, მოვინანიებ... დავფიქრდები...
არ ვიმალები! მეც ხომ ადამიანი ვარ... თქვენ მაინც ხომ გესმით, სალომეს ყოველ აღსარებაზე ერთ სიკვდილს რომ ვათავებდი.
რას ჰქვია პასუხისმგებლობა! ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა!!!
აკაკის “გამზრდელი”. ეჰ, მეუფეო, ხუმრობისთვისაც აღარ ვვარგივარ... ჯანდაბა, ფხალს მაინც გადავიღებ?!
ხვალინდელი მსახურება სულ მე ჩავატარო?!!! ღმერთი არა გწამთ?!
თუ შევძელი... წესი ავუგო?!
როგორც საჭიროდ ჩავთვალო... ჰმ!
შევძლებ... ალბათ.... უფლის შეწევნით!”
აბა, ეს საქმეა?! გამოდის, მეც კაი ცალტვინა ვბრძანებულვარ. როგორი აღმოსაჩენია ასეთი ჭეშმარიტება, სიკვდილის შემდეგ.
მაგრააამ?! შენ?
მოდი, რა, ერთ-ორ ტკბილ სიტყვას მეც დაგიმატებ, შე კაცია მუნჯაძევ, შენა. გონია, მევასება სხვის მაგივრად თავის რელსებზე დადება?
შენი ამბავი რომ ვიცი, “არაჩვეულებრივი შვიდეული” ნანახი გექნება. კრისიც იცი... მაგარია, არა?! რომ მოკვდა... იცი ხომ, შენ ჩემო განათლებულო! ჰოდა, აი, შენი სულიერი შვილის ბოლო სიტყვა უკვე გარდაცვლილის სიმაღლიდან:
“ახლა, როცა უკვე მკვდარი ვარ, გაფრთხილებ, საკუთარ ნაჭუჭში გამომწყვდევა მავნებელია შენი სულიერი ჯანმრთელობისათვის! თუ მოძღვარი ხარ, დააღე პირი და თქვი, თუ რამე იცი ჩემზე მეტი. ეგება და გავიგო. გამოდი რა, ეკლესიიდან და ზურგზე მოკიდებული მონასტრით წირე, სადაც დაგიღამდება და გაგითენდება. გინდა, ზღაპრული მღვდელებივით და გინდა მაცხოვრის მაგალითით. მეც გამასინჯე, შვიდ შვილს რომ გარჩენინებს, ის პური. ზემოდან რომ დამყურებ, რამეს შემაგნებინებ მასე?! სიცოცხლეში გამაგებინე, თუ ვინმეს ვუყვარვარ და, რაც მთავარია, რატომ, როგორ.
ჩემო გასაიდუმლოებულო და რიტუალურო. დაგესვა რა, კაცურად ერთი-ორი არქეოლოგიური შეკითხვა. რა იცი, რას გიპასუხებდი!
რას დასტრიალებ ჩემს სასახლეს თავზე სვავივით და რას მერყეობ წესის აგების თაობაზე. მიდი, რა, შენი საქმე გააკეთე და იქ შემიშვებენ თუ არა, სხვა გადაწყვეტს.
რატომ მდებთ დროზე ადრე სამარეში. გასწიეთ, დროზე ადრე ნუ მაჭედებთ უკანასკნელ სახურავს, ამის მაგივრად... ...ჭერი ასწიეთ დურგლებო, ჭერი!
გადამხადეთ სუდარა! გადამხადეთ სუდარა! მე უკეთესად ვიცი, რა მიხდება და რა არა! მე მომწონს, მეტსაც გეტყვი, მე მიყვარს ჩემი დამსხვრეული თავი...
შენ ჩემო მრევლდაფანტულო და ბალავარჩამოშლილო. მე მგონია თავი ღმერთი და შენ არა?! მე ვარ ეჭვიანი?! მე ვარ მაზოხისტი?! მე ვარ თვითმკვლელი?! როგორიც მრევლიაო, ისეთიც მღვდელიო. იქნება და პირიქით?
შენ არ იყავი, მამაო, რომ ამტკიცებდი, საკუთარი თავის გარდა, ვერავის შეხვდებიო, ადამიანი ადამიანს რომ უყურებს, თავს სარკეში ხედავსო?! ხო შენ იყავი?!
ჰოდა, კარგად დახედე ჩემს დოლბანდში შეფუთულ თავს და გამოიღე ტვინში გაჩხერილი ტყვია!
ეს აუცილებელი პირობაა, აუცილებელი და ვფიქრობ, არასაკმარისი.
რამდენი ჩემისთანა უნდა ნახო, რამდენი გაკვეთილი უნდა ჩაგიტაროს მან, მისმა ძემ და სული წმინდამ?! ა?!

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 11:08 pm

მაკა მიქელაძე Maka_m11

მაკა მიქელაძე

ფლეშ!

– არა ვარ ეს ძველი ბიჭი და მომკალი თუ გინდა! რა ვქნა, თავიდანვე ვერ გამოვედი “დრო და ჟამის შესაფერი”. ზორბა (შეგეშინდება, მაგრამ რად გინდა?!) მოუქნელი, თონთხლო, ჩაფართხუნებული კიდურებით, მარად მაამებლური ღიმილით და მუდამ შეშინებული თაგვისფერით, თითქმის ქოსა სახეზე. ამას დაუმატეთ სასიამოვნო მეცოსოპრანო და ძალიან ახლომხედველი თვალები. ვერ ვჯდები ტიპაჟში. ასე არ არის?!
ჩემდა საბედნიეროდ, გაჩნდა ეს დალოცვილი კონტაქტური ლინზები, თორემ რა ბედენაა, პროფესიონალი ფოტოჟურნალისტი სათვალით. რედაქტორი ვერაფერს მამჩნევს, თორემ დღითიდღე უფრო და უფრო ცუდად ვხედავ. ისე კი, ჯერჯერობით ვქაჩავ, აბა, რაღა მე გამომაგზავნიდნენ ასეთ პრესტიჟულ ღონისძიებაზე. ასე არ არის?!
“ქართული ხელოვნების დღეები სტამბულში!!!”
ელიტარული ნაღების კომფორტაბელურ ავტობუსში, რომელსაც ეს წარწერა ამშვენებს, ვერ მოვხვდი. მომსახურე პერსონალის ნაკლებ თვალშისაცემ ავტობუსსაც არა უშავს, კონდენციონერიანია, მაგრამ იმ კონდიციამდე ვარ მისული, რომ ვკივი - აღარ გვინდა “აზიიდან რომ ქარავანი მოდის” და “ბიჭი რომ ტამბოვში მიდის”, გამოცვალეთ, ადამიანები არ ხართ, კასეტა!
– რაო, ჩვენი ძმა?! – კაბინიდან თითქმის გადახოტრილი თავი გამოყო მძღოლმა.
ყველაფერი ადგილზე აქვს, თხელი, ოდნავ კეხიანი ცხვირი, ჩაშლილი ხინკლისდარი ყურები, ამ ყურებიდან გამოზრდილი კისერი, შებრტყელებული საფეთქლები, მძიმედ მოძრავი ყბა, საუბრისას მოკუმული პირი და გულუბრყვილოდ განცვიფრებული მზერა. ხმაც მოახდენდა გარკვეულ შთაბეჭდილებას, სადღაც კეხის მიდამოში რომ არ გასჩხეროდა. ტიპაჟში ჯდება – ვერაფერს იტყვი.
აგმოცდილებით ვიცი, “ჩვენი ძმა”-ზე რომ გადავიდე, დავიღუპები, ამიტომ გულუბრყვილოდ განცვიფრებულ მზერას ვუბრუნებ, ოღონდ, მსუბუქი ინტელიგენტურობის ელფერით.
– ბოდიში, მსგავს სიმღერებთან მძიმე მოგონებები მაკავშირებს და თუ არ შეწუხდებით, სხვა რამე მოგვასმენინეთ, ნაკლებ გულისგამგმირავი.
გადავამლაშე. უცებ აუღო ალღო ფარულ ირონიას. ავად გამიცინა, უხალისოდ შეიტანა ორი კაცის სამყოფი ბეჭები კაბინაში და პროტესტის ნიშნად მაგნიტაფონი საერთოდ გამორთო.
მკვდარივით ჩამეძინა.
მგონი ვიღაც “ავტოსტოპის” მოყვარულნი ამოვიდნენ ავტობუსში, ვიღაც შოპ-ტურზე წამოსულნი ჩავიდნენ, რომელიღაც ქალაქში ექსკურსიაზე ჩაგვიყვანეს და როცა ნახევრადნამძინარევმა ჩემი ფოტოაპარატი მოვისაკლისე, რა დაგიკარგავს, რას ეძებო...
Flash!!! - გამინათდა თავში და ისე დამიბნელდა თვალებში, თითქოს დიაფრაგმა ჩაიკეტა და გაიხსნა ფოტოობიექტივში. ყურებშიც უშნოდ აზუილდა რაღაც, თითქოს ფირი ავტომატურ რეჟიმში გადახვევისას.
ჩემი “ზენიტი”! ჩემი მარჯვენა ხელი!
თურქეთში საბჭოთა ოპტიკა ულაპარაკოდ გადის. ბედი არ გინდა?! მწყერს ერთი დღე ერგო და ისიც ქარიანიო! ეძებე ახლა დედისერთა და მარჩენალი ფოტოაპარატი ამხელა ქვეყანაში. ახალს ათასი წელი ვერ ვიყიდი. გამოდის, უმუშევარი დავრჩი. ასე არ არის?!
რა ვქნა?! რაა?! საფეთქლების სრესა ვერაფერი გამოსავალია. თავი მაინც მიდუღს. უნდა მოვძებნო, უსიკვდილოდ უნდა მოვძებნო! კადრები ისე იცვლება თვალწინ, როგორც სლაიდოსკოპში სლაიდები: უმრავლესობა პეიზაჟია, ნაწილი კბილებში ხანჯლებგაჩრილი და ჰაერში დაკიდული ქართველი მოფარიკავეები, აქა-იქ ავტობუსის სკამის ხავერდზე შავი მარგალიტივით მოკალათებული “ზენიტი” გაიელვებს, სხვადასხვა რაკურსში. რატომღაც ხშირად მახსენდება ჩვენი მძღოლის ქვედა ყბა და უცებ უზარმაზარი, უაზღუდო, უაზროდ მოკლე თეთრი სტრეიჯიდან ამოქათქათებულ-ამოფუებული ბიუსტი გამეჩხირა თვალწინ. ამ მასიურ გამოსახულებას ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ ძვრა ვერ ვუყავი.
უგემოვნო ვიტრაჟებიან რუხ-ვარდისფერ სასტუმროში ავლადიდების პატრონი რომ მოვიძიე, კვლავ გულღიად და სტუმართმოყვრულად შემოსილს გადავაწყდი. ქალმა ჩემი გაუბედავი ქათინაურ-დითირამბები ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.
– პირდაპირ თქვი! არ გინდა მიხვეულ-მოხვეულიო, – შემომღეჭა სახეში.
ვიღაცას მაგონებდა. ტვინი დავძაბე. წკაპ – გაიტკაცუნა თავში და პოლაროიდივით გადმომიგდო საჭირო სურათი. გამეცინა. ჩემი მეგობარი ამტკიცებდა, რომ ცხოველები ადამიანზე უკეთესი ფოტომოდელები არიან. ერთი მზეთუნახავი ძროხა ჰყავდა გადაღებული, რომელსაც ეს ჩემი დეკოლტირებული ღვიძლ დასავით ჰგავდა სითეთრით, სისავსით, ეროტიკული მცოხნავი დრუნჩით და წამწამებაპრეხილი, შავად ამოხატული გულგრილ-ნაღვლიანი წყლიანი თვალებით.
– უბრალოდ, ძალიან მომეწონეთ, – ამოვიბლუკუნე.
ეჭვით ამათვარიელ-ჩამათვარიელა.
– არ არსებობს, შენ მაგდენი არ გექნებაო, – დაასკვნა და გატრიალდა.
– ამ ავტობუსით ხშირად მგზავრობთ? – ალალბედზე ვიკითხე.
– მერე შენ რა! – ოდნავ შეშინებული დამაკვირდა.
– არა, თქვენ ვერ გამიგეთ, უბრალოდ, უბრალოდ... იცით, ფოტოაპარატი მომპარეს. მე დედა მყავს ავადმყოფი... ამით ვშოულობ ცოტ-ცოტას. გამოდის, რომ უმუშევარი დავრჩი. ასე არ არის?! – ჩემმა უსუსურობამ გამამწარა.
– მერე მე რა შუაში ვარ? – ცოხნა გააგრძელა “ძროხამ”.
– არ ვიცი, – ეტყობა შევეცოდე, – მიდი, ჩვენ “შოფერს” კითხე, “რეისავიკი” კია, მაგრამ ჯიგარია გაგების ამბავში. საღამოს ნომერში იქნები ასიანი – თითქოს დიდი საიდუმლო გამანდო და გულგრილად მიაყოლა, სხვათა შორის – არ უთხრა, რომ მე გითხარი...
ჯანდაბა, ვერიდებოდი ღოლოსო და დამიხვდა ღობის ბოლოსო.
საღამო ისედაც იდგა. თერთმეტ საათზე ძალები მოვიკრიფე და ახლა კი დროა-მეთქი, გადავწყვიტე.
ვნერვიულობდი. არაყი ვხუხე. შავი შარვალ-პერანგიც კი ჩავიცვი, ზემოთხსენებული “გაგების ამბავში”. ნომრის კარებზე რომ ვაკაკუნებდი, ხელი მიკანკალებდა. “ბიუსტმა” გამომხედა და გზა დამითმო.
– ლედი! ვინ არის? – გაისმა სიღრმიდან კეხთან გაჩხერილი ხმა. სახელიც ძროხის შესაფერისი რქმევია – გამეცინა ჩემთვის.
– შენთან არიან! – თვალი ჩამიკრა აშკარად დილანდელზე მკვეთრად მოხალისებულმა მანდილოსანმა.
– ვაა! ფოტოგრაფ! – მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა მძღოლს, – კარგად გავერთობით.
ტრადიციულად ქართულ, “ნომერში მაგარ დროსტარებას” არატრადიციული სუფრა ამშვენებდა. ჩირი და საკნატუნო ჩხირი ათასნაირი, ხილი დაშაქრული, თხილი მარილიანი. რახათ-ლუქუმი, ჰალვა, ფახლავა, ცოტა არაყი, ბევრი ლუდი და ძალიან ბევრი “ფანტა”. მენიუ ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა, რომ “ბოლდებოდნენ”, თუმცა არც ტარიანების დამალვა უფიქრია ვინმეს, არც ლოგინებიდან წამოდგომა და სკამის შემოთავაზება მოსვლიათ აზრად. მეც ავდექი და ერთადერთ სავარძელში მოვკალათდი. “კურღდელს უთქვამს, სანამ გამომახტუნებდნენ, მანამ უფრო მეშინოდაო”.
– ნახე, ეს რა მაგარია! – გაეცინა მძღოლს. მისი ორი კოლეგა გადაბჟირდა, ლედიც არაბუნებრივად აკისკისდა.
ხელების კანკალმა მუცლისკენ გადაინაცვლა. ფეხი ფეხზე გადავიდე და გაჩუმება ვარჩიე.
– აბა, ჩვენი ძმა სტუმარი ღვთისაა, დაგვეწვიე, – ვეება პაპიროსი გამომიწოდა მასპინძელმა.
“ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში სტენიდნენო”. ვერ ვიტან “ბოლს”, მაგრამ ხომ გაგიგიათ, “ვისაც თევზი უნდა, ფეხიც დაისველოსო”.
დანარჩენი ისე ბუნდოვნად მახსოვს, თითქოს ფოტოქაღალდი, გამჟღავნებისას ხან საჭიროზე დიდხანს გავაჩერე წამალში, ხან კი დროზე ადრე ამოვიღე გასაშრობად, ზოგი კადრი ზედმეტად მუქად, ზოგი საერთოდ წაშლილი. ზოგი კადრი ნეგატივებად ჩამრჩა თავში. ფერადი ნეგატივი, შავ-თეთრი ნეგატივი. პოზიტივი, პოზიტივი, ისევ ნეგატივი. ერთად – კუთხეში მიყრილი, აბურდულ-დაბურდული, დაწუნებული ფირი.
მახსოვს, დაუფარავად დამცინოდნენ, მახსოვს, მეც ვხითხითებდი და ვჭერმეტყველებდი კარსმომდგარ უმუშევრობაზე. მახსოვს სურათებს ვიღებდი, მასპინძელთა “სასაპნით”, ანუ “საჩხაკუნოთი” (ჩვენ, პროფესიონალები ასე ვუწოდებთ საყოველთაოდ გავრცელებულ პატარა ფოტოაპარატებს). ყველას გადავუღე: მძღოლი და მისი მოძრავ-მოწრიპული ძმაკაცი “ანცო” თუ “ცქვიტო”, მძღოლი და მისი ქონიან-ბალნიანი ძმაკაცი “ღორო” თუ “ჯაგარო”, მძღოლი და სახემორღვეული და ტანმოფლაშული “ლედი”. მერე ყველანი ერთად, მერე ცალ-ცალკე. მახსოვს დიდხანს ვარკვევდი იმ წუთში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს: ექვსი ცხრაზე უნდოდათ თუ ცხრა თორმეტზე, მახსოვს სამი ოთხზეო, მიპასუხეს და ჩაბჟირდნენ, ერთს სლოკინი აუტყდა. მახსოვს მეც გადამიღეს. ერთწუთიანი აპარატები რომ ოთხ კადრს გიღებს. წკაპ – მოწესრიგებული, წკაპ – დაჯღანული, წკაპ – ზედაჯღანული, წკაპ – თავზე ოთხი თითით და ცხვირზე გაშლილი მტკაველით... ის-ის იყო, სასუნთქი გზების სპაზმით უნდა ამოვწყვეტილიყავით, რომ მძღოლი ერთი ხელის მოსმით დასერიოზულდა.
– მერე ჩვენგან რა გინდა? ა?! ჩვენზე ხომ არა გაქვს ეჭვი?! – ისეთი ხმა გამოუშვა, გეგონებოდა კეხი ძვლის კი არა, ფოლადის ჰქონდა. ლედი კუთხეში მიიკუჭა და თითების თვალიერებას შეუდგა. დანარჩენები ადგილზე გაქვავდნენ. გამაცია. მთავარია, “ჩვენ ძმაზე” არ გადავიდე, მთავარია სიტყვაში არაფერი შემეშალოს.
– ... მომასწავლეს... გაგების ამბავში ჯიგარიაო... ვინ იცის, გაყიდვა მოინდომეს... უთქვენოდ, არა მგონია, გაბედონ... თუ შემოგთავაზეს... მოკლედ, თუ გამოჩნდა... იქნებ დამეხმაროთ... ძალიან მივეჩვიე... მე თვითონ ვიყიდი... თუ გამოჩნდა... იაფად თუ.... – ისევ გამამწარა ჩემმა უსუსურობამ. რისი მყიდველი ვიყავი ერთი. ნეტა ვინმემ იცოდეს, როგორ მიზიდავდა თანამოსაუბრის ქვედა ყბა, მაგრამ “სვავი ძვალს კისერს დააზმანებს და ისე გადაყლაპავსო” – ნათქვამია.
– ჰოოო, – გააგრძელა მძღოლმა. სახეზე დაეტყო, რომ საქმისადმი ინტერესი დაეკარგა. არაყი ჩამოასხა და ჩემი ნერვული სისტემის გამოცდის ახალი ეტაპი დაიწყო.
ძაღლად არ მაგდებდნენ, არ მისმენდნენ, სასმელს ხაზგასმით არ მისხამდნენ. მაგნიტოფონი წამდაუწუმ მახსენებდა “დედაჩემის ჭაღარას” და იმას, რომ “ტრულაილას ფული არ უნდა”, თორემ ნამდვილად წამოვხტებოდი და გავიქცეოდი. რამდენჯერმე გაკვირვებულები შემომიტრიალდნენ. “ხომ გითხარით, თუ რამეს გაგიგებთ, ნაღდად შეგატყობინებთო”, ანუ “აღარ მიდიხარ, დააყენე საშველიო!” სიმწრით გამოფხიზლება დავიწყე და “გაგების” სადღეგრძელოსთვის თვალებში გამოვიხედე. ქურდული ავტორიტეტების ჩამოთვლას რომ შეუდგნენ, Flash! გამინათდა თავში.
– ბაბუაჩემი იყო ქურდი! – რაც შემეძლო ომახიანად შევძახე.
ალმაცერად გადმომხედეს, რომელ უბანშიო.
ვუპასუხე.
ვინმე მომპარავი იქნებოდაო, გადახედეს ერთმანეთს და ისევ ამომშალეს საინტერესო ობიექტების სიიდან.
– ირაკლი ხუციშვილი თუ გაგიგიათ? – რიხიანად კი ვიკითხე, მაგრამ წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა, ისე გამომივიდა. ტყუილად მეპარებოდა ბაბუაჩემის მასშტაბურობაში ეჭვი.
ახლა იმათ დაემართათ Flash!
პროსტიტუციისა და ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლი კომისიის თავმჯდომარე ვარ-მეთქი, მოწმობა რომ ამეფარებინა მათ მრავლის და არაფრისმეტყველ ფიზიონომიებზე, ასეთ კვალს მაინც ვერ დავამჩნევდი. ეჰ! სად იყო ჩემი “ზენიტი”, ამ მოვლენების განვითარების ზენიტში!
ცოტა ხნით დამუნჯდნენ, მერე ფეხზე წამომიდგნენ, მერე მაგიდაზე აძვრნენ და იქ დალიეს “ამ სიცოცხლეშივე ლეგენდის” სადღეგრძელო. იქიდან რომ ჩამოძვრნენ, სავარძელში ბალიში ჩამიფინეს, განსხვავებული სასმისით განსხვავებული, ეტყობა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გადანახული, არაყი ჩამომისხეს, ახალი პაპიროსი შემიკეთეს, ლამის ტანსაცმელი გამიწმინდეს ჯაგრისით. ცხონებული ბაბუაჩემი ისე აქეს და ადიდეს, რომ საწყალი ლაკი ლუჩიანო საფლავში შამფურივით დაბზრიალდა შურით.
ის კი არადა, მძღოლმა თავის წარდგენის ღირსად მცნო. ბაბუაშენივით ვარსკვლავებს ვერ ვეთამაშები, მაგრამ ამ გზაზე თუ მახსენებ, უბატონოდ ხმას არავინ გაგცემსო. ეს ჩვენი დაიკოა მანჩო, “ლედის” ვეძახით, ხო აზრზე ხარ რა ამბავშიო. კარგი გოგოა, ჯიგარია, უჭირს თორე, ვინ ოხერიო... რომ არავინ აწყენინოს, მე ვპატრონობო. ეს “შუსტრიაკაა”, ეს “ბოლშოი”, მე “ლორდს” მეძახიან, ხო აზრზე ხარ, რა ამბავშიო.
– ლორდი კი არა, სუტინიორი ყოფილხარ, ჩემო ჯორჯო და გორდონ ჩემო – მოვედი აზრზე, რა ამბავშიც, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. არც დამცალდა, მძღოლმა ხელი გადამხვია და თავისიანებს მიუბრუნდა, იცოდეთ, ეს კაცი კაცური კაცის შვილიშვილია, თვითონაც კაცური კაცია და არაფერი შეგეშალოთო. აბა რა! “ზღვა ისე არ დაშრება, გუბისოდენა არ დარჩესო” და “აქლემი ისე არ დავარდება, ვირის საპალნე ვერ მოიკიდოსო”.
თვალებზე ცრემლი მომადგა. გული ამიჩუყდა, ქართული ზეპირსიტყვიერების კიდევ ერთ მოყვარულს რომ გადავაწყდი. “ლორდმა” ცრემლები ბაბუის ხსოვნისადმი მიტანილ ხარკად ჩამითვალა და თავში ხელი შემოირტყა – აი, თურმე რატომ ვერ უძლებ ქურდულ მუსიკას, მე კი როგორ ავაცილეო.
მეტი სიმძაფრისთვის ბაბუაჩემის სიკვდილის ამბავი მომიყვა. ხუთი წლის ბიჭი რომ თვალებანთებული ყვება “ჩხუბზე” ფილმს, ხომ მოგისმენიათ, ჯახ-ჯუხ, ბახ და ამ დროს მარცხნიდან და დ-დ-დ-დ-დ და ჩახოცა და უცებ წინიდან ძაღლობა და უუ-უუ-უუ. დაბრიდა ერთი, მეორე, მესამე, ჩამშვებიც, მაგისი... მაგრამ ბა-ბახ და შიგ გულში. რო ვარდებოდა, ასე უთქვამს, “რომ მცოდნოდა, სად წავიქცეოდი, თივას დავყრიდიო”.
ვიყოჩაღე და არ გავიცინე. ხედავ შენ, ვის გამოვემგვანე ანდაზების ტრფიალში. ასეა, კვიცი გვარზე ხტისო. უცებ შევნიშნე, რომ ყველა მე მიყურებდა. ჩემი სიტყვის ჯერი იყო.
– მასე კი არ უთქვამს, “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო” – ვიპოვე გამოსავალი.
– შენ მასწავლიო?!! – გადაირია “ლორდი”.
– ბოდიში, მაგრამ შვილიშვილი რანაირად ხარო? – უცებ დაეჭვდა “შუსტრიაკა”. ყველამ ეჭვით გადმომხედა და სიჩუმე ჩამოვარდა. აქ მე ჩემი მწირი ქუჩური გამოცდილება გამოვიყენე, თვალები დავაბრიალე და უკვე მომძლავრებული პოზიციებიდან კბილებში გამოვცერი:
– ესე იგი, მე ვტყუი, არა?!
– არა, ძმა! – მაშინვე უკან დაიხია გაწრიპულმა, – მაშინდელ ქურდებს ხომ ცოლ-შვილი არ ჰყავდათ.
– ჰოოო, – “ვაპატიე” დიდსულოვნად – ბებიაჩემის ძმა იყო, ალალი...
...გინახავთ თეთრ ფოტოქაღალდს გამჟღავნებისას როგორ თანდათან ემჩნევა კონტურები, როგორ ნელ-ნელა ისახება ის, რაც დაინახე, გაიაზრე, გადაიღე... ასე შემპარავად გამოიკვეთა თვალწინ ომისდროინდელი, შეყვითლებული, ოდნავ კიდეებმომტვრეული ფოტო, რომლიდანაც გამკიცხავად შემომცქეროდა ოცდასამი წლის გოგონა – ბებიაჩემი.
წვივების სიწვრილით, გვერდების სიკოხტავით, თვალების სისუფთავით და ხიბლით ფიროსმანის შველს ჰგავდა. ბავშვის ტუჩებით, პიტკინა სახით, პატარა ნაბიჯების გადასადგმელი კაბით, ამოთასმული ფეხსაცმლით, შლიაპით, ქოლგით და პრონონსით – რენუარის ტილოდან გადმოსულს, ფრანგულთან მიახლოებული მოხეურ-რუსული პრონონსიც ჰქონდა. მოხეური იმიტომ, რომ მოხევე იყო, რუსული იმიტომ, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, როცა დიდი სამამულო დაიწყო და მეუღლეს ქერჩში უკრეს თავი.
მოსკოვიდან თბილისში როგორ გამორბოდა ფეხმძიმე ქალი სამ მცირეწლოვან ბავშვთან – ეს კინოა. როგორ არჩენდა კერვით შვილებს, როგორ ლამაზად ცხოვრობდა იტალიური ეზოს კიბის ქვეშ, ერთ ოთახს შეკედლებული, რამდენი თაყვანისმცემელი და ხელისმოთხოვნელი ჰყავდა, რა ცდუნებებს გაუძლო და რა გადაიტანა, ვის რა დახმარების ხელი გაუწოდა, ვინ მკვდარი დახვდა და ვინ მოუკვდა – ტელესერიალი. აი, ფოტო კი... წარმოიდგინეთ ასეთი შავ-თეთრი არა, თეთრ-ყავისფერი ფოტო, უკანა პლანი – პატარა ფანჯარა ქათქათა ფარდით, გლობუსი, კომოდზე საკერავი მანქანა “ზინგერი” და ნავთის ლამფა. ცენტრალური პლანი – მრგვალ მაგიდასთან თორმეტი სხვადასხვა ზომის და ერთი წონის გაფაციცებული ბავშვი (ოთხი ხორბლისფერი, ორი შავგვრემანი, ხუთი შავტუხა და ერთი თეთრბაფთებიანი ბამბაქულა), იქვე ლამაზი დიასახლისი ჩამჩით ხელში, დამტუქსავი მზერით, ოდნავ მარცხნივ გადახრილი თავით; წინა პლანი – დიდი ქვაბი “კერასინკაზე” და კარებთან ატუზული, თავჩაღუნული ლამაზი ახალგაზრდა კაცი. ეს ფოტო ძალიან მაგონებს სკოლის სახელმძღვანელოებში დაბეჭდილ ცნობილ სურათს “ისევ ორიანი”.
ამ “ფოტოს” დედაჩემის წკრიალა ხმაც ახლავს. თითქოს პატარა გოგონა წიგნს თითს აყოლებს და დამარცვლით კითხულობს:
– სურათზე აღწერილია საღამო ომისშემდგომი თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ ოჯახში...
ეს ფოტო არსებობს მხოლოდ მოგონებათა ფოტოარქივში. დედამ გადაიღო ბავშვობაში და მაჩუქა...
იმ დღეს ბებიამ ომში დაღუპულთა “პაიოკი” აიღო. მოხარშა ყველაზე დიდი ქვაბით ბრინჯის ფაფა და მეზობლის მშიერ ბავშვებს დაუძახა, რუსებს, სომხებს, ქურთებს. ამ დროს კარი გაიღო და ირაკლი ხუციშვილიც შემოვიდა. ვისთვის საკავშირო მასშტაბის “რამკიანი” ქურდი და ვისთვის უმცროსი ძმა.
ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდა. დაბალი ბანი, მაღალი შუბლი, უმაღლესი ტექნიკური განათლება, გრძელი თითები, საეჭვო ხველა. გასაქცევად შემართულ ტანზე აწყობილი გრძელი პალტო, არშემდგარი პოეტის გამოხედვა და მოხეურ-რუსული პრონონსი. მოხეური, იმიტომ, რომ მოხევე იყო, რუსული - ნუ, სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო.
– მშვიდობა თქვენს მობრძანებას! – თქვა ბებიამ და სიხარულის დასამალად მაგიდის წმენდას შეუდგა კოპებშეყრილი. მოსულს რამდენიმე ლანდი შემოჰყვა, იქვე, სკივრზე იმ დროისთვის გაუგონარი, უნახავი ნაჭრები თოფებად დაახვავეს და ელვისუსწრაფესად გაუჩინარდნენ.
– ბალღებს შეუკერავ რასმე – თავი იმართლასავით “სტუმარმა”.
ბებიას თვალებში სითბო მოუმძლავრდა, ტუჩის კუთხეც გაეპარა, უნებურად იქვე მიგდებულ აკორდეონზე მტვერი გადაწმინდა.
შემწვარი ორაგულებით გულმომსუყებული ირაკლი ხუციშვილი, დამშეული ქვეყნიდან მოსულივით მიირთმევდა წყალზე მოხარშულ ბრინჯის ფაფას. ბებია ბავშვების ამბებს უყვებოდა, ისიც ბავშვივით იცინოდა. მალე სასიამოვნო მეცო-სოპრანოც გაისმა. სიმღერებიდან ბაღში აყვავებული ნუშის ფურცლები და ლურჯი თავსაფრები მოფრიალებდა. ორ ხმაშიც იმღერეს. თეთრი არყის ხეებზე, წითელ ძახველებზე, დათოვლილ ქოხებზე და გზაზე გამომდგარი მოხუცის თავშალზე ატირდა აკორდეონი. მხიარული გუნდის თანხლებით “ვარდს გაეფურჩქნა კოკორი” და “ყაზბეგს წერილი დავსწერეც” დააგუგუნეს...
მოსული მაინც ნემსებზე იჯდა.
ჩანს, არცთუ უმიზეზოდ. წასვლისას ტკივილიანი და გამკაცრებული ჩურჩული წამოეწია კარებთან და ადგილზე გააქვავა.
– ბიჭავ, წაიღე უკან, რაიც მოიტანე!
თოფნაკრავი ნადირივით გამოხედა.
– ჩემს ოჯახში ნაქურდალი არ შემოსულა და არც შემოვა! – დაამატა წინააღმდეგობის გამომრიცხავი შეუვალობით.
არ ვიცი, როგორ და ძღვენი მომტანს უკან გაატანეს, კი...
ორმოცდარომელიღაც წელში ქურდებს რომ დაუარეს, ვის “უარყოფა” დააწერინეს, ვის ერთმანეთი ახოცინეს, ვინ გაასახლეს, ვინ მილიციასთან ათანამშრომლეს, მაშინ იპოვნეს ბაბუაჩემი გადასასვლელ ხიდზე, მკერდში ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობით, ცალი ლოყა ნაწვიმარ გუბეში ედო, თვალებში ხუთი წლის ბიჭის, თოფნაკრავი ნადირის და არშემდგარი პოეტის სევდა-გაკვირვება ჩარჩენოდა. გარშემო არც თივა და არც სხვა გვამები არ ეყარა...
ბებია ღამ-ღამობით ტიროდა. ცრემლს და ძმის სახელს უმალავდა შვილებს. ბიძაჩემები ისე დაიზარდნენ, ერთხელ არ უხსენებიათ უბანში “ეს სიცოცხლეშივე ლეგენდა”.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
“ჩემი ძმებისთვის” ეს ისტორია, რა თქმა უნდა, არ მომიყოლია. მინდოდა, კი. რას იზამ, მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო...
რომ მომეყოლა, ხომ არ ვიჯდებოდი სასტუმროს ჩაბნელებულ აბაზანაში ჩემს საყვარელ ზენიტთან ერთად...
ტყაპ! – კაფელზე პეიზაჟები. ტყაპ! – სარკეზე კბილებში ხანჯლებგაჩრილი და ჰაერში დაკიდული მოფარიკავეები. ტყაპ! – თბილი წყლის ბაკზე წამწამებაპრეხილი და წელში გამწყდარი ქართველი ქალები.
ცალკე, აბაზანაში “ჩემი ძმების” სურათები დატივტივებენ. “ლორდი”, რომელსაც დამშვიდობებისას სისხლით გავეფიცე, “ლედი” – რომელსაც თამაშით დაქანცული ბავშვივით ჩაეძინა და როცა “ლორდმა” ფრთხილად მიაფარა ზეწარი, “ცუდებო, რას მერჩოდით, რატომ მიმატოვეთო” – ჩაიბურტყუნა; “ბოლშოი”, რომელმაც თავისი ნოველების რვეული მათხოვა, გასაცნობად და შესაფასებლად, “შუსტრიაკა” – რომელმაც იმ საღამოსვე მომირბენინა ჩემი ფოტოაპარატი და მათ ნომერში გადაღებული ფირი...
დროდადრო სიბნელეში ხელებს ვაცეცებ და აპარატს ვეხები, ვამოწმებ, ადგილზეა თუ არა, ვეფერები...
რომ მომეყოლა, ნამდვილად არ დამიბრუნებდნენ, ასე არ არის?!
არა უშავს რა, სურათები გამოვიდა. ნეტა რედაქტორს თუ მოეწონება. აქ ბოლო რამდენიმე კადრი არ გადამიღია, ისე ამოვიღე ფირი. ხვალ ახალს ჩავდებ... აქ წითელი ზედმეტი მომივიდა, კომპოზიციაც დამერღვა... ეს საერთოდ გადასაგდებია...
როგორ მინდოდა მომეყოლა, როგორ მინდოდა...
ხვალ რომ ავდგები... ჯობს, თბილისში, ჩასვლის წინ... ავძვრები ავტობუსის სკამზე ხელში ჭიქით, ყველაფერს მოვყვები და დავამატებ:
– დიდ ბოდიშს მოვუხდი ყველა კრიმინალურ ავტორიტეტს, მე კი ბებიაჩემის ნათელ ხსოვნას დავუდგები-მეთქი ფეხზე!!!
წარმომიდგენია, რამხელა პირებს დააღებენ. უჰ, რა გადასაღებები იქნებიან! ლედი, ალბათ დაამთქნარებს... აი, “ლორდი” კი? რას იზამს ნეტავ “ლორდი”. შეიძლება ერთი მომიბრუნდეს და...
...გამომიჩინოს თავისი რკინისმკვნეტელი თეთრი კბილები და... გულიანი ღიმილით წყნარად მითხრას:
– ყველას თავის გაგებაში გაუმარჯოს, ვაჟკაცი ბებია გყოლიაო!
ეს ახლა ვაწყობ გეგმებს, თორემ არც ხვალ, არც ზეგ და არც ჩასვლისას ხმასაც არ ამოვიღებ. უცებ რომ მომიბრუნდეს და...
ღირს, ვითომ დანის დუმაზე გადატეხა?
ბედი არ გინდა! ასეთი ვაჟკაცი ბებია გყავდეს და მარტო სასიამოვნო მეცოსოპრანოთი გამოემგვანო.
ასე არ არის?!

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 11:14 pm

მაკა მიქელაძე

ჩიკი-ჩიკი

ჩიკი-ჩიკი- ჩხიკი-ჩხაკ,
პაპა ჩორკნის ჩიჩილაკს,
რაკ-რაკ, ტაკ-ტუკ, რაკი-რაკ,
_ ბებო რას ჭრიის? _ გოზინაყს.
_ ახალ თოვლზე, სუფთას,
დედა რას შლის? _ სუფრას.
ალაგებს და ალაგებს
ნაირ-ნაირს ნუგბარს,
_ რა გვაკლია? _ ჩიტის რძე
მამა ამბობს: – ვიყიდე.
_ მე დავანთებ სანთლებს,
სახლი ათინათდეს.
უხ-უხ-უხ, რა არი?!
მხიარულობს ბუხარი!
მივუცუცქდი ჩურჩხელებს,
სანამ დროა, უშველეთ.
ტკბილი კვერი, ქადა,
არ ვემდურით მადას.
ჩირიმ-ჩირიმ-ჩირიმ,
ჩამიჩი და ჩირი.
წკირიმ-წკარუნ-წკარე,
ვაწკრიალებთ ზარებს.
ჭიქებს გვივსებს მე და შენ
მაჭარი და ზედაშე.
თოვლს მოკვალავს მეკვლე
საბა, მათე, თეკლე,
გამოაღეთ კარი
სურვილების ზღვარი,
_ აქ რას ეძებ? ნაზუქებს,
თოვლის პაპის საჩუქრებს.
პაპა, პაპებს არ მეტყვი,
თოვლის პაპა რას ჩუქნის?
_ წელს მაჩუქა ჩუბუხი,
პაჭიჭებიც ფაფუკი,
მე მაჩუქეს წიგნი,
და თოჯინა დიდი.
მე – ნაქსოვი კაბა,
_ მეც მაჩვენე, სად გაქვს?
მყავს ახალი ცხენი,
მოსართავი შვენის.
მერე რა რომ ხისაა?
ცხრა მთას გადიჭენებს.
თეკლა, საბა, მათე,
გარეთ თეთრად ბარდნის.
გარეთ გადით, გარეთ,
ვერცხლი ფარავს მთვარეს.
ვარსკვლავების ციმციმით,
ცაზე შობა იცინის.


ცხენის ზღაპარი

ცუმპა-რამპა, ცუმპა-რამპა,
მოგიყვები ცხენის ზღაპარს:
გაცრეცილი ფეტრის ცხენი,
მომწვანო და ბრძენთაბრძენი,
გახლდათ ერთ დროს კოხტა შლაპა,
ამშვენებდა მელოტ პაპას.
განაცხადა ერთ დღეს პაპამ,
დაძველდაო ჩემი შლაპა,
მოიტანა ფუნჯი, წებო,
ნახერხი და ცოტა ბამბა.
მოიმარჯვა ძაფი, ნემსი,
მაკრატელიც აწკაპწკაპა.
ძალზე სწრაფად გაჩნდა ცხენი,
უფრო სწრაფად გაქრა შლაპა.
შევუძინეთ პაპას კეპი,
ცხენს დავარქვით ფეტრის `მეტრი~.
ვინაიდან პაპას თავში,
მიქრი-მოქრის, მოქრი- მიქრის,
ბევრზე-ბევრი საღი აზრი,
უფრო ბევრი ბრძნული ფიქრი,
ამიტომაც ფეტრის ცხენი,
გამოვიდა ბრძენთაბრძენი.
თუ ირწევა სავარძელში,
ბუხრის გვერდით თუ თვლემს პაპა,
პაპას ნაცვლად, ფეტრის `მეტრი~,
ახალ-ახალს ჰყვება ზღაპარს
ცუმპა რამპა, რამპა, რამპა…


თხუპნიები

იკამ, ნენემ, მარი-მურიმ,
მოითხვარეს ცხვირი მურით,
ალხოს, მალხოს, ჩიტმა გნახოს,
ჩამომსხდარან ბუხრის ახლოს.
სხედან მორთხმით, ფორთხვენ ოთხით,
ბუხრის მწმენდთა სადარები,
ხალიჩას და კედლებს შვენის
ფეხისგულთა ნაკვალევი.
იატაკზე დაუხატავთ:
მზე,მთვარე და ვარსკვლავები.
მალე მოვლენ უფროსები,
ნახეთ გულის გახარება!
იკას,ნენეს, მარი-მურის
გაუმართავთ ტაშ-ფანდური.
ხორუმი და განდაგანა,
თამაშობენ ზანგობანას.
იკა,ნენე,მარი-მური,
თქვენს მაგივრად მეწვის ყური.


რა ვაკეთოთ?

რა ხანია ვუცქერ გვანცას,
გვანცა ძერწავს აცა-ბაცა,
_ ეს რა არის? _ ვკითხე როცა,
გვანცამ ძლიერ გაიოცა:
_ რა არის და ცუდი ვაშლი,
_ ეს რა არის?
_ ცუდი ბავშვი,
ცუდი ხარი, ცუდი ცხვარი,
ცუდი, მრუდი მაცივარი,
ცუდი, დაღრეცილი კვახი,
ცუდი, დაბრეცილი სახლი,
ცუდი ტუმბოს ცუდი უჯრა,
დეიდები აჯღა-ბუჯღა,
ცუდი კაცის ცუდი გუდა,
ბიძიები აბდა-უბდა,
ცუდი სპილო, ცუდი თაგვი,
_ გვანცა, რამე ძერწე კარგი!
აღარ გვინდა დაჯღანული,
აღარ გვინდა აცა-ბაცა,
გვანცამ უფრო გაიოცა,
_ აბა, რა ვაკეთოთ?!
გვანცა?!

ბმული:
* http://libofund.blogspot.com/2010/08/blog-post_8908.html


sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 11:19 pm


GeolibTV
Published on Apr 1, 2013

მწერალი, მაკა მიქელაძე GeolibTV-ის მაყურებელს საკუთარ მოთხრობას უკითხავს.

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 11:24 pm


გამოქვეყნდა 6 ნოე. 2012-ში

საპატრიარქოს ტელევიზიის და "დიოგენეს" ერთობლივი პროექტი - "უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა". მწერალი - მაკა მიქელაძე

AUTHOR - SONIA QARTVELISHVILI
2012

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 11:28 pm


GeolibTV
Published on Jul 16, 2012

მწერალი მაკა მიქელაძე და პატარა ელენე ერთობლივ ლიტერატორულ გეგმებზე საუბრობენ.

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე EmptyFri Mar 08, 2019 11:29 pm


GeolibTV
Published on Mar 21, 2013

ქალბატონი მაკა მიქელაძე GeolibTV-ის მაყურებელს ერთი უცნაური ექსპერიმენტის შესახებ ესაუბრება და "მონოლოგი ლექსად" კითხულობს.

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




მაკა მიქელაძე Empty
PostSubject: Re: მაკა მიქელაძე   მაკა მიქელაძე Empty

Back to top Go down
 
მაკა მიქელაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: