არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მარიამ ხუცურაული

Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyMon Nov 10, 2008 3:46 pm

მარიამ ხუცურაული San-0010
Mariam Khutsurauli

მარიამ ხუცურაული

მარიამ ხუცურაული (სანათა) დაიბადა 1960 წლის 15 იანვარს, თელავში. პოეტი და პროზაიკოსი.
1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1983 წლიდან მუშაობდა იურისტად სხვადსხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში.
მარიამ ხუცურაულის ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ლიტერატურლი პალიტრის“ 2009 წლის მეექვსე ნომერში და მას შემდეგ მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭედება საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.
გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები:
* „სანათას წიგნი“ (თბილისი, გამომცემლობა „საარი“, 2009);
* „სანათა“ (სამწიგნედი: „სანათას წიგნი“ (ლექსები), „სანათას სახლი“ (ლექსები), „სანათას სკივრი“ (ჩანაწერები), - თბილისი, გამომცემლობა „საუნჯე“, 2012);
* „სანათაი ვარ“ (სამწიგნედი: „ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი“ (ლექსები), „ცისპირ მთიბავები“ (ჩანაწერები), „ალმასთა სხივითა“ (ლექსების აუდიოჩანაწერები, კითხულობს ავტორი, სტუდია „არაგვიანი“) – თბილისი, გამომცემლობა „საუნჯე“, 2016).
მარიამ ხუცურაულმა 2011 წელს დაარსა პოეტ ქალთა ლიტერატული კონკურსი „ხვარამზეობა“ და მას შემდეგ არის მისი უცვლელი ორგანიზატორი.

მარიამ ხუცურაული Askili11

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/მარიამ_ხუცურაული
* https://en.wikipedia.org/wiki/Mariam_Khutsurauli
* https://www.goodreads.com/author/show/4423037._
* http://literatura.mcvane.ge/main/literatura/poezia/24200-bbbbbb-bbbyebbbbbb-bbebbb-bbbbbbb.html
* https://www.myvideo.ge/v/2056416
* http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-help---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=unikumu1&cl=CL4&d=HASH01ca4af744c1f07b193fd917.55
* http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=3953
* https://youtu.be/V16Vr3IdCg0
* https://youtu.be/Bud2MaUuFm4


Exclamation


მარიამ ხუცურაული - „ვაჟიკას ცოლის ლექსი“
Published on Dec 20, 2016

cheers


Last edited by Admin on Sun Mar 17, 2019 7:54 pm; edited 17 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyThu Nov 13, 2008 5:27 pm



Published on Nov 26, 2012
ვ ი დ ე ო ა ნ ო ნ ს ი თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა "ხმა უცნაურის" თანხლებით

წიგნის დასახელება -"სანათა" (სამწიგნეული)
ავტორი მარიამ ხუცურაული
რედაქტორი მიხო მოსულიშვილი
მხატვარი ლევან ხარანაული
გამომცემელი ვაჟა წოწკოლაური
გამომცემლობა "საუნჯე"
2012 წელი

ეს გახლავთ მარიამ ხუცურაულის ნაწარმოებების სამწიგნედი, რომელიც გამოცემულია საერთო სახელით "სანათა" და შედგება ერთი პროზაული კრებულისაგან "სანათას სკივრი" და ასევე ლექსების ორი კრებულისაგან: "სანათას წიგნი" და "სანათას სახლი".
წიგნებში შესულია ლექსები, რომლებზეც ავტორი 2009-2011 წლებში მუშაობდა, ხოლო პროზაული კრებული წარმოადგენს ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მინიატურების, ჩანახატების და მოთხრობების ნაკრებს.

სანათას სკივრი:
ISBN: 978-9941-9260-6-8
გვერდები: 130
ყდა: მაგარი

სანათას წიგნი:
ISBN: 978-9941-9260-8-2
გვერდები: 158
ყდა: მაგარი

სანათას სახლი:
ISBN: 978-9941-9260-9-9
გვერდები: 140
ყდა: მაგარი

ერთი ლექსი:
მარიამ ხუცურაული

ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს

უძილაურთას მავლივა,
ცის პირს მაცქერნა გახსნილსა,
გაღმე გორს, თხილიანაში
ტყემლებ აჩირთა აპრილსა.
კარატეს ნადნობ თოვლებსა
აგიჟებინა არაგვი,
უბით მაზიდნა წაწლისად
დამბალხაჭო და კარაქი.
აგრე აწვიმა მთელ კვირა,
ღმერთი წურავდეს ღრუბლებსა,
ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს
რა გვავლევს უფერ-უბრებსა?

2012



ღმერთმა არა ჰქნას

ღმერთმა არა ჰქნას,
აქ ზამთარი აღარ მოვიდეს
და პირველ თოვლზე,
მეფეხურის გაბედულებით,
დეკემბრის ბოლოს,
ციდან მადლის ფიფქად თოვის დღეს,
სულს არ დააჩნდეს ჩვილი უფლის ნაფეხურები...
ღმერთმა არა ჰქნას,
მარტიც მისხლით ცოდვებს წონიდეს,
არ დაგვიბედოს სააპრილო მზე და განწყობა,
ჩვენს ნაზამთრალ და ნამარხულევ სულებს ოდითვე
და მონეტარეთ არ ეღირსოთ უფლის აღდგომა.

ღმერთმა არა ჰქნას, ასე წვიმდეს გიორგობისთვე,
ღმერთმა არა ჰქნას, ქრისტეშობა აღარ მოვიდეს.



ბმული:
* https://youtu.be/V16Vr3IdCg0

flower
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyThu Nov 13, 2008 5:50 pm


წვიმს შუაფხოში
AraGviani
Published on Aug 18, 2012

Exclamation

მარიამ ხუცურუალი

წვიმს შუაფხოში

წვიმს შუაფხოში, წვიმს და ისევ შენ მენატრები,
შვიდ წელიწადში ერთხელ უნდა აყვავდეს სევდაც,
ცეცხლისპირ ნელა ფიცხდებიან ჩემი დარდები,
მენატრები და ისევ შენზე ოცნებას ვბედავ...
წვიმს შუაფხოში.
მოღრიალებს ფშავის არაგვი,
წვიმს, მაგრამ ვიცი, გადიდარებს შუაღამისთვის,
მომნატრებია შენთან ყოფნა და ლაპარაკი,
მომნატრებია... ბუმბერაზო მთაო, გადმიშვი.
მომნატრებიხარ! ფხოვის ზეცა ტკივილს დამაწვიმს,
ეს ტკივილებიც გვირილებად ვინძლო აყვავდნენ,
მომნატრებიხარ, როგორ გავძლო ასე ხვალამდის,
მომნატრებიხარ... რა იქნება, ახლა აქ მყავდე...



shorena chologauri (შორენა ჩოლოგაური - წვიმს შუაფხოში)
Published on Jul 5, 2013
შორენა ჩოლოგაურის საღამო 27.06.2013 ტექსტის ავტორი:მარიამ ხუცურაული, მუსიკის ავტორი:შორენა ჩოლოგაური

Exclamation


Last edited by Admin on Sun Mar 17, 2019 7:40 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyThu Nov 13, 2008 6:06 pm

სასწაულო

სულში ლექსია და გულის სისხლად
აპრილის არაგვი დახმაურობს,
გაუნელებელი წყურვილი ხარ,
ჩემი სიყმაწვილის სასწაულო.
მთები - სანავარდო არწივების,
სოსანმორეული ყანის კიდე,
დილის ნისლი - დედის ნამზითვები,
მზისკენ მიმავალს რომ თვალი ვკიდე;
შენი ღამეები ვარსკვლაფჭორფლა,
ატმის ყვავილებად გაცისკრება,
რაკი შენად ყოფნით მეწყალობა
და მიწყივ სრულდება უფლის ნება -
დავთმობ ნატვრებს გულში ჩარჩენილებს,
ჯავრი არ მექნება არცა რისი,
ოღონდ ერთი ლექსი მათქმევინე,
შენი ცის და მიწის საკადრისი.
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyFri Dec 05, 2008 4:57 pm

ციკლიდან: “ფითრები”

ფითრი

უფლის ჩიტებს ნისკარტით რომ გადავქონდი,
ხიდან ხეზე ციდა, მარგალიტისდარი,
თვალღიას და ფიქრღიას და ცასამომმზირს
ჩაგებუდე, ჩაგემუდმე, ჩაგეკარი...

თოვს თუ, ჰქრის თუ, ტყეებს თოშავს დეკემბერი,
თუ ივლისის ცეცხლი ტუსავს შორიახლო,
უნატიფეს სამკაულად აკინძული
შენს მკლავებში ნებიერად ვკოპწიაობ...

უფლის ჩიტი თავს დაგვფრენს და საღმრთოს გალობს,
დაგვიბედეს - სულით მკვებო, ხორცით მზიდო;
ვფითრდები და ვხვივი: ვყვავი-ვმსხმოიარობ,
შენით ვცოცხლობ,
შენს ბრგე ტანზე ვპარაზიტობ!
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptySat Dec 06, 2008 9:10 am


დები ნაყეურები | ასკილი | Sisters Nakeuri | Askili | Live

AraGviani
Published on Dec 23, 2014

მარიამ ხუცურაული

ალმასთა სხივითა

ჭალაში ცეცხლივით ანთია ასკილი -
მიბინდავს მზერასა,
მე შენს სიყვარულზე ათასაგზის აცრილი,
ვავადობ ხელახლა...
ჩვენს შორის ჩამდგარა წლები და ჭორები,
პატარა წყენაცა...
ჩემი ლექსების და სიზმრების რაინდი
აქამდე შენა ხარ...
გავთელე წლები და დეკემბრის არაგვი
ფეხდაფეხ გავტოპე,
უშენოდ არ მინდა ამ ქვეყნად არავინ,
ზეიმობ...
მაჯობე...
მე მეტი მერგუნა ტკივილი, ცრემლებიც
ალმასთა სხივითა,
ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად
კალმახის ჟინითა...
ხანდახან გნახავ და რითმებს ვწნავ დილამდე,
ლექსებით ვხმიანობ...
შენს პერანგს შემწყდარი სადაფის ღილივით
ბუჩქებში ვკიაფობ...
მთის წვერებს საავდრო ნისლები თქორავენ,
ხვალ-ზეგ თოვლს გთავაზობ...
მე შენს სიყვარულზე ათასგზის აცრილი,
კვლავ და კვლავ ვავადობ...


ქეთი დორეული ალმასთა სხივითა ♪
Published on Oct 17, 2013
ტექსტი -- მარიამ ხუცურაული.
მუსიკა -- თეონა ქუმსიაშვილი.
შესრულება -- ქეთი დორეული.

Exclamation


Last edited by Admin on Sun Mar 17, 2019 7:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyWed Dec 10, 2008 10:32 am

მარიამ ხუცურაული Sanata10

მარიამ ხუცურაული

არაგვივით იხმიანებ!..

სადღეობო სალაღობო მიხოსა

ბესო თუ ზის, ჯარჯი თუ ზის,
ომარიც თუ იქ ტრიალებს,
თუ ფშაველი ტომურ საჭმელს -
“დამბალხაჭოს” გიზიარებს,
ჟებოტაურ არყის ცეცხლი
თუ ლექსებად მიგთქრიალებს,
თენებისას ვერ იყუჩებ,
არაგვივით იხმიანებ!..

10 დეკემბერი, 2008

---
ბესო - ბესიკ ხარანაული.
ჯარჯი - ჯარჯი ფხოველი.
ომარი - ომარ თურმანაული.
ჟებოტა - სოფელი თიანეთთან.



სერ მიხო და მთლად აქაურო კარო-კედელო, დიდ-პატარავ, შინაურ-გარეულო, კაცო და დედაკაცო, გილოცავთ მიხოსერობა-არჩანდობასა და გისურვებთ მრავალჯერ მოსწრებას და მილოცვის დასწრებასა გულის სინათლით და ჯანის სიმრთელით!


Last edited by Admin on Sat Mar 09, 2019 9:05 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptySat Dec 13, 2008 7:16 pm

პეშვით შეგასმევ არაგვს და
გაჭმევ უმწიფარ მაყვალსა.
ისეთებს გეტყვი, მარჩიო
საარაგვოზე ცხრა ქალსა.
ბნელში ისეთათ აგინთებ
ავარსკვლავებულ თვალებსა,
დაგვთხევდნენ ფხიზელაები,
ძილი გაგვიფრთხეს მთვრალებსაც...
გაგატეხინებ ღამეს და
მოგწევ ამოსვლას მზისასა,
მიდი და მერე გაბრაზდი,
მერე გამიშვი სხვისასა...

ეს ლექსი ახლა ასე უფრო მომწონს... წიგნშიც რომ შევცვალოთ, ძალიან პრეტენზიული ავტორი ვიქნები?
ოღონდ სათაური ვერ მოვიფიქრე ჯერ
.
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptySat Dec 13, 2008 7:26 pm


ამბავი რაზიკაანთ ლუკასი - მარიამ ხუცურაული

AraGviani
Published on Jul 14, 2012

Exclamation


ქალაქს მიმავალი ლუკას ფიქრები - მარიამ ხუცურაული

AraGviani
Published on Jul 15, 2012

Exclamation


მარიამ ხუცურაული - „ლხინი ძმებისა“

AraGviani
Published on Aug 4, 2012

Exclamation







Last edited by Admin on Sun Mar 17, 2019 8:03 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptySat Dec 13, 2008 7:49 pm

მერე გამიშვი სხვისასა...

პეშვით შეგასმევ არაგვს და
გაჭმევ უმწიფარ მაყვალსა.
ისეთებს გეტყვი, მარჩიო
საარაგვოზე ცხრა ქალსა.
ბნელში ისეთას აგინთებ
ავარსკვლავებულ თვალებსა,
მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს
ძილი გაგვიფრთხეს მთვრალებსაც...
გაგატეხინებ ღამეს და
მოგწევ ამოსვლას მზისასა,
მიდი და მერე გაბრაზდი,
მერე გამიშვი სხვისასა...

წიგნის ვარიანტი
!
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptySat Dec 13, 2008 8:04 pm

ძალიან კარგი!
ამ ორ ვარიანტს შორის სხვაობა ამოიწურება მხოლოდ ერთი სტრიქონით:

წიგნის ვარიანტში წერია - "მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს"

და

ახალ ვარიანტში ასეა - "დაგვთხევდნენ ფხიზელაები".

რა იქნა ეხლა მინდია!
აბა, მოვიდეს და ნახოს, - რომელი ვარიანტი სჯობია!..
ეგრე უპრაგონოდ რო დაგეთანხმა!

Rolling Eyes Question Shocked

წიგნის ვარიანტი სჯობს, თანაც - გაცილებით!
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
მინდია
Into Armury
Into Armury
მინდია

Male
Number of posts : 169
Age : 34
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptySat Dec 13, 2008 8:19 pm

არჩანდა wrote:
ძალიან კარგი!
ამ ორ ვარიანტს შორის სხვაობა ამოიწურება მხოლოდ ერთი სტრიქონით:

წიგნის ვარიანტში წერია - "მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს"

და

ახალ ვარიანტში ასეა - "დაგვთხევდნენ ფხიზელაები".

რა იქნა ეხლა მინდია!
აბა, მოვიდეს და ნახოს, - რომელი ვარიანტი სჯობია!..
ეგრე უპრაგონოდ რო დაგეთანხმა!

Rolling Eyes Question Shocked

წიგნის ვარიანტი სჯობს, თანაც - გაცილებით!

მინდია მოვიდა და გეთანხმება მიხო Smile წეღან ის ვიგულისხმე არ იქნები პრეტენზიული ავტორითქო Embarassed
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptySat Dec 13, 2008 8:30 pm

მინდი, სერვანტესს სულ ეგონა, რო აეს "პერსილიარესისა და სიგიზმუნდას ყარიბობა" იმისთანა რომანი დავწერეო, იმისთანაო, რო - მეტი აღარ იქნებაო!..
Very Happy
და ავტორი ეგრე რო აურევს, - არა, ეს უკეთესიაო, - აი, სწორედ იქა სჭირდება კაი რედაქტორი, რო დაუცაცხანოს!
cat
ციც, შენაო!
შენ რა იცი ეგრე მალე, რა კარგი დაწერე და რა ცუდიო!
pirat
და მართალი ხარ, - სანათა არ არის პრეტენზიული ავტორი და მაგასთან მუშაობა სასიამოვნოა - ზოგიერთებისგან (როგორიცაა კატო ჯავახიშვილი!) განსხვავებით...

lol!
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptySat Dec 13, 2008 9:43 pm

ვაიიი, მიხოსერავ, იმდენი შველა ჩემსა და შენს ოჯახებსა, რამდენიც მაგ ერთ სტრიქონსაც შემიცვლი, (მაინც ამოვთხრი დაა!) ერთ-ერთ ლექსზე ("ჩე-მო") ერთ სტროფსაც დამიმატებ და ბოლოს კაი-კაი კაფიებსაც მომაყოლებ! მოიცადე ჯერ ამ ჩემს ახლად გადაინსტალირებულ კომპში ვიპოვო ის დამატებული სტროფი და, თუ კვლავ მომეწონება, დავაგდო აქაცა...
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptySat Dec 13, 2008 9:49 pm

სანათა wrote:
ვაიიი, მიხოსერავ, იმდენი შველა ჩემსა და შენს ოჯახებსა, რამდენიც მაგ ერთ სტრიქონსაც შემიცვლი, (მაინც ამოვთხრი დაა!) ერთ-ერთ ლექსზე ("ჩე-მო") ერთ სტროფსაც დამიმატებ და ბოლოს კაი-კაი კაფიებსაც მომაყოლებ! მოიცადე ჯერ ამ ჩემს ახლად გადაინსტალირებულ კომპში ვიპოვო ის დამატებული სტროფი და, თუ კვლავ მომეწონება, დავაგდო აქაცა...

pale What a Face Suspect

კაცოო, არ ვარგა ეგ შენი ახალი გამოგონილი სტრიქონი და შენ იცი...
ვა! cat
შეეკითხე, ვისაც გინდა...
Cool Surprised Shocked
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyMon Dec 15, 2008 1:59 pm

ვაჟა

ლუკად მონათლეს!
იზრდებოდა ჩარგლის ცა-მზე-ღრუბლის შემყურედ,
(ფშავში წლები ლაღად დიოდა)...
ორთვალ ხურჯინში ჩაიდებდა ერბო-კარაქს, ქადებს ხავიწის
პეტრებურგამდე ჯერ ადრეა და...
(ლიშო-არტანზე,
თიანეთზე,
კვეტერაზე,
მერე მატანზე)
წიგნის სასწავლად თელავამდე ჩამოდიოდა,
მონეტარე ისევ ჩარგლის, ისევ ფშავის მთის...

თერგდალეული გლეხი ლუკა თიბავდა, ხნავდა,
თესავდა და იმკიდა მცირეს_
მწირი იყო მიწა ფშაური...
მის ბედობაზე (თითქოს ჯინზე)ბევრჯერ წვიმდა,
ბევრჯერ გვალვავდა
ისე, როგორც სჩვევია დრო-ჟამს...
დაუდიოდნენ ლექსებით მთვრალს სტუმრად ლანდები
ალუდას და ზვიადაურის
(ხელცარიელი...)
შიოდა ოჯახს...

უკვე ცალთვალის, ჯანგამტყდარის, ფილტვებდახრულის
და მონეტარის არაგვის წყლის, დეკის, პირიმზის,
აგონიაში მარტოსული სული კიოდა...
მაისის ბოლოს
(თუ კიდევაც ზღვარზე ივნისის)
კვდებოდა ლუკა ჩარგლიდან შორს,
ცის ქვეშ თბილისის,
კვდებოდა ლუკა...
ვაჟა ფშაველას ლექსი სტკიოდა
!
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyMon Dec 15, 2008 4:50 pm

არჩანდა wrote:
ძალიან კარგი!
ამ ორ ვარიანტს შორის სხვაობა ამოიწურება მხოლოდ ერთი სტრიქონით:

წიგნის ვარიანტში წერია - "მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს"

და

ახალ ვარიანტში ასეა - "დაგვთხევდნენ ფხიზელაები".

რა იქნა ეხლა მინდია!
აბა, მოვიდეს და ნახოს, - რომელი ვარიანტი სჯობია!..
ეგრე უპრაგონოდ რო დაგეთანხმა!

Rolling Eyes Question Shocked

წიგნის ვარიანტი სჯობს, თანაც - გაცილებით!

ჯერ ამ ლექსზედ მინდა მოგახსენო. ეს ლექსი იდო ლიტ.გე.ზე და მოუხედავად მავანთა მოწონებისა, მიმითითეს, რომ სწორედ შეცვლილი სტრიქონი "მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს" რეზო ამაშუკელის გავლენით მქონდა დაწერილი
მოვედი ხელი მოგხვიე,
გულზე პერანგი მოგხიე,
მე შენ მთვარე და არაგვი,
მთვრალი ვიყავით ოთხივე"
თუმცა, არასოდეს მე ამაშუკელის დიდი მკითხველი და მოტრფიალე არ ვყოფილვარ და ეს ლექსიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა, (დაახლოებით 20-25 წლის წინ, როცა ეს სიმღერა ჯერ არსებობდა, რომ უნებლიედ ჩამრჩენოდა გონებაში), ახლა ხომ არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეს ერთი, თუმცა ლამაზი, მაგრამ არციმდენად ღირებული სტრიქონი(არაღერძი!)მაინცდამაინც მე მომივიდა თავში პირველს-მეთქი... არადა, ასაკითაც არ მეკუთვნის მე უფრო ადრე... და სტრიქონიც ისეთია, ბევრმა შეიძლება თქვას... ჰოდა, იყოს ეს ახალი. რატომ არის ურიგო?(გეთანხმები ძველი ოდნავ სჯობს!) "დაგვთხევდნენ ფხიზელაები"-ო ხომ იცი, რასაც ნიშნავს?შორს გაგვექცეოდნენო ფხიზლები, მიგვატოვებდნენო... ანუ, მუქარის შინაგანი მოტივი აშკარაა და არც ამ სტრიქონით იცვლება...

ახლა მეორე. ბაოს გვერდზე რომ ამბობ, უშველებელი ლექსი დავუწუნე სანათასაო, აბა,მითხარი, რას ემართლები? მიდი, მიდი, მითხარი. არც მრცხვენია და არც მეშინია... ასე მეცხრეკლასელი ვწერდი და ფორმას ეძებსო, ამბობდნენ. ჩემს სულგანათლებულ ქართულის მასწავლებელს უყვარდა ძალიან... ჰო, ჩემსავით - კი არ მოსწონდა, უყვარდა. მე არ მინდა, როგორც მეცხრეკლასელს ისე შემიფასო. არ მინდა შეღავათები. აქ იმიტომ დავდე, რომ მითხრათ, რა აკლია და მეც მოგისმინოთ
.
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyMon Dec 15, 2008 6:00 pm

ამაშუკელი - არ ვიცოდი.
უნდა მცოდნოდა - და მამკალ თუ გინდა.
მაშინ - თუ უკეთესი ვერა მოიფიქრე რა, ეს ახალი იყოს.

რაც შეეხება იმ მეცხრეკლასელის ლექსს ვაჟაზე - კარგია, ოღონდ მეცხრეკლასელისთვის არის კარგი...

cat
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyMon Dec 15, 2008 6:22 pm

არჩანდა wrote:
ამაშუკელი - არ ვიცოდი.
უნდა მცოდნოდა - და მამკალ თუ გინდა.
მაშინ - თუ უკეთესი ვერა მოიფიქრე რა, ეს ახალი იყოს.

რაც შეეხება იმ მეცხრეკლასელის ლექსს ვაჟაზე - კარგია, ოღონდ მეცხრეკლასელისთვის არის კარგი...

cat

მეც, სიმღერა რომ მოვისმინე, მაშინ გავიგე ეს სტრიქონი ამაშუკელის ლექსში...

რაც შეეხება "ვაჟას" თუ არ დაგეზარება, დღევანდელი სანათას კუთვნილად განიხილე იმიტომ, რომ კვლავაც აწერს მის ქვეშ ხელს. ოღონდაც, ამასთან და იმასთან შედარებით და არ მომწონს და იმიტომ... არ გვინდა კარგი?!
მოგვიანებით ნინო დარბაისელსაც ვთხოვ, განხილვას...
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyTue Dec 23, 2008 3:49 pm

მარგალიტი ფითრის?!


მრუმედ იისფერდება ჩემი თვალსაწიერი,

მეუბნები – მოთოვს...

პანტის ხეზე, ფითრებში, ჩხართვი გადამთიელი

ხტის და დაქოთქოთობს...

სტვენით აკონწიალებს ყინვით გადაკენჭებულ

მარგალიტებს ფითრის,

მითვლის შავშუაღამეთ, ვეღარ გადათეთრებულთ,

სადაგ დღეებს მითვლის.

ლუკმა უგემურდება, ცრემლი გადამლაშდება,

მიწყალდება სისხლი,

დარდი ოხერ-ტიალი, როგორც ჩხართვი თავნება,

ჩემ მტირალ გულს ძიძგნის...

ხმაშიც შემოგვპარვია ნაადრევი ზამთარი,

ოცნებებზე ჭირხლს ჰყრის.

ცრემლი როგორ გისაგზლო – ჩემს თვალებში ჩამლღვალი

მარგალიტი ფითრის?!

ჟამი იჟამრიელებს, უწყალოთ და დალხენილთ

ლუწ და კენტზე გაგვთვლის,

ფითრზე ერთადერთი და, ალბათ, უკანასკნელი

ღმერთს შესჩივის ჩხართვიც...

მრუმედ იისფერდება ჩემი თვალსაწიერი,

მეუბნები – მოთოვს...

ჰოდა, ასეთ თოვაში დღემდეც ჩემით მშიერი,

როგორ შეგაშფოთო?!

Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyWed Dec 24, 2008 1:27 am

გინდა ქალი-ფითრი?

ნუღარ შემომირიგებ,
სულამც გაფითრებულან ვაშლები და მსხლები;
ამ წყაროსკენ ბილიკებს
დღეის ამას იქითა (ალბათ, აღარასოდეს) აღარ ჩამოვყვები.
ჰქრის და ბებერ პანტის ქვეშ
ქრისტეშობის ცისკარი უმოწყალოდ სჭირხლავს;
ვიდრე მომინაკლისებ
ელვით გულგახეთქილს და ეჭვით სასოწრკვეთილს,
ვიდრე მომიკითხავ...
ვიდრე გადატკეპნიდე,
რკინის ხელარგნიანი, ნამეწყრალზე გზათა;
ჯერ ადრეა, ჯერ კიდევ
დროც მაქვს, გულიც მერჩის და
ინტრიგებსაც ვხლართავ.
ვიდრე ქრის და ქირსლავს და
ბუხარს მიმყუდროებულს დრო გაქვს ცდის და ფიქრის;
ვიდრე ჯერ არ გიყვარვარ -
გინდა ცეცხლთან თამაში, გინდა ქალი-ფითრი?



"პიკის საათი" 21.08.15 ,,ხვარამზეობის" მოლოდინში


Georgian Public Radio
Published on Aug 21, 2015

ა(ა)იპ კავშირი “ჩვენი ფშავი”, შპს "სანათას სახლი", ა(ა)იპ "პოეზიის მეგობართა კლუბი" და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწყობენ ფოლკლორის ზეიმს და სახალხო დღესასწაულს “ხვარამზეობა”.

სტუმარი: მარიამ ხუცურაული /სანათა/ - პოეტი; ფესტივალის ორგანიზატორი.

სატელეფონო ჩართვა: ნადია ხიზანაშვილი - პედაგოგი; სოფ. კვერნაული.

გადაცემის პროდიუსერი და წამყვანი: ეკა ტალახაძე.

Exclamation
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
nino kadagidze

Female
Number of posts : 54
Registration date : 29.12.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyTue Dec 30, 2008 12:23 am

სანათას ლექსებს მოწყურებული ვიყავი Smile

აი, წიგნის შესახებ კი არც რა ვიცოდიო Sad გილოცავ , ეს ერთი და მრავალი წიგნი ჩვენს გასახარებლად Smile

Exclamation

სა­ნა­თას პო­ე­ტურ-ქა­ლუ­რი ფე­ნო­მე­ნი

18 ივნისი, 2012907

მა­გა­ლითს რომ დი­დი ძა­ლა აქვს, ამის სათ­ქ­მე­ლად ფსი­ქო­ლო­გე­ბი და იურის­ტე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა თა­ვის­თა­ვად გვარ­წ­მუ­ნებს.

ხო­ლო რო­ცა პრე­ცე­დენ­ტი შედ­გე­ბა, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში ის ერ­თ­დ­რო­უ­ლად კი­დეც გვამ­ხ­ნე­ვებს და კი­დეც გვა­ა­ვა­დებს.და­ა­ლო­ე­ბით ამ­გ­ვა­რი რა­ღა­ცა მოხ­და ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში, რო­ცა აკა მორ­ჩი­ლა­ძემ რო­მა­ნი ყუთ­ში ჩა­დო და ისე შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა წა­სა­კითხად. მე­რე ჩან­თა­ში ჩა­დე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბიც გა­მოჩ­ნ­და და თა­ვი­დან თუ ეს მა­ვანთ მორ­ჩი­ლა­ძის ნი­უ­ჰაუ ეგო­ნათ, მე­რე მიხ­ვ­დ­ნენ, რომ მსგავ­სი ფორ­მა­ტე­ბი სავ­სე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მა ყო­ფი­ლა ჯერ კი­დევ და­სავ­ლეთ­ში და ჯერ კი­დევ ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის წინ.

ასე მოხ­და თუ ისე, ბო­ლო წლებ­ში თან­და­თან გა­მოჩ­ნ­და წიგ­ნი-ყუ­თე­ბი, წიგ­ნი-სკივ­რე­ბი, წიგ­ნი - ბოღ­ჩე­ბი, წიგ­ნი-თეფ­შე­ბიც კი. ამ ყვე­ლა­ფერს არ­ტის სა­ხე აქვს, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა და აკა­და­მი­ურ გა­მო­ცე­მებს მიჩ­ვე­უ­ლი მკითხ­ვე­ლიც აღარ აპ­რო­ტეს­ტებს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნო­დარ დუმ­ბა­ძის თე­ატ­რ­ში თავ­მოყ­რილ­მა პო­ე­ზი­ის მოყ­ვა­რუ­ლებს მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­ულ­მა მო­რი­გი ყუ­თი - "სა­ნა­თა" შეს­თა­ვა­ზა, სა­დაც სა­მი კრე­ბუ­ლი იდო - "სა­ნა­თას სახ­ლი", "სა­ნა­თას სკივ­რი" და "სა­ნა­თას წიგ­ნი".

სა­ნა­თა - მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლის ლი­რი­კუ­ლი "მე" - ზო­გა­დად ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის სა­ხე-სიმ­ბო­ლოა, რო­მე­ლიც ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში ვა­ჟა-ფშა­ვე­ლამ შე­მო­იყ­ვა­ნა. სა­ნა­თას ფე­ნო­მე­ნის გა­სა­აზ­რებ­ლად ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას "ბახ­ტ­რი­ო­ნი" უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ - ქა­ლი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, აკ­რ­ძა­ლულ­სა და შე­უძ­ლე­ბელს ახერ­ხებს. ახერ­ხებს დარ­ჩეს პი­როვ­ნე­ბად, ქა­ლად, სრუ­ლად რე­ა­ლიზ­დეს. სა­ნა­თა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ეს ფე­ნო­მე­ნი დღემ­დე ცოცხ­ლობს, მე­ტიც, თუ რამ ჯან­სა­ღია და კარ­გი ჩვენ­ში - ქალ­ში, ეს სა­ნა­თაა.

"რო­ცა დღე­ვან­დე­ლი და­ხე­ულ­ჯინ­სე­ბი­ა­ნი გო­გო­ე­ბი, რო­მელ­თაც თით­ქოს არ ადარ­დებთ ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, მე­კითხე­ბი­ან, სა­ნა­თა რა­ტომ გქვიაო და ამა­ზე ფიქრს იწყე­ბენ, ეს უკ­ვე ერის გა­დარ­ჩე­ნად მი­მაჩ­ნია. ეს ქა­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­სა­ბა­ძია დღეს - რო­ცა ქა­ლე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას ვცდი­ლობთ. რო­ცა 2009 წელს პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, სპონ­ტა­ნუ­რად და­ვარ­ქ­ვი ეს სა­ხე­ლი. არ მი­ფიქ­რია, ეს წიგ­ნის გარ­შე­მო ხმა­ურს თუ გა­მო­იწ­ვევ­და, არც კო­მე­ცი­უ­ლი გათ­ვ­ლა გვქო­ნია. მაგ­რამ რე­ზო­ნან­სი გა­ცი­ლე­ბით დი­დი აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე ვე­ლო­დი" - ამ­ბობს მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლი.

თუმ­ცა კი, სა­ნა­თას ფე­ნო­მე­ნი დღემ­დე არ არის ბო­ლომ­დე გა­აზ­რე­ბუ­ლი, ზო­გის­თ­ვის ის ფშავ­ლის ქა­ლად რჩე­ბა, ვა­ჟას პო­ე­მის გმი­რად.

"სა­ნა­თას" წიგ­ნე­ბის მხატ­რო­ბა ლე­ვან ხა­რა­ნა­ულს ეკუთ­ვ­ნის, მი­სი­ვე ნა­ხა­ტის ფო­ნი ადევს ყუთ­საც, სა­დაც ისი­ნია მო­თავ­სე­ბუ­ლი. გა­მომ­ცე­მელ ვა­ჟა წოწ­კო­ლა­უ­რის იდე­ით კი მუ­ყა­ოს ყუ­თი ძვე­ლი კა­ნა­ფის თო­კით შე­ი­კე­რა. ამ ყუთ­მა ითა­ვა ფუნ­ქ­ცია ყო­ფი­ლი­ყო სკივ­რიც და სახ­ლიც - რის შე­სა­ხე­ბაც პო­ე­ტი ქა­ლი თა­ვის ლექ­სებ­სა და მი­ნი­ა­ტუ­რებ­ში გვიყ­ვე­ბა. კრე­ბუ­ლებ­ში თავ­მოყ­რი­ლია სხვა­დას­ხ­ვა დროს და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი და პრო­ზა­უ­ლი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი. კრე­ბულ­თა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი და თვი­თონ ყუ­თიც, გარ­და პო­ე­ტუ­რი არი­ტი­სა, ერ­თ­გ­ვა­რი მი­ნიშ­ნე­ბა­ცაა იმა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხოს ქალ­მა -პო­ეტ­მა სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა - იყოს ოჯა­ხის დე­და, იურის­ტი, არა­სამ­თავ­რო­ბო კავ­ში­რის "ჩვე­ნი ფშა­ვის" ერთ-ერ­თი მო­თა­ვე, პო­ე­ტუ­რი კონ­კურ­სის -"ხვა­რამ­ზე­ო­ბის" და­მა­არ­სე­ბე­ლი და ამა­ვე პო­ე­ზი­ის სკივ­რი­დან სა­კუ­თა­რი ამ­ბე­ბის ამომ­ლა­გე­ბე­ლი.

მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი და სათ­ქ­მე­ლი კი, რო­გორც ადა­მი­ა­ნის, ქა­ლის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერ­თი წევ­რის სა­წუ­ხა­რია იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი იშ­ვი­ა­თად არი­ან სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე, ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მო და რომ ამ ად­გილ­ზე ხში­რად სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნებს ვხვდე­ბით, რომ არ არის ინ­დი­ვი­დე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც გა­თი­თო­კა­ცე­ბუ­ლე­ბი ვე­ღარ ქა­ჩა­ვენ იმ საქ­მეს, რა­ზე­დაც გუ­ლი შეს­ტ­კი­ვათ. მკითხ­ვე­ლი არ მინ­და და­იბ­ნეს და ეგო­ნოს, რომ ამ წიგ­ნე­ბის გა­დაშ­ლი­სას პარ­ტი­ო­ტუ­ლი ლი­რი­კის ცეცხ­ლ­ში მო­უ­წევს გა­დაშ­ვე­ბა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე რომ ალ­მუ­რით სწვავს ქარ­თულ პო­ე­ზი­ას. მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­ულ­თან სათ­ქ­მე­ლი ისე­თი­ვე ფე­რა­დო­ვან ხა­ლი­ჩად ქცე­უ­ლა, რო­გორც ფშა­უ­რი ფარ­და­გია, ფშა­უ­რი მდე­ლო­ე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბა - გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­ღი და მსუ­ბუ­ქი.

* http://24blog.ge/news/story/29647-sanatas-poetur-qaluri-fenomeni

Exclamation
Back to top Go down
keso
Front of Armury
Front of Armury
keso

Female
Number of posts : 96
Registration date : 28.12.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyTue Jan 13, 2009 12:21 am

რაც გინდა ძველებური ეძახონ, ჩემთვის შენი ლექსები ნამდვილი პოეზიაა...
ეს ფითრებიც როგორ მომწონს...
Smile



მონატრებული ფშაური ფოლკლორი

ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილეს მიეძღვნა პროფკავშირების კულტურის სასახლეში გამართული ფშაური ფოლკლორის საღამო. თბილისს ესტუმრნენ ფშავში მცხოვრები მოლექსეები და ფშაველი შემსრულებლები. ფოიეში ხელმარჯვე ოსტატთა ნამუშევრები და ფერწერული ტილოები გამოიფინა, გაიყიდა წიგნები.
საღამოს, რომელიც "ფშავის აღორძინება-განვითარების" კავშირის ინიციატივით გაიმართა, უძღვებოდნენ პოეტი მარიამ ხუცურაული (სანათა) და ლიტერატორი ვანო ბერიძიაშვილი.
ორგანიზატორების თქმით, მსგავსი საღამო, სადაც ფშავის ფოლკლორი სრულყოფილად წარმოჩინდებოდა, ბოლო 30 წლის მანძილზე თბილისში არ ჩატარებულა. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ იუნესკომ 2011 წელი ვაჟა-ფშაველას წლად გამოაცხადა.
დარბაზი ოვაციით შეხვდა უხუცეს მონაწილეს, სახალხო მთქმელს გაბრიელ გარაშვილს. სამი საათის განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდნენ თიანელი, დუშელი, ახმეტელი, პანკისელი ფშაველი მოლექსეები და მომღერლები, მოცეკვავეები.

„საქართველოს რესპუბლიკა“, 2011-06-24

* http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2011&art=7443

Exclamation
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 59
Registration date : 10.11.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyThu Jan 15, 2009 12:02 pm

მარიამ ხუცურაული

15 იანვარი - ბედობა

ადრიანად თოვლი მომილოცავს,
უპირველეს, ლამაზ იანვრის დღეს
და სათუთი, როგორც შენი კოცნა,
სევდას და ტკივილებს მიმავიწყებს...
„ჩემი ბედნიერი იანვარი“
(ასე შენ დაარქვი, მეღიმება)
სხვა არა, ისევ შენ მოასწარი,
უღლად მომივლინე შენი ნება...
ეს სხივჩაუმქრალი „მარტის მთვარე“,
დღემდის სხვისთვის რომ ვერ გამიმეტე,
კვლავაც შენს სიმაღლეს შემაფარე,
მოდი, სიხარული დამიბედე...
შენვე მაწყენინე, წყენა თუა,
სხვას რა უფლება აქვს ან რა ხელი,
მოდი, თორემ ეჭვის გველაძუა
ქირქილებს, ქრებაო ყველაფერი...
შენ, შენ მოდი, ჩემო უღლისცალო,
„თოვლივით სხვა“ ბევრს არ მაცდევინებს,
ჩემო უეჭველო ტყუპისცალო,
მოდი და ჯანდაბას, მაწყენინე...


ეს ლექსი ძალიან მიყვარს და დღეს კიდევ ერთხელ...
სიკეთე, სიხარული და მშვიდობა დაგბედებოდეთ!!!
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
keso
Front of Armury
Front of Armury
keso

Female
Number of posts : 96
Registration date : 28.12.08

მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული EmptyThu Jan 15, 2009 12:28 pm


მარიამ ხუცურაული კაფიის ფესტივალზე

Published on May 26, 2015

Exclamation
Back to top Go down
Sponsored content




მარიამ ხუცურაული Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული Empty

Back to top Go down
 
მარიამ ხუცურაული
Back to top 
Page 1 of 8Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: