არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 რიუნოსკე აკუტაგავა

Go down 
AuthorMessage
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 9:36 pm

რიუნოსკე აკუტაგავა Akutagawa_Ryunosuke_photo2
Ryūnosuke Akutagawa 芥川 龍之介

რიუნოსკე აკუტაგავა

რიუნოსკე აკუტაგავა (芥川 龍之介, მეტსახელად - 澄江堂主人 ჩოკოდო შუჯინ; დ. 1 მარტი, 1892, ტოკიო ― გ. 24 ივლისი, 1927, იქვე) — იაპონელი მწერალი, ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი. კომპოზიტორ იასუსი აკუტაგავას და დრამატურგ ხიროსი აკუტაგავას მამა. ცნობილია თავისი მოთხრობებითა და ნოველებით. 1935 წელს იაპონიაში დაწესდა აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული პრემია.


ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/რიუნოსკე_აკუტაგავა
* http://www.bu.org.ge/m860?lang=geo

study


Last edited by Christopher on Thu Mar 07, 2019 9:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 9:40 pm

რიუნოსკე აკუტაგავა

უსიერ ტყეში


დაკითხვაზე რა უთხრა ტყისმჭრელმა სასამართლოს მოხელეს

დიახ, ასე იყო. გვამი მე ვიპოვე. ამ დილით, ჩვეულებისამებრ, ტყეში ხეების საჭრელად რომ გახლდით, სწორედ მთის ძირას წავაწყდი მკვდარს. სახელდობრ სადა? იამასინასაკენ მიმავალი გზიდან დაახლოებით ოთხი-ხუთი ტიოს მოშორებით. ესაა უკაცრიელი ადგილი, სადაც ბამბუკი ხარობს, შიგადაშიგ ნორჩ კრიპტომერიებსაც შეხვდებით.

მოკლულს ღია ცისფერი სუიკანი ეცვა, გაცვეთილი ებოსი ეხურა, ქალაქელები რომ ატარებენ, ისეთი. გულაღმა იწვა. სხეულზე მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ შიგ გულში. გვამის გარშემო ბამბუკის ხმელი ფოთლები კინოვარით გაჟღენთილს ჰგავდა. არა, სისხლი უკვე აღარ სდიოდა, ეტყობოდა, ჭრილობა შედედებოდა. ჰო, აი კიდევ რა: ჭრილობაზე დასცხრომოდა კრაზანა, რომელიც სულაც არ დამფრთხალა ჩემს მიახლოებაზე.

ახლომახლო იყო თუ არა ხმალი, ან რამე ამისი მსგავსი? არა, იქ არაფერი მინახავს, მხოლოდ კრიპტომერიის ძირას, გვამთან ახლოს, თოკი ეგდო. და კიდევ… დიახ, დიახ, თოკს გარდა, იქვე სავარცხელსაც მოვკარი თვალი. ეს იყო და ეს, ეს ორად ორი ნივთი. გარშემო კი ბალახი და მოფენილი ფოთლები გვარიანად იყო მოჯეგილი. ჩანს, მოკლულს იოლად არ დაუთმია სიცოცხლე… რაო, იყო თუ არა ცხენი? აბა, რომელი ცხენი შეაღწევს იქ? ცხენის სავალი გზა ცოტა მოშორებითაა, იმ უსიერი ტყის გადაღმა.

დაკითხვაზე რა უთხრა მოხეტიალე ბერმა სასამართლოს მოხელეს
მოკლულს შევხვდი გუშინ. გუშინ… ასე, შუადღისას. სადა? სეკიამადან იამასინასაკენ მიმავალ გზაზე. ცხენზე ამხედრებული, ქალთან ერთად მიეშურებოდა სეკიამასაკენ. ქალს რიდეჩამოფარებული ფართოფარფლიანი ქუდი ეხურა, ასე რომ, სახე არ უჩანდა. თვალი მოვკარი მხოლოდ ჰაგას ყვავილით მოჩითულ მის აბრეშუმის კაბას. თაფლა ცხენს ფაფარი შეკრეჭილი ჰქონდა. რა სიმაღლის იყო? რაღაც ერთი ციდით თუ იქნებოდა ჩვეულებრივზე მაღალი… მე ბერი ვარ და, ასეთ რამეებში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი. მამაკაცს… ჰო, ხმალი ერტყა, ზურგზე კი მშვილდ-ისარი მოეგო. ახლაც თვალწინ მიდგას, შავად გალაქული კაპარჭიდან ოცამდე თავამოყოფილი ისარი. რას წარმოვიდგენდი, ასეთი ბედი თუ ეწეოდა. მართლაც რომ თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს, ან გაელვება. ოო, ენა ვერ იტყვის, რა სავალალოა ყოველივე ეს.


დაკითხვაზე რა უთხრა ჩაფარმა სასამართლოს მოხელეს

მე რომ კაცი შევიპყარი? ის ხომ სახელგანთქმული ავაზაკი ტაძემარუა. ხელი მაშინ ვტაცე, ცხენიდან გადმოვარდნილი, ავადაგუტისთან ქვის ხიდზე რომ ეგდო და კვნესოდა. როდის? გუშინ, საღამოს რვა საათზე. ამას წინათ კინაღამ შევიპყარი, მაშინ ისევ ის ლურჯი სუიკანი ეცვა და უკან, ქამარში ხმალი გაერჭო. ახლა კი, როგორც ხედავთ, მშვილდ-ისარიც აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ? ეს ხომ იმ მოკლულის მშვიდისარია! თქმა არ უნდა, მკვლელობა ტაძემარუს ჩადენილია. ტყავგადაკრული მშვილდი, შავად გალაქული კაპარჭი ქორისფრთიანი ჩვიდმეტი ისრით. მაშასადამე, ეს ყველაფერი მოკლულის საკუთრება იყო. ჰო, ცხენი როგორც თქვენ ბრძანეთ, თაფლა იყო, ფაფარშეჭრილი, ეტყობა, ასეთი ყოფილა ტაძემარუს ბედი _ ცხენს გადმოუდგია. ცხენი ხიდის ახლოს წიწკნიდა ბალახს, გრძელი სადავე მისთრევდა.

ეს ტაძემარუ, სხვა ავაზაკებისაგან განსხვავებით, რომლებიც დედაქალაქში დაეხეტებიან, ქალების ნამდვილი მუსუსია. გახსოვთ, შარშან მტაზე, ბინძურუს სადიდებელი აკიტორიბეს ტაძრის უკან მლოცველი ქალი რომ მოკლეს გოგონასთან ერთად? ჰო და, ლაპარაკობდნენ, ამაში ტაძემუას ხელი ურევიაო. ან ის ქალი სადაა, თაფლა ცხენით რომ მოდიოდა? ვთქვათ, მამაკაცი ტაძემუამ მოკლა, ქალი რა იქნა? არავინ იცის. ბოდიში, რომ საქმეში ვერევი, მაგრამ ესეც გამოსაძიებელია.


დაკითხვაზე რა უთხრა სასამართლოს მოხელეს მოხუცმა ქალმა

ეს სწორედ იმკაცის გვამია, ვისზედაც გათხოვილი იყო ჩემი ქალიშვილი. მაგრამ ის დედაქალაქიდან არ გახლავთ, სამურაია კოკუფუ და ვაკასადან. მისი სახელია კანაძავა ტაკეჰირო, ოცდაექვსი წლისაა. არა, მას არ შეეძლო ვინმეს წყენინება, მეტად თვინიერი იყო.

ჩემს ქალიშვილს მასაგო ჰქვია, ცხრამეტი წლისაა, თამამია, მამაკაცს არ ჩაუვარდება, ტაკეჰიროსთან შეხვედრამდე არავინ ჰყვარებია. შავგვრემანია, მოგრძო სახიანი, მარცხენა თვალის კუთხეში ხალი აქვს.

გუშინ ტაკეჰირო ჩემი ქლიშვილითურთ ვაკასასი გაემგზავრა. ნეტავი რა შევცოდეთ ღმერთს, რომ ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს! რა დაემართა ჩემს ქალიშვილს? სიძის ხვედრს, მართალია, შევურიგდი, მაგრამ ქალიშვილზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევს. დედაშვილობას, გევედრებით, ღვთის გულისათვის, დაძებნეთ ტყეებსა და ველებზე, იქნებ როგორმე მიაკვლიოთ ჩემს ქალიშვილს. რა ღვთის რისხვაა ეგ ავაზაკი ტაძემარუ, თუ რას ეძახიან! განა მარტო სიძე, ჩემი ქალიშვილიც ხომ… (ტირის, სიტყვა ვეღარ დაუძრავს).


ტაძემარუ აღიარებს

ეს კაცი მე მოვკალი. ქალი კი არ მომიკლავს. არც ის ვიცი, სად გაქრა. მომეშვით! რამდენიც უნდა მაწამოთ, რაც არ ვიცი, როგორ გითხრათ. ესეც არ იყოს, რაკი ჩავვარდი, გულახდილად ვაღიარებ ყველაფერს.

ამ კაცსა და მის ცოლს სამხრობისას შევხვდი. ქარმა ის იყო, აბრეშუმის საბურველი აუფრიალა და ერთი წამით გამოჩნდა იმ ქალის სახე. ერთი წამით გაიელვა და ისევ დაიმალა. და იქნებ სწორედ ამის გამოც მისი სახე ბოდისატვას ხატებად მომეჩვენა. მაშინვე გადავწყვიტე, დამემორჩილებინა ეს ქალი, თუნდაც ამისთვის მისი ქმრის მოკვლა დამჭირვებოდა. თქვენ ეს საშინელებად მიგაჩნიათ, არა? დიდი საქმე! კაცის მოკვლას რა უნდა! როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. მხოლოდ მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ, თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის მეშვეობით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვებით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი რჩება, მაგრამ ის თქვენი მოკლულია! და კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაულია უფრო მძიმე, თქვენი თუ ჩემი, _ ვინ იცის?! (ირონიული ღიმილი).

მაგრამ ისე არ გამიგოთ, თითქოს კაცის მოკვლა მიხაროდეს. სისხლის დაუღვრელად თუ დავიმორჩილე ქალი, ამას რა ჯობია? ამჯერად გადავწყვიტე, ქალს ისე დავუფლებოდი, მკვლელობა არ ჩამედინა. მაგრამ გზაზე, სადაც ხალხი მიდი-მოდის, ამას როგორ მოახერხებ! ამიტომაც მოვიფიქრე, როგორ შემეტყუებინა ისინი ტყის სიღრმეში.

ეს ადვილად შევძელი, თანამგზავრივით ავედევნე მათ და ვუამბე, მოპირდაპირე მხარეს მთაში ყორღანი გავთხარე, შიგ უამრავი სარკე და ხმალი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ტყეში დავფალი, რომ არავის ენახა, და თუკი მსურველს ვიპოვნი, იაფად მივყიდი ნებისმიერ ნივთს-მეთქი. ვატყობდი, მამაკაცი დავაინტერესე. აბა, რა გეგონათ! საშინელი რამაა სიხარბე. ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ცხენი მოაბრუნეს და ჩემთან ერთად დაადგნენ მთის ბილიკს.

ტყეს რომ მივადექით, ვუთხარი, ის ნივთები უსიერი ტყის სიღრმეში მაქვს ჩაფლული-მეთქი, და შევთავაზე, წამომყოლოდნენ სანახავად. მამაკაცს სიხარბემ სძლია და, რასაკვირველია, უარი არ უთქვამს. ქალმა კი არც ცხენიდან ჩამოსვლა მოისურვა, არც წამოყოლა. თქვა, მე აქ მოგიცდითო. მისი ასეთი გადაწყვეტილება უთუოდ წინდახედულებით იყო ნაკარნახევი. ხედავდა, რომ ტყე გაუვალი იყო. მაინც ყველაფერი ისე მოეწყო, უკეთესად რომ არ შეიძლებოდა. მე შევუძეხი მამაკაცს ტყის სიღრმეში, ქალი კი მარტო დავტოვეთ.

ტყის განაპირას მხოლოდ ბამბუკი ხარობდა. შემდეგ კრიპტომერიებიც გვხვდებოდა. ჩემი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვნიდი. გზადაგზა ტოტებს აქეთ-იქით ვწევდი, გზას ვიკაფავდი, და თან კაცს ვარწმუნებდი, განძი კრიპტომერიების ძირასა მაქვს ჩაფლული-მეთქი. მამაკაცი მისმენდა და იქით მიიჩქაროდა, სადაც კრიპტომერიათა წერწეტა ზროები ჩანდა. ბამბუკი იშვიათად გვხვდებოდა. ჩვენს გარშემო კრიპტომერიები შემოჯარულიყვნენ. და აი, აქ მოულოდნელად დავესხი თავს ჩემს მსხვერპლს და მიწას დავენარცხე. თვალის დახამხამებაში ის უკვე ხეზე მიკრული აღმოჩნდა. თოკი? სად გინახავთ ყაჩაღი უთოკოდ. თოკი წელზე მერტყა. ყოველ წუთს შეიძლებოდა დამჭირვებოდა მესერზე გადასასვლელად. ცხადია, კაცს დაყვირება არ შეეძლო. პირი ბამბუკის ჩამოცვენილი ფოთლებით გამოვუტენე. რაღას დააწყობდა?

მერე დავბრუნდი ქალთან და ვუთხარი, შენი თანამგზავრი თავს შეუძლოდ გრძნობს, წამოდი, გაიგე, რა დაემართა-მეთქი. რაღა თქმა უნდა, ამჯერადაც ჩემსას მივაღწიე, ქალმა მოიხადა თავისი ფართოფარფლებიანი ქუდი, ჩამჭიდა ხელი და ტყის სიღრმეში შემყვა. მივედით იქ, სადაც მისი ქმარი ხეზე თოკით იყო მიბმული. ქმარი ამ დღეში დაინახა თუ არა, უბიდან პატარა ხანჯალი დააძრო. არასოდეს შემხვედრია ასეთი თავზეხელაღებული, მამაცი ქალი. რომ არ მემარჯვა, უეჭველად გამომფაშავდა. პირველი შემოტევა ავიცილე, მაგრამ ქალი გააფთრებით იქნევდა ხანჯალს. მაგრამ ტყუილადა ვარ ტაძემარუ? ხმლისათვის ხელი არ მიხლია, ისე გავაგდებინე ხანჯალი. უიარაღოდ კი, უმამაცესი ქალიც ვერაფერს გააწყობს. და ბოლოს წადილი ავისრულე _ ქალი ისე დავიმორჩილე, რომ ქმარი არ მომიკლავს.

დიახ, ცოცხალი დავტოვე. მე ამის შემდეგაც არ განმიზრახავს მისი მოკვლა. მაგრამ წასვლა რომ დავაპირე, აქამდე მიწას გართხმული, თვალცრემლიანი ქალი უცებ გიჟივით ზეზე წამოიჭრა, სახელოში ჩამაფრინდა და გულამომჯდარმა იყვირა: “ან შენ უნდა მოკვდე, ამ ჩემი ქმარი!.. თქვენ შორის ერთ-ერთი უნდა მოკვდეს… ორი მამაკაცის წინაშე ასეთ შერცხვენას სიკვდილი მიჯობს. ერთ-ერთი თქვენთაგანი უნდა მოკვდეს… მე კი მას გავყვები, ვინც ცოცხალი დარცება”, და აი, სწორედ მაშინ გადავწყვიტე იმ კაცის მოკვლა. (ნაღვლიანი აღელვებით).

როცა ყოველივე გიამბეთ, ალბათ მუხანათ ადამიანად მიმიჩნიეთ. კი, ასე გეჩვენებათ, რადგან თქვენ არ გინახავთ იმ ქალის სახე, არ გინახავთ მისი ანთებული მზერა. როდესაც თვალი თვალში გავუყარე, ერთბაშად ამიტანა სურვილმა, ჩემი ცოლი გამხდარიყო, თუნდაც ამისათვის ცის რისხვა დამტყდომოდა თავს და იქვე სული გამეცხო. ცოლად უნდა შემერთო ქალი, _ მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში. არა, ეს არ იყო ავხორცობით ნაკარნახევი, როგორც შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ. მარტო ავხორცობის ჟინით რომ ყოფილიყო ეს აღძრული, გეფიცებით, ჭიტლაყს ამოვკრავდი და გავეცლებოდი. მაშინ არც იმ მამაკაცს მოუწევდა თავისი სისხლით ჩემი ხმლის შეღებვა. მაგრამ იმ წამს, როცა ტყის ბინდბუნდში ქალის სახეს კარგად დავაკვირდი, უმალ გადავწყვიტე, რომ აქედან ფეხს არ მოვიცვლიდი, სანამ კაცს არ მოვკლავდი.

მაგრამ არ მინდოდა ვერაგულად მომეკლა. თუკი შევხსენი და ვუთხარი, ერთმანეთს ხმალდახმალ შევებრძოლოთ-მეთქი. ხის ფესვებთან რომ თოკი იპოვეს, ჩემი დაგდებული იყო. სახეშეშლილმა კაცმა ელვის უსწრაფესად იშიშვლა თავისი მძიმე ხმალი და მეძგერა. რა საჭიროა იმის მოყოლა, თუ რით გათავდა ის ბრძოლა. ოცდამესამე მოქნევაზე გავუპე მკერდი. დაიმახსოვრეთ _ ოცდამესამე მოქნევაზე გავუპე მკერდი. დაიმახსოვრეთ _ ოცდამესამე მოქნევაზე! აქამდე მიკვირს: მთელ ქვეყნიერებაზე მხოლოდ მან გამიძლო ამდენ ხანს _ ოცჯერ გადამიჯვარედინდა ხმალი (მხიარული ღიმილი).

როგორც კი დაეცა, ხმაგასისხლიანებული მივბრუნდი ქალისაკენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ის აღარსად ჩანდა. დავიწყე ძებნა ტყეში, მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენი. ტყის მყუდროებას მხოლოდ სულთმობრძვავის ხროტინი არღვევდა.

ალბათ, როცა ჩვენ ხმალდახმალ ვებრძოდით ერთმანეთს, ქალმა დრო იხელთა და ტყიდან გაიქცა, იქნებ უნდოდა საშველად ვინმესთვის ეხმო. როგორც კი ამ აზრმა გამიელვა, მივხვდი, საფრთხეში ვიყავი. ავართვი მოკლულს ხმალი, მშვილდი, ისრები და გავედი ბილიკზე. იქ წინანდებურად წიწკნიდა ბალახს იმ ქალის ცხენი. იმაზე ლაპარაკი, თუ რა მოხდა შემდეგ, ლაყბობა იქნება და მეტი არაფერი. მხოლოდ, აი, რა: დედაქალაქში შესვლის წინ ის ხმალი უკვე თან აღარ მქონდა. ესაა მთელი ჩემი აღსარება. ახლა რაც გინდათ, ის მიყავით, როგორც გინდათ, ისე დამსაჯეთ. აკი ვიცოდი, როდისმე ამ ჩემს გოგრას სარზე წამოაგებდნენ. (გამომწვევი მზერა).


რა თქვა ქალმა აღსარებაზე კიემიძუს ტაძარში

მე რომ დამიმორჩილა, ის ლურჯსამოსიანი კაცი გაბაწრულ ჩემს ქმარს მიუბრუნდა და ერთი დამცინავად გადაიხარხარა. რა ძნელი ასატანი იყო ალბათ ეს ჩემი ქმრისათვის! მაგრამ, რაც მეტად ცდილობდა თავის დახსნას, მით უფრო ღრმად ეჭდობოდა ხორცში ისედაც მჭიდროდ შემოჭერილი თოკი. მე უნებლიეთ გავიწიე მისკენ, არა, დავაპირე, მაგრამ, იმ კაცმა პანღურით უმალ მიწას დამანარცხა და, სწორედ მაშინ მოხდა ყველაფერი. სწორედ ამ დროს ქმრის თვალებში მე შევნიშნე რაღაც უცნაური ელვარება, აუწერელი… ახლაც კი მზარავს იმ გამოხედვის გახსენება, სიტყვის წარმოთქმის უნარი მეცლება. ქმრის იმ ერთ გამოხედვაში მთელი მისი სული გადმოიღვა. თუმცა მის თვალებში ვერ ამოკითხავდით გულისწყრომას ან ტანჯვას, ისინი ჩემდამი უსაზღვრო სიძულვილით ელავდნენ. აი, რას გამოხატავდნენ მისი თვალები. ამ საშინელი გამოხედვით შეძრწუნებულს კივილი აღმოხდა და ცნობაც დავკარგე.

გონს რომ მოვედი, ის ლურჯსამოსიანი მამაკაცი იქ აღარ იყო. ჩემი ქმარი ისევ ხეზე იყო მიბმული. ძლივს ავითრიე წელი და სახეზე ჩავაშტერდი. გამომეტყველება ოდნავაც არ შეცვლოდა. თვალთაგან წინანდებუარდ აფრქვევდა იდუმალ ზიზღსა და სიძულვილს. არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, რა ვიგრძენი მაშინ… სირცხვილიც, სევდაც, გულისწყრომაც… ძლივს წამოვდექი და ქმართან მივედი.

“მისმენეთ! იმის შემდეგ, რაც მოხდა, არ შემიძლია თქვენთან დარჩენა. გადავწყვიტე, თავი მოვიკლა, მაგრამ… მაგრამ თქვენც უნდა მოკვდეთ. თქვენ ჩემი შერცხვენის მოწმე გახდით. ამის შემდეგ არ შემიძლია ცოცხალი დაგტოვოთ”. აი, რა ვუთხარი, გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვუთხარი. ქმარი კი ისევ ზიზღით მიცქერდა. გული გასკდომაზე მქონდა და ამაოდ ვლამობდი მღელვარება დამეოკებინა. მის ხმალს დავუწყე ძებნა, მაგრამ იმ ყაჩაღს ყველაფერი გაეტაცა, არათუ ხმალი, მშვილდი და ისრებიც აღარსად იყო. საბედნიეროდ, ხანჯალი ეგდო ჩემს ფერხთით. მაღლა შევმართე ის ხანჯალი და ქმარი გავაფრთხილე: ახლა მოგკლავთ, და მეც უმალ თან გამოგყვებით-მეთქი.

ქმარმა ჩემი ნათქვამი რომ გაიგონა, თავს ძალა დაატანა და მხოლოდ ტუჩები შეანძრია. რა თქმა უნდა, ხმის ამოღება არ შეეძლო, პირი ბამბუკის ფოთლებით ჰქონდა გამოტენილი. მაგრამ როდესაც მისი ტუჩების მოძრაობას დავაკვირდი, მივუხვდი ზიზღით ნათქვამს _ “მომკალი”. გონებადაკარგულმა ღრმად ვაძგერე ხანჯალი ღია ცისფერი სამოსით დაფაულ მკერდში. ალბათ იმ წუთას ისევ დავკარგე გრძნობა. გონს რომ მოვედი, მივიხედ-მოვიხედე. ქმარი ისევ იმ მდგომარეობაში იყო უძრავად, უკვე აღარ სუნთქვადა. გაფითრებულ სახეზე ბამბუკის ღეროებში ჩახლართული კრიპტომერიის ტოტებიდან და ფოთლებიდან გამოღწეული, ჩამავალი მზის შუქი დაჰფენოდა. ქვითინს ძლივს ვიკავებდი. შევხსენი გვამს თოკი და, შემდეგ რა დამემართა, ამის თქმის ძალა არ შემწევს. რა არ ვიღონე, მაგრამ თავის მოკვლა ვერ შევძელი. ჯერ ხანჯალი მივიბჯინე ყელზე, მერე მთის ძირას, ტბაში თავის დახრჩობა ვცადე… მაგრამ ხომ ხედავთ, ცოცხალი ვარ და ამით ვერ ვიამაყებ. (სევდიანი ღიმილი). ეტყობა, მოწყალების ქალღმერთი არარაობად მთვლის და აკი ზურგიც შემაქცია. ახლა რაღა ვქნა ჩემი ქმრის მკვლელმა, ყაჩაღისაგან ნამუსახდილმა. რა ვიღონო, რა? მე… მე… (მოულოდნელი, სასოწარკვეთილი ქვითინი).



რა თქვა მოკლულის სულმა წინასწარმეტყველი ქალის პირით

ჩემი ცოლის დამორჩილების შემდეგ ყაჩაღი გვერდით მიუჯდა მას და დაუწყო ნუგეშისცემა. მე, რა თქმა უნდა, პირი ბამბუკის ფოთლებით მქონდა გამოტენილი და ხეზე მაგრად ვიყავი თოკით მიბმული, მაგრამ წამდაუწუმ ვანიშნებდი თვალით ცოლს, არ დაუჯერო, რასაც გეუბნება, სულ სყუილია-მეთქი. მაგრამ ცოლი დამწუხრებული იჯდა ძირს მოფენილ ფოთლებზე და თავს მაღლა არ სწევდა, ერთთავად თავის საკუთარ მუხლებს დასცქეროდა. ღმერთმანი, კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ის ყურადღებით უსმენდა ავაზაკს. ეჭვი მტანჯავდა და უმწეოდ ვიკლაკნებოდი. ყაჩაღი კი მაცდური სიტყვებით ლამობდა ჩემი ცოლის დაყოლიებას. ნამუსახდილია, სულ ერთია, ქმარს ვეღარ შეეგუები, ქმართან ასეთ მდგომარეობაში ყოფნას არა სჯობია, ყაჩაღს გამომყვე ცოლადო? ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ დანახვისთანავე შემიყვარდიო… აი სადამდე მივიდა მისი უნამოსუბა!

ბოლოს ცოლმა ასწია თავი. სახეზე ნაღველი ეხატა. იგი ასეთი ლამაზი არასოდეს მენახა! მაგრამ იცით, რა უთხრა იმ ავაზაკს ჩემმა ტურფა ცოლმა, როცა მის გვერდით გახლდით შებოჭილი? მე ახლა, მართალია, არყოფნაში ვარ გადასახლებული, მაგრამ ყოველთვის, როცა კი მისი პასუხი გამახსენდება, ბრაზი მახრჩობს. აი, რა თქვა ჩემმა ცოლმა: _ “ჰოდა, წამიყვანეთ, სადაც გენებოთ”. (ხანგრძლივი დუმილი).

მაგრამ ცოლის დანაშაული განა მხოლოდ ეს არის. მარტო ამის გულისათვის მე, ალბათ, წყვდიადში მოხეტიალე, აგრეგირად არ გავიტანჯებოდი. აი რა მოხდა: ცოლი ისე გაჰყვა ავაზაკს ხელჩაკიდებული, თითქოს სიზმარშიაო; და ის იყო ტყიდან უნდა გასულიყო, რომ ერთბაშად მკვდრის ფერმა გადაუარა სახეზე, ყაჩაღს მიუბრუნდა და ჩემზე უთხრა: “მოკალი! არ შემიძლია თქვენთან ყოფნა, სანამ ის ცოცხალია!..” მერე შეშლილივით, რამდენჯერმე საზარლად ამოიკივლა: “მოკალი!” ეს სიტყვები ახლაც ქარიშხალივით მიმაქროლებს წყვდიადის ჯურღმულებისაკენ. განა ოდესმე ადამიანის ბაგეს დასდენია ამაზე უფრო შემზარავი სიტყვები? განა ოდესმე ადამიანის ყურს სმენია ასეთი სიბილწე? განა ოდესმე… (უეცარი, გესლიანი ხარხარი). მისი სიტყვების გაგონებაზე ავაზაკიც კი გაფითრდა. “მოკალი!” _ გაჰკიოდა ცოლი და თან მკლავებზე ებღაუჭებოდა. ავაზაკმა თვალი გაუშტერა ქალს, მაგრამ არც “ჰო” უთქვამს, არც “არა”, და უცებ წიხლის კვრით მიაგდო ჩამოცვენილ ფოთლებზე. (კვლავ გესლიანი ხარხარი). გულხელდაკრეფილი ავაზაკი ახლა ჩემკენ მბრუნდა: “რა ვუყოთ ამ ქალს? მოვკლათ, თუ ვაპატიოთ? პასუხად თავი დამიქნიეთ. მოვკლათ?” მარტო ამ სიტყვებისათვის მზადა ვარ იმ ავაზაკს ყველაფერი შევუნდო. (კვლავ ხანგრძლივი დუმილი).

სანამ პასუხს ვაყოვნებდი, ცოლმა ერთი შეჰკივლა და ტყის სიღრმეში მიიმალა. ავაზაკი უმალ დაედევნა, მაგრამ ეტყობა, ვერ მოასწრო ხელი ეტაცა მისთვის, თუნდაც სახელოში. თავი სიზმარში მეგონა.

როცა ცოლი გაიქცა, ყაჩაღმა აიღო ჩემი ხმალი, მშვილდი, ისრები, მერე ერთგან გადამიჭრა თოკი. მახსოვს, სანამ ტყეში გაუჩინარდებოდა, როგორ ჩაილაპარაკა თავისთვის: “ახლა კი დროა, ჩემს თავზედაც ვიფიქრო”.

როცა ის წავიდა, ირგვლივ სიჩუმე გამეფდა. არა, ყოველგან არა, სადღაც ახლოს კვლავ ისმოდა ვიღაცის ქვითინი. თოკს რომ ვიხსნიდი, დავაყურადე და მივხვდი, ეს მე ვქვითინებდი. (კვლავ ხანგრძლივი დუმილი).

ბოლოს ძლივს მოვაცილე ხეს ჩემი გატანჯული სხეული. უცებ თვალი მომჭრა ხანჯლის ელვარებამ, რომელიც ცოლს დაკარგოდა და ახლა ჩემ წინ ეგდო. ავიღე ხანჯალი და ერთი მოქნევით დავიკარ გულში. სისხლი ყელში მომაწვა, მაგრამ ტკივილი არ მიგრძვნია. როცა მკერდში სიცივე ჩამიდგა, ირგვლივ კიდევ უფრო მეტი მყუდროება ჩამოწვა. ო, რა მყუდროება იყო! აქ, ამ ტყეში ახლა ერთი ჩიტიც კი არ გალობდა. მხოლოდ კრიპტომერიისა და ბამბუკის ზროებს ავარაყებდა ჩამავალი მზის სევდისმომგვრელი შუქი. ჩამავალი მზისა… მაგრამ ისიც სულ უფრო და უფრო მიილია. მალე გაუჩინარდა ყველაფერი _ ხეებიც, ბამბუკიც და მეც, მიწაზე გართხმული, გავეხვიე ამ სამარისებრი მყუდროების სუდარაში.

სწორედ ამ დროს, ვიღაც ფეხაკრეფით მოიპარა ჩემთან. მინდოდა შემეხედა, ვინ იყო, მაგრამ ირგვლივ ბინდი ჩამომდგარიყო. და ვიღაც… ამ ვიღაცამ უხილავი ხელით ფრთხილად ამომაჩრო გულში ჩარჭობილი ხანჯალი. იმწამსვე პირი კვლავ ამივსო თქრიალით წამოსულმა სისხლმა. ამის შემდეგ საუკუნოდ მშთანთქა არყოფნის წყვდიადმა.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 9:43 pm

რიუნოსკე აკუტაგავა

რასიომონის კარიბჭე

ეს ამბავი ასე მოხდა: ერთხელ, საღამოს პირზე, ვინმე მსახური რასიომონის კარიბჭის ქვეშ წვიმას შეჰფარვოდა და გადადარებას უცდიდა.

ფართო კარიბჭეში არავინ იყო მის გარდა. მარტო ერთი ჭრიჭინა იჯდა მსხვილ, მრგვალ სვეტზე, ალაგ-ალაგ რომ გადასცლოდა წითელი ლაქი. რაკი რასიომონის კარიბჭე სუძაკუს ხალხმრავალ ქუჩაზეა აღმართული, მის ქვშ იტიმეგასათი თუ მომიებოსით თავშემკულ ბარე რამდენიმე ქალსა და ჯეელ კაცს შეეძლო წვიმაში გადაყუდება. არადა, მსახურის მეტი არავინ იყო.

ეს იმით აიხსნებოდა, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში კიოტოს ზედიზედ თავს დაატყდა ათასი უბედურება: ხან მიწისძვრა, ხან გრიგალი, ხან ხანძარი, ხან შიმშილობა. ჰოდა, უჩვეულოდ დაცარიელდა დედაქალაქი. ძველი მატეანენი მოგვითხრობენ, საქმე იქამდე მივიდა, ბუდას ქანდაკებებსა და სატაძრო ავეჯეულობას დაუწყეს მტვრევა და გზის პირებში შეშად იყიდებოდა გალაქული, ოქროცურვილი ავეჯის ნალეწიო. აი, ასეთი ამბები ტრიალებდა დედაქალაქში. ამიტომ, რასაკვირველია, არც რასიომონის კარიბჭის მისახედავად აიტკივებდა თავს ვინმე და, რახან ასე უპატრონოდ იყო მიგდებული, შიგ მელიებმა და მაჩვებმა დაიბუდეს. ქურდებმაც დაიდეს ბინა. ბოლოს ხალხმა გაუპატიოსნებელი მკვდრების მოტანა და დაყრაც დაიწყო. და როცა მზე თვალს მიეფარებოდა, ისე შემზარავი ხდებოდა აქაურობა, ძეხორციელი ვერ ბედავდა კარიბჭესთან მიახლოებას. სამაგიეროდ, საიდანღაც აურაცხელი ყვავი იყრიდა თავს. დღისით ყრანტალით ბოინობდნენ სახურავის ბოლოებაპრეხილი თავხეების ზეგარდმო. შებინდებისას, როცა კარიბჭეს ალისფერი დაფიონი დაადგებოდა, ფრინველები ისე მკაფიოდ ირჩეოდნენ ცის კაბადონზე, თითქოს ქუნჯუთის მარცვალი მიმობნეულაო. ყვავები, ცხადია, გვამების საკორტნად აკითხავდნენ ზემო იარუსს. თუმცაღა ახლა ერთიც არა ჩანდა, ალბათ იმიტომ, რომ გვიანი ჟამი იდგა. მხოლოდ ქვის ნახევრადჩამოშლილ საფეხურებს – ბზარებში მაღალი ბალახი რომ ამოზრდოდა – აქა-იქ თეთრად აჩნდა გამხმარი სკინტლი. სულ ზემო, მეშვიდე საფეხურზე ჩამომჯდარი, ცისფერი სუფთა ტანსაცმლით მოსილი მსახური დროდადრო ხელს ჰკიდებდა და ისინჯავდა მარჯვენა ღაწვზე ამოძგიბულ ძირმაგარას, თან უაზროდ მისჩერებოდა წვიმას.

ავტორმა ზემოთ გვაუწყა, მსახური გადადარებას უცდიდაო. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, წვიმას თუნდაც გადაეღო, მსახურს არსად ჰქონდა წასასვლელი. ჩვეულებრივი დროება ყოფილიყო, ცხადია, ადგებოდა და თავის ბატონს მიუბრუნდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეა დაითხოვა იგი ბატონმა. უკვე ითქვა, კიოტო იმ დროს უჩვეულოდ იყო დაცარიელებულიო. ჰოდა, ის ამბავი, რომ ბატონმა დაითხოვა მასთან წლების განმავლობაში ნამსახური კაცი, ერთი კერძო გამოვლინება იყო საყოველთაო ჭირისა. ამიტომ, იქნებ უფრო მართებული ყოფილიყო, იმის ნაცვლად, მსახური გადადარებას უცდიდაო, ასე გვეთქვა: «წვიმისაგან კარიბჭეში შედევნილი მსახური წაწყმედილივით იჯდა და არ იცოდა, თავი რა წყალისთვის მიეცა». აქეთ კიდევ, ამინდიც ხელს უწყობდა ამ ხეიანისდროინდელი მსახურის უგუნებობას. წვიმა მაიმუნის საათის მიწურულს დაიწყო, მას შემდეგ დიოდა და ოდნავადაც არ ეტყობოდა, გადაღებას თუ დაადგებოდა საშველი. ჰოდა, მსახურიც, რომ არ უსმენდა და მაინც ისმენდა სუძაკუს ქუჩაზე დამდიმარე წყლის თქრიალს, ისევ და ისევ ართავდა უთავბოლო ფიქრებს, ცდილობდა გადაეწყვიტა, როგორ ჩაექნია ხელი ყველაფერზე და როგორ გაეტანა თავი თუნდაც მარტო სახვალიოდ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – როგორ მოეგვარებინა ის, რაიც არასგზით გვარდებოდა.

წვიმა გაბმული შრიალით მოიწევდა შორეთიდან და გარს ეხვეოდა კარიბჭეს. ბინდი დაბლა და დაბლა სწევდა ზეცას – კაცს, ზეამხედველს ასე მოეჩვენებოდა, კარიბჭის კრამიტიანი სახურავის კიდე ბიჯგად შესდგომია მძიმე, შავ ღრუბლებსო.

იმის მოსაგვარებლად, რაც არასგზით გვარდებოდა, მსახურს არ სჭირდებოდა საშუალებათა რჩევა. საქმე თუ ამაზე მიდგებოდა, არსებითად, ერთადერთი გზა ჰქონდა – შიმშილით უნდა მომკვდარიყო სადმე, ღობის ძირას ან ქუჩაში. მერე მის გვამს აქ, კარიბჭის ზემო იარუსზე ამოიტანდნენ და ძაღლივით მიაგდებდნენ. ხოლო რჩევას თუკი არ დაიწყებდა... მსახურმა ფიქრით უკვე რამდენჯერმე განვლო ეს გზა და სულ ერთსა და იმავეს მიადგა. ეს «თუკი» იყო. მსახურს დასაშვებად მიაჩნდა, არ დაეწყო იწილო-ბიწილო და ნებისმიერი საშუალება ესინჯა, მაგრამ ვერა და ვერ გაბედა იმის აღიარება, რაც ამ «თუკის» ბუნებრივად მოსდევდა: ეწადა თუ არ ეწადა, ერთი სახსარიღა იყო, – ქურდობა უნდა ეკისრა.

მსახურმა მაგრად დააცხიკა და უილაჯოდ წამოიმართა. კიოტოში ახალ საღამოს სიგრილე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისე ციოდა, ღუმელი მოენატრებოდა კაცს. კარიბჭის სვეტებში თავისუფლად დასეირნობდა ქარი და სიბნელე. ის წეღანდელი ჭრიჭინა, წითლად გალაქულ სვეტზე მიმჯდარი, უკვე სადღაც მიმალულიყო.

მსახურს ყვითელი, უსახელო ჯუბა ეცვა და ზემოდან ცისფერი კიმონო ჰქონდა მოსხმული. ასწურა კიმონოში გახვეული ბეჭები, თავი მხრებში ჩარგო და მიმოიხედა: ადგილი თუ ვნახე, საცა წვიმასაც შევეფარები და არც ვინმე დამინახავს, კი ღირს აქ გავათიო და ერთი გემოზე გამოვიძინოო, გაიფიქრა. იღბლად, მაშინვე შენიშნა კარიბჭის ზემოთ, კოშკში ამავალი ფართო კიბე, წითლადვე გალაქული. თუკი იყო ზემოთ, უპატრონო მკვდარიღა იქნებოდა. მსახურმა გვერდზე ჩამოკიდებულ მახვილზე მოივლო ხელი, რათა ქარქაშიდან არ ამოვარდნოდა და ძირა საფეხურს ააბიჯა წნულ ხამლში ჩადგმული ფეხი.

რამდენიმე წუთი გავიდა. მაღლა, რასიომონის კარიბჭის კოშკში ამავალი ფართო კიბის შუაწელზე, კატასავით მოკუნტული და სუნთქვაშეკრული ვიღაც სულიერი ზემო სართულს ზვერავდა. კოშკიდან ჩამოწვერილი სინათლე მკრთალად უშუქებდა მარჯვენა ლოყას. სწორედ იმ ლოყას, რომელზედაც მოკლე ჯაგარში წითლად ამოღუებული თელგამიანი მუწუკი აჩნდა. თავდაპირველად მსახურს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ზევით არავინ იყო გვამების გარდა. მაგრამ ორი-სამი საფეხური რომ აიარა, დაატყო, ვიღაც დადიოდა იქ, სანთელს დააბორიალებდა. ეს მაშინვე თვალში ეცემოდა კაცს, რადგან აბლაბუდით კუთხეებმობლარგნილ ჭერზე მკრთალი, ყვითელი ათინათი დაფარფატებდა. რაღაც ამბავი იყო, რასიომონის კარიბჭის კოშკში ამ დელგმიან საღამოს ტყუილუბრალოდ არ ენთებოდა ის სანთელი.

მსახურმა ხვლიკივით უჩუმრად იწყო ასვლა, ბოლოს ლამის ცოცვით აიპარა ზემო საფეხურამდე. აქ, რამდენადაც შესაძლებელი იყო, მთელი ტანით გაეკრა კიბეს და, რაც კი შეეძლო წაიგრძელა კისერი, ფრთხილად შეიხედა შიგნით.

ხმები როგორც დადიოდა, კოშკში მართლაც ჭერეხივით ეყარა გვამები, მაგრამ რაკიღა სინათლე დიდად არ აშუქებდა იქაურობას, მსახურმა ვერ გაარკვია, მაინც რამდენი გვამი იქნებოდა. ერთადერთი, რაც ბუნდოვნად გაარჩია ამ დომხალში, ის იყო, რომ ზოგ მკვდარს ტანსაცმელი ეცვა და ზოგიც ტიტველი ეგდო. რასაკვირველია, მამაკაცები და დედაკაცები განურჩევლად აღრეულიყო ერთმანეთში. მიყრილ-მოყრილიყვნენ იატაკზე, პირები ღიად დარჩენოდათ, თიხის თოჯინებივით

გაეჩაჩხათ ხელები. მათი შემხედვარე კიდეც დაეჭვდებოდა, ნეტა ოდესმე ცოცხალი ადამიანები თუ იყვნენ ესენიო. მკრთალი სინათლე სხეულთა გამობურცულ ნაწილებს აშუქებდა მხოლოდ, მხრებსა თუ მკერდებს, რის გამოც ჩაღრმავებებში ჩრდილები კიდევ უფრო ბნელი ჩანდა. იწვნენ დამუნჯებულები, სამარადისოდ დადუმებულნი.

მსახურს მკვდართა სიმყრალე ეცა და უნებლიეთ ცხვირზე ააფარებინა ხელი. მაგრამ წამიც და, ისე შესძრა უჩვეულო სანახავმა, ცხვირზე ხელის მიფარება ხომ დაავიწყდა და დაავიწყდა, ლამის ყნოსვის უნარიც დაკარგა.

მხოლოდ ამ წამს გაიცხადა მისმა მზერამ გვამებზე დაყუნცული სხეული. თმაჭაღარა დედაბერი იყო, გაჩხინკული, ცქრანტი, მაიმუნისდარი. კიმონო ეცვა ხინოკის ქერქის ფერისა, მარჯვენა ხელში ფიჭვის აპრიალებული კვარი ეჭირა და ერთ-ერთი მიცვალებულის სახეს თვალჩაციებით დასცქეროდა. გრძელი თმა მიანიშნებდა, რომ ქალის გვამი უნდა ყოფილიყო.

შიშითა და ცნობისწადილით ატანილ მსახურს თითქოს სუნთქვაც კი დაავიწყდა. მემატიანის ძველი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, იგრძნო, როგორ «ებურცებოდა თავზე კანი». სანამ მსახური აქეთ ამ დღეში იყო, დედაბერმა იატაკის ღრიჭოში ჩაამაგრა კვარი, ორივე ხელი იმ ამოჩემებული მიცვალებულის თავისკენ წაიღო და სწორედ მაიმუნივით, შვილს რომ თავში ტილებს უხილავს ხოლმე, ქალის გრძელ თმას ღერ-ღერად დაუწყო პუტვა. ეტყობა, თმის ღერებიც ადვილად ჰყვებოდა ამ ქიჩმაჩობას.

იმისდაკვალად, რაც მეტ ღერ თმას დააძრობდა გვამს დედაბერი, ცოტცოტაობით ცხრებოდა მსახურის გულში ჩაბუდებული შიში. იმავე დროს, თანდათან უმძაფრდებოდა დედაბრისადმი ზიზღი. არა, «დედაბრისადმი» ალბათ ვერაა სავსებით მართებული თქმა. უფრო სწორად, მსახურს წამიდან წამზე უძლიერდებოდა ზიზღი საერთოდ ყოველგვარი ბოროტებისადმი. ახლა ვინმეს ერთხელაც რომ მიეცა იგივე კითხვა, რაზედაც თავად ფიქრობდა ქვემოთ, კარიბჭის კიბეზე მჯდომი – შიმშილით მომკვდარიყო თუ ქურდობა ეკისრა – უეჭცველად წამითაც არ იორჭოფებდა და შიმშილით სიკვდილს ირჩევდა. ავკაცობისადი სიძულვილი ისე ძალუმად აუბრიალდა გულში, როგორც იატაკში ჩარჭმული აი, ეს კვარი ბრიალებდა.

მსახური, რასაკვირველია, ბაიბურში არ იყო, რისთვის ბდღვნიდა დედაბერი მიცვალებულის თმას. მაშასადამე, ლოგიკურად რომ ითქვას, არც ისე ეცოდინებოდა, სიკეთე იყო ეს თუ ბოროტება. მაგრამ მარტო ისიც კი მიაჩნდა რასიომონის კარიბჭის კოშკში გვამს თმას აგლეჯდნენ. რაღა თქმა უნდა, ის სულ დაავიწყდა, აგერ ახლა თვითონაც რომ ქურდობას ეპირებოდა.

და აჰა, მახვილის ვადაზე მოივლო ხელი. დაძგიბა ფეხები, ერთი ნახტომით შევარდა კოშკში და გრძელი ნაბიჯით მივიდა დედაბერთან. დედაბერი რომ დაიზაფრა, რაღა სათქმელია.

მსახურს თვალი ჰკიდა თუ არა, შურდულნაკრავივით წამოიჭრა, გვამებზე გადაბარბაცდა და, დაბნეულმა, გაქცევა სცადა.

– შესდექ! სად გარბიხარ! – დასჭყივლა მსახურმა და გზა უყელა. დედაბერმა მაინც სცადა, მისთვის ხელი ეკრა და გამსხლტარიყო, მაგრამ კაცმა არ გაუშვა, უკანვე წააპორწიალა. ერთხანს ერთმანეთს ჩაფრენილნი სავსებით უჩუმრად იბრძოდნენ გვამთა შორის. მაგრამ იმთავითვე ცხადი იყო, ვინ ვის დასჯაბნიდა. ბოლოს და ბოლოს მსახურმა ადვილად გადაუგრიხა ქათმის ფეხებივით გაჩხინკული, გაძვალტყავებული ხელები და იატაკზე დასცა დედაბერი.

– თქვი, რასა შვრებოდი! არ იტყვი და ინანებ, იცოდე!

მერე ხელის კვრით მოიცილა იგი, ამოიწვადა მახვილი და ზედ თვალებზე მოუტანა იარაღის მოელვარე წვერი. მაგრამ დედაბერი არას ამბობდა. ხელები უცახცახებდა, ქოშინებდა, თვალები ისე გადმოეკარკლა, ლამის ბუდეებიდან ამოცვენოდა, მაგრამ ჯიუტად დუმდა, როგორც მუნჯი. მაშინღა გაისიგრძეგანა მსახურმა, რომ მთლიანად მის ხელთ იყო ამ დედაბრის სიცოცხლე. ეს რომ შეიგრძნო, როგორღაც შეუმჩნევლად დაუნელდა გულში მოგიზგიზე ბზარი. შერჩა სიმშვიდე და კმაყოფილება, ნებისმიერი საქმის წარმატებით აღსრულებისას რომ ეუფლება ხოლმე ადამიანს. დახედა ძირს გართხმულ დედაბერს და ხმა მოულბა:

– ყარაული არ გეგონო, წეღან ჩამოვიარე კარიბჭესთან. არც შენს გაბაწვრას ვაპირებ, ოღონდ ეს მითხარი, რას იქმოდი ამ დროს აქ, ამ კოშკში?

დედაბერმა კიდევ უფრო დაჭყიტა ისედაც დაჭყეტილი, ქუთუთოებშეწითლებული თვალები და სახეზე მიაჩრედა მსახურს. მტაცებელი ფრინველის მახვილი მზერით მოაჩერდა. მერე, თითქოს რაღაცას ღეჭავსო, გასძრა დაპრანჭული, თითქმის ზედ ცხვირზე მიმსჭვალული ტუჩ-პირი. წრიპა ყელზე წამოწვეტილი ხვანჩიც აუმოძრავდა. და ამ ყელიდან მსახურის ყურს მოედინა ყრუ, ხლიჩინა ხმა, თითქოს ყვავმა დაიყრანტალაო:

– თმას ვაგლეჯდი... თმას... პარიკისათვის.

ეს ითქვა და მსახურიც განიხიბლა: მოლოდინის საწინაღმდეგოდ, სავსებით ჩვეულებრივი გამოდგა დედაბრის პასუხი. იმედი გაუცრუვდა. ამ იმედგაცრუებასთან ერთად ხელხახლა მოეძალა სიბრაზე, ოდნავ ზიზღნარევი. დედაბერმა, ეტყობა, იგრძნო ეს. კვლავ დაიყრანტალა, თან არც გვამის თავზე აბდღვნილ თმას უშვებდა ხელს.

– მართალია, იქნება კია ცუდი საქმე, მიცვალებულს რომ თმას აგლეჯს ვინმე, მაგრამ ეგენი, აქ რომ წვანან, ყველაფრის ღირსები არიან. თუ გინდა, ეს ქალი აიღე, ახლა რომ თმას ვაგლეჯდი: ოთხ-ოთხი სუნის სიგრძეზე ჭრიდა გველებს, ახმობდა და მერე ხმელ თევზად ასაღებდა, სასახლის მცველები ყიდულობდნენ... ამით ედგა სული. ჭირს რომ არ მოეკლა, ახლაც ამით იცხოვრებდა. არადა, ხალხი ლაპარაკობდა, ძალიან გემრიელ თავზს ყიდისო. ჩაფრები საუზმეზე სულ ამის თევზსა ჭამდნენ. მაინც ვერ ვიტყვი, ცუდს შვრებოდნენ-მეთქი. სხვა რა გზა ჰქონდა, ასე რომ არ მოქცეულიყო, შიმშილით ამოძვრებოდა სული. მეც მაგიტომ მგონია, არც მე ვშვრები, არა, ცუდს! მეც შიმშილით მოვკვდები, ასე რომ არ ვქნა! ჩემი ნებით არა ვარ ცუდის მქნელი. ეს ქალი რომ წამოდგეს, არც დამადანაშაულებდა, ამან ხომ კარგად იცოდა, გაჭირვება რასაც ჩაადენინებდა ხოლმე კაცს.

აი, რა თქვა დედაბერმა.

მსახური გულცივად ისმენდა მის ნაუბარს, მახვილი ჩაეგო, მარცხენა ხელი დაედო დავაზე. თავისთავად იგულისხმებოდა, რომ არ დროს მარჯვენა ხელს ხანგამოშვებით ავლებდა ლოყაზე ამოწიფინებულ ძირნაგარას. ოღონდ ეგაა, სანამ დედაბერს უსმენდა, მის გულში თანდათან მტკიცდებოდა გამბედაობა. ის გამბედაობა, ადრე, კარიბჭის საფეხურებზე მჯდომს რომ არ ჰყოფნიდა. და იგი მიმართული იყო სწორედ რომ საპირისპიროდ იმ სულისკვეთებისა, რაც აგერ ახლა ამოძრავებდა კოშკში ამოსულსა და დედაბრის შემპყრობელს. უკვე აღარ ყოყმანობდა, შიმშილით მომკვდარიყო თუ ქურდობას შესდგომოდა; ეგ კი არა, ამ წუთში, დასტურ, ისე შორს იყო შიმშილით სიკვდილზე ფიქრისაგან, რომ ეს ფიქრი აზრდაც ვერ მოუვიდოდა თავში.

– აი, თურმე რა ყოფილა! – დამცინავად ჩაილაპარაკა მან, როცა დედაბერმა სათქმელს თავი მოუსკვნა. მერე წინ წადგა ნაბიჯი, უცებ ხელი უშვა ძირმაგარას, დედაბერს ქეჩოში სწვდა და დაჰყვირა: – აბა, მეც გართმევ და არ დამემდურო! სხვაფრივ მეც შიმშილით უნდა მოვკვდე!

მსწრაფლ შემოაცალა კიმონო, მერე როცა დედაბერი სამოსელზე დაებღაუჭა, წიხლი მიაზილა და პირდაპირ გვამებზე მიაგდო. კიბეზე ხუთიოდე ნაბიჯი იყო. მსახურმა ამოიღლიავა დედაბრისათვის წანაგლეჯი კინომო ხინოკის ქერქის ფერისა, თვალისდახამხამებაში ჩაირბინა ციცაბო კიბე და შეერია ღამეულ წკვარამს.

დიდ ხანს არ გაუვლია, მკვდარივით უძრავად მწოლიარე დედაბერიც წამოიმართა გვამებიდან. შიშველი იყო. კაცი ვერ გაიგებდა, ტიროდა თუ ბურტყუნებდა. ჯერაც მოპრიალე კვარის შუქზე გასასვლელამდე მიფორთხდა. დაიხარა, ძირს გადაიხედა, ჭაღარა თმის მოკლე ბურძგები ჩამოეშალა შუბლზე.

ბნელი, უძირო ღამე მოსდგომოდა კარიბჭეს.

მას შემდეგ მსახური უკვალოდ გაქრა.


აპრილი, 1915

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 9:47 pm

Акутагава Рюноскэ. Из книги "Собрание хайку Текодо"



----------------------------------------------------------------------------
Пер. с яп., предисл. и коммент. А. А. Долина.
Цветы ямабуки. Шедевры поэзии хайку "серебряного" века (конец ХIХ-начало XX вв.)
СПб.: Гиперион, 2000. (Японская классическая библиотека. X).
OCR Бычков М.Н.
----------------------------------------------------------------------------

x x x

Какая теплынь!
Вощу тычинки и пестик
искусственного цветка...


x x x

Бамбуковый лес
вдоль дороги слева и справа
холодной ночью...


x x x

Зимняя буря.
В связке вяленой рыбы остался
цвет морской волны.


x x x

Цветет зимоцвет.
Сереет сквозь редкие ветви
небо в сезон дождей...


x x x

Белая слива -
так влажно бутоны блестят
в изгибах веток...


x x x

Ранняя осень.
Я в руки взял саранчу -
мягкая на ощупь...


x x x

Осенний день.
Через изгородь нависают
плоды бамбука...


x x x

Свирепая буря -
сокрыты туманною мглой
горные распадки...


x x x

Осенний денек.
Макушки больших кипарисов
склонились набок...


x x x

На лужайке в саду
обступили вплотную дорожку
азалии цветы...


Во время болезни

Вот и рассвет -
песню вдруг оборвав, умолкает
сверчок под кровлей...


x x x

Зимние дожди.
В "чайном домике"* у канала
одинокий гость...


x x x

По горным склонам
бутоны на чайных кустах
от холода сжались...


После землетрясения брожу близ храма Масуэ

Ветер в соснах шумит* -
и мы наяву его слышим,
летняя шляпа!..


x x x

Ветер утих.
Облака ушли с небосвода.
Ясная звездная ночь...


x x x

Дни "малой весны"*.
Сквозь заслон из веток бамбука
не пробиться совке...


x x x

Тень от старой сосны -
копошатся сонные куры.
Какая жара!


x x x

Над горячим тирори
под Утренней звездой*
пропой, кукушка!


x x x

Полуденный зной.
Криптомерии затаились
в лощине горной...


x x x

О, зимоцвет!
Проступают сквозь снег на ветках
грибные наросты...



В коляске

Копоть и сажа
с рассветного неба летят -
Симоносэки*...


x x x

Весенний дождик -
а на башне сторожевой
иней белеет...


Кугэнума

Знойное марево -
даже гребень под солнцем провис
на камышовой кровле...


x x x

Вешние ливни.
Хворост, весь в зеленых листочках,
сложен под застрехой...


x x x

Даже заяц - и тот
печально ухо повесил.
Какая жара!


x x x

Утренний холодок.
Пузырника* красные гроздья
в траве свисают...


Лоян

Мирно спит малыш,
с ног до головы обсыпан
мучною пылью...


x x x

Зеленая лягушка -
может быть, и ты сегодня
свежевыкрашена?..


Асахигава

Тающий снег -
так печально над ним склонилась
плакучая ива...



Примечания

Текодо - поэтический псевдоним Акутагава.

"Чайными домиками" обычно назывались в Японии увеселительные заведения
с девушками для "обслуживания" гостей.

Ветер в соснах шумит... - Трехстишие отражает переживания автора после
страшного кантоского землетрясения 1923 г., унесшего более ста тысяч жизней
и разрушившего большую часть Токио.

Дни "малой весны" - поэтическое название одиннадцатого лунного месяца.

Утренняя звезда - Венера.

Симоносэки - рыболовецкий порт в юго-западной части о-ва Хонсю, на
побережье Внутреннего моря.

Пузырник - растение, известное у нас как "китайские фонарики".

* http://lib.ru/INOFANT/RUNOSKE/akutagava_haiku.txt

Exclamation


რიუნოსკე აკუტაგავა

ჰაიკუს კრებული

***
ბამბუკის ტყე
გზის გასწვრივ მარცხნივ და მარჯვნივ
სიცივე ღამით…


***
ადრეული შემოდგომა.
ხელში ავიყვანე კალია –
სირბილე შეხებისას…


***
შემოდგომის დღე.
ღობის იქით გადაწოლილან
ბამბუკის ნაყოფები.


***
თეთრი ქლიავი
სველი კოკრები ბრწყინავენ
ხვეულ რტოებზე.


***
რა სითბოა!
შევეხე მტვრიანებს და ბუტკოებს
ხელოვნური ყვავილის…


***
ზამთრის ქარიშხალი.
აკინძულ გამხმარ თევზზე დარჩა
ზღვის ტალღის ფერი.


***
ბებერი ფიჭვების ჩრდილი –
ფუთფუთებენ მძინარე ქათმები.
რა სიცხეა!


თარგმანი თენგიზ ვერულავასი


Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 9:50 pm

რიუნოსკე აკუტაგავა

ცხოვრება იდიოტისა


ეპოქა

ეს მოხდა წიგნის მაღაზიის მეორე სართულზე. იგი, ოცი წლის ჭაბუკი, თაროებთან მიდგმულ კიბეზე იდგა და ახალ წიგნებს ათვალიერებდა: მოპასანი, ბოდლერი, სტრინდბერგი, იბსენი, შოუ, ტოლსტოი…
ამასობაში ბინდბუნდი ჩამოწვა. ჭაბუკი მაინც დაჟIნებით განაგრძობდა ყდებზე წარწერების კითხვას. მის წინ მტელი “საკუნის დასასრული” იყო: ნიცშე, ვერლენი, ძმები გონკურები, დოსტოევსკი, ჰაუტმანი, ფლობერი…
ძლივსღა არჩევდა გვარებს. წიგნები ნელიად გაუჩინარდა ბნელში. ჭაბუკი ბოლოს გაბეზრდა და ის იყო ძირს ჩამოსვლა დააპირა, რომ ზუსტად ის ზემოთ უთალფაქო ელექტრონათურა აინთო. კიბიდან გადმოხედა მაღაზიის მოსამსახურეებს და მუშტრებს, რომლებიც თაროებშუა დაბორალობდნენ. ყველა უცნაურად პატარა და უსუსური ჩანდა.
– ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს… – იგი ერთხანს კიბიდან დაჰყურებდა მათ – უმწეო, საცოდავ ქმნილებებს.


დედა

შეშლილებს ერთნაირი, თაგვისფერი ხალათები ეცვათ. ამის გამო დიდი ოთახი კიდევ უფრო პირქუში ჩანდა. ერთი შეშლილი მონდომებით უკრავდა ჰიმნებს ფისჰარმონიაზე, მეორე ოთახის შუაგულში ცეკვავდა, უფრო სწორად, ხტოდა.
იგი იდგა ღაჟღაჟა ექიმის გვერდით და ამ სურათს უმზერდა. ათი წლის წინათ დედამისი არაფრით გამოირჩეოდა მათგან. არაფრით… მართლაც შეშლილთა სუნში იგი ნაცნობ, დედისეულ სუნს გრძნობდა.
– ეჰ, რა გაეწყობა, წავიდეთ!
ექიმმა, დერეფნის გავლით, ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა. კუთხეში, შუშის დიდ ქილებში დასპირტული ტვინები ეწყო, ერთ ტვინზე მან მკრთალი, მოთეთრო ლორწო შეამჩნია – თითქოს ცოტაოდენი კვერცხის ცილა დაუსხურებიათო და ექიმთან საუბრისას კვლავ გაახსენდა დედა.
ამ ტვინის პატრონი ერთი ელექტროკომპანიის ინჟინერი იყო. თავი შავ, მბრწყინავ დინამო-მანქანად ჰყავდა წარმოდგენილი.
ექიმის მზერა რომ აეცილებინა, მან ფანჯარაში გაიხედა. ეზოში არაფერი ჩანდა, გარდა აგურის გალავანისა, რომლის თავშიც დამტვრეული ბოთლის ნატეხები ჩაეყოლებინათ. ნატეხები მღვრიე, მქისე ათინათსა ჰფენდა მეჩხერ ხავსს.


ოჯახი

იგი ქალაქგარეთ ცხოვრობდა, მეზონინიან სახლში. ფხვიერი ნიადაგის გამო მეზონინი რაღაც უცნაურად იყო გადაბრეცილი.
ამ სახლში ხშირად ეჩხუბებოდა დეიდა. ზოგჯერ მათი შერიგება დედობილ-მამობილს უწევდა. დეიდა მაინც ყველაზე მეტად უყვარდა. როცა მას თორმეტი წელი შეუსრულდა, შინაბერა დეიდა უკვე სამოცი წლის მოხუცი იყო.
ქალაქგარეთ, მეზონინში მრავალჯერ დაფიქრებულა: ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ნუთუ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთსო? და ამ ფიქრების დროსაც უსიამოდ უგრძვნია, როგორ იყო მეზონინი გადაბრეცილი.


ტოკიო

მდინარე სუმიდაგავაზე პირქუში ნისლი ჩამოწვა. იგი გაჰყურებდა კუნძულ მუკოძიმას ალუბლებს პატარა, სწრაფად მავალი გემის სარკმლიდან. ეს ალუბლები მაშინ დაერგოთ, როცა ტოკიოს ჯერ კიდეც ედო ერქვა.
თეთრად გადაპენტილი ალუბლები მის თვალში გასაშრობად გამოკიდებულ ძონძებსა ჰგავდა, მაგრამ ამ ალუბლებმა, მუკოძიმას ძველტაძველმა ალუბლებმა, ბოლო დროს მას შეაცნობინა ტავი თვისი.


„მე“

ერთ უფროს ამხანაგთან ერთად კაფეში ჯდომისას იგი განუწყვეტლად აბოლებდა პაპიროსს, ყურადღებით უსმენდა მოსაუბრეს: თვითონ კი ცოტას ლაპარაკობდა.
– დღეს დიდხანს ვიარე მანქანით.
– საქმეზე?
მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილმა ამხანაგმა დაუდევრად უპასუხა:
– არა, სეირნობა მინდოდა.
ამ სიტყვებმა გაათავისუფლა იგი – გზა გაუხსნა შეუცნობი სამყაროსაკენ, საკუთარი “მესაკენ”, რომელიც ახლოს იყო ღმერთთან. ამან რაღაც ტკივილი აგრძნობინა, ამავე დროს, სიხარულიც.
კაფე ძალზე პატარა იყო. სურათის ქვემოდან, რომელზედაც მითიური პანი ეხატა, წითელ ქოთანში ჩარგული კაუჩუკის ხის სქელი, ხორციანი ფოთლები ეშვებოდა.


ავადობა

ზღვაურის განუწყვეტლივ ქროლვაში მან ინგლისური ლექსიკონი გადაფურცლა და თითი გააყოლა სიტყვებს:
“თალარია – ფეხსაცმელი, სანდლები.
თალე – მოთხრობა.
თალიპოტ – პალმა, იზრდება აღმოსავლეთ ინდოეთში. სიმაღლით 50-დან 100 ფუტს აღწევს. ფოთლებს ხმარობენ ქოლგების, მარაოების და შლაპების გასაკეთებლად. ყვავილობს 70 წელიწადში ერთხელ…”
მის წარმოდგენაში მკაფიოდ აისახა ამ პალმის ყვავილი. იმავე წამს ყელში მანამდე განუცდელი ქავილი იგრძნო და უნებლიეთ ლექსიკონზდ გადმონერწყვა.
გადმონერწყვა?.. მაგრამ არა, ეს ნერწყვი არ იყო.
იგი ცააფიქრა უხანობამ წუთისოფლისამ და გონებაში ისევ ჩაეხატა პალმის ყვავილი, ამაყად რომ ირხეოდა შორს, ზღვის გადაღმა…


სურათი

იგი უცებ… ეს მართლა უცებ მოხდა. წიგნის მაღაზიის ვიტრინაში ვან-გოგის სურათების თვალიერებისას იგი უცებ მიხვდა, თუ რას ნიშნავდა მხატვრობა. რა თქმა უნდა, ეს რეპროდუქციები იყო, მაგრამ რეპროდუქციებშივ იგრძნობოდა ბუნების სიციცნცხალე.
სურათებით გატაცებამ იგი აიძულა, ყოველივესთვის ახლებურად შეეხედა. ბოლო დროს მუდმივ, დაჟინებულ მზერას მიაპყრობდა ხოლმე ხის ტოტების ხვეულებსა და სიმრგვალეს ქალთა ღაწვებისას.
ერთხელ, ქალაქგარეთ, შემოდგომის წვიმიან ბინდბუნდში რკინიგზის ვიადუკზე მიაბიჯებდა. ვიადუკის გადაღმა, მიწაყრილთან, ფორანი გაჩერდა. ფორანთა ჩავლისას იგრძნო, რომ ამ გზით მასზე ადრე ვიღაცას გაევლო უკვე. მაგრამ ვის?
ეს არც უნდა ეკითხა საკუთარი თავისთვის.
ოცდასამი წლის ჭაბუკმა შინაგანი ხედვით აღიქვა, თუ ნაღვლიანი პეიზაჟი გამსჭვალავი მზერით როგორ შეათვალიერა ყურწაჭრილმა ჰოლანდიელმა, რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი ჰქონდა გაჩრილი…


ნაპერწკალი

იგი მიაბიჯებდა ასფალტზე, წვიმაში. ძლიერი წვიმა იყო. ირგვლივ ყოველივე წყალს გაეჟღინთა და იგი გრძნობდა რეზინის მაკენტოშის სუნს.
და აი, მის ზემოთ, მავთUლებში მოლურჯო ნაპერწკალმა იელვა. იგი უცნაურად აღელდა. პიჯაკის ჯიბეში ხელნაწერი ედო, რომელიც მეგობრების ჟურნალში უნდა მიეტანა დასაბეჭდად. წვიმაში ოხეტიალემ ერთხელ კიდევ ახედა მავთUლებს…
მავთUლები ისევ აკვესებდა კაშკაშა ნაპერწკლებს. მთელს ადამიანურ ყოფაში არაფერი ეგულებოდა უფრო სანატრელი. ოღონდ ამ მოლურჯო ნაპერწკალს, მაღლა, ჰაერში შემზარავად მოელვარე ნაპერწკალს დაუფლებოდა და მერე თუნდაც მომკვდარიყო.


ცხედარი

გვამებს ცერზე ფირფიტები ეკიდათ მავთულით. ფირფიტაზე გვარი და წლოვანება ეწერა. მეგობარი, რომელიც მარჯვედ ხმარობდა სკალპერს, წახრილიო და მიცვალებლს სახის კანს ათლიდა. კანის ქვეშ ჩანდა ლამაზი, ყვითელი ქონი.
იგი უყურებდა გვამს. ეს სჭირდებოდა ერთი ნოველისათვის, რომელშიც მოქმედება უძველეს დროს ხდებოდა. მძორის სიმყრალე, დამპალი ჭერმის სიმყრალეს რომ წააგავდა, უსიამოვნო იყო, შუბლშეჭმუხნილი მეგობარი ნელა ამოძრავებდა სკალპერს.
– ბოლო ხანს გვამები აღარა გვყოფნის, – თქვა მეგობარმა.
ამის პასუხად მან უნებლიეთ გაიფიქრა: “გვამები რომ შემოკლებოდა, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე ჩავიდენდი მკვლელობას”… მხოლოდ გაიფიქრა, ხმამაღლა არ უთქვამს.


მოძღვარი

იგი მოძღვრის თხზულებას კითხულობდა დიდი მუხის ქვეშ. შEმოდგომის დღის ციალში მუხას ფოთოლიც კი არ ერხეოდა.
სადღაც, შორს ზეცაში სრული წონასწორობით სუფევდა მინის პინებიანი სასწორი. აი, ასეთი სურათი მოელანდა მოძღვარს თხზულების კითხვისას.


რიჟრაჟი

ნელიად თენდებოდა. მან თვალი მოავლო დიდ ბაზარს ქუჩის ბოლოში. ბაზარში თავმოყრილი ხალხი და ურმები ვარდისფრად შეფერილიყვნენ.
გააბოლა და ნელა გაემართა ბაზრის შუაგულისაკენ. უცებ პატარა შავმა ძაღლმა შეუყეფა. არ შემკრთალა. ეს პატარა ფინიც კი უყვარდა.
ბაზრის შუაგულში ფართოდ გაებარჯღა ჭადარს ვარჯები. მან ტოტებშუა ახედა ცის მაღალ თავანს. ცაზე, ზუსტად მის ზემოთ, ვარსკვლავბი კიაფობდა.
ეს მაშინ მოხდა, როცა იგი ოცდახუი წლისა იყო – მოზღვართან შეხვედრის მესამე თვეზე.


სამხედრო ნავსადგური

წყალქვეშა ბავში სანახევროდ ბნელოდა. იგი, უზარმაზარ მექანიზმებს შორის მიკუნჭული, პერისკოპის პატარა ოკულარში იჭვრიტებოდა. ოკულარში ჩანდა შუქით ალივლივებული პორტი.
– აქედან, ალბათ, მოჩანს “კონგო”. არა? – ჰკითხა მას ფლოტის ოფიცერმა.
ოთხკუთხა ლინზიდან პაწია სამხედრო გემების ვქერისას მას რატომღაც ნიახური გაახსნდა. სურნელოვანი ნიახური, ოცდაათ სენიანი ბიფშტექსის ულუფას რომ მოჰყვებოდა ხოლმე.


მოძღვრის გარდაცვალება

იგი ბოლთას სცემდა ერთი ახალი სადგურის ბაქანზე. წვიმის შემდეგ ქარმა დაუბერა. ჯერ კარგად აე გათენებულიყო. ბაქნის გადაღმა რკინიგზის მუშები ერთდროულად აქნევდნენ წერაქვებს და ხმამაღლა მღეროდნენ.
ნაწვიმარზე ამოვარდნილმა ჭალიკონმა თან წარიტანა მუშების სიმღერაცა და მისი განწყობაც. არ უკიდებდა პაპიროსს და სიხარულის მომიჯნავე ტანჯვას განიცდიდა. პალტოს ჯიბეში დეპეშა ედო: “მოძღვარი სიკვდილის პირზეა”…
მწვერვალ მაცუიამას მხრიდან კლაკნითა და კვამლის წვრილი ბოლქვების ფრქვევით ახლოვდებოდა ტოკიოსკენ მიმავალი დილის ექსპრესი.


ქორწინება

ქორწინების მეორე დღეს მან ცოლს უსაყვედურა: “არ უნდა დაგეხარჯა ფული უყაირათოდ”. ეს სიტყვები დეიდას დაძალებით იყო ნათქვამი. ცოლმა მოუბოდიშა არა მარტო მას – ეს ტავისთავად – არამედ დეიდასაც.
… მოიბოდიშა ქმრისთვისვე ნაყიდი ნარგიზებიანი ლარნაკის გვერდით.


ისინი

ისინი უშფოთველად ცხოვრბოდნენ დიდი, გაფოთლილი ბანანის ჩრდილში… სახლი ზღვის სანაპირო პატარა ქალაქში ედგათ – ტოკიოდან ერთი საათის სავალზე.


ბალიში

იგი კითხულობდა ანატოლ ფრანსს და სასთუმლად ედო სკეპტიციზმის კეთIლსურნელოვანი ვარდები. სულ ვერ შეამჩნია, რომ სასთუმალს კენტავრი შემოსჩვეოდა.


პეპელა

წყალმცენარეების სუნით გაღღენთილ ჰაერში ლაღად დაფარფატებდა პაპალე; მან სულ ერთი წამით განიცადა პეპლის ფრთების შეხება გამომშრალ ტუჩებზე, მაგრამ შემორჩენილი ნაზი მტვერი ფრთებისა, მრავალი წლის შემდეგაც განუზომელ სიხარულს ანიჭEბდა.


მთვარე

მოულოდნელად შეეჩეხა სასტუროს კიბეზე ქალს, დღისითაც კი, სახე მთვარით განათებულს უგავდა. მან თვალი გააყოლა მიმავალს (ადრე არასოდეს ენახათ ერეთმანეთI) და მანამდე განუცდელი კაეშანი შეოაწვა…


ხელოვნური ფრთები

ანატოლ ფრანსიდან მან XVIII საუკუნის ფილოსოფოსებისაკენ გადაინაცვლა, მაგრამ რუსოთი არ დაუწყია. ეს იქნებ იმიტომ, რომ იგი თავისი არსების ერთი ნაწილით – ადვილად აგზნებადი ნაწილით – სწორედ რუსოს ენათესავებოდა. ამიტომ “კანდიდის” ავტორს მიმართა, რომელთანაც ახლობლობას გრძნობდა მეორე მხრიდან – ცივი გონების მხრიდან.
მისთვის, ოცდაცხრა წლის კაცისათვის, წუთისოფელი სულაც აღარ ჩანდა მშვენიერი. მაგრამ ვოლტერმა ხელოვნური ფრთებით შეაიარაღა.
მან გაისწორა ეს ხელოვნური ფრთები და მსუბუქად, იოლად გაფრინდა ცისკენ. მაშინ გონების სინათლით გაცისკროვნებული სიხარული და ურვა ადამიანური ცხოვრებისა მისი თვალსაწიერის მიღმა დარჩა.
სავსებით თავისუფალ, მკაშკაშებულ სივრცეში პირდაპირ მზისკენ მიფრინავდა და დაბლა დარჩენილ საცოდავ ქუჩებზე ირონიასა და დაცინვას აფრქვევდა. თითქოს გადაავიწყდა ძველი ბერძენი, რომეიც ზღვაში ჩავარდა და დაიღუპა, რადგან მზის მხურვალებამ გაულღო სწორედ ასეთივე ხელოვნური ფრთები…


ბორკილები

იგი ცოლთან ერთად იმავე სახლში დასახლდა, რომელშიც დედობილ-მამობილი ცხოვრობდა. ეს იმიტომ რომ გადაწყვიტა, სამსახური დაეწყო ერთი გაზეთის რედაქციაში. იმედიცა ჰქონდა ყვითელ ქაღალდზე დაწერილი ხელშეკრულებისა, მაგრამ ბოლოს გამოირკვა, რომ ეს ხელშეკრულება გამომცემლებს ყოველგვარი ვალდებილებისაგან ათავისუფლებდა დავალდებულებათა მთელ სიმძიმეს მხოლოდ მას აკისრებდა.


შეშლილის ქალიშვილი

მოღრუბლულ დღეს, უკაცრიელ შარაგზაზე ორი რიქშა მირბოდა. გზა ზღვას უახლოვდებოდა, ეს იქიდანაც ჩანდა, რომ შემხვედრი ზღვაური ქროდა. იგი უკანა ეტლში იჯდა. წინასწარ იცოდა, ამ სეირნობას გულის გასახარელი არაფერი მოჰყვებოდა და ფიქრობდა, აქ რამ წამომიყვანაო. ცხადია, სიყვარულმა არა… პასუხისათვის რომ თავი აერიდებინა, დაასკვნა: “ასეა თუ ისე, ჩვენ მაინც ჯუფთები ვართ”.
წინა ეტლში შეშლილის ქალიშვილი იჯდა. ამ ქალის უმცროსმა დამ ეჭვიანობის ნიადაგზე თავი მოიკლა.
– ახლა ვეღარაფერს გააწყობ კაცი…
მას უკვე აღიზიანებდა შეშლილის ქალიშვილი, რომლის სულში მხოლოდ ცხოველური ინსტინქტები ბუდობდა.
რიქშები ამ დროს სასაფლაოს გასწვრივ გარბოდნენ. ლოკოკინების ნიჟარებით დაფარული ღობის იქით შავად ჩანდა სასაფლაოს ძეგლები. იგი უყურებდა ზღვას, რომელიც მქისედ ციმციმებდა ძეგლების უკან და საშინელ ზიზღს გრძნობდა ქალის მეუღლისადმი, – მეუღლისადმი, რომელმაც ვერ შეძლო ქალის დაურვება.

(გაგრძელება ქვემოთ)

Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 9:51 pm

რიუნოსკე აკუტაგავა

ცხოვრება იდიოტისა

(გაგრძელება)


ვინმე მხატვარი

ეს ჟურნალის ილუსტრაცია იყო. მაგრამ ტუშით შესრულებული მამლის სურათს საოცარი ინდივიდუალობა ემჩნეოდა. მან ერთ ამხანაგს მხატვრის ასავალ-დასავალი და ვინაობა გამოჰკითხა.
გამოხდა კვირა და მხატვარმა თვითონ მოძებნა იგი. ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო მის ცხოვრებაში. მხატვარში მან სხვათათვის შეუმჩნეველი პოეზია აღმოაჩინა. უფრო მეტი: მან თავის თავშიც აღმოაჩინა სული, რომლის არსებობა მანამდე არ იცოდა.
ერთხელ, შემოდგომის სუსხიან ბინდბუნდში, მან სიმინდის ღეროს შეხედა და უცებ, მხატვარი გაახსენდა. სიმინდის ღეროს შეხედა და უცებ, მხატვარი გაახსენდა. სიმინდის მაგარი, წაწვეტებულფოთლებიანი ღერო მაღლა-მაღლა მიიწევდა, ხოლო აჩიჩქნილ მიწაში იკლაკნებოდა ადამიანის ნერვების მსგავსი წვრილი ფესვები. ცხადია, ეს მისი პორტრეტი იყო, მისი, ვისთვისაც სულ ადვილად შეიძლებოდა ტკივილის მიყენება. ამ აღმოჩენამ გუნება მოუშხამა.
– გვიანღაა. თუმცა ბოლო წუთებში…


ქალი

ბინდდებოდა. იგი აღელვებული მიაბიჯებდა მოედანზე. დიდი სახლები განათებული ფანჯრებით ბრწყინავდა ოდნავ შევერცხლილი ცის ფინზე.
ტროტუარის კიდესთან შედგა და დაელოდა. ხუთ წუთში ქალიც გამოჩნდა. თითქოს დაქანცულს ჰგავდა. მართლაც, ქალმა შეხედა თუ არა, დავიღალეო! – თქვა და გაიღიმა. მხარდამხარ გაჰყვნენ ჩაბნელებულ მოედანს. ასე იყო პირველი შეხვედრის დროსაც. ოღონდ ამ ქალის სიახლოვეს ყოფილიყო და დაუფიქრებლად მიატოვებდა ყოველივეს.
როცა მანქანაში ჩასხდნენ, ქალმა ჩაციებით შეხედა და ჰკითხა: “ხომ არ ნანობთ?”
მან გულწრფელად უპასუხა: “არა”. ქალმა ხელი მოუჭირა და თქვა: “არც მე ვნანობ, მაგრამ…”
ქალის სახე მაშინაც მთვარით განათებულს ჰგავდა.


მშობიარობა

ფუსუმასთან იდგა და უცქერდა, როგორ ჰბანდა თეთრხალათიანი ბებიაქალი ახალშობილს. როგორც კი საპონი ჩაუვიდოდა თვალში, ჩვილი საცოდავად იჭმუხნიდა სახეს და ხმამაღლა ჭყვირიდა. იგი იყნოსავდა ჩვილის სუნს, თაგვისას რომ ჰგავდა და უნებლიეთ მწარე ფიქრები ეძალებოდა:
“რისთვის დაიბადა ამ ტანჯვა-ურვით სავსე ქვეყანაზე? ბედმა რად არგუნა მამად ჩემისთანა კაცი?”.
და ეს იყო პირველი ბიჭი, მისმა ცოლმა რომ შვა.


სტრინდბერგი

იგი კარიდან უმზერდა, მთვარის შუქზე, აყვავებულ ბროწეულებს შორის, ვიღაც ტურტლიანი ჩინელები როგორ თამაშობდნენ “მაჯანს”. მერე ოთახში შებრუნდა და ლამპასთან “შლეგის აღსარების” კითხვა დაიწყო. მაგრამ ორი გვერდიც არ წაეკითხა, ტუჩებზე მწარე ღიმილი აეგრიხა. სტრინდბერგიც კი გრაფის ქალს – თავის სატრფოს, სიცრუეს სწერდა. სიცრუეს, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა მისეული სიცრუისაგან.


სიძველე

ბუდას დაბზარულმა ქანდაკებებმა, ურწმუნოებმა, ცხენებმა და ლოტოსებმა ლამის მთლად გაანადგურა იგი. შეჰყურებდა და ყველაფერი ავიწყდებოდა. ავიწყდებოდა თავისი ბედნიერი იღბალიც კი, რომლის წყალობითაც თავი დააღწია შეშლილის ქალიშვილს.


სპარტანული აღზრდა

იგი ამხანაგთან ერთად შესახვევში მიაბიჯებდა. მოპირდაპირე მხრიდან რიქშა მოახლოვდა. ეტლში, მოულოდნელად, გუშინდელი ქალი აღმოჩნდა. სახე ახლაც კი, დღისითაც, მთვარით განათებულს უგავდა. ამხანაგის თანდასწრებით ცხადია, არ მისალმებიან ერთმანეთს.
– კარგი ვინმეა, არა? – თქვა ამხანაგმა.
მან გახედა გაზაფხულით ამწვანებულ მთებს, რომელთაც ტერფამდე უწევდა ქუჩა და შეუმღვრევლად უპასუხა:
– ჰო, ძალიან კარგი ვინმეა.


მკვლელი

მთისკენ ამავალი სარა მზის გულზე ძროხის ფუნის სუნად ყარდა. კაცი ოფლს იწმენდდა და ისე მიჰყვებოდა მთისკენ მიმავალ გზას. გზის ორივე მხარეზე მწიფე ქერის სურნელება იდგა.
– მოჰკალ! მოჰკალ!
მან როგორღაც შეუმჩნევლად დაიწყო ამ სიტყვების გამეორება. ვინ უნდა მოეკლა? იცოდა, ვინც. მაშინვე გაახსენდა საზიზღარი, მოკლედ გაკრეჭილი კაცი.
გადაყვითლებული ქერის ყანის ბოლოში კათოლიკური ტაძრის გუმბათი წამოისვეტა.


ფორმა

ეს იყო თუნუქის პატარა სურა. ამ წვრილად მოტვიფრულმა სურამ იგი “ფორმის” მშვენიერებას აზიარა.


წვიმა

იგი ლოგინში იწვა და ქალს ემასლაათებოდა. ფანჯრის მიღმა წვიმდა. ამ გაუთავებელი წვიმისაგან ყვავილებს ლპობა შეპარვოდა. ქალის სახე კვლავინდებურად მთვარით განათებულს ჰგავდა. თუმც, მასთან ლაპარაკი ოდნავ მოსაწყენი ეჩვენებოდა. პირქვე მწოლიარემ აუჩქარებლად გააბოლა და მოაგონდა, რომ მეშვიდე წელი იყო, რაც ამ ქალთან ჰქონდა ურთიერთOბა.
– “ისევ მიყვარს?” – ჩაეკითხა თავის თავს და პასუხი, მისთვისაც კი, ყოველთვის რომ ყურადღებით აკვირდებოდა საკუთარ გუნება-განწყობილებას, მოულოდნელი აღმოჩნდა:
– ჰო, ისევ მიყვარს!


დიდი მიწისძვრა

ეს სუნი რაღაცით გადამწიფებული ჭერმის სუნს მიაგავდა. გვამების სუნი არცთუ აუტანელი ყოფილაო. მაგრამ როც აგვამებით ამოვსებულ ტბორს მიადგა, მიხვდა, რომ სიტყვა “საშინელება” ემოციურად სულაც არ იყო გადაჭარბება. განსაკუთრებით თორმეტ-ცამეტი წლის ბავშვთა გვამების ხილვამ დასცა თავზარი. უყურებდა გვამებს და, რაღაც შურის მსგავსს განიცდიდა. გაახსენდა სიტყვები: “ღმერთების რჩეულნი ადრე კვდებიან”. მის უფროს დას და ნახევარძმასაც დაეწვათ სახლები, ხოლო უფროსი დის ქმარს ცრუმოწმეობისათვის გამოტანილი განაჩენის აღსრულება გადაუდეს.
– ნეტამც დახოცილან ყველანი!..
იდგა ნახანძრალთან და თავს ვერ აღწევდა უამურ ფიქრებს.


ჩხუბი

იგი წაეჩხუბა თავის ნახევარძმას. უდაო იყო, ძმას მის გამო შევიწროებულად ცხოვრობდა, მაგრამ ისიც უდაო იყო, რომ ძმა თავისუფლებას უზღუდავდა. ნათესავები გამუდმებით ეჩიჩინებოდნენ ძმას, მისგან აიღე მაგალითიო, მაგრამ ეს სულ ერთი იყო, ჩხუბით და ჯაჯგურით შუშაბანდის ბოლომდე ჩაგორდნენ. შუშაბანდის მიღმა, ბაღში, – კარგად ახსოვდა, – წვიმიანი ზეცის ქვეშ წითლად ყვაოდა ინდური იასამნის ლაღი ბუჩქი.


კოლორიტი

მან, უკვე ოცდაათი წლისამ, როგორღაც შეუმჩმევლად შეიყვარა ერთი რიალი ადგილი. ამ ვერან ალაგას, ხავსში, აგურისა და კრამიტის ნამტვრევები ეყარა. და მის თვალში ეს უშნო კუთხე არაფრით განირჩეოდა სეზანის პეიზაჟისაგან.
უცებ, თავისი შვიდი-რვა წლის წინანდელი გატაცება გაიხსნება. უმალ იგრძნო, რომ მაშინ, თურმე, წარმოდგენაც კი არა ჰქონია კოლორიტზე.


რეკლამის მანეკენი

მას უნდოდა ისე დაძაბულად ეცხოვრა, რომ შესძლებოდა ყოველ წამს სინანულის გარეშე მომკვდარყო. და მაინც შეჭრვებულ ცხოვრებას განაგრძობდა დედბილ-მამობილთან და დეიდასთან ერთად. ასეთი ყოფა ქმნიდა მისი ცხოვრების ორ მხარეს – ნათელსა და ბნელს. ერთხელ, ევროპული ტანსაცმლის მაღაზიაში სარეკლამო მანეკენი დაინახა და გაიფიქრა, საოცრად ვგავარ ამ მანეკენსო. მაგრამ მისმა ქვეცნობიერმა “მემ”, მისმა მეორე “მემ” ეს განწყობა კარგა ხანია ერთ მოთხრობაში გამოიყენა.


დაქანცულობა

იგი, ერთი სტუდენტის ტანხლებით, მინდორზე სეირნობდა.
– თქვენ ყველას, ალბათ, ჯერ კიდევ დიდი წყურვილი გაქვთ ცხოვრებისა, ჰა?
– დიახ… მაგრამ აკი თქვენც…
– არა, მე აღარ! შემოქმედების წყურვილი შემომრჩა მხოლოდ, მაგრამ…
მართლაც ასე გრძნობდა. შეუმჩნევლად დაკარგოდა ცხოვრების ხალისი. – შემოქმედების წყურვილი იგივე ცხოვრების წყურვილია.
არარ უპასუხია. მინდვრის გადაღმა, მოწითალო თავთავებს ზემოთ მკაფიოდ იხატებოდა ვულკანი. და მან ამ ვულკანის მიმართ რაღაც შურის მსგავსი იგრძნო. თვითონაც არ იცოდა, რატომ.


კაცი ჰოკურიკუდან

ერთხელ იგი ისეთ ქალს გადაეყარა, ნიჭიერებითაც რომ ტოლს არ უდებდა, მაგრამ მან დაწერა “კაცი ჰოკურიკუდან” და სხვა ლირიკული ლექსები და თავი დაღწია მარცხს. ამის შეგრძნება მწარე იყო, თითქოს ხის ტანზე მიყინული ბრწყინავი თოვლი ჩამოეფხიკოს.

***
ქარს მიაქვს მრგვალი სუგეგასა
და დასცემს სადმე მტვრიან შარაზე…
რა საჭიროა, რომ შემიბრალო?
თუ ტირილია – შენი თავი იტირე მხოლოდ.



შურისძიება

ეს მოხდა მწვანე ხეებში ჩაფლული სასტუმროს აივანზე. იგი სურათებს უხატავდა პატარა ბიჭს და ამით ართობდა. ბიჭი შვილი იყო ქალისა, რომელსაც იგი შვიდი წლის წინ დასცილდა.
შეშლილის ქალიშვილი სიგარეტს ეწეოდა, თან უყურებდა მათ თამაშს. იგი გულდამძიმებული ხატავდა მატარებლებსა და თვითმფრინავებს. საბედნიეროდ ბიჭი არ იყო მისი შვილი. მაგრამ ბიჭი “ძიას” ეძახდა, რითაც დიდ ტანჯვას ჰგვრიდა.
როცა ბიჭი სადღაც გაიქცა, შეშლილის ქალიშვილმა ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის ბოლი და გამომწვევად ჰკითხა:
– განა თქვენ არა გგავთ ბავშვი?
– სულაც არა. ჯერ ერთი…
– ჰო, მგონი, ამას ჰქვია “საშოსმიერი ზემოქმედება”, არა?
მან უსიტყვოდ მოარიდა მზერა. მაგრამ გულის სიღრმეში უნებლიეთ აღეძრა სურვილი ქალის მიხრჩობისა.


სარკეები

იგი იჯდა კაფეში და ამხანაგებთან საუბრობდა.
ამხანაგი შემწვარ ვაშლს მიირთმევდა, თან ლაპარაკობდა ამინდზე, ბოლო ხანების გაუთავებელ სიცივეზე და მან ხელადვე იგრძნო რაღაც წინააღმდეგობრივი ამ საუბარში.
– ისევ უცოლო ხარ?
– იმ თვეში უნდა დავქორწინდე.
იგი გაჩუმდა. კედლის სარკეები უთვალავჯერ ირეკლავდნენ მას და თითქოს ცივად ემუქრებოდნენ…


დიალოგი

– რატომ ებრძვი თანამედროვე საზოგადოებრივ წყობილებას?
– იმიტომ, რომ კაპიტალიზმი ბუდეა ბოროტებისა.
– ბოროტებისა? მე კი მეგონა, შენ არ სცნობდი განსხვავებას კეთილსა და ბოროტს შორის. ეგეც არ იყოს, თვითონ როგორღა ცხოვრობ?
ასე ესაუბრებოდა იგი ანგელოზს. ჰო, ანგელოზს, რომელსაც ახალთახალი ცილინდრი ეხურა.


ავადობა

უძილობა დასჩემდა. ამას ძალ-ღონის დაშრეტაც მოჰყვა. ყველა ექიმი თავ-თავის დიაგნოზს უსვამდა: კუჭის კატარი, ნაწლავების ატონია, მშრალი პლევრიტი, ნევრასთენია, სახსრების ქრონიკული ანტება, ტვინის გადაქანცვა…
მაგრამ თვითონ ყველაზე უკეთ იცოდა ავადობის მიზეზი. ეს იყო სირცხვილი საკუთარი თავისა და შიში საძულველი საზოგადოების წინაშე!
ერთხელ მოქუფრულ, ნაღვლიან დღეს კაფეში იჯდა, სიგარას ეწეოდა და უსმენდა მუსიკას, რომელიც გრამოფონიდან ისმოდა. მუსიკა საშინლად უფორიაქებდა სულს. დაელოდა მუსიკის დამთავრებას, მერე მივიდა გრამოფონთან და ფირფიტის ეტიკეტს დახედა.


მოცარტი – “ჯადოსნური ფლეიტა”

იგი მაშინვე მიხვდა, რომ მოცარტიც წმინდა მცნებათა დამრღვევი იყო და იტანჯებოდა. თუმც, ალბათ მასავით არა… თავი ჩაქინდრა და ნელი ნაბიჯით დაუბრუნდა მაგიდას.


ღმერთების სიცილი

იგი, უკვე ოცდათხუთმეტი წლისა, გაზაფხულის მზით აციაგებულ ფიჭვნარში სეირნობდა. თან იგონებდა ორი-სამი წლის წინათ დაწერილ თავისავე სიტყვებს: “ღმერთებს, საუბედუროდ, არ შეუძლიათ, ჩვენსავით მოიკლან თავი”.


ღამე

ისევ ჩამოწვა ღამე. მრუმეში აზვირთებული ტალღების თავზე განუწყვეტლად იქოჩრებოდა ქაფის ნაფლეთები. ასეთი ცის ქვეშ მან მეორედ იქორწინა საკუთარ ცოლზე. ეს სასიხარულო იყო მათთვის. მაგრამ, ამავ დროს, მტანჯველიც. სამი ბავშვი მათთან ერთად უმზერდა ზღვაზე ელვათა კლაკნას. ცოლს ერთი ბავშვი ატატებული ჰყავდა და ისე ჩანდა, თითქოს ცრემლებს იკავებდა.
– იქ, მგონი, ნავი ჩანს, არა?
– ჰო.
- ანძებდამსხვრეული ნავი.


სიკვდილი

ისარგებლა, რომ მარტო ეძინა და ფანჯრის ცხაურზე თავის ჩამოხრჩობა სცადა ქამრით. მაგრამ გაუყარა თუ არა კისერი ყულფში, შეეშინდა სიკვდილისა. არა, იმიტომ არ შეშინებია, რომ ბოლო წუთებში ტანჯვის გადატანა მოუხდებოდა. გადაწყვიტა, გაემეორებინა ცდა, გაეზომა დახრჩობისათვის საჭირო დრო. და აი, მცირედი წვალების შემდეგ იგრძნო, რომ გონება ებინდებოდა. ცოტაც და, გათავდებოდა კიდეც. თვალი უსწორა საათის ისრებს, და ცხადი გახდა, რომ ჭირთათმენა წუთსა და 20 წამს გრძელდებოდა. ფანჯარას უკუნი მოსდგომოდა, ამ სიბნელეში მამლის ყივილი გაისმა.
“ივან”
“ივან”-მა ერთხელ კიდევ გაუღრვიძა მითვლემილი სული. ეს იყო მისთვის უცნობი “აღმოსავლელი გოეთე”. მან დაინახა კეთილისა და ბოროტის მიღმა მშვიდად მდგარი გოეთე და იგრძნო შური, სასოწარკვეთილებასთან მომიჯნავე. პოეტი გოეთე მის თვალში ქრისტეზე მაღლა იდგა. ამ პოეტის სულში არა მარტო აკროპოლი და გოლგოთა თავსდებოდა, არამედ იქვე ხარობდა ვარდებიც არაბეთისა… ო, რომ ჰყოფნოდა ძალა მის კვალზე სიარულისა! ბოლომდე ცაიკითხა “Dივან”-ი და, მღელვარებისაგან დამცხრალმა შეიზიზღა საკუთარი თავი – დაბადებული ცხოვრების საჭურისად.


სიცრუე

სიძის თვითმკვლელობამ მას უეცარი დარტყმა აგემა. ახლა დის ოჯახზეც უნდა ეზრუნა. მომავალი, ყოველ შემთხვევაში მისთვის, დაბინდული იყო მიმწუხრივით. საკუთარი სულიერი გამფიტვისადმი რაღაც გულგრილი დაცინვის მსგავსს გრძნობდა (საკუთარი ცოდვანი და სისუსტენი ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული) და ძველებურად კითხულობდა სხვადასხვა წიგნს. მაგრამ რუსოს “აღსარებაც” გმირული სიცრუით სავსე. კიდევ უფრო მეტად ეს “ახალ ცხოვრებაზე” ითქმოდა. არასოდეს შეხვედრია ასეთ ეშმაკსა და ფლიდს, როგორიც “ახალი ცხოვრების” გმირი იყო. მხოლოდ ფრანსუა ვიიონმა აუღელვა სული. მის ლექსთა შორის ერთს წააწყდა, რომელელსაც “მშვენიერი ხარი” ერქვა.
სახრჩობელის მომლოდინე ვიიონის სახემ სიზმრებში დაუწყო გამოცხადება. რამდენჯერ მოსდომებია მასაც, მსგავსად ვიიონისა, მთლად ფსკერზე დასულიყო! მაგრამ ცხოვრების ვითარება არ აძლევდა საშუალებას და არც ფიზიკური ძალა შესწევდა საამისოდ. ნელიად სუსტდებოდა – კენწეროდან ხმობაშეპარული ხესავით, ოდესრაც ჯონათან სვიფტმა რომ იხილა…


ცეცხლთან თამაში

ქალს სახე ისე უციმციმებდა, თითქოს დილის მზის სხივი ათინათდაო თხელ ყინულზე. იგი შეეთვისა ამ ქალს, თუმც სიყვარულს კი ვეღარ გრძნობდა. მეტიც: თითი არ დაუკარებია მისთვის.
– ოცნებობთ სიკვდილზე?
– დიახ… არა, სივდილზე კი არ ვოცნებობ, სიცოცხლემ მომაბეზრა თავი.
ამ საუვრის შემდეგ მათ ერთად სიკვდილი გადაწყვიტეს.
– პლატონური თვითმკვლელობა. ხომ ასეა?
– ორმაგი პლატონური თვითმკვლელობა.
იგი გააოცა საკუთარმა სიმშვიდემ.


სიკვდილი

არ მომკვდარან. იგი კმაყოფილი იყ, რომ აქამდე თითიც არ დაეკარებინა ქალის სხეულისათვის. ქალიც ზოგჯერ ისე იქცეოდა, თითქოს მათ შორის განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს; უფრო მეტიც, საწამლავიანი ფლაკონი მისცა და უთხრა: “რაკიღა ესა გვაქვს, ძლიერები ვართ”.
და მართლაც, ქალმა გამუღვიძა მთვლემარე სული. იჯდა დაწნულ სავარძელში, უყურებდა მუხის ახალგამოტანილ ფოთლებს და ფიქრობდა იმ სიმშვიდეზე, სიკვდილი რომ მოუტანა.


გედის ფიტული

როცა უკანასკნელი ძალაც გამოელია, ავტობიოგრაფიის დაწერა სცადა. მაგრამ სავსებით მოულოდნელად, ეს იოლი არ აღმოჩნდა, იმიტომ, რომ მას აქამდე შემორჩა პატივმოყვარეობა, სკეპტიციზმი და ანგარიშიანობა. და სწორედ ამის გამო ეზიზღებოდა საკუთარი თავი. მეორე მხრივ, ვერც ამ აზრს იშOრებდა; “თუ ადამიანებს ძირისძირობამდე გავაშიშვლებთ, ყველა ჩემნაირი აღმოჩნდება”. მზად იყო ეფიქრა, რომ “პოეზია და სინამდვილე” ყველა ავტობიოგრაფიას გამოადგებოდა სატაურად. ისიც ცხადი იყო, რომ მხატვრული ნაწარმოები სულაც არ აღელვებდა ყველა მკითხველის სულს. მისი ნაწერები გამოზახილს პოვებდა მხოლოდ ახლობელთა შორის, იმათ სულში, ვინც დაახლოებით მისდაგვარად იცხოვრა.
აი, ამნაირად იყო განწყობილი. და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მოკლედ დაეწერა რავისი “პოეზია და სინამდვილე”.
როცა “ცხოვრება იდიოტისა” მოათავსა, მეძველმანის დუქანში შემთხვევით გედის ფიტულს წააწყდა. გედი თავადაწეული იდგა, ხოლო მისი გაყვითლებული ფრთები ჩრჩილისგან იყო დაჭმული. იგი უნებლიეთ დაუფიქრდა მთელ თავის ცხოვრებას და იგრძნო, ყელში ერთდროულად რომ აწვებოდა ცრემლი და სიცილი. წინ მხოლოდ შეშლილობა ან თვითმკვლელობა ელოდა. მარტოდმარტო მიმავალმა დაბინდულ ქუჩაში გადაწტვიტა, მოთმინებით დალოდებოდა ბედს, რომელიც მის მოსაშთობად მოვიდოდა.


ტყვე

ერთ-ერთი მისი ამხანაგი შეიშალა. ამ ამხანაგს ყოველთვის ახლობლად თვლიდა. ალბათ იმიტომ, რომ მთელი არსებით, ისე, როგორც არავინ, განიცდიდა მის მარტოობას. მარტოობას, რომელსაც მხიარულების ნირაბი ფარავდა. შეშლის შემდეგ, ერთი-ორჯერ ინახულა იგი.
– მე და შენ ბოროტმა დემონმა დაგვიმორჩილა, “საუკუნის დასასრულის” ბოროტმა დემონმა – ეუბნებოდა ამხანაგი ხმადაბლა. ორი-სამი დღის შემდეგ კი, სეირნობისას, ვარდის ფურცლებს დაუწყო ჭამა.
როცა იგი საავადმყოფოში მოათავსეს, ტერაკოტის ბიუსტი გაახსენდა, ოდესრაც რომ აჩუქეს. ეს იყო ბიუსტი შეშლილი ამხანაგის საყვარელი მწერლისა, რომელმაც “რევიზორი” დაწერა. მას გაიხსენა, რომგოგლიც შეშლილი გარდაიცვალა და რარაც დამმონებელი ძალის გარდუვალი მოახლოვება იგრძნო.
სავსებით ძალაგამოცლილმა რადიგეს სიკვდილის წინა სიტყვები წაიკითხა და ერთხელ კიდევ ცაესმა ღმერთების სიცილი. აი ის სიტყვებიც: “ღვთის ჯარისკაცები მომეახლნენ წასაყვანად”… გულდაგულ ცდილობდა საკუთარ ცრურწმენასა და სანტიმენტალობასთან ბრძოლას, მაგრამ ყოველგვარი ბრძოლა ფიზიკურად აუტანელი შეიქნა. “საუკუნის დასასრულის” ბოროტმა დემონმა მართლაც დათრგუნა იგი. უნებლიე შური იგრძნო შუა საუკუნეთა ადამიანების მიმართ, რომლებიც ღვთის იმედით სულდგმულობდნენ. ღვთის რწმენა, ღვთის თაყვანებით სულდგმულობა მას აღარ შეეძლო. თუმდაც იმ ღვთისა, ჟან კოკტოს რომ სწამდა.


დამარცხება

კალმიანი ხელი უთრთოდა. ნერწყვმა უმწეო ბავშვივით დაუწყო დენა. გონება ნთელი ჰქონდა მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ, დაძინებას კი უამრავი ვერონალით ახერხებდა. და გონებასაც სულ ნახევარი ან ერთი საათით თუ უბრუნდებოდა ჩვეული ძალა. აუწყველ და ამოუხაპავ სიბნელეში მიიზლაზნებოდა დრო. თითქოს წვრილ მახვილზე იყო დაყრდნობილი, რომელსაც ალესილი პირი გადასტეხოდა.

ივნისი, 1927

Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 9:53 pm

უცნობი აკუტაგავა

ამ წერილების ადრესატები აკუტაგავას ახლობელი ადამიანები არიან, რომლებსაც მწერალი საკუთარი განცდებისა და სიკვდილის წინა განწყობის შესახებ მოუთხრობს.

წერილები აკუტაგავას შვილიშვილის სახლში ძველ საბუთებთან ერთად კარადაში აღმოაჩინეს. მათმა მფლობელმა, რომელმაც არაფერი იცოდა ამ სიმდიდრის შესახებ, ფასდაუდებელი ხელნაწერები უკვე გადასცა თანამედროვე იაპონური ლიტერატურის მუზეუმს. წერილების შესწავლა მაშინვე დაიწყეს რიუნოსკე აკუტაგავას შემოქმედების მკვლევარმა ფილოლოგებმა, რომლებმაც მათი აკუტაგავას კალიგრაფიასთან და წერის მანერასთან იდენტიფიკაციაც უნდა მოახდინონ.

აკუტაგავას ბიოგრაფებისთვის ცნობილია, რომ მწერალმა თვითმკვლელობამდე ექვსი წერილი დაწერა. აქამდე ცნობილი მხოლოდ ორი მათგანის შესახებ იყო და ეს წერილები დიდი ხანია ლიტერატურის მუზეუმში ინახება. დანარჩენი ოთხის ძიება კი თითქმის 90 წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მათმა ადრესატებმა ავტორის თხოვნით ისინი წაკითხვისთანავე დაწვეს, თუმცა მაინც არ კარგავდნენ იმედს, რომ წერილები მაინც გადარჩა.

აღმოჩენილი ორი წერილის ადრესატი მწერლის მეუღლე იყო, ერთი აკუტაგავამ შვილებს მისწერა, მეოთხე კი კოლეგასა და ახლო მეგობარს კენ კიკუჩის. ოთხივე წერილი შავი მელნითაა დაწერილი და მთლიანობაში 200 ფურცელს შეადგენს. ჯერჯერობით ფართო საზოგადოებას მხოლოდ შვილებისადმი მიწერილი წერილის შინაარსის რამდენიმე ნაწყვეტი გააცნეს. “ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცხოვრება ბრძოლაა, რომელიც სიკვდილამდე გრძელდება”, – ასე იწყება წერილი.

როგორც თანამედროვე იაპონური ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა პრესასთან განაცხადა, ეს წერილები მწერლის შემოქმედებითი ტალანტის საუკეთესო ანარეკლია. მათში თვითოეულ სიტყვასა თუ ფრაზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ფილოსფიური წიაღსვლებითაცაა დატვირთული. რაც მთავარია, მათი მეშვეობით შესაძლებელია გავიგოთ, თუ როგორი სულიერი მდგომარეობა ჰქონდა აკუტაგავას თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე.

რიუნოსკე აკუტაგავას შვილიშვილმა წერილების გარდა მუზეუმს ბაბუის სხვა პირადი ნივთები და ჩანაწერებიც გადასცა. მათ შორისაა მწერალ სოსეკი ნაცუმეს წერილიც, რომელშიც იგი აკუტაგავას მოთხრობა “ცხვირის” დაწერისთვის აქებს. ეს მოთხრობა აკუტაგავას შემოქმედების ადრეულ პერიოდს ეკუთვნის, თუმცა ძალიან ცნობილია. მასში მოთხრობილია ბუდისტი ბერის შესახებ, რომელიც საკუთარი ცხვირის დიდი ზომის გამო იტანჯება.

როუნისკე აკუტაგავა 1892 წელს ტოკიოში დაიბადა. მისი დაბადება დრაკონის წლის დრაკონის დღის დრაკონის საათს დაემთხვა, ამიტომ მას რიუნოსკე დაარქვეს, რადგან ამ სახელის პირველი იეროგლიფი დრაკონს აღნიშნავს. მისი ბავშვობა და ყმაწვილობის ასაკი თითქოს ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, იგი კარგად სწავლობდა და უცხო ენებსაც ადვილად ითვისებდა, მაგრამ არავინ იცოდა, რომ რიუნოსკე ბავშვობიდან ჰალუცინაციებითა და უძილობით იტანჯებოდა. ეს კი მომავალ მწერალს დედისგან ერგო მემკვიდრეობით, რომელსაც ფსიქიკური გადახრები და თვითმკვლელობის მცდელობებიც ჰქონდა. დედისგან განსხვავებით აკუტაგავას მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა – მან 1927 წელს წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო და სრულ სიმშვიდეში გარდაიცვალა.

24 საათი

Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 9:58 pm

რიუნოსკე აკუტაგავა

დიალოგი წყვდიადში


ხმა. სულ სხვა კაცი აღმოჩნდი, ვიდრე მეგონე.

მე. მაგაზე მე არ ვაგებ პასუხს.

ხმა. განა შენ თვითონ არ ამიბნიე თავგზა?

მე. არა. მე არასოდეს მიცდუნებიხარ.

ხმა. თითქოს მშვენიერებაც გიყვარდა. თუ მომაჩვენე, რომ გიყვარდა?

მე. დიახ. მე მიყვარს მშვენიერება.

ხმა. რაო? მშვენიერებაო? თუ ქალი?

მე. ერთიც და მეორეც.

ხმა. (ცივი ირონიით). განა ეს ურთიერთსაწინააღმდეგოდ არ მიგაჩნია?

მე. ნეტა თუ ვინმეს მიაჩნია?! ქალის მოთაყვანეს იქნებ სულაც არ მოსწონდეს ძველებური ფაიფური, მაგრამ ეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერა გრძნობს მთელ ხიბლს ძველებური ფაიფურისას.

ხმა. ესთეტმა ამ ორში ერთ-ერთი უნდა აირჩიოს.

მე. სამწუხაროდ მე ნდომასაყოლილი კაცი უფრო ვარ ბუნებით, ვიდრე ესთეტი. თუმცა, მომავალში, ვინ იცის, შეიძლება ძველებური ფაიფური ვამჯობინო ქალს.

ხმა. თანმიმდევრულობა გკლებია.

მე. შეიძლება, მაგრამ თუ ასეა, მაშინ ინფლუენციით ავადმყოფი, ცივი ტილოებით რომ სისტემატურად იზელს ტანს, ყველაზე თანმიმდევრული კაცი ყოფილა.

ხმა. თავს ნუ იკატუნებ. თითქოს ძლიერი იყო. სუსტი ხარ შინაგანად! და აგრე იმიტომ ლაპარაკობ, რომ საზოგადოების შემოტევები თავიდან აიცილო.

მე. რაღა თქმა უნდა, მაგის დავიწყება არ ძალმიძს. თუ თავდასხმები არ ავიცილე, ბოლო-ბოლო გავისრისები და ეგ იქნება.

– ხმა. ო, რა უსირცხვილო ხარ!

მე. სულაც არა ვარ უსირცხვილო. პირიქით, უმნიშვნელო მიზეზიც კი ისე გამიცივებს ხოლმე გულს, თითქო ყინულს შევხებოდე.

ხმა. მაშ, საკუთარი თავი ძალ-ღონით სავსე კაცად მიგაჩნია?

მე. რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე ძლიერი მაინც არა ვარ. ყველაზე ძლიერი რომ ვყოფილიყავ, ალბათ მთლად გავკერპდებოდი იმ კაცის მსგავსად, სახელად გოეთე რომ ერქვა.

ხმა. წმინდა იყო სიყვარული გოეთესი.

მე. ეგ სიცრუეა. ლიტერატურის ისტორიკოსების მიერ მოჭორილი სიცრუე. ოცდათხუთმეტი წლის გოეთე უეცრად იტალიაში გაიქცა. დიახ, ეს სხვა არა იყო რა, გარდა გაქცევისა. და ეგ საიდუმლო, გოეთეს გარდა, მადამ შტაინმა იცოდა მხოლოდ.

ხმა. შენი ნათქვამი თავდაცვისათვის გამიხმულსა ჰგავს. თავდაცვაზე იოლი კი არაფერია.

მე. თავდაცვა არც ისე ადვილი საქმეა. ადვილი რომ იყოს, აღარც ვექილის პროფესია იარსებებდა.

ხმა. ცბიერო ყბედო! იქნებ გგონია ვინმეს მოუნდეს შენთან ურთიერთობა?!

მე. არც მაგას ვინაღვლებ. სამაგიეროდ, ურთიერთობა მაქვს ხეებთან და ნაკადულებთან, სულს რომ სიხარულით მიჩქროლებენ. სამასიოდე წიგნიცა მაქვს. ჩემთვის ძვირფასი, იაპონური და ჩინური, დასავლური და აღმოსავლური.

ხმა. იცოდე, მკითხველები სამუდამოდ შეგაქცევენ ზურგს.

მე. სამაგიეროდ, მომავალში დამაფასებენ.

ხმა. მომავლის მკითხველები სადღეისო პურს თუ გაჭმევენ ნეტა?

მე. არც დღევანდელი მკითხველები მავსებენ ოქროთი. ჩემი უმაღლესი ჰონორარი გვერდში ათი იენია.

ხმა. თითქოს რაღაც ქონებაც გებადა?

მე. მთელი ჩემი ქონება კატის შუბლისოდენა ნაკვეთია ჰონძიოში. ხოლო ჩემს თვიურ შემოსავალს, ყველაზე იღბლიან დროსაც, კი, არ გადაუჭარბებია სამასი იენისათვის.

ხმა. სახლი რომ გაქვს კიდევ? აგრეთვე, ქრესტომათია ახალი ლიტერატურისა…

მე. იმ სახლმა სისხლი გამიშრო. ქრესტომათიის შემოსავალი კი შენთვის დამითმია. ოთხასი თუ ხუთასი იენი მომიტანია სულ, ეგ იყო და ეგ.

ხმა. განა თვითონვე არ შეადგინე ის ქრესტომათია? სხვა რომ არა, ეგეც გეყოფოდა სირცხვილად და თავის მოჭრად.

მე. ვითომ და რატომ?

ხმა. იმიტომ, რომ განათლების მუშაკებს მიეტმასნე.

მე. სიცრუეა! პირიქით, განათლების მუშაკები მოგვეკედლნენ ჩვენ. მე მხოლოდ მათი გასაკეთებელი საქმე ვიტვირთე.

ხმა. არ დაგავიწყდეს, რომ მაინც ნაცუმე-სენსეის მოწაფე ხარ.

მე. ცხადია, ნაცუმე-სენსეის მოწაფე ვარ. შენ ალბათ იმ სოსეკი-სენსეის გულისხმობ, მწერალი რომ იყო, მაგრამ ნაღდად არ გეცოდინება მეორე, სხვაგვარი ნაცუმე-სენსეი, გენიალური, შეშლილს რომ ჰგავდა.

ხმა. შენ იდეები არ გაგაჩნია. და თუ ზოგჯერ მაინც გაგიჩნდება, ისიც ურთიერთსაწინააღმდეგო იქნება.

მე. ეგ მხოლოდ ჩემს წინსვლაზე მეტყველებს. იდიოტი თუ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, რომ მზე კასრზე მცირეა ზომით.

ხმა. ეგ ქედმაღლობა იქნება, სულს რომ ამოგხდის.

მე. ზოგჯერ ასე ვფიქრობ: იქნებ არა ვარ იმათთაგანი, ვისაც საკუთარ საწოლი უწერია სიკვდილი?

ხმა. ეტყობა არ გეშინია სიკვდილისა? ჰა?

მე. მეშინია, მაგრამ არ მიმძიმს. ჩემივე ნებით არაერთხელ გამიყრია ყულფში თავი. და ოციოდე წამის ტანჯვის შემდგომ, ასე გასინჯე, რაღაც სასიამოვნო განცდაც კი მეუფლებოდა ხოლმე. მე უყოყმანოდ შემიძლია მოვკვდე არა მარტო მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ჩავცქერი, არამედ მაშინაც, როცა რაიმე უსიამოვნო შემემთხვევა.

ხმა. თუ ეგრეა, რატომ არ კვდები? განა არ იცი, რომ კანონით დამნაშავედ ითვლები?

მე. გეთანხმები. დამნაშავე ვარ ისევე, როგორც ვერლენი, ვაგნერი, ანდა დიდებული სტრინდბერგი.

ხმა. მაგრამ შენ სულ არ ცდილობ საკუთარ ცოდვათა გამოსყიდვას.

მე. არ არსებობს ტანჯვაზე დიდი გამოსასყიდი.

ხმა. გამოუსწორებელი არამზადა ხარ!

მე. თუ სიმართლე გინდა, ქველმოქმედი უფრო მეთქმის. არამზადა განა ასე გაიწამებდა თავს? ვისარგებლებდი ქალების სიყვარულით და ფულს დავცინცლავდი მათ.

ხმა. მაშინ იდიოტი ყოფილხარ.

მე. ჰო. რაღა დაგიმალო, ვარ. “შლეგის აღსარება” ჩემთვის სულიერად ძალზე ახლობელმა იდიოტმა დაწერა.

ხმა. თანაც, სულ არ გცოდნია ცხოვრება.

მე. ცხოვრების ცოდნა ერთობ უმთავრესი იყოს, საქმოსნები ყველაზე საპატიო ადგილზე წამოსხდებოდნენ.

ხმა. შენ თითქოს გეზიზღებოდა სიყვარული. ახლა ვხედავ, თურმე სიყვარულს აღმერთებდი მხოლოდ.

მე. არა, სულაც არ ვაღმერთებ სიყვარულს. მე პოეტი ვარ, შემოქმედი.

ხმა. ჰო, მაგრამ განა სიყვარულის გულისათვის არ მიატოვე დედა და მამა, ცოლი და შვილები?

მე. ტყუი! მე ისინი მხოლოდ ჩემივე გულისათვის მივატოვე.

ხმა. მაშასადამე, ეგოისტი ყოფილხარ.

მე. სამწუხაროდ, არა. მინდოდა კი, ვყოფილიყავი.

ხმა. თანამედროვე “ეგოს” კულტითა ხარ მოწამლული.

მე. ამიტომაცა ვარ თანამედროვე ადამიანი.

ხმა. მაგრამ დღევანდელი ადამიანი ვერ შეედრება გარდასული დროისას.

მე. ოდესღაც გარდასული ხანის ადამიანებიც თანამედროვენი იყვნენ.

ხმა. არ გეცოდება საკუთარი ცოლ-შვილი?

მე. განა ვინმე მოიძებნება, ვისაც ცოლ-შვილი არ ეცოდება? წაიკითხე გოგენის წერილები.

ხმა. გამოდის, რომ ყველაფერს ამართლებ, რაც ჩაგიდენია.

მე. ყველაფერს რომ ვამართლებდე, კამათსაც არ დაგიწყებდი.

ხმა. მაშ, თავის მართლებას არ მოჰყვები?

მე. მე ვურიგდები საკუთარ ხვედრს!

ხმა. ჰო, მაგრამ პასუხისმგებლობას რაღას უპირებ?

მე. ერთ მეოთხედზე ჩემმა წარმომავლობამ აგოს პასუხი, მეორე მეოთხედზე – გარემო პირობებმა, მესამე მეოთხედზე – სემთხვევითობამ, ცემდა წილად პასუხისმგებლობის ერთი მეოთხედიღა რჩება.

ხმა. რა წვრილმანი ადამიანი ხარ!

მე. ყველა ცემსავით წვრილმანია.

ხმა. სატანისტი ყოფილხარ.

მე. სამწუხაროდ, არა ვარ სატანისტი. განსაკუთრებულ ზიზღსაც მგვრიდა უსაფრთხოების ზონაში მოქცეული სატანისტები.

ხმა. (ერთ ხანს ჩუმადაა.) აშკარაა, რომ იტანჯები. ამაში მაინც გამოტყდი.

მე. ნუ აჭარბებ! ვინ იცის, იქნებ მეამაყებოდეს კიდეც ჩემი ტანჯვა. ეგეც არ იყოს, ძლიერებს არ ეშინიათ, რომ დაკარგავენ იმას, რაც მიიღეს.

ხმა. შეიძლება პატიოსანი იყო. მაგრამ ვაი, თუ მასხარა ხარ და მეტი არაფერი.

მე. მაგას მეც ვფიქრობ: ვინა ვარ, ბოლოს და ბოლოს?

ხმა. შენ ყოველთვის გწამდა, რომ რეალისტი ხარ.

მე. ჰოი, იმდენად იდეალისტი ვიყავი, რომ მწამდა.

ხმა. იცოდე, დაიღუპები.

მე. შესაძლოა. მაგრამ რამაც მე შემქმნა, შექმნის მეორე “მეს”.

ხმა. ჰოდა, რაკი აგრეა, იტანჯე. მე ხელი დამიბანია.

მე. მოიცა! ჯერ ეს მითხარი, უხილველო და მოუხელთებელო, რომ არ მასვენებ იდუმალ ხმებით, ვინა ხარ შენ?

ხმა. მე? ის ანგელოზი ვარ, იაკობს რომ ებრძოდა ქვეყნიერების გარიჟრაჟზე.



II

ხმა. შენ ვაჟკაცი ხარ გასაოცარი.

მე. არა, მე არ გამაჩნია ვაჟკაცობა. გულადი რომ ვიყავი, ჩემივე ნებით კი არ ჩავუვარდებოდი ლომს ხახაში, მოვუცდიდი, როდის გადამსანსლავდა თვითონ.

ხმა. მაგრამ შენს საქციელში რაღაც ადამიანური მაინც არის.

მე. რაღაც ადამიანური ამავე დროს მხეცურიცაა.

ხმა. შენ სააუგო არაფერი ჩაგიდენია. მხოლოდ ეგაა, იტანჯები ამჟამინდელი საზოგადოებრივი წყობილების გამოისობით.

მე. საზოგადოებრივი წყობა კიდევაც რომ გამოიცვალოს, ჩემი საქციელი მაინც გააუბედურებდა ვინმეს.

ხმა. მაგრამ თავს მაინც არ იკლავ. ეტყობა, მართლავ გაგაჩნია ერთგვარი ძალა.

მე. არაერთხელ დავაპირე თავის მოკვლა. მინდოდა ჩემს სიკვდილს ბუნებრივი ელფერი ჰქონოდა და ამიტომ, ყოველდღიურად ათ-ათ ბუზს ვჭამდი. ბუზების გადაყლაპვა, თუ მათ წინასწარ დაანამცეცებ, იოლია, მაგრა მათი ღეჭვა საზიზღრობაა.

ხმა. სამაგიეროდ, შენ დიდების გვირგვინს დაიდგამ.

მე. ჩირადაც არ მიღირს დიდება. აი, სულის სიმშვიდე კი ნამდვილად მენატრება. წაიკითხე ვაგნერის წერილები. იგი წერს, საყვარელ ქალთან და ორ-სამ ბავშვთან ერთად ცხოვრებისათვის, სამყოფი ფული რომ მქონოდეს, დიდად კმაყოფილი ვიქნებოდი იმ ხელოვნების გარეშეც, რომელსაც ვქმნიო. ასე ფიქრობს ვაგნერი, ისეთი აშკარა ინდივიდუალისტიც კი, როგორიც ის გახლდათ.

ხმა. ვხედავ, მართლა იტანჯები, არც სინდისგარეცხილი კაცი ჩანხარ.

მე. მე არ გამაჩნია სინდისი. მე ნერვები მაქვს მხოლოდ.

ხმა. შენი ოჯახური ცხოვრება ვერ წარიმართა ბედნიერად.

მე. მიუხედავად ამისა, ცოლი ყოველთვის ერთგული იყო ჩემი.

ხმა. შენს ტრაგედიაში ცივმა გონებამ იმაზე მეტი წილი დაიდო, ვიდრე ამას სხვათა ცხოვრებაში ვხედავთ.

მე. ტყუი. ჩემს თავზე დატრიალებულ კომედიაში ცხოვრების ცოდნა იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ადამიანებს ახასიათებთ.

ხმა. შენ პატიოსანი ხარ. სანამ რაიმე გახმაურდებოდა, თვითონვე ყველაფერში გამოუტყდი საყვარელი ქალის ქმარს.

მე. ეგეც ტყუილია. კრინტიც არ დამიძრავს, ვიდრემდის ძალა მყოფნიდა.

ხმა. შენ პოეტი ხარ, შემოქმედი. ამიტომ ყველაფერი გეპატიება.

მე. დიახ. მე პოეტი ვარ, შემოქმედი, მაგრამ წევრიცა ვარ საზოგადოებისა და განა გასაკვირია, რომ მეც ჩემს ჯვარს ვეზიდებოდე? თანაც იგი არც ისე მძიმეა.

ხმა. შენ გავიწყდება საკუთარი “მე”. პატივი ეცი შენს ინდივიდუალობას, და გეზიზღებოდეს სულმდაბალი ხალხი.

მე. რჩევის გარეშეც ვაფასებ საკუთარ ინდივიდუალობას, მაგრამ ხალხი სულაც არ მეზიზღება. ერთხელ ასე ვთქვი: “ძვირფასი ნივთი იოლად იმსხვრევა, კრამიტი კი არა”. შექსპირი, გოეთე, ტიკამაცუ მონძაემონი ოდესმე დავიწყებას მიეცემიან, მაგრამ მათი წარმომშობი წიაღი – ხალხი – უკვდავია. ყოველგვარი ხელოვნება, როგორც უნდა შეიცვალოს მისი ფორმა, ხალხის საშოში ისახება.

ხმა. შენს ნაწერებს ორიგინალობის ბეჭედი აზის.

მე. არა, ჩემი ნაწერები არ გამოირჩევა ორიგინალობით. ან ვინაა ორიგინალური? ყოველივე იმას, რაც სხვადასხვა დროის ტალანტებმა შექმნეს, საკმაოდ დაეძებნება პროტოტიპები. ჰოდა, მეც არაერთხელ გამიქურდავს ვინმე.

ხმა. მაგრამ შენ ხომ მოძღვრავ კიდეც სხვებს!

მე. მე მხოლოდ შეუძლებელს ვქადაგებდი მუდამ.

ხმა. ნუ შეეჭვდები, რომ ზეკაცი ხარ.

მე. არა, მე არა ვარ ზეკაცი. და არც ვინმეა ზეკაცად დაგულვებელი. ზეკაცი მხოლოდ ზარატუსტრა იყო, მაგრამ როგორი სიკვდილი ეწია ზარატუსტრას, ეგ თვით ნიცშემაც არ იცის.

ხმა. შენც კი გეშინია საზოგადოებისა.

მე. ნეტა თუ ვინმეს არ ეშინია?

ხმა. გაიხსენე უაილდი. სამი წელი რომ გაატარა ციხეში. იგი ამბობდა: “თავს მხოლოდ საზოგადოებისგან დამარცხებული კაცი იკლავს”.

მე. უაილდმა არაერთხელ განიზრახა ტავის მოკვლა ციხეში და თუ არ მოიკლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახერხა.

ხმა. დათრგუნე კეთილი და ბოროტი!

მე. მე სწორედ ახლა მინდა სიკეთის მთესველი ვიყო.

ხმა. ძალზე მარტივი ხარ.

მე. არა ძალზე რთული.

ხმა. მაგრამ შეგიძლია გულმშვიდად იყო, მკითხველი ყოველთვის გეყოლება.

მე. კი, თუ საავტორო უფლება გაუქმდება.

ხამა. შენ ახლაც გტანჯავს სიყვარული.

მე. სიყვარულიო? ეგ საკენკი პირტიტველა ლიტერატორებს დაუყარე. მე მხოლოდ წავიბორძიკე სიყვარულზე.

ხმა. სიყვარულზე წაბორძიკებისაგან არავინაა დაზღვეული.

მე.ეგ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ყველა ეიძლება იოლად აცდუნოს ფულმა.

ხმა. შენ გაკრული ხარ ცხოვრების ჯვარზე.

მე. ეგ სულაც არ მეამაყება. საყვარლის მკვლელი და სხვათა ფულის მიმტაცებელიც გაკრულნი არიან ცხოვრების ჯვარზე.

ხმა. ცხოვრება არც ისე შავბნელია, როგორც შენ სახავ.

მე. ცნობილია, რომ ცხოვრება ყველასათვის შევბნელია, მხოლოდ “რჩეული უმცირესობაა” გამონაკლისი. “რჩეულ უმცირესობას” კი, სხვაგვარად, იდიოტებს და არამზადებს უწოდებენ.

ხმა. ჰოდა, იტანჯე, რამდენიც გენებოს. მიცანი? მე ის გახლავარ, რომელიც ვითომდა იმიტომ მოგევლინე, რომ სულის სიმშვიდეს გაზიარო მე. ქოფაკი ხარ შენ! ეშმა ხარ, ოდესღაც ფაუსტს ქოფაკის სახით რომ გამომეცხადა.



III

ხმა. რას საქმიანობ?

მე. ვწერ.

ხმა. რატომ წერ?

მე. მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ ვწერო.

ხმა. ჰოდა, წერე. წერე სიკვდილამდე.

მე. თავისთავად ცხადია. სხვა რა დამრჩენია.

ხმა. მეტისმეტად მშვიდად გამოიყურები.

მე. სულაც არა ვარ მშვიდი. კარგად რომ მიცნობდე, გაიგებდი ჩემს წამებას.

ხმა. სად გაქრა ღიმილი შენი?

მე. ღმერთებს დაუბრუნდა ცაში. ცხოვრებას რომ ღიმილი აჩუქო, საჭიროა, მქონდეს ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე – ფული, მესამე – უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მე მაქვს.

ხმა. მაგრამ შენ ახლა, მგონი, გულზე მოგეშვა.

მე. ჰო, გულზე მომეშვა, მაგრამ სამაგიეროდ შიშველი მხრებით მიჭირავს ტვირთი მთელი ცხოვრებისა.

ხმა. აღარაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ შენს ჭკუაზე იცხოვრო. ანდა, შენს ჭკუაზე…

მე. ჰო, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე.

ხმა. და შენ ახალ ადამიანად გარდაიქმნები, სრულიად სხვა ადამიანად, ვიდრე იყავი.

მე. მე იგივე დავრჩები მარად. მხოლოდ პერანგს კი გამოვიცვლით ვითარცა გველი…

ხმა. შენ ყველაფერი იცი.

მე. არა, ყველაფერი როდი ვიცი, ის, რაც ვიცი, მხოლოდ ნაწილია ჩემი სულისა. ხოლო რაც არ ვიცი, იგი ჩემი სულის უდაბნოა, გადაშლილი უკიდეგანოდ. მე მეშინია მისი. სინათლეში ურჩხულები ვერ იბუდებენ, მაგრამ უსაზღვრო წყვდიადში მუდამ თვლემს რაღაც გამოუცნობი.

ხმა. ჩემი ბავშვი ხარ შენც.

მე. ვინა ხარ? წეღან რომ მეამბორე? თუმცა ჰო, ვიგობ.

ხმა. მაინც ვინა გგონივარ?

მე. შენ ისა ხარ, ვინც სამუდამოდ წამართვა სულის სიმშვიდე. ვინც შემუსრა სიხარული ჩემი. მაგრამ მხოლოდ ჩემი? შენ ისა ბრძანდები, ვისი წყალობითაც დაგვეკარგა სულიერი წინასწორობის შეგრძნება, აგრე დაჟინებით რომ გვასწავლიდა ძველი ჩIნელი ბრძენი. ყველაფერს მისწვდა შენი მსახვრალი ხელი: ლიტერატურის ისტორიასაც, საგაზეთო სტატიასაც.

ხმა. მაინც რა სახელს დამარქმევდი?

მე. მე… არ ვიცი, რა გიწოდო. მაგრამ თუ სხვებსაც დაეჯერებათ, შენ ის ძალა ხარ, ჩვენ რომ დაგვჯაბნე. შენ დემონი ხარ, ჩვენი განმგებელი.

ხმა. შეგიძლია მოულოცო საკუთარ თავს. მე არავისთან დავდივარ სალაპარაკოდ.

მე. მე ძალიან ვეცდები ავირიდო შენთან შეხვედრა. იქ, სადაც შენ გამოჩნდები, იმღვრევა სიმშვიდე სულისა. შენ რენტგენის სხივებივით ყველაფერში აღწევ.

ხმა. ჰოდა, წინასწარ გაფრთხილდი.

მე. რაღა თქმა უნდა, ვიფრთხილებ. მაგრამ, როცა ხელთ კალამი მიპყრია…

ხმა. როცა ხელთ კალამი გექნება, მინატრებ, ნეტა მოვიდესო!

მე. ვინ? მე? მე ხომ ერთი წვრილფეხა მწერალი ვარ და მინდა დავრჩე წვრილფეხა მწერლად. უამისოდ ვერ მოვიპოვებ სულის სიმშვიდეს. მაგრამ კალამი თუ დავიჭირე ხელში, შეიძლება ძალაუნებურად ჩაგივარდე ტყვედ.

ხმა. ამიტომ ყურადღებით იყავი. იქნებ ყველა შენი სიტყვა საქმედ ვაქციო. აბა, მშვიდობით! იცოდე, მე კვლავ გინახულებ.

ხმა. (განმარტოებით) აკუტაგავა რიუნოსკე! აკუტაგავა რიუნოსკე! უფრო ღრმად ჩაეზარდე მიწას ფესვებით. შენ ლერწამი ხარ, ქარისაგან რხეული. იქნებ შენს თავზე მოგროვილი საავდრო ღრუბლები ოდესმე განიფანტოს კიდეც. ამიტომ მტკიცედ უკდა იდგე ფეხზე. შენივე თავისთვის! შენთა შვილთათვის! ნურც გაამპარტავნდები, ნურც დაიმცირებ თავს. და შენ აღსდგები.


დეკემბერი, 1926

Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 10:02 pm

რიუნოსკე აკუტაგავა

როგორ განეშორა თავი ტანს


დასაწყისი

ხე სიაო-ერს ხმალი გავარდა ხელიდან, რაღაც ჩაერჭო ყრუ ხმაურით კისერში და წამსვე იგიც ანგარიშმიუცემლად ჩაეჭიდა ცხენის ფაფარს. მეომარი უნაგირს გადაეკიდა თუ არა, მერანმა ხმამაღლა დაიჭიხვინა (ეტყობა, ისიც დაჭრილი იყო), კისერი წაიწვდინა, ერთმანეთზე აჩხორილ გვამებს ნახტომებით გადაევლო და თავი მისცა უკიდეგანო ველებს, სად კაცის სიმაღლე გატყევებული გაოლიანი აზრდილიყო. ტყვია დაადევნეს მხედარს, მაგრამ სიზმარეული დაძახილივით მოესმა თოფის გასროლის ხმა ხე სიაო-ერს.

იტალღებოდა შმაგად მიმქროლავ მერნის მიერ თელილი გაოლიანი. ხან მეორე მხრიდან ეტყლაშუნებოდნენ ალერდის ღერები ცხენოსნის მაზარას, ხანაც ნაწნავს მისწვდებოდნენ, კისრიდან ამოჩქეფილი შავი სისხლით აფორაჯებდნენ მის სხეულს. გრძნობდა მძიმედ დაკოდილი, ფარსაგი რამ სჭირდა. «ყელი გამომჭრეს მაგ ძაღლთაპირებმა! გამომჭრეს ყელი!» _ ხმიანობდა მის დაბინდულ გონებაში ფიქრი, და უსაზმნოდ სცემდა ქუსლებს ცხენის გაოფლილ ფერდებს.

მოულოდნელად მოხდა ყოველივე. ჩინელ მსტოვართა რაზმი, რომელსაც ხე სიაო-ერი ახლდა, ბანაკიდან მდინარით გამიჯნულ დასახლებას ჩხრეკდა. სად იყო, სად არა, აღმომავალი მზის ქვეყნის ცხენოსანი პატრული გამოტყვრა. ისე უეცარი იყო ეს შეხვედრა, ვერც ერთმა მხარემ ვერ მოასწრო შაშხანების გადმოღება. ჩინელებმა, მოლანდეს თუ არა წითელქობიანი ქუდები და მუნდირები, ხმლები იშიშვლეს, ქოფაკებივით დაკრიჭეს კბილები და ეკვეთნენ დუშმანს. ვისღა ახსოვდა სიკვდილი. ერთი აზრი უტრიალებდა ყოველ მათგანს _ მოესპო მტერი. ამიტომაც მოაბრუნეს მყის ცხენები და შმაგად შეუტიეს იაპონელ მხედრებს. მტერიც იგივე გრძნობებს მოეცვა. ხე სიაო-ერისა და მისი ამხანაგების მარჯვნივ თუ მარცხნივ იმავ წამს ერთი მეორის მიყოლებით აილანდა სახეები, თოთქოსდა სარკეში არეკლილი ჩინელთა დაკრეჭილ კბილებიანი გამოსახულებები, და ამასთან ერთად იელვა ხმლებმაც. მერე გაქრა დროის შეგრძნება. ხე სიაო-ერს საოცრად ცხადლივ დაახსომდა, ქარიშხლისაგან

შეძრულივით რომ ირხეოდა გაოლიანის ტევრი. აყელყელავებული ბალახის მოქანავე თავთავებს ზემოთ კი ეკიდა ბრინჯაოსფერი მზე. ვერასგზით მოეგონებია, რამდენ ხანს გასტანა შეტაკებამ. ბრძოლის დროს იგი დამთხვეულივით სცემა ყიჟინას, ალალბედზე იქნევდა ხმალს. თვალი ჰკიდა მეყსეულად, პირი ორლესულისა წითლად რომ შეღება სისხლმა, არც არაფრად ჩაუგდია, ოღონდ ეს იყო, მახვილის ტარი გაალტო ოფლმა. სასა გაუშრა მხედარს, ენას ვეღარ აბრუნებდა. სწორედ ამ დროს მისი ცხენის წინ საიდანღაც ამოყვინთა იაპონელი მეომრის სახემ. თვალები ლამის ბუდიდან ამოსცვენოდა, პირი დაეფჩინა, შუაზე გაჩეხილი ქუდიდან ჩანდა პირწმინდად გადაპარსული თავი. ხე სიაო-ერმა მთელი ძალით დაჰკრა მახვილი. მაგრამ არც მტრის ქუდს მოხვედრია იგი, არც თავს. ჰაერშივე შეეჯახა იაპონელის იარაღს, ირგვლივ ამტყდარ ჯგრიალშიც კი მკაფიოდ და საზარლად დაიჟღრიალეს ხმლებმა და მორკინალთა ნესტოებს ეცა ალესილი ფოლადის ძელგი სუნი. მერე ჩინელის თავზე აღიმართა მზეზე მოელვარე ხმლის პირი, წრე მოავლო და მაშინ იგრძნო ხე სიაო ერმა, ყინულოვანი რამ ყრუ ხმაურით ჩაერჭო კისერში.

მიაქანებდა ბედაური ტკივილისაგან გაოგნებულ მეომარს გაოლიანით მოფარულ უკიდეგანო ველზე. მიწყდა კაცთა გნიასი, ცხენთა ჭიხვინი და ერთმანეთს შეხლილ მახვილთა ჯახანიც. მიჩუმათდა ყველაფერი. გმინვა სიკვდილის შიშით გასენილი, ცხენის ზურგზე გაკრული ხე სიაო-ერი. მზეს მისჩერებოდა, ისევე რომ ნათობდა, როგორც იაპონიაში. არა და არ სურდა განშორება წუთისოფელთან. ბოღმით აღვსილიყო მათ მიმართ, ვისი ხელიც ერია ამ საქმეში. საკუთარ თავზეც მოსდიოდა ჯავრი. ერთმანეთს მისჯროდა ეს გრძნობები. ხან ერთი ჩეუჩნდებოდა, ხან მეორე და აწვალებდა გაუთავებლივ. ასეთი განცდებით გათანგულს სწადდა ებღავლა ხაფი ხმით, ვკვდები, სული მხდებაო! იაპონელი ჯარისკაცები სურდა ელანძღა, ანდა დედ-მამა მოეხმო საშველად, მაგრამ დაჭრილს იმდენად გასცლოდა ძალა, უაზრო ხავილიღა ამოსდიოდა პირიდან. «ვაჰ, დედასა, ჯერ რძე არ შემშრობია პირზე და რა დავაშავე ნეტავ ისეთი, აგრე ძაღლურად რომ ვკვდები. წყეულიმც იყოს ჩემი მკვლელი იაპონელი, ის ოცეულის მეთაურიც, ვინაც მზვერავად განმაწესა, წყალს წაუღია იაპონიისა და ჩინეთის ჩხუბიც. რა მესაქმებოდა ამა ყოველთან. აფსუს, რის გამო ვტოვებ მზის გულს. ახია ჩემზე! ბრბოსა და დრო-ჟამის დუდუკზე ვცეკვავდი. განა ბრიყვი არა ვარ და რეგვენი?! გულ-ღვიძლს უსერავდა დარდი.

ცას წვდებოდა ხე სიაო-ერიგ გმინვა. ცხენი მიაქროლებდა ფაფარში ჩაფრენილ მხედარს. დროდადრო მერნის თქარათქური წამოაფრენდა ხოლმე მწყრის ჩოჩრებს, მიგელავდა დუჟმორეული ცხენი, არად უჩნდა მხედარი, ძლივს რომ იმაგრებდა მის ზურგზე თავს. ამ სრბოლას საზღვარი აღარ დაედებოდა ალბათ, მაგრამ მალე ველი ჩათავდა, ცხენ-მხედარი დამრეც ფერდობზე ჩაეშვა და მღვრიე მდინარეს გაუსწორდა. განგებამ ტირიფნარი დაუხედრა, სადაც ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლები აზვინულიყო. «ავაHმეო», შესძახა და წყლისპირა ლაფში ჩაენარცხა.

ცხენიდან გადმოფრენილს რატომღაც საკუთარი სახლის სამზადში ღადარზე შედგმული კარდალი წარმოესახა, ლომფერი ალის ენები დალანდა. «ჰეი, ჰეი, გუზგუზებს ცეცხლი», _ გაიფიქრა და დაკარგა გონი.



გაგრძელება

ეგდო ამ უკაცრიელ ალაგას, სისხლითა და ქვიშით მოსვრილი. ტკივილს ახლა სრულიად ვეღარ გრძნობდა. ცნობა კი წაერთვა, მაგრამ რამ შნაგანი მზერით ხედავდა

ტირიფების მოალერსე მაღალსა და ლურჯ ზესკნელს. აროდეს ენახა აგრე უსაშველოდ შორეული, ღრმა და ნაზურმუხტევი ცის გუმბათი, რომელზეც დაჩნდებოდნენ შედედებული ქაფის მსგავსი ღრუბლები და უმალ უჩუმრად გადაქრებოდნენ, თითქოსდა გახვრეტილნი ტირიფის მოქანავე ტოტების მიერ.

მერე და მერე ნაირგვარმა საგნებმა ჩრდილებივით იწყეს რიალი. გამოკრთა ზმანება დედისეული წვირიანი კაბისა, რომლის კალთას ვინ მოთვლის, რამდენგზის ჩაბღაუჭებია და დაუნამავს სიხარულისა და წუხილის ცრემლით. ახლა კი, როს უნებურად წაეპოტინა, ხელი ვეღარ შეავლო. დოლბანდივით დათხელდა სამოსი. ვითარცა ქარში, ისე მოჩანდა ქსოვლიში ღრუბელთა ბოლქვები. მერე ის იყო გამოცურდნენ მშობლიურ სახლს უკან გადაჭიმული, ხვატისაგან გარუჯული სესამის მინდვრები. თავის თავს ეძებდა ამ ველებზე ხე სიაო-ერი და ძმებს თვისას, მაგრამ ძეხორციელი არ ჩანდა არსად. მზის სხივი ლიცლიცებდა მარტოღა ალაგ-ალაგ მომჭკნარ, ძირს დაცვივნულ ფოთლებსა და ყვავილებზე, ირიბად რომ გადაჭრეს ჰაერი და ისე გაქრნენ, გეგონებოდათ, ვიღაც უჩინარის ხელმა გახვეტაო.

შემდეგ ცის ფონზე უცნაური არსება თუ საგანი აიგრიხა. დააკვირდა ხე სიაო-ერი და «დრაკონის ფარანი» შეიცნო. სწორედ იმგვარი, მისი ქვეყნის ადათისამებრ, 15 იანვარს, ღამით რომ დაატარებდნენ ხოლმე ქუჩებში. ხუთი თუ ექვსი კენი იქნებოდა სიგრძით. ბამბუკის ღეროს წითლად ნაფერადები ქაღალდი ჰქონდა შემოკრული, ქანაობდა ცა-მყარზე თითქოსდა მიკერებული ფარანი. ამ ნათელ დღეს რატომღაც ანთებული სანთელი კიაფობდა მასში. ცოცხალი გველეშაპი გეგონებოდათ ეს ფარანი, ისე აცნაცუნებდა გრძელ ულვაშებს. ნება-ნება უგანა ურჩხულმა, ჩქამიც თვალსა და ხელს შუა გაქრა.

ამჯერად ხე სიაო-ერის სატრფოს ჩამოქნილი ფეხები აიხატა ცის კაბადონზე. სან სუნსაც არ აღემატენოდა ტერფების სიგრძე. ჩინეთში ხომ დიდ პატივშია მოხდენილი ფეხი დიაცისა და გოგონებს პატარაობიდანვე საკრავს ახვევდნენ ფეხზე. სალუქ თითებზე ლამაზად იკვეთებოდა თეთრი ფრჩხილები. დაკოდილის სულში მსუბუქი სევდა აღიძრა გარდასულ დროთა გამო. ძილში რომ მწერი გიკბენს და ვერ გაგიგია, კაცს რა გაწუხებს, აგრე ბუნდოვანი. კვლავ იხილავს, ნეტარძ, ნანდაურს?! მერედა როგორ? ცხრა მთას იქით იმყოფებოდა ახლა მისი მიჯნური.

ჩამოქნილი წვივები თანდათან წარიშალა, ღრუბელთა ჩრდილებს მიეფარა და მაშინ ხე სიაო-ერის გულგვამიდან ამოინთხა სევდა-ნაღველი. უჩუმრად გაწოლილიყო მის ზემოთ ქლიავისფერი ცა, ქვემოთ კი, სადაც ხალხი თავის გატანჯულ წუთისოფელს მიათრევდა, ქროდა მსუბუქი ნიავქარი. ხე სიაო-ერმა ამოიოხრა. ასეთ დარდს ჯერაც არ გაესენა მისი გული. მერე კვლავ იძალა ზმანებებმა. ელვის უსწრაფესად გადიქროლა წითელქობიანი ქუდებით მორთულმა იაპონელ ცხენოსანთა რაზმმა და ასევე სწრაფად გაუჩინარდა.

კაეშანმა გათანგა ხე სიაო-ერი. «ვინ უწყის, იქნებ მაგათაც მაჯლაჯუნა აწევთ გულზე, ნეტავ აჩრდილნი არ იყოთ, ერთმანეთს ვანუგეშებდით, მაგრამ რაღა დროს, აწ ყოველივე გვიანი არის». კურცხალი მოადგა თვალზე, ამაზრზენი ეჩვენა მთელი თავისი ადრინდელი ცხოვრება. მზად იყო დაეჩოქა და პატიება ეთხოვა და თავადაც შეენდო ყველასთვის.

თუ გადავრჩი, აუცილებლად გამოვისყიდი ცოდვებსო, სლუკუნებდა თავისთვის, უსაზღვროდ ღრმა და მელნისფერი ცა კი გოჯიგოჯ მოიწევდა დაბლა, და ამ ნალურჯევ ზღვა-ოკეანეში აქა-იქ კრთოდნენ იგი ვარსკვლავნი, დღისითაც რომ ნათობდნენ ხოლმე. ცოტაც და გადაქრა მორიალე აჩრდილთა ხსენებაც. ხე სიაო-ერმა მთრთოლვარე ბაგეებიდან ერთხელ კიდევ ამოუშვა ოხვრა და მძიმედ დახუჭა თვალები.



დასასრული

ჩინეთისა და იაპონიის დაშოშმინება-დაზავების შემდგომ გავიდა წელი. ერთხელ, ადრიან გაზაფხულზე, იაპონიის საელჩოს მისაღები ოთახის მაგიდას უსხდნენ სამხედრო ატაშე მაიორი კიმურა და იაპონიიდან ახლადდაბრუნებული სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის ინჟინერი, მეცნიერებათა კანდიდატი იამაკავა. ყავას შეექცეოდნენ, თამბაქოს აბოლებდნენ და დარბაისლურად მასლაათობდნენ. მართალია გაზაფხული იდგა, მაგრამ ბუხარში მაინც ენთო ცეცხლი. ოთახი ისე იყო გახურებული, მოსაუბრეთ ოფლით ენამებოდათ პირისახე. მაგიდაზე შემოდგმულ, ქოთანში ჩარგულ, მეწამული ფერის ჯუჯა ქლიავიდან დროდადრო დიოდა ნამდვილიჩინური სურნელი. ერთხანს დედოფალ სითაიჰოუზე ისაუბრეს, ჩინეთ-იაპონიის ომიც მოიგონეს. უეცრივ მაიორი კიმურა ადგა, თითქოს რაღაც აზრმა გაუელვაო, გაზეთ «შენჯოუ ჯიბაოს» შეკვრას დასწვდა, თაროდან მაგიდაზე გადმოიტანა და იამაკავას მზერით მიანიშნა წასაკითხი ადგილი. ინჟინერმა ცნობისმოყვარეობით ჩახედა ფურცელს.

«ამა და ამ ქუჩაზე მდებარე სადალაქოს მფლობელს, ვინმე ხე სიაო-ერს, _ იტყობინებოდა გაზეთი, _ არაერთხელ გამოუჩენია სიმამაცე ჩინეთ-იაპონიის ომში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ კი გადაყვა ქალებსა და ღვინოს. ამა და ამ დღეს იგი რესტორანში სვამდა ნაცნობთან ერთად. ისინი წალაპარაკდნენ. მოხდა ჩხუბი. ხე სიაო-ერი კისერში დაჭრეს და იქვე გათავდა. უცნაურია ის, რომ ჩხუბის დროს მოკლულს იარაღი არ შეხებია. იგი არც არავის უხმარია. ხე სიაო-ერის გაეხსნა ომისდროინდელი ნაჭრილობევი. დამსწრეთა გადმოცემით, როცა ის შეხლა-შემოხლის დროს დაეცა და მაგიდა გადააბრუნა, თავი უეცრივ მოწყდა სხეულს და სისხლით მოთხვრილი გაგორდა იატაკზე. ხელისუფალთ ეჭვები აღეძრათ მაინც და გამალებით ეძებდნენ დამნაშავეს. გასაგებია მათი საქციელი, მაგრამ თუკი ლიაო ჯაი თავის «უჩვეულო ამბებში» აგვიწერს მსგავს შემთხვევებს, რად არ უნდა ვირწმუნოთ, რომ ხე სიაო-ერსაც...» და ასე შემდგომ.

_ რას ნიშნავს ეს? _ გაოცდა ინჟინერი.

მაიორმა კიმურამ თამბაქოს ბოლო გამოუშვა პირიდან და მოწყალედ გაიღიმა.

_ მართლაც რომ საკვირველი ამბავია! ასეთი რამ მხოლოდ ჩინეთში თუ მოხდება.

_ განა შესაძლებელია ეს საერთოდ სადმე მოხდეს?

ინჟინერმა იამაკავამ ღიმილით ჩაფერფლა პაპიროსი საფერფლეში.

მაიორი შეყოვნდა და მერე წარმთქვა:

_ საქმე ის არის, რომ მე ვიცნობდი კიდეც მაგ ხე სიაო-ერს.

_ ო, იცნობდით კიდეც? გახსოვდეთ, რომ ბოლოს და ბოლოს ატაშე ბრძანდებით და არ გეკადრებათ გაზეთის რეპორტიორებისდაგვარად ზღაპრების შეთხზვა.

_ ჰმ, ზღაპრებიო... როცა მე დამჭრეს, სწორედ ეს პიროვნება იწვა ჩემთან ერთად საველე ლაზარეთში. მაშინ ჩინურსა ვსწავლობდი და პრაქტიკისათვის რამდენჯერმე გავესაუბრე. გაზეთში ხომ წერია, რომ იგი კისერში იყო დაჭრილი, ჰოდა, ათი შესააძლებლობიდან ცხრა არის იმის დასტური, რომ სწორედ ეგ კაცი შემხვდა ლაზარეთში.

_ საოცარია, საოცარია, თუ გაზეთს დავუჯერებთ, ეგ ხე-სიაო-ერი დიდი ლოთი-შფოთი ვინმე ყოფილა. კაცმა რომ თქვას, ასეთი კაცის სიკვდილი დასანანი არც არის. თუ მოკვდა, მით უკეთესი მისთვის და ყველასათვის.

_ ეგ მერე, მაშინ კი ეს იყო ერთი ალალი, ჩუმი, კარგი კაცი, გამორჩეული ტყვეთა შორის. ამიტომაც განსაკუთრებით უყვარდათ ექიმებს და გულითადად მკურნალობდნენ კიდეც. საინტერესო ამბებს ყვებოდა თავის თავზე. ახლაც მახსოვს მისი მონათხრობი, როგორ ჩავარდა ცხენიდან მდინარისპირა ლაფში, როგორ გასცქეროდა ტირიფნარიდან ზეცას და ეზმანებოდა დედის კაბა, ქალის ფეხები და აყვავებული სესამის მინდვრებიი.

მაიორმა კიმურამ პაპიროსი ჩააქრო, ტუჩებთან ყავის ფინჯანი მიიტანა, ჯუჯა ქლიავს გახედა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: ასე ამბობდა, სწორედ მაშინ შემზარდა მთელი ადრინდელი ცხოვრებაო.

_ ჰო, მაგრამ როგორც კი დამთავრდა ომი, მაშინვე ქეიფს მიჰყო ხომ ხელი? არა, ადამიანი ჩალის ფასადაც არ ღირს!

ინჟინერი იამაკავა სკამის ზურგზე გადაესვენა, ფეხები გაწვართა და იქედნური ღიმილით თამბაქოს კვამლი ჭერისაკენ გაუშვა.

_ თქვენ ამბობთ, ადამიანი ცალის ფასადაც არ ღირსო? ალბათ გგონიათ, ხე სიაო-ერი თავს იკატუნებდა, ვითაოდაც მამა აბრამის ბატკანი იყო?

_ სწორედაც.

_ მე კი აგრე არ ვფიქრობ. იგი არა და არ თვალთმაქობდა. ასე გრძნობდა იმ წამს, როცა, გაზეთის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, მისი თავი განეშორა ტანს. ასე გრძნობდა ჩხუბის დროსაც, როცა ის მაგიდას დააჯახეს და ძირს დასცეს. მაშინ გაეხსნა ალბათ ძველი ჭრილობა და გრძელნაწნავიანი თავიც მყის გაგორდა იატაკზე. დედის კაბამ, ქალის ფეხებმა და სესამის აყვავებულმა ველებმაც, ომის დროს რომ ელანდებოდა, ახლაც ბუნდოვნად გაიარეს მის თვალწინ. მართალია, ამჯერად ჭერი ფარავდა ცარგვალს, მაგრამ ის მაინც ხედავდა ვის ლაჟვარდს. და იმ დროს კვლავ მთელი სიმწარით იგრძნო თავისი საძაგელი წარსული. გვიანღა იყო. ადრე იაპონელმა სანიტრებმა შეამჩნიეს და გონდაკარგული თან წაიყვანეს, ახლა კი მისი თანამეინახე დაუზაოგავად სცემდა მუშტებითა და წიხლებით. და სინანულით შეპყრობილმა ხე სიაო-ერმა სული განუტევა.

ინჟინერმა იამაკავამ მხრები აიჩეჩა და გაიცინა:

_ დიდი მეოცნებე ჩანხართ. მაშ, რითღა აიხსნება, რომ ასეთი განცდების მერე გალოთდა?

_ ეს იმიტომ, რომ ადამიანის ფასი მართლაც გროშია, ოღონდ სრულიად სხვა აზრით. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ჩალის ფასადაც არ ღირს. მხოლოდ ის არის მეტნაკლებად ღირსეული, ვინც უწყის ეს ჭეშმარიტება. თორემ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, სწორედ ისე წავაგოთ თავი, როგორც ხე სიაო-ერმა... დიახაც, ამ აზრით უნდა ვკითხულობდეთ გაზეთებს.

ესა თქვა მაიორმა კიმურამ, ერთვარად დამოზღვრითი კილო დაატანა ყოველ სიტყვას, გაიღიმა და ახალი პაპიროსი გაიწყო.



იანვარი, 1918

Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 10:04 pm

რიუნოსკე აკუტაგავა

ტიკამაცუ მონძაემონი


ძიუნიტირო ტანიძაკისა და ჰარუო სატოსთან ერთად თოჯინების თეატრში ვიყავი. დიდი ხანია მარიონეტების სპექტაკლი არ მენახა. თოჯინა მსახიობზე ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ამოძრავებენ. თოჯინების გამთამაშებელი შავ სამოსიანი მსახიობი უსიამო გრძნობას იწვევს, ასეთი ფიგურები გოიას ნამუშევრებში უკანა პლანზე მოჩანს ხოლმე. ასე გეგონება, ეს შავი ფიგურები, როგორც შენი ნაღვლიანი ბედისწერა, სადღაც მიგერეკებოდეს...

ახლა თოჯინებზე კი არა, ტიკამაცუ მონძაემონზე მინდა გესაუბროთ. ძიჰეისა და კოჰარუს ვუყურებდი და ავტორზე დავიწყე ფიქრი. რეალისტ საიკაკუს საპირისპიროდ, ტიკამაცუს იდეალისტად თვლიან. ტიკამაცუს მსოფლმხედველობას არ ვიცნობ. ზეცას რომ შეღაღადებდა, ალბათ ჩვენს არასრულყოფილებაზე თუ შესჩიოდა. შესაძლოა, დღევანდელი დღის შემყურე, შიშით ელოდა ხვალინდელს. ახლა დაბეჯითებით ვინ მოგცემს ამის პასუხს? მისი დრამების მნახველმა ნამდვილად შემიძლია დავამტკიცო, რომ ტიკამაცუ იდეალისტი არაა. იდეალისტი?.. როგორ შეიძლება მას იდეალისტი ვუწოდოთ? საიკაკუს შემოქმედება და მსოფლმხედველობა რომანტიკულია. ოცნებისაკენ ლტოლვას თუ რომანტიზმს ვუწოდებთ, მაშინ ტიკამაცუც რომანტიკოსია. მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ასპექტით, ის ჭეშმარიტი რეალისტია. მისი რეალისტური დრამა ადამიანის სულის ყველაზე იდუმალ კუნჭულს აღწევს. დრამაში, ცხადია, გენროკუს ეპოქის დამახასიათებელი ლირიკული ლექსებიც გვხვდება...

ტიკამაცუს ხშირად იაპონელ შექსპირს უწოდებენ. მისი შემოქმედება უფრო მეტადაა შექსპირული, ვიდრე ფიქრობენ. ჯერ ერთი, შექსპირის მსგავსად, თითქმის ყველას აღემატება ინტელექტით (გავიხსენოთ თუნდაც მოლიერის ინტელექტი). მეორეც, მისი დრამები სავსეა ბრწყინვალე სტრიქონებით და, ბოლოს, თვით ყველაზე მძაფრად დრამატულ ქარგალშიც კი კომედიური სცენაა ჩასოვილი. მაყალთან მოფუსფუსე ღარიბი ბერის მაყურებელს ხშირად გამხსენებია დიადი “მაკბეტის” ლხინი.

ტიოგიუ ტაკაიამას გამოკვლევების გავლებით, ტიკამაცუს ყოფით დრამებს მისავე ისტორიაულ დრამებს ამჯობინებენ. მაგრამ არც ისტორიულ დრამაში გვევლინება ტიკამაცუ რომანტიკოსად. ამ თვისებითაც შექსპირს ენათესავება. შექსპირმა სამუდამოდ შეაჩერა თავისი საათი რომში. ტიკამაცუმ ეპოქის უგულვებელყოფაში შექსპირსაც გაუსწრო. უფრო მეტიც, ღმერთების საუკუნეც გენროკუს ეპოქის სამყაროდ გადააქცია. პარადოქსულია, მაგრამ მისი პერსონაჟების ფსიქოლოგიური მონახაზები ხშირად სრულიად რეალისტურია. მაგალითად, ისტორიულ დრამაში “ნიხონ ფურისოდე ხაძიმე” ძმების – კოტანას და სოტანას (პიესის გმირები) ჩხუბი ყოფითი დრამის სცენად წარმოგვესახება, ხოლო კოტანას ცოლის და თვით კოტანას სულიერი მდგომარეობა მამის მოკვლის შემდგომ ჩვენი დროისათვისაც მახლობელია. უფრო მეტიც, სუსანოო-ნო-მიკოტოს სიყვარული, გავბედავ და ვიტყვი, მარადი სახით შემორჩა ისტორიის ფერიცვალებას.

ტიკამაცუს ისტორიული დრამა, ბუნებრივია, უფრო მეტადაა გაჟღენთილი ფანტაზიით, ვიდრე ყოფითი დრამა და სწორედ ამ ფანტაზიის წყალობით ათის უფრო მომხიბვლელი, რასაც ვერ ვიტყვით ყოფით დრამაზე.

Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 95
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 07, 2019 10:07 pm

რიუნოსკე აკუტაგავა

ჰიოტოკოს ნიღაბი

აძუმაბასის ხიდზე ხალხი შექუჩებულა. დროდადრო პოლიციელი მოუწოდებს დაიშალეთო, მაგრამ ბრბო ისევ იყრის თავს.ყველა ელოდება, ხიდის ქვეშ როდის გაივლიან ნავები, რომლებიც აყვავებული ალუბლების დღესასწაულზე მიემარტებიან.

ხან კენტად, ხან კი დაწყვილებული ნავები აღმა მიუყვებიან მდინარეს, რომლის დონე მოქცევას მაღლა აუწევია; ბევრ მათგანზე გადაჭიმულია ქერელის ტილო,ზედ დამაგრებული ბოლომდე ჩამოშვებული თეთრი, წითელზოლიანი ფარდებით. ცხვირზე აღმართულია დროშები და ძველი ალმები. ფარდებს მიღმა შეიძლება დალანდოთ ადამიანები, რომლებსაც თავი პირსახოცებით შეუბურავთ იოსიკარელი დედაკაცების ან ბრინჯი მოვაჭრე ქალების მსგავსად და კენს თამაშობენ, თან გაიძახიან: ,,ერთი, ორი! ვიღაც ცდილობს იმღეროს და თავს მელოდიის ტაქტს აყოლებს. ზემოდან, ხიდიდან, ეს ყველაფერი ძალზე თავშესაქცევად გამოიყურება. როცა მუსიკოსებიანი ნავები ახლოს ჩაივლიან ხოლმე, ხიდზე მყოფი ბრბო ხმამაღალი შეძახილებით ხვდება მათ. ვიღაც კიდეც გაჰყვირის: ,,აი, სისულელე” !

ხიდიდან მდინარე ჩამოჰგავს ტყვიის ფირფიტას, რომელიც მზე ბრწყინავს, დროდადრო ტალებს მოცურავე კატერები თვალისმომჭრელად ავარაყებენ. მდინარის გლუვ ზედაპირზწე ტილის ნაკბენივით იჭრება დოლების მხნე ხმაური, ფლეიტისა და სიამისენის ბგერები. საპოროს ლუდის სახდელი ქარხნის აგურის კედლებიდან შორს, მიწაყრილს მიღმა გაჭიმულა რაღაც შებოლილი, მოთეთრო ჭუჭყიანი- სწორედ ესაა ალუბლები, რომლებიც ახლა ყვავიან. ბევრი იაპონური და ევროპული ნავია კოტოტოის ნავსაყუდელთან. უნივერსიტეტის კანჯოების ფარდული მათ მზისაგან იფარავს და აქედან ჩანს მხოლოდ, როგორ მოძრაობს რაღაც ჭუჭყიანი და მუქი.

მაგრამ, აი, ხიდის ქვეშ გამოჩნდა კიდევ ერთი ნავი. სხვების მსგავსად, ეს ოთხნიჩბიანი ნავიც მიემართება აყვავებული ალუბლის დღესასწაულზე. ნიჩბოსნებს ნავზე დაუმაგრებიათ წითელ-თეთრი ფარდები და იმავე ფერის ზოლიანი ალამი, თავი შეუბურავთ პირსახოცებით.პირსახოცებს ახატია ალუბლის ყვავილები. ნიჩბოსნები რიგრიგობით უსვამენ ნიჩბებს და ორთაყვირით აძლევენ ბიძგს. ნავი მაინც ნელა მოძრაობს. ფარდების ჩრდილში ათიოდე ადამიანია. სანამ ნავი ხიდის ქვეშ შევიდოდა, ისინი ასრულებდნენ ორ სიამისენზე ,,გაზაფხულის ქლიავის ყვავილში , ან მუსილა დასცხო. ხიდზე მდგარმა დოყლაპიებმა კვლავ შეძახილებს უმატეს. ისმის ბავშვების ტირილი, რომელსაც აურზაურში თითქმის ჭყლეტენ. შემდეგ გაისმა ქალის გამკივანი ძახილი ,,ე,უყურეთ! აგერ, ცეკვავს!” გემბანზე მუსიკის ტაქტს აყოლილი ჰიოტოკოს სახუმარო ნიღბიანი დაბალი ტანის მამაკაცი როგორღაც უაზროდ დახტის.

მან ჯერ კიდევ ადრე გაიხადა ტიტიბუში დამზადებული ქსოვილის ზედასამოსი და გამოამზეურა ვიწროსახელოებიანი კაშკას ნაწრის პერანგი. ის რომ ძალზე მთვრალი გახლდათ, ნათლად ჩანდა, იქიდანაც,რომ სავყოშებიანი საყელო დაუდევრად გაღეღოდა, მუქ- ლურჯი- ქამარი გახსნოდა და უკან დასთრევდა. ცეკვავს, რათქმა უნდა, სულელურად. ასრულებს სხეულის რაღაც მოუქნელ მოძრაობებს და დაუსრულებლად იქნევს ხელებს საღვთო ცეკვების დარად. მაგრამ ესეც ისე გამოიყურება, თითქოს, ძლიერ დამთვრალა, საკუთარ ტანს ვერა ფლობსო და ზოგჯერ გეჩვენება, რომ მან წონასწორობა დაკარგა და უბრალოდ ამოძრავებს ხელ- ფეხს, რათა წყალში არ ჩავარდეს.

- აი, ეს სიარულია!

- როგორ გამხიარულდა! საიდანაა ეს ფიტული?!

- თავშესაქცევია! ე, უყურეთ, ბარბაცებს!

- უკეთესი იქნებოდა, უნიღბოთ ეცეკვა!

და ყველაფერი მეორდებოდა.

ამასობაში - ღვინომ თუ იმოქმედა ძლიერად - მოცეკვავის მოძრაობანი უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა. მისი თავი, ნიკაპთან სადღესასწაულო პირსახოცით შეკრული, ისე ირწეოდა, როგორც გაფუჭებული მეტრომონის ისარი და სადაცაა წყალში გადავარდებოდა. მენავე შეშფოთდა კიდეც და ორჯერ შესძახა, მაგრამ მას, ეტყობა, არ ესმოდა.

უცებ მიმავალი კატერის მიერ დატოვებულმა განივმა ტალღამ მაღლა შეახტუნა ნავი. იმ წუთში ნიღბიანი კაცუნა, თითქოს დაარტყესო, სამი ნაბიჯით წინ წავარდა, უკანასკნელი დიდი წრე შემოხაზა, გაშეშებული, როგორც ბრუნვაშეწყვეტილი ჩიკორი, ნავის ფსკერზე პირქვე დაეცა და ტრიკოტაჟისსაცვლიანი ფეხები მაღლა აიშვირა.

ხიდზე შეგროვილმა სეირის მაყურებლებმა კვლავ გაიცინეს. ამ დარტყმისაგან ნავში, ვგონებ, სიამისენს სახელურიც მოტყდა. ფარდებს მიღმა ხმაურიანი მთვრალი კომპანია შეძრწუნებული ხან დგებოდა, ხან ჯდებოდა. ორკესტრი, მთელი ძალით რომ უკრავდა, მოულოდნელად გაყუჩდა, თითქოს ჩაკვდაო. მხოლოდ ხმამაღალი შეძახილები ისმოდა. ალიაქოთი ატყდა. რაღაც დროის შემდეგ ტენტის ქვეშიდან წითურმა კაცმა ამოყო თავი და დაბნეულმა მენავეს რაღაც საჩქაროდ უთხრა. მაშინ ნავმა რატომღაც მკვეთრად აიღო გეზი მარჯვნივ და გაემართა არა იმ მხარეს, სადაც ალუბლები ჰყვაოდნენ, არამედ მოპირდაპირე ნაპირისკენ, იმანოსიუკისაკენ.


ნიღბიანი კაცის სიკვდილი ხიდზე მყოფმა სეირის მოყვარულებმა ათი წუთის შემდეგ შეიტყვეს. უფრო დაწვრილებით ცნობები გამოქვეყნდა მეორე დღეს გაზეთის განყოფილებაში «სხვადახვა». იქ ნათქვამი იყო, რომ ამ კაცს იმამურა ჰეიკიტის ეძახდნენ და ტვინში სისხლის ჩაქცევისაგან გარდაიცვალაო.

იმამურა ჰეიკიტი - ნიჰობასის რაიონში, ვაკამაცუ-მატიში მამისაგან მემკვიდრეობად მიგებული სამხატვრო მაგაზიის მფლობელი. მოკვდა ორმოცდახუთი წლის ასაკში. დარჩა ჭორფლიანი ცოლი არმიაში მომსახურე ვაჟისშვილი. ოსინი ძალზე მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ მაინც ყავდათ მოსამსახურე და, როგორც ჩანს, სხვებზე ცუდად არ ცხოვრობდნენ.ამბობენ, რომ იაპონია-ჩინეთის ომის დროს მათ შეუსკიდიათ ნატურალური მალაქიტის საღებავის მაღაზია სადღაც აკიტას გარეუბნებში და არც მოტყუებულან. წინათ მაღაზია განთქმული იყო მხოლოდ თავისი ძველი რეპუტაციით, საქონელი კი, რომელიც მათ განსაკუთრებულ სიამაყეს წარმოადგენდა, შეიძლებოდა თიტებზე ჩამოტვლილიყო.

ჰეიკიტი - პირბადრი, მოქაჩლო, უპეების ირგვლივ პატარა ნაოჭებით, რაღაცით სასაცილო ადამიანია და ყველას ელაქუცება. ყველაზე ძლიერ მას უყვარს სმა და შეზარხოშებული გულკეთილი ხდება. მაგრამ მას ერთი თვისება აქვს - როგორც კი დალევს, მაშინვე იწყებს თავის უცნაურ ცეკვას. როგორც ის ჰყვებოდა, ყველაპერი იქიდან დაიწყო, რომ მან ცეკვა შეისწავლა ჰამატიოს ქუცაზე ტოიოდას სასწავლებლის დიასახლისთან, რომელიც ქურუმ ქალთა ცეკვის გაკვეტილებს ესწრებოდა; იმ დროს სიმიხასში და იოსიტოში საღვთო ცეკვები ძალიან მოდაში იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო ტავისი ხელოვნებით დაეკვეხნა. უხეშად რომ ვთქვათ- მისი ცეკვები რაღაც გიჟურია, ხოლო თავაზიანად - ისინი ოდნავ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე კაბულის მსახიობთა მოძრაობანი. მაგრამ თვითონ, ჩანს, ეს შეგნებული აქვს და ფხიზელს გახსენებაც კი არ სურს საღვთო ცეკვებისა. იამამურა-სან! გამოხატე რაიმე! - ეუბნებიან მას, მაგრამ ის თავის დაძვრენას ცდილობდა და ყველაფერი ხუმრობაში გადააქვს. მაგრამ მაინც, საკმარისია შეეხო ღვთაებრივ სასმელს, რომ მაშინვე თავზე პირსახოცს შემოიხვევს, ბაძავს ფლეიტისა და დოლის ბგერებს, იღებს რაიმე პოზას და მხრებს ამოძრავებს, შეპყრობილია სურვილით, რომ იცეკვოს ნიღბით ტავის სახუმარო ცეკვები. და თუ დაიწყო, მაშინვე ზეაღიტაცებს და უკვე აღარ შეუძლია გაჩერება. ამასთან, იგი არ უსმენს არც სიამისენს არც სიმღერებს..

უკვე ორჯერ, ღვინის დამღუპელი ზემოქმედებისაგან, ის წაიქცა და გონება დაკარგა, თითქოს აპოპლეფსია აქვსო. პირველად ეს აბანოში მოხდა, როცა ცხელ წყალს ივლებდა და უცებ დაეცა ცემენტის ნიჟარაზე. მას ყოველთვის უკრძალავდნენ სმას და თვითონაც საჯაროდ განაცხადებდა ხოლმე, რომ ამიერიდან თავს აღარ შეირცხვენდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სრულდებოდა მხოლოდ პირველ ხანებში, შემდეგ კი იწყებოდა ,,ერთი ჭიქიდან, თანდათანობით მატულობდა და არ გადის ნახევარი თვეც, რომ ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. მაგრამ ის დამშვიდებულია, ა ყველაფერი მთავრდება თვითკმაყოფილი განცხადებით: ,,მე თუ ვსვამ, უარესად ვარ“.

მაგრამ ჰეიკიტი მარტო ფიზიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი არ სვამს.თუმცა თვითონ ასე ამბობს.მას არ შეუძლია სმის მიტოვება ფსიქოლოგიური მიზეზებოს გამოც.მხოლოდ შექეიფიანებული თამამდება და არავისი აღარ რცხვენია. სურს ცეკვა - იცეკვებს. სურს ძილი - დაიძინებს. არავის შეუძლია მას უსაყვედუროს. ხოლო ჰეიკიტისათვის ეს ყველაზე მთავარია. რატომაა მთავარი? თვითონაც არ ესმის.

მან მხოლოდ ის იცის, რომ როცა დალევს, სხვა ადამიანი ხდება. ცეკვით იჯერებდა და, როცა გამოფხიზლდებოდა, ზოგჯერ ეტყოდნენ: ,,აი, გუშინ ბლომად დალიე“. მას, რა თქმა უნდა.

და, საშინლად შერცხვებოდა და ჩვეულებრივად ტყუილს დაახეთქებდა:,,როგორც კი დავლევ, მაშინვე ვკარგავ აზრს. აი, დღეს ავდექი და არ მახსოვს, გუშინ რას ვაკეთებდი, თითქოს სიზმარია . სინამდვილეში კი კარგად ახსოვს, რომ ცეკვავდა და მერე დაიძინა. და ძნელი წარმოსადგენია, რომ გუშინდელი და დღევანდელი ჰეიკიტი- ერთი და იგივე პიროვნებაა. რომელია მათგან ნამდვილი, თვითონაც ვერ გაუგია. იშვიათად სვამს, უფრო ხშირად ფხიზელია. როგორც ჩანს, ფხიზელი ჰეიკიტია სწორედ ნამდვილი, მაგრამ უცნაური ის გახლავთ, რომ თვითონ ჰეიკიტი ვერ დაუდგება თავდებად ვერც ერთს. აკი ყველა მისი სამარცხვინო საქციელი თითქმის ყოველთვის სიმთვრალის დროსაა ჩადენილი. ცეკვები- ეს კიდევ არაფერი; თამაშობს ფერად ბანქოს, უწვება მეძავ ქალებს. ერთი სიტყვით, აკეთებს იმას, რაც არც ითქმის. ვერავინ დაამტკიცებს, რომ თითქოს ასეთ საქმეებსი ვლინდება მისი ჭეშმარიტი ,,მე“. ღმერთ იანუსს ორი სახე აქვს და არავისთვისაა ცნობილი, რომელი მათგანია ნამდვილი. ასეა ჰეიკიტიც.

მე უკვე ვთქვი, რომ ფხიზელი ჰეიკიტი და მთვრალი ჰეიკიტი ორი სრულიად განსხვავებული ადამიანია. ცოტა ვინმე თუ ტყუის ისე, როგორც ფხიზელი ჰეიკიტი. ზოგჯერ ის თვითონ გრძნობს ამას. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ანგარებით ტყუის. ტყუის თითქმის შეუგნებლად, და მაშინვე ამჩნევს ამას, მაგრამ სანამ იტყუება, დრო არ აქვს მის შედეგებზე იფიქროს.

ჰეიკიტის არ შეუძლია ახსნა, რატომ ტყუის. მაგრამ საკმარისია ვინმეს დაელაპარაკოს, რომ ენას მაშინვე თავისთავად სწყდება ტყუილი, რომელზეც არც უფიქრია. მაგრამ ეს მაინდამაინც არ აწუხებს არ მიაჩნია მავნებლობად იმიტომ, რომ ჰეიკიტი პირველად არ ტყუის გულარხეინად.

ჰეიკიტი როგორღაც ჰყვებოდა, რომ თერთმეტის წლისამ დაიწყო სამსახური საწერი ქაღალდის მაღაზიაში, მინამი- დემატიოში რომ მდებარეობს. მისი პატრონი მორწმუნე იყო და ვახშამსაც არ ეკარებოდა, სანამ არ ილოცებდა. ჰეიკიტის მაღაზიაში მუშაობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, რაღაც უეცარი გრძნობას აყოლილი პატრონის ცოლი ახალგაზრდა ნოქართან ერთად გაიქცა. ლოცვებზე გაგიჟებულ მფლობელს არ უშველა თავისმა რწმენამ, რომლის საშუალებითაც ის ცდილობდა ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას, ამიტომ თუ იყო, რომ ის უცებ გახდა სექტა მონტოს წევრი, მდინარეში გადააგდო ტაისიაკუს ხატი, ქვაბის ქვეშ შეაგდო სიტიმენის ხატი და დაწვა, - და საერთოდ, ბევრი რამ ჩაიდინა რწმენის საწინააღმდეგოდ.

ჰეიკიტიმ მაღაზიაში ოც წლამდე დაჰყო და ხანდახან, ანგარიში თუ მოატყუებდა ვინმეს, სადმე მიემართებოდა გასართობად. ჰყვებოდა, რომ დაუახლოვდა ერთ ქალს, რომელმაც შესთავაზა, ერთად მოეკლათ თავი, მაგრამ შეეშინდა. სხვადასხვა საბაბით შეეძლო თვითმკვლელობა აეცილებინა, მალე კი გაიგო, რომ ქალმა სამი დღის შემდეგ ლითონურ ნაკეთობათა სახელოსნოს მუშასთან ერთად დაამთავრა სიცოცხლე. ის მამაკაცი, რომელსაც ეს ქალი ჰყვარობდა, სხვა დიაცთან წავიდა და ამის პასუხად, სურდა პირველსავე შემხვედრთან მოეკლა თავი.

ჰეიკიტის ოცი წელი რომ შეუსრულდა, მამა მოუკვდა, მაღაზიაში ანგარიში გაასწორა და შინ გაემგზავრა, ნახევარი თვის შემდეგ ნოქარმა, რომელიც მამის სიციცხლეშივე მუშაობდა, ახალგაზრდა პატრონს სთხოვდა წერილი დაეწერა. ნოქარი ორმოცდაათიწლის, ზედმიწევნით წესიერი კაცი იყო. იმხანად მას მარჯვენა ხელის თითები დაზიანებოდა და წერა არ შეეძლო. ჰეიკიტიმაც თხოვნა შეუსრულა და დაწერა: ,,საქმე კარგადაა, მალე ჩამოვალ. წერილის ადრესატი ქალი იყო და ნოქარს დასცინა : ,,უყურეთ როგორი მარჯვე ხართ“! პასუხად მან მოკლედ მიუგო: ,,ამ წერილს დასა ვწერ“. სამი დღის შემდეგ ნოქარი სახლიდან გადის, იბარებს, რომ მყიდველებთან მიდის შეკვეთებზე და აღარ ბრუნდება. ანგარიშის შემოწმებისას კი აღმოჩნდა დიდი დანაკლისი. წერილი, ყველა ვარაუდით, საყვარელს გაუგზავნა. სხვაგან სად იპოვი ჰეიკიტის მსგავს სულელს, რომელმაც თვითონ დაწერა ასეთი!....

ეს ყველაფერი ტყუილია. მაგრამ ამ მონაგონის გარდა ჰეიკიტის ცხოვრებისაგან (იმისა, რომელიც ხალხისათვის ცნობილია), ალბათ არაფერი დარჩება.

მთვრალი ჰეიკიტი ალბათ მეზობლების ნავში ჩაჯდა. ნავი აყვავებული ალუბლის ზეიმზე მიემართებოდა და ორკესტრანტებს ჰიკოტოკოს ნიღაბი გამოართვა.

უკვე მოგიყევით, რომ ის ნავის ფსკერზე დაეცა და ცეკვისას მოკვდა. ნავში მსხდომნი განცვიფრებაში მოვიდნენ, მაგრამ სხვებზე მეტად გაკვირვებული იყო მუსიკის პატივცემული მასწავლებელი, რომელსაც ჰეიკიტი ზედ თავზე დაეცა, შემდეგ კი გადავარდა წითელქსოვილგადაკრულ ნავის შკაფუტზე, სადაც კომბოსტო და მოხარშული კვერცხები ეწყო.

- რა ხუმრობაა? შენ შეიძლება დაჭრილიყავი! მკაცრად თქვა თანამეინახეების წინამძღოლმა, რომელსაც ეგონა, ჰეიკიტი ხუმრობსო. მაგრამ ჰეიკიტი არ ინძრეოდა.

პარიკმახერმა, რომელიც ახლოს იჯდა და რაღაც უსიამოვნო იეჭვა, ჰეიკიტის მხარეზე ხელი დაადო და ჩასძახა : ,,უფროსო, ეი, უფროსო!“ - მაგრამ არავითარი პასუხი არ მიუღია. ჰეიკიტის მაჯა გაუსინჯა და სიცივე იგრძნო. მან და და წინამძღოლმა ჰეიკიტი ასწიეს. იქ მყოფნი აღელვებულნი დაიხარნენ. ,,უფროსო, ეი, უფროსო !

- ბოლოს ხმამაღლა შეჰყვირა პარიკმახერმა.

ამ დროს ოდნავ გასარჩევი ბგერა - ამოსუნთქვა, თუ ხმა - მოესმა პარიკმახერს ნიღბის ქვემოდან. ნიღაბი... მოხსენით ნიღაბი ... წინამძღოლმა და პარიკმახერმა მოცახცახე ხელებით მოგლიჯეს ნიღაბი და პირსახოცი.

მაგრამ რაც მათ ნიღბის ახდის შემდეგ დაინახეს, უკვე აღარ ჰგავდა ჰეიკირის სახეს. პატარა ცხვირი წაწვეტებოდა, შეცვლოდა ტუჩების ფერი, გაფითრებულ შუბლზე ოფლის ღვარი ჩამოსდიოდა. ვერავინ იცნობდა მასში მხიარულ, მასხარა, ყბედ ჰეიკიტის. უცვლელი იყო მხოლოდ ამობურცულტუჩიან, განზრახ მოსულელო, ჰეიკიტისაკენ მშვიდად მაცქერალი წითელქსოვილიანი ჰიოტიკოს ნიღაბი.


დეკემბერი, 1915

Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 379
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 14, 2019 10:56 am

რიუნოსკე აკუტაგავა

საუბარი ლიტერატურაზე

ჩვენი თხზულებანი გაზეთებსა და ყოველგვარ ჟურნალებში იბეჭდება. წინათაც ასე იყო, ახლაც არაფერი შეცვლილა.

ევროპიდან ერთმა მეგობარმა ღია ბარათი გამომიგზავნა ნორტ-დამის გამოსახულებით. ვუყურებდი და კვლავ ფიქრი ამეკვიატა. საქმე ისაა, რომ არქიტექტურა რამდენადმე გაბატონდა ფერწერაზე. მიქელანჯელოს უზარმაზარი ფრესკები რომანული არქიტექტურის გავლენით გაჩნდა. ვან დეიკის მომცრო სურათებიც გუთურმა არქიტექტურამ განაპირობა. როგორც ჩანს, ლიტერატურულ ნაწარმოებსაც იმ ყოველთვიური ჟურნალ-გაზეთების დაღი აზის, სადაც ის იბეჭდება. ახლანდელი რომანები გაზეთის სულითაა გამსჭვალული. ახლანდელ მოთხრობებს მომავლის თვალით რომ გადავხედოთ, მაშინ ალბათ სტრიქონთა შორის მთელ ჟურნალს დავინახავდით. იქნებ ეს, უბრალოდ, ჩემი ფანტაზიაა, მაგრამ ის, რომ ჩვენს ნაწერებში გაზეთი ან ჟურნალი ტივტივებს, რეალურზე სარწმუნო ფანტაზიაა და ექსპრესიონისტულ ფილმს მოგვაგონებს.

ჩვენი ჟურნალ-გაზეთები წელიწადში ათასზე მეტ რომანსა და მოთხრობას აქვეყნებენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალზე მოკლეა. ლიტერატურის სახეობათაგან რომანი ყველაზე უკეთ ასახავს ცხოვრებას. ამავე დროს ცხოვრების ხასიათი იცვლება და რომანის ზემოქმედება მცირდება ლიტერატურის სხვა სახეებთან შედარებით. გუშინდელი რომანი უნდა წავიკითხოთ გუშინდელი ცხოვრების შესაცნობად. ამ რომანებს პირველ რიგში შემეცნებითი ღირებულება აქვს და არა ის, რომ აგვაღელვოს და გული აგვითრთოლოს.

ჩემი დროის მწერლები ტადანაო კიოსა თუ ბერი სიუნკანი ადამიანურ სახეებს ქმნიან. მაგრამ ისინი ადრე თუ გვიან გარდაიქმნებიან ტადანაო კიოს თუ ბერ სიუნკანისეულ “ადამიანურზე გაცილებით უფრო” დამაჯერებელ სახეებად. ყველაზე წმინდა, ნათელი გრძნობა, მაგალითად, მამაკაცისა და ქალის სიყვარული, ყოველთვის გვაღელვებს, თუნდაც ის “გენძის ამბავში” ამოვიკითხოთ. მაგრამ ვის ეყოფა სიჯიუტე, ასეულ ფურცელს გააწყალებინოს თვალი ცხოვრებისეული სიმართლით სავსე რამდენიმე სტრიქონისათვის. საუკუნეებს რჩება მხოლოდ ის, რაც დიდი გამომსახველობითი ძალით გადმოგვცემს ამ წმინდა, ნათელ გრძნობას. ლირიკული ლექსები იქნებ ამიტომ სძლებენ რომანზე დიდხანს. იაპონური ლიტერატურა ნამდვილად ძალზე მდიდარია, მაგრამ არც ერთ ნაწარმოებს არ უწერია ისეთი დიდი ხნის სიცოცხლე, როგორც “მანიოსიუს” ტანკას.

რომანი და პიესა რომ ჟურნალისტიკასთან ახლოს არის, ამაზე ზემოთ თქმულიც მეტყველებს. მკაცრად რომ ვთქვათ, ეპოქის გარეშე არც მწერალს შეუძლია არსებობა და არც ნაწარმოებს. ასეთია ის ხარკი, რომელიც რომანმა აუცილებლად უნდა გაიღოს, მაქსიმალური გამომსახველობით რომ გადმოსცეს ცხოვრება. აკი ვამბობდი, ლიტერატურის არც ერთ სახეობას არ უწერია ისეთი დღე, როგორც რომანს. ამავე დროს, არც ერთი სახეობა არ ცხოვრობს ისეთი დაძაბული ცხოვრებით, როგორც რომანი. ამრიგად, რომანი უფრო მეტადაა შემკული ლირიკული ტონებით, ვიდრე თვით ლირიკული ლექსი. რომანი ჩვენს თვალწინ წამიერად გაელვებულ პეპელას მოგვაგონებს.

პროლეტარული ლიტერატურის დიდი იმედი მაქვს. ეს სრულიადაც არ არის ირონია. გუშინდელი პროლეტარული ლიტერატურა მწერლებისაგან აუცილებლად მოითხოვდა საზოგადოებრივ შეგნებას. მაგრამ “გენძის ამბავი”, “გენძის ამბავად” არც ავტორის არისტოკრატიზმს გადაუქცევია და არც სასახლის ცხოვრების ცოდნას. ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.

კრიტიკოსები ე.წ. ბურჟუაზიულ მწერლებს მოუწოდებენ, საზოგადოებრივი შეგნება შეიძინეთო! ამ სიტყვებს არ ვეწინააღმდეები. მე მხოლოდ ეს მინდა ვუთხრა მწერლებს, პროლეტარულს რომ უწოდებენ თავიანთ თავს: შეიძინეთ პოეტური სული...


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 379
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა EmptyThu Mar 14, 2019 10:57 am

რიუნოსკე აკუტაგავა

მწერლის ათი მცნება

1. მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ ლიტერატურის ყველა სახეობიდან პროზა ყველაზე ნაკლებმხატვრულია. ჭეშმარიტი მნიშვნელობით, მხოლოდ პოეზიაა ლიტერატურა. კუთვნილი ადგილი პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია, თუ რამდენად მოიცავს პოეზიას. ამრიგად, ისტორიული და ბიოგრაფიული ნაწარმოები ფაქტიურად პროზაა.

2. პროზაიკოსი, გარდა იმისა, რომ პოეტია, ისტორიკოსი და ბიოგრაფიცაა ერთდროულად. მაშასადამე, ის განუყრელად უნდა დაუკავშირდეს (გარკვეულ ეპოქაში, გარკვეულ ქვეყნის) ადამიანთა ცხოვრებას. ამას გვიდასტურებს იაპონელ პროზაიკოსთა თხზულებანი მურასაკი-სიკიბუდან მოყოლებული და დამთავრებული იჰარა საიკაკუთი.

3. პოეტი ის კაცია, ყველას თავის სულს რომ გადაუხსნის (ავიღოთ თუნდაც სასიყვარულო ლირიკა, რომელიც ქალის მოსახიბლავად არსებობს). რამდენადაც პროზაიკოსი არა მხოლოდ პოეტია, არამედ ისტორიკოსიცაა და ბიოგრაფიც, ამიტომ მემუარისტიც უნდა იყოს. აქედან - პროზაიკოსი ჩვეულებრივ ადამიანზე მეტად განიცდი თავის ტანჯულ ცხოვრებას. პროზაიკოსში მომეტებულად არ უნდა ჭარბობდეს პოეტი. თუ პოეტურობა ჭარბობს მემუარისტობას ან ბიოგრაფობას, მაშინ პროზაიკოსის ცხოვრება აუცილებლად გადაიქცევა მძიმე ტრაგედიად (ნაპოლეონი ან ლენინი პოეტები რომ გამხდარიყვნენ, მაშინ უსათუოდ ორი შეუდარებელი პროზაიკოსი დაიბადებოდა).

4. ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტი გვიჩვენებს, რომ პროზაიკოსის ტალანტი სამ ტალანტზე დაიყვანება. პოეტის ტალანტი, ისტორიკოსისა ანუ ბიოგრაფის ტალანტი და ყოფითი ტალანტი. ჩვენი წინაპრები ყველაზე რთულად თვლიდნენ ამ სამ ტალანტს შორის წონასწორობის შენარჩუნებას (ადამიანები, რომლებიც ამას ყველაზე რთულად არ თვლიან - ჩვეულებრივ მოკვდავნი არიან). ის, ვისაც მწერლობა სურს, მძღოლსა ჰგავს, საავტომობილო სკოლა რომ არ დაუმთავრებია და სრული სიჩქარით მიაქროლებს ქუჩაში მანქანას. მას არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს.

5. მწერალს არ სეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს, ამიტომ ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საკუთარ სასიცოცხლო ძალებს, ფულს და ცხოვრებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას (შესწევდეს უნარი მოუწობლად ცხოვრებისა). მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ რარიგ მოულოდნელიც უნდა იყოს, ცნებები - მწერლობა და მშვიდი ცხოვრება სეუთავსებელია. ის, ვინც წყნარ ცხოვრებას ესწრაფვის, უმჯობესია, მწერლობას ნუ მოეკიდება. უნდა გვახსოვდეს - მწერალი, რომელზეც შეიძლება ითქვას, შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევაო, ის მწერალი, ვისი ბიოგრაფიის დეტალებიც უბრალოდ უცნობია.

6. მიუხედავად ამისა, თუ მწერალს მაინც სურს შედარებით მშვიდად იცხოვროს, მაშინ სამ ტალანტთაგან ყველაზე მეტად ცხოვრებისეული ტალანტი უნდა გამოიწრთოს. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ცხოვრებისეული ტალანტის წყალობით ის აუცილებლად დატოვებს თვითმყოფად მემკვიდრეობას. ცხოვრებისეული ტალანტი ნიშნავს საკუთარ ბედის ბატონ-პატრონობას (ამასთან, არ არის გარანტია, რომ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობა შეიძლება), აგრეთვე ზრდილობისა და თადარიგიანობის გამოჩენას ნებისმიერ, ყველაზე წყალწღებული იდიოტის მიმართაც კი.

7. ლიტერატურა - სიტყვების საშუალებით თვითგამოხატვის ხელოვნებაა. მაშასადამე, მწერალმა შრომა არ უნდა დაზოგოს სიტყვის დასახვეწად. თუ კაცს სიტყვის სილამაზით აღფრთოვანება არ შეუძლია, მაშინ არ ფლობს მწერლისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს. საიკაკუს “ჰოლანდიელ საიკაკუს” უწოდებდნენ არა მარტო იმ დროისათვის მიღებული პროზის კანონთა დარღვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ პოეზიიდან ამოხაპული სიტყვის მადლი შეიცნო.

8. რომელიმე ქვეყნის პროზაული ნაწარმოები რომელიმე ეპოქის განსაზღვრულ კანონებს ემყარება (რომლებიც ისტორიული ვითარებითაა განპირობებული). კაცი მწერლობას რომ გადაწყვეტს, ამ კანონებს უნდა მისდევდეს.ეს ხელსაყრელია, რადგან: 1) შეიძლება საკუთარი ნაწარმოები შექმნათ წინამორბედთა მხრებზე დაყრდნბით; 2) თუკი არ გადახვალ საზღვარს, ლიტერატურული ქოფაკები არ შეგიყეფენ. ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ამ გზით აუცილებლად თვითმყოფადი ნაწარმოების ავტორი შეიქმნები (სულაც არ არის საჭირო ვამტკიცოთ, რომ ერთი არ ეწინააღმდეგება მეორეს). გენიოსი, უბრალოდ, არღვევს უველა ამ კანონს (ამავე დროს, უცნობია ანგრევს თუ არა ის ამ კანონებს იმდენად, რამდენადაც ადამიანებს ეჩვენებათ). გენიოსები ცაში სხვადსხვა სიმაღლეზე ფრენენ, ე.ი. ლიტერატურაში სოციალურ პროგრესის (ანუ ცვლილების) გარეთ მოძრაობენ და არ შეუძლიათ მდინარების მიმართულებას მიჰყვნენ. ის შეიძლება ლიტერატურული მზის გარეთ მდგომ პლანეტას შევადაროთ. ამის გამო მისი არც სიცოცხლეში ესმით და არც სიკვდილის შემდეგ აღიარებენ სწრაფად (ეს მარტო პროზას კი არა, საერთოდ მთელ ლიტერატურას ახასიათებს).

9. კაცი მწერლობას რომ ესრაფვის, მოვალეა, ფრთხილად მოექცეს ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა იდეებს. სანამ ადამიანი მხეცია, მანამ ნებისმიერ იდეას თუ თეორიას არ შეუძლია ადამიანის ცხოვრებაზე გაბატონება, ყველაფერს ისე უნდა ვუცქერდეთ, როგორც ცხოვრებაშია და გამოვხატოთ ისე, როგორც არის - სწორედ ამას ჰქვია ნატურიდან გადაღება. საუკეთესო მეთოდი, რომელიც მწერალმა უნდა აირჩიოს, ნატურიდან გადაღებაა. სიტყვები - “როგორიც ის არის” უნდა გავიგოთ: “როგორც ის ხედავს” და არა “როგორც ისე ხედავს მაშინ, როცა თამასუქს უყურებს”.

10. ნებისმიერი მცნება პროზაული ნაწარმოების შექმნისა არ არის ქოროს მცნება: რა თქმა უნდა, ჩემი “ათი მცნებაც” არ არის ოქროსი. ვისაც უწერია მწერლად ქცევა, გახდება კიდეც. ვისაც არა - არა.

შენიშვნა: მე ყველაფერში სკეპტიკოსი ვარ. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რამდენჯერაც ვცადე სკეპტიციზმი შემენარჩუნებინა პოეზიასთა შეჯახებისას, არ შემეძლო სკეპტიკოსი დავრჩენილიყავი. ამავე დროს უნდა ვაღიარო, პოეზიასთან შეჯახების დროსაც, მთელი ძალით ვცდილობდი ჩემი სკეპტიციზმი შემენარჩუნებინა.


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




რიუნოსკე აკუტაგავა Empty
PostSubject: Re: რიუნოსკე აკუტაგავა   რიუნოსკე აკუტაგავა Empty

Back to top Go down
 
რიუნოსკე აკუტაგავა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: